https://play.google.com/store/apps/details?...ifamobile&hl=enსაკმაოდ კარგი თამაშია EA-სგან და არსებულ პატარ-პატარა ხარვეზებს თანდათან ასწორებენ
შესაძლოა სეზონის მატჩების ჩატარება რეალურ ლიგებში და ასევე რომელიმე შექმნილ ლიგაში გაწევრიანება სადაც შიდა ჩემპიონატის გარდა სხვა ლიგებთან league vs league-ს თამაშიცაა შესაძლებელი
რაც მთავარია არსებობს attack mode ანუ სხვა მოთამაშეებთან თამაშის ფუნქცია. ორივე მხარე თამაშობს ორ-ორ ტაიმს რიგრიგობით. თუ ერთის სვლის შემდეგ მეორემ 48 საათის განმავლობაში აღარ გააკეთა სვლა ანუ არ ითამაშა, მაშინ მას ეს ავტომატურად წაგებად ჩაეთვლება. მატჩის მიმდინარეობისას მოთამაშეს მხოლოდ შეტევის დროს ეძლევა თამაშის საშუალება ანუ მხოლოდ შეტევის გაკეთება შეუძლია. მოგებები გუნდს ფანების რაოდენობას უზრდის რაც სხვა უფრო მაღალ დივიზიონში გადასვლის შანსს აძლევს. არსებობს 5 დივიზიონი: amateur, pro, world class, legendary და fifa champion. ყოველ დივიზიონში 3 დონეა
ძლიერი ფეხბურთელების მისაღებად სასურველია გეგმების შესრულება და pack-ების მოპოვება
ასევე შესაძლებელია ფეხბურთელების მარკეტში ყიდვაც მაგრამ საუკეთესო გზაა live event-ები
არსებობს ფეხბურთელების 4 დონე: ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს და ელიტარული