პატარა მოთხრობა რომ არის, წითელი სიგნალი, ამას გულისხმობ? მეგობრის ცოლი რომ შეუყვარდება
მოთხრობები უფრო ასატანია, ვიდრე წიგნები
) პატარა, სხარტი ამბები, ზედმეტი დეტალების გარეშე. წიგნები ცოტა არ იყოს მომბეზრდა. ის, თუ როგორ ახასიათებს ადამიანებს: "ისეთი ტიპის კაცს განეკუთვნებოდა..." და მერე მოყვება რამდენიმესიტყვიანი აღწერა, რომელიც ძალიან ვიწრო ჩარჩოში სვამს მის თვისებებს ან მოტივაციას. ჩაკეტილი პერსონაჟებია უმეტესობა, იმის საშუალებაც არ აქვთ რომ თავი იმართლონ
) ვიღაცას რომ ანგარებას მიაწერს, ხომ შეიძლება სულ სხვა რაღაც ამოძრავებდეს.
პუაროზე ცალკე მეცინება, ვითომ ფსიქოლოგიას რომ იყენებს დამნაშავეების საპოვნელად. ახლა რომ გააცოცხლა, მაგ "ფსიქოლოგიური" მიდგომებით უმუშევარი დარჩებოდა
წიგნებიდანაც ჩანს რომ აგატა კრისტიც და პუაროც ფსიქოლოგიის გარტყმაში არ არიან
)) განსხვავებით შერლოკ ჰოლმისსგან, რომელიც სულ რაღაცას სწავლობს, ვითარდება, თან განსხვავებული კუთხიდან უყურებს საკითხებს. შერლოკიც კაი ამპარტავანი ეგოისტია, თუმცა თავცარიელი პუაროსგან განსხვავებით აქვს ამისი საფუძველი
როჯერ ეკროიდის მკვლელობას გულისხმობ?
მისი ძველი გამოცემა ვეღარ მიპოვია. ელწიგნი კი მაქვს მაგრამ იმ ძველი წიგნის სენტიმენტები სულ სხვაა.