მაგარია კაცია ლიდსტრომი, მეწყინა რომ დაასრულა კარიერა მაგრამ რას ვიზამთ,
მართლაც შესანიშნავი კარიერა განვლო
4 გზის სტენლსი თასის მფლობელი, 7 გზის ნჰლ-ს საუკეთესო მცველი,
1564 თამაში - 264 G + 878 A = 1,142 ქულა (მე-6 ადგილი მცველების საერთო რეიტინგში)
პირველი ევროპაში დაბადებული მოთამაშე რომელმაც მოიგო კონ სმიტის თასი(პლეიოფ MVP)
პირველი ევროპელი კაპიტანი რომელმაც მოიგო სტენლის თასი
მოთამაშე რომელსაც 20 სეზონის განვალობაში შესაძლო 1606 თამაშიდან აქვს ჩატარებული 1564. ანუ მხოლოს 42 მატჩი აქვს გამოტოვებული(1994-95ში 43 მატჩი ჩაატარა ნჰლ-ს შეზღუდული ფორმატის გამო, დანარჩენ 19 სეზონში კი 70 თამაშზე ნაკლები არ ჩაუტარებია)
კარიერაში 20 დან 19 სეზონში გატანილი აქვს 10 ან მეტი გოლი) დამეთანხმებით მართლაც საოცარი სტაბილური სტატისიკაა
საოცარი სტატისტიკა აქვა +- შეფასებებში +450, ერთადერთი სეზონი გახლდათ 2010/11 წლების სეზონი როდესაც ლიდსტრომმა წელი დაამთავრა მინუს შეფასებით
სამჯერ ჰქონდა არც მეტი არც ნაკლები +40 სეზონები და კარიერის უმაღლესი +43
2005-2006 წლების სეზონში დააგროვა 80 ქულა. ასეთ სეზონს ბევრი ფორვარდი ინატრებდა
ჩატარებული მატჩების რაოდენობით ნჰლ-ში საერთო რეიტინგში მეათეა
პლეიოფში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მეორე (ჩEლიოს ჩამორჩება სამით, მომდევნო სეზონში რომ ეთამაშა გააუმჯობესებდა
)
აქვს 30 შეხვედრა ჩატარებული სტენლის თასის ფინალში
იყო 12 გზის ნჰლ-ოლლ სტარი
შვედეთის ნაკრებთან ერთად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი 1991 წელს და ზამთრის ოლიმპიადაზე 2006 წელს, რითაც გახდა Triple Gold Clubს წევრი (მსოფლიო ჩემპიონატი+ოლიმპიადა+სტენლის თასი)
მოკლედ ასეთი კაცი დაკარგა დეტროიტმა და არამარტო დეტროიტმა