S-K-Y-W-A-L-K-E-Rდაივიწყე შპს, სს, კს და ასე შემდეგ ...
1. ინდმეწარმედ ყოფნა სრულიად საკმარისია (რადგან უკვე ხარ დარეგისტრირებული აღარ დავიწყებ ახსნებს სად და როგორ უნდა დარეგისტრირდე).
2. ნებისმიერ ბანკში გახსენი ანგარიში ინდმეწარმის (ანუ შენს) სახელზე.
3. რეკლამის განთავსების დროს გაუფორმე ხელშეკრულება კლიენტს (ხელშეკრულებები დანომრე).
4. ფული არ აიღო ხელზე (რადგან მერე ჩეკის ამორტყმა მოგიწევს, მაგისთვის კი დაგჭირდება საკასო აპარატი)
5. ფული აიღე გადარიცხვით (მისცემ შენი საბანკო ანგარიშის მონაცემებს და გადმორიცხვის საფუძველში მიუთითებენ ხელშეკრულებას თავისი ნომრიანად)
6. გადაიხდი საშემოსავლოს ჩარიცხული თანხის 20%-ის ოდენობით (ბანკში, ხაზინის ანგარიშზე)
7. დანარჩენ ფულს ჩაიდებ ჯიბეში
P.S. თუ არ გინდა რომ ყოველ აღებულ თანხაზე საშემოსავლოს გადახდებმა მოგიწიოს, დარჩი უბრალოდ ფიზიკურ პირად და კლიენტები პირდაპირ მოგცემენ "ნეთ" თანხას და თვითონვე გადაიხდიან საშემოსავლოს. ურთიერთობა შენსა და კლიენტს შორის კვლავ იქნება ხელშეკრულების საფუძველზე.