"ჩრდილო-დასავლეთით პორტოვეკიოდან გზა მთებისკენ მიდის და საკმაოა კაცმა სამი საათი იაროს მიხვეულ-მოხვეული ბილიკით, რომელსაც ალაგ-ალაგ კლდის ნაპრალები გადმოჰყურებს, ხოლო ალაგ-ალაგ თვალუწვდენელი ხრამები სჭრის, რომ ბოლოს ფართო ტევრს მიაღწიოს. აქ ცხოვრობენ კორსიკელი მწყემსები და ყველა ის ადამიანები, რომელნიც ვერ მორიგებულან მთავრობის მართლმსაჯულებასთან..."
პატარაობისას, მერიმეს წიგნში ამოკითხული ამ სიტყვებით დაიწყო ჩემი ნაცნობობა კორსიკასთან.
დროთა განმავლობაში, "ჰორიზონტზე" გამოჩნდნენ ბუონაპარტე და პასკუალე პაოლი. გავეცანი კორსიკის ისტორიას. აღმოვაჩინე, რომ ამ მშვენიერი და იდუმალი კუნძულის მკვიდრთ საოცარი ფოლკლორი აქვთ. როგორც ფოტოებიდან ჩანს ბუნება ულამაზესია...
მოკლედ, დიდი სურვილი მაქვს კუნძულს ვეწვიო და იმედია ავისრულებ საწადელს.
ფორუმელთაგან ვინმე თუ არის ნამყოფი კორსიკაზე, იქნებ შთაბეჭდილებები მამცნოს რა
(განსაკუთრებით ერთი ფორუმელის მეიმედება, როგორც ვატყობ, ბევრგანაა ნამყოფი და იქნებ....,
ჰა? )
მიმაგრებული სურათი
On the 8th day, God created whiskey to keep the Irish from taking over the world!