სოფელი ჩემთვის ყოველთვის მშვიდ ცხოვრებასთან ასოცირდებოდა
როცა ძალიან მინდოდა ჩასვლა, ისიც ზაფხულობით (არდადეგების დროს) დაახლოებით 2 კვირაში მბეზრდებოდა და ქალაქში მოვრბოდი ხოლმე
ეხლა კი ოცნებად მექცა სოფელში საცხოვრებლად გადასვლა
სიმშვიდე მინდა
სუფთა ჰაერი
მშვიდი და უბრალო ცხოვრება რომელიც შენს სულს და ემოციებს რომელიც შენთვის ძვირფასია ვერ დააზიანებს
მინდა ვისწავლო მიწის დამუშავება
მინდა ვისწავლი როგორ მქონდეს ჩემი ბოსტანი და მოვუარო ყველაფერს
არყის გამოხდაც რომელიც ჩემს "რკინის" სარდაფში სულ იქნება
ბევრი წიგნი მინდა ჩავიტანო რომ თავისუფალ დროს მშვიდად ვიკითხო ხოლმე
ბევრი რვეული და კალამი რომ ძალიან ბევრი ვწერო
რამე ხარისხიანი ფლეერი თავისი პლეილისტით რომ მუსიკაც სულ თან მქონდეს
იმ მომენტსაც მინდა მოვესწრო ასაკში ყოფნისას ვნახო ვინმე ახალგაზრდა, მეამბოხე სულით
რომელსაც ჩემს თავს მივამსგავსებ იმ ასაკში რომელშიც ახლა ვარ
როცა ყველაფერზე მინდოდა პასუხი, და არასდროს არ ვნებდებოდი
რომ დავინახავ იმ ჟინს
ჩემი თავი გამახსენდება და გამეღიმება
იმ დროს ალბათ იმდენად მარტო ვიქნები როგორსაც ახლა ჩემს თავს ვერ წარმოვიდგენ, მიუხედავად იმისა რომ უცხო არ არის ეს ყველაფერი ჩემთვის
ბოლოს ჩემებთან ერთად
მშვიდი სიკვდილი
და მაინც
ეს ყველაფერი მაინც, გამარჯვებაა თუ დანებება და წაგება
ამაზე იმედია ოდესმე პასუხს გავიგებ
ერთი რამ რაც გამახარებს ის იქნება რომ, თუ მართლა არსებობს რამე სამყარო სადმე საიდანაც, ეს სივრცე იმართება ან ზემოქმედება მაინც შეუძლია
იმ ხალხის გულის დაწყვეტა იქნება, ვინც ერთობა ადამიანებით და ბოროტად იყენებს თავის სუპერძალებს
თუ არაფერი იქნება სიკვდილის შემდეგ
მოგონებების სამყაროში მაინც ვიცოცხლებთ
ყველაფრის მიუხედავად არ ვნანობ არაფერს, პირიქით ისევ ისე გავაფუჭებდი როგორც, დღემდე მოვედი
ეს მელოდია მაღალ ხმაზე "პლოშადზე" სიმწვანის ყურება და სუფთა ჰაერის შესუნთქვა
ალბათ ეს არის ამ ეტაპზე ჩემთვის ბედნიერება