#45882825 · 7 Oct 2015, 15:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კატანკა გეტყვი.
კაროჩე, მე როცა მივედი ადგილზე (ჩემს ცოლს მოუვიდა ავარია), პატრულს უკვე გამტყუნებული ყავდა ჩემი ცოლი. ეს ტიპი მეუბნება, მალე გამიკეთეო მანქანაო, ვტაქსაობო. დღეში პატრონს 20 ლარს ვუხდიო, ამ მანქანის ფასსო და რო გავჩერდე არ მაწყობსო. მე ვუთხარი მე მინდა რო გავასაჩივრო მეთქი, ამან მე არ მაწყობსო. პატრულს ვკითხე, როგორ უნდა მოვიქცე მეთქი და პატრულმა უნდა შეთანხმდეთო, თუ ვერ შეთანხმდებით მაშინ საჯარიმოზე წავიყვანთო. რადგანაც არ მქონდა ვიდეო ნანახი არ ვიყავი დარწმუნებული, რომ არ დაურღვევია წესი ჩემს მანქანას, ამიტომაც არ მინდოდა საჯარიმოზე (მერე როგორც ვიცი ჩემი გადასახდელი იქნებოდა ორივე მანქანის გამოყვანის ფასი), ამიტო ვუთხარი მე მოგცემ იმ 20 ლარს და ეხლა ეს პატრული გავუშვათ მეთქი.
1. რო იმ მომენტში ვერ მოვტვინე რო გარბენი ამეღო და დამემტკიცებინა რო არ გაჩერდა. 2. ის, რომ რეალურად არ მევალებოდა იმ წამსვე ამისი მანქანის გაკეთება.
კაროჩე, ნერვებზე ვიყავი მოშლილი მაგრად და ეს ყველაფერი გამომრჩა თვალთახედვის არიდან. ამიტომ, ეს სირობა ჩემი ბრალია თვითონ.
ნუ, მომავლისთვის მეცოდინება, თუ რამე დადებითი შეიძლება დაინახო აქედან ადამიანმა. * * * კაროჩე ველაპარაკე ხელოსნის თანხას ვაძლევ მარტო. მარა ნაღდად არ ველოდი იმდენი გამომივიდა. ეს ძველი ც კლასი ამდენი თუ დაჯდებოდა არ მეგონა. ნუ, ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არი არი, აღარ ღირს ამ საკითხზე ნერვების შლა. ავარია გვაშოროს ყველას ღმერთმა. თუ კიდე რამე ინციდენტი იქნება მეცოდინება თანმიმდევრობა ექსპერტიზის და საპატრულოში გასაჩივრების. ამ თანხად ეგ ცოდნა მიმაქ, გამოდის. რა ვუყო: ))
This post has been edited by Bowman on 7 Oct 2015, 15:08
|