“არქი ისნის” 23-ე სართულის მოაჯირზე ასული მუშა, მორღვეულ ფასადს ძლიერ ქარში დაცვის გარეშე ამაგრებდა მობინადრე შემთხვევის ადგილიდან ვიდეო და ფოტომასალას აქვეყნებსმობინადრე დავით ბრაგვაძე შემთხვევის ადგილიდან ვიდეო და ფოტომასალას აქვეყნებს.
“ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დეველოპერული კომპანია არქი – Archi-ს ისნის პროექტში ბინა ვიყიდე. იქიდან მოყოლებული არ მომიწყენია. პრობლემა ბევრი იყო, დაწყებული შესრულებული სამუშაოების ხარისხით, გაგრძელებული ფართის დაკლებით და გაზის მილების პირიდან ჩაბერვით შემოწმებით. ხო, პირით ბერავენ და ისე ამოწმებენ, უშვებს თუ არა…
მაგრამ დღეს ჩემი მოთმინების ფიალა აივსო. სურბ სარქისის ქარმა ფასადის დეტალები მოგლიჯა… ალბათ იმის ბრალიც იყო, რომ რამდენჯერმე იმავე კომპანიის მეორე მშენებლობის ამწე გამოედო მაგ ადგილზე, მაგრამ დღევანდელმა ქარმა ბოლო მოუღო. მეტალის მოზრდილი ფირფიტები 23ე სართულიდან საკმაოდ დიდ რადიუსზე მიმოიფანტა, ნაწილი და რაღაც ამოუცნობი ძალის წყალობით წკიპზე ეკიდა.
პრობლემის მოსაგვარებლად ჩემს ბინაში სამი მუშა ამოვიდა. ამ სურბ სარქისის ქარის ჟამს 23ე სართულის მოაჯირზე ერთერთი შეხტა და ჩამოკონწიალებული დეტალის მოხსნა სცადა. ძლივს ჩამოვიყვანე. უსაფრთხობა როგორ იყო დაცული? დანარჩენ ორს ეკავა იმ ერთის ფეხები…
მოკლედ ძლივს ჩამოვიყვანე მოაჯირიდან, მაგრამ ეს სამი ლაკისტუფლებიანი კაცი მაინც არ მოეშვა ყოველგვარი დაცვის გარეშე ამ უბედურ ქარში 23ე და 24ე სართულებზე ფასადის დეტალებთან ჭიდილს. ამის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალა დავდე, რომელსაც კომენტარებშიც იხილავთ.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ არქიდან დამიკავშირდნენ და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის მადლობა გადამიხადეს. დეტალებიც გამომკითხეს. მესიამოვნა…
გარკვეული ხნის შემდეგ დამიკავშირდნენ… ისევ მადლიბები. მთელი კომპანია ფეხზე ვდგავართო. იქნებ ახლა ეგ ვიდეო წაშალოთო… იქნებ ეგ ვიდეო წაშალოთო…
არა-მეთქი…
მაშინ იქნებ ის მაინც ითქვას, რომ სამშენებლო სამუშაოები ჩვენ მიერ არ ხორციელდება და სამშენებლო კომპანია ანაგი • Anagi Construction Company არის ყველაფერში დამნაშავეო… აჰა დავწერ. ესაა არქის პოზიცია…
მაგრამ… 2018 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული არქის ვერ გავაგებინე, რომ მე ბინა შევიძინე მათგან. შესაბამისად, ყველა პრეტენზია მექნება მათთან. არქი რომ კანონმდებლობას და სტანდარტებს იცავდეს ანაგი ვერ დააყენებდა მუშას ლაკის ტუფლებით 23 სართულის აივნის მოაჯირზე. მის მიერ დაქირავებული სხვა კომპანია გაზის მილებს პირიდან ჩაბერვით არ შეამოწმებდა და ა.შ.
მოკლედ, მე ჩემ სათქმელს მაინც ვიტყვი, რადგან რაც დღეს მოხდა მართლა ბოლო წვეთი იყო.
თბილისის მერია / Tbilisi City Hall მიაქციეთ ამ საქმეს ყურადღება. ჩემ მიერ გადაღებულ ფოტო და ვიდეო მასალაში ნათლად ჩანს დარღვევები. ადვილია ადგილის იდენტიფიცირება. ჩანს რომ ფოტო და ვიდეო მასალა ერთ დროსა და ადგილზეა გადაღებული. მიიღეთ შესაბამისი ზომები და დააკისრეთ კანონით გათვალისწინებული სანქციები ყველას, ვისაც დასაკისრებელი აქვს. ასევე ყურადღება მიაქციეთ სხვა დეტალებსაც… სანამ ისევ რამე ტრაგედიამდე მივალთ….
გთხოვთ, ამ თემას დაუთმოთ მეტი დრო… ეს გამონაკლისი შემთხვევა არაა…
-------------- ფოტო და ვიდეო მასალა იხილეთ ბმულზე :
http://recorder.ge/2019/02/18/arqi-isnis-2...bda-foto-video/