ჩემი პირველი თემა რათქმაუნდა
ჩემი უსაყვარლესი ნაკრები
იმედია მარტო რ ვიქნები ტიფოზასავით ლაციოს თემაში
Swing Low
Sweet Chariot
Comming back to Carry Me Home
სახელწოდება:
England national rugby union team მეტსახელი:
The Red and Whites (ზოგ-ზოგიერთებივით სულ ერთ ფერში კი არ ვართ
)
ინგლისის ნაკრების პირველი საერთაშორისო მატჩი:
27 მარტი.1871 წელი
შოტლანდია-ინგლისი 4-1 (>>>ამავე დროს, მსოფლიოში პირველი საერთაშორისო სარაგბო მატჩი)
სურათზე.ინგლისის პირველი ნაკრები
ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება;
ინგლისი-რუმინეთი 134-0 (17 ნოემბერი. 2001 წელი)
ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი:
ავსტრალია-ინგლისი 76-0 (6 ივნისი.1998 წელი)
ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: ჯეისონ ლეონარდი(114 კეპი)
საუკეთესო მექულე: ჯონი ვილკინსონი
სტადიონი: ტვიკენჰემი(ტევადობა 82.000)
ინგლისი მონაწილეობდა ექვისევე მსოფლიო თასზე...1991 და 2007 წლებში გავიდა ფინალში,თუკი პირველ შემთხვევაში გუნდი დამარცხდა ავსტრალიასთან, ბოლო მსოფლიო თასზე სამხრეთ აფრიკამ დაამუხრუჭა ''ვარდების'' სწრაფვა თასისიკენ
2003-ში ინგლისი მსოფლიო ჩემპიონი გახდა,დაამარცხა რა ავსტრალია ფინალში ანგარიშით 20-17
ინგლისის ნაკრები მონაწილეობს ექვის ერის ყოველწლიურ გათამაშებაში(საფრანგეთთან,ირლანდიასთან,უელსთან,შოტლანდიასთან და იტალიასთან ერთად)
ინგლისს ექვსი ერი ყველაზე მეტჯერ,25-ჯერ მოუგია...აქედან 12 ჯერ დიდი სლემით(დიდი სლემით გამარჯვება ნიშნავს ტიტულის მოგებას ყველა მატჩში გამარჯვებით.)
ინგლისის ნაკრებმა თავის ისტორიაში გამართა 599 მატჩი..აქედან მოიგო 320, წააგო 230.. ფრედ 48 მატჩი დაასრულა
ტრადიციულად გვიჭირს სამხრეთ ნახევარსფეროს ნაკრებებთან თამაში..ინგლისს მხოლოდ 3 ნაკრებთან აქვს უარყოფითი ბალანსი..ზელანდიასთან,სამხრეთ აფრიკასთან და ავსტრალიასთან
ესეც ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა:
ინგლისი-ახალი ზელანდია: ეს ნაკრებები 29 ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს..6-ჯერ ''ვარდებმა'' გაიმარჯვეს..1 შეხვედრა ფრედ დასრულდა..22-ჯერ კი ზელანდიელებს დარჩათ გამარჯვება
ინგლისი-ავსტრალია: 35 მატჩი..14 გამარჯვება ავსტრალიელების 20 გამარჯვების წილ..მხოლოდ ერთი ფრე
ინგლისი-სამხრეთ აფრიკა: 29 მატჩი..12-ჯერ ინგლისელებმა გაიხარეს..16-ჯერ აფრიკელებმა..1 შეხვედრა ფრედ დასრულდა
ყველა სხვა ნაკრებთან,ინგლისელებს დადებითი ბალანსი აქვთ
უკანასკნელ 6 ერზე ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:
Backs:
Iain Balshaw (Gloucester)
Mark Cueto (Sale Sharks)
Toby Flood (Newcastle Falcons)
Andy Gomarsall (Harlequins)
Charlie Hodgson (Sale Sharks)
Jamie Noon (Newcastle Falcons)
Peter Richards (London Irish)
Paul Sackey (Wasps)
Danny Care (Harlequins)
Mathew Tait (Newcastle Falcons)
Richard Wigglesworth (Sale Sharks)
Jonny Wilkinson (Newcastle Falcons)
Lesley Vainikolo (Gloucester)
James Simpson-Daniel ( Gloucester Rugby)
Daniel Cipriani (Wasps)
Forwards:
Steve Borthwick (Bath)
Tom Croft (Leicester Tigers)
George Chuter (Leicester Tigers)
Louis Deacon (Leicester Tigers)
Nick Easter (Harlequins)
James Haskell (Wasps)
Ben Kay (Leicester Tigers)
Tom Rees ( Wasps)
Mark Regan (Bristol)
Simon Shaw (Wasps)
Andrew Sheridan (Sale Sharks)
Matt Stevens (Bath)
Phil Vickery © (Wasps)
ამჟამად გუნდს მარტინ ჯონსონი წვრთნის
აეეე...დავიწყეთ ახალი გამარჯვებების ათვლა ამ თემაში
Special Thanks To George:)
ინფორმაციისთვის
This post has been edited by T@chka on 2 May 2008, 22:37