#53228384 · 8 Aug 2018, 15:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
“ოქროს თვალი” 2009 წლიდან არსებობს. კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი“ ყოველწლიურად ვითარდებოდა და უფრო დიდ მასშტაბებს იძენდა, როგორც დაინტერესებული აუდიტორიის, ასევე ღონისძიებების მრავალფეროვნების მხრივ. ფესტივალს სტუმრობდნენ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, კანადიდან, ესპანეთიდან, სლოვაკეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ა.შ.შ.დან და ა.შ. ვიზიტორების და მონაწილეების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
ღონისძებას ფართოდ აშუქებენ როგორც ქართული ასევე უცხოური მედიასაშუალებები. ფესტივალის დახურვის ცერემონია დაარსებიდან 2016 წლამდე ყოველწლიურად საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ამავე წელს დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიის პირდაპირი ტრანსლირება მიმდინარეობდა „ოქროს თვალის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეც, ტრანსლაციას ერთდრულად 16 000-ზე მეტი მნახველი ყავდა.
2018 წელს ღონისძიება 27-28 სექტემბერს ჩატარდება და მოიცავს შემდეგ აქტივობებს:
1. კინო და ტელე ოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს თვალი”. 2. სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა - მსოფლიოს ლიდერი კომპანიები სატელეკომუნიკაციო სფეროს უახლესი თაობის მოწყობილობებს წარმოადგენენ. 3. კონტენტის გამოფენა - ტარდება 2016 წლიდან. საპროდიუსერო და სხვა მედია საშუალებების წარმომადგენლებს ეძლევათ შანსი გაეცნონ კოლეგებს, დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები. საფუძველი ჩაუყარონ კლიენტებთან წარმატებულ თანამშრომლობას. 4. კონფერენცია - კონფერენცია წელს პირველად ჩატარდება და მიზნად ისახავს ონლაინ მედიის განვითარებას, უფრო ინფორმირებული და ჩართული საზოგადოების ჩამოყალიბებას. * * *
|