ლეკვის განვითარების კრიტიკული პერიოდებინეონატალური პერიოდინეონატალურ პერიოდში (დაბადებიდან 1-12 დღე) ლეკვისათვის უმთავრესია ორი რამ: სითბო და საჭმელი.
ახალშობილი ლეკვი მთლიანად დედაზეა დამოკიდებული. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად სითბოს შენარჩუნება. მას ფიზიკური სტუმულაცია სჭირდება იმისათვის, რომ კუჭში გავიდეს და მოშარდოს. ის ვერაფერს ხედავს და არაფერი ესმის. მისი ყნოსვა და შეხება განვითარების ჩანასახოვან ეტაპზე აქვს. ის რეაგირებს სითბოსა და სიცივეზე და რაღაც ხარისხით_ტკივილზეც. ლეკვი რეაგირებს დედის სუნზეც.
ის დაცოცავს წრეზე და თავს აქეთ-იქით ამოძრავებს, რათა როგორმე დედის ადგილმდებარეობა განსაზღვროს. თან წკმუტუნებს, რათა დედას გააგებინოს სად არის და მისი ყურადღება მიიქციოს.
გარდამავალი პერიოდიგარდამავალი პერიოდის (13-20 დღე) დროს ლეკვში მრავალი ფიზიოლოგიური ცვლილება ხდება. ამ პერიოდის დასაწყისში ლეკვს ეხილება თვალები (საშუალოდ, მე-13 დღე), მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მისი გუგები სინათლეზე რეაგირებენ, ბადურა ჯერ კიდევ არ არის განვითარებული. ლეკვს ჯერ კიდევ არ შეუძლია საგნების ან მოძრაობის გავჩევა 21-ე დღემდე.
ლეკვი იწყებს გაუბედავი ნაბიჯით სიარულს. ეცემა თითქმის ყოველი ნაბიჯის შემდეგ. როგორც კი ლეკვი სიარულს იწყებს, ის ცოცვას წყვეტს. პირველი კბილები დაახლოებით 20 დღის ასაკში ამოდიან. ლეკვი კბენას და ღეჭვას იწყებს. ამავე პერიოდში ლეკვი იწყებს კუდის ქიცინს, ოღონდ უმიზეზოდ. ლეკვს ჯერ კიდევ არ შეუძლია გარემოს ადექვატური აღქმა.
ლეკვი ხმოვან სიგნალებზე რეაგირებას დაახლოებით 19,5 დღის ასაკში იწყებს, მაგრამ ჯერ არ შეუძლია განსაზღვროს მისი წყაროს ადგილმდებარეობა.
ეს კრიტიკული პერიოდი მრავალი ფიზიკური ცვლილებით ხასიათდება. ჯერ ერთი კვირის წინანდელი ბრმა და ყრუ ლეკვი სულ მოკლე დროში იწყებს სიარულს, ეხილება თვალები და ყურები, დეფეკაცია და შარდვა უკვე სტიმულაციის გარეშე შეუძლია, სხეულის ტემპერატურას დამოუკიდებლად ინარჩუნებს და დამოუკიდებლად ჭამს.
გაგების პერიოდი (21-28 დღე)ამ პერიოდში ლეკვი სწავლობს მხედველობისა და სმენის გამოყენებას. მის სენსორულ აპარატში ცვლილებები ძალიან სწრაფად ხდება (ლეკვების უმეტესობაში ეს 24 საათში ხდება). ამ დროს ლეკვს ყველაზე მეტად სჭირდება დედა, რომელმაც გარემო უნდა გააცნოს. დედასთან დაშორებას შესაძლოა მძიმე შედეგები მოყვეს ლეკვის ფსიქიკისთვის.
სამყაროს შესწავლას ლეკვი ამ პერიოდიდან იწყებს. ის ნელ-ნელა შეიცნობს რას ნიშნავს იყო ძაღლი.
ძაღლური სოციალიზაციის პერიოდი (21-49 დღე)ლეკვი სწავლობს ქცევის თავისებურებებს, რაც ძაღლისთვისაა დამახასიათებელი. იმისათვის, რომ ლეკვმა მთლიანად გახსნას თავისი გენეტიკურად დეტერმინირებული ქცევები, მისთვის აუცილებელია დედის და და-ძმების გვერდით ყოფნა. ამ პერიოდის განმავლობაში ის ვარჯიშობს მიმიკაში, სხეულის სხვადასხვა პოზების მიღებაში, ვოკალიზაციაში და სწავლობს ამ ყველაფრის ეფექტს დედის ან სხვა თანამოძმეების მაგალითზე. ის სწავლობს ყეფას, იმახსოვრებს თავისი ყეფის ეფექტს თანამოძმეებზე და თანამოძმეების ყეფის ეფექტს საკუთარ თავზე. ის იწყებს მიხვედრას, როგორ მოქმედებს მისი კბენა თანამოძეებზე და თავის მხრივ,საკუთარ ტყავზე გამოცდის სხვის ნაკბენებს.
ლეკვი სწავლობს ქცევის სხვადსხვა მოდელებს, რაც საბოლოო ჯამში მას ძაღლად აყალიბებს:
1. დევნის თამაშს_უნდა დაედევნოს და წააქციოს "მსხვერპლი". ეს თამაში ლეკვს კოორდინაციასა და ძალებსი სწორ გადანაწილებას ასწავლის;
2. მისალმება_ლეკვი სწავლობს სხეულის სწორი პოზის შერჩევას მისალმებისათვი;
3. ძალისმიერი თამაშები ლეკვს ასწავლის როგორ მიიღოს სხეულის სწორი პოზა სხვადსხვა სიტუაციის დროს. მაგ.თამაშის დროს, როცა სიტუაცია მძაფრდება და მას მტკივნეული კბენა ემუქრება, ლეკვი სწავლობს რომ დამარცხებულის პოზა ანეიტრალებს სიტუაციას დათავიდან აშორებს აგრესიას;
ამ პერიოდში ლეკვი ითვისებს ყველაზე მნიშვნელოვან რამეს_დისციპლინას. ამას ლეკვი დედისგან სწავლობს, რომელიც არ აძლევს პატარებს უფლებას ერთმანეთს ძლიერად უკბინონ ან აიძულებს მათ წყნარად იყვნენ სადილის შემდეგ.
"ადამიანური" სოციალიზაციის პერიოდი (7-12 კვირა)საუკეთესო დროა ლეკვის ახალ სახლში წაყვანისთვის. აგრეთვე, საუკეთესო პერიოდია იმისათვის, რომ ლეკვი გაეცნოს იმ არსებებს ან ნივთებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ მის შემდგომ ცხოვრებაში. მაგ. თუ ლეკვმა ფერმაში უნდა იცხოვროს, ის სხვა ცხოველებს, სწორედ ამ ასაკში უნდა გაეცნოს. თუ მომშენებელს ლეკვი ჯერ არ მიუჩვევია მტვერსასრუტისა ან ავტომობილების ხმაურს, სწორედ ახლაა შესაფერისი დრო ამისათვის. ბავშვები, წვერიანი კაცები, შლაპიანი ქალები, ხელჯოხიანი მოხუცები და ადამიანთა სხვა "ნაირსახეობები" ლეკვმა სწორედ ამ პერიოდში უნდა გაიცნოს.
ლეკვის კონცენტრაციის უნარი ჯერ კიდევ დაბალია, მაგრამ მას უკვე შეუძლია მარტივი ბრძანებების დასწავლა. ამ დროს ლეკვი განსაკუთრებით სწრაფად ითვისებს ყველაფერ ახალს. ის, რასაც ლეკვი ამ ასაკში ისწავლის, მთელი ცხოვრება გაყვება.
იმის გამო, რომ ლეკვს ჯერ კიდევ არ აქვს ათვისებული მავნე ჩვევები, ეს ასაკი საუკეთესოა მორჩილების სასწავლად, ოღონდ მისი ათვისების უნარის გათვალისწინებით, თამაშ-თამაშით.
შიშის ზემოქმედების პერიოდი (8-11 კვირა)ამ პერიოდის განმავლობაში მომხდარი ნებისმიერი ტრავმირებადი, მტკივნეული ან შემაშინებელი გამოცდილება ლეკვზე უფრო ძლიერ გავლენას ახდენს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ასაკში. მაგ. ამ ასაკში ვეტერინართან ვიზიტი და მტიკვნეული გამოცდილება ლეკვს აიძულებს სამუდამოდ ეშინოდეს ვეტერინარების. თან ატარეთ ლეკვის საყვარელი სათამაშო და სასუსნავი, რათა პოტენციურად უარყოფითი გამოცდილება დადებითად დაამახსოვროთ.
უფროსობის გარკვევის პერიოდი (13-16 კვირა)ამ კრიტიკულ პერიოდს "შემცირების პერიოდსაც" უწოდებენ. ლეკვს უმცირდება კბილების რაოდენობა და დედაზე ან სხვა უფროსებზე ნაკლებ დამოკიდებული ხდება. ლეკვი ამ პერიოდში გებულობს რა არის ლიდერობა და ცდილობს ამ საკითხის გადაჭრას.
გაქცევის ინსტიქტის პერიოდი (4 თვიდან 8 თვემდე)გაქცევის ინსტიქტი_ეს წინაპრების ძახილია და მას ვერაფერს მოუხერხებთ. ლეკვი საკმაოდ უცნაურად იწყებს მოქცევას: არ გეხმაურებათ ძახილზე, არ ასრულებს ბრძანებას "ჩემთან!", გაგირბით.
ადამიანებში შესაბამისი პერიოდი 13-16 წელია, როცა მოზარდები ცდილობენ უფროსებს დაუმტკიცონ, რომ ისინი გაიზარდნენ და უკვე დამოუკიდებლები არიან. ახლა ეს ყველაფერი თქვენს ლეკვზე გადმოიტანეთ და მიხვდებით, თუ რატომ იქცევა ასე უცნაურად.
როგორც წესი, ამ ინსტიქტის "შემოტევა" რამდენიმე დღიდან 2 თვემდე გრძელდება.
მაგ. ახალგაზრდა ხვადი გზაზე ხვდება ხალხს, რომელიც პარკში ისვენებს, ისინი ეფერებიან მას და სასუსნავით უმასპინძლდებიან. თქვენი ლეკვი სიხარულისგან ბწყინავს და თქვენი არსებობა საერთოდ ავიწყდება. მერე ლამაზ ძუს მოკრავს თვალს და მასთან სათამაშოდ გაიქცევა აკრძალვის მიუხედავად.
ბედნიერების ზენიტში მყოფ ლეკვს კი ამ დროს გაბრაზებული პატრონი წამოადგება თავზე და სჯის. აი, რას ფიქრობს დასჯილი ხვადი: "თავისუფალი როცა ვარ, მე ათას სასიამოვნო რამეს ვაკეთებ, როცა პატრონის გვერდით კი არაფერ კარგს არ უნდა ველოდო."
პატრონმა ამ პერიოდის დროს თავის ლეკვს გაასმაგებული ყურადღება უნდა დაუთმოს. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენს ლეკვს მოსწონს მარტო წანწალი, გაახანგრძლივეთ სეირნობის დრო, ატარეთ უფრო გრძელი საბელით მისთვის უცნობ ადგილებში. თუ გინდათ, რომ მან თავისუფლად ირბინოს,წაიყვანეთ, აუცილებლად უცნობ ადგილას. უცხო გარემო ძაღლს აიძულებს შეინარჩუნოს "ხროვის" ერთიანობა, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ძაღლისათვის უპირობო ლიდერი ხართ.
ამ პერიოდში ლეკვი იცვლის კბილებს, ამიტომ უმძაფრდება სურვილი რაღაც დაღეჭოს.
შიშის ზემოქმედების მეორე ეტაპი (6-14 თვე)ამ პერიოდს ახალი სიტუაციების შიშის პერიოდსაც უწოდებენ. ამ დროს შეიმჩნევა ახალგაზრდა ძაღლის ქცევის შეცვლა. ის შეიძლება ვაჟკაცურად მიუახლოვდეს რაღაც/ვიღაც ახალს ან შეშინებული დაემალოს ნაცნობს. თუ ძალს არ სურს ვინმესთან/რამესთან მიახლოება ან გამოხატავს შიშს, ნუ აიძულებთ მას გამოიჩინოს "სიმამაცე". არც მოფერებით შიშის გამტკიცებაა საჭირო.
ახალგაზრდა ძაღლის შიშის უნდა შეხვდეთ გაგებით და მშვიდათ. ნება მიეცით თქვენს ძაღლს თვითონ გადაწყვიტოს, ქონდეს თუ არა ურთიერთობა ობიექტთან, რომელიც მასში შიშს იწვევს.
ამ პერიოდის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ძაღლს შევუქმნათ ისეთი გარემო, რომელიც მას უფრო თავდაჯერებულს გახდის.
სიმწიფე (1-4 წელი)ზოგიერთი ჯიში, განსაკუთრებით გიგანტურები, 4 წლის შემდეგაც აგრძელებენ ზრდას. ამიტომ ძაღლის სიმწიფე უფრო სექსუალურ სიმწიფესთანაა დაკავშირებული. საშუალოდ ძაღლები 1,5-3 წლის ასკში მწიფდებიან. ეს პერიოდი ხასიათდება აგრესიის ზრდითა და ლიდერობისადმი მოთხოვნილების კვლავ გაჩენით.
წყარო:
http://www.dogs-planet.ru/encyclopedia/art...ия_щенка This post has been edited by MITIATO on 25 Jan 2012, 16:54