#51535073 · 20 Oct 2017, 16:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შეიძლება იცოდეთ კიდეც ამ პროექტის შესახებ, მაგრამ მე ახლახანს გავიგე და ძალიან მესიამოვნა მსგავსი აქტივობა. სოციალური პროექტი ტარდება საფეხბურთო ჩემპიონატი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებში, ნუ, ერთ-ერთი კომპანიის ინიციატივით, რეკლამად არ ჩამეთვალოს, არ ვიტყვი. ძალიან კარგი პროექტია და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როცა გავიგე ამის შესახებ, იმიტომ რომ მსგავსი სოციალური პროექტებით საქართველო ნამდვილად ვერ დავიკვეხნით და რაც უფრო მეტი ასეთი ღონისძიება ჩატარდება, მით უკეთესი ჩვენთვის. 29 ოქტომბერს ტარდება ჩემპიონატი. თქვენ რა აზრის ხართ მსგავს პროექტებზე?
|