გამსწორებელს კი გააჩნია, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ეგრეა.
ცოტას გავერთობი:
1- ფილოსოფიაში ყველაფერი იწყება გაკვირვებით, კითხვით, ამიტომ გამოცდაზე თუ ისეთი საკითხი მოგივიდა, რომელზეც იფიქრებ ეგ სადღა ეწერაო, არ უნდა დაიბნე, უნდა გაგიხარდეს. სოკრატეს გზას გაუდექი, კითხვები დასვი და იმაზე მსჯელობით, რომ ვერ გაიგე ეს საკითხი, მშვენივრად შეგიძლია გახვიდე ფონს.
2- ყოველთვის დაიწყე ზოგადიდან და შემდეგ გადადი კერძოზე.
3- გამსწორებელს სჯერა, რომ რაც უფრო მეტს წერ, მით უფრო მეტი იცი, ამიტომ გაავსე სამუშაო რვეული.
4- თუკი ,,ფილოსოფიის შესავალს", თსუ-ში სწავლობ, მაშინ მოემზადე იმისთვის, რომ შუალედურზე ან გამოცდაზე ერთხელ მაინც მოგივა ონტოლოგიის საკითხებიდან სულ მცირე ერთი. ამ თავის გამოტოვება არ შეიძლება.
5- ყოველი საკითხის წინ, რომელიმე ბრძნულ ფრაზას თუ დაურთავ- დიდი პლუსია, მაგალითად, ,,მთელი სამყარო ბავშვის ერთ ცრემლადაც არ ღირს" წერდა დოსტოევსკი- სწორედ ამ იდეას ეფუძნება რელიგია. (თუკი ფილოსოფიას თსუ-ში სწავლობ რელიგიის მხოლოდ პოზიტიური თვისებები უნდა აღწერო). ასევე სასურველია, რომ ეს ფრაზები ცოტა ნაივური, ჰუმანისტური და ,,საყვარელი" იყოს.
6- თუკი ონტოლოგიის საკითხიდან რომელიმე მოგივიდა და არ იცი, წერა ,,კარამაზოვების" ანალიზით დაიწყე, არ აქვს მნიშვნელობა გაქვს თუ არა წიგნი წაკითხული, მთავარია, რომ გახსოვდეს, ამ წიგნში ღმერთის სიკვდილზეა საუბარი. ,,თუ ღმერთი არ არსებობს ყველაფერი ნებადართულია" - ამბობს ერთ-ერთი გმირი... ეს იდეა პოპულარული იყო ნიცშესთან, შემდეგ კი პოსტმოდერნისტ ფილოსოფოსებში... თუმცა (რას ვიზავთ თსუ-ში სწავლობ, ფილოსოფოსი ლექტორები ,,ენა, მამული, სარწმუნოებას" გაჰკივიან და შენც ათეიზმი და საღი აზრი უნდა აკრიტიკო) რელიგიის კრიტიკოსებს ავიწყდებათ, რომ ადამიანის შემეცნების უნარი არ არის უსაზღვრო, ჩვენ ჭეშმარიტებაზე მხოლოდ მსჯელობა, კამათი ან ამ იდეის მიღება შეგვიძლია. რელიგია/ონტოლოგია/თეოლოგია (კონტექსტის მიხედვით ცვლი) ადამიანს საშუალებას აძლევს ეზიაროს ჭეშმარიტებას. ალბათ, ამის თქმა სურდა ანსელმ კენტერბერიელს, ღმერთის არსებობის არგუმენტზე მსჯელობისას.
8- თუკი ისეთ საკითხზე გიწევს წერა, რომელიც არ იცი, ამ საკითხთან დაახლოებული სხვა იდეები/მოაზროვნეები ახსენე. ანსელმ კენტერბერიელთან თომა აქვინელი, დიონისურ/აპოლინურთან მაღალი/დაბალი კულტურა და ა.შ.
9- გამოცდის წინ ის საკითხები, რომლის წაკითხვასაც ვერ ასწრებ დაგუგლე. გუგლი უფრო სწრაფად აგიხსნის, ვიდრე ვიღაცის კონსპექტი ან ჯგუფელი.
10- ნუ დაწერ პირდაპირ ისე, როგორც ტექსტში ეწერა, იმსჯელე. გამოიყენე ისეთი სიტყვები, როგორიც არის: ვფიქრობ, ჩემი აზრით, მე ეს საკითხი გავიგე, როგორც... და ა.შ. გამსწორებლები მიჩვეული არიან იმას, რომ სტუდენტები ძირითადად არ ფიქრობენ და საკუთარი აზრი არ გააჩნიათ.
11- ერთადერთი რამ რაც ამ წიგნში ყურადღებით უნდა წაიკითხო ლოგიკის თავია. თან საინტერესოა, მსჯელობაშიც გამომაგდება.
12 - ფილოსოფიაში არასდროს არაფერი დაიზეპირო და ,,შპარგალკაც" არ გააკეთო. ფილოსოფია არაა ზუსტი მეცნიერება. აქ ნებისმიერი საკითხის შესახებ მსჯელობა შეიძლება ისე, რომ არ გქონდეს წაკითხული ზუსტად ის ტექსტი, რომელიც წიგნშია მოცემული. მთავარია გაინტერესებდეს და ეს აჩვენო.
13- მთავარი ეფექტური დასაწყისი და მრავალისმთქმელი დასასრულია. შუაში შეგიძლია ,,წითელქუდას" ან ,,ჩებურაშკას" ეგზისტენციონალური ანალიზი დაწერო.
14- წერის დროს არ იფიქრო იმაზე, რომ შუალდეურზე ან ფინალურზე ხარ, პროცესით ისიამოვნე, ამ რჩევების გათვალისწინებით მაინც არ შეგეტენება საგანი