მოგესალმებით,
გადავწყვიტე გამეხსნა ახალი თემა W204 მოყვარულთა კლუბი , ვინაიდან ეს მოდელი თანდათანობით პოპულარული ხდება საქართველოში და ფორუმზე ასეთი თემა არ არის.
ჩემი სურვილია, რომ ამ თემაში ერთმანეთს გავუზიაროთ შთაბეჭდილებები, ექსპლუატაციის პრობლემები და მათი მოგვარების გზები აღნიშნული მოდელის შესახებ.
ცოტა რამ ამ ავტომობილის შესახებ:2007 წელს შტუტგარტელებმა წარმოადგინეს ახალი C-კლასი (W204), რომლის პირველი ვერსია (Sedan, Estate) 2007_დან 2011 წლამდე იწარმოებოდა, ხოლო 2011_დან ამ ავტომობილმა ახალ ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად განახლებული ინტერიერი და ექსტერიერიც მიიღო და ასევე დაემატა Coupe_ვერსია, აღნიშნული მოდელის წარმოება 2015 წელს შეწყდა.
ამ მოდელზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ავტომობილი, რომელშიც მერსედესმა თავისი ძველი, ტრადიციული ღირებულებები გაიხსენა, ეს ავტომობილი ძალიან სანდო, გამძლე და საკმაოდ კომფორტულია.
ავტომობილი იწარმოება, როგორც ბენზინის ასევე დიზელის ძრავებით და რაც ყველაზე საინტერესოა წინა მოდელებთან შედარებით
გაცილებით ეკონომიური, ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე აგრეგატი აქვს.
C 63 AMG იყო ოფიციალური უსაფრთხოების მანქანა DTM_ის მეორე სეზონის რბოლისთვის , რომელიც ჩატარდა ოსკერლენბენში.
2009 წელს ფორმულა 1 სეზონში C 63 AMG Estate გახდა ოფიციალური F1_ის სამედიცინო მანქანა.
ამ ავტომობილის შესახებ არაერთი სტატია დაწერილა, აქვე მინდა წარმოგიდგინოთ ჟურნალ "ავტობილდის" 2 სტატია:
https://goo.gl/VrHWH5https://goo.gl/oobKv3ჯილდოები და მიღწევები:2007 წელს ავსტრალიაში Wheels Magazine_მა აღნიშნული ავტომობილი დაასახელა წლის ავტომობილად თავის კლასში.
2007 წელს Top Gear Magazine_მა C-Class დაასახელა "Executive Car of the Year"
2008 წელს გერნანულმა ავტოკლუბმა ADAC_მა მიანიჭა წოდება "Yellow Angel 2008"
2008 წელს C63 AMG მოდიფიკაცია UIGA(the Italian association of motoring journalists)_სგან დაასახელდა "Europe Tuning Car of the Year 2008"
2009 წელს W204 დასახელდა "Top Safety Pick 2009" Institute for Highway Safety_სგან.
2011 წელს Mauro Calo_მ C63 AMG_ით მოხსნა მსოფლიო რეკორდი (ყველაზე გრძელი დრიფტი) ავტომობილმა მოცურებულ მდგომარეობაში გაიარა 2308 მეტრი და გახდა გინესის რეკორდსმენი. ამ დრომდე ეს რეკორდი იყო 394 მეტრი.
This post has been edited by samkhara on 23 Jul 2017, 00:00
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Music always sounds better on Friday.
Lou Brutus