Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > U20 ალაფა 2017

Posted by: Lotkinski 19 Jun 2017, 22:50
ამა წლის 29 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში ჩატარდება U20 ალაფა.

http://www.worldrugby.org/u20/news/260074

ბოლო მონაწილეც გაირკვა, ესაა კანადა, რომელმაც ამერიკა დაამარცხა ორ რაუნდიან ბრძოლაში.

მაშ ასე, შოტლანდიაში გამგზავრებისთვის და ტურნირის მოსაგებად იბრძოლებენ:

1) ფიჯი (ოკეანეთის ჩემპიონი)
2) იაპონია (შარშანდელი დაქვეითებული მსოფლიოდან)
3) ურუგვაი (მასპინძელი)
4) კანადა (ჩრ. ამერიკის ჩემპიონი)
5) ჩილე (სამხ. ამერიკის ჩემპიონი)
6) ჰონგ-კონგი (აზიის ჩემპიონი)
7) პორტუგალია (ევროპის ჩემპიონი)
8) ნამიბია (აფრიკის ჩემპიონი)

ალაფას მოგების შანსი ფიჯის და იაპონიას აქვთ, სავარაუდოდ ეს გუნდები შეხვდებიან კიდევაც ერთმანეთს ფინალში.

აღარასდროს გვეთამაშოს ალაფა ჩვენ smile.gif

Posted by: BigG 19 Jun 2017, 22:55
QUOTE
ალაფას მოგების შანსი ფიჯის და იაპონიას აქვთ, სავარაუდოდ ეს გუნდები შეხვდებიან კიდევაც ერთმანეთს ფინალში.

ურუგვაი რატომ ჩამოწერე? შემთხვევითი არაა, რომ მასპინძელია.

Posted by: Lotkinski 19 Jun 2017, 23:02
QUOTE
ურუგვაი რატომ ჩამოწერე? შემთხვევითი არაა, რომ მასპინძელია.

ურუგვაის ყოველთვის ყავს მებრძოლი გუნდი, მაგრამ მე მაინც ფავორიტებად ესენი მიმაჩნია. არაა გამორიცხული კანადამაც გაიფაფხუროს. ნუ მოკლედ ვნახოთ.

Posted by: FullbackAce 20 Jun 2017, 01:24
მოიცა მოიცა, მე მეგონა დაქვეითებულები ეგრევე ხვდებოდნენ ალაფაზე. ანუ სამოას ერთი წელი მინიმუმ სახლში ჯდომა უწევს ?

ტონგა, ვერ მოხვდა ?! ანუ ოკეანეთს ერთი ადგილი აქვს და ფაქტიურად გაწირეს ტონგელები, მანდ სულ სამოა ფიჯი გავლენ.

დასუსტებულა ალაფა ამ ორ წელიწადში.

Posted by: Socrates8 20 Jun 2017, 02:16
QUOTE
მოიცა მოიცა, მე მეგონა დაქვეითებულები ეგრევე ხვდებოდნენ ალაფაზე. ანუ სამოას ერთი წელი მინიმუმ სახლში ჯდომა უწევს ?

მომავალ ალაფას ითამაშებს 2019 წლის მსოფლიოზე მოსახვედრათ. მსოფლიოც ითამაშოს და 2 თვეში ალაფაც მიაყოლოს ეგრე სად არი smile.gif

Posted by: xDavid_S 20 Jun 2017, 09:33
BigG
QUOTE
ურუგვაი რატომ ჩამოწერე?

+1

მაგ ასაკში ყოველთვის შეკრული და ბოლომდე მებრძოლი გუნდი ყავს ხოლმე

Posted by: Christian Cullen 22 Jun 2017, 10:35
თქვენი არ ვიცი და მე ძალიან მეეჭვება ოდესმე მანდ დავბრუნდეთ, 18 წლამდელებმა ბრდღვნა-ბრდღვნაზე არ დატოვეს ვისაც შეხვდნენ იმათგან, ამრტო იაპონიის 44-17 რად ღირს.
აწი და აწი არანაკლები თაობა წამოვა, სისტემა აწყობილია და ამ სისტემას თუ რამე დაანგრევს 90-იანი წლების ჩაჭაობებული საფეხბურთოს მსგავსი კორუფცია, რაც გამორიცხულია.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Jun 2017, 10:41
ჩემო ლოტკინსკი

U ქართულ ანბანში არა გვაქვს,
მაგ ასაკის აღსანიშნავად კი ვიყენებთ კოდს "20წ" = ოც წლამდელები
* * *
FullbackAce

ალაფაზე თამაშობს 8 გუნდი:

1) მასპიძელი: ურუ
2) შარშანდელი პირველობიდან გა(მო)ვარდნილი: იაპ
3) ექვსივე რეგიონის თითო ჯილა: პორ ნამ ჰნკ ფიჯ კან ჩილ

@

Posted by: Lotkinski 22 Jun 2017, 15:29
QUOTE
U ქართულ ანბანში არა გვაქვს,
მაგ ასაკის აღსანიშნავად კი ვიყენებთ კოდს "20წ" = ოც წლამდელები

შენიშვნა მიღებულია smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Jun 2017, 15:33
თქვენს იმედზე ვარ, ახალი თაობის -- რათა ყველაფერი გააქართულოთ

თორემ ხომ ნახეთ, იმპერიალისტებმა ინგლისური პროგრამა დააძალეს
აქაურ ორგანიზატორებს

ამის შედეგად რაგბი
13-დან ერთადერთი არა’ქართული და უწიგნური სპორტი აღმოჩნდა --

13 სახეობისა ტარდება საერთაშორისო შეჯიბრი წლეულს საქართველოში
და რაგბის გარდა, ყველას პროგრამაში პირველი ენა ქართულია --
სამინისტროში გადავამოწმე

Posted by: otia-83 22 Jun 2017, 15:41
დედა ენის უპატივცემულობა და მასზე წინ სხვა ენის დაყენება საქართველოში კანონით უნდა ისჯებოდეს (ფულადი ჯარიმით).

Posted by: Lotkinski 22 Jun 2017, 15:43
QUOTE
დედა ენის უპატივცემულობა და მასზე წინ სხვა ენის დაყენება საქართველოში კანონით უნდა ისჯებოდეს (ფულადი ჯარიმით).

მივწერე მოდერატორს და ალბათ ჩაასწორებს. იმედია არ დამაჯარიმებთ smile.gif

Posted by: otia-83 22 Jun 2017, 15:46
Lotkinski
მეც მაგრე ვწერდი ხოლმე აქამდე biggrin.gif givi.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Jun 2017, 15:46
Lotkinski
დასაჯარიმებელი მგონი (სხვა) დაწესებულებაა --
იხილეთ ჩემი პოსტი

Posted by: BigG 22 Jun 2017, 15:48
იქნებ ჯარიმების სისტემა შემოვიღოთ? კარგი ფული შეგროვდება და რაგბის განვითარებას მოვახმაროთ. lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Lotkinski 22 Jun 2017, 15:55
QUOTE
დასაჯარიმებელი მგონი (სხვა) დაწესებულებაა --
იხილეთ ჩემი პოსტი

ვიხუმრე დაჯარიმებასთან დაკავშირებით. smile.gif

Posted by: lankasteri 22 Jun 2017, 16:43
QUOTE (Christian Cullen @ 22 Jun 2017, 10:35 )
თქვენი არ ვიცი და მე ძალიან მეეჭვება ოდესმე მანდ დავბრუნდეთ, 18 წლამდელებმა ბრდღვნა-ბრდღვნაზე არ დატოვეს ვისაც შეხვდნენ იმათგან, ამრტო იაპონიის 44-17 რად ღირს.
აწი და აწი არანაკლები თაობა წამოვა, სისტემა აწყობილია და ამ სისტემას თუ რამე დაანგრევს 90-იანი წლების ჩაჭაობებული საფეხბურთოს მსგავსი კორუფცია, რაც გამორიცხულია.

ამ საკითხში ასე ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი, იგივე ბოლო დროინდელი მსაჯის დაჭრა/თამაშების ჩაწყობების გადამკიდე.

Posted by: xDavid_S 28 Jun 2017, 09:27
ესეც ჯგუფები

კანადა
ჩილე
იაპონია
ნამიბია

ფიჯი
ჰონკონგი
პორტუგალია
ურუგვაი

user posted image

Posted by: dc120mm 28 Jun 2017, 09:47
xDavid_S
QUOTE
ესეც ჯგუფები

კარგი დაძაბული ტურნირი გამოვა სხვათაშორის,მე პირადად ვერ ვიტყვი დარწმუნებით რომელი გუნდები მოიგებენ ჯგუფებს!

Posted by: Lotkinski 28 Jun 2017, 13:18
QUOTE
კარგი დაძაბული ტურნირი გამოვა სხვათაშორის,მე პირადად ვერ ვიტყვი დარწმუნებით რომელი გუნდები მოიგებენ ჯგუფებს!

მერე მაგას რა ჯობია, მთავარია ხარისხიანი რაგბი ითამაშონ, რომ საინტერესო საყურებელი იყოს

Posted by: jora84 29 Aug 2017, 20:58
პორტება მოუნელებიათ მასპინძლები პირველ თამაში 20:18

ნამიბია-კანადა 31-16

Posted by: WP-Rex 29 Aug 2017, 22:37
იაპონია
ნამიბია

და

ფიჯი
ურუგვაი

იმჰო

იაპონია-ფიჯი ფინალი

Posted by: Gio_G83 29 Aug 2017, 22:40
საგასიოდ "ჩიჩია"_ს ალივერებთ? )))
გაისად იქნებ რამე მოზრდილი შემოგვებრდღვნას...

წლევანდლეი U18 ის ბექები რაღაც ზარბაზნის ზალპებს ისვრიან დედოფლის ნასამფლობელარში...
თუ "პუგაჩი" არაა, ვინ იცის და ავრორადან მოხსნილი ზარბაზნიდანაც ჭექონ 3-4 წელიწადში...

boli.gif

Posted by: BigG 30 Aug 2017, 00:10
პორტუგალია-ურუგვაი 20-18
იაპონია-ჩილე 28-22
ნამიბია-კანადა 31-16

ფიჯი-ჰონკონგი 7-7 53-ე წუთი. ისე, მაგას რაგბი აღარ ქვია - ტალახში დაგორავენ.

პ.ს. ფიჯიმ 26-7 მოიგო

Posted by: davita_1977 4 Sep 2017, 09:56
ფიჯის გადაურბინა ურუგვაიმ, ჯერჯერობით ყველაზე კაი რაგბს პორტუგალია აჩვენებს!!!
ასევე საინტერესოა იაპონია, მაგარი იქნება თუ პორტები მოიგებენ ალაფს

Posted by: xDavid_S 4 Sep 2017, 12:09

Posted by: zaal1969 7 Sep 2017, 10:14
პორტუგალია - იაპონია არის ფინალი არა? პორტებმა მოუგეს ფიჯის და იაპონელებმა ნამიბიას

Posted by: davita_1977 7 Sep 2017, 11:33
QUOTE (zaal1969 @ 7 Sep 2017, 10:14 )
პორტუგალია - იაპონია არის ფინალი არა? პორტებმა მოუგეს ფიჯის და იაპონელებმა ნამიბიას

კი პორტუგალია იაპონია არის ფინალი, ისე პორტუგალიამ რო მმოიგოს მაგარი იქნება

Posted by: Lotkinski 7 Sep 2017, 11:33
QUOTE
პორტუგალია - იაპონია არის ფინალი არა? პორტებმა მოუგეს ფიჯის და იაპონელებმა ნამიბიას

კი ბატონო, პორტები ხვებიან ჯაპანებს. მესამე ადგილისთვის ურუგვაი ეთამაშება ნამიბიას, მეხუთე ადგილისთვის ფიჯი-ჩილეა, ხოლო მეშვიდე ადგილისთვის კანადა - ჰონგ კონგი გაარკვევენ ურთიერთობას. ფინალური სათამაშო დღეა კვირა 10 სექტემბერი. რატომღაც ჩემი სიმპატიები პორტებისკენ იხრება, ვნახოთ თუ მოახერხებენ გამარჯვებას. არ მეგონა ფინალში თუ გავიდოდნენ, უფრო ფიჯის ვფიქრობდი ან ურუგვაის.

Posted by: zaal1969 7 Sep 2017, 11:40

სავარაუდოდ იაპონია მოიგებს.
მომავალ წელს მსოფლიოზე ჩვენ კარგი გუნდი უნდა გვყავდეს, მე ვფიქრობ ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაგვიჭირდეს

Posted by: Werner Voss 7 Sep 2017, 13:07
QUOTE
მომავალ წელს მსოფლიოზე ჩვენ კარგი გუნდი უნდა გვყავდეს, მე ვფიქრობ ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაგვიჭირდეს

ფიჯის გასვლა მერჩივნა იაპონიის გასვლას, მაგარი გაიძვერა გუნდია იაპონია, რაც არ უნდა ჯანში უჭირდეთ.

Posted by: xDavid_S 11 Sep 2017, 09:51
იაპონია ამოვიდა ალაფიდან

თამაშის დასრულებამდე 15წთ ადრე (14-3) წვიმის გამო მატჩი შეწყდა
და გამარჯვებულად ნიპონ'ი აღიარეს

Posted by: zaal1969 11 Sep 2017, 10:45
xDavid_S
QUOTE
იაპონია ამოვიდა ალაფიდან

თამაშის დასრულებამდე 15წთ ადრე (14-3) წვიმის გამო მატჩი შეწყდა
და გამარჯვებულად ნიპონ'ი აღიარეს

15 წუთში ეგეთი ამაუქაჩაიათ?! smile.gif

Posted by: defender90 11 Sep 2017, 12:30
QUOTE
იაპონია ამოვიდა ალაფიდან

თამაშის დასრულებამდე 15წთ ადრე (14-3) წვიმის გამო მატჩი შეწყდა
და გამარჯვებულად ნიპონ'ი აღიარეს

ვიდეო არ დევს სადმე?

Posted by: giushki 12 Sep 2017, 16:50
https://www.facebook.com/worldrugby/videos/10154997116253123/
აქაა ლელოები

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Sep 2017, 20:28
QUOTE
გამარჯვებულად ნიპონ'ი აღიარეს

ვუყურე მარ’დელ’პლატელი სტუმრის ხათრით --
ძაან უყვარს მეზობელი ურუგვაი -- უცხოვრია კიდეც

დილიდან წვიმდა და მოედანზე გუბეები იდგა
თან საშინალი ტალახი -- ფინალი ხომ დღის მეოთხე თამაში იყო

უტევდა პორტუგალია და მსაჯმა თქვა, ეხლა იელვებს და
კამისრის რჩევით თამაში უნდა შევწყვიტოო

Posted by: Christian Cullen 12 Sep 2017, 20:37
რა შემადგენლობა უნდა შეკრიბოს იაპონიამ მომავალ წელს, რო ჩვენთან შანსი გაუჩდნეთ, შერკინებაში პორტუგალიამ გაღუნა

როგორ უშანსოდაც სამოა იყო წელს ისე იქნებიან ეგენიც.

Posted by: defender90 12 Sep 2017, 23:15
QUOTE
აქაა ლელოები

დიდი მადლობა

Posted by: zaal1969 12 Sep 2017, 23:22
Christian Cullen
QUOTE
რა შემადგენლობა უნდა შეკრიბოს იაპონიამ მომავალ წელს, რო ჩვენთან შანსი გაუჩდნეთ, შერკინებაში პორტუგალიამ გაღუნა

სრულად არ მიყურებია,რაც ვნახე დანიშნული შერკინებისას იაპონიამ გაღუნა და მსაჯმა ტექნიკური ლელო დადო

Posted by: Gio_G83 13 Sep 2017, 14:04
QUOTE
იაპონიამ

QUOTE
პორტუგალიამ

QUOTE
შერკინებისას

კაით რა ვირი და ხურმა უფროახლობლები არიან ვიდრე ეგ სამი

მომავალ წელს ჩვენ U20_ში წელვანდელი U18 დან რამდენიმე ავა, ისევე როგორც იაპონიაში ხოდა წლევანდელი U18 იაპონია მგონი არ იყო ცუდი

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)