#52134027 · 7 Feb 2018, 09:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე რაც ვიცი და როგორც ვიცი, იმას დავწერ: 1. დახლი სავარაუდოდ მსუბუქ კონსტრუქციაში ჩაითვლება და ნებართვას/შეთანხმებას მოგთხოვენ. 2. მიწის ნაკვეთი უნდა იყოს არასასოფლო დანიშნულების რომ სამეწარმეო საქმიანობა განახორციელო (გარდა იმ შემთხვევის თუ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით იღებ შემოსავალს, მაშინ შესაძლებელია მიწას სასოფლო დანიშნულების იყოს). 3. ეს მიწა რაიმე სახით უნდა გქონდეს სარგებლობაში მიღებული (ქირა, იჯარა). 4. შეიძლება მერიას ჰქონდეს ვინმეს გარე მოვაჭრედ დარეგისტრირების უფლება, განისაზღვრება ზოგადად ის ადგილები სადაც დასაშვებია ვაჭრობა, დარეგისტრირდები, გადაიხდი მოსაკრებელს და გექნება ვაჭრობის უფლება. ზოგადად, წერ განცხადებას, მიუთითებ რომ ამა და ამ ადგილას მინდა ვაჭრობა, დაურთავ თან რა საბუთებიც გაქვს (მიწის ამონაწერი თუ გაქვს, კონსტრუქციის ნახაზი თუ გაქვს და ა.შ.) და მოითხოვ ნებართვას შენთვის სასურველ ადგილას ვაჭრობაზე. თუ შენს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე დასაშვებია გარე ვაჭრობა და საჭირო საბუთებიც გაქვს, მოგცემენ თანხმობას, თუ არადა იქნება უარი. ეს და სხვა წვრილმანი პირობები აქვთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს, თბილისში არ ვიცი როგორ არის, იკითხე შესაბამის რაიონის გამგეობაში და დაგაკვალიანებენ.
--------------------
არასრულფასოვნების კომპლექსი იბადება მაშინ, როდესაც საკუთარ თავს ადარებ სხვებს. ასევე იმის განცდა, რომ ვინმეზე რამით მეტი ხარ, იბადება ანალოგიურ შემთხვევაში. ორივე გამოვლინება სიმახინჯეა. შენ ხარ სული, რომელიც უნიკალურია და გაუნმეორებელი, არავისზე მეტი ხარ და არავისზე ნაკლები.
|