შევაწუხე ხალხი "მარტო მცხოვრები კაცების კლუბ" ში ჩემი ვეგანური საჭმელებით ხოდა ცალკე ვეგანების თემა გავხსენი.
ჩაინიკებისთვის ვიცი რო არის ვეგეტარიანელების თემა მაგრამ ვეგეტარიანელსა და ვეგანს შორის დიდი განსხვავებაა
არ დავიწყებ რას ნიშნავს ვეგანიზმი და RAW ვეგანიზმი.ვისაც აინტერესებს დაგუგლავს და გაიგებს..
მე ახალი ვეგანი ვარ.დღეს ზუსტად 2 კვირა გახდა. პირდაპირ ხორციდან ვიხტუნე ბოსტნეულზე..
ვარ 30-40 % ით RAW ვეგანი.დანარჩენს ასე თუ ისე ვამზადე.ბევრი საჭმელი არც ისე გემრიელია მაგრამ სხვა რა გზაა.
ეს ვეგანის შაბლონური რაციონი.დანარჩენი ყველამ თავის თავზე უნდა მოარგოს
მე ყოველ დღეს გერკულესით ვიწყებ.გემოსთვის ჩირებს და ქიშმიშებს ვაყრი ან ბანანს და ვაშს ვაჭრი.არი კიდე ფხვნილები სხვადასხვა არომატებით
ჭამებს შორის თუ მშივდება სულ მაქვს 1 კონტეინერი დაჭრილი ბოსტნეული და ხილი თან
არანაირ ბოსტნეულს არ ვხარშავ და თუ ვწვავ მხოლოდ წყალზე
ძალიან იშვიათად ზეთი ისიც ავოკადოს ზეთი ან ზეითუნის
ეს კარტოფიი და ტკბილი კარტოფილი 400 ცელსიუსზე დაახლოებით საათნახევარი.იდეალურია შესანახად ანუ ეს პორცია მთელი კვირა მეყოფა და კარტოფილთან ასწორებს
ავოკადო,სტაფილო,ნიორი,ბულგარული წიწაკა,პამიდორი,ყვავილოვანი კომბოსტო და პილპილი.ზეთის გარეშე .ამას საკმარისი ცხიმები და პროტეინი აქვს ავოკადოსგან და ყვავილოვნაი კომბოსტოსგან
ბევრ საჭმელს ჩემი ფანტაზიით ვიკეთებ როგოც ეს სალათი. არის ძალიან ბევრი არხი ვეგანების იუთუბზე და მათ მივყვები ბევრ რეცეპტს იქ ვნახულობ..
ისე ძალიან ბევრი ქართული საჭმელია ვეგანური.
ვინმე თუ ხართ ვეგანი გამიხარდება.ეჭვი მეპარება მაგრამ მაინც