იყოს ერთი ღამის თემა ჩემგანაც.
სხვა დანარჩენ სიკეთესთან ერთად, ღამეს ბლუზიც უხდება.
თუ ვინმე ხართ კიდევ აქ ბლუზის მოყვარულები, გულითადად გეპატიჟებით ამ თემაში.
და ვისაც ბლუზის გაცნობა სურს, მათაც ვთხოვ გვეწვიონ და ჩვენთან ერთად დარწმუნდნენ ბლუზის მელოდიურობაში, გალანტურობაში, გლამურულობაში და უბრალოდ ჰარმონიულობაში
პირველ კომპოზიციად დავდებ ბლუზის მეფის, მამის, დედის და სექსბიცოლას კომპოზიციას სახელად"The Thrill is Gone" , რომელიც თეთრ სახლში შეასრულა 2012 წელს მოწყობილ კონცერტზე.
ამ ვიდეოს შემთხვევით არ ვდებ. დააკვირდით, დიდი არაფერს აკეთებს. ცალყბად ღიღინებს გვერდით მდგარ მიკროფონში, გიტარაზეც აწკარუნებს შიგა და შიგ, მაგრამ... მაინც რა მაგარია.
ცოცხალი ლეგენდაა ბ.ბ. კინგი.
საერთოდ ბ.ბ.-ები მაგარი ხალხია
.
მოკლედ სასიამოვნო ღამის გატარებას გისურვებთ
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი