forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სამართლიანობა, არსებობს?
unknown lady
Joga Bonito


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7814
წევრი No.: 19337
რეგისტრ.: 16-April 06

გამოგზავნილია: 5 Nov 2019, 22:33  #55449181      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აბა მეგობრებო,
რას ფიქრობთ:
არსებობს სამართლიანობა, თუ შემთხვევითია ყველაფერი და ოპორტუნისტები იმარჯვებენ
მე კი მგონია, რომ სამართლიანობა არსებობს და ყოველთვის იარსებებს, მაშინაც კი თუკი დედამიწის ზურგზე არც ერთი სამართლიანი ადამიანი არ დარჩება.
საერთოდ არავის რომ არ ესმოდეს რა არის სამართლიანობა, ამით თვით სამართლიანობას, მეეჭვება რამე დააკლდეს.
yes.gif


--------------------
New faces, old Brazil !!!
Alfa_Omega
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4783
წევრი No.: 46101
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 6 Nov 2019, 00:02  #55449545      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არა. არსებობს ბუნებრივი გადარჩევა "ძლიერი" და "მოხერხებული" გადარჩება, გამრავლდება და იქნება. "ძლიერი" მხოლოდ ფიზიკური ძალა არაა.

დახურეთ თემა.


--------------------
Роли стерв даются мне с особой легкостью.
Dear God, please save me from your followers
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11999
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 6 Nov 2019, 02:17  #55450206      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
unknown lady

QUOTE
საერთოდ არავის რომ არ ესმოდეს რა არის სამართლიანობა, ამით თვით სამართლიანობას, მეეჭვება რამე დააკლდეს.


თუ არავის არ ესმოდა არასოდეს, ბუნდოვნად მაინც, მაშინ სიტყვაც არ შეიქმნებოდა.

სამართლიანობა _ სოციალური კონსტრუქციაა. თანასწორუფლებიანობა, ემპათია და სხვა ურთიერთმიმართებები არსებობს იქ, სადაც არსებობს ინდივიდთა სიმრავლე.

ამ მხრივ, კი ბატონო, მორალური პრინციპები, პლატონისა არ იყოს, არსებობს ცალკე, განყენებულად, "იდეათა სამყაროში" და გააქტიურდება იქ, სადაც დადგება სათანადო პირობები. აუცილებელი არაა, მაინცდამაინც ადამიანთა საზოგადოება გვქონდეს. ყველა ინტელექტუალური არსებების სოციუმისთვის იარსებებს მსგავსი პრინციპები.

მეორე მხრივ, ბუნებას ესმის მორალური პრინციპები მხოლოდ იმ მხრივ, რამდენადაც ინდივიდს ესმის; თუ გატარდება პრაქტიკაში, არა უშუალოდ ბუნების მიერ, არამედ მხოლოდ გაშუალებული სახით ინდივიდთა ქმედებების შედეგად. თავად ადამიანისგარეშე ბუნება ნეიტრალურია ჩვენი მორალური პრინციპების მიმართ, მისი "მორალური პრინციპებია", როგორც დაწერეს, უფრო ძლიერის, უფრო კონკურენტუნარიანის და უფრო უკეთ შეგუებულის უპირატესი გადარჩენა (უპირატესი, რადგანაც საშუალო-სტატისტიკურია და შემთხვევით უფრო ადაპტირებული ერთეულების დაღუპვაც არაა გამორიცხული).

რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდება მომავალში ადამიანთა საზოგადოებაში. არ მოველით სამართლიანობის ტრიუმფს ისე, როგორც მე ან თქვენ ან სულაც საქართველოს ესმის სამართლიანობა. მაგრამ შეიძლება იმედი ვიქონიოთ, რომ მშვიდობიანი განვითარების პირობებში კაცობრიობა განიცდის პროგრესს და უკეთეს პირობებს შეუქმნის მათ, ვინც უფრო "ღირებულია" საზოგადოებისათვის.

This post has been edited by ლაბარნა on 6 Nov 2019, 02:18


--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
siml11
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7427
წევრი No.: 217047
რეგისტრ.: 11-April 16

გამოგზავნილია: 6 Nov 2019, 04:13  #55450339      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯერ არა მაგრამ აუცილებლად იარსებებს, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, როდესაც იქნება განვითარების მაღალი და თანასწორი დონე, რისკენაც მიდის სამყარო აშკარად. გასაგებია რომ თანასწორობამდე დღეს ძალიან ბევრი გვიკლია მაგრამ კაცობრიობას გუშინ უფრო მეტი აკლდა ვიდრე დღეს მაგ მიზნამდე, შესაბამისად ხვალ უფრო ნაკლები დააკლდება და ა.შ. მერე კი ძალიან დიდი ხნის შემდეგ თანასწორობა იქნება და მას მოჰყვება შემდეგ სამართლიანობაც. დღეს მისკენ მიმავალ გზაზე ვართ უბრალოდ. ამიტომ არც სამართლიანობაა და არც უსამართლობა, ამ გზაზე სიარულის პროცესში ვართ და ხან ერთი ხდება ხან მეორე

This post has been edited by siml11 on 6 Nov 2019, 04:16


--------------------
i feel free that's what i want to feel every day of my life
unknown lady
Joga Bonito


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7814
წევრი No.: 19337
რეგისტრ.: 16-April 06

გამოგზავნილია: 6 Nov 2019, 16:52  #55451896      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Alfa_Omega
QUOTE
"ძლიერი" და "მოხერხებული" გადარჩება,

რამდენი ხანი გადარჩება?
QUOTE
დახურეთ თემა.

თქვენთვის დახურულია wink.gif

ლაბარნა
QUOTE
(უპირატესი, რადგანაც საშუალო-სტატისტიკურია და შემთხვევით უფრო ადაპტირებული ერთეულების დაღუპვაც არაა გამორიცხული).

აქ არჩევანი გამორიცხულია? ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ოფორტუნისტები არ არიან და არ სარგებლობენ სხვა ადამიანის სისუსტით (ან მდგომარეობით, რის გამოც თავდაცვა არ შეუძლია ინდივიდს) და არ კადრულობენ მის დაჩაგვრას, რადგან კონკურენცია ესმით თანაბარი ძალის ადამიანთან....

siml11
თქვენ ამბობთ რომ ოდესმე მგელი ცხვრის ჭამას მოიშლის?
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11999
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 6 Nov 2019, 21:52  #55452857      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
unknown lady

QUOTE
აქ არჩევანი გამორიცხულია? ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ოფორტუნისტები არ არიან და არ სარგებლობენ სხვა ადამიანის სისუსტით (ან მდგომარეობით, რის გამოც თავდაცვა არ შეუძლია ინდივიდს) და არ კადრულობენ მის დაჩაგვრას, რადგან კონკურენცია ესმით თანაბარი ძალის ადამიანთან....


რა თქმა უნდა, ადამიანური არჩევანი არსებობს. მაგ კონტექსტში ძირითადად ბუნებას ვგულისხმობდი (ადამიანთან დაპირისპირებით), ბუნება არ გვაძლევს დიდ არჩევანს ხოლმე, თუ არ ვართ შეგუებული მის ფაქტორებს, არ დაგვინდობს. თუმცა, მედიცინამ ბუნების მაგ თვისებასაც დაუწყო ჭიდაობა. დავუშვათ, ალერგენს ვერ ვიტან, მაგრამ მედიკამენტს რეგულარულად ვიღებ, ასეთ შემთხვევაში მაინც გადავრჩები კოჭლობ-კოჭლობით.

QUOTE
რამდენი ხანი გადარჩება?


მეც ვუპასუხებდი ამ კითხვას. საკმარისია გადარჩენა შთამომავლობის დატოვებამდე. თუ შვილების და შვილიშვილების აღზრდასაც მოასწრებ, ხომ მთლად უკეთესი. როგორც იტყვიან ხოლმე ხატოვნად, "ცას ვერავინ გამოეკერება". biggrin.gif
unknown lady
Joga Bonito


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7814
წევრი No.: 19337
რეგისტრ.: 16-April 06

გამოგზავნილია: 6 Nov 2019, 22:07  #55452911      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლაბარნა
QUOTE
საკმარისია გადარჩენა შთამომავლობის დატოვებამდე

ამის გარანტია არ გაქვს, მაშინაც კი როცა კონკურენტუნარიანი ხარ.
სადღაც ილექება ყველა ჩადენილი უსამართლობა
უკვალოდ არ ქრება და მერე ვლინდება სხვადასხვა ფორმებით
სამართლიანობა განცდაში ნამდვილად არსებობს
თუმცა რატომ და განვითარების რა ეტაპზე ყალიბდება ხზ
წარმოდგენა არ მაქვს
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11999
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 7 Nov 2019, 09:27  #55454095      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
unknown lady

QUOTE
ამის გარანტია არ გაქვს, მაშინაც კი როცა კონკურენტუნარიანი ხარ.


სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა მოიტანა იმგვარი ტექნოლოგიები, როგორიცაა სუროგაცია. გარანტია თითქმის უკვე გაქვს, როცა წარმატებული ხარ და საამისო სახსრები გაგაჩნია. თუ ვერ მონახავ პარტნიორს, რომელთანაც ბუნებრივად დატოვებ შთამომავლობას, შეგიძლია უბრალოდ მონახო სანდო პარტნიორი და შემდეგ დაიხმარო მედიცინა და "ხელოვნური" მეთოდები.

QUOTE
სადღაც ილექება ყველა ჩადენილი უსამართლობა. უკვალოდ არ ქრება და მერე ვლინდება სხვადასხვა ფორმებით


biggrin.gif ბუნების სამართლიანობაზე ფიქრი კარგა ხანია შევწყვიტე. სად ბუნება და სად ადამიანური სამართალი. smile.gif არ ვეთანხმები არანაირად. smile.gif

QUOTE
სამართლიანობა განცდაში ნამდვილად არსებობს


არსებობს ჩვენი სინიდისი და ფანტაზია. სინიდისს ყოველი მტკივნეული ჭიაყელა წვრილმანი ახსოვს, ხოლო ფანტაზიას ვეშაპებამდე შეუძლია ამ ჭიაყელების გაბერვა. საკმარისია, ხელი მოგვეცაროს რაიმეში, რომ მერე სინდისი-ფანტაზიის წყვილი შესანიშნავ "ახსნას" გამოუძებნის ამას. ნამდვილი ახსნა კი ისაა, რომ საქმეს დავაკელით შრომა და ფიქრი, ან მატერიალური რესურსები.

QUOTE
ხზ


ლედიო. არ გრცხვენიათ, შემოკლებულ ბარბარიზმებს რომ იყენებთ საუბარში? ჩემებურად, ეგეც უსამართლობაა. biggrin.gif
siml11
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7427
წევრი No.: 217047
რეგისტრ.: 11-April 16

გამოგზავნილია: 7 Nov 2019, 10:08  #55454166      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
unknown lady
QUOTE
თქვენ ამბობთ რომ ოდესმე მგელი ცხვრის ჭამას მოიშლის?

მილიონობით წელი დასჭირდება მაგას მაგრამ საბოლოოდ თუ დასცალდა მაგ სახეობებს მოიშლიან. ადამიანი ჩასახვისას და ემბრიონის განვითარებისას რა ეტაპებს გადის ალბათ გექნება ნანახი, გარკვეულ ეტაპზე ადამიანს კუდიც კი აქვს. უამრავი მილიონობით წლის ისტორია აქვს ადამიანს რომელიც საერთოდ არაა შესწავლილი, რა იცი რომ ეხლა როგორი სახეობაც მგელია ერთ დროს იმაზე დაბალგანვითარებული სახეობა არ იყო ადამიანი? არაფერს არ ვამტკიცებ უბრალოდ ლოგიკაზე დაფუძნებულ ვარაუდს გამოვთქვავ
Alfa_Omega
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4783
წევრი No.: 46101
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 7 Nov 2019, 16:52  #55455345      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
unknown lady
მანამ გენებს გაავრცელებს იმდენი ხანი.
* * *
siml11
დედამიწა ყოველტვის "დაბალანსებულია". წონასწორობა არის ბუნება და ყველაფერი რაც ამ ბალანს და წონასწორობას არღვევს ნადგურდებაა. ეგაა "სამართლიანობა" დანარჩენი სამართლიანობა არის ადამიანის ფანტაზია.
siml11
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7427
წევრი No.: 217047
რეგისტრ.: 11-April 16

გამოგზავნილია: 7 Nov 2019, 18:41  #55455668      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Alfa_Omega
QUOTE
დედამიწა ყოველტვის "დაბალანსებულია". წონასწორობა არის ბუნება და ყველაფერი რაც ამ ბალანს და წონასწორობას არღვევს ნადგურდებაა. ეგაა "სამართლიანობა" დანარჩენი სამართლიანობა არის ადამიანის ფანტაზია.

ბუნებაში ყველაფერი იცვლება მათშორის ადამიანი+ ადამიანს აქვს ნიჭი შემოქმედების, ანუ ისეთი რამე შეუძლია შექმნას რაც არ არსებობს, სამართლიანობაც მათ რიცხვს მიეკუთვნება, კაცობრიობა ცდილობს შექმნას სამართლიანობა და ისტორია გვიჩვენებს რომ ნელ-ნელა გამოსდის კიდეც
Alfa_Omega
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4783
წევრი No.: 46101
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 8 Nov 2019, 01:20  #55457171      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
siml11
მაგალიტად რა გამოსდის?
siml11
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7427
წევრი No.: 217047
რეგისტრ.: 11-April 16

გამოგზავნილია: 8 Nov 2019, 10:27  #55457606      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Alfa_Omega
QUOTE
მაგალიტად რა გამოსდის?

მაგალითად ის რომ ძველ დროსთან შედარებით დღეს უფრო სამართლიანია სამყარო. ადრე საქონელივით ყიდიდნენ ადამიანები ერთმანეთს, მონობა ოფიციალურად იყო დაკანონებული, ბატონ ყმობა იყო ჩვეულებრივი რამე საუკუნეების მანძილზე, არათუ განსხვავებული ორიენტაციის გამო, არამედ ელემენტარულად განსხვავებული აზრის გამოც კი კოცონზე წვავდნენ ხალხს, სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელიც უამრავ ქვეყანაში გაუქმდა, ჰოლანდიაში საერთოდ ციხეები იხურება პატიმართა სიმცირის გამო და ა.შ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ უკვე სამართლიანი გახდა სამყარო, როგორც ავღნიშნე ეს პროცესია, პროცესში ვართ და რაც დრო გადის ვუახლოვდებით მის შექმნას. კიდევ დიდი დრო დასჭირდება სამყაროს სრულ სამართლიანობამდე, მაგრამ ფაქტია რომ რაც დრო გადის კაცობრიობა ცდილობს სამართლიანობა შექმნას სამყაროში და მის მცდელობებს აქვს კონკრეტული ნაყოფები.

პ.ს. როგორ გინდა ბიბლიას არ დაეთანხმო რომ შემოქმედმა ადამიანი შექმნა თავის ხატად და მსგავსად, როცა ასეთი შემოქმედებითი ნიჭი აქვს ადამიანს : )

This post has been edited by siml11 on 8 Nov 2019, 10:47
Alfa_Omega
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4783
წევრი No.: 46101
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 8 Nov 2019, 11:57  #55457739      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
siml11
სულ რაღაც 70 წლის წინ ხალხს ცოცხლად წვავდნენ არა მარტო ეროვნების გამო, შუა საუკუნეები რაში მაინტერესებს ამ შემთხვევაში? smile.gif))) და ეს ხდებოდა დიადი იდეის მადლმოყრიი, ათასობით ერთიანად, და რომ დაგუგლო რამდენი "ალქაჯი" დაწვეს შუა საუკუნეებში გაგიკვირდება რამდენად ცოტაა იმასთან შედარებით რაც 20 საუკუნეში ერთ დღეში კლავდნენ. მანამ შენ შენი პოსტი დაწერე და მე წავიკითხე ათამდე ბავშვი მოკვდა აფრიკაში იმიტომ რომ საჭმელი ან სასმელი არ ქონდა, დავგუგლე მხოლოდ 21 საუკუნეში რამდენი საომარი ქმედება იყო 19 წლის მანძილზე 49 ამდე ავიდა და აქედან 10 ამ წამსაც მიმდინარეობს, აბა კითხე უკრაინელებს და რუსებს სამართლიანობაზე ტერიტორიების მიმართ, იგივე ქართველებს და აფხაზებს და რუსებს, ებრაელებს და პალესტინელებს. ძალიან დიდი ილუზიაა გეგონოს რომ იარაღის შეცვლით და მეთოდების შეცვლით "სამართლიანობა" იბადება.
სხვათა შორის არა მარტო ადამიანს აქვს სამართლიანობის შეგრძნება და ეს ექსპერიმენტულად დამტკიცებულია. ნუ გგონია ექსკლუზიურად ჰომო საპიენსის "პრივილეგიაა"

ხოდა რა შეიცვალა?
* * *
siml11
ცოტას "განვავრცობ" იმას თუ რაზე ვკამათობთ.

სიტყვა სამართლიანობა როგორ შეიძლება ზოგადად განვსაზღვროთ უნივერსალური გაგება არსებობს?
მხოლოდ ადამიანზებზე ვრცელდება თუ ყველა ცოცხალ ორგანიზმზე?
თუ შეგვიძლია განვსაზრვროთ, როგორ? მე ვერ მოვიფიქრე არ მაქვს ერთიანი განსაზღვრება
რას უნდა ეხებოდეს "სამართლიანობა" ადამიანს დაბადების ადგილის მიხედვით? რატომ? დაბადებით? რატომ?
როგორ უნდა მივუძღვნათ "სამართალი" იმით რა გააკეთა და როგორ ცხოვრობს?
ყველას თანაბრად რა? უფლება? მოვალეობა? პასუხისმგებლობა?
მაგალითად ახლა დავფიქრდი.
არის ბავშვი ახალდაბადებული და დედამ გააშვილა და მოხვდა ფსიქოპატებთან და ჩამოყალიბდა გარემო პირობების გამო მანიაკად.
წავიდა და მოკლა 5 ადამიანი. აქვს საზოგადოებას უფლება მოსთხოვოს პასუხი ქმედებაზე კანონის სრული ძალით, როდესაც ბავშვი ვერ დაიცვა ძალადობისგან და შეუწყო ხელი მის სოციოპატად ჩამოყალიბებაში.
იქნება სამართლიანი "სამართალი"? არა არ იქნება, თუმცა ვთვლი რომ უნდა დაისაჯოს.

ეკონომიკური სამართლიანობა? რომელი? ყველას იმდენი რამდენიც დაიმსახურა თუ ყველას თანაბრად? ორივე მხარე შეიძლება დაასსაბუთო და შეეწინაარმდეგო.

არ არსებობს სამართლიანობა ბუნების კანონის გარდა ისიც ჯერჯერობით. მალე ამასაც მოეღება ბოლო smile.gif)




This post has been edited by Alfa_Omega on 8 Nov 2019, 11:57
siml11
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7427
წევრი No.: 217047
რეგისტრ.: 11-April 16

გამოგზავნილია: 8 Nov 2019, 16:00  #55458558      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Alfa_Omega
ნებისმიერი ეკონომიკური მოდელის სამართლიანად აღიარება შესაძლებელია და ასევე ნებისმიერი მოდელის უსამართლოდ გამოცხადება შეიძლება თავისი არგუმენტებით. ნებისმიერ ეკონომიკურ სისტემას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები და ამიტომაც დედამიწაზე არ არის ერთი ეკონომიკური სისტემა, და ერთ ეკონომიკურ სისტემასაც არ აქვს ერთიდაიგივე სახე ყველა ქვეყანაში, მაგალითად კაპიტალიზმია ამერიკაშიც და საქართველოშიც მაგრამ ამერიკაში სულ სხვაგვარი ეკონომიკაა და საქართველოში სულ სხვაგვარი, აქედან გამომდინარე თუნდაც ორი ქვეყანა რომელსაც იდეაში ერთიდაიგივე ეკონომიკური სისტემები აქვს სინამდვილეში განსხვავებულია და ზოგადად ორი ზუსტად ერთნაირი მოვლენა ბუნებაში არ არსებობს. ხოდა რომელია სწორი? სამართლიანი? ეს არავინ არ იცის. ამაზე მხოლოდ დროს აქვს პასუხი, იმ დროს რომელზეც ვამბობ გასავლელია მეთქი. დრო გამოაჩენს რომელი ეკონომიკური მოდელია სამართლიანი აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის და ეს გამოჩნდება იმ გზით რომ ყალბ საფუძვლებზე მდგარი ეკონომიკა ჩამოიშლება ოდესმე და დადგება ახალი სისტემის შემოღების აუცილებლობა, მაგალითად ფეოდალური ეკონომიკური სისტემა მემგონი აღარსად აღარაა და არც აღარასდროს დაბრუნდება როცა თავად-აზნაურებს ჰქონდათ შთამომავლობით ყველაფერი უშრომელად, თუმცა იყო დრო როდესაც ესაც სამართლიან ეკონომიკურ სისტემად ითვლებოდა, დაჟე ისეთ სამართლიანად რომ მაგის უარმყოფელი შეიძლება ცოცხლად დაეწვათ, მაგრამ რადგან უსამართლო იყო ვერ გაუძლო დროს გადაშენდა, ასე მოხდება მომავალშიც სხვა ეკონომიკური სისტემების შემთხვევაშიც, რომლებიც ყალბ საფუძვლებზე დგანან, ნელ-ნელა გაქრებიან, სანამ ერთი სამართლიანი ეკონომიკური სისტემა არ დარჩება.


იგივე მდგომარეობაა სხვა თემებშიც ყველაფერი ხდება დღეს დედამიწაზე, მეტ ნაკლებად, მაგრამ მხოლოდ დრო გასცემს ყველაფერს პასუხს, დროში გაიცრება ტყუილ-მართალი. რუსებზე უკრაინელებზე და ომებზე რაც თქვი გეთანხმები მაგაში და არ მაქვს იმის ილუზია რომ დღეს სამართლიან გარემოში ვცხოვრობთ, უბრალოდ გუშინდელი დღე შევადარე დღევანდელ დღეს და განსხვავება აშკარაა და ვფიქრობ არ უნდა იყოს ეს საკამათო, რომ წარსულში უფრო დიდი უსამართლობა იყო ვიდრე აწმყოში, უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტია, რომ მაგალითად 2 წლის წინ ფეხი რომ მოგეტეხა და ამ წამს თითი რომ გაგეჭრა ამ წამს გაჭრილი თითი უფრო გეტკინებოდა ვიდრე 2 წლის წინ მოტეხილი ფეხი, აქედან გამომდინარე ადვილად სათქმელია რომ წარსულშიც იგივე უსამართლობა იყო რაც დღეს არისო მაგრამ ეს იმის ბრალია რომ წარსულია და გავლილია და ის არ გტკივა, დღევანდელი უსამართლობა კი თუნდაც იმაზე ათჯერ პატარა იყოს უფრო მეტად გტკივა, რადგან შენ მას ამ მომენტში გრძნობ.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0254 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]