forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (25) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> QUEEN, Vol. 8
ZSU-23-4
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7470
წევრი No.: 81849
რეგისტრ.: 7-January 09

  გამოგზავნილია: 28 Aug 2015, 10:29  #45523386      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Queen | ქუინი

წარმოშობის ადგილი: ლონდონი, ინგლისი
ჟანრი: როკი, არენა როკი, პროგრესიული როკი, ჰარდ როკი, მსუბუქი მეტალი
აქტიური: 1970–დღემდე
ლეიბლი: Parlophone, EMI, Hollywood, Universal Music Group
ვებ-გვერდი: http://queenonline.com
წევრები:
ფრედი მერკური†: ვოკალი, პიანინო, კლავიშები, გიტარა
ბრაიან მეი: გიტარა, ბანჯო, ბას-გიტარა, კლავიშები, პიანინო, ვოკალი, არფა
ჯონ დიკონი: ბას-გიტარა, გიტარა, კლავიშები, დრამი
როჯერ ტეილორი: დრამი, ვოკალი, გიტარა, ბას-გიტარა, კლავიშები.

user posted image

ქუინი არის ბრიტანული როკ-ჯგუფი, რომელიც მოღვაწეობდა 1970-1991 წლებში (ფრედი მერკურის გარდაცვალება მიიჩნევა ბენდის არსებობის დასასრულად, მიუხედავად იმისა, რომ 1992 და 1995 წლებში კიდევ ორი ახალი სტუდიური ალბომი გამოვიდა ჯგუფის სახელით) მრავალ ჟანრში: არენა როკი, დისკო, გლემ როკი, მძიმე როკი, მსუბუქი მეტალი, პოპ როკი, პროგრესული როკი, ფსიქოდელიური როკი.

ბენდის გავლენის შესახებ საკუთარ შემოქმედებაზე საუბრობენ: დეფ ლეპარდი, ფუ ფაიტერსი, სტივი ვაი, გრინ დეი, განზ-ენ-როუზიზ, აირონ მეიდენი, ჯუდას პრისტი, მეტალიკა, ჯორჯ მაიკლი, მერილინ მენსონი, მიუზი, My Chemical Romance, სმეშინგ პამპკინსი.

ჯგუფს ჩაწერილი აქვს 15 სტუდიური და 3 Live ალბომი.



ლოგო

user posted image

ბენდის ლოგო ფრედი მერკურიმ შექმნა ჯგუფის წევრების ასტროლოგიური ნიშნებისა და სხვა სიმბოლიკის გამოყენებით. ეს პირველი ალბომის გამოშვებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. ყველა სიმბოლოს თავისი დატვირთვა აქვს: ორი ლომი ჯონს და როჯერს აღნიშნავს, კიბორჩხალა-ბრაიანს, ორი ფერია კი ფრედის.

მთლიანობაში ლოგო გაერთიანებული სამეფოს გერბისადმი მსგავსებას ამჟღავნებს, განსაკუთრებით კი ლომები განაპირობებენ ამას.

შემოქმედება

1970-1980

ბენდმა პირველი სტუდიური ალბომი გამოუშვა 1973 წელს, რომლის სახელიც თვითონ ჯგუფის სახელწოდება (Queen) გახლდათ. ეს იყო ალბომი სადაც მძიმე როკი სჭარბობდა და მაშინდელი ამ ჟანრში მოღვაზე გავლენიანი შემსრულებლების ეფექტი ჩანდა. მაგრამ ეს არ ყოფილა არაფერი მიბაძვის მსგავსი. ამ ალბომით ჯგუფი მთელმა ბრიტანეთმა გაიცნო.

მეორე ალბომი 1974 წელს ჩაიწერა და ერთი ცნობილი პრეცედენტისა არ იყოს ალბომების ასეთი ნუმერაციისა, Queen II ერქვა. ეს იყო ბენდის ყველაზე მძიმე ალბომი, რთული ინსტრუმენტალითა და მრავლისმომცველი ლირიკით. ამავე წელს ჯგუფმა ტურნე ჩაატარა აშშ-ში, სადაც მათ დაიმკვირდეს სახელი ძალზედ ენერგიული ლაივ შემსრულებლებისა. მიუხედავად ამისა ამ ქვეყანაში არც მეორე ალბომს მოუტნია ფინანსური წარმატება პირველის მსგავსად.

ასევე 1974 წელს გამოსული ალბომი, Sheer Heart Attack, ჯგუფის მიერ ჩაწერილ პირველ კლასიკად არის მიჩნეული. ალბომი მოიცავდა მეტად მრავალფეროვან კომპოზიციებს, დაწყებული ბალადებიდან მსუბუქი მეტალით დამთავრებული. ალბომს დიდი წარმატება ხვდა წილად აშშ-სა და მთელს ევროპაში. ბრიტანეთის ჩარტებში კი მან პირველი ადგილი დაიკავა. პირველად აქ გაიგეს ბენდის წევრებმა რას ნიშნავდა ფინანსური წარმატება. ალბომში შესული სიმღერის, Stone Cold Crazy, ქავერ ვერსიისათვის მოგვიანებით Metallica-მ გრემი დაიმსახურა. Def Leppard-ის ერთ-ერთმა წევრმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ამ ალბომის პირველად მოსმენისას საჭესთან იჯდა და იმდენად გაერთო და იმდენად მოექცა მუსიკის გავლენის ქვეშ, რომ საგზაო პატრულმა გააჩერა და გამოკითხვა დაუწყო, ნამდვილად კარგად გრძნობდა თავს თუ არა.

ამ ყველაფერს 1975 წელს A Night At The Opera-ს გამოსვლა მოყვა.

ალბომი გამოვიდა ისეთი ნამუშევრების პარალელურად როგორებიცაა Led Zeppelin - Physical Graffiti, Rainbow - Ritchie Blackmore's Rainbow, Deep Purple - Come Taste The Band, Pink Floyd - Wish You Were Here, Black Sabath - Sabotage... და მაინც ჰიტი გახდა მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია Bohemian Rhapsody, რომელიც ფრედი მერკურის ეკუთვნის და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველა დროის საუკეთესო სიმღერად ითვლება დღემდე. ასევე მნიშვნელოვანი სიმღერაა Love Of My Life, რომელის განსაკუთრებულ ჟღერადობაც ბრაიან მეის 12 სიმიანი აკუსტიკური გიტარის დამსახურებაა.

1976 წელს ჩაწერილი ალბომი A Day At The Races, ძალიან ჰგავს ყდითაც და შიგთავსითაც მის წინამორბედს. ალბომი მიჩნეული იქნა როგორც A Night At The Opera-ს გაგრძელება და დიდი გახმაურება მოყვა. მასში შესული სიმღერა Somebody To Love ყურადღებას იქცევს გასაოცარი გუნდური ხმოვანებით. ამავე წელს ქუინმა ჩაატარა კონცერტი Hyde Park-ში, რომელსაც ოფიციალურად 150 000 ადამიანი დაესწრო, არაოფიციალური მონაცემებით კი დამსწრეთა რიცხვი 180 000-ს აღწევდა.

1977 წელს გამოსულ ალბომს News Of The World კრიტიკოსები საკმაოდ მკაცრად შეხვდნენ, მოგვიანებით კი 70-იანების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ალბომად შერაცხეს ჰარდ როკში. ალბომმა დიდი გავლენა მოახდინა Arena Rock-ის შექმნაზე. ის შეიცავდა ისეთ ჰიტებს როგორებიცაა We Are The Champions და We Will Rock You-ს. ორივე მათგანი შეყვანილია საერთაშორისო სპორტული ჰიმნების სიაში.

1978 წელს დღის სინათლე შემდეგმა სტუდიურმა ალბომმა იხილა. ეს იყო Jazz. ალბომში შესულია ისეთი ცნობილი სიმღერები როგორებიცაა: Fat Bottomed Girls, Bicycle Race, Don't Stop Me Now, Mustapha... მაგრამ არცერთი მათგანი არაა ჯაზის სტილში შესრულებული. ამაზე Rolling Stones-მა დაწერა: "ქუინს არ აქვს საკმარისი წარმოსახვა ჯაზის დასაკრავად, ამის გამო ქუინს არ აქვს წარმოსახვა Rock N' Roll-ის დასაკრავადაც".

1979 წელს ჯგუფს სტუდიური ალბომი არ გამოუშვია, მაგრამ მაინც წარმატებული მოღვაწეობის წლად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ბენდი მომავალ წელს გამოსაშვებ ალბომზე მუშაობდა. პარალელურად გამოვიდა პირველი Live ალბომი Live Killers, რომელიც ორ გზის გახდა პლატინის ალბომი აშშ-ში. ამავე წელს გამოვიდა მეტად წარმატებული სინგლი, Crazy Little Thing Called Love, რომელიც ელვის პრესლის სტილში იყო შესრულებული და დიდი მოწონება დაიმსახურა მსმენელებისაგან.

user posted image

ჰანოვერი, 1979 წელი.

1980-1990

ბენდმა ახალი ათწლეული კომერციულად საკმაოდ მომგებიანი ალბომით დაიწყო. 1980 წელს გამოიცა ალბომი The Game. ის ერთ-ერთი ყველაზე კარგად გაყიდვადი ალბომია ჯგუფის ისტორიაში. ის შეიცავდა რამოდენიმე სიმღერას რომლებიც მოგვიანებით აბსოლუტური ჰიტები გახდნენ: Crazy Little Thing Called Love, Another One Bites The Dust... ალბომი აშშ-ში ჩარტების პირველ ადგილზე რჩებოდა 4 კვირის განმავლობაში და 4 გზის პლატინადაც იქცა ამ დროის განმავლობაში. მუსიკის ისტორიაში ეს ერთადერთი ალბომია, რომელმაც ერთდროულად დაიკავა პირველი ადგილი Billboard Rock, Dance და R&B ჩარტებში. ამ ალბომში გამოჩნდა სინთეზატორი პირველად.

ამავე 1980 წელს გამოვიდა მხატვრული ფილმი Flash Gordon, რომლისთვისაც ჯგუფმა სრული საუნდტრეკების ალბომი ჩაწერა.

1981 წელს ქუინმა პირველი დუეტი ჩაწერა. ეს იყო დევიდ ბოუისთან ერთად შესრულებული სიმღერა Under Pressure. ყველაფერი ძალიან სპონტანურად მოხდა, როცა ბოუი შემთხვევით მოხვდა ხმის ჩამწერ სტუდიაში სადაც ბენდი მუშაობდა. თანამშრომლობის შედეგი შესანიშნავი გამოდგა და სიმღერამ ადვილად მიაღწია პირველ ადგილს ბრიტანეთის ჩარტებში. ამავე წელს გამოვიდა ნაკრები სიმღერების ალბომი Greatest Hits. ალბომი ბრიტანეთის ყველა დროის ყველაზე დაყიდვად ალბომად იქცა. ის მთლიანობაში 5 407 587 ეგზემპლარად გაიყიდა, რაც 600 000 ცალით მეტია ვიდრე უახლოესი კონკურენტის, ბითლზის Sgt Pepper's Lonely Hearts Club Band–ის, გაყიდვები.

1982 წელს გამოვიდა Funk ალბომი Hot Space. ალბომში შესულია დუეტი Under Pressure, და სხვა არანაკლებ საინტერესო სიმღერები.

user posted image

ნორვეგია, 1982 წელი.

1983 წლის განმავლობაში ბენდმა უარი თქვა ყველა ტურნეში მონაწილეობაზე თუ ალბომის გამოშვებაზე და მთლიანად გადაერთო ახალი ალბომის ჩაწერაზე რომელიც მომავალ წელს გამოვიდა.

1984 წელს გამოიცა ალბომი The Works. ალბომში დანარჩენებთან ერთად შედიან: Radio Ga Ga და I Want To Break Free. მიუხედავად ამისა ალბომს დიდი ფინანსური წარმატება არ მოყოლია.

1985 წელს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო როკ ფესტივალში Rock In Rio და 325 000 მაყურებლის წინაშე წარსდგა. ამავე წელს გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი უემბლის სტადიონზე სახელწოდებით Live Aid რომელიც სერ ბობ გელდოფის ინიციატივით ჩატარდა. მთელი შემოსავალი ქველმოქმედებას მოხმარდა. ქუინი იყო ერთადერთი ბენდი ვისაც თავიანთი გამოსვლის ვიდეო გადაღების უფლება მისცეს. როგორც მაშინ ამბობდნენ ქუინმა მთელი შოუ "მოიპარა".

1986 წელი ალბათ საუკეთესო იყო ბენდის ისტორიაში. გამოვიდა ალბომი A Kind Of Magic. ალბომი შეიცავდა მრავალ გახმაურებულ სიმღერას: A Kind of Magic, Friends Will Be Friends. ასევე ოფიციალურ საუნდტრეკებს მხატვრული ფილმიდან Highlander: Who Wants to Live Forever და Princes of the Universe. ასევე ამავე წელს გამოვიდა მეორე Live ალბომი Live Magic. ამ წელს ბენდმა მოაწყო არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტურნე The Magic Tour. ტურნეს განმავლობაში კონცერტებს დაესწრო 1 მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის 400 000 მხოლოდ დიდი ბრიტანეთში, რაც იმ დროისათვის რეკორდი იყო. ამ წელს უემბლიზე გამართული კონცერტი, რომელაც 120 000 მაყურებელი დაესწრო, საოცრად შთამბეჭდავი სანახაობა იყო. კონცერტის აუდიო ვერსია 1992 წელს გამოიცა.

1989 წელს ალბომი The Miracle იქნა გამოცემული. I Want It All, Breakthru, The Invisible Man, Scandal, The Miracle და სხვები აღიარებულ ჰიტებად იქცნენ. ბენდმა უარი თქვა ალბომის მხარდასაჭერი ტურნეს ჩატარებაზე, რითაც ისარგებლეს ჟურნალისტებმა და დაიწყეს საუბარი ბენდის დაშლის შესაძლებლობებზე. ასევე გაჩნდა მოსაზრებები ფრედი მერკურის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. ამ ალბომის შემდეგ ჯგუფმა შეცვალა სიმღერების წერის ტაქტიკა. თუ აქამდე რომელიმე კონკრეტულ სიმღერას ერთი წევრი წერდა და დანარჩენები მას მხოლოდ ეხმარებოდნენ საბოლოო პროდუქტის ჩამოყალიბებაში, ახლა უკვე ყველა ახალ ნამუშევარს მთლიანად ქუინის ერთობლივ ნამუშევრად აცხადებდნენ.

1990-1995

1991 წელს გამოვიდა ალბომი Innuendo. ალბომი მრავალ შესანიშნავ ნამუშევარს შეიცავდა. აღსანიშნავია ულამაზესი სიმღერა Innuendo, რომელშიც შესანიშნავი გიტარის პარტია და რამდენიმე გადასვლაა. ასევე I'm Going Slightly Mad, Headlong, The Show Must Go On რომლებიც მოგვიანებით ჰიტებად იქცა. ლაპარაკი ფრედის ავადმყოფობის შესახებ კიდევ უფრო გახშირდა. ამავე წელს გამოიცა მეორე ნაკრები ალბომი Greatest Hits II.

1991 წლის 23 ნოემბერს ფრედიმ საჯაროდ გამოაცხარა რომ მას შიდსი ჰქონდა. ამ განცხადებინ 24 საათის გასვლის შემდეგ, 24 ნოემბერს, იგი 45 წლის ასაკში, ლონდონში, საკუთარ სახლში მშვიდად გარდაიცვალა უახლოესი ხალხის გარემოცვაში. იგი ზოროასტრიანული წესით დაკრძალეს, კრემაცია ჩაუტარეს და ფერფლი ერთ-ერთ ტბაზე მოაბნიეს მშობლიურ ზანზიბარში.

1992 წელს უემბლიზე ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი The Freddie Mercury Tribute Concert. მასში მონაწილეობას იღებდნენ ბენდის ცოცხალი 3 წევრი და უამრავი მსოფლიო დონის ვარსკვლავი. კონცერტის 92 000 ბილეთი გაყიდვის დაწყებიდან 6 საათში გათავდა. კონცერტი შესულია გინესების რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე შემოსავლიანი საქველმოქმედო კონცერტი რომელიც ერთ ადამიანს მიეძღვნა. ამოღებულმა ფულმა 20 000 000 ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

1995 წელს უკანასკნელი სტუდიური ალბომი Made In Heaven გამოიცა. ალბომში შესულია ისეთი კომპოზიციები, რომლებიც ჩაწერილი იყო, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო არ იყო გამოცემული. მასში შესულია ისეთი სიმღერები, როგორებიცაა: You Don't Fool Me, Too Much Love Will Kill You, Made In Heaven...

user posted image

ფრედი მერკურის ქანდაკება მონტროში.

მოგეხსენებათ მას შემდეგ, რაც ფრედი მერკური გარდაიცვალა, ლაპარაკი იყო რობი ვილიამსის ვოკაისტად აყვანაზე მაგრამ არ შედგა. ჯგუფს მალე პოლ როჯერსი შეუერთდა, მართალია ფრედისთან ახლოსაც ვერ მივიდოდა, მაგრამ საკმაოდ კარგად წავიდა ჯგუფის საქმე. მართავდნენ სხვადასხვა კონცერტებს მაგრამ 2009 წელს, პოლმა ჯგუფი დატოვა. ჩვენდა სამწუხაროდ 2012 წელს ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა ჯგუფში ადამ ლამბერტი აიყვანეს. მათ მოასწრეს კიევსა და მოსკოვში მასშტაბური კონცერტის გამართვა

user posted image

Queen + Paul Rodgers

user posted image

Brian May & Kerry Ellis

user posted image

Brian May & Adam Lambert


ასევე ბრაიან მეიმ დაარსა ცხოველთა დაცვის ფონდი, რომელსაც დაარქვა Save Me. იგი აქტიური ცხოველების დამცველია. 2010 წელს მან სიმღერა "save me" კერი ელისის დახმარებით შეასრულა გიტარაზე სპეციალურად ამ ფონდისთვის:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


მეის ასევე უკრავს ლედი გაგას ერთ-ერთ ცნობილ სიმღერაში, რომელიც მართლაც კარგი გამოვიდა: http://www.youtube.com/watch?v=X9YMU0WeBwU

როგორც ჩანს ლედი გაგას შემდეგ უარი ვერც Dappy-ს უთხრა სიმღერის ჩაწერაზე, მაგრამ ლედი გაგასგან განსხვავებით ბრაიანი კლიპში ჩანს და საკმაოდ კარგი გაფორმებებითა და ეფექტებით: http://www.youtube.com/watch?v=J5tKSeSF8-w...kWgdLASeu7yk-CG

ბრაიან მეი ატარებდა(?) საკონცერტო ტურებს კერი ელისთან ერთად, ისინი მცირე საკონცერტო დარბაზებში მართავდნენ კონცერტებს, სადაც ნაცნობ ჰიტებს მღეროდნენ, როგორიცაა Save Me, Don't Stop Me Now, Love Of My Life, SOmebody To Love და ა.შ.

2010 წელს ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა მონაწილეობა მიიღეს The Prince's Trust Rock Gala 2010-ზე. სადაც ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა, It's a hard life ლეგენდარულად შეასრულა tom chaplin-მა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


2012 წელს, ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა დახურეს ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა
user posted image

we will rock you შეასრულა Jessie J-მ


ამაწლის ამავე თვეში (სექტემბერში) უნდა გამოვიდეს Freddie Mercury-ისა და Montserrat Caballé-ს ალბომის განახლებული ვერსია, სადაც განახლებული იქნება აბსოლიტურად ყველა მუსიკალური ინსტრუმენტი, სავარაუდოდ ექნება მაღალი აუდიო თუ ვიდეო ხარისხი. პირადად მე მოუთმენლად ველოდები ამ სიახლეს smile.gif

ს ი ა ხ ლ ე!

2013 წელს, ჯგუფის დრამერმა, როჯერ ტეილორმა, გამოუშვა ახალი, რიგით მეხუთე ალბომი - Fun On Earth. იგი ოფიციალურად გამოიცა 11 ნოემბერს. ალბომში შესულია ყველასათვის ცნობილი და ბერვისთვის საყვარელი The Unblinking eye-ს ახალი არანჟირებული ვერსია. ასევე ახალი არანჟირებული Say it's not true და კიდევ ბევრი სიურპრიზი. სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ დაბლა :



კიდევ ერთი კარგი და სასიამოვნო სიახლე

2014 წლის 10 ნოემბერს, ჯგუფმა ოფიციალურად გამოსცა ახალი ალბომი, სახელწოდებით "Queen Forever" აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი Pink Floyd-ის უკანასკნელ ალბომთან - Endless River-თან ერთად გამოიცა! ალბომში შესულია სხვადასხვა ალბომებიდან არჩეული 21 სიმღერა, რომელიც ახალი არანჟირებითა და რემიქსებითაა! ალბომი შეგიძლიათ იხილოთ დაბლა:

იხილიეთ Playlist-ი Youtube-ზე



ქუინის დისკოგრაფია

Queen (1973)
Queen II (1974)
Sheer Heart Attack (1974)
A Night at the Opera (1975)
A Day at the Races (1976)
News of the World (1977)
Jazz (1978)
The Game (1980)
Hot Space (1982)
The Works (1984)
A Kind of Magic (1986)
The Miracle (1989)
Innuendo (1991)
Made in Heaven (1995)
Queen Forever (2014)


წინა თემები იხილეთ აქ

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ოფიციალური გვერდი YouTube-ზე

ჩვენი ოფიციალური გვერდი Facebook-ზე. დააჭირეთ და შემოგვიერთდით!

This post has been edited by ZSU-23-4 on 28 Aug 2015, 10:33
misha20123
The Truth Has Set Me Free


********
ჯგუფი: Members
წერილები: 74845
წევრი No.: 118405
რეგისტრ.: 14-July 10

გამოგზავნილია: 28 Aug 2015, 10:36  #45523420      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ZSU-23-4
QUOTE
Queen Forever (2014)

მოიცა Love of My Life არცერთ ალბომში არ იყო შესული?
rolleyes.gif



ZSU-23-4
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7470
წევრი No.: 81849
რეგისტრ.: 7-January 09

გამოგზავნილია: 28 Aug 2015, 10:45  #45523483      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
misha20123
QUOTE
მოიცა Love of My Life არცერთ ალბომში არ იყო შესული?


კი როგორ არა კაცო? O.o მანდ რა სიმღერებიცაა შესული ძირითადად სხვადასხვა ალბომებიდანაა ამოკრეფილი. ზოგს ახალი არანჟირება გაუკეთდა. მაგალითად Love Kills-ს

ეს არის ახალი ვერსია:



ეს კიდევ ძველი:



This post has been edited by ZSU-23-4 on 28 Aug 2015, 10:47
misha20123
The Truth Has Set Me Free


********
ჯგუფი: Members
წერილები: 74845
წევრი No.: 118405
რეგისტრ.: 14-July 10

გამოგზავნილია: 28 Aug 2015, 10:47  #45523494      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ZSU-23-4
ხო მეც გამიკვირდა biggrin.gif

ახალი ალბომი ჩაწერონ ვესტი მოიყვანონ სოლისტად lol.gif help.gif
* * *
QUOTE
Love Kills-ს

როგორ მიყვარს როგორც კიდევ ბევრი რამ ფრედის war.gif

This post has been edited by misha20123 on 28 Aug 2015, 10:48
ZSU-23-4
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7470
წევრი No.: 81849
რეგისტრ.: 7-January 09

გამოგზავნილია: 28 Aug 2015, 10:53  #45523528      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
misha20123
QUOTE
ZSU-23-4
ხო მეც გამიკვირდა


ახალი ალბომი ჩაწერონ, მეც გამიხარდება.

QUOTE
ახალი ალბომი ჩაწერონ ვესტი მოიყვანონ სოლისტად


და ლამბერტი ბექვოკალებში facepalm.gif


QUOTE
როგორ მიყვარს როგორც კიდევ ბევრი რამ ფრედის

ახალი არანჟირებული ვერსიაც ძალიან მაგარია! უფრო წყნარი და მოწყენილია smile.gif მაგრამ ბოლოსკენ მმ. ყველა ინსტრუმენტი რო შემოდის

This post has been edited by ZSU-23-4 on 28 Aug 2015, 10:54
misha20123
The Truth Has Set Me Free


********
ჯგუფი: Members
წერილები: 74845
წევრი No.: 118405
რეგისტრ.: 14-July 10

გამოგზავნილია: 28 Aug 2015, 10:56  #45523550      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ZSU-23-4
QUOTE
ახალი არანჟირებული ვერსიაც ძალიან მაგარია!

კი კარგია


QUOTE
ლამბერტი ბექვოკალებში

biggrin.gif

რაღა ეგ დ ა რაღა მე biggrin.gif მაგაზე მეტს არ გავაფუჭებ biggrin.gif

This post has been edited by misha20123 on 28 Aug 2015, 10:57
ZSU-23-4
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7470
წევრი No.: 81849
რეგისტრ.: 7-January 09

გამოგზავნილია: 28 Aug 2015, 11:38  #45523835      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
misha20123
QUOTE
რაღა ეგ დ ა რაღა მე  მაგაზე მეტს არ გავაფუჭებ 


ანალოგიურად მეც lol.gif
Nimrodel
cyclodolic & alcoholic


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3178
წევრი No.: 172663
რეგისტრ.: 2-September 13

გამოგზავნილია: 28 Aug 2015, 11:46  #45523888      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


ტყუპისცალია, სიტყვის თითქმის სრული მნიშვნელობით. ლოლ

მარა მაინც არ მევასება იმიტომ, რომ ტრიბუტბენდობა რა პონტია, და მერეც კიდე ავტოტუნით მღერის და ერთი ტონით ქვემოთ მგონი.

უბრალოდ საყვარელი სიმღერაა ქუინის ჩემი. <3


--------------------
i love ნათელა
misha20123
The Truth Has Set Me Free


********
ჯგუფი: Members
წერილები: 74845
წევრი No.: 118405
რეგისტრ.: 14-July 10

გამოგზავნილია: 28 Aug 2015, 13:30  #45524716      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ZSU-23-4
არა ეგ ხომ მაგრამ ვესტის მოსმენის მერე აღარ გამიტყდება სიმღერა არასდროს biggrin.gif

ZSU-23-4
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7470
წევრი No.: 81849
რეგისტრ.: 7-January 09

გამოგზავნილია: 28 Aug 2015, 17:13  #45526349      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
misha20123
QUOTE
ZSU-23-4
არა ეგ ხომ მაგრამ ვესტის მოსმენის მერე აღარ გამიტყდება სიმღერა არასდროს


პრინციპში ხო, მეც lol.gif lol.gif

misha20123
The Truth Has Set Me Free


********
ჯგუფი: Members
წერილები: 74845
წევრი No.: 118405
რეგისტრ.: 14-July 10

გამოგზავნილია: 28 Aug 2015, 17:16  #45526366      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აკოსტა სად დაიკარგა ისე?

აღარ შემიმჩნევია კარგა ხანია ამ ტემაში დ ასაეღტოდ ფორუმზე
ZSU-23-4
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7470
წევრი No.: 81849
რეგისტრ.: 7-January 09

გამოგზავნილია: 28 Aug 2015, 20:49  #45527743      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აი სიმღერის გაუპატიურებაც ესე უნდა love.gif

ZSU-23-4
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7470
წევრი No.: 81849
რეგისტრ.: 7-January 09

  გამოგზავნილია: 29 Aug 2015, 15:11  #45533069      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყურადღება! ყურადღება!


2015 წლის 12 სექტემბერს (შაბათ დღეს). იქნება კონცერტის ყურება დიდ ეკრანზე.

დაწვრილებით ინფორმაციისთვის მიმართეთ ამ ლინკს: ღონისძიება

თუ შეილება მაქსიმალურად გაავრცელეთ რა!

მიმაგრებული სურათი
Earls_Court_77_Cover.jpg
ZSU-23-4
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7470
წევრი No.: 81849
რეგისტრ.: 7-January 09

გამოგზავნილია: 30 Aug 2015, 19:59  #45543140      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალიან მაგარია! უყურეთ smile.gif

Scoorp
I'll go to your room,but you have to seduce me


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10698
წევრი No.: 93295
რეგისტრ.: 9-June 09

გამოგზავნილია: 5 Sep 2015, 16:15  #45595094      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დღეს ჩეემი შეუცვლელი და პირველი სიყვარულის დაბ.დღეა
ფრედი
ვერც კი წარმომოდგენიხარ 69 წლის როგორი იქნებოდი
არადა რამდენ რამეს გააკეთებდი ამ წლებში sad.gif
რა საინტერესოა ისე როგორ დაბერდებოდიsmile.gif))
რას დაემსგავსეებოდი biggrin.gif
ყოველთვის იმდენის დაწერა მინდა ხოლმე და საქმე საქმეზე რო მიდგება ხმას ვეღარ ვიღებ
იმიტო რო გადმოსცე ემოცია და სიყვარული ძალიან რთულია
მიყვარხარ და გილოცავ სადაც და როგორც არ უნდა იყო


--------------------
ვფიცავ, არასდროს გავიზრდები იმაზე დიდი,
რომ შემრცხვეს წვიმაში ყვავილების მორწყვა..
--
Скажи мне что-нибудь красивое
-Ты.
-Нет, скажи что-нибудь еще красивее
-Мы.
--
"Do it with passion or not at all."
Scorpio
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (25) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.4826 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]