საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თემის 42 ნაწილი. Georgian League:Winner (2) - 2010-11, 2011-12
Georgian Cup:
Winner (1) - 2008
Georgian Super Cup:Winner (2) - 2011, 2012
წინა თემები.» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ისტორია » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2004 წლის 18 ივნისს კი შეიქმნა ახალი კლუბი - საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, რომელიც გახლავთ ზესტაფონური ფეხბურთის დიდი ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი და რომელმაც იმთავითვე დაიმსახურა გულშემატკივართა უსაზღვრო სიყვარული.
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” არსებობის პირველივე წლებში ეროვნულ ჩემპიონატში ანგარიშგასაწევ ძალად ყალიბდება. არსებობის პირველივე წლებში იმერული კლუბი ერთხელ V, სამჯერ IV და ორჯერ III ადგილებს იკავებს და ხუთჯერ (2005-2008 და 2012 წლებში) მონაწილეობს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების ფინალურ მატჩებში.
2007-2008 და 2009-2010 სეზონებში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეუფლება ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლებს, 2008 წლის 16 მაისს ისაკუთრებს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნულ თასს. მარგველთა უდიდესი გამარჯვებები კი მეშვიდე და მერვე სეზონებმა მოიტანეს - 2011 წლის 14 მაისს კლუბის ისტორიაში პირველად ზესტაფონელები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, ხოლო 2012 წელს ქვეყნის უძლიერესი გუნდის ტიტული შეინარჩუნეს. "ზესტაფონი" საქართველოს სუპერთასის 2011 და 2012 წლის გათამაშებების გამარჯვებულია. 2013-2014 წლების სეზონი კლუბმა საპატიო მეორე ადგილზე დაასრულა და საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
სტადიონი » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დღესდღეობით დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე დაგებულია ქართულ-უკრაინული ფირმა ”Lawns of Georgia”-ს მიერ მომზადებული მინდვრის საფარი. სწორედ ამ ფირმის პროდუქციაა გამოყენებული ჩვენი კლუბის ზესტაფონისა და თბილისის მშენებარე ბაზებზე.
გარდა ამისა, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი” აშენებს ორ საწვრთნელ ბაზას, ზესტაფონში აშენდა და შენდება მრავალი ახალი საფეხბურთო მოედანი (მათ შორის, ხელოვნურსაფარიანი). სტადიონზე იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა - გარემონტდა სავარჯიშო დარბაზები სპორტსმენთათვის, ტრიბუნები აღიჭურვა პერსონალური სავარძლებით (რის შემდეგაც სტადიონის ტევადობა 4558 ადგილით განისაზღვრა), ამოქმედებულია განათების თანამედროვე სისტემა, უახლეს მომავალში იგეგმება ახალი ტრიბუნების აგება, თანამედროვე ტაბლოს დამონტაჟება ად ა . შ .
დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონს არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მატჩისთვის უმასპინძლია. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უეფას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში მალტელ და თურქ თანატოლებს სწორედ ზესტაფონში უმასპინძლა.
არენა სისტემატურად მასპინძლობს უეფას ჩემპიონთან ლიგისა და ევროპალიგის შეხვედრებს - ზესტაფონში უნგრულ „დიორი ეტოს“, ჩრდილოირლანდიურ „ლისბიორნს დისტილერის“, შვედურ „ჰელსინგბორგს“, სან-მარინოს "ფაეტანო კალჩოს ", სლოვაკურ „დუკლასა“ და „სპარტაკს“, უკრაინულ „კარპატს“, მოლდავურ „დაჩიას“, აზერბაიჯანულ „ნეფტჩის“, კვიპროსულ „ანორთოსისსა“ და "ომონიას", თანაც ისე, რომ სტადიონი და მისი ადმინისტრაცია ასეთი მნიშვნელობის საპასუხისმგებლო გამოცდას თავს ყოველთვის დიდებულად ართმევდა.
უეფას ევროპალიგის საშინაო მატჩები სწორედ ზესტაფონში გამართეს ეროვნული თასის გათამაშების 2011 წლის გამარჯვებულმა „გაგრამ“ და ქვეყნის 2015 წლის ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ". ორივე ქართულმა კლუბმა (ორივე შემთხვევაში - კვიპროსელ ოპონენტებთან პაექრობაში) "დავით აბაშიძეზე" ძალიან სასიამოვნო და გარკვეულწილად სენსაციური გამარჯვებები მოიპოვა.
კლუბს ყავს საკუთარი ფან-კლუბი ,რომლებიც ყოველთვის ერთგულად ქომაგობს გუნდს...როგორც საშინაო ასევე გასვლით მატჩებზე.
This post has been edited by sergo_38_fcz on 22 May 2016, 15:13