#34303244 · 13 Dec 2012, 10:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რუსთავის ნომერ 7საჯარო სკოლაში სწავლობს ჩემი შვილი 1 კლასში. დირექტორი გვთხოვს რომ ბავშვს ვუყიდო აუცილებლად შავი შარვალი... რადგან ფორმაა სკოლაში.. ავუხსენი რომ არ მაქვს საშუალება და მითხრეს რომ მაშინ ჩემი შვილი ვერ დაესწრება გაკვეთილებს იმის გამო, რომ მონაცრისფრო-მოშავო ჯინსი აცვია... ტანსაცმლის გაშრობას ვერ ვასწრებ სიცივის გამო. დირექტორი კი ბავშვებს ხვდება სკოლის კოლიდორში და ლანძღავს.. ბავშვი ისე დაკომპლექსდა სკოლაში აღარ მომყვება.. მირჩიეთ რა გავაკეთო? ესაა სამართალი? მოდის სახლია თუ სკოლა ვეღარ გავარჩიე.. ბავშვი განთლებისთვის მივიყვანე თუ ტანსაცმლისთვის ვეღარ გავიგე ((((
ვიცი ბევრს ექნება კიდევ მსგავსი პრობლემები .
* * * 24. სკოლის დირექტორი არ აყენებს მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელსა და სკოლაში
დასაქმებულ სხვა პირს რაიმე სახის შეურაცხყოფას და არ ახდენს მათზე ემოციურ
(ფსიქოლოგიურ) ზეწოლას.
*** იმავე სკოლის შინაგანაწესიდანაა თან...... * * * 32. სკოლის დირექტორი უქმნის ყველა პირობას გარემოში ინტეგრაციისთვის.
* * * 36. სკოლის დირექტორი ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი
განათლება.
37. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს მოსწავლეს დემოკრატიული, სამოქალაქო და
პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებაში.
6 * * * აი დანამატი შინაგანაწესში ვიპოვე::
სკოლას უფლება აქვს, დააწესოს სასკოლო ფორმა ისე რომ არ შეიზღუდოს მოსწავლის გამოხატვის თავისუფლება. Mმოსწავლეს უფლება აქვს, დასაბუთებული უარი თქვას სასკოლო ფორმის ტარებაზე. ზემოთთქმული არ გულისხმობს იმას, რომ მოსწავლეს უფლება აქვს ნებისმიერი სახის ჩაცმულობით იაროს სკოლაში. ფორმის შემოღებამდე მოსწავლე ვალდებულია ატაროს კლასიკური სტილის ჩასაცმელი, დასაშვებია ვაჟებისთვის ამ სტილთან მიახლოებული, მუქი ფერის ჯინსი, გოგონებისათვის ამავე სტილის ქვედაბოლო ან შარვალი, თეთრი ან ღია ფერის პერანგი წარწერებისა და ნახატების გარეშე. Nნებისმიერი განსხვავებული ფორმისა და ფერის სამოსით სკოლაში გამოცხადების შემთხვევაში მოსწავლე არ დაიშვება გაკვეთილებზე.
|