მდინარე იორდანეიორდანე (ებრ. נָהָר הַיַרְדֵּן ნაჰარ ჰა-იარდენ; არაბ. نهر الأردن ნაჰრ ალ-ურდუნ) — მდინარე ახლო აღმოსავლეთში. ითვლება მსოფლიოს უწმიდეს მდინარედ.
ძველი და ახალი აღთქმა
ძველი აღთქმის შესაბამისად, ისუ ნავესმა ეგვიპტდან გამოსული ებრაელები გადაიყვანა სასწაულებრივად გაწეულ იორდანეს წყლებზე და ამით დასრულდა
ებრაელთა 40-წლიანი ხეტიალი უდაბნოში. ხოლო ახალი აღთქმის მიხედვით იესო ქრისტემ იორდანეში ნათელიღო იოანე ნათლისმცემლის ხელით.
მართალი ისუ, ძე ნავესი (XVI ს. ქრისტეს შობამდე) 1 (14) სექტემბერი
http://www.orthodoxy.ge/tveni/seqtemberi/01-isu.htmგეოგრაფია
იორდანე სათავეს იღებს მთა ჰერმონის მისადგომებთან. გაედინება კინერეთის ტბაზე და უერთდება მკვდარ ზღვას. ქვემო დინებაში ის წარმოადგენს
ბუნებრივ საზღვარს ისრაელსა და იორდანიას შორის. მისი სიგრძე შეადგენს 251 კმ-ს.
***
იორდანიაიორდანია — სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში, დასავლეთ აზიაში. ფართობი 92 300 კმ².
ჩრდილოეთით ესაზღვრება სირია, ჩრდილო-აღმოსავლეთით ერაყი, აღმოსავლეთით და სამხრეთით საუდის არაბეთი, დასავლეთით ისრაელი. საზღვრების საერთო სიგრძეა 1 619 კილომეტრი. საუდის არაბეთთან არსებული საზღვრის სიგრძეა 728 კილომეტრი, სირიასთან 375 კილომეტრი, ისრაელთან 238 კილომეტრი, ერაყთან 181 კილომეტრი, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირთან 97 კილომეტრი, სანაპირო ხაზის სიგრძეა 26 კილომეტრი.
იორდანიის ყველაზე დაბალი წერტილია მკვდარი ზღვის დონე, რომელიც ზღვის დონიდან -427 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ქვეყნის უმაღლესი წერტილია ჯაბალ-უმ-ად-დამი, რომლის სიმაღლეა ზღვის დონიდან 1854 მეტრი.
იორდანიის დიდი ნაწილი 500-1500 მეტრი სიმაღლის პლატოა. უმაღლესი წერტილია რამის მთა, რომლის სიმაღლეა ზღვის დონიდან 1764 მეტრი. დასავლეთ ნაწილში არის მერიდიანული ღრმა ტექტონიკური ღრმული გჰორი და მისი გაგრძელება უადი-აელ-არაბა. გჰორის ღრმული უჭირავს იორდანეს ველს და მკვდარ ზღვას. ღრმულის ორივე მხარეს აღმართულია სირია-პალესტინის მთები. გჰორი წარმოადგენს დახშულ ტექტონიკურ ღრმულს, რომელიც ვრცელდება ისრაელში, სირიასა და იორდანიაში. განფენილია ჩრდილოეთით ბეკაას გრაბენსა და სამხრეთით უადი-ელ-არაბის ხეობას შორის. სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაახლოებით 300 კილომეტრი, უდიდესი სიგანე დაახლოებით 25 კილომეტრი. შემოსაზღვრულია 1000-1400 მეტრის შეფარდებითი სიმაღლის ციცაბო ფერდობებით. გჰორის ფარგლებშია მოქცეულია მდინარე იორდანეს, ხულის, ტიბერიადის ტბებისა და მკვდარი ზღვის აუზები.
სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება ფოსფორიტები, კალიუმის მარილები (მკვდარ ზღვაში), სპილენძის მადანი. მუდმივი მდინარეები ცოტაა, ხშირია უადები, სეზონური ნაკადები. დასავლეთით ხარობს ხმელთაშუა ზღვის ტიპის მცენარეულობა, აღმოსავლეთით ნახევარუდაბნო და უდაბნოა. ოაზისებში იზრდება ფინიკის პალმა.
ჰავა სუბტროპიკულია, მშრალი. იორდანიის კლიმატი ხასიათდება დასავლეთით სუბტროპიკულ ხმელთაშუაზღვიურით, ხოლო სამხრეთით და აღმოსავლეთით უდაბნოს ტიპის ჰავით. ხმელთაშუა ზღვასთან სიახლოვე დიდ გავლენას ახდენს იორდანიის კლიმატზე. სხვა კლიმატწარმომქმნელი ფაქტორებია კონტინენტური ჰაერის მასები და რელიეფი. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჭარბობს დასავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარები, თუმცა ხშირია აგრეთვე არაბეთის ნახევარკუნძულიდან წამოსული სამხრეთ-აღმოსავლეთ მშრალი და ცხელი მტვრიანი ქარი. აქ ასეთი ქარები ხამსინის სახელწოდებითაა ცნობილი, ხამსინი ჩვეულებრივ ქრის ზაფხულის დასაწყისსა და დასასრულს, შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე. იანვრის საშუალო ტემპერატურა 8°C-14°C, ივლისისა 24°C-30°C, გჰორის ღრმულში და იორდანიის სამხრეთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა ზოგჯერ 50°C აღწევს. ატმოსფერული ნალექები მთაში დასავლეთით 500-700 მმ-მდეა წელიწადში, აღმოსავლეთით და გჰორის ღრმულში — ზოგან 100 მმ-ზე ნაკლები.
იორდანიისა და მთელი რეგიონის უდიდესი მდიანრეა იორდანე, რომელიც ლიბანში არსებული მთებიდან იწყებს სათავეს, გაედინება ტიბერიადის ტბაზე და წარმოქმნის იორდანიის საზღვრის ნაწილს ისრაელთან და დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ მკვდარ ზღვასთან შესართავამდე. მდინარის სიგრძე 250 კილომეტრზე მეტია. იორდანეს ყველაზე დიდი შენაკადია მდინარე იარმუკი, რომელიც გაედინება ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთში და ქმნის იორდანიის საზღვრის ნაწილს სირიასთან და ისრაელთან. იორდანეს სხვა დიდი შენაკადია მდინარე იაბოკი, რომელიც სათავეს იღებს ამანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით და გაედინება იორდანიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
***
ბარაზინიბარაზინი მდებარეობს იორდანიაში, ამანის პროვინციაში, ჩრდილო-დასავლეთ იორდანიაში. ამანსა და მადაბას შორის.
ქალაქი ბარაზინი მდებარეობს ნებოს მთასთან ახლოს.
მე-20-ე საუკუნის დასაწყისში სოფელ (ქალაქ) ლიფტას მაცხოვრებლებმა შეიძინეს მიწები ქალაქ ბარაზინში.
History
Barazin, also spelled Barazayn (Arabic: برازين), is a town in the Amman Governorate of north-western Jordan.
Modern Barazin was founded in the 1870s when its lands were granted by the Ottomans to a Beni Sakhr chieftain, Fandi Al Fayez, and his son Sattam, the father of Mithqal Al Fayez, who also became a major landowner in Transjordan. The village began to be cultivated during the family's ownership, before the settlement of Madaba in 1880 by local Christians. Barazin is mentioned as one of nine Bedouin-owned plantation settlements in the Balqa area of Transjordan in 1883 where settlement had been largely confined to the town of Salt during the preceding two centuries. In the beginning of the 20th century, villagers from Lifta near Jerusalem purchased land in Barazin. In 1932, Mithqal offered the Jewish Agency a mortgage of his lands in Barazin in return for a loan.
geographical location: Amman, Jordan, Asia
original name: Barāzīn
Баразин, также пишется как Баразайн, это город в провинции Амман на северо-западе Иордании.
***
ნებოს მთანებოს მთა - ბიბლიის თანახმად მთა, საიდანაც სიკვდილის წინ მოსემ აღთქმული მიწა იხილა.
ამავე ადგილას გაატარა სიცოცხლის ბოლო პერიოდი და აქვე აღესრულა წმინდა წინასწარმეტყველი მოსე.
Mount Nebo - Jordan
https://www.youtube.com/watch?v=GbIM0zoJGAwნებოს მთა
ძველი აღთქმა, მეორე რჯული, თავი ოცდამეთოთხმეტე
http://www.orthodoxy.ge/tserili/gadasatser...i/2rjuli-34.htm***
ლიფტაLifta
Lifta (Arabic: لفتا; Hebrew: ליפתא) was a Palestinian Arab village on the outskirts of Jerusalem. The village was depopulated during the early part of the
1947–48 Civil War in Mandatory Palestine.
In July 2017 Israel declared Lifta (called Mei Neftoach) as a national nature reserve. It has been referred to as the "Palestinian Pompeii"
ლიფტა, ისრაელი - ქალაქი, სადაც აღარავინ ცხოვრობს.
ქალაქი ლიფტა და აქ არსებული დასახლება უძველესი დროიდან არსებობს. 1945 წელს კი აქ 2 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა — 2230 მუსლიმი და 20 ქრისტიანი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კი, ქალაქი მთლიანად დაიცალა მოსახლეობისგან და 1948 წელს პალესტინის ტერიტორიად იქცა.
ომის შემდეგ ლიფტაში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა. 1971 წელს კი ის ბოლო ებრაელმა მცხოვრებმაც დატოვა. შემდეგ აქ სხვადასხვა რეაბილიტაციის ცენტრები გაიხსნა. თუმცა, საბოლოოდ, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, აქ ცხოვრება აიკრძალა.
Лифта (араб. لفتا) — покинутая жителями арабская деревня у западной окраины Иерусалима. Место было населено с незапамятных времен и упоминается ещё в Библии. Расположена к северу от дороги, ведущей из Иерусалима в Яффу и Тель-Авив, на склонах, спускающихся к долине Сорек на высоте 700 м над уровнем моря. Жители ушли во время Арабо-израильской войны (1947—1949). В 1980-е годы это место объявлено заповедником.
В 1990-е годы в Лифте существовала молодёжная община, состоявшая, в основном, из русскоязычных репатриантов-наркоманов.
В 2011 году остатки деревни хотели снести и построить на её месте роскошный развлекательный комплекс-отель. Бывшие жители деревни подали петицию, чтобы деревню сохранили как историческое место. Лифта — последняя сохранившаяся безлюдная арабская деревня, которая не была перестроена или повторно заселена.
This post has been edited by Катеньки on 18 Feb 2021, 14:16
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.