Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მხატვრობა > სამხატვრო გალერიები და გამოფენები


Posted by: Andy Warhol 14 Dec 2009, 11:02
ამ თემაში დაიდება ფერწერული ნამუშევრების გამოფენის , გალერიების აფიშა , კორდინანტები , ინფორმაცია smile.gif

user posted image
* * *
გალერიების კორდინანტები თბილისში

"ბაია"

user posted image
  • თბილისი, შარდენის ქ. 10
  • ტელ : (995 32) 75 45 10;
  • მობ : (+995 99) 50 53 02
  • ელ. ფოსტა : btsikoridze@yahoo
  • URL : http://www.baiagallery.ge
"ვერნისაჟი"

user posted image
  • თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების ქ. 7
  • ტელ : (995 32) 99 99 02;
  • მობ : (+995 99) 56 35 80
  • ვებ : http://www.facebook.com/VernissageGallery
" ეროვნული გალერეა" - (ე.წ ცისფერი გალერეა)

user posted image
  • მისამართი: თბილისი, სიონის ქ. 8
  • ტელ : (995 32) 92 32 27
  • URL: http://museum.ge/?sec_id=54
"კოპალა"

user posted image
  • მისამართი: თბილისი, ჩეხოვის ქ. 18/10
  • ტელ: (995 32) 77 55 20
"ჰობი"

user posted image
  • მისამართი: თბილისი , ჭანტურია 8
  • ტელ: +995 (32) 989 889 or (99) 56 99 71
  • E-mail: vandahobby@mail.ru
  • E-mail: geohobbygallery@yahoo.com
  • URL : http://www.welcome.ge/gallery_hobby/?lan=ge&page=7
  • დირექტორი : ვანდა მუჯირი
"N გალერეა და სანდრო ანთაძე"
user posted image
  • მისამართი : თბილისი, გ. ახვლედიანის ქ. 15
  • ტელ : (+995 32) 54 10 93
  • ტელ: (+995 32) 54 10 94
  • ელ. ფოსტა : info@artist.ge
  • URL : http://www.artist.ge
"კამეა"

user posted image
  • მისამართი: თბილისი, რკინის რიგი 11
  • ტელ: (995 32) 43 93 23
  • მობ: (+995 93) 31 92 66
  • URL: http://www.gallerycameo.com
"შარდენი"

user posted image

მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ. 13
ტელ: (995 32) 99 09 25
მობ: (+995 93) 34 27 25
URL : http://ka-ge.facebook.com/pages/Chardin-Art-Gallery-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98/123757985024[/URL]


თიბისი გალერეა
user posted image
  • მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 7
  • ტელ: (995 32) 27 27 27
TMS - ტიემსი
  • მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ. 16
  • ტელ: (995 32) 93 91 24
  • ფაქსი: (995 32) 93 91 24
  • E-Mail: tms@mmc.net.ge
თევდორე
  • მისამართი : თბილისი, ერეკლე II ქ. 6
  • ტელ: (995 32) 98 98 56
ლურჯი სახლი
  • მისამართი: თბილისი, ბარნოვის ქ. 94
  • ტელ: (995 32) 23 21 16
  • URL: http://www.art.ge
ჩაგელა
  • მისამართი: თბილისი, აბაშიძის ქ. 37
  • ტელ: (995 32) 23 16 93
  • მობ: (+995 99) 27 19 57
  • E-Mail: gallery@gallerychagela.ge
  • URL: https://www.facebook.com/Gallery-Chagela-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90-158522397688604/

Posted by: the_lizard_king 19 Jun 2010, 22:19
Start Time:
Wednesday, June 23, 2010 at 7:00pm
End Time:
Monday, June 28, 2010 at 7:00am
Location:
გალერეა "9" / Gallary ''9''
Street:
გუდიაშვილის ქ. 9, / Gudiashvili str. 9
City/Town:
Tbilisi, Georgia

გამოფენა ’შორის’ 2000-იანი წლების მხატვართა ნაწილს აერთიანებს. ესაა თაობა, რომლის პირადი მსოფლმხედველობა თუ მხატვრული პოზიცია ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ფორმირდებოდა. ბოლო 20 წელზე მეტია საქართველო პერმანენტული ტრანზიციის პროცესში იმყოფება. პერესტროიკის შემდეგ იდეოლოგიური ვექტორის დიამეტრალურ ცვლილებას სამოქალაქო ომების, ეთნიკური კონფლიქტების, ეკონომიკური არასტაბილურობისა და ქაოსის ხანგრძლივი პერიოდი მოჰყვა. ბუნებრივია, საზოგადოებრივ ფორმაციათა ცვლის დრამატულმა მოვლენებმა მხატვრულ აქტიობას, სახელოვნებო პროცესებსაც დააჩნია კვალი.

’შორის’ - ფოკუსია, მორგებული მხატვარზე, რომელიც გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებლ პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურული ველების პოლარობათა შორის დაძაბულობას იყენებს როგორც სტიმულს შემოქმედებითი აქტიობისათვის; ცდილობს ხელახლა, მხატვრული საშუალებებით გაიაზროს წარსული და მომავლის პერსექტივა, ურთიერთმიმართებანი დაბადებასა და სიკვდილს, ევროპასა და აზიას, ომსა და მშვიდობას, ინტიმურსა და საჯაროს, გონიერებას და ემოციებს და ა.შ. შორის.

პოსტსაბჭოთა სიტუაციისათვის ახალი გამოსახვის ფორმების ძიება და სოციალური აქტიობა ალბათ ის ორი უმთვრესი ნიშანია, რაც გამოფენაზე წარმოდგენილ მხატვრებს მათი ესთეტიკური პოზიციისა თუ ინტერესთა სფეროების განსხვავებულობის მიუხედავად აერთიანებს. ყველა მათგანი წლების განმავლობაში ჩართულია სხვადასხვა სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების პროექტებში, სახელოვნებო სივრცის ინსტიტუციონალური გარდაქმნის, განსაკუთრებით - საგანმანათლებლო პროცესის რადიკალური განახლების პროცესში.

’შორის’ მონაწილენი მხატვართა იმ წრეს ეკუთვნიან, რომელმაც შეძლო თანამედროვე ხელოვნების ფორმები მიღებული თუ არა, ცნობადი მაინც გაეხადა საზოგადოებისათვის, ხელი შეეწყო თანამედროვე მხატვრული ენის, პრობლემატიკის დამკვიდრების რთული და, როგორც აღმოჩნდა, ხანგრძლივი პროცესისათვის. მათ შორის არიან ბოლო წლების ყველაზე სკანდალურ და პოლემიკურ ნამუშევართა ავტორები.

გამოფენაში მონაწილეობენ:

თეკლა ასლანიშვილი

თეო ბიჩინაშვილი

გიორგი (გაგო) გაგოშიძე

ლადო დარახველიძე

გია ეძგვერაძე

გიორგი კევლიშვილი

დავით კუხალაშვილი

ქეთო ლოგუა

ნატალი ნებიერიძე

მელანო სოხაძე

ვაჟიკო ჩაჩხიანი (Wat’s)

თორნიკე ჭაფოძე

გიორგი ხანიაშვილი


user posted image


Posted by: <DADA> 24 Jun 2010, 14:54
the_lizard_king

ვიყავი მაგ გამოფენაზე და ნამდვილად არ მოველოდებოდი რო ესე უემოციოდ დავტოვებდი

მომეცჰვენა რო აქცენტი იყო ფორმაზე და არა იდეებზე

გამოფენა ვერ ატრაკებდა, "კევლიშვილის ბავშვები"სგან უფრო მეტ ბრძოლას ველოდი ეტყობა

ნუ არაფერი ახალი არ იყო და ვერაფერმა იმოქმედა რა თქმაუნდა იყო გამონაკლისებიც (მაგ.მელანო სოხაძე)

თან ღვინოც არ უვარგოდათ biggrin.gif

კიდე ვაპირებ მისვლას ამდენ ხალხში შეიძლება რაღაცეები სწორედ არ აღვიქვი, საერთოდ გახსნის დღე მაგ მხრივ ტეხავს.

Posted by: the_lizard_king 24 Jun 2010, 19:58
<DADA>
აუ, ყველა მაგას იძახის ტო...
მოდუსამ იმენნა აგინა ყველაფერს
ცალკე კიდევ გულიაშვილმა

Posted by: Andy_Kaufman 24 Jun 2010, 20:03
QUOTE
მოდუსამ იმენნა აგინა ყველაფერს

ნუ თუ მოდუსამ აგინა

http://imghost.ge

givi.gif

Posted by: <DADA> 24 Jun 2010, 22:44
QUOTE (the_lizard_king @ 24 Jun 2010, 19:58 )
<DADA>
აუ, ყველა მაგას იძახის ტო...
მოდუსამ იმენნა აგინა ყველაფერს
ცალკე კიდევ გულიაშვილმა

მეც ბევრისგან მოვისმინე უარყოფითი აზრი

Posted by: USER-1 3 Jul 2010, 23:34
5 ივლისს TBC-გალერეაში, მარჯანიშვილის 7-ში გაიმართება გია მარკოზაშვილის პერსონალური გამოფენა. შემდეგ პოსტში შემოგთავაზაბთ ამ გამოფენის ექსპოზოციას

Posted by: RENE_Z 6 Jul 2010, 23:01
USER-1
QUOTE
შემდეგ პოსტში შემოგთავაზაბთ ამ გამოფენის ექსპოზოციას

საინტერესო იქნება, ველით smile.gif

Posted by: Tvitmarkvia Kle 5 Oct 2010, 10:23
QUOTE
"კევლიშვილის ბავშვები"

ჰო, ეგ სუბიექტი და მისი ბავშვები საკმაოდ პროვინციული მოვლენაა.
და ახლა მოდის ყველაზე მთავარი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილოთ:
QUOTE
აუ, ყველა მაგას იძახის ტო... მოდუსამ იმენნა აგინა ყველაფერს ცალკე კიდევ გულიაშვილმა

თურმე მოდუსა და გულიაშვილი არის ყველა yes.gif
ახლა რა ხდება,
ერთი სოფელი ვართ, რომელშიც არის ბევრი სოფლები, მაგრამ ამ სოფელს აქვს ცენტრი და სოფლის ცენტრში მცხოვრებნი _ პრესტიჟულები რაღაცებს აჩვენებენ თავისნაირ პრესტიჟულებს და მათ შორის მიდის ძიალოგი.
აჰმ

საერთოდ, ყველა მეგაპოლისიც პერიფერიული ადგილების ხარჯზე არის სუპერთანამედროვე. მეტ-ნაკლებად მთელი მსოფლიო პროვინციაა, რადგან ერთი ნაწილი მეორის ხარჯზე და მეორის შეზღუდვით არსებობს.

Posted by: SOULFUL 8 Oct 2010, 20:21

ქობულაძის გამოფენა კიდევ არის წინანდალში??/

Posted by: ereart 19 Oct 2010, 03:19
http://www.facebook.com/pages/ERE-ART/121170184607373

Posted by: asperanti 19 Oct 2010, 22:10
კახა გიგაურის პერსონალური გამოფენა !
ცნობილი ქართველი მხატვარი .
გამოფენაზე 60 ნახატზე მეტი იქნება წარმოდგენილი !
მეიდან პალასი. რკინის რიგი 11.
(მეტეხის ხიდთან)
22 ოქტომბერი : 18-00 სთ.
22.10.2010 3.11.2010

user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image[SIZE=7]

Posted by: asperanti 21 Oct 2010, 23:11
http://kakhagigauri.com/#/Text%20Module

Posted by: netgamer1 13 Jan 2011, 19:23
სურატები როგორ ავტვირტოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო?

Posted by: Mr_Dynamite 11 May 2011, 02:28
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი

რა აზრის ხართ ცენტრის შესახებ? თუ ყოფილხართ რომელიმე გამოფენაზე?

https://www.facebook.com/pages/CCA-Center-of-Contemporary-Art-Tbilisi/152882278075759


Posted by: 098 11 May 2011, 02:33
QUOTE (Mr_Dynamite @ 11 May 2011, 02:28 )
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი

რა აზრის ხართ ცენტრის შესახებ? თუ ყოფილხართ რომელიმე გამოფენაზე?

https://www.facebook.com/pages/CCA-Center-of-Contemporary-Art-Tbilisi/152882278075759

ახლა ამ პოსტიდან გავიგე მასზე...

მადლობა!!!

Posted by: minerva 11 May 2011, 22:59
Mr_Dynamite
გალერეების და გამოფენების შესახებ ამ თემაში..

netgamer1
QUOTE
სურატები როგორ ავტვირტოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო?


radikal.ru-ზე ან რომელიმე სერვერზე ატვირთე და ლინკი დააკოპირე smile.gif

Posted by: yifo2007 26 Dec 2011, 01:22
დღეიდან at 17:00-დან ოთხშაბათის ჩათვლით. at 17:30-მდე
მხატვარ მაია ნანობაშვილის პერსონალური გამოფენა

2010-2011 წლებში შესრულებული ნამუშევრები
თემა: ფიგურატიული მხატვრობა და პეიზაჯები
გახსნა : 26 დეკემბერი 2011 17 საათზე
მისამართი : გალერეა ,,უნივერსი"
კოსტავას ქ N 68
https://www.facebook.com/events/184600604969219/


Posted by: yifo2007 26 Dec 2011, 03:17
https://www.facebook.com/events/184600604969219/

გაეცანით ფეისბუქის გვერძე...
გამოფენა უნივერსში

Posted by: bittersweet 5 Mar 2012, 16:35
ხვალ არის ძალიან საინტერესო, ნიჭიერი მხატვრის - ბაჩი ჯინჭარაძის პერსონალური გამოფენა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში, მსურველები აქ გაეცანით დაწვრილებით ინფორმაციას:
http://www.facebook.com/events/247130775370570/
ძალიან მაგარი იქნება jump.gif დიდი ხანია მინდა ამ მხატვრის ნამუშევრების რეალში ნახვა bis.gif

http://www.radikal.ru

Posted by: zgarbi 21 Mar 2012, 14:00
საავტორო სტუდიამ დაიწყო პროექტი, რომელშიც მონაწილეობას იღებს 9 ენოვანი სკოლა და კულტურული ცენტრის ბავშვები. ითარგმნა ლიანა მოისწრაფიშვილის სიმღერა შუქნიშანზე 9 ენაზე. მათი შესწავლა და სტუდიაში ჩაწერა უკვე დაწყებულია. ახლა კონკურსის პირობები. მოვუწოდებთ სასკოლო ასაკის ბავშვებს დახატონ შუქნიშანი და გამოგვიგზავნონ ჩვენს ემეილზე. აგრეატვე გამოქვეყნდება ტექსტი და ამ ტექსტის გამოყენებით იქნება შესაძლებელი იხელმძღვანელოთ. პრიზად საუკეთესო ნახატით გაფორმდება დისკის ყდა. გისურვებთ წარმატებას!!! saavtotostudia@gmail.com

Posted by: GURAM 21 Apr 2012, 05:24
თბილისი. ძმები ზუბალაშვილების ქ. #7.


გალერეა ”ვერნისაჟი” 2012 წლის 1 მაისს, 19 საათზე გიწვევთ ნიკოლოზ კობალავას და გურამ ნავროზაშვილის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენაზე
”ს ა ლ ა პ ა რ ა კ ო S E I S M O G R A P H I C”
გამოფენა გაგრძელდება 9 მაისის ჩათვლით.


user posted image

http://www.facebook.com/events/403415423015820/

გელით! smile.gif

Posted by: jjj 28 Dec 2012, 22:44
გავაცოცხლოთ თემა smile.gif

http://www.actabula.com/events/announcement.aspx?cat=7&sub=30&tg=true&id=13691 - გამოფენა „ვახტანგ VI“
http://www.actabula.com/events/announcement.aspx?cat=7&sub=30&tg=true&id=13690 - აზერბაიჯანელი მხატვრების გამოფენა
http://www.actabula.com/events/announcement.aspx?cat=7&sub=30&tg=true&id=3625 - "ერიხ მენდელსონი. დინამიკა და ფუნქცია."
http://www.actabula.com/events/announcement.aspx?cat=7&sub=30&tg=true&id=654 - ნიკო ფიროსმანის საიუბილეო გამოფენა - "ფიროსმანი - 150"
http://www.actabula.com/events/announcement.aspx?cat=7&sub=30&tg=true&id=462 - აღმ. კოლექციების ახალი სიცოცხლე
http://www.actabula.com/events/announcement.aspx?cat=7&sub=30&tg=true&id=421 - ლადო გუდიაშვილის გამოფენა

Posted by: unknown lady 18 Jan 2013, 16:59
ნიკო ფიროსმანის საიუბილეო გამოფენა - "ფიროსმანი - 150" დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა რუსთაველის გამზ. 11. ტელ: 299-80-22 გალერეა მუშაობს: სამშაბათი-კვირა 10:00-დან 18:00 საათამდე 8 დეკემბერი - 30 მარტი

ეს კიდეა ალბათ ხომ? http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=54
ვინმე ხომ არ ყოფილხართ?
* * *
წელს დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა. საქართველოს ეროვნული მუზეუმი განსაკუთრებულად აღნიშნავს ამ მოვლენას და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 8 დეკემბერიდან გიწვევთ გამოფენაზე "ფიროსმანი 150".

პირველად ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს ფართო საზოგადოება 1913 წელს მოსკოვში გამართულ ავანგარდისტების გამოფენაზე გაეცნო. დღეს ფიროსმანი საქვეყნოდ ცნობილი მხატვარია. მისი სახელი დიდი ხანია გასცდა საქართველოს საზღვრებს. გასული საუკუნის დასაწყისიდან ფიროსმანის შემოქმედება არაერთხელ იყო წარმოდგენილი ევროპისა და აზიის ქვეყნებში, მათ შორის უკრაინის, პოლონეთის, რუსეთის, უნგრეთის, ლიტვის, ბელორუსიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ჰოლანდიის, ინგლისის, ესპანეთის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების დედაქალაქების საგამოფენი სივრცეებში.

გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ "ფიროსმანი 150" ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოფენაა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში არსებული მხატვრის ნამუშევრების კოლექციისა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებში დაცული ნიკო ფიროსმანის 108 ნამუშევარი.

ნამუშევრებთან ერთად, დამთვალიერებელი გაეცნობა უნიკალურ ფოტომასალას, სადაც ნაჩვენები იქნება ფიროსმანის თანამედროვე თბილისი, ის ქუჩები, სადაც მხატვარი ხშირად დადიოდა, სცენები, რომელსაც ხატავდა. ასევე, წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო და საპრეზენტაციო ხასიათის ვიდეომასალა.

ფიროსმანთან ერთად გამოფენა მასპინძლობს იმ თაობის ქართველი მხატვრების ნამუშევრებს, რომელთაც ფიროსმანის მსგავსად, საკუთარი შემოქმედებით ევროპული მოდერნიზმის პრობლემატიკის გააზრება დაიწყეს: დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, დიმიტრი შევარდნაძე, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი, შალვა ქიქოძე და კირილე ზდანევიჩი.

გამოფენის მსვლელობისას, სხვადასხვა ასაკის აუდიტორიისთვის ჩატარდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა ფარგლებში, ეროვნულ გალერეაში ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია და სხვა ქართველი მეცნიერები გამართავენ საჯარო ლექციებს ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. აგრეთვე, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შედგება შეხვედრა რეჟისორ გიორგი შენგელაიასთან.

აღსანიშნავია, რომ ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის გათვალისწინებით, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 36-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 150 წლის იუბილე შეტანილია იმ ღონისძიებათა ნუსხაში, რომლის აღნიშვნაშიც 2012-13 წწ. UNESCO მიიღებს მონაწილეობას.

საიუბილეო გამოფენას თან ერთვის კატალოგი.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზ. 11.

Posted by: jjj 24 Feb 2013, 12:22
2013 წლის 5 მარტს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ შოთა ორველაშვილის გამოფენას "არჩევანი".
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შოთა ორველაშვილის, საერო ცხოვრებაში, სხვადასხვა წლებში შექმნილი ფერწერული ნამუშევრები. ამჟამად შოთა ორველაშვილი მღვდელმსახურია.

http://www.actabula.com/events/announcement.aspx?cat=7&sub=30&tg=true&id=47565

Posted by: Led_Zeppelin 23 May 2013, 09:51
https://www.facebook.com/photo.php?v=510390515676856&set=vb.376128835769692&type=2&theater

http://imageshack.us/photo/my-images/515/melivasota.png/

შოთა მელივა

http://imageshack.us/photo/my-images/543/96130796.png/

ნიკოლო
http://imageshack.us/photo/my-images/834/nikolomeliva.png/

http://imageshack.us/photo/my-images/18/78906188.png/

http://imageshack.us/photo/my-images/713/meliva3.png/


* * *
http://fcsnews.ge/index.php/kultura/item/245-kultura

Posted by: maiklee 3 Jun 2013, 10:08
მაქვს 40 კვ.მ ფართი ჭავჭავაძის გამზირზე, შემიძლია უფასოდ დავუთმო საგამოფენოდ ქართველ მხატვრებსა და ფოტოგრაფებს, არ ვიცოდი სად უნდა დამეწერა ეს, ან მიმითითეთ, ან გაავრცელეთ, მგონი ბევრი ადამიანია თბილისში ისეთი ვისაც აქვს ნამუშევრები და არ აქვს საშუალება ამის ჩვენების, უფასოდ ფართს ვუთმობ ხომ მაგარია, 599451982

Posted by: GUDU_PLANT 22 Jun 2013, 13:26
საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი თურქი მხატვრის აჰმეთ იეშილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.

ხელოვნების მუზეუმში დეგეგმილ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 40-მდე ფერწერული ნამუშევარი. გამოფენა დღეს 17:00 საათზე გაიმართება და 1 ივლისამდე გაგრძელდება.

აჰმეთ იეშილი 1954 წელს თურქეთში ქალაქ მერსინში დაიბადა. 1972 წელს მის ცხოვრებაში დატრიალებული ტრაგედიის შემდგომ ფერწერით დაკავდა და საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. ავტორს დაახლოებით 81 პერსონალური და 279 ჯგუფური გამოფენა აქვს გამართული. მისი ნამუშევრები დაცულია როგორც თურქეთის, ისე საზღვარგარეთის სხავდასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.

ცნობისთვის, აჰმეთ იეშილი არის პლასტიკური ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციისა და ანკარის მხატვართა და მოქანდაკეთა გაერთიანების წევრი. ამჟამად იგი მოღვაწეობს თურქეთში, მის მშობლიურ ქალაქში მდებარე პირად სახელოსნოში.

Posted by: loveway 10 Aug 2013, 18:26



რავიცი ესენი დამთავრდა თუ კიდე არის არ ვიცი

Posted by: naa 17 Oct 2013, 18:00
17 ოქტომბერს, 19:00 საათზე „გამრეკელი გალერეაში“ ცნობილი თანამედროვე რუსი მხატვრის არსენი ვლასოვის პერსონალური გამოფენა „კონტაქტი“ გაიხსნება.


- See more at: http://frontnews.ge/ge/news/11819-%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1#sthash.U59ZJsbK.dpuf

Posted by: naa 29 Oct 2013, 18:12
„გამრეკელი გალერეაში“, 1 ნოემბერს ოლეგ ტიმჩენკოს პერსონალური გამოფენა გაიხსნება.



- See more at: http://www.frontnews.ge/ge/news/13642-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%92-%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90#sthash.IjBnYWQP.dpuf

Posted by: VARDENI 17 Apr 2015, 12:18
UNTOLD BEAUTY ქარვასლაში

თვითნასწავლი მხატვარი გიორგი ლომიძე, თავის პირველი პერსონალურ გამოფენაზე ”UNTOLD BEAUTY” ქალის თემატიკაზე, აკვარელისა და ზეთის საღებავებში, ტილოსა და მუყაოზე შესრულებულ 21 ნამუშევარს წარმოადგენს.

დახვეწილი ოსტატობით შესრულებული ”ქალის ფიქრები”, ”ტყის ქალი” და ”ამბიციური ქალი” უკვე ინახება კერძო კოლექციებში, პერსონალურ გამოფენას კი, მხატვარი პირველად აწყობს.

ერთდღიან გამოფენა-გაყიდვას, რომელიც თბილისის ქარვასლაში 18 აპრილს, 18:00 საათზე გაიმართება, ქართველი მხატვრები, კულტურის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.


Posted by: Iberia 29 Sep 2015, 22:26
გეპატიჟებით ვეფხვაძეების მხატვართა დინასტიის გამოფენაზე "ჩვენი თბილისი და საქართველო"

გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი 4 მხატვრის (ივანე ვეფხვაძე, ალექსი ვეფხვაძე, ჯოვანი ვეფხვაძე, ბრუნო ვეფხვაძე) ფერწერული ნამუშევრები ძველი თბილისის და საქართველოს ისტორიის თემაზე, რომელიც იქმნებოდა თითქმის ბოლო ერთი საუკუნის მანძილზე, 1918 წლიდან დღემდე.

გახსნა 1 ოქტომბერს 18:00 საათზე
მისამართი: სიონის ქ.#8
თბილისის ეროვნული მუზეუმი - ქარვასლა

გამოფენა გაგრძელდება 10 ოქტომბრამდე

Posted by: Alice_In_Wonderland 22 Nov 2015, 22:13
გალერეა ,,წითელი კვადრატი''გეპატიჟებათ
ელენე ახვლადიანის გამოფენის გახსაზე
გახსნა 24.11.2015
დას:19.00სთ
მის:ფალიაშვილის ქ.88

https://www.facebook.com/events/1646076852319072/

უხდება ზამთარს ენენე love.gif

Posted by: akkai 21 Oct 2016, 12:38
გამოფენისთვის ვეძებ სივრცეს ბათუმში.

ხომ არ იცით სად შეიძლება მოვიძიო?

ან სად ტარდება გამოფენები მანდ.

საკონტაქტო ან დარბაზის ფასებსაც თუ მეტყვით მადლობელი ვიქნები

Posted by: GURAM 17 Nov 2016, 04:04
akkai
ბათუმის ხელოვნების მუზეუმს მიმართე.
კაი დროს კი გპასუხობ, მაგრამ არაუშავს smile.gif

Posted by: tamuna-30 17 Nov 2016, 11:11
გამარჯობა
მაქვს ი.ი ფარაჯანოვის ნახატი. თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ , თუ იცით ვინმემ ამ მხატვრის შესახებ რამე

Posted by: სენბონზაკურა 9 Dec 2017, 15:55
ამ თემაში ვაცნობოთ ხოლმე ერთმანეთს სხვადასხვა საინტერესო გამოფენების შესახებ, განვიხილოთ ისინი და გავუზიაროტ ერთმანეთს ნააზრევი, მგონი ყველაზე ჩამკვდარი ჩვენი განყოფილებაა და ცოტა გამოვაცოცხლოთ არ იქნება ურიგო ^_^


მე დავიწყებ:
ქარვასლის გალერეაში ახლა მიმდინარეობს ძალიან საინტერესო გამოფენა , 80-90 იანელების....
24 მხატვრის ნამუშევრებია გამოფენილი, მათ შორის ინსტალაციები და პერფორმანსები ვიდეოს სახით, ამ მხატვრებზე დოკუმენტურ ფილმთა სერიებსაც იღებენ 5ში იყო ერთ ერთის ჩვენება,,
12ში უკვე კატალოგიც მზად იქნება და ყველას შეეძლება წამოღება...
https://www.facebook.com/events/1564339656986780/


ასევე ქარვასლის ქვედა სართულზე მიმდინარეობს თანამედროვე ჩინური ხელოვნების გამოფენაც

ეს კი იმ 24 მხატვრის ჩამონათვალია ვინც მონაწილეობს გამოფენაში ^_^

Posted by: kotcio 9 Dec 2017, 20:03
სენბონზაკურა
რომელ საათამდეა გამოფენა?

Posted by: სენბონზაკურა 13 Dec 2017, 03:43
kotcio
QUOTE
რომელ საათამდეა გამოფენა?

მუზეუმი ექვსსაათამდე მუშაობს

Posted by: Cora 13 Dec 2017, 14:20
Nino Chakvetadze's Art
გალერეა ნოჩა - თბილისი, ზანდუკელის ქ. 12, მუშაობს ყოველ დღე ორშაბათის გარდა 12:00-19:00
Nocha Gallery - Tbilisi, 12 Zandukeli st. You can visit every day except Monday 12:00-19:00

Posted by: spider77 13 Dec 2017, 18:28
სენბონზაკურა
QUOTE
ქარვასლის გალერეაში

შარდენზე ხო?

და რამდენ ხანს გასტანს?

Posted by: სენბონზაკურა 22 Dec 2017, 11:37
spider77
QUOTE
შარდენზე ხო?

კი
QUOTE
და რამდენ ხანს გასტანს?

თუ არ ვცდები 12 იანვრამდეა

და კიდევ, ქარვასლაშივე, ოღონდ მეორე სართულზე გუშინ გაიხსნა ნანა ცინცაძის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა და ისიც ძალიან კარგია https://www.facebook.com/events/313336185819844/

ასევე შემიძლია შემოგთავაზოთ კარლო კაჭარავას გამოფენა ცისფერ გალერეაში რომელიც გუშინწინ გაიხსნა, კარლოს ემი ქება დიდება არ სჭირდება ყველამ იცის რასაც წარმოადგენს მისი შემოქმედება

https://www.facebook.com/events/1748555621881765/

Posted by: მადამ ფისუნია 25 Dec 2017, 04:39
https://www.facebook.com/events/1907321579584045/?event_time_id=1907806982868838

Posted by: vadagasuli 23 Mar 2018, 00:54
მეგობრებო, მაინტერესებს რას ფიქრობთ საქართველოს ეროვნულ გალერეაზე.
თუ დადიხართ გამოფენებზე, რომელ გამოფენაზე იყავით?
როგორ ხდება გამოფენების ორგანიზება?

Posted by: სენბონზაკურა 24 Mar 2018, 17:25
vadagasuli
QUOTE
 საქართველოს ეროვნული მუზეუმი

უფრო კონკრეტულად რომელს გულისხმობ, ეროვნული მუზეუმი მოიცავს რამდენიმე გალერეას....

QUOTE
თუ დადიხართ გამოფენებზე, რომელ გამოფენაზე იყავით?

კი დავდივარ, ბოლოს ცისფერ გალერეაში ვიყავი გია ბუღაძის გამოფენაზე...
ქარვასლაში თითქმის ყოველდღე დავდივარ biggrin.gif

QUOTE
როგორ ხდება გამოფენების ორგანიზება?

აქაც გამოფენას გააჩნია, ზოგს ფონდები აფინანსებს, ზოგს კულტურის სამინისტრო ზოგს თავად ავტორი...
თუ გალერეას/მუზეუმს გააჩნია საშუალება დაგითმოს სივრცე და ნამუშევრებიც არაა სუსტი, ასევე თუ გყავს კარგი კურატორი შეგაქვს განცხადება და გითმობს სივრცეს....

Posted by: NorthSea 31 Mar 2018, 21:49
ეროვნული მუზეუმი მგონი რუსთაველზე რომაა ისაა. კარგად არის სტრუქტურირებული. ეროვნული გალერეა რაღაც ღარიბულია. ალბათ ჯობია ეგ და ხელოვნების მუზეუმი გააერთიანონ, აქ ერთში მარტო ნახატები დატოვენ და მეორეგან ხელოვნების სხვა ნიმუშები. სვნაეთის მუზეუმია კიდევ ძალიან კარგად გაკეთებული მესტიაში

Posted by: georggeorggeorg2090 11 Jul 2019, 21:47
ვეძებ ადგილს სადაც მუშაობწნ მხატვრები, არტ რეზიდენცია, და საინტრესო მხატვრებს გადასაღებად ტელევიზიაში...

Posted by: S A F O 28 May 2020, 10:30
ქართული კერძო გალერეები სადღაც სალონურობაში არიან ჩარჩენილი უმრავლესობა
და მხატვრის, როგორც შემოქმედის განვითარება-პოპულარიზაციაზე საერთოდ ვერ ან არ ზრუნავენ
ძირითადად საკომისიო/მაღაზიებივით არიან, ოღონდ რამე გაყიდონ
არანირი კონცეფცია , არანაირი რამე თანამედროვე ინსტალაციები
რავიცი, იმედგაცრუებული ვარ ძალიან
რომ შეადარო თანამედროვე ევროპულლი და ქართული საგალერეო სივრცეები
აი, წარმოუდგენელი უფსკრულია და გული მწყდება ძალიან/

Posted by: 024 4 Jun 2020, 16:42
S A F O

რა უნდა გააკეთონ? უფრო სწორად როგორ? ამ მცირე ბაზარზე...

მე ხშირად დავდივარ ხოლმე, მოყვარულის სტატუსით და ვათვალიერებ ნახატებს, გეთანხმები რომ სუფთა საკომისიოებია ეგ სალონები.

არ გეკამათები და გეთაანხმები, უბრალოდ ამ მცირე რესურსით მეტი როგორ უნდა გააკეთონ? ან რა უნდა ქნან? მართლა მაინტერესებს...

Posted by: grizly2 25 Nov 2020, 13:54
გამოფენა სადმე ხო არ ეწყობა ამ დღეებში?
ან სად შეილება წასვლა ნახატები რო დავათვალიერო ან ხელოვნების სხვა ნიმუშებიც?
მადლობა

Posted by: F-mari-L 13 Aug 2022, 16:44
ვინმემ ხო არ იცით რამე საერთაშორისო გამოფენები თუ ტარდება უახლოეს მომავალში? მსოფლიო მასშტაბით , მონაწიელობის მიღება მინდა და ამ ინტერნეტში ისეთი ვერაფერი ვერ ვნახე ...

Posted by: Cora 29 Jan 2023, 00:41
ეს პლატფორმა მომწონს - ონლაინ გალერეა https://www.wallygallery.com/ka/artists

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)