სალამი მეგობრებო.
მოკლედ ასეთი პრობლემა მქონდა და თქვენც გექნებოდათ ვინც იყენებთ Geocell Connect-ს
მოკლედ პრობლემა მდგომარეობდა შემდეგში:
ჯეოსელ კონექტის აპლიკაცია სფლეშ სქრინზე იჭედება ვინ10-ზე და არ იხსნება,შესაბამისად ვერ ვუკავშირდებით ინტერნეტს რაც ძაან ცუდია
შეიძლება ბევრმა იცის როგორ მოაგვაროს ეს პრობლემა მაგრამ მე როცა დამჭირდა და ვიკითხე,არავინ იცოდა
ამიტომ
დავწერ როგორ გავასწოროთ ძალიან ძალიან მარტივად Win10-ზე ეს პრობლემა,უფრო სწორად სხვა გზით დავუკავშირდეთ ინტერნეტს - აპლიკაციის გარეშე.
- - - - - - -
იმედია გამოგადგებათ ახლა რასაც დავწერ
გისურვებთ წარმატებას! - - -
მაშასე:
1.ჩავრთოთ ვინ10
2.შევაერთოთ მოდემი(რათქმაუნდა კარტა უნდა იყოს ჩადებული :დ)
3.ვაინსტალირებთ Geocell Connect აპლიკაციას(შეიძლება არც ჭირდება და მგონი არც ჭირდება მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით,თუ გინდათ დაინსტალირების გარეშე სცადეთ)
4.ინსტალაციის შემდეგ ავტომატურად გაიხსნება ჯეოსელ კონექტის აპლიკაცია რომელიც როგორც უკვე ვთქვით გაიჭედება სფლეშ სქრინზე(გახსნისას,გახსნის ფოტოზე)
5.ვთიშავთ პროცესს Task Manager-დან ან უბრალოდ TaskBar-დან და ვაკეთებთ შემდეგს
6.ვხსნით Settings
7.ვხსნით Network & Internet
8.ვაჭერთ Dial-Up
9.ვაჭერთ Set Up A New Connection
10.ვირჩევთ პირველს - Connect To The Internet
11.თუ არ გაქვთ სხვვა ინტერნეტ ქსელი დაკავშირებული გადადით მე-12 ნაბიჯზე,თუ გაქვთ უკვე რაიმე Dial-Up კავშირი შექმნილი,შეგეკითხებათ,გსურთ უკვე არსებულით დაკავშირებაო? ვირჩევთ No,Create A New Connection და ვაჭერთ Next
12.ვირჩევთ Dial-Up
13.Dial-Up Phone Number-ში ვწერთ *99#,დანარჩენს ვტოვებთ როგორც არის(თუ გინდათ კავშირს შეუცვალეთ სახელი) და ვაჭერთ Connect
14.დაელოდეთ ცოტახანს,დაუკავშირდება ქსელს,დატესტავს და რამდენიმე წამში თქვენ წარმატებით დაუკავშირდებით ინტერნეტს
15.ვგულაობთ გაძვირებული პაკეტებით! <3
ამის შემდეგ,ყოველ ჯერზე როდესაც დაგჭირდებათ დაკავშირება თავიდან ინტერნეტთან,ვაჭერთ მარჯვენა ქვედა კუთხეში კომპიუტერის იკონს რომელიც გვიჩვენებს ინტერნეტთან კავშირს,ვირჩევთ ჩვენს მოდემს და ვაჭერთ,შემდეგ გადავალთ სეთინგებში სადაც ვაჭერთ ჩვენს მოდემს და Connect,შემდეგ Dial-ს და ველოდებით 3-4 წამი
მადლობა ყურადღებისთვის.
This post has been edited by controller on 31 Mar 2018, 17:23