UPDATE პოსტი სადაც მეწერა იმ კატეგორიიდან გადმომამისამართეს აქ . (მადლობა იქ ვინც დრო დამითმო)
ტესტების პასუხები ფოტოებად იქნება ატვირთული
PC ნაწილები ტექსტის ბოლოს !!!
გაუმარჯოს ყველას ვინც ამ პოსტს ნახავს . მოკლედ პრობლემა მაქვს შემდეგში ... ავაწყე PC რომელიც რაღაც დროის განმავლობაში თავისთვის ითიშება .გათიშვაში ვგულისხმობ შემდეგს>მაგალითად ვთამაშობ csgo-ს , (რომელსაც ვაყენებ Custom setting ებზე ) მათამაშებს უპრობლემოდ რამდენ ხანსაც მინდა , მაგრამ როცა ვთამაშობ მაგალითად 2020 წლის თამაშს რომელიც გაცილებით ძლიერ მონაცემებს მოიხმარს მათამაშებს რამოდენიმე წუთი და შემდეგ უკვე კომპიუტერი თავისთვის ითიშება და ჩართვას რამოდენიმე წუთი უნდება (ვფიქრობ ელოდება რომ რაღაც გაგრილდეს , ანუ ეგრევე ჩართვა გამორიცხულია).თავიდან მეგონა პროცესორის გრადუსები რადგან მაღალი იყო (თამაშის ultra გრაფიკებზე 70-85 გრადუსი) მეთქი ამიტომ თიშავსთქო მაგრამ არა ! გადმოვწერე პროგრამა და დავიწყე პროცესორის 100% დატვირტვა სადაც პროცესორი 98 გრადუსებზე ადიოდა და კომპიუტერი არ მეთიშებოდა მაინც . პროცესორი გამოვრიცხე , დედაპლატის გრადუსებიც ნორმალურად ჩიპსეტი 50-60 გრადუსებზე მერყეობს (არ ვიცი რამდენად ნორმალურია) , შემდეგ დავტივრთე ვიდეო კარტა რომელმაც ტესტი საამაყოდ გაიარა , გავტესტე ოპერებიც რომელებმაც კარგი შედეგი დადეს , მრჩება ერთადერთი კვება , შესაძლოა რომ კვების ბრალი იყოს ? ან დეფექტი ჰქონდეს რაიმე ? კომპიუტერი ჩართვით ჩვეულებრივად ირთვება მაგრამ მაღალი გრაფიკების თამაშის დროს უკვე ავტომატურად ითიშება ხოლო დაბალი გრაფიკების თამაშის დროს ჩვეულებრივად უპრობლემოდ მათამაშებს.
PCნაწილები
პროცესორი - Ryzen9 3900x (გაგრილება თავისი ბოქს ქულერი)
დედაპლატა - Asus Rog Crosshair VIII Hero WIFI
ვიდეოკარტა - Aorus Extreme GTX 1080 TI
ოპერატიული მეხს. - Corsair Vengeance RGB Pro 2x8 (3000mhz)
მეხსიერება - M2 Samsung 970 Evo 1TB
კვება - Thermaltake Smart Pro RGB 850w Bronze
პ.ს დრაივერები ყველაფერი განახლები მაქვს.
პ.პ.ს მაზერი არის X570
ტესტების პასუხები
CPU და GPU (და ზოგადად ყველაფერი) დავტვირთე ერთდროულად და პასუხები ფოტოებზეა
MEMTEST64 იც გადავაყოლე , 5 loop დავატრიალებინე და 0 Error AIDA 64 ის პასუხები HWInfo64 ის პასუხები * * *
ტესტი ჩართული მქონდა 10-15 წუთი.
* * *
პ.პ.პ.ს ვიცი პროცესორზე რომ ქულერი შესაცვლელიაქვს (ზოგადად წყალს ვაყენებ და ჯერ ისე ვეძებ კარგ წყლის გაგრილებას ამიტომ მაქვს სტოკ ქულერზე)მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ზემოთ ხსენებული პრობლემაა