ძალიან გამიკვირდა როცა ლიტერატურის კატალოგში მეოცე საუკუნის ფრანგული ლიტერატურის და ეგზისტენციალიზმის გამორჩეული მწერლის ჟან პოლ სარტრის გვარი ვერ ვიპოვე. ეს ის კაცია რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ალბერ კამიუსა და ლუი ფერდინანდ სელინის შემდეგ. განსაკუთრებით მომეწონა კედელი და სიკვდილმისჯილი პაბლო იბიეტა თავისი ფატალიზმით და ცხრაკლიტული ჯოჯოხეთით. ძალიან მაგრად აქვს აღწერილი ეს ადგილი.
ისე არაუშავდა ბუზებს და ეშმაკს და უფალ ღმერთს მაგრამ არ მიზიდავს მითოლოგიური ჩანართები თხზულებებში ამიტომ დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება მოუხდენია.
აქვე დავდებ სარტრის მცირე ბიოგრაფიას
ჟან-პოლ სარტრი (დ. 21 ივნისი 1905, პარიზი - გ. 15 აპრილი, 1980, პარიზი), ფრანგი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი, დრამატურგი, ნოველისტი, პოლიტიკური აქტივისტი, ბიოგრაფი, ლიტერატურული კრიტიკოსი. მეოცე საუკუნის ფრანგული ფილოსოფიის, ეგზისტენციალიზმის და მარქსიზმის ერთერთი წამყვანი ფიგურა. სხვა სფეროებზე: მარქსისტულ ფილოსოფიაზე, სოციოლოგიაზე და ლიტერატურულ კვლევებზე, სარტრის ნამუშევრები დღემდე დიდ გავლენას ახდენენ. სარტრი ასევე ცნობილია ავტორთან და სოციალურ თეორისტთან, სიმონა დე ბოვუარისთან მისი ხანგრძლივი ურთიერთობით. 1964 წელს დაჯილდოვდა ნობელის პრემიით ლიტერატურის დარგში, თუმცა მან ჯილდოზე უარი განაცხადა.
ჟან-პოლ-შარლ-ელიმარ-ლეონ-ეჟენ სარტრი დაიბადა 1905 წლის 21 ივნისს პარიზში, ბურჟუაზიულ ოჯახში. მამა სამხედრო პირი იყო, დედა კი — ალზასელი პროფესორების, შვაიცერების, ოჯახის შვილი. პატარა სარტრის დაბადებიდან ცოტა ხანში მამა ყვითელი ციებით გარდაიცვალა. მამის ადგილი დაიკავა მკაცრი და ავტორიტეტული ხასიათის ბაბუამ, რომელიც ზრუნავდა შვილიშვილის განათლებაზე სკოლაში შესვლამდე. 1907-დან 1917 წლამდე პატარა „პულუ“ (ასე უწოდებდნენ სარტრს ბავშვობაში)დედის მშობლებთან ცხოვრობდა, სადაც მას ანებივრებდნენ და ყველა სურვილს უსრულებდნენ. ამან ბავშვში ერთგვარი ნარცისიზმი განავითარა. შვეიცერების დიდ ბიბლიოთეკაში სარტრი ადრევე აღმოაჩენს ლიტერატურას და თანატოლებთან თამაშს კითხვას ამჯობინებს.
1917 წელს სარტრის დედა მეორედ გათხოვდა კაცზე, რომეიც ჟან-პოლს სიცოცხლის ბოლომდე სძულდა. ისინი ლა როშელში გადადიან საცხოვრებლად, სადაც სარტრი 15 წლის ასაკამდე დარჩება. 1921 წელს ბავშვი ავად გაახდა და სასწრაფოდ პარიზში გადაიყვანეს, სადაც დატოვეს კიდეც სასწავლებლად ლიცეუმში. ლიცეუმში სარტრი გაიცნობს და დაუმეგობრდება პოლ ნიზანს. ამ პერიოდში წერს ორ პატარა მოთხრობას, რომლებშიც საზოგადოებრივი პირობითობებით გაჯერებულ ცხოვრებაზე ირონიითაა ლამარაკი. ლიცეუმში 2 წლის სწავლის შემდეგ სარტრი და ნიზანი უმაღლეს პედაგოგიურ სასწავლებელში ჩაირიცხებიან. აქ სარტრი გამოირჩევა თავისი პროვოკატორულობით, მორალური ავტორიტეტის წინააღმდეგ ბრძოლით. გარდა ამისა, იგი ძალიან დიდ შრომისმოყვარეობასაც იჩენს.
უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პირველი 4 წლის მანძილზე სარტრი არ ინტერესდება პოლიტიკით. იგი სპონტანური ანარქისტია და არც ერთ მანიფესტაციაზე არ დადის.
1928 წელს იგი გაიცნობს სიმონა დე ბოვუარს, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მისი კომპანიონი იქნება. 1929 წელს იგი ჩააბარებს ფილოსოფიაში საკნდიდატო გამოცდას და ფილოსოფიის პროფესორად ინიშნება ჰავრში, შემდეგ კი პარიზში.
1933—1934 წლებში სარტრი ბერლინში იმყოფება და ახლოს ეცნობა ჰუსერლის ფილოსოფიას.
1938 წელს გამოდის მისი პირველ რომანი გულზიდვა, რომელიც ლიტერატურულ მოვლენად იქნება შეფასებული.
სარტრისა და სიმონა და ბოვუარის საფლავი
1942 წელს სარტრი თავს ანებებს მასწავლებლობას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი პოლიტიკით იტერესდება. 1945 წელს აარსებს ჟურნალს les temps modernes, რომლის მთავარი მიზანი არის ბურჟუაზიული საზოგადოების ტრანსფორმირება. იგი გამოდის ალჟირის ომისა და გენერალი დე გოლის, 1968 წლიდან კი კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ.
1964 წელს სარტრი უარს ამბობს ნობელის პრემიის მიღებაზე.
ჟან-პოლ სარტრი გარდაიცვალა 1980 წლის 15 აპრილს. 50 000 ადამიანი მიაცილებლად მის ნეშტს. იგი დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე.
ამბობენ გულზიდვა ყველაზე მაგარიაო ..ამაზე დიუმას ბიბლიოთეკა რომ გაიხსნება მერე ვისაუბრებ
This post has been edited by tatuli1989 on 27 Aug 2010, 23:59
მიმაგრებული სურათი
ცენტრალურ პარკში რომ ტბაა იხვები ხომ გინახავთ გაზაფხულობით. იქნებ შემთხვევით იცოდეთ ზამთრობით სად მიდიან? იქნებ იცოდეთ შემთხვევით ვინმეს საბარგო მანქანით მიჰყავს თუ თვითონ მიფრინავენ სამხრეთით თ ან სხვაგან სადმე?
Я человек больной... Я злой человек. Непривлекательный я человек.