დიდი კინომცოდნედ ნამდვილად არ მივიჩნევ საკუთარ
თავს. არც უბრალო კინომოყვარული ვარ, მაგრამ ამ განყოფილებაში ბესტმა და კიდევ რამდენიმე იუზერმა ჩემზე უკეთესად იციან კინო და ისეთი რეჟისორების ფილმებს ახსენებენ, მე რომ ყურიც არ მომიკრავს ( ლიტერატურაში ბევრად უკეთესად ვერკვევი
).
ახლა, ჩემი კინომცოდნის ლეველი ბოლომდე რომ არ გადაგიშალო გეტყვი რომ დასაცინად არ მითქვამს, რაც შენ გევასება ჩემო ძმაო - ეგ უნდა თქვა, აბა ვიღაცების თვალში რომ
მაგარი პერო გამოჩნდე მაგიტომ არ უნდა იძახო კასვეტე მევასება ან ფრანგული ახალი ტალღის ფილმებზე ვარ გაზრდილიო და ამ დროს მხოლოდ ვიკიპედიაში წაგეკითხოს მათ შესახებ, უბრალოდ შენი ტოპი ისეთია დიდი ალბათობით მხოლოდ გასართობად უყურებ ფილმებს
მხოლოდ მაგას გავუსვი ხაზი.
აი, კინოს როგორც ერთ -ერთ დიდ კაცობრიობის მონაპოვარს ისე რომ აღიქვამ და შენთვის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ დროის გასაყვანი საშუალება ძალიან რთული იქნებოდა ისევ ეგ ტოპი დაგედო )))
ისე, ზოგადად თუ ვაფასებთ ყველა დროის საუკეთესო რეჟისორებს მაშინ ცოტა
ობიექტური ტოპია საჭირო , თორემ ისე შეიძლება ფელინის ფილმებით ბევრი ვერ კაიფობდეს, მაგრამ ობიექტურად თუ ვაფასებთ ყველა დროის საუკეთესო 10 რეჟისორშია ფელინი, მაგრამ ჩვენ შეიძლება სწორედ მადონას ყოფილი ქმარი გვერჩივნოს