Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სხვადასხვა > ვიყიდი ობიექტის სათვალთვალო კამერებს


Posted by: Computer 1 Nov 2010, 13:50
ესეიგი მჭირდება ობიექტზე დასაყენებლად 5 ცალი კამერა. მაქიმალური სისტანცია იქნება 150 მეტრი. აუცილებლად უნდა იღებდეს ღამე. ჩანაწერის ცაწერა უნდა შევძლო კომპზე. აბა ვის რა გაქვთ და რას შემომთავაზებთ. უკეთესია თუ ხმასაც ჩაიწერს.

Posted by: Macancala 1 Nov 2010, 17:37
Computer
ვიდეომეთვალყურეობის ჩამწერები (DVR) როგორც წესი 4-ის ჯერადია, ასე რომ, 5 კამერა ცოტა არაეფექტური იქნება ეკონომიურად.
დისტანცია 150 მეტრი ძალიან პრეტენზიული მოთხოვნაა ვიდეომეთვალყურეობის კამერებისათვის. რა ხედვადობა გჭირდება, რა გარჩევადობა, და ა.შ. კონკრეტულად უნდა გქონდეს ჩამოყალიბებული, თორემ, A) ან იაფ ნაგავს შემოგაჩეჩებენ, რომელშიც ვერაფერს გაარჩევ უკვე 80 მეტრზე, გარდა სილუეტებისა (ისიც, იდეალური განათებისას) B) ჰაი კლასის უძვირეს კამერას მოგყიდიან, მაგრამ მაინც უკმეყოფილო დარჩები, ვინაიდან შენი მოლოდინი მაინც გადაჭარბებული აღმოჩნდება wink.gif
ღამე ჩაწერა, იმის გათვალისწინებით რაც ზემოთ დავწერე, კიდევ უფრო დიდი პრობლემა იქნება. საერთოდ გამორიცხე გარჩევადობა დამატებითი განათების გარეშე! აქ მთავარია ამოცანა: რა უნდა დააფიქსიროს კამერამ??!
ხმას ჩაიწერს... ყველანაირ ხმაურს, რაც არეში დაფიქსირდება biggrin.gif
კომპზე ჩაწერის პრობლემა არაა რა თქმა უნდა. ეს კარტებიც ძირითადად 4-ის ჯერადია. ანუ, 4, 8, 16 კამერა... 5 კამერაზე ან 2 ცალი 4-კამერიანი უნდა შეიძინო, ან ერთი 8-კამერიანი.

Posted by: GG2209 1 Nov 2010, 19:09
QUOTE
ესეიგი მჭირდება ობიექტზე დასაყენებლად 5 ცალი კამერა. მაქიმალური სისტანცია იქნება 150 მეტრი. აუცილებლად უნდა იღებდეს ღამე. ჩანაწერის ცაწერა უნდა შევძლო კომპზე. აბა ვის რა გაქვთ და რას შემომთავაზებთ. უკეთესია თუ ხმასაც ჩაიწერს.


ცოტა გაუგებრად გიწერია რას ნიშნავს ღამე ჩაწერა ? თუ სიბნელეში ჩაწერას გულისხმობ მაშინ ძლიერი ინფრაწითელი განათება დაგჭირდება თუ ღამით ჩაწერას გულისხმობ კამერისათვის რა მნიშვნელობა აქვს ? თუ კარგად გაუნათებ ? სტადიონზე თამაშები ღამით ტარდება მაგრამ გამოსახულების ხარისხი განათების წყალობით იდიალურია.

Posted by: Computer 1 Nov 2010, 21:58
GG2209
უნდა დაყენდეს ქუჩაში სადაც არაა არანაირი სინათლის ნატამალი თუ არ ჩავთვლით მთვარეს.


Macancala
მადლობა საინტერესო პასუხისათვის.
რომელ ფირმას აქვს მსგავსი ტიპის მომსახურება? სად შეიძლება კამერების შეძენა და მონტაჟი ?

Posted by: pathfounder 2 Nov 2010, 02:24
აქ ასეთი კამერები თუ ვერ იშოვეთ-იბეიზე დაათვალიერეთ,მანდ ბევრი რამაა საინტერესო ამ დარგში.
[quote]სადაც არაა არანაირი სინათლის ნატამალი[/quote
მგონი მოგიწევთ გაანათოთ ჯერ ტერიტორია.

Posted by: LEX-O22 2 Nov 2010, 21:59
897171255 გურამი ქვია, მე ჩამოუტანე ეგეთი კამერები და უნდა ქონდეს წესით......

Posted by: Macancala 3 Nov 2010, 10:48
Computer
QUOTE
უნდა დაყენდეს ქუჩაში სადაც არაა არანაირი სინათლის ნატამალი თუ არ ჩავთვლით მთვარეს.

ეს განცხადება სამწუხაროდ არაფერს არ გვაძლევს პროექტის გათვლისას smile.gif
ვეცდები მოკლედ ავხსნა
ვიდეომეთვალყურეობის ფუნქცია(!) არის მთავარი, რაც უნდა იქნეს გათვალისწინებული პროექტის შედგენისას (მიუხედავად იმისა, 3 ცალ კამერაზეა საუბარი თუ მსხვილი საწარმოს მრავალფუნქსიურ ვიდეომეთვალყურეობაზე პერიმეტრალური სისტემის ჩათვლით. ჩემს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, რომ ორი გარე კამერა დავაყენეთ აგარაკზე, რომელიც თვეში ორჯერ ტყდებოდა და კამერების დაყენების შემდეგ ეს ფაქტები შეწყდა. ესეც ფუნქციაა - კამერების არსებობა wink.gif ...და არც თუ ისე უმნიშვნელო.
ეხლა კონკრეტულად:
1. ქუჩა - ნიშნავს რომ გინდა აკონტროლო ვიწრო ზოლი? თუ ეს ნიშნავს "გარეთ"?
2. რა უნდა დაფიქსირდეს ვიდეომეთვალყურეობით? არის თუ არა მოთხოვნაში იდენტიფიცირება (ანუ, პიროვნების ან სატრანსპორტო საშუალები ცნობადობის როგორი მოთხოვნაა)? თვლა ? ცვლილება?
3.


მოკლედ, მითხარი ვინ არის შენი მეგობარიო და...
მითხარი რა ტიპის ობიექტზე საუბრობ და გეტყვი რა შეიძლება დაგჭირდეს smile.gif
მერე უკვე გაგცემ პასუხს იმაზეც, ვის შეიძლება მიმართო
PM-ში მომწერე თუ შეგიძლია კონკრეტული მოთხოვნა

Posted by: GG2209 3 Nov 2010, 23:29
QUOTE
ადაც არაა არანაირი სინათლის ნატამალი[/quote
მგონი მოგიწევთ გაანათოთ ჯერ ტერიტორია.

არ უნდა არავითარი განათება მაგაშია მთელი ხიბლი თქვენ ვერ ხედავთ კამერა კი ხედავს . მაგრამ შერჩევა უნდა დაინახავს მოძრაობას დააფიქსირებს და ჩაწერას დაიწყებს ვინჩესტერი რომ არ გადატვირთოს უსარგებლო ინფორმაციით.

Posted by: Computer 4 Nov 2010, 21:53
Macancala
მგონი თქვენ ვერ გაიგეთ მეგობარო.

რას ვწერ გაუგებრად?!
მინდა ღამის სათვალთვალო კამერა. 4 ცალი (რადგან ასე მირჩიეთ) biggrin.gif
მაქსიმუმი დაშორება პირველი კამერიდან ბოლო კამერამდე შემცირდება 1 კამერის ხარჯზე და იქნება 100 მეტრა. განათება არ არის იმ იდგილას სადაც მე უნდ ადავაყენო. უნდა დაყენდეს ქუჩაში და ქუჩაში ვგულისხმობ ღია ცის ქვეშ მყოფ ტერიტორიას biggrin.gif რაც შეეხება კითხვას თუ რას უნდა ვადევნო თვალი ამ კამერით... კამერა იმისთვის მინდა რომ კაცი იქნება, მანქანა თუ გველეშაპი ყველაფერი დავინახო... ფოტო აპარატს რომ ყიდულობ ვინმეს უკითხავს ცოლი უნდა გადაიღო ამ ობიექტივით თუ შვილო? ნუ ან მე არ მესმის ეგ სფერო და ან არ ვიცი biggrin.gif კამერა იმისაა რომ რაც მის არეალშია ყველაფერი დააფიქსიროს. განათებას რაც შეეხება გაანთება და დაცვის პოლიცია თუ დავაყენე სულ აღარ მინდა კამერები შემდგომ...




არ არსებობს ასეთი ორგანიოზაცია საქართველოში რომ მივიდე მაღაზიაში და ავარჩიო კამერა და დავამონტაჟებინო?

Posted by: slasher 5 Nov 2010, 23:02
www.GSC.ge ....................................................................

Posted by: Macancala 7 Nov 2010, 04:45
Computer
QUOTE
იქნება 100 მეტრა. განათება არ არის

ეგეთი კამერებიც არსებობს smile.gif ძალიან ძვირია, მაგრამ არსებობს
QUOTE
კაცი იქნება, მანქანა თუ გველეშაპი ყველაფერი დავინახო

გველეშაპი თუ იქნა აჯობებს მოერიდოთ biggrin.gif
QUOTE
ფოტო აპარატს რომ ყიდულობ ვინმეს უკითხავს ცოლი უნდა გადაიღო ამ ობიექტივით თუ შვილო?

წესით უნდა კითხონ smile.gif იქნებ წყალქვეშა გადაღებისათვის გინდა ფოტოაპარატი, ან იქნებ წამში 6 კადრი გჭირდება, ან
ეეჰ რა დრო იყო "ვიდერჟკებს" და "დიაფრაგმებს" რომ ვითვლიდით...
QUOTE
არ არსებობს ასეთი ორგანიოზაცია საქართველოში რომ მივიდე მაღაზიაში და ავარჩიო კამერა და დავამონტაჟებინო?

ჩვენ მაღაზია არ გვაქვს
QUOTE
www.GSC.ge

ტ: 432432 დელისზეა
მიმართეთ. უფრო კომპეტენტურ ორგანიზაციას ვერც ვერავინ მიგასწავლით.
არის კიდევ ნეოტეკი (ალტასთანაა დიღომში), სისტემები (ორთაჭალაში ტელევიზორების ქარხანა "ივერია"-ში),..
გაითვალისწინეთ, რომ უკეთეს შემთხვევაში 40 მეტრი გექნებათ ხედვადობა, ისიც შეზღუდული.
QUOTE
კამერა იმისაა რომ

ეს ცალკე თემაა..

Posted by: dePadeL 7 Nov 2010, 11:59
GSC აქვს IR პადერჟქის ობიექტივები. ერთ ობიექთზე დავაყენეთ კამერები მაგ ობიექტივებით და ღამე ქარგათ აჩვენებდა, სინათლის გარეშე და იფრა წითელი პოდსვეთქის გარეშე.. ფაქთიურად რასაც თვალი ხედავდა იგივეს იღებს კამერა, ისიც კამერას გააჩნია ჩვენ სანიო დავაყენეთ.. ყოველი შემთხვევისთვის არის საჭირო, IR მინათება თუ გინდა 100 მ დაინახოთ რამე რაც დამათებითი ხარჯებს ითვალისწინებსsmile.gif 220ნმ დიოდი ღირს 15-20 დოლარი ისიც აქ არ იყიდება.
GSC 432-432 Georgia Security Centr

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)