შენც ეძებ???
იცით რა საშინელ პონტში ვიჩითები ხოლმე???? კლასში (და არამარტო) განთქმული მაქვს სახელი როგორც მხატვარს, ბავშვობიდანვე ვხატავდი უვნაურ ნახატებს (განსაკუთრებით უსახო ქალებს) გადამეკიდნენ რა, მრავალჯერ შეუკვეთიათ კიდეც ნახატის დახატვა , (მე რა მექნა საწყალს), კლასელები ცალკე ამკიდებიან დაგვიხატე დაგვიხატეო
, ცოტა ხნის წინ ჩემი დაწყებითი კლასების დამრიგებელი ამეკიდა ნახატები მომიტანეო, როცა მასწავლებელი იტყვის ვინ გყავთ მხატვარი ჩემზე იშვერენ ხელებს გამიხურეს რააა. ამავე დროს, არის ჩემ კლასში ერთი ჩემი კლასელი ხატვაზე დადის და ჩემზე ბევრად უკეთესად ხატავს. ის კი მალავს. ხომ ვერ მირჩევთ რა ვქნა?
ისიც გამახსენდა ხატვის მასწავლებლები (სკოლის) გადაკიდებულები მყავდნენ არ მასვენებდნენ. ახლა მახსენდება ის საშინელი დრო. კიდევ კაი ხატვას აღარ ვსწავლობთ....
მხატვრის სტატუსს ვერ ვიშორებბბბბბბბბბბბბ. მარტო შეწუხება მოაქვს მეტი არაფერი.