#51796828 · 7 Dec 2017, 19:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაბალი ფასები ნამდვილად აქვთ შიდა ტურებს, მაგრამ 15-20 ლარად არავინ, თუნდაც ყველაზე იაფი ტურისტული კომპანია 2დღიან ტურს არ დაგიგეგმავს და არ წაგიყვანს ღამისთევით სასტუმროში, სადაც 1 ოთახზე დღიური გადასახადი (თუნდაც ყველაზე ბიუჯეტურში 25-30 ლარია). 1 დღიანზე შეიძლება წასვლა 15 ლარად, თუ მანქანა ახლობლისაა და მძღოლს საწვავის ფულსა და დაახლოებით 50-60 ლარზე შეუთანხმდები დღიურად. თუ გამყოლიც გეყოლება მასაც დაახლოებით იმავე თანხას გადაუხდი. ისე კი, შიდა ტურების ბაზარი იმდენად მოუწესრიგებელია რომ სტატისტიკასაც კი ვერავინ გეტყვის წესიერად. ვისაც არ ეზარება, ყველამ ტურიზმს მოჰკიდა ხელი და ამიტომაა არაჯანსაღი კონკურენცია და ფასის შესაბამისი მომსახურება
|