Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > კითხვა კარდიოლოგთან VI


Posted by: zviadcardio 11 Jan 2020, 14:37
მოგესალმებით.
ნამდვილ ცხოვრებაში მე ზვიად მათოშვილი ვარ, რეალური კარდიოლოგი და არითმოლოგი, ფორუმზე ZVIADCARDIO
მეტი ინფორმაციისთვის:
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%96%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90%E1%83%93_%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98

2005 წლიდან სიამოვნებით ვპასუხობ თქვენს შეკითხვებს და ვიდრე შევძლებ ასეც გაგრძელდება

ახლა საქმიანი ნაწილი.
იმის გამო რომ აქ ერთმანეთთან ურთიერთობა ვირტუალურად გვაქვს და ინფორმაციასაც მხოლოდ თქვენი შეკითხვიდან ვიღებთ, გთხოვთ შეკითხვის დასმისას დაწეროთ:
1. ასაკი
2. სქესი
3. არსებული დაავადებები, გამოკვლევების შედეგები და არსებული მედიკამენტური მკურნალობა (თუ ასეთი არსებობს)
4. ყველა მნიშვნელოვანი დეტალი (თქვენი პრობლემის ირგვლივ) რაც ექიმს დაეხმარება რომ სწორად გიპასუხოთ

წინა თემები:
https://forum.ge/?f=43&showtopic=34950060&st=0
https://forum.ge/?f=43&showtopic=34069773&st=0
https://forum.ge/?f=43&showtopic=34426708&st=0
https://forum.ge/?f=43&showtopic=34709037&st=0
https://forum.ge/?f=43&showtopic=34950060&st=0

მოდერატორს ვთხოვ აპინოს თემა და დახუროს მეხუთე ნაწილი

Posted by: leto_leto 11 Jan 2020, 22:35
უღრმესი მადლობა

Posted by: zviadcardio 11 Jan 2020, 23:55
leto_leto
არაფრის, წარმატებებს გისურვებთ

Posted by: Shredinger 12 Jan 2020, 00:51
"გულის რიტმის ვარიაბელობის მაჩვენებლები დარღვეულია, რაც სიმპათიკურ და პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემებს შორის ნორმალური თანაფარდობის დარღვევაზე მიუთითებს"
ეს რას ნიშნავს?

ეს თანაფარდობის დარღვევა რამ შეიძლება გამოიწვიოს? სტრესი, ნერვოზი ალბათ ხომ? მაგრამ სტრესი და ნერვოზი ყველას აქვს მაგრამ არითმია არ ემართებათ. შეიძლება ეს იყოს წლების განმავლობაში დაგროვებული/დალექილი ფსიქოლოგიური სტრესი? და ახლა ამდენ დაგროვებულ სტრესს კიდევ ზემოდან რომ სტრესს უმატებ ვეღარ უძლებს ორგანიზმი და იწყება თანაფარდობის დარღვევა.

თუ არის შესაძლებელი, რომ ეს თანაფარდობის დარღვევა ხერხემალთან იყოს კავშირში? ვთქვათ ხერხემალი ნერვს "აჭერს" ან რამე smile.gif

P.S ტკივილი ხერხემალთან არ მაქვს, არც დაბუჟება, არც მკლავის ტკივილი, არაფრის საერთოდ არც ტკივილი არც დაბუჟება smile.gif

Posted by: zviadcardio 12 Jan 2020, 12:32

Oldmak888
QUOTE
zviadcardio
გამარჯობათ ბატონო ზვიად გილოცავთ ყველაფერს ერთად გისურვებთ ჯანრმთელობას და ულევ სიხარულს.
შეიძლება სისხლის საერთო ანალიზის ჩაბარებამდე ცოტა შოკოლადის მიღება ან რაიმე,რომ ვჭამო ?
უბრალოდ ცუდად ვხდები არშემიძლია გული მიმდისავით და თან ეს,რომ გავიგე ანალიზი მიწევდა ჯერ
არც კი მივსულვარ და უკვე მაგაზე ვდარდობ და ვერა და ვერ გადავეჩვიე და რამე დამამშვიდებელი ხომ
არ მივიღო ? თუ როგორ მოვიქცე ?
* * *
zviadcardio
ანუ ეს უზმოზე მისვლა სისხლის ანალიზზე აუცილებელია ?




გააჩნია ანალიზებს, უხშირესად უზმოდ ყოფნა აუცილებელია, მაგრამ არა ყოველთვის
* * *
Shredinger
ეს მნიშვნელოვანს არაფერს ნიშნავს, ასე რომ დავანებოთ თავი და მნიშვნელოვან თემებზე ვკონცენტრირდეთ

QUOTE
თუ არის შესაძლებელი, რომ ეს თანაფარდობის დარღვევა ხერხემალთან იყოს კავშირში? ვთქვათ ხერხემალი ნერვს "აჭერს" ან რამე

არა, არ არის კავშირში

Posted by: vikont 12 Jan 2020, 14:42
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: White_Shark 12 Jan 2020, 16:25
ფიქსირება smile.gif
...................................

Posted by: gigi27 12 Jan 2020, 17:36
White_Shark
შენ რამდენი წელია რაც ეგ ჩივილები დაგეწყო საერთოდ?
zviadcardio
სალამი ზვიად ,ოთხაშაბათს გავიკეთებ მემგონი რენტგენს,რაღაც სითხე უნდა დალიოო,მე ანევრიზმა რო მაქ სუყველაფერზე ვფრთხილობ რო რამემ არ ავნოს და არაფერი უკუჩვენება არ აქვს მაგ პროცედურას და ხსნარსაცო მითხრა..ისე თიაქარის ოპეაციის დროს ჩემს შემთხვევაში სარისკო ხომ არ იქნება რომ შეეხოს შემთხვევით აორტას მაგას ვფიქრობ,თორემ ოპერაცია როგორც ვიცი არ არის საშიში

Posted by: Natuka NGN 12 Jan 2020, 17:48
მივაჭიკარტე თემა ზვიად. ფორუმის ახალი ძრავა საშუალებას იძლევა არ იყოს თემები მხოლოდ 100 გვერდიანი. მაგრამ ვინაიდან გახსენით.... გამოვყოფ...
წარმატებები და დიდი მადლობა ამ შრომისთვის love.gif

Posted by: gigi27 12 Jan 2020, 18:52
Natuka NGN
ხელფასს რატომ არ იღებს ეს ადამიანი აქ?? ჯერ რამდენს პასუხობს,თავის ძვირფას დროს ხარჯავს ..მე მართლა ვამბობ
ამ ჩამომპალ ქვეყანაში ფულს რაშიც იხდი იმაში ვერ იღებ კვალიფიციურ მომსახურებას ზოგჯერ და ეს ადამიანი წლებია აქ არის,შეიძლება ჰობია და სიკეთეს აკეთებს მაგრამ უნდა დაუფასდეს მაინც!!!!!!!

Posted by: White_Shark 12 Jan 2020, 19:11
gigi27
რას გულისხმობ ?
ექსტრასისტოლიებს თავბრუს ხვევას თუ ზოგად არითმიას ?

Posted by: gigi27 12 Jan 2020, 21:59
White_Shark
Xo saertod rodis dagecko pirvelad, satave rodis iko,me magalitad gamoxatulad 4 wlis cin damecko

Posted by: White_Shark 12 Jan 2020, 22:23
gigi27
12 13 წლიდან მაქვს არითმიები ... ნევროზის გამო

Posted by: zviadcardio 12 Jan 2020, 23:36
Natuka NGN
პირიქით, გმადლობთ

gigi27
QUOTE
ოთხაშაბათს გავიკეთებ მემგონი რენტგენს,რაღაც სითხე უნდა დალიოო,მე ანევრიზმა რო მაქ სუყველაფერზე ვფრთხილობ რო რამემ არ ავნოს და არაფერი უკუჩვენება არ აქვს მაგ პროცედურას და ხსნარსაცო მითხრა

ეგრეა, მაგ ხსნარს აორტაზე არანაირი გავლენა არ აქვს.

QUOTE
ისე თიაქარის ოპეაციის დროს ჩემს შემთხვევაში სარისკო ხომ არ იქნება რომ შეეხოს შემთხვევით აორტას მაგას ვფიქრობ,თორემ ოპერაცია როგორც ვიცი არ არის საშიში

ალბათ საყლაპავის თიაქარს გულისხმობთ
რამდენად ღირს თიაქრის ოპერაცია ეს უნდა აიწონ-დაიწონოს კარგად. რა სარგებელს ველოდებით და რას გამოასწორებს თვითშეგრძნებაში. ეს თემები განიხილეთ ექიმთან ვიდრე ოპერაციას გადაწყვეტთ. ზოგადად გარკვეული რისკები ყველა ოპერაციას ახლავს, თქვენც ეს დაახლოებით ეს რისკი გაქვთ რაც აქვს სხვა - პირობითად სტანდარტულ პაციენტს.

QUOTE
ხელფასს რატომ არ იღებს

ეს საქმე ამისთვის არაა, არც ფორუმის ფორმატია ასეთი. ასე რომ ეს დაივიწყეთ და გავაგრძელოთ ჩვენ-ჩვენი საქმე smile.gif




Posted by: Sean 13 Jan 2020, 11:50
zviadcardio
PM ნახეთ თუ შეიძლება

Posted by: Natuka NGN 13 Jan 2020, 14:37
gigi27
ამას მე მეკითხებით? smile.gif და ვინ იღებს აქ ხელფასს? იცი დღეში რამდენ კითხვას ვპასუხობ პირადში? smile.gif
თუმცა, მართალი გითხრათ, დავიღალე smile.gif

Posted by: zviadcardio 13 Jan 2020, 18:53
Sean
დიახ, გიპასუხეთ

Natuka NGN
ამ საქმეს გასამრჯელო რომ ახლდეს მე არ/ვერ ვუპასუხებდი შეკითხვებს.
ასე ჩემთვის უფრო კომფორტულია.

Posted by: nnn_lll 13 Jan 2020, 22:21
zviadcardio
გამარჯობა, ისევ მე გაწუხებთ biggrin.gif
1 თვეა რაც როზუვასტატინზე გადავერთე და თავის ტკივილები მაწუხებს...
ხან თავისით წამომივლის ხოლმე და მერე თავისით გადის,
ვარჯიშის შემდეგ 10 წუთის განმავლობაში ყოველთვის მტკივა თავი, მერე თავისით გადის...
მე ამ წამალს ვაბრალებ, რაც ეს დავიწყე იმის შემდეგ ვუჩივი ტკივილებს
რამე საშიში შეიძლება იყოს? თუ უბრალოდ უნდა ავიტანო?

Posted by: zviadcardio 13 Jan 2020, 23:28
nnn_lll
არ მგონია ამ წამლის ბრალი იყოს.
გამოტოვეთ 2 დღე და დააკვირდით.
ეს ისეთი წამალია, რომ მისი 2 დღით გამოტოვება შეიძლება.
თუ წამალთან კავშირში არ იქნება - ნევროლოგს გაესაუბრეთ

Posted by: Natuka NGN 14 Jan 2020, 11:43
zviadcardio
love.gif love.gif love.gif
ძალიან მაგარი ექიმი და ადამიანი ხარ.

Posted by: zviadcardio 14 Jan 2020, 17:15
Natuka NGN
მადლობა
წარმატებები smile.gif

Posted by: gigi27 14 Jan 2020, 22:22
Zviad tqven martali xart, es dgeebia pulsi 55 ze qvemot titqmis agar chamodis rac nebileti gavameotxede,magram ar vici damtxveva iko tu ara dges sakmaod tbilad mecva da tan scrafi nabijit mivdiodi saqme mqonda da pulsi amichqarda 120 mde arada dagla da rame ar mqonia, fitness tracker maqvs pulss rom gizomavs da magan daafiqsira 120 Dan 125 mde pulsi, nebiletis shemcirebis brali iqneba tqveni azrit tu ubralod daemtxva

Posted by: regorego 15 Jan 2020, 15:23
გამარჯობა,
მოკლედ კითხვა მაქვს და თუ შეიძლება რომ მიპასუხოთ.
მანქანის მართვის დროს მოულოდნელად დამეწყო კანკალი (თითქოს შინაგანად რომ კანკალებ), გავოფლიანდი და შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც ცუდი დამემართებოდა, ასევე თითქოს გულის მხარეს ტკივილი გამიგრძელდა რამოდენიმე დღე.
4 დღეში მივედი კარდიოლოგთან, გადავიღე კარდოგრამა და ეხოსკოპია და ცვლილებები არაფერი არ ფიქსირდებაო ექიმმა და ყველაფერი რიგზეაო. მკერდის მხარეს ტკივილი და თითქოს გულის რევის შეგრძნება კიდევ რამოდენიმე დღე გაგრძელდა და როგორც დავაკვირდი რაც უფრო მეტს ვფიქრობდი და ვპანიკდებოდი მით უფრო მიძლიერდებოდა. პირველი სიმპტომიდან დაახლოებით 2 კვირაში ყველაფერმა გაიარა და ჩვეულებრივად ვიყავი. დღეს მომიწია ფიზიკურად დატვირთვა და დასვენების დროს ვიგრძენი ისევ გულის მხარეს ტკივილი (თითქოს იღლიასთან) და თითქოს რომ სუნთქავ და არ გყოფნის. გულის მხარეს ტკივილი არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ძლიერი, უფრო დისკომფორტულ მდგომარეობას გავს. აქამდე რამე ჩივილები არ მქონია (მალე დაღლა, ან სხვა ჩივილები). მაინტერესებს რამე პრობლემა რომ ყოფილიყო კარდიოგრამის და ეხოსკოპიის დროს ხომ გამოჩნდებოდა და წავიკითხე ინტერნეტში რომ შეილება ეს ყველაფერი იყოს ნერვოზული და რამდენად მართალია ? მადლობა

Posted by: Sean 15 Jan 2020, 15:38
regorego
ნევროზია ნევროზი

პანიკური შეტევა ქვია მაგ მდგომარეობას
გულს არ აზიანებს მარა მკურნალობა ჭირდება, ფსიქოთერაპია + მედიკამენტები

Posted by: zviadcardio 15 Jan 2020, 20:48
gigi27
ფიზიკური აქტივობისას პულსი უნდა იყოს 120-140ის ფარგლებში. ეს ნორმაა
ზოგადად ნებილეტის შემცირებით ცოტა მეტად აჩქარდება პულსი.
თუმცა თუ თქვენი მოსვენებული მდგომარეობის პულისის მიხედვით ვიმსჯელებთ თქვენი დოზა სწორედ 1/4 აბია.

regorego
უდიდესი ალბათობით ემოციების ბრალია
ყოველი შემთხვევისთვის ფიკური დატვირთვის ტესტი და ჰოლეტერის 24 სთ მონიტორინგიც გაიკეთეთ

Posted by: nnn_lll 16 Jan 2020, 00:23
QUOTE (zviadcardio @ 13 Jan 2020, 23:28 )
არ მგონია ამ წამლის ბრალი იყოს.
გამოტოვეთ 2 დღე და დააკვირდით.
ეს ისეთი წამალია, რომ მისი 2 დღით გამოტოვება შეიძლება.
თუ წამალთან კავშირში არ იქნება - ნევროლოგს გაესაუბრეთ

მადლობა, ვცადე, მაგრამ მაინც წამოიღო ვარჯიშის შემდეგ თავის ტკივილი..
რავიცი ამას დავიკიდებ იმდენად არ მაწუხებს ეს პრობლემა, რამდენადაც მეშინია გამწვავების...
კიდევ მინდა გკითხოთ,
ბეტა ბლოკერზე ვზივარ - კონკორი 2.5მგ-ზე
HR მაქვს უცვლელი 60 სადღაც, ვარჯიშის დროს 80ზე მეტად ვერ ვწევ მაღლა (ბეტა ბლოკერის გარეშე, დატვირთვეს ტესტზე არ მქონია ეს პრობლემა, სადღაც 170მდე ავწიე)
პლუს ვარ ჰიპოლიპიდემურ დიეტაზე, ძალიან მკაცრად ვიცავ.
მაგრამ, გულის შეტევის შემდეგ სადღაც 5-7 კილო მაქვს მომატებული (ეს მომატება არაა შეშუპებების ან რამე მსგავსის გამოწვეული, აი ჩვეულებრივ გავსუქდი)
ამ ბეტა ბლოკერმა ან შენელებულმა პულსმა შეიძლება რომ გამოიწვიოს სიმსუქნე, ან თუნდაც ის, რომ ვარჯიში არ მაძლევს შედეგს?
6-ე თვეა ვცდილობ დავიკლო და ერთ კილოსაც ვერ ვიკლებ... არადა სანამ ეს ყველაფერი დამემართებოდა და წამლებზე დავჯდებოდი, მანმდე იდეალური წონა მქონდა სულ....

Posted by: zviadcardio 16 Jan 2020, 19:45
nnn_lll
თეორიულად შეიძლება.
თუმცა თუ სწორად შეგირჩევთ ენდოკრინოლოგი დიეტას და გექნებათ შესაბამისი ფიზიკური აქტივობა მაინც მოხდება წონაში კლება.
კარგი იქნება თუ ენდოკრინოლოგს გაესაუბრებით

Posted by: nnn_lll 19 Jan 2020, 22:25
zviadcardio
QUOTE
კარგი იქნება თუ ენდოკრინოლოგს გაესაუბრებით

სადღაც 3-4 თვეში მიხსნის ექიმი ამ წამალს და მერეც თუ ეს წონა დავრჩი მართლა მივალ ენდოკრინოლოგთან biggrin.gif
მადლობა

Posted by: omari21c 20 Jan 2020, 05:32
გამარჯობა კიდევ ერთხელ. მოკლედ მადლობა ყველაფრისთვის რამდენჯერმე დამეხმარეთ .
და რა მმაინტერესებს 90 100 ფარგლებში მუდმივად მქონდა პულსი ახლა უცებ აღმოვაჩინე რო 70-75 მაქვს დატვირთვახე 90 ფარგლებში ავიდა და მალევე 70 ისკენ ჩამოვიდა, ცოტა შემაშინა ამ ამბავმა ამდენი წელია მომატებული პულსი მაწუხებს კორვალჯ და მსგავსი წამლებით ვცდილობ ხოპმე ცოტა დაბლა დავწიო პულსი ( ნუ როცა 110 ისკენაა ხოლმე ) და ახლა უცებ 70 პულსი ერთი პატარა პანიკური შეტევის მიზეზი გახდა საბედნიეროთ მალევე დამთავრდა , ნუ 5 დღის წინ ვირუსი დამეწყო ( ცოტა ვნიერვიულე ამაზეც ) და დღეს ცოტა გამოვკეთდი თავისი მკუნალობით პარაცეტამოლი ც ვიტამინი და ანალგინი 2 ცალი და 2-3 ნეოსილიც პლუს ეხლაც დაბალი სიცხეები და ხანდახან ხველა დამიტოვა, ეს ყველაფერი შეილზება იყოს ასეთი პულსის მიზეზი? ნუ პულსი სუსტია საკმაოდ ვიდრე აქამდე. სხვა პრობლემას ჯერჯერობით ვერ ვგრძნობ, 1 დღეზე მეტია ესე ვარ ალბათ 2 დღე ან შეიძლება მეტიც უბრალოდ მანამდე არ დავაკვირდი.

პ.ს რას ვიფიქრებდი რო ოდესმე კარგი პულსი და პულსის არ შეგრძნება პანიკურ შეტევას დამმართებდა gigi.gif ( ორ წუთიანს მაგრამ მაინც) ხანდახან ვნატრულობ ხოლმე ასეთ პულსს მოკლედ რამდენად საშიშია ან რას შეიძლება გამოეწვია ეს?

ვარ 24 წლის, მამაკაცი, მწეველი - კარდიოგრამა ეხო გადაღებული მაქვს დაახლოებით 6-7 თვის წინ ექიმმა მითხრა არანაირი პრობლემა არ გაქვსო- სისხლის ანალიზში ცოტა ტსჰ მომატებული ვკურნქლე თუმცა განმეორებით ანალიზზე არ მივსულვარ, ძალიან დიდი მადლობა წინასწარ - ისიც მითხარით სხვა დროს შემეშინდეს ხოლმე თუ არა ესე ჩემთვის უცნაურად დაბალი პულსის, უღრმესი მადლობა კარგ საქმეს აკეთებთ, გაიხარეთ.

Posted by: zviadcardio 20 Jan 2020, 20:14
მოგესალმებით.
60-100 პულსი ნორმალურია.
შესაბამისად სადარდებელი არაფერია.

არ მგონია ეს ვირუსთან კავშირში იყოს.
იმ ვითარებაში სხვაგვარი იყო თქვენი ემოციური სტატუსი და ახლა სხვანაირია. მაშინ 90 იყო პულსი, ახლა 70. ეს სრულიად ნორმალურია.

Posted by: Cadmus 20 Jan 2020, 20:27
zviadcardio
გამარჯობათ..

1) 26 წელი
2) მამაკაცი
3) ზოგადად მაქვს დადგენილი ნევროზი, ადრე ვიღებდი შესაბამის წამლებს ექიმის მიერ დანიშნულს, მერე შევეშვი.. ბოლოს შიშების დასაძლევად მივედი ალადაშვილის კლინიკასი და გამოვიკვლიე ჩემი გული კარდიოგრამა/ანალიზები/დათვრითვის ტესტი/ექო/ექიმთან კონსულტაცია, დამამშვიდა არაფერი გაქვსო უბრალოდა დამინიშნა მსუბუქი დამამშვიდებელი ცენტრალ ბე.
4) ეხლა ბოლო პერიოდში ამ ნერვულმა შიშებმა იმტეს ისევ, 2-3 დღის უკან გულმკერდის არეშე ვიგრძენი ტკივილები (ნერვულ ტკივილებს მიჩვეული ვარ მჩხვლეტავია აღარც ვაქცევ ყურადღბას ეს უფრო ძლიერი ტკვილიები იყო) 2-3 დღეა მტკივა მაგრამ ნელ-ნელა იკლებს (როგორც ვატყობ) როგორც ტკივილის ხანგრძლივობა (რამოდენიმე წამი) ასევე სიხშირე. რახან კარდიოლოგმა გული პრაქტიკულად გამომირიცხა გულის არეში ეს ტკივილები გარდა ნერვული და უშვალოდ გულის ტკივლისა შეიძლება რომ მომდიანრეობდეს კუჭის ან რაიმე სხვა პრობლმიდან ? (კუჭზე იმიტომ მაქვს კიდევ ეჭვი რომ მაგ კტივილების წინ სოსისი და მერე ნამცვარი ვჭამე, რამაც გულისრევები მომცა)




პ.ს არ ვეწევი არ ვმაინიმუმ , ვსვავ როგორც საშვალო სტატისტიკური ქართველი მაქ ცხოვრების მჯდომიარე წესი (სამსხურიდან გამომდიანრე)

Posted by: omari21c 20 Jan 2020, 20:59
zviadcardio
მადლობა, არადა ნერვოულობით უფრო ვინერვიულე და იდიაში პულის უფრო მაღალი უნდა მქონოდა, საქმეც მაგაშია რო სხვა დროს ეს პულსი გამეხარდებოდა მაგალითად როცა კონკორი დამინიშნა ექიმმა და პულსი მაინც 80 ის ფარგლებში მქონდა, ეხლა ასე უცბათ ესეთი ჩემთვის დაბალი პულსი ცოტა სანერვიულო გამიხდა, რადგან არაა პრობლემა ძალიან გამიხარდა.

Posted by: Shredinger 20 Jan 2020, 21:14
zviadcardio
გამარჯობათ ისევ smile.gif

შეგახსენებთ ექსტრასისტოლური არითმია მაქვს, ბეტალოკ ზოკ ს და კოპლავიქსს ვსვავდი და მიხსნიდა ამ არითმიის შეგრძენებებს. ბოლო 6 დღეა გრიპი დამემართა, სურდო, მაღალი სიცხე(39-40) და ა.შ და იმდენად დამასუსტა რომ ამ ბეტალოკ ზოკის და კოპლავიქსისთვის აფთიაქში გასვლა მიჭირდა. უფროსწორად ვიფიქრე აი დღეს გამოვტოვებ და ხვალე გავალთქო და ასე გავიდა 5-6 დღე და ბეტალოკ ზოკი და კოპლავიქსი არ დამილევია sad.gif ანუ უცბად შევწყვიტე და არუნდა მექნა, გულში ვიფიქრე რა უნდა დაშავდესთქო.

თუმცა ბოლო 2-3 დღეა მარცხენა ხელის თითებზე ძალიან ოდნავ ვგრძნობ დაბუჟებას. შეიძლება მეჩვენება და ეს გრიპისგან და სიცხისგან დასუსტებული რო ვარ შეიძლება მაგის გამოა არვიცი.

შეიძლება რომ ბეტალოკ ზოკის და კოპლავიქსის ასე უცბად შეწყვეტამ თითების დაბუჟება გამოიწვიოს? ან სხვა რა გართულება შეიძლება მოყვეს.

P.S დღეს აღვადგინე ამ წამლების დალევა და ვაგრძელებ ჩვეულებრივ.

Posted by: spiridon_surajia 21 Jan 2020, 14:08
https://d.radikal.ru/d12/2001/b6/acde75474ebd.jpg

შეგიძლიათ მითხრათ რამე სერიოზულია?

Posted by: SandroFloyd 21 Jan 2020, 18:20
გამარჯობა ბნ-ო ზვიად.

მოკლედ , ვარ 23 წლის და უივე 2 წელია მტკივა საშინლად გული და დღითიდღე უარესდება ჩემი მდგომარეობა ვატყობ. ბევრჯერ ვარ კარდიოლოგებთან ნამყოფი და მაწვს გაკეთებული ეკგ, ექოკარდიოგრაფია, ჰოლტერის 24სთ-იანი მონიტორინგი, სისხლის საერთო, კოაგულოგრამა, ლიპიდური სპექტრი. ყველგან ნორმაშIა ყველაფერი მაონდა ჰიპრრკოაგულაცია რაც მივიწესრიგე.

ჰოლტერზე მითხრეს, რომ მაწვს სინუსური არითმია და გულის ვარიაბელობა მაქვს მომატებული(230). ექოკარდიოგრაფიაზე მითხრეს რომ გამდევნის ფრაქცია მაწვს დაავეითებული 46% თუმცა შემდეგ გადავემოწმე ბატონ გერასთან ლომთAთIძEსთAნ და მითხრა 60% გაქვსო და არანაირი დეფექტი გულზეო. 8 წლის წინ მქონდა მოციმციმე არითმია ალკოჰოლური ინტოქსიკაციით მიღრბული. მაგის მერე რაგბის თAმაშIც გავაგრძEლე და არაფერი არ მაეუხებდა და 2 წლის წინ დამეწყო ეს ტკივილები. მაწვს ასევე უჰაერობა, გონების წასვლის შEგრძNება, კანკალი, ჩAძინებისას წამოხტომები. კარდიოლოგენი მეუბნენიან არ არის გულის ბრალიო და ვეღარ გავიგე რაშIა საქმე იქნებ დამაკვალიანოთ? ზაფხულშI ჩVეულებრივ ყოველდღE ვცურავდი 2-3 კილომეტრს და დატვირთVაზე არ მტკიოდა გული და ახლა გარეთ რო გავდივარ ხანდახან მეწტება გულის ტკივილი სიარუკისას მაგრამ ტობელთვის არა. მითხრეს ნევროზულიაო

მადლობა

Posted by: zviadcardio 21 Jan 2020, 23:32
Cadmus
გარეგანი მიზეზებიდან ყველაზე ხშირია:
1. ემოცია (ფსიქოგენური ტკივილი)
2. ადგილობრივი (კუნთის, ნერვის, ხერხემლის) ტკივილი

თეორიულად შეიძლება რომ საჭმლის მომნელებელი ორგანოების პრობლემითაც იყოს გამოწვეული

Shredinger
დაბუჟება ამ საქმესთან კავშირში არ არის.
უდიდესი ალბათობით კისრის მალების ბრალია. ან ცუდად გედოთ თავი, ან რამე აწიეთ უხერხულად.
რამდენიმე დღეში გაგივლით

spiridon_surajia
გიპასუხეთ PM-ში


SandroFloyd
ფიზიკური დატვირთვის ტესტიც გაიკეთეთ აუცილებლად.
თუ ეს ტესტიც ნორმალურია წაბრძანდით ნევროლოგთან

Posted by: SandroFloyd 22 Jan 2020, 00:07
მადლობა ბნ-ო ზვიად. ეს დატვირთვის ტესტი საშიში არ არის? ოდნავ მეშინია ინტერნეტში ამოვიკითხე არის შემთხვევები როცა ტესტი ფატალურად სრულდებაო.
* * *
ტკივილებს დიაზეპამი ან ქსანაქსი მიხსნის, მაგრამ დროებით 7-8 საათში ისევ მეწყება შფოთვა და გულის ტკივილები, დატვირთვის მერე ნიტროგლიცერინიც ვცადე, მაგრამ უფრო ცუდად გამხადა სულ ამაწითლა, თავბრუ დამეხვა უჰაერობა უფრო გამიმძაფრა მაგის მერე აღარ ვეკარები ნიტროგლიცერინს

Posted by: zviadcardio 22 Jan 2020, 12:08
SandroFloyd
ნიტროგლიცერინი დაივიწყეთ.
დატვირთვის ტესტი საჭიროა რომ უფრო მშვიდად იცხოვროთ.
მე > 30 000 პაციენტი მყავს და დაახლოებით 4000-5000-ისთვის მაინც მაქვს დანიშნული/ჩატარებული დატვირთვის ტესტი.
არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ.
თანაც ტესტის დროს ექიმთან იმყოფებით კლინიკაში, თუ რამე გამოსავლენია აჯობებს იქ გამოვლინდეს ვიდრე ქუჩაში.

Posted by: SandroFloyd 22 Jan 2020, 17:21
უღრმესი მადლობა ბნ-ნო ზვიად.

წარმატებებს გისურვებთ

Posted by: Sean 22 Jan 2020, 20:23
zviadcardio
პმ-ში ნახეთ თუ შეიძლება

Posted by: პუჰ 23 Jan 2020, 18:37
ადრე ვარჯიშის დროს ვწითლდებოდი, ახლა ტუჩები მილურჯდება, გული თითქოს ძალიან იკუმშება. რომ გავაგრძელო ინტენსიური კარდიო ვარჯიშები გადამივლის თუ სულ ასე ვიქნები?

Posted by: zviadcardio 24 Jan 2020, 16:23
პუჰ
ექოკარდიოსკოპია, კარდიოგრამა, ფიზიკური დატვირთვის ტესტი და კარდიოლოგის კონსულტაცია.
ამის შემდეგ გექნებათ სრულყოფილი დასკვნა, მათ შორის ვარჯიშის გაგრძელების შესახებ
* * *
Sean
13 იანვარს გისპასუხეთ, მას შემდეგ აღარაფერი მიმიღია

Posted by: SandroFloyd 24 Jan 2020, 22:15
კიდევ ერთხელ გამარჯობა ბნ-ო ზვიად.

მოკლედ მითხრეს, რომ ეს ჩივილები დიდი ალბათობით დაკავშირებულია კუჭ-ნაჭლავთან, რადგან ხშირად მაქვს "იჟოგა", ჭამის მერე რამოდენიმე საათში ხველასთან ერთად საჭმლის ნარჩენების ამოსვლა, კუჭის თავის ტკივილი და ა.შ და რამდენად მართალია რომ შეიძლებაა ეს გულის ტკივილები დიაფრაგმის თიაქართან იყოს დაკავშირებული?

მადლობა.

Posted by: Sean 25 Jan 2020, 16:54
ბატონო ზვიად

ფადავამოწმე კალიუმი სინევოში ვუთხარი როგორც უნდა აეღო სისხლი, და ისევ ისეთი შედეგი აჩვენა 5.32, (ნორმა 5.1 მდე), კრეატინინი ნორმაშია, რამე საყურადღებო და ყურადღებამისაქცევია ეგეთი მატება/?

პირველი ანალიზიც სინევოში გავაკეთე ხომ არ მირჩევთ სხვა ლაბორატორიაში გადავამოწმო კიდევ?

არდა 3-4 თვის წინ მომიწია კლინიკა გულში იგივე ანალიზი და მაშინ დაბალი იყო ცოტა კალიუმი, გაიგე ახლა სიმართლე sad.gif

მაგნეო 250 მგ რაც დამიწერეთ ძალაშია ისევ?

Posted by: zviadcardio 25 Jan 2020, 23:48
SandroFloyd
ნაკლები შანსია, თუმცა თეორიულად შეიძლება.


Sean
რადგან კალიუმი ზედა ზღვარზეა - მაგნეო ძალაში არ არის.
რაც შეეხება დაგამოწმებას - ჩემი აზრით სინევო კარგი ლაბორატორიაა

ორიოდე კვირაში კიდევ საჭიროა კალიუმის გაზომვა (რომ ვნახოთ ხომ არ იმატებს) და ეს შეიძლება სხვა ნეიტრალურ ლაბორატორიაში აიღოთ

ამ მატებაში ცალსახად არაფერია საშიში და ეს არ არის სანერვიულო

Posted by: Oldmak888 26 Jan 2020, 15:57
zviadcardio
გამარჯობა ბატონო ზვიად,ხომ ვერ მეტყვით რისი ბრალი უნდა იყოს უკვე მეორე დღეა ცხვირის გამონადენთან ერთად სისხლი მოდის ანუ გამონადენი და სისხლი ერთად ? ამასწინებზე გაციებული ვიყავი და ცხვირის სპრეის ვისხამდი ხშირად და მაგის ბრალი ხომარაა ? ან რაიმე საშიში პრობლემა ხომ არა არის ?

Posted by: zviadcardio 28 Jan 2020, 00:01
Oldmak888
მოგესალმებით.
შესაძლოა ეს გაციების შედეგი იყოს.
გულს არ უკავშირდება, თუ წნევა ნორმალური გაქვთ.
საშიში არ არის და მაღალი ალბათობით რამდენიმე დღეში გაგივლით

Posted by: Oldmak888 28 Jan 2020, 01:06
zviadcardio
წნევები არმაწუხებს უკვე 4 თვეა ნუ რაც წონა დავიკელი და ცხიმიანი,გაზიანი და ტკბილეული ამოვიღე მისმერე და ასევე სიგარეტიც,მაგრამ ეს წნევები თავის ტკივილს უკავშირდება რამით ? ანუ თავის ტკივილები არმაწუხებს საერთოდ და შესაძლებელი არის,რომ თავის ტკივილის ან რაიმე დისკომფორტის გარეშე იყო და ამდროს მაღალი წნევა გქონდეს ?
* * *
ძირითაად 120/80 ზე მაქვს ხოლმე,მაგრამ ვერგავიგე წნევამ შეიძლება ისე აიწიოს,რომ დისკომფორტი ვერ ვიგრძნო ? დაღლითაც არვიღლები მარტივად შემიძლია კილომეტრები ვიარო,მაგრამ არდავიღალო.
ბატონო ზვიად მე და ასევე ჩემს რამდენიმე მეგობარს მოგვსვლია ასე:ყოფილა მომენტები,რომ გული თითქოს გაჩერდაო შეიძლება ვერ ვხსნი,მაგრამ რაღაც მსგავსი შეგრძნება იყო და მერე ისევ ამუშავდაო ანუ რაღაც ასეთის მსგავსი შეგრძნება მქონია რამოდენიმეჯერ,მაგრამ იშვიათად და დავაკვიდი და ძირითადად იმდროს ხდება თუ ძილი მაკლია ძაან,და ეს რამე პრობლემაა ? ტკივილები და სხვა ჩივილები არმაქვს უბრალოდ მასე მომსვლია და მემართება ხოლმე გააჩნია სიტუაციას უბრალოდ.

Posted by: Shredinger 28 Jan 2020, 01:27
Oldmak888
მე მქონდა მასე, გრიპი მქონდა 40 სიცხიანი. და პირველი რამდენიმე დღე წამსკდებოდა ხოლე სისხლი და თავისით გაიარა smile.gif
პრობლემა არუნდა იყოს,ახლა გამიარა.

Posted by: Solo999 28 Jan 2020, 01:38
ბატონო ზვიად გამარჯობა, ანუ ეხლა როგორი სიტუაცია მაქვს სიტბილის ან რაიმე ელემენტარული დატვირთვის შემდეგ ლოგიკურია რომ პულსი გვიჩქარდება მაგრამ, შემდეგ მთელი დღე აჩქარებული რჩება 90 სადღაც , დილიდან შემდეგ მწყობშია რას შეიძლება უკავშირდებოდეს? და სიცხე როცა გაქვს ადამიანს პულსი დაახლოებით რამდენით იზრდება? მადლობა წინასწარ

Posted by: GS88 28 Jan 2020, 02:46
მარცხენა გვერდზე თუ დავწექი, მესმის გაძლიერებული გულის ცემა,ამიტომ ვერ ვწვები ხსენებულ მხარეს. არ მაქვს არანაირი ტკივილი, წნევა ნორმალური, დაბალ წნევას ვატარებ, რას მირჩევთ......

Posted by: zviadcardio 28 Jan 2020, 10:27
Oldmak888
დიახ შეიძლება წნევამ ისე მოიმატოს რომ ჩივილები არ გამოიწვიოს.
QUOTE
ბატონო ზვიად მე და ასევე ჩემს რამდენიმე მეგობარს მოგვსვლია ასე:ყოფილა მომენტები,რომ გული თითქოს გაჩერდაო შეიძლება ვერ ვხსნი

შესაძლოა ეს ექსტრასისტოლური არითმია იყოს, რომელიც როგორც წესი საშიში არ არის. ამის სადიაგნოსტიკოდ ჰოლტერის მონიტორინგია საჭირო.

Solo999
QUOTE
მთელი დღე აჩქარებული რჩება 90 სადღაც

90-პულსი აჩქარებულად არ ითვლება. ის რომ დიდხანს გაქვთ შედარბით მეტი პულსი მხოლოდ იმ ფაქტზე მიუთითებს რომ საკმარისად ტრენირებული არ ხართ.

QUOTE
და სიცხე როცა გაქვს ადამიანს პულსი დაახლოებით რამდენით იზრდება?

1 გრადუსით სიცხის მატება დაახლოებით 10 ერთეულით პულსის მატებას იწვევს

GS88
ეს უბრალოდ აღქმის გაძლიერებაა. ძირითადად ემოციურ ადამიანებს ახასიათებს.
საშიში არ არის. ნაკლები ყურადღება დაუთმეთ

Posted by: Solo999 28 Jan 2020, 11:40
მაგარი ხარ ბატონო ზვიად , პროგესიონალი და კეთილი.

Posted by: Oldmak888 28 Jan 2020, 17:21
zviadcardio
ბატონო ზვიად ანუ ესეიგი წნევა შეიძლება მქონდეს,მაგრამ ვერ ვხვდებოდე ხო ? მაგრამ არმაწუხებს და როგორ გავიგო არვიცი მაშინ მაქვს თუ არა წნევა თან არის ეს საშიში ?

Posted by: SandroFloyd 28 Jan 2020, 19:49
ბნ-ო ზვიად გამარჯობა.

გავიკეთე დატვირთვის ტესტი. ჯერ სანამ დაიწყებოდა პროცესურა. 20 წუთი მაწყნარებდნენ

ამ დაკვნით გავნაგრძო კარდიოლოგებთან სიარული თუ მივმართო ფსიქიატრს? ჰოლტერიც ეკგც და ექოც ნორმაშია

მადლობა

Posted by: zviadcardio 28 Jan 2020, 20:27
Solo999
მადლობა, წარმატებები

Oldmak888
პერიოდულად გაიზომეთ. არა დღეში სამჯერ მაგრამ კვირაში 3-4ჯერ.
თუ 140ზე მეტი წნევა გიფიქსირდებათ მკვეთრად შეზღუდეთ მარილი/მლაშე საკვები, აკრძალეთ მინერალური წყალი, იარეთ ფეხით

SandroFloyd
ეს ნორმალური ტესტია.
ჩივილების მოსაგვარებლად უმჯობესია თუ ფსიქო-ნევროლოგს ან ნევროლოგს მიმართავთ
საშიში არაფერია

Posted by: SandroFloyd 28 Jan 2020, 20:39
მადობა ბნ-ო ზვიად მაინც დავაზუსტებ მარტო 4 ფაზა ვირბინე ძალიან ვინერვიულე და ექიმმა შწაჩერა არ გინდა შენ არაფერიო ფსიქოლოგთან მიდიო. ბოლომდე რო არ ვირბინე სხვა ფაზებიც რამე მონაცემები ხომ არ იკარგება ამით?

უღრმესი მადლობა.

ამ
მონაცემებით ცურვა თუ შეიძლება?

დიდი დიდი მადლობა

Posted by: zviadcardio 28 Jan 2020, 22:26
SandroFloyd
არა, ეს ნორმალური ტესტია.

QUOTE
მონაცემებით ცურვა თუ შეიძლება?

ცურვაც შეიძლება და კოსმოსში გაფრენაც smile.gif

Posted by: SandroFloyd 28 Jan 2020, 22:47
* * *
დიახ, 8 წუტი ვირბინე 160ზე ავიდა პულსი და თავბრუდამეხვა ისე ვინერვიულე ცვლილებები არ იყო არაფერი მაგ დროს

მემგონი ემი ტვინი მართლა კოსმოსში დაფრინავს

Posted by: Oldmak888 28 Jan 2020, 23:26
zviadcardio
ვფიქრობ დროებით უმარილო საკვებზე ხომარგადავიდე,მაგრამ ვერგადამიწყვეტია ანუ წიწიბურა,გერკულესი და პარკოსნებზე ?
ბატონო ზვიად მეგობარია,რომელიც ნიორს ყლაპავს თითო კბილს ყოველდღე,მეუბნება,რომ ძალიან მაგარი არის გულსისხლძარღვთა სისტემისთვისო,მირჩია ლიმონი და ნიორი გახეხილი ერთად თაფლში ყოველდღე ერთი სუფრის კოვზი უზმოზე და არვიცი მსგავსი რამის გამოყენება შეიძლება ? თან ომეგა სამს ვსვამ ყოველდღე 1000 მილიგრამიანს ტეტესეპტს და რამე დისფუნქცია ხომარიქნება ?

Posted by: nnn_lll 29 Jan 2020, 02:44
Oldmak888
ვაიმე, რა საოცარ კითხვებს სვამ სულ biggrin.gif
ბოდიში

ნიორმა რა ლიმონმა რა უნდა გიქნას დაფიქრდი აბა
ან თევზის ქონს რომ ყლაპავ ყოველდღე, მაგას ნიორი და ლიმონი რომ შეერევა რა მოგივა, ერთი კოვზი ძმარიც დაამატე და კარგად დაგიჭერს კუჭს
biggrin.gif


......
ისე, ახლა შექმნეს ახალი, თევზის ქონზე დამზადებული მედიკამენტი სახელად vascepa, სადღაც 30 პროცენტამდე ამცირებს კარდიოვასკულარულ რისკს მაღალი ტრიგლიცერიდების მქონე პაციენტებში.
ეს რატომ არ შემოდის საქართველოში ვერ ვხვდები, მით უმეტეს FDA-მ უფლება მისცა ფართო გამოყენებაზე რომ ჩაუშვან
ჩვენთან ყველაფერი 10 წლის დაგვიანებით რატომ უნდა აღწევდეს... smile.gif

zviadcardio
ერთი შეკითხვით შეგაწუხებთ
ე.ი. ათეროსკლეროზის ეს ახალი მედიკამენტები სახელად რეპათა და პრალუენტი აკა ფი-სი-ეს-ქეი-9-ს ინჰიბიტორები (ძაან ძვირები რომ ღირს) მე ვფიქრობდი გაიაფდეს ცოტათქო და მერე დავამატებ ჩემს წამლებს და ასე ჩამოვწევ ქოლესტერინს 55-ზე ქვემოთთქო. აღმოჩნდა, რომ ეს წამლები არ აპირებს გაიფებას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არის მონოკლონური ანტისხეულები, შესაბამისად, როგორც წესი კატასტროფული ფასი...

ახლა კიდევ შექმნეს ახალი PCSK9 -ს წამალი ოღონდ არა მონოკლონური ანტისხეული, არამედ small interfering RNA სახელად INCLISIRAN, ბრიტანეთში დაიწყეს უკვე ადამიანებზე გატესტვა და ჯერჯერობიტ საკმაოდ კარგი შედეგები აქვს უსაფრთხოობის მხრივ. 6 თვეში ერთხელ იკეთებ და ქოლესტერინი 50-60 პროცენტით მცირდება ამ ხნის განმავლობაში (შთამბეჭდავია)
ეს small interfering RNA რა ტიპის მედიკამენტი შეიძლება იყოს, თუ არ შეწუხდებით მოკლედ რომ გამარკვიოთ, ისეთივე რთული დასამზადებელია როგორც მონოკლონური ანტისხეულები? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ მაინტერესებს should I count on it or not, ტყუილად ხომ არ ველოდები ამასაც?!
არადა იმ მონოლლონური ანტისხეულების კეთება უბრალოდ არ ღირს ისეთი კატასტროფა ფასია 14000 დოლარი წელიწადში...
სანამ რამე ახალზე მიმიწვდება ხელი ხან ლივაზოთი+ეზეტიმიბი და ხან როზულიპი პლუსით მაქვს 70დან 85 მდე მერყევი ლდლ, მაგრამ ეს მაინც არაა ოპტიმალური ჩემთვის 55-ზე ქვემოთ, ან როგორ მინიმუმ 70 ქვემოთ უნდა იყოს, რომ მყარი იმედი გქონდეს დაავადების დასტაბულურებისო. :/

Posted by: Oldmak888 29 Jan 2020, 09:20
nnn_lll
რავი მოკლედ მეგობარი სვამს მაგას მაგ ნიორს და ლიმონს თაფლში ჰოდა რავი მაგან მითხრა კარგიაო,მაგრამ რამდენად კაია ეგარვიცი მართლა შეიძლება თუ არა მიღება,ჰო ბაზარი არაა ბანალურ კითხვებს ვსვამ biggrin.gif

Posted by: zviadcardio 29 Jan 2020, 20:17
Oldmak888
ამ პროდუქტების მიღებას აქვს თუ არა რეალური სამკურნალო დადებითი ეფექტი არავინ იცის, ამიტომ მე ვერ გირჩევთ.

nnn_lll
იმედისმომცემად გამოიყურება.
თუმცა ჯერ მაინც ექსპერიმენტულ წამლად ითვლება და საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.
<70 ლდლ მიუღწეველი არ უნდა იყოს.
ვფიქრობ უმჯობესია ცოტა ხანი აცადოთ ამ წამლებს, ფასიც დარეგულირდება და საკმარისი მტკიცებულებებიც დაგროვდება.
სცადეთ 4მგ ლივაზოს და 10 მგ ეზეტიმიბის (უცხოეთიდან უნდა ჩამოიტანოთ) კომბინაცია
სათანადო ღვიძლის კონტროლით და დიეტური რეკომენდაციებით, რაც თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს.


Posted by: Shredinger 29 Jan 2020, 21:19
zviadcardio
გამარჯობათ. ექსტრასისტოლური არითმია მქონდა შეგახსენებთ თუ არ გახსოვთ და ჰოლტერის 24 საათიანზე მიხედვით პარასიმპათიკურ და სიმპათიკურ ნერვულ სისტემას შორის თანაფარდობის დარღვევა მქონდა თუ რაღაც ესეთი და ნევროლოგის კონსულტანცია დამინიშნა.გულზე პრობლემა არ გაქვსო smile.gif ნუ ეს თქვენც მითხარით და დაწყნარებული ვარ არაფერი მაწუხებს.

ვსვავ როგორც მითხრა ბეტალოკ ზოკს 25 მგ და კოპლავიქსს, რომელიც კიდევ 1 თვე უნდა ვსვა. ყველაფერი რიგზეა, დავწყნარდი, ყავას საგრძნობლად მოვუკელი და კარგად ვარ. პრობლემა აქ არის შემდეგში:

1. ტრედმილი არ დამინიშნა(არვიცი ალბათ არიყო საჭირო)
2. არც სისხლის საერთო ანალიზი დამინიშნა
3. გულის ექოსკოპია არ დაუნიშნია

1 კვირის წინ გრიპი მქონდა 40 სიცხიანი ვიყავი. ავადმყოფობის პერიოდში ოჯახის ექიმმა გამიკეთა საერთო სისხლის ანალიზი და აქ გამოჩნდა რომ რაღაც მაჩვენებლები ნორმაში არ მაქ და შეიძლება რომ ეს ნორმაში არ მყოფი მაჩვენებლები გულზე მოქმედებდეს? ცოტა ანთება მქონდა და ანტიბიოტიკებით გამოვკეთდი

user posted image

user posted image

და ეს ქვემოთები უკვე კარდიოლოგის დანიშნულია ნორმაშია ყველაფერი მაგრამ მაინც დავდებ smile.gif

user posted image

user posted image

user posted image

user posted image


მე სისხლის საერთო ანალიზის პასუხები მადარდებს ცოტა, ოჯახის ექიმს არაფერი უთქვამს ამ ანალიზებზე.
რას მირჩევთ? რამე სერიოზულია?

Posted by: nnn_lll 29 Jan 2020, 22:05
zviadcardio
QUOTE
იმედისმომცემად გამოიყურება.
თუმცა ჯერ მაინც ექსპერიმენტულ წამლად ითვლება და საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.
<70 ლდლ მიუღწეველი არ უნდა იყოს.
ვფიქრობ უმჯობესია ცოტა ხანი აცადოთ ამ წამლებს, ფასიც დარეგულირდება და საკმარისი მტკიცებულებებიც დაგროვდება.
სცადეთ 4მგ ლივაზოს და 10 მგ ეზეტიმიბის (უცხოეთიდან უნდა ჩამოიტანოთ) კომბინაცია
სათანადო ღვიძლის კონტროლით და დიეტური რეკომენდაციებით, რაც თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს.

თვენახევარია
როზუსვასტატინი+ეზეტიმიბი 10/10 ამას ვსვამ ახლა, და ლდლ 75 ზე ჩამოვიდა, მაგრამ ეს 55 მიუწეველ ტარგეტად იქცა მერვე თვეა უკვე.
ძალიან მეშინია კიდევ სტენტი არ დამჭირდეს, ან საერთოდ ახალი შევიწროვებები არ გაჩნდეს sad.gif
QUOTE
ვფიქრობ უმჯობესია ცოტა ხანი აცადოთ ამ წამლებს, ფასიც დარეგულირდება და საკმარისი მტკიცებულებებიც დაგროვდება.

ანუ, თვალის მიდევნება ღირს, მაგის იმედი მაქვს მეც.
მადლობა პასუხისთვის!

Posted by: zviadcardio 29 Jan 2020, 22:55
Shredinger
მაგ სისხლის საერთოში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება.
ექოკარდიოსკოპია გაიკეთეთ როცა შეძლებთ.



nnn_lll
20/10-ზე დალიეთ. დალიეთ და 3 თვეში იქნება სამიზნე ნიშნულზე. თუ არა და 4მგ ლივაზო + 10მგ ეზეტიმიბი
QUOTE
ძალიან მეშინია კიდევ სტენტი არ დამჭირდეს, ან საერთოდ ახალი შევიწროვებები არ გაჩნდეს

არა, არ არის 75 ისეთი ნიშნული რომ ამის გეშინოდეთ, მშვიდად გააგრძელეთ მკურნალობა

Posted by: nnn_lll 29 Jan 2020, 22:57
QUOTE
20/10-ზე დალიეთ. დალიეთ და 3 თვეში იქნება სამიზნე ნიშნულზე. თუ არა და 4მგ ლივაზო + 10მგ ეზეტიმიბი

ამას ვაპირებ ზუსტად 1 თვეში და ვნახოთ რა იქნება, ღვიძლმა ფრენა თუ არ დაიწყო კარგი იქნება biggrin.gif

Posted by: Sean 30 Jan 2020, 15:49
zviadcardio
ნახევარ ბეტალოკ ზოკზე გადავედი მარა ხანდახან ისე მიჩქარდება დღის გაბნმავლობაში რომ 10-იან ანაპრილინს ვიდებ ხოლმე, ეს ანაპრილინი კიდე ძალიან მიდგებს ქვემოთ
ალბათ სხვადასხვა წამლის არევა არაა ხო კარგი, და ისევ ჯობია ბეტალოკ ზოკი დავლიო 25 მგ ხო?

Posted by: SandroFloyd 30 Jan 2020, 18:47
ბნ-ო ზვიად გამარჯობა!

ბოდიშით კიდევ მიწევს კიტხვის დასმა.

1 თვუს წინ გავიკეთე დ დიმერის ანალიზი და პასუხში ეწერა <150 მკგ/ლ ანუ <0,15 მიცგ/მლ ნორმა <500მდე(0,5)

დღეს ისევ გავიკეთე სხვა ლაბორატორიაში და ახლა აჩვენა 0,02 მიცგ/ლ ანუ 20 მკგ/ლ და შეიძლება ესე ერთ თვეში შეცვლილიყო? ან ესეთი დაბალი მაჩვენებელი საშიში ხომ არ არის? მადლობა და უკაცრავათ

Posted by: zviadcardio 30 Jan 2020, 23:35
Sean
როცა პაციენტი ამბობს რომ 10მგ (სათამაშო დოზაა) ანაპრილილინი პულსს უგდებს პროფესიონალისთვის ეს 2 რამეს ნიშნავს:
1. ან რეალურად აჩქარებული არ არის და ისეთ დროს იღებს ანაპრილინს
2. ან არ უგდებს და ჰგონია რომ უგდებს
ეს ორივე კი ნიშნავს რომ პაციენტი ემოციურია და ანაპრილინით ეს პრობლემა არ მოგვარდება
მინდა რომ ამ საკითხზე რეალურად შეხედოთ, სწორად მოახდინოთ პრობლემის იდენტიფიცირება, დაარქვათ სახელი და მიხედოთ.
სხვაგვარად წრეზე ვივლით
როცა აგიჩქარდებათ დაითვალეთ პულსი, რას ეძახით აჩქარებას, მართლა აჩქარებულია კი? თუ მართლაც აჩქარებულია დაისვენეთ 5 წთ, მიიღეთ მსუბუქი დამამშვიდებელი და თუ არ დაწყნარდა შემდეგ მიიღეთ ანაპრილინი.
თუ რეალურად დამამშვიდებელზე იხსნება - ნევროლოგს (ან ფსიქონევროლოგს) უნდა მიმართოთ

SandroFloyd
დი დაიმერზე პაციენტებს არასწორი წარმოდგენა აქვთ.
პაციენტების 80% არასათანადო მიზნით იზომავს ამას საქართველოში.
მას უკიდურესად ლიმიტირებული სადიაგნოსტიკო ღირებულება აქვს.
ექიმის რეკომენდაციის გარეშე ნუ გაიზომავთ
QUOTE
ესეთი დაბალი მაჩვენებელი საშიში ხომ არ არის?

არა რა თქმა უნდა, საშიში არაფერია

Posted by: chitiashvili 31 Jan 2020, 19:23
გამარჯობა ვარ 22 წლის ბიჭი, არ ვიცი სწორი განყოფილება ვერ ვიპოვე და სწორად ვწერ თუ არა, ორი დღეა დამეწყო თვალის გატრიალებაზე უცბათ თავბრუ მეხვევა ანუ მთლად თავბრუსხვევაც არარის უსიამოვნო შეგრძნება მაქვს რაღაცნაირი. ძლიერი დეპრესია მქონდა დავამთავრე ციპრალექსის დალევა სადღაც 1 კვირის წინ. ძაან შემაწუხებელია შუქი ნათებაც არმსიამოვნებს, ოდნავ კონცენტრაციაც მიჭირს სიარულის დროს და სისუსტეც მაქვს. რა ვქნა ? წნევა გავისინჯე ნორმაში მაქვს, პულსი მაქვს ცოტა მაღალი 95-100 ეს ორი დღეა

Posted by: zviadcardio 31 Jan 2020, 23:41
chitiashvili
სალამი.
ეს თავბრუ უდიდესი ალბათობით ნევროლოგიური მიზეზითაა გამოწვეული.
წნევა იკონტროლეთ რათა დარწმუნდეთ რომ ნორმალურია. თუ დაბალია სითხე მიიღეთ საკმარისი რაოდენობით.
სხვა შემთხვევაში ნევროლოგს უნდა მიმართოთ

Posted by: chitiashvili 1 Feb 2020, 21:52
QUOTE (zviadcardio @ 31 Jan 2020, 23:41 )
chitiashvili
სალამი.
ეს თავბრუ უდიდესი ალბათობით ნევროლოგიური მიზეზითაა გამოწვეული.
წნევა იკონტროლეთ რათა დარწმუნდეთ რომ ნორმალურია. თუ დაბალია სითხე მიიღეთ საკმარისი რაოდენობით.
სხვა შემთხვევაში ნევროლოგს უნდა მიმართოთ

მადლობამადლობა
________________________________________

Posted by: Shredinger 4 Feb 2020, 16:19
zviadcardio
გამარჯობათ. კოპლავიქსს ვიღებ(70მგ/100მგ) დღეში ერთხელ სადღაც უკვე 1 თვეზე ცოტა მეტია. ამასთან ერთად ვიღებ იმუნოპეა C (ოჯახის ექიმმა დამინიშნა იმუნიტეტის გასაძლიერებლად) - ამას სადღაც 1 კვირაზე ცოტა მეტი. შევამჩნიე რომ დამეწყო კანის ქავილი სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. ერთგან კანის ქავილი სადღაც 1-2 საათი გრძელდება, მერე ქრება და სხვა ადგილას მეწყება ქავილი, მაგალითად მკერდის არეში მერე ქრება და ა.შ ქავილის ადგილას სიწითლე მაქ მარა მერე ქრება და ა.შ

1) ინტერნეტში წავიკითხე რომ კოპლავიქსს ამის გამოწვევა შეუძლია და მართლა ეგრეა? რას მირჩევთ?
2) კარდიოლოგმა კოპლავიქსი კიდევ გამიგრძელა 1 თვე(თებერვლის ბოლოს ვამთავრებ) და რა საჭიროა ვერ ვხვდები. თუ ექსტრაასისტოლური არითმია ნერვოზის და ემოციების ბრალია კოპლავიქსი რას წყვეტს smile.gif
3) კოპლავიქსის შეწყვეტა არ შეიძლება? ფსიქოლოგიურად ძაან მოქმედებს წამლები. მგონია რო უარესს მიზამენ და ვითრგუნები უფრო.

P.S ბეტალოკ ზოკი 25 მგ ვსვავდი მთელი იანვარი და ახლა აღარ ვსვამ, ექიმმა მითხრა აღარ გინდაო.

Posted by: zviadcardio 4 Feb 2020, 22:59
Shredinger
თუ მარტო ექსტრასისტოლიის გამო იღებთ კო პლავიქსს - ეს ძალიან საჭირო არ არის და შეიძლება შეწყვეტა.
უბრალოდ დაურეკეთ ექიმს და შეუთანხმდით. კიდევ არ იყოს რამე მიზეზი რის გამოც დაგინიშნათ.
თუ მხოლოდ ექსტრასისტოლური არითმიაა მიზეზი - შეწყვეტა შეიძლება

Posted by: Babibi 5 Feb 2020, 00:02
მოგესალმებით, მაინტერესებს გულის ფრიალის შეგრძნება რომ გაქვს, ანუ გული ცუდად გაქვს გულის წნევა მაღალია 90 ან 100 , პულსი კი ნორმალურია, გულის ბრალი უფრო შეიძლება იყოს თუ ნევროზის

Posted by: AnneSh 5 Feb 2020, 18:30
კარგი საავადმყოფო მირჩიოთ იქნებ, არ ვიცი სად ვიკითხო და იმედია მთლად არასწორ ადგილასაც არ ვითხოვ დახმარებას
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოს კარდიოლოგიურ რეანიმაციაში ვართ ამჟამად, მაგრამ თითქოს არ ვარ კმაყოფილი აქაურობით
რაღაცები გართულდა თან და მინდა საუკეთესო საავადმყოფოში გადავიდეთ

Posted by: zviadcardio 6 Feb 2020, 20:36
Babibi
დიდი ალბათობით ემოციების.
გაესაუბრეთ ნევროლოგს და მკვეთრად შეზღუდეთ სუფრის მარილი

AnneSh
სამწუხაროდ ეს ასე მარტივად არ ხდება.
სხვა კლინიკაში თქვენი ინიციატივით გადასვლით შესაძლოა აღარ დაგიფინანსდეთ სხვა კლინიკაში მკურნალობა. ამიტიმ გთხოვთ ადგილზე გაესაუბროთ ექიმს და ღიად აცნობოთ რაც არ მოგწონთ. კარგი ექიმები მუშაობენ ამ კლინიკაში და მოგეხმარებიან.

Posted by: bugzy 7 Feb 2020, 10:50
გამარჯობა.

უძილობა მაწუხებს და ხშირად ღამის 3-4 საათამდე ვერ ვიძინებ მოსაწესრიგებლად მინდა მელატონინის მიღება პაროქსიზმი მაქვს და მაინტერესებს რამდენად შეიძლება ამ საძილე საშუალების მიღება ამ შემთხვევაში.

Posted by: SandroFloyd 7 Feb 2020, 13:55
გამარჯობა ბნ-ო ზვიად. პირველ რიგში მადლობა მინდა მოგიხადოთ ამ სიკეთისთვის რასაც თქვენ აკეთებთ.

გავიკეთე კოაგულოგრამის ანალიზი ჩემით ვთხოვე ექიმს გავეშვი გამოკვლევაზე და პასუხებია ასეთი: პოთრომბინის დრო-11.10, პოთრომბინის ინდექსი- 104%, INR-0,96, aPTT-25.40 წამი, თრომბინის დრო- 16.40, ფიბრინოგენის კონცენტრაცია- 3.5, დ დიმერი-0,02.

ხომ ვერ მეტყვით სანამ მივალ ექიმთან რაიმე საგანგაშო ხომ არ არის? ან ამ მონაცემებით არის თრომბოებოლიია საშიშროება?

მადლობაuser posted image
* * *
ხვალ კიდევ ვაპირებ კოაგულოგრამის გადამოწმებას, უბრალოდ გუშინ დავლიე კარდუომაგნილი 75-იანის ნახევარი აბი და ხომ ვერ მეტყვით რამდენ დღეში შეიძლება გაკეთება ანალიზის სწორი შედეგი რომ აჩვენოს?

Posted by: zviadcardio 7 Feb 2020, 20:44
bugzy
პაროქსიზმის გამო არ გეკრძალებათ მელატონინის შემცველი პრეპარატის მიღება

SandroFloyd
საშიში არაფერია.

ნახევარი კარდიომაგნილის ერთჯერადი მიღება პრინციპულად არაფერს შეცვლის. ასე რომ როცა გსურთ მაშინ აიღეთ ანალიზი

Posted by: FDA 8 Feb 2020, 11:25
zviadcardio
პირველ რიგში დიდი მადლობა რომ ხალხს უანგაროდ ემსახურებით
ახლა ჩემი პრობლემა არის ის რომ როცა წნევა 200 და მეტი მაქვს მაშინ ვგრძნობ თავს კარგად და ნორმალურად, ეს ალბათ იმის შედეგია რომ ჩემი სხეული მიჩვეულია ამას წლების განმავლობაში მაგრამ ვიცი რა რომ ეს ერთ დღეს ცუდად შეიძლება დამთავრდეს, დავიწყე წამლის მიღება(ენაპ ჰ. კაპტოპრილიც იგივე დამარეგულერელია ხომ? ეს ბოლო სწრაფად აგდებს წნევას და ვფიქრობ ამაზე გადავიდე...?) მაგრამ ჩემი პრობლემა და თან ძალიან დიდი არის ის რომ როგორც კი წნევა 140 ზე და უფრო დაბ₾ლა ჩამოდის აი მაშინ ვარ ცუდად; ვვარდები, ძალა მეცლება, არაფრის თავი აღარ მაქვს და ძილად ვეცემი. მოკლედ, მთელ დროს ბრძოლაში ვარ მაღალ წევასთან თუ ნორმალურ(დაბალს ვეძახი, თორემ 130-140 რა დაბალია?!) წნევასთან.
გულის წნევა მაქვს მუდმივად 90-100, წამლის მიღეების მერე 85

რას მირჩევდით?
მადლობა


პ.ს.ერთმა ადამიანმა მირჩია და მინდა ყველამ იცოდეთ როცა გულის წნევა მაღალია ლიმონი გაჭერით წაისვით სადაც პულსი ცემს, ეს ძალიან ძლიერად მოქმედებს და უცბად აგდებს გაითვალისწინეთ
* * *
პ.ს. ცხელი(50გრ.) წყლის სმა უწამლოდ აგდებს წნევას, ალბათ იცით ეს და 1-2 თვე გადავაგდე კიდეც +200 წნევით წამალი მაგრამ ამას უნდა მიყვე და დრეში 3-4 ჯერ სვა(რამოდენიმე სთ(3-4სთ) მოქმედებს ეს , ხშირად მავიწყდებოდა და ვინაიდან ასე მაღალი წნევა მაქვს დავანებე თავი ექსპერიმენტებს, არ ვარ ორგანიზებული ადამიანი რომ წესად მქონდეს ბოლომდე მივყვე რეგულაციებს, ასე რომ თავს ნუ ჩაიგდებთ საფრთხეში როცა 200წნევა გაქვთ
* * *
ცხელი წყალი ანუ 50 გრადუსზე ქვემოთ არ უნდა იყოს. ცხელი რასაც ქვია. დიდი ჭიქა /300-400მლგ/

Posted by: zviadcardio 8 Feb 2020, 16:59
FDA
არაფრის smile.gif
უნდა ითქვას, რომ ლიმონი და ცხელი წყალი თქვენს პრობლემას ნამდვილად ვერ მოაგვარებს.
ის რომ 200 წნევა არ გაწუხებთ სამწუხაროდ კარგი არ არის. ამ დროს მაღალია რისკი.
ითვლება რომ 140-ს ზემოთ ყოველი 20 ერთეულით წნევის მატება აორმაგებს ინსულტის რისკს.
რადგან 140-ზე თავს ცუდად გრძნობთ (ესეც ახსნადია - თქვენი ორგანიზმი ადაპტირებულია მაღალ წნევასთან), თქვენთან მკურნალობის სტრატეგია უნდა იყოს შემდეგი:
პირველ ეტაპზე სამიზნე წნევად უნდა დავისახოთ 160-170 და ამ ნიშნულზე ჩამოვწიოთ წნევა. დაახლოებით 1 თვის შემდეგ (როცა როგანიზმი ადაპტირდება ახალ ნიშნულთან), უნდა დავისახოთ საბოლოო მიზანზე ჩამოწევა ანუ 140-მდე.
ამისთვის საჭიროა კარდიოლოგთან ვიზიტი და მედიკამენტების სწორად შერჩევა (აუცილებელია)
დამატებითი რეკომენდაციები:
სუფრის მარილის და მლაშე საკვების მკვეთრი შეზღუდვა
მინერალური წყლის აკრძალვა
ფეხით სიარული
წონაში კლება (საჭიროებისამებრ)
თამბაქო-ალკოჰოლის აკრძალვა


Posted by: FDA 8 Feb 2020, 22:36
zviadcardio
დიდი მადლობა ბატონო ზვიად.
წამლებს არ ვარ შეჩვეული და როგორც კი ნახევარ აბ ენაპ ჰ (ან კაპტოპრილს) ვსვავ 200წნევა ჩამომდის 140ზე, ანუ ეს მიღწეულია. ანუ, ამ პროცესს გადავლახავ ხო მკვდარი რომ ვხდები დაბალ წნევაზე. მაშინ გავუძლებ smile.gif
წონაში ნორმალურად ვარ smile.gif
თამბაქო ცხოვრებაში არ მომიწევია სუნზეც კი ცუდად ვარ, არც ალკოჰოლს ვეტანები.
ჯიშში გვაქვს მაღალი წნევები (მამა-პაპა ამით/გულით გარდაცვლილი)
რაც შეეხება მარილს, ყველაფერს შეველევი და ამას ვერა sad.gif მირჩევნია სულაც არ ვჭამო თუ გემო არ აქვს როგორ ვჭამო, ძან ბევრსაც არ ვჭამ smile.gif ცოტა მეტს.
ისე დღეში 7გრ ზომა, ანუ ჩაის კოვზი და მასე ვჭამ სავარაუდოდ

აუცილებლად მინდა მოვიდე თქვენთან რომ ჩამოვალ, სხვა პრობლემაც მაქვს გულზე. მადლობა

Posted by: zviadcardio 8 Feb 2020, 22:42
FDA
აუცილებლად ჩემთან მოსვლა საჭირო არ არის, მითუფრო რომ 2 თვიანი რიგია. მთავარია კარდიოლოგთან მიბრძანდეთ.
გადაამოწმეთ წნევის აპარატი (ანუ სხვისი აპარატითაც გაიზომეთ), ძალიან იშვიათია რომ ნახევარმა აბმა ენაპ-H მა 60-ერთეულით დაწიოს წნევა.
დაიწყეთ თუნდაც ამ პრეპარატის რეგულარული მიღება (ვიდრე ექიმთან მიხვალთ), თუნდაც მეოთხედის ან ნახევრის და დააკვირდით შედეგს.
წარმატებებს გისურვებთ

Posted by: FDA 9 Feb 2020, 14:26
zviadcardio
მადლობა, ჩემი ორგანიზმი წამლებს არაა შეჩვეული ალბატ ამიტომ
და თავზე რომ ელვა გადამდის (უკვე ორივე თვალზეც, ეს არის ნამდვილი ელვა ცაზე რომ ხედავთ, ზუსტად ეგეთი)შეიძლება რომ ინსულტის ნიშნები იყოს? მადლობა

Posted by: zviadcardio 9 Feb 2020, 14:55
FDA
არასპეციფიკური ჩივილია, შეიძლება ეს შეგრძნება წნევის ცვალებადობის ბრალი იყოს.
წაყევით ზემოაღნიშნულ რეკომენდაციებს და ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება

Posted by: nnn_lll 10 Feb 2020, 02:09
zviadcardio
გამარჯობა, კარგ დროს შემოვედი, მეც უძილობის პრობლემა მაწუხებს sad.gif
(კაცი - 27 წლის
9 თვის წინ გადატანილი მწვავე ინფარქტი, 1 სტენტი.
ვიღებ მედიკამენტებს:
კონკორი 2.5 მგ,
როზულიპ პლუსი 10/10
კარდიომაგნილი 75 მგ
პლავიქსი 75მგ)

მელატონინზე წავიკითხე ბუნებრივი ძილის გამომწვევია და უსაფრთხოაო, ვიყიდე კიდეც,
მაგრამ, აი ზემოთ რაც დავწერე ეგ წამლები მაფიქრებს (სისხლის გამათხელებლებთან შედისო რეაქციაში), ჩემთვის რამდენად შეიძლება ამ წამლებთან ერთად მელატონინის მიღება დღეში ერთხელ ერთი კაფსულის?
ატარაქსს ვიღებ ხოლმე ხანდახან და ვიცი რომ ეს არაა მთლად უსაფრთხო წამალი.

Posted by: Shredinger 10 Feb 2020, 12:45
zviadcardio
გამარჯობათ. მთლად გულს არ ეხება მაგრამ ამ განყოფილებაში მგონი ერთადერთი ექიმი თქვეთ ხართ და იქნებ იცოდეთ.
მინდა ჯამრთელობის მხრივ აბსოლიტურად ყველაფრის შემოწმება თავიდან ბოლომდე. დაახლოებით როგორც ცნობილ ფეხბურთელებს უტარებენ ფიზიკურ ტესტირებებს.
რა ქვია ასეთ ტესტირებას და სად აკეთებენ? ოღონდ ხარისხიანად. თანხას არ აქვს დიდი მნიშვნელობა.


Posted by: Sean 10 Feb 2020, 16:21
nnn_lll
27 წლის კაცი რამ მიგიყვანა ინფარქტამდე? sad.gif

Posted by: nnn_lll 10 Feb 2020, 16:57
Sean
QUOTE
27 წლის კაცი რამ მიგიყვანა ინფარქტამდე?

გენეტიკამ. biggrin.gif

Posted by: zviadcardio 10 Feb 2020, 23:23
nnn_lll
იდეაში მიღება შეიძლება.
თუმცა უკეთ რომ გავარკვიოთ საკითხი მოდით დაწერეთ კონკრეტულად რომელი პრეპარატის მირება გსურთ.
მელატონინის შემცველი პრეპარატი ბევრია. გასაყიდი სახელი დაწერეთ.

Shredinger
კარდიოლოგიური კუთხით ეს კვლევები მოიცავს:
ეკგ, ექოკსარდიოსკოპია, ფიზიკური დატვირთვის ტესტი ტრედმილით, ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი
ამას ემატება კუნთოვანი სისტემის შემოწმება, მეტაბოლიზმის შესწავლა, სასუნთქი სისტემის კვლევა, სისხლის ანალიზები.
ინგლისურად ამას ასე ჰქვია medical check up for athletes
ერთ კლინიკაში რომ მიხვიდეთ და ყველაფერი გაიკეთოთ გაჭირდება.
კარდიოლოგიურ კვლევებს ყველა დიდ კლინიკაში ჩაიტარებთ. სხვა სისტემების (სასუნთქი, მეტაბოლიზმი...) მხრივ მე ბოლომდე კვალიფიციური არ ვარ და ვერც ზუსტ ჩამონათვალს გაძლევთ, ვერც მითითებას.

Posted by: Shredinger 10 Feb 2020, 23:30
zviadcardio
გაიხარეთ, ძალიან დიდი მადლობა.
გადავწყვიტე ჯამრთელი ცხოვრების წესს მივსდიო, სპორტით დავკავდე, ცურვით და ა.შ და მინდა ყოველი შემთხვევისთვის თავი დავიზღვიო და შევამოწმო ყველაფერი.

Posted by: nnn_lll 11 Feb 2020, 01:06
zviadcardio
სიდომოლი.
...............................

Posted by: zviadcardio 11 Feb 2020, 22:49
nnn_lll
შეგიძლიათ მიიღოთ 20დღე.
არანაირი პრობლემა არ იქნება

Posted by: White_Shark 11 Feb 2020, 23:30
გამარჯობათ ზვიად ..
მეგობართან ვთამაშობდი კომპიუტერს უცბად ვიგრძენი ზურგში ბეჭებში უსიამოვნო შეგრძენაბ რომელიც თანდათან ტკივილში გადაიზარდა და გულზე ვრცელდებოდა .. ღამე რომ ძაან შემაწუხა რატომღაც ვიცოდი რომ ნოშპა სპაზმებს ხსნიდა და 2 აბი დავლიე გასაკვირია და სპაზმები მოიხნა .. უცნაური შეგრძნება კი იყო თითქოს ჩასუნთქვისას უფრო მტკივდებოდა .. ესეთ რამეს კავშირი აქვს საერთოდ გულთან

Posted by: nnn_lll 12 Feb 2020, 00:04
zviadcardio
მადლობა. მივიღებ ერთს ახლა, იმედია ექნება ეფექტი smile.gif

Posted by: Sean 12 Feb 2020, 18:30
ბატონო ზვიად
გადავაკონტროლე კალიუმი და 5.2 აჩვენა 0.1-ით მეტი ნორმაზე
რა მაინტერესებს გამიგია რომ ბანანი სეიცავს კალიუმსო, დღეში სტაბილურად ორ ცალ ბანანს ვჭამ, და შეიძლება მაგას გამოეწვია ეს მატება?
ცალსახად არ არის ხო საშიში ეს მატება?
მადლობა

Posted by: zviadcardio 13 Feb 2020, 01:27
White_Shark
ეს არ გავს გულის ტკივილს.
შესაძლოს ადგილობრივი ტკივილი იყო
ნო შპა გულის ტკივილს არ ხსნის.

Sean
5.5 მდე კალიუმის მაჩვენებელი უსაფრთხოდ მიიჩნევა.

რაც შეეხება ბანანს, დიახ ბანანი და ჩირები შეიცავს კალიუმს. ეს პროდუქტი დროებით შეაჩერეთ და 14 დღეში კვლავ გაიზომეთ კალიუმი.
რამდენადაც მახსოვს კრეატინინი ნორმალური გქონდათ

Posted by: SandroFloyd 13 Feb 2020, 22:02
გამარჯობა ბნ-ო ზვიად, ბოდიშით ძალიან ბევრი კითხვა გამომივიდა ამ 1 თვის განმავლობაში, მაგრამ გაუგებრობაში ვარ.

მოკლედ 1 თვის განმავლობაში გავიკეთე 6 ექოკარდიოსკოპია სხვადასხვა კლინიკებში სადაც სხვადასხვა პასუხებს მიწერენ.
ეს ყველაფერი კი დაიწყო ერთ-ერთ კლინიკაში დასმული არაასწორე დიაგნოზით სადაც მითხრეს განდევნის ფრაქცია 45% გაქვსო იმავე დღეს წავედი ბატონ გერა ლომთათიძესთან და მითხრა განდევნის ფრაქცია 60% გაქვსო და არანაირი პათოლოგია გულზეო. მეორე დღეს ვიყავი თბილისის გულის ცენტრში და იქ მითხრეს განდევნის ფრაქცია 59% გაქვსო და დასკვნაში დამიწერეს კარედების ექოსიმკვრივე ოდნავ მომატებული, მსუბუქი მიტრალური და ტრიკუსპიდალური ნაკლოვანება. ამის შემდეგ წავედი კურაციოში და იქაც მითხრეს განდევნის ფრაქცია 60% გაქვსო და არანაირი პათოლოგიაო გერას დაუჯერეო.
1 თვის შემდეგ ავერსში გადავამოწმე და მითხრეს განდევნის ფრაქცია 60% და არანაირი პათოლოგია არ აღინიშნებაო, ხოლო მეორე დღეს ტიმ-ში მითხრეს განდევნის ფრაქცია 60% და მსუბუქად გამოხატული უკანა კარედის პროლაფსი. მიტრალური სარქველის მცირე ნაკლოვანება(+1?+4-დან) და ტრიკუსპიდალური სარქველის მცირე ნაკლოვანება +1/+4დან.
ასევე ტიმში შემომთავაზეს კორონაროგრაფიის გაკეთება რაზეც მტკიცე უარი განვაცხადე. ასე მითხრეს რომ დაწყნარდეო ვუთხარი 3 წელი გული მტკივა თქო და რომ დამშვიდდე და შენითვე დარწმუნდე რომ გულზე არაფერი გჭირსო ან კორონოროგრაფია გაიკეთე ან კტ კორონარებისო.

ცოტა დავიბენი 3 კარდიოლოგი მეუბნება ექოზე არაფერი გჭირსო და 2 დასკვნაში ასეთ რამეს მიწერს და რამე საგანგაშოა ამ დასკვნებით? ამ მიტრალური სარქველის ნაკლოვანებებით? დავიბენი ვის დავუჯერო აღარ ვიცი.

მადლობა

Posted by: zviadcardio 13 Feb 2020, 22:08
SandroFloyd
სალამი.
ჩათვალეთ რომ ეს სარქველი პრაქტიკულად ნორმალურია. მნიშვნელოვანი არაფერი ხდება.
განდევნა რომ ნორმალურია ამაში ვფიქრობ უკვე დარწმუნდით.
ექოსკოპიურად ყველაფერი რიგზეა

Posted by: SandroFloyd 13 Feb 2020, 22:11
დიდი მადლობა. ამ გულის ტკივილებს არ გამიწვევდა ალბათ. უმჯობესია ალბათ ისევ ფსიქოლოგთან დავიწყო სიარული

Posted by: nnn_lll 14 Feb 2020, 02:04
QUOTE
ასევე ტიმში შემომთავაზეს კორონაროგრაფიის გაკეთება რაზეც მტკიცე უარი განვაცხადე.

ამისი ყველას როგორ გეშინიათ, არადა მე ერთ კვირაში ორჯერ მაქვს ეგ გაკეთებული biggrin.gif
საშიშად კი გამოიყურება, მაგრამ ვაბშე არაფერი, გულში როგორ ჩავიდა კათეტერი ვერც კი ვიგრძენი, მხოლოდ ხელები მტკიოდა smile.gif

Posted by: Sean 14 Feb 2020, 11:00
zviadcardio
მადლობა გავითვალისწინებ
რა მაინტერესებს ძილის აპნოე თუ მაქვს, კარდიოგრამაზე ან ჰოლტერზე არ გამოჩნდება? კარდიოლოგი ვერ დასვამს ხო ალბათ ამ დიაგნოზს

Posted by: პეტრუჩი 15 Feb 2020, 07:53
Sean
არა არ გამოჩნდება. Შეიძლება ეჭვი მიიტანო ადამიანზე ისტორიით და ფიზიკური აღნაგობიᲗ მარა დიაგნოზს Ძილის ტესტი სჭირდება.

Posted by: Babibi 15 Feb 2020, 18:30
გამარჯობათ ბატონო ზვიად. 66წლის ქალბატონია,საკმაოდ ენერგიული,აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, სწორად იკვებება, ძალიან უფრთხილდება თავის ჯანმრთელობას. დაახლოებით წლინახევრის წინ დაემართა არითმია.ჩაიტარა ყველანაირი ანალიზი, გულის ეხოსკოპია, ყველაფერი აქვს ნორმაში.ჰოლტერზე დაუფიქსირდა 9000 პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია. დაენიშნა კონკორ კორი და კორდარონი.მოუწესრიგდა რითმი, ამის შემდეგ 2-3 ჯერ ისევ დაემართა არითმია(13000 პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია) გაციების ფონზე.ისევ კორდარონს უნიშნავდა ექიმი და კონკორკორს, ახლა ისევ დაემართა.გვაინტერესებს ამ ტიპის არითმიის სრული განკურნება შესაძლებელია? ექიმმა უთხრა რომ არ უნდა გაცივდეს, მაგრამ გაციებას ყოველთვის როგორ აიცილებს თავიდან. რას გვირჩევთ. როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა?

Posted by: zviadcardio 16 Feb 2020, 00:21
SandroFloyd
არა, გულის ტკივილს არ გამოიწვევდა


Sean
არა ამისთვის პოლისომნოგრაფიაა საჭირო

Babibi
ეს რომ მედიკამენტურად ბოლომდე განიკურნოს ამის შანსი დაბალია.
ანუ გარკვეული ფონური მედიკამენტური თერაპია დიდხანს იქნება საჭირო.
სრული განკურნებისთვის გამოიყენება აბლაცია. თუმცა აბლაცია ყოველთვის არ არის პირველი რიგის მეთოდი. გააჩნია არითმიის მორფოლოგიას, არითმიის პასუხს მედიკამენტურ თერაპიაზე, პაციენტის სურვილს (მედიკამენტური თერაპია სურს თუ აბლაცია) და ა.შ.

აუცილებელია რომ ასეთ პაციენტს მუდამ ნორმაში ჰქონდეს TSH, კალუმი და მაგნიუმი
ასევე მკურნალ ექიმთან შეთანხმებით სასურველია თუ დაგეგმავთ ფიზიკური დატვირთვის ტესტს (მედიკამენტების ფონის გარეშე).

Posted by: omari21c 16 Feb 2020, 09:15
გამარჯობა, გულმკერდის არეში მუდმივი დისკომფორტი ( უფრო დაწოლის მგავსი ხანდახან თითქოს ტკივილიც თუმცა მცირე, ძირითადათ სულ როარ გახსოვს სანამ რამეს საქმიანობ ) დაახლოებით 1 წელია ესევარ გულის დაავადების რამე წინა პირობა შეიძლება იყოს?

კარდიოგრამა და ეხო გადავიღე დაახლოებით 15-16 თვის წინ ყველაფერი წესრიგში იყო
განმეორებითი ვიზიტი საჭიროა? რაიმე ცვლილების დასაფიქსირებლად?
ან/და კარდიოგრამა და ეხო რამდენად იძლევა საფუძველს რო შემდგომი გამოკვლევები საჭირო აღარ იყოს,მადლობა დიდი

Posted by: zviadcardio 16 Feb 2020, 15:18
omari21c
დიდი ალბათობით ეს ემოციების ბრალი უნდა იყოს.
როცა დაკავებული ხართ - არ გაწუხებთ, როცა ყურადღებას აქცევთ დისკომფორტია.

კარდიოგრამა, ექოკარდიოსკოპია და ფიზიკური დატვირთვის ტესტი - ერთხელ კიდევ გაიკეთეთ მოცემული კვლევები უსაფრთხოებისთვის და მშვიდად გააგრძელეთ ცხოვრება.

Posted by: Chichiko33 18 Feb 2020, 16:16
გამარჯობა ბატონო ზვიად
ვარ 39 წლის მამაკაცი, 1 წლის წინ ნერვიულობის ნიადაგზე დამეწყო არითმიები (პულს რომ ითვლი და გამოტოვებს ) ვიყავი კარდილოგთან გავიკეთე ყვევლა გამოკვლევა, კარდიოგარმა ჰოლტერი და ეხოსკოპია ანალიზები, (დატვირთვის ტესტი არ ჩათვალა საჭიროდ).ვიყავი ენდოკრინოლოგთანაც. დამინიშნა ბეტალოკ ზოკი 50მგ და ძილის წინ ნორმოდიპინი 10მგ, თვეში 1 კვირა დღეში 2 -ჯერ პანანგინ ფორტე. ვსვამ ამ წამლებს უკვე 1 წელია ყოველ 6 თვეში დავდივარ კარდილოგთან და ვიტარებ ისევ გამოკველევებს და ამბობს რომ მნიშვნელოვანი არაფერია, ეხლაც 1 თვის წინ ვიყავი ისევ განმეორებით. დღეს დილით გაღვიძებისას მქონდა რააღაც უცნაური შეგრძნება ვერ ავღწერ ისეთი, თითქოს გული რომ უნდა წაგივიდეს არც თავბრუ მეხვეოდა და არც პულსი მქონდა აჩქარებული მაგრამ გულის ცემას ვგრძნობდი ანუ ფრიალს ვგრძნობდი მაგრამ პულსი რითმული იყო, მერე როცა ცოტა გაგრძელდა(5-10 წუთი) ალბათ შევშინდი და პულსიც ამიჩქარდა, შემდეგ თავი ხელში ავიყვანე ჩამოვჯექი და ცოტა ხანში გამიარა ყოველგვარი წამლის გარეშე. როგრო ფიქრობთ რისი ბრალი შეიძლება იყოს გამოვიკვლიო კიდე რაიმე თუ შეიძლება ნერვების ბრალი იყოს? საერთოდ ძალიან ემოციური ვარ, ეხლა დამეწყო შიში კიდე არ გამიმეოროს მეთქი და ვატყობ ისევ ისეთი არითმია მომცა დღეს 1-2ჯერ 1 წლის წინ რომ დამეწყო თუმცა მაშინ ხშირი იყო და ეხლა არა, როცა ძალიან ვფიქრობ ამაზე მაშინ შვება. დაძინაბემადე რაღაც ცუდი ამბავი კი გავიგე მეწყინა მაგრამ არ მინერვიულებია ისე რომ ასეთი რამ გამოეწვია.

Posted by: zviadcardio 18 Feb 2020, 23:35
Chichiko33
ბოლოს განვითარებული ჩივილები გავს ემოციურს.
გთხოვთ დაწერეთ ან დადეთ ბოლო ჰოლტერის დასკვნა.
ამის გარდა დატვირთვის ტესტს თუ გაიკეთებთ არ იქნება ურიგო. კარდიოლოგთან შეთანხმებით ბეტალოკ-ზოკი უნდა შეჩერდეს და შემდეგ დაიგეგემოს დატვირთვის ტესტი.

Posted by: Chichiko33 19 Feb 2020, 00:27
user posted imageბატონო ზვიად ბოლო ჰოლტერი ვერ ვნახე მაგრამ პირველი ჰოლტერი ასეთია მაგრამ ზუსტად ახალშიც დასკვნა იგივე წერია. აქვე ვდებ ეხოს დასკვნასაც. დიდი მადლობა პასუხისთვის. დატვირთვის ტესტს გავიკეთებ მაგრამ ამ ქალაქში არ მინდა გავიკეთო თბილსში მირჩევნია და ძალიან საჩქაროა?user posted image

Posted by: masandra 19 Feb 2020, 20:06
zviadcardio
გამარჯობათ კარონაგრაფია სად გავაკეთებინო მამაჩემს? 77 წლისაა და მაინტერესებს რაღირს და ახალი წესებით თუ ფინანსდება საზელმწიფოსაგან?
* * *
user posted image ესეც ნახეთ თუ შეიძლება

Posted by: zviadcardio 19 Feb 2020, 22:13
Chichiko33
აქ ნორმალური მონაცემებია.
დატვირთვა საჩქარო არ არის.
დიდი ალბათობით პრაქტიკულად ჯანმრთელი ხართ

masandra
სხვადასხვა კლინიკებში 750-1000ლ ფარგლებში მერყეობს კორონაროგრაფიის ფასი.
საყოველთაოსგან მხოლოდ კორონაროგრაფია გეგმიურად არ ფინანსდება.
მწვავე პაციენტთან ან/და პაციენტთან ვისაც კორონაროგრაფიის შემდეგ სტენტირებაც დაჭირდება და გაუკეთდება ნაწილობრივ ფინანსდება.
კარგი იქნება თუ ამ თემას უშუალოდ ამ საქმის სპეციალისტებთან (ინტერვენციულ კარდიოლოგებთან) დეტალურად განიხილავთ

Posted by: Chichiko33 19 Feb 2020, 22:42
მადლობა ბატონო ზვიად. გაიხარეთ.

Posted by: Oldmak888 19 Feb 2020, 23:08
zviadcardio
გამარჯობა ბატონო ზვიად,ხომ ვერ მეტყვით ანევრიზმას შესახებ ? ააქვს ამას სიმპტომები ან რისგან შეიძლება გაჩნდეს ? ან თუნდაც ანევრიზმის გაჩენის თავიდან ასაცილებლად რა არის საჭირო და შეიძლება თუ არა ანევრიზმის წარმოქმნა შევამციროთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით ?
* * *
omari21c
გამარჯობა მეგობარო მსგავსი პრობლემები მეც მქონდა,მაგრამ ნერვოზული ხასიათისაა,რაც უფრო ხშირად ვაქცევდი ყურადღებას მით უფრო დისკომფორტს ვგრძნობდი,მე პირადად ნერვოზს თავი დავახწიე,რაღაც მხრივ ამაში ეკლესიაც დამეხმარა,მაგრამ უფრო დატვირთვა,ვარჯიში,მუშაობა,სწავლა და რაიმე ახალის შესწავლა,შენც იგივეს გირჩევდი.

Posted by: Sean 21 Feb 2020, 15:07
zviadcardio
ვერაფრით დავძლიე ეს ძილის პრობლემა
ქრონიკულმა უძილობამ შეიძლება ინფარქტი ან ინსულტი გამოიწვიოსო გავიგე, თან ისე რომ გამოკვლევებზე არაფერი ცვლილება არ იყოს და ცალკე უძილობით ნებისმიერ წამს დადგეს ეს შედეგი
ვერაფრით დავიზღვევ თავს?

Posted by: nnn_lll 22 Feb 2020, 00:07
Sean
მე ინფარქტი რომ დამემართა 2 დღის გამოუძინებელი ვიყავი, მესამე დღე იწყებოდა უკვე smile.gif
ამის განზოგადება ცხადია, რომ არასწორი იქნება, მაგრამ ლოგიკურია რომ ხანგრძლივმა სტრესმა ტრიგერი გაუკეთოს.

Posted by: xpress-11 22 Feb 2020, 17:51
ჭვალივით მაქვს მკლავი-იღლია-მკერდის ზედა ნაწილის მონაკვეთში, აქვს მოჭერითი ხასიათი და მემართება პერიოდულად, მიშლის თავისუფალ მოძრაობაში. შეიძლება გულთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა იყოს?

Posted by: zviadcardio 22 Feb 2020, 19:18
Oldmak888
რომელ ანევრიზმას გულისხმობთ?

Sean
უძილობაზე ვერაფრით მოგეხმარებით.
უნდა გაერკვეთ რა გიშლით ხელს ამაში. ტელევიზორი, ტელეფონი, სტრესი.
დაელაპარაკოთ ექიმს, შეარჩიოთ წამალი.
ძილის წინ 15 წთ გახვიდეთ აივანზე - ჰაერზე.


xpress-11
შეიძლება - კი, შეიძლება - არა.
უსაფრთხოებისთვის საჭიროა კარდიოლოგთან მისვლა და ამ საკითხვის გარკვევა


Posted by: Sean 22 Feb 2020, 20:04
zviadcardio
ჩემს შემთხვევაში სტრესი
და მაინც ჩაგეკითხებით, ექოზე მაგალითად არ გამოჩნდება მოსალოდნელი საფრთხე? თუ შეიძლება ყველაფერი რიგზე იყოს და 2 დღეში სიტყვაზე მაინც დადგეს შეტევა

Posted by: zviadcardio 22 Feb 2020, 21:43
Sean
არა, ექოსკოპიით მოსალოდნელ საფრთხეს ვერ შეაფასებთ. ექოსკოპია იმ წუთის რეალობას აფასებს

Posted by: hershhhh 26 Feb 2020, 02:05
გამარჯობა,ბოლო რამდენიმე თვეა ძალიან მარტივად ვიღლები,ბოლო კვირები უფრო მეტად ოდნავი ფიზიკური დატვირთვისას გული საშინლად მიჩქარდება კიბეზე ასვლისასაც კი,გულზე მოსვენებულ მდგომარეობაში მაქვს დამძიმების მაგვარი შეგრძნება და ტკივილი ეტაპობრივად მცირე ხნიანი 2-5 წუთამდე,ღრმად ჩასუნთქვისასაც უსიამოვნო შეგრძნება.ცოტა ხნის წინ მქონდა არითმია რამდენიმე კვირა და გადამიარა მცირეხნიანი მკურნალობის შემდეგ.კარდიოგრამა,ფარისებრი ჯირკვალი,სისხლის საერთო ანალიზები კარგი მქონდა,ფსიქონერვულ ფონს ვაბრალებდი მაგრამ ეს დაღლა რომ დაემატა უკვე არვიცი რას დავაბრალო,რას მირჩევთ რა გამოკლვევები გავიკეთო რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?ფიზიკური დატვირთვის ტესტის გამოკლვევას ვაპირებ...

Posted by: zviadcardio 26 Feb 2020, 20:03
hershhhh
ექოკარდიოსკოპია, ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი და ფიზიკური დატვირთვის ტესტი რეკომენდებულია.
ამ კვლევებით გაირკვევა გული "მონაწილეობს" თუ არა დაღლაში

Posted by: Oldmak888 28 Feb 2020, 07:10
zviadcardio
ბატონო ზვიად თავში,რომ არის მაგ ანევრიზმას ვგულისხმობდი ანუ რისგამო ჩნდება და პრევენციის მიზნით არის თუ არა რამე რეკომენდირებული ? ან აქვს თუ არა რაიმე სიმპტომები ?

Posted by: zviadcardio 28 Feb 2020, 21:59
Oldmak888
როგორც წესი თანდაყოლილი სისხლძღარღვოვანი სისუსტის / მალფორმაციის გამო ჩნდება.
შესაძლოა სრულიად უსიმპტომო იყოს.
სრულყოფილი პრევენცია შეუძლებელია. ნაწილობრივი პრევენცია შეიძლება მოახდინოს ჯანსაღი ცხოვრების წესმა, მოწესრიგებულმა არტერიულმა წნევამ.

Posted by: Babibi 1 Mar 2020, 00:57
გამარჯობათ ბატონო ზვიად, როგორც იქნა გავიკეთე ჰოლტერი. 24 საათში დაფიქსირდა 875 პარკუჭოვანი ექსტრასისტოლა, მეორე ტიპის ექსტრასისტოლა არც ერთი.სხვა ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი.ექიმმა დამინიშნა კონკორ კორი 2 5 მგ დღეში 1 და პანანგინი კვირაში 2ჯერ.გულიდან არ მოდის ანუ გული ანატომიურად ჯანმრთელია, ეხოც გავიკეთე.თქვენი აზრი მაინტერესებს რა იწვევს პარკუჭოვან ექსტრასისტოლას.დასაშვებ ზღვარში კი იყო ეს მაჩვენებელი, მაგრამ მაინც რამდენად საშუ
იში შეიძლება იყოს მომავალში
* * *
და კიდევ წნევის 24 საათიანი მონიტორინგიც გავიკეთე და საშუალო მაჩვენებელი იყო 117/80
* * *
თქვენი აზრით ჯანსაღი ცხოვრების წესით და სწორი კვებით შესაძლოა ეს ექსტრასისტოლები საერთოდ გაქრეს? აქვე მინდა გუთხრათ, რომ ფიზიკური დატვიტთვუს ფონზე არ დაფიქსირდა არც ერთი ექსტრასისტოლა,

Posted by: temart 1 Mar 2020, 14:13
დღეს ხომ არ იცით რა ხდება,საყოველთაო დაზღვევით გულის ხარისხიანი სტენტირება კეთდება თუ ვეღარ?


რომელ კლინიკაშია საუკეთსო ტექნიკა და ექიმები?

Posted by: zviadcardio 1 Mar 2020, 14:54
Babibi
1. ექსტრასისტოლების მიზეზი გულის უჯრედების ჯგუფია, რომლებმაც "გადაწყვიტეს" დამატებით იმპულსების გამოშვება. ექოსკოპიურად ეს ცხადია არ გამოჩნდება. ის რომ ექოსკოპიურად კარგი გულია, დატვირთვაზე ექსტრასისტოლები ქრება და სულ 900მდე ექსტრასისტოლა გაქვთ ნიშნავს რომ საშიში არაფერია.

რა თქმა უნდა ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა. განსაკუთრებით არ ვარგა მოწევა, ალკოჰოლი, ენერგეტიკული სასმელი, კოფეინი.

რომც არ გაქრეს და ამ ფარგლებში შენარჩუნდეს არაფერს დაგიშავებთ.

temart
ბევრ კლინიკაშია ამის შესაძლებლობა.
უმჯობესია თუ ადგილზე გაერკვევით ფინანსურ საკითხებში რამეთუ ყველგან განსხვავებული ვითარებაა

Posted by: Babibi 1 Mar 2020, 20:33
Zviadcardio მადლობა დიდი ყოველთვის ამპმწურავი პასუხებისათვის

Posted by: Shredinger 1 Mar 2020, 23:12
zviadcardio
გამარჯობათ.

ალბათ გახსოვართ აქ ვკითხულობდი ექსტრაასიტოლებზე. მაგრამ მაინც თავიდან მოვყვები ისტორიას რო გასაგები იყოს.

ზოგადად ძალიან ემოციური ადამიანი ვარ ბავშვობიდან, ოდნავი ჯამრთელობის მხრივ პრობლემა და მაშინვე სტრესი მეწყება.
მაწუხებს შფოთვით აშლილობა. 1-2 ჯერ მქონდა პანიკური შეტევა მაგრამ რამდენჯერაც დამემართა თავს ვერევი ხოლმე.

1 წელი ვმკურნალობდი ნევროლოგთან ანტიდეპრესანტებით(ველაქსინი,ბუსპირონი). მკურნალობა რომ შევწყვიტე მერე შევამჩნიე რომ ზოგჯერ გული მთლად წესრიგში არიყო smile.gif რიტმს ტოვებდა. შემეშინდა და წავედი კარდიოლოგთან.

გავიკეთე ყველა ანალიზი კარდიოლოგმა რაც დამინიშნა. წინა თემაში დავდე ყველა ანალიზი და წესრიგში მაქვს. თქვენც დამიდასტურეთ რომ წესრიგშია და ჩემმა ექიმმაც.

რატომღაც არ დამინიშნა 2 ანალიზი:

1) ექოსკოპია
2) დატვირთვის ტესტი ტრედმილით

ამათ გარდა ყველა ანალიზი რომ გავიკეთე და ჰოლტერის პასუხიც ვაჩვენე იქ გამოჩნდა რომ ნერვოლოგიური დარღვევა მაქვს და დამინიშნა დამაწყნარებელი მცენარეული და ჯანსაღი ცხოვრების წესს მიზდიეო smile.gif მე დავწყნარდი უცებ. წამალი რაც დამინიშნა არ მიყიდია. აბსოლიტურად მშვიდად ვიყავი.

არც ექსტრასიტოლა მაწუხებდა არც არაფერი. დაჟე რამდენჯერმე ყავაც დავლიე დღეში 3-4 ჯერ და არაფერი მიგრძვნია. მშვიდად მეძინა და მშვიდად მეღვიძა. წნევასაც ვაკონტროლებდი და ზოგჯერ 120/80 ზოგჯერ 130/80 ზე. მოკლედ ესეც წესრიგში მქონდა.

შემდეგ ამ თემაში შემოვდიოდი ისე უბრალოდ და საკმაოდ ბევრჯერ გაქვთ სხვებისთვის ნათქვამი ექოსკოპია გაიკეთეთო. მე ეს ამოვიჩემე და დავიწყე ისევ ნერვიულობა და აკვიატება რომ ვაიდა ჩემს კარდიოლოგს გამორჩა რამე და ან დამიმალა და ა.შ smile.gif ხოდა დამეწყო ისევ ექსტრაასისტოლა. 1,2,3 დღე და მერე შემეშინდა.

მივედი სხვა კარდიოლოგთან და ვაჩვენე ჩემი ყველა ანალიზი და დამამშვიდა. აქ არაფერი საგანგაშო არარისო. ყველაფერი წესრიგში გაქვსო. ვუთხარი რომ ჩემმა კარდიოლოგმა ექოსკოპია არ დამინიშნათქო და მითხრა რომ რასაც აქ ვხედავო ექოსკოპიის გაკეთებას აზრი არ აქვსო, მაინც არაფერი გამოჩნდებაო და დამინიშნა 2 რამ

1) ერთ კვირიანი წნევის გაზომვა
2) სილენტექსი. დილით და საღამოს

ხოდა რახან ამ ექიმმაც მითხრა რომ წესრიგში მაქვს ყველაფერი დავწყნარდი smile.gif გული ისევ დაუბრუნდა წესივრად მუშაობას. მთელი დღე ხოშიანად ვარ smile.gif

მარა ქვეცნობიერად მაინც არ მასვენებს ის ფაქტი რო იქნებ რამე გამოეპარათ და დარღვევა მაქვს გულზე. ამაზე რო ფიქრს ვიწყებ ეგრევე რიტმის დარღვევას ვგრძნობ smile.gif

აი ბევრჯერ მინერვიულია პირად ცხოვრებაში და 5 ჯერ შეიძლება დავლიო ყავა მარა მაინც არ ვიგრძნო არითმია მარა როცა გულის პრობლემაზე ვყვები მაშინვე ვგრძნობ არითმიას.

არადა 99% დარწმუნებული ვარ ნერვოზული პრობლემები მაქ(ორივე ექიმმა ეს დამიდასტურა) და არითმიაც ამის გამოა მარა მაინც არ მასვენებს რაღაც smile.gif

რამდენად პროფესიონალურია პაციენტს რომ ეუბნები ექოსკოპია არ გაიკეთო არაა საჭიროო smile.gif

P.S ჰოლტერზე 364 ექსტრაასიტოლა გამოჩნდა 24 საათში.

რას მირჩევთ რა ვქნა? smile.gif ვუთხრა რომ ექო და ტრედმილი ჩამიტარეთთქო? smile.gif

Posted by: omari21c 2 Mar 2020, 10:00
Oldmak888

გამარჯობა, გამოკვლევები მინდა ჯერ და მერე დანარჩენი დავრწმუნდე რო ჯამრთელი ვარ smile.gif
ისე კი ყველა ეტაპზე სხვადასხვა ჩივილები მაქვს, ეხლა პატარა მერვიულობაზე ვიფლიანობ ნუ ძაან არა მაგრამ მაინც, ისე ხანდახან თითქოს სიცივეს ვიგრძნობბხოლმე ხელებზე ძირითადათ და ასე შემდეგ, მოკლედ სულ რაღაცა მჭირს სულ smile.gif) მაგრამ რაღაც დღეები არის ხოლმე გადამივლის სულ არ მაქხსოვ მერე ისევ ახლიდან და ასე შემდეგ, ძილის რეჟიმი მაქვს საშინელი, ღამე ვმუშაობ დღე მძინავს ( ისიც შუადღისით თუ ჩამეძინა ) ახლა მაგალითად ვიიზნებ მაგრამ უცებ აღმოვაჩინე რო პულსი დაბალი მაქვს ( ანუ არ ფეთქავს ისე როგორც სხვადროს ) და დემოვირბინე უცებ აქვე wink.gif) რას გაიგებ ხან ისეა ხან ასე
ეგრე იყავი შენც? სიცივის შეგრძნება კუჭის ზედა მხარეს დისკოფორტი და ამბები?

Posted by: gigi27 2 Mar 2020, 11:15
Shredinger
ჩემი აზრით არაფრის გამოკვლევა არ გინდა,უბრალოდ რაც გირჩია ექიმმა ის გააკეთე და ვსიო,ნერვოზი გაქ შენ მაგარი და ეგ აზრები მაგიტო გაქ

Posted by: temart 2 Mar 2020, 22:52
zviadcardio
QUOTE
ბევრ კლინიკაშია ამის შესაძლებლობა.
უმჯობესია თუ ადგილზე გაერკვევით ფინანსურ საკითხებში რამეთუ ყველგან განსხვავებული ვითარებაა


საყოველთაო დაზღვევა ერთნაერად არ მოქმედებს ყველგან?


Posted by: zviadcardio 3 Mar 2020, 00:02
temart
იზოლირებულად კორონაროგრაფიას თუ მწვავე შემთხვევა არ არის და თუ კორონაროგრაფიამ სტენტირება არ მოითხოვა საყოველთაო არ აფინანსებს. ყველა შემთხვევაში ადგილზე უნდა გაერკვეთ. შესაძლოა გაურკვევლობაში აღმოჩნდეთ.

Shredinger
ექსტრასისტოლიის მქონე ყველა პაციენტთან გულის ექოსკოპია სასურველია.
ახალგაზრდა სხვა მხრივ ჯანმრთელ პაციენტთან დატვირთვა აუცილებელი არ არის თუმცა ექოკარდიოსკოპია ერთხელ გასაკეთებელია.
მე დამაბრალეთ და გაიკეთეთ. დიდი ალბათობით ჯანმრთელი ხართ, მაგრამ სტანდარტი - სტანდარტია.


Babibi
არაფრის, წარმატებები

Posted by: temart 3 Mar 2020, 13:04
zviadcardio
QUOTE
ბევრ კლინიკაშია ამის შესაძლებლობა.


უკაცრავად გაწუხებ,ნაძალადევის რაიონში რომელი კლინიკაა ტექნოლოგიურად საუკეთესო კარდიოლოგიის და თავის ტვინის მკურნალობაში?



Posted by: zviadcardio 3 Mar 2020, 15:03
temart
ასეთი კლინიკა საერთოდ არ მახსენდება ნაძალადევში

Posted by: Shredinger 10 Mar 2020, 14:47
zviadcardio
QUOTE
Shredinger
ექსტრასისტოლიის მქონე ყველა პაციენტთან გულის ექოსკოპია სასურველია.
ახალგაზრდა სხვა მხრივ ჯანმრთელ პაციენტთან დატვირთვა აუცილებელი არ არის თუმცა ექოკარდიოსკოპია ერთხელ გასაკეთებელია.
მე დამაბრალეთ და გაიკეთეთ. დიდი ალბათობით ჯანმრთელი ხართ, მაგრამ სტანდარტი - სტანდარტია.

მადლობა smile.gif
გადავიღე ექოსკოპია, ყველაფერი წესრიგში გაქვსო მითხრეს ჯამრთელი გული გაქვსო. მაშინვე დავწყნარდი.

Basic რჩევებს ხოარ მოგვცემთ მაქსიმალურად ჯამრთელად რომ ვიყოთ დიდ ასაკშიც : 30,40,50 და ა.შ

Posted by: zviadcardio 10 Mar 2020, 22:55
Shredinger
ნაკლები კოფეინი
თამბაქო, მოსაწევი აკრძალეთ
ალკოჰოლი მხოლოდ მცირე რაოდენობით
ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა. დღეში მინიმუმ 30 წთ სიარული
წონა - <25 სხეულის მასის ინდექსი
მაქსიმალურად ჯანსაღი კვება


Posted by: xpress-11 11 Mar 2020, 01:25
QUOTE (Shredinger @ 1 Mar 2020, 23:12 )
zviadcardio
გამარჯობათ.

ალბათ გახსოვართ აქ ვკითხულობდი ექსტრაასიტოლებზე. მაგრამ მაინც თავიდან მოვყვები ისტორიას რო გასაგები იყოს.

ზოგადად ძალიან ემოციური ადამიანი ვარ ბავშვობიდან, ოდნავი ჯამრთელობის მხრივ პრობლემა და მაშინვე სტრესი მეწყება.
მაწუხებს შფოთვით აშლილობა. 1-2 ჯერ მქონდა პანიკური შეტევა მაგრამ რამდენჯერაც დამემართა თავს ვერევი ხოლმე.

1 წელი ვმკურნალობდი ნევროლოგთან ანტიდეპრესანტებით(ველაქსინი,ბუსპირონი). მკურნალობა რომ შევწყვიტე მერე შევამჩნიე რომ ზოგჯერ გული მთლად წესრიგში არიყო smile.gif რიტმს ტოვებდა. შემეშინდა და წავედი კარდიოლოგთან.

გავიკეთე ყველა ანალიზი კარდიოლოგმა რაც დამინიშნა. წინა თემაში დავდე ყველა ანალიზი და წესრიგში მაქვს. თქვენც დამიდასტურეთ რომ წესრიგშია და ჩემმა ექიმმაც.

რატომღაც არ დამინიშნა 2 ანალიზი:

1) ექოსკოპია
2) დატვირთვის ტესტი ტრედმილით

ამათ გარდა ყველა ანალიზი რომ გავიკეთე და ჰოლტერის პასუხიც ვაჩვენე იქ გამოჩნდა რომ ნერვოლოგიური დარღვევა მაქვს და დამინიშნა დამაწყნარებელი მცენარეული და ჯანსაღი ცხოვრების წესს მიზდიეო smile.gif მე დავწყნარდი უცებ. წამალი რაც დამინიშნა არ მიყიდია. აბსოლიტურად მშვიდად ვიყავი.

არც ექსტრასიტოლა მაწუხებდა არც არაფერი. დაჟე რამდენჯერმე ყავაც დავლიე დღეში 3-4 ჯერ და არაფერი მიგრძვნია. მშვიდად მეძინა და მშვიდად მეღვიძა. წნევასაც ვაკონტროლებდი და ზოგჯერ 120/80 ზოგჯერ 130/80 ზე. მოკლედ ესეც წესრიგში მქონდა.

შემდეგ ამ თემაში შემოვდიოდი ისე უბრალოდ და საკმაოდ ბევრჯერ გაქვთ სხვებისთვის ნათქვამი ექოსკოპია გაიკეთეთო. მე ეს ამოვიჩემე და დავიწყე ისევ ნერვიულობა და აკვიატება რომ ვაიდა ჩემს კარდიოლოგს გამორჩა რამე და ან დამიმალა და ა.შ smile.gif ხოდა დამეწყო ისევ ექსტრაასისტოლა. 1,2,3 დღე და მერე შემეშინდა.

მივედი სხვა კარდიოლოგთან და ვაჩვენე ჩემი ყველა ანალიზი და დამამშვიდა. აქ არაფერი საგანგაშო არარისო. ყველაფერი წესრიგში გაქვსო. ვუთხარი რომ ჩემმა კარდიოლოგმა ექოსკოპია არ დამინიშნათქო და მითხრა რომ რასაც აქ ვხედავო ექოსკოპიის გაკეთებას აზრი არ აქვსო, მაინც არაფერი გამოჩნდებაო და დამინიშნა 2 რამ

1) ერთ კვირიანი წნევის გაზომვა
2) სილენტექსი. დილით და საღამოს

ხოდა რახან ამ ექიმმაც მითხრა რომ წესრიგში მაქვს ყველაფერი დავწყნარდი smile.gif გული ისევ დაუბრუნდა წესივრად მუშაობას. მთელი დღე ხოშიანად ვარ smile.gif

მარა ქვეცნობიერად მაინც არ მასვენებს ის ფაქტი რო იქნებ რამე გამოეპარათ და დარღვევა მაქვს გულზე. ამაზე რო ფიქრს ვიწყებ ეგრევე რიტმის დარღვევას ვგრძნობ smile.gif

აი ბევრჯერ მინერვიულია პირად ცხოვრებაში და 5 ჯერ შეიძლება დავლიო ყავა მარა მაინც არ ვიგრძნო არითმია მარა როცა გულის პრობლემაზე ვყვები მაშინვე ვგრძნობ არითმიას.

არადა 99% დარწმუნებული ვარ ნერვოზული პრობლემები მაქ(ორივე ექიმმა ეს დამიდასტურა) და არითმიაც ამის გამოა მარა მაინც არ მასვენებს რაღაც smile.gif

რამდენად პროფესიონალურია პაციენტს რომ ეუბნები ექოსკოპია არ გაიკეთო არაა საჭიროო smile.gif

P.S ჰოლტერზე 364 ექსტრაასიტოლა გამოჩნდა 24 საათში.

რას მირჩევთ რა ვქნა? smile.gif ვუთხრა რომ ექო და ტრედმილი ჩამიტარეთთქო? smile.gif

ზუსტად იგივე იზმენა Aმკიდა კლუბურმა ნარკატამ, თითო ანალიზს 3ჯერ ვიკეთებ მარა მასე Mემართება მეც

Posted by: Sean 11 Mar 2020, 16:03
zviadcardio
ფიზიკური დატვირთვის დროს (ჩემს შემთხვევაში იოგა) პულსი რომ ხან 120-140 მდე მერყეობს ნორმალურია?

შეიძლება ნახევარი საათი ამ ინტერვალში იყოს გულისცემა და საფრთხეს არ შეიცავდეს?

Posted by: zviadcardio 11 Mar 2020, 22:32
Sean
საფრთხეს არ შეიცავს.
რაც უფრო ტრენირებული იქნებით, ნაკლებად აგიჩქარდებათ.

Posted by: nnn_lll 15 Mar 2020, 15:53
zviadcardio
მოგესალმებით,
თქვენ მითხარით 20/10ზე როზუვასტატინი და ეზეტიმიბი მიიღე და შეძლებ 55-ე ქვემოთ დაწიო ცუდი ქოლესტერინიო.
დავიწყე, აგერ უკვე 2 კვირა ხდება რაც 20/10 როზულიპ პლუსზე ვარ. So far so good, მაგრამ
ადრე 20მგ როზუვასტატინზე, პირველად როცა დავიწყე ეს წამალი ალტ ამივარდა ნორმიდან 8X
ახლაც მოკლედ რომ ვთქვა, არ გამოვრიცხავ იგივეს, თუმცა შეიძლება შევეჩვიე კიდეც და აღარც განმეორდეს...
ახლა უბრალოდ ძაან პანიკაში ვარ ღვიძლი არ დავიზიანო და სულ ისე არ დავრჩე biggrin.gif
ახლა ამ დოზის დაწყებიდან 2 კვრიის შემდეგ ალტ ტესტი რომ ჩავიტარო მომცემს რეალურ მონაცემებს? ანუ, ზოგადად აქვს თუ არა აზრი თუ, ერთი კვირა კიდევ დაველოდო და მერე გავიკეთო ეს ტესტი? ინტერესი და პანიკა მაქვს და გთხოვთ, მირჩიეთ როგორ მოვიქცე?

Posted by: makmanus 15 Mar 2020, 17:51
zviadcardio
zviadcardio
გამარჯობა ბატონო ზვიად,თუ შეგიძლიათ მითხრათ კოლეცისტოკარდიალურ სინდრომზე,როცა დიეტას და მკურნალობას სედეგი არ მოაქ,თუ ქირურგიულად ჩავერევით ეს კარდიალური ცვლილებები აღარ იქნება?ანუ გაქრება სიმპტომები?

Posted by: zviadcardio 16 Mar 2020, 21:24
nnn_lll
რომც გაიქცეს ალტ,ასტ ეს შექცევადია და ადვილად გასწორდება.
მედიკამენტის (ამ დოზის) დაწყებიდან 1 თვეში გაზომეთ



makmanus
QUOTE
კოლეცისტოკარდიალურ სინდრომზე

საბჭოური თემაა, ასეთ რამეს თანამედროვე მედიცინა ამხელა მნიშვნელობას არ ანიჭებს
კონკრეტულად დაწერეთ რა ჩივილების გაქრობას ელოდებით

Posted by: makmanus 16 Mar 2020, 22:20
zviadcardio
ჭამის შემდეგ რამდენიმე ხანში ალბათ ნახევარსაათში მაქვს ხან გულის აჩქარება,ხან გული უნდა წამივიდეს თითქოს,სისუსტე,ბეჭის ტკივილი,ხალ გულზე თითქოს ლოდი დადამადეს,წნევა დაბლა მეცემა,ნაღვლის შეგუბება ხდება და როცა უკვე მარჯვენაფერდქვეშ ტკივილს ვიგრძნობ ეს სიმპტომები ქრება
* * *
ეხო და დატვირთვისტესტი მაქ გაკეტებული ყველაფერი კარგადაა

Posted by: zviadcardio 17 Mar 2020, 00:21
makmanus
წნევის დაქვეითების პრევენციისთვის აქტიურად მიიღეთ, გაზგაცლილი მინერალური წყალი და კვების დროს ბოლომდე არ დანაყრდეთ

დანარჩენი ჩივილები (რადგან დატვირთვა და სხვა კარდიოლოგიური კვლევები ნორმალურია) უშუალოდ ნაღვლის ბუშტის გამო ხდება (მაღალი ალბათობით). ანუ ეს იწვევს დისკომფორტს გულმკერდში.

რაც შეეხება შეკითხვას ქირურგიასთან დაკავშირებით - ეს კონკრეტულად ამ საქმის სპეციალისტმა უნდა გითხრათ რამდენად ღირს ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა

Posted by: makmanus 17 Mar 2020, 01:00
zviadcardio
მინერალური წყალი უარესად მიღიზიანებს რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს და ვერ ვსვავ,.გავივლი კონსულტაციას ქირურგთან....უდიდესი მადლობა

Posted by: nnn_lll 17 Mar 2020, 02:53
zviadcardio
QUOTE
რომც გაიქცეს ალტ,ასტ ეს შექცევადია და ადვილად გასწორდება.
მედიკამენტის (ამ დოზის) დაწყებიდან 1 თვეში გაზომეთ

მადლობა.

მეშინოდასავით ცოტა, ეს ინტერნეტში ჭარბი ინფორმაცია უარესად მაგიჟებს...

Posted by: ინგა229 17 Mar 2020, 03:05
ბატონო ზვიად მაქვს ექსტრასისტოლები. ყოველ მესამე ან მეხუთხე დარტმაზე ჩავრდნა. ძქლიან დამღალა. 7წელია ვსვავ ანტიდეპრესანტს რექსეტინს ნევროლოგის დანიშნულებით. 4თვეა ექსტრასისტოლები ვერ ალაგდა და ვიტანჯები ცოტახანი ვსვი ბეტალოკ ზოკი 25იანი მარა მგონი უარესი დამმართა. მირჩიეთ რამე და რამდენად საშიშია ეს მდგომარეობა?? 35 წლის ვარ. მადლობა

Posted by: zviadcardio 17 Mar 2020, 22:33
ინგა229
აუცილებელია რომ გაკეთებული გქონდეთ შემდეგი კვლევები:
ეკგ, ექოკარდიოსკოპია, ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი, ფიზიკური დატვირთვის ტესტი, კალიუმის, მაგნიუმის და TSH-ის ანალიზი.
ამის შემდეგ შეიძლება მკურნალობის დაგეგმვა

Posted by: ინგა229 17 Mar 2020, 23:00
QUOTE
აუცილებელია რომ გაკეთებული გქონდეთ შემდეგი კვლევები:
ეკგ, ექოკარდიოსკოპია, ჰოლტერის 24 სთ მონიტuser posted imageორინგი, ფიზიკური დატვირთვის ტესტი, კალიუმის, მაგნიუმის და TSH-ის ანალიზი.
ამის შემდეგ შეიძლება მკურნალობის დაგეგმვა
გავიკეთე ბატონო ზვიად და ექოკარდიოსკოპიაზე და ანალიზებში ყველაფერი ნორმაა ველოდები ჰოლტერის პასუხს. მანამდე კი თუ შეიძლება ჩემს კარდიოგრამას რომ გადახედო
თ. დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის
* * *
ბატონო ზვიად ერთი კითხვაც მაქვს მამჩ3მს დაუდგინდა ჰისის კონის მარცხ3ნა ფეხის ბლოკადა 144.7 აქვს მაღალი წნევებისაახლოებით 150/90 პულსი 55 ის მაღლა არასოდროს. რამდენად საშიშია ეს დიაგნოზი.

Posted by: zviadcardio 18 Mar 2020, 20:23
ინგა229
თქვენი კარდიოგრამა კარგია.

მამას რაც შეეხება მასაც ჭირდება ექოკარდიოსკოპია და ჰოლტერი.
ნელი პულსის გამო თაფლი ეკრძალება.
QUOTE
დაუდგინდა ჰისის კონის მარცხ3ნა ფეხის ბლოკადა

თუ ახლად (მწვავედ) განვითარდა კარდიოლოგის კონსულტაცია გჭირდებათ, თუ ძველია საშიში არაფერია.

Posted by: makuna33 19 Mar 2020, 23:24
zviadcardio
ბატონო ზვიად! ბევრი საწინააღმდეგო აზრი იწერება აგფ-ინჰიბიტორების / არბ-ს და ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით.
თქვენი აზრი მაინტერესებს. უნდა შეიცვალოს ამ პერიოდში მედიკამენტი?

Posted by: ინგა229 20 Mar 2020, 17:36
გთხოვთ ბატონო ზვიად ამ დასკვნას გადახედოთ. დანიშნულება არ მომცეს არ საჭიროებსო....user posted imageuser posted image

Posted by: zviadcardio 20 Mar 2020, 18:01
makuna33
არსებობს მწირი ინფორმაცია რომ შესაძლოა მავნე იყოს ვირუსით დასნებოვნებული პაციენტისთვის. თუმცა ამ დროისთვის არსებული რეკომენდაციით ამ წამლების შეწყვიტის საჭიროება არ არის, რამეთუ არ არსებობს მკაფიო მტკიცებულებები.
https://www.escardio.org/Councils/Council-on-Hypertension-(CHT)/News/position-statement-of-the-esc-council-on-hypertension-on-ace-inhibitors-and-ang
ეს ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ოფიციალური პოზიციაა.

ინგა229
ყველაფერი რიგზეა

Posted by: masandra 20 Mar 2020, 23:51
user posted imageuser posted imageuser posted image
გამარჯობათ, ძალიან გთხოვთ მირჩიოთ საჩქაროა ოპერაციის გაკეთება თუ შეიძლება დაცდა? თუ დაცდა შეიძლება დავიცდით სანამ კორონავირუსი გაივლის , თუ არა და გავიკეთებთ მეტი რა გზაა
* * *
და კიდევ , გვირჩიეთ ძალიან გთხოვთ , სად აკეთებენ კარგად და რა ჯდება მთლიანად ეს ოპერაცია?

Posted by: ქეთათო 22 Mar 2020, 09:14
zviadcardio
გამარჯობა, მაინტერესებს პაროქსიზმი თუ წარმოადგენს რისკ ჯგუფს ვირუსთან მიმართებაში?

Posted by: zviadcardio 22 Mar 2020, 20:29
masandra
მოგესალმებით
გადაუდებელი არ არის, თუმცა რაც მალე გაიკეთებთ უკეთესი
რამდენიმე კარგი კარდიოქირურგია საქართველოში. უნდა მოიკითხოთ, შეხვდეთ და დაელაპარაკოთ.

ფასები განსხვავდება კლინიკების მიხედვით და ამ საკითხს მხოლოდ ადგილზე თუ გაარკვევთ.

ქეთათო
გააჩნია პაროქსიზმს.
სტანდარტული სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდია - არა.

Posted by: ინგა229 23 Mar 2020, 00:58
ბატონო ზვიად რადგანაც ჩავიტარეს სრული გამოკვლევა რაც მიმითითეთ და ყველაფერი მიტხრეს რომ არის ნორმაში. და არ საჭიროებს წმალების დანიშვნას.გასაგებია მაგრამ ძალიან ვარ შეწუხებული ამ ექსტრასისტოლებით თუ არითმიებით ნუთუ არ შეიძლება რამე მოკლე ვადიანი მკურნალობა რაც მომიხსმის ამ შეგრძნებებს.

Posted by: zviadcardio 23 Mar 2020, 23:42
ინგა229
ჰოლტერის მიხედვით 100 სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლა გაქვთ.
ამას მკურნალობა არ ჭირდება.
PM შეამოწმეთ

Posted by: ინგა229 24 Mar 2020, 02:06
Zviadcardio საოცარი ადამიანი ხართ. ჩემს შვილს უკვე 5ჯერ აქვს გულის ოპერცია გაკეთებული და ამდენი ადამიანი პუსიხი კითხვაზე ერთად არ მიმიღია... გაიხარეთ

Posted by: zviadcardio 24 Mar 2020, 20:33
ინგა229
დიდი მადლობა
ჯანმრთელობას გისურვებთ

Posted by: nnn_lll 26 Mar 2020, 19:48
zviadcardio
გამარჯობა, ისევ მჭირდება კომპეტენტური ადამიანის რჩევა, ამაზე ბევრ რამეს ვკითხულობ მაგრამ ვერ ვენდობი საკუთარ კვლევას...
მოკლედ, როგორც იქნა, როზულიპ პლუსი 20/10მა გაამართლა და ალტც აღარაა პრობელემური...
ლიპიდები დაბალანსდა, 60ზე ქვემოთ ჩამოვიდა ცუდი ქოლესტეროლი
მაგრამ ამ ცუდი ქოლესტეროლის დაბლა დაწევის პარალელურად, კარგი ქოლესტეროლიც დაიწია.
საოცრება ისაა, რომ 7 კილო დავიკელი რაც ამ როზვასტატინზე ვარ, თან ვვარჯიშობ ყოველ დღე...
მოკლედ ყველაზე ჯანსაღ ცხოვრებას როცა ვეწევი, ამ დროს მაქვს ყველაზე დაბალი კარგი ქოლესტეროლი, ტკბილიც ამოვიღე რაციონიდან...
ასეთ შემთხვევაში ეს კარგი ქოლესტეროლის კლება რისი ბრალი შეიძლება იყოს? 31მგ/დლზე მაქვს sad.gif
ნიაცინს ვერ მივიღებ, რამე სხვა რისკის შემცველ წამალსაც ვერ დავამატებ ამ წამლებს... რა შეიძლება გავაკეთო ასეთ დროს? 40ზე ზემოთ მაინც ხომ უნდა იყოს ეს კარგი ქოლესტეროლი?

Posted by: zviadcardio 28 Mar 2020, 22:16
nnn_lll
თუ ldl 60ზე ქვემოთაა შეგიძლიათ არ იდარდოთ hdl ზე. ეს ძალიან პრინციპული საკითხი არ არის.
ჯანსაღი წონის შენარჩუნება და ფიზიკური აქტივობა კარგია.
აუცილებელია სწორი კვება და ამას თქვენ მონახავთ. მზესუმზირის/სიმინდის ზეთი შეცვალეთ ზეითუნის ზეთით.

Posted by: nnn_lll 29 Mar 2020, 02:28
zviadcardio
QUOTE
აუცილებელია სწორი კვება და ამას თქვენ მონახავთ. მზესუმზირის/სიმინდის ზეთი შეცვალეთ ზეითუნის ზეთით.

სწორედ ამ ორს ნატურალურ მზესუმზირას და სიმინდს ვიღებ ახლა. ზეითუნს შევეშვი ჩემთვის არასასიამოვნო გემოს გამო. ახლა ვცდი ისევ გადაწყობას ზეითუნზე და ვნახოთ რამდენად მექნება შედეგი.
მადლობა.

Posted by: Pepela88 1 Apr 2020, 12:36
გამარჯობაა

შეგიძლიათ კარგი გულის ექიმი მირჩიოთ?

Posted by: zviadcardio 1 Apr 2020, 20:32
Pepela88
თუ დაწერთ პაციენტის ჩივილებს უფრო ზუსტ რჩევას მოგცემთ თუ ვისთან სჯობს წასვლა

Posted by: Sean 4 Apr 2020, 11:49
zviadcardio
ბატონო ზვიად მოგესალმებით
ეკგ-ზე პ-რ-ტ აქსის ეს მონაცემები მინუს ნიშნითაა და რამე ცუდს ნიშნავს?

კერძოდ -6 -40 41, სისხლში კალიუმის მაჩვენებელთან ხოარ შეიძლება იყოს კავშირში

Posted by: zviadcardio 4 Apr 2020, 22:38
Sean
მოგესალმებით
გამომიგზავნეთ კარდიოგრამა და გიპასუხებთ

Posted by: Sean 5 Apr 2020, 10:57
zviadcardio
აქ ვერ დავდე და მეილზე მოგწერეთ

მადლობა

Posted by: zviadcardio 5 Apr 2020, 20:52
Sean
ოკ. გიპასუხეთ მეილით.


________________________

Posted by: ქეთათო 20 Apr 2020, 15:34
ქრისტე აღსდგა!
უცებ რაღაცამ წამომიარა, აი თითქოს ვერ ისუნთქებ მაგრამ ამ დროს ჩვეულებრივ სუთქავ, უჰაერობაც არ არის, ჩასუნთქვა გინდა მაგრამ თითქოს ვერ ჩაისუნთქებ, რაღაც გიშლის ხელს, შინაგანად თითქოს ჰაერს გიჭერს რაღაც. უცებ გული ამიჩქარდა, და რითმშიც ვგრძნობდი ყოველი მეორე ჩავარდნა იყო, მალევე გადამიარა ამ აჩქარებამ. ეს სუნთქვის დიკომფორტიც გადაივლიდა ცოტახანი და წამომივლიდა ისევ. ხან მუცელში, ხამ გულ მკერდის შორის რაღაც მიჭერდა რომ ჰაერი არ ამოსულიყო. თან თითქოს წამიერად მოწყდა სხეული და შენი არ არის, ამ სუნთქვასთან ერთად თითქოს დაბუჟდა სხეული და კიდევ უფრო წამომიარა ახლა თავში არ მყოფნიდა თითქოს ჰაერი. მაგ დროს თითქოს ჩვეულებრივ ხარ მაგრამ თან ცუდათ ხარ და გეშინია. არ ვიცი რამდენად სწორად ავღწერე სიმოტომი. სუნთქვის დისკიმფორტმა შემაშინა უფრო, ასეთი რაღაც არ მახსოვს. შეიძლება სუნთქვის უკმარისობა თუ არის წამოგიაროს და უცებ მალევე გადაგიაროს?
დღესაც პერიოდულად წამომივლის ხოლმე თითქოს მძიმედ ჩავისუნთქავ ხოლმე.

Posted by: giolurgi 21 Apr 2020, 14:54
ქრისტე აღსდგა! გილოცავთ ზვიად ექიმო.
ვარ 24 წლის ბიჭი, დაახლოებით წელიწადნახევარია მაქვს ჩივილები გულის მეტისმეტად აჩქარებასთან ფიზიკური ფიზიკური ,თუნდაც მცირედით , და აჩქარების ფონზე ვითარდება ხშირი ექტრასისტოლა, ვიყავი ექიმთან ეკგ და გულის ექოსკოფია ნორმაშია, ასევე სისხლის ანალიზიც და ელექტროლიტებიც ნორმასია, ახლო ნათესავებში არ მყავს გულის უეცრად გარდაცვლილები. მეკეთე ჰოლტერის 24 საათიანი მონიტორი სადაც გამოვლინდა ტახიკარდიისკენ ტენდენცია, დაფიქსირდა ჯამში 222 მონოტიპური პარკუჭოვანი ექსტრასისტოლა ძირითადად ფიზიკური აქტივობის დროს, ასევე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ტრიპლეტი 1, ეს უკანასკნელი როგორც ვიცი კლასიფიცირდება როგორც პარკუჭოვანი ტახიკარდია და ამან ცოტა შემაშინა. ექიმმა დამინიშნა ნებილეტი, ზუსტი დიაგნოზი ვერ დამისვა. და მაინტერესებს საშიში ხომ არ არის ფიზიკური აქტივობა რომ გავაგრძელო და როგორც სრულიად ჯანმრთელმა ადამიანმა ისე რომ ვიცხოვრო, და თუ შეგიძლიათ რომ ასევე ინფორმაცია მომაწოდოთ თუ პრაქტიკაში რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები და არის თუ არა კეთილთვისებიანი? მადლობა წინასწარ

Posted by: zviadcardio 22 Apr 2020, 21:40
მრავალს დაესწარით

ქეთათო
ემოციურ ჩივილს გავს.
თუ გაგრძელდა ყოველი შემთხვევისთვის ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი გაიკეთეთ.

giolurgi
ეს მონაცემები საშიში არ არის.
თუ აქამდე არ გაგიკეთებიათ შემდეგ ვიზიტზე თქვენს ექიმთან შეთანხმებით ჩაიტარეთ ფიზიკური დატვირთვის ტესტი, კალიუმის და TSH ანალიზი.

Posted by: _Hopes_And_Fears_ 23 Apr 2020, 18:06
გამარჯობათ
მოკლედ 3-4 დღის წინ მქონდა
წნევა 140/110ზე
ძალიან ცუდად ვიყავი
დამირეგულირდა წნევა
მაგრამ დამჩემდა გახშირებული გულის ცემა
მხოლოდ მაშინ როდესაც ვწვები დასაძინებლად
ისე მხშირდება გულის ცემა მეშინია არ გამისკდეს
ყელში ვგრძნობ გულიაცემას
წამოვჯდბი და მივლის
ასეა 3-4 დღეა
ძილი მინდა დავიღალე sad.gif

რა არის ?
რისი ბრალია ?

Posted by: giolurgi 23 Apr 2020, 22:13
დიდი მადლობა ზვიად ექიმო, TSH იც გავიკეთე და ნორმაში მქონდა, ასევე მაგნიუმიც და კალიუმიც ნორმაშიც მქონდა. მაგრამ არ გამიკეთები ფიზიკური დატვირთვის ტესტი, მხოლოდ ჰოლტერი მეკეთა და ფიზიკურად დავიტვირთე 24 საათი განმავლობაში და მაშინ გამოვლინდა ეგ ექსტრასისტოლები ძირითადად. ესეიგი რომ ვივარჯიშო თუნდა ექსტრასიატოლების ფონზე რისკი არ იქნება რომ საშიშ რითმში გადაიზარდოს?

Posted by: zviadcardio 24 Apr 2020, 00:54
_Hopes_And_Fears_
მოგესალმებით. ეს შეიძლება სინუსური ტაქიკარდიაა, შეიძლება ექსტრასისტოლები. შესაძლოა ამის მიზეზი ემოციაც იყოს.
აუცილებლად უნდა მიმართოთ კარდიოლოგს.
მანამდე რეკომენდაციები:
არასოდეს დანაყრდეთ ბოლომდე, განსაკუთრებით საღამოს და არაფერი მიირთვათ მინიმუმ 3 სთ დაწოლამდე. დაძინრბამდე 10წთ მაინც გადით აივანზე. ლოგინში არ წაიღოთ ტელეფონი და ა.შ. მაქსიმალურად შეზღუდეთ კოფეინის შემცველი პროდუქტები

giolurgi
ამ შეკითხვაზე პასუხი დატვირთვის ტესტის შემდეგ გვექნება.
ამჟამად არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საშიში არაფერია და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა დასაშვებია

Posted by: anastasia24 25 Apr 2020, 00:28
გამარჯობა, ძალიან ძალიან მჭირდება დახმარება..
გამარჯობა, გუშინ გადავიღე ექოსკოპია :



Posted by: zviadcardio 25 Apr 2020, 18:14
anastasia24
დასვით სრულყოფილად შეკითხვა, დაურთეთ ექოსკოპიის დასკვნა და გიპასუხებთ.


Posted by: White_Shark 27 Apr 2020, 20:10
zviadcardio
ზვიად მოგესალმებით ..
რა უნდა გკითხოთ მამაჩემი ბოლო თვეების განმავლობაში იღებდა ამლესას 4/5 ზე ბოლოს დრო განუახლდა წნევები ამის ფონზე და რამე რჩევას ხომ ვერ მეტყოდით ?
ანუ რამოდენიმე კითხვა რაში მდგომარეობს
1 თუნდაც 120/80 ზე ქონდეს მაინც დალიოს ამლესა დილით ??
2 მოქსინტეზი აუცილებელია 160 /100 ის დროს ?

Posted by: zviadcardio 28 Apr 2020, 23:30
White_Shark
სალამი
პირველ რიგში მსურს სხვა ადამიანებისთვის გავაკეთო მკაფიო განცხადება რომ არ გამოიყენონ აქ ნახსენები მედიკამენტები ექიმთან ვიზიტის გარეშე.
წამლის შერჩევისას უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი და ის წამალი რომელიც პავლეს მოუხდა პეტრეს არ მოუხდება.

ახლა საქმე:
QUOTE
1 თუნდაც 120/80 ზე ქონდეს მაინც დალიოს ამლესა დილით ??

უნდა დალოს, თუ 110 და ნაკლებია მაშინ არა. სხვა შემთხვევაში ყველა ვარიანტში იღებს
თუ საღამოს წნევა 145-160-ია მოქსიტენზი უნდა მიიღოს 0,2მგ
თუ მეტია 160-ზე მოქსიტენზი 0.4მგ
სუფრის მარილი მკვეთრად შეზღუდოს
მინერალური წყალი, მლაშე საკვები აკრძალოს
ფეხით იაროს ყოველდღე დაახლოებით 30წთ უწყვეტად
წარმატებები

Posted by: White_Shark 28 Apr 2020, 23:49
zviadcardio
დიდი მადლობა პასუხისთვის
ეს მარილი ვერ ამოვაღებინ რაციონიდან და წყალსაც ერიდება

Posted by: l-e-v-a-n 29 Apr 2020, 00:00
zviadcardio
გამარჯობა, ხელოვნური მიტრარული სარქვლის ქონა წარმოადგენს კორონავირუსისთვის რისკ ჯგუფში ყოფნას?

Posted by: zviadcardio 29 Apr 2020, 00:44
l-e-v-a-n
თუ პაციენტს სხვა რისკები არ აქვს, მხოლოდ ხელოვნური მიტრალური სარქვლი მნიშვნელოვნად არ გაზრდის რისკებს.

Posted by: l-e-v-a-n 29 Apr 2020, 00:48
zviadcardio
გასაგებია, მადლობა, ანუ ოდნავ მაინც ზრდის რისკს..

Posted by: temart 29 Apr 2020, 11:50
გულის ოდნავ მარჯვნივ მცირე სიმძიმის შეგრძნება მაქვს. ოდნავ სველი ხველა მაქვს დღეში 3-4-ჯერ.წამალი ლიზლი დავლიე უკვე 12 ტაბლეტი, რამაც ცოტა მიშველა სრულად კი არა. რას მირჩევთ?
* * *

Posted by: nnn_lll 29 Apr 2020, 19:17
zviadcardio
გამარჯობა, როგორ ხართ?
ახლა მომივიდა ანალიზები და ალტ მაქვს 44 ხოლო ასტ - 38
ალტ რომ ნორმაა ეგ ვიცი, მაგრამ ასტ-ზე რას მეტყვით? ეს ოდნავი მატება საგანგაშოა? (როზულიპ პლუს 20/10 დოზას ვიღებ)

Posted by: shonsky 30 Apr 2020, 00:41
გამარჯობა, მამაკაცი 39 წლის.
მოკლედ, ბოლო 2 თვის მანძილზე სამჯერ დამემართა შემდეგი რამ: უეცრად ყურებში სტვენა და თავბრუსხვევა, წნევა ადის 170/100. თუმცა შემდეგ მალევე უბრუნდება ნორმას. გავიკეთე გამოკვლევები, თავზე კტ კონტრასტით, დოპლერი, გულის ექოსკოპია,24 სთ ჰოლტერი. ყველაფერი ნორმაშია, როგორც ექიმმა მითხრა. მაგრამ ეს შეტევები ვერ მოვიშორე და წნევა მუდმივად მაქვს 140/90 ან 150/100, მეტწილად 140/90. დილით ახალ გაღვიძებულზე 110/80. დამინიშნეს კოამლესა, ვალტანი და კარდიომაგნილი. თუმცა 4 დღეა ვიღებ ამ პრეპარატებს მაგრამ წნევა არ იძვრის ადგილიდან. ვარ ემოციური და მაქვს პრობლემა,რომელზეც მუდმივად ვნერვიულობ. საკმარისია რაღაც ამტკივდეს თუნდაც უმნიშვნელოდ და ამას მოყვება შემდეგ წნევები და სუნთქვის უკმარისობა. ვიყავი ნევროლოგთანაც, პანიკური შეტევები ხომ არ მაქვს იმის გასაგებად მაგრამ დანიშნული წამლებმა ვერ მიშველა. ( მაქვს თირკმლის პოლიკისტოზი,მაგრამ კრეატინინი ნორმის ფარგლებშია,არც შარდვა მიჭირს და ზოგადად არც მაწუხებს თირკმელი). დამეკარგა ცხოვრების ხალისი,ვერაფერს ვერ ვაკეთებ. იქნებ რამე მირჩიოთ,როგორ მოვიშორო ეს წნევა და რა მოვუხერხო. ასევე მაინტერესებს შეიძლება თუ არა მუდმივად ეს წნევა მქონდეს ემოციურ ფონზე? ყველაფერს ნევროზს აბრალებენ და შეიძლება ეს განწყობა და წნევა აქედან მოდიოდეს?

Posted by: gigi27 30 Apr 2020, 11:25
shonsky
ბატონი ზვიადი გეტყვის ალბათ და რჩევებსაც მოგცემს,მაგრამ იცი რა მაინტერესებს?? აი ვთქვათ 4 სართულზე ადიხარ ჩვეულებრივ ფეხით რომ დაღლა არ იგრძნო ან ძლიერი გულის აჩქარება? და თუ გიცდია სირბილი და რამდენს დარბიხარ?

Posted by: shonsky 30 Apr 2020, 11:45
მე მაქვს მჯდომარე სამსახური, საერთოდ მოკლებული ვარ აქტიურ ცხოვრებას და რომ ავიდე ვთქვათ 4 სართულზე ეს არაფერს არ მომცემს ანუ შესადარებლად არ მაქვს ვთქვათ წინა პერიოდი, ჰოლტერის დროს ავედი მე 12 სართულზე და გულს ბრაგაბრუგი გაჰქონდა,მერე შედეგს დავხედე და მაგ დროს 130 იყო პულსი,ზოგადად ჩემი პულსი მერყეობს 56-65 შორის. ზემოთ რომ დავწერწ შეტევებზე მაგ დროს ვგრძნობ ხშირ პულსაციას. საერთოდ არ დავრბივარ და არ ვვარჯიშობ. ახლა ვაპირებ ჯერ ფეხით სიარულს დასაწყისისთვის, სიგარეტის გადაგდებას და მარილის შეზღუდვას. ვნახოთ რა იქნება.ზვიადის რჩევებში ეს იქნება დარწმუნებული ვარ, მაგრამ ამ წნევის უეცარ აწევას რა მოვუხერხო არ ვიცი

Posted by: ireallydonwtknow 30 Apr 2020, 19:51
გამარჯობათ, გულმკერდის არეში უეცრად ტკივილი დამეწყო ბოლო 2 დღეა. რაღაც მჭვალასავითაა. სირბილის ხანგრძლივობა გავზარდე ბოლო ერთი კვირაა და ამავდროულად ნერვიულობა გადამხდა. ექიმს დავუკავშირდე ? ეს კუნთის ბრალი იქნება თუ რაიმე უფრო სერიოზული/?

Posted by: zviadcardio 30 Apr 2020, 22:44
l-e-v-a-n
ეს დათვლილი არ არის.
სავარაუდოდ მცირედ გაზრდილია რისკი, შესაძლოა უმნიშვნელოდ.


nnn_lll
ჩათვალეთ რომ ნორმაა. თუ კონკრეტულად მაგ მაჩვენებლების ჯერადობრივი მატება არ არის, ანუ თუ 2ჯერ მაინ არ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს, პრობლემა არ არის.

temart
ეს კარდიოლოგიური პრობლემა არ უნდა იყოს. თერაპევტს ან ოჯახის ექიმს გაესაუბრეთ

shonsky
რეკომენდაციები:
სუფრის მარილის მკვეთრი შეზღუდვა
მინერალური წყლის აკრძალვა
თამბაქოს აკრძალვა
ენერგეტიკული სასმელის აკრძალვა
ალკოჰოლის მკვეთრი შეზღუდვა
ფეხით სიარული
წონაში კლება საჭიროებისამებრ

თუ წნევის მატების შემდეგ დაკლება სპონტანურად თავისთავად ხდება ეს დიდი ალბათობით ემოციების ბრალია. ასეთ შემთხვევაში უთხარით თქვენს ნევროლოგს რომ მკურნალობა უშედეგო იყო. ან მიმართ სხვა ნევროლოგს.
ზემოთჩამოთვლილი რეკომენდაციები ყველა შემთხვევაში ძალაშია
კონკრეტული სხვა არაემოციური მომატებული წნევის თავისთავად ჩამოწევა არასოდეს ხდება.

ireallydonwtknow
გავს კუნთის თემას.
თუ ჭვალი წამიერია ანუ უცებ გეტკინებათ გაგივლით და ისევ განმეორდება ეს დიდი ალბათობით ადგილობრივი დისკომფორტია და საშიში არ უნდა იყოს.
თუ დისკომფორტი უწყვეტად რამდენიმე წუთს მაინც გრძელდება, უმჯობესია სასწრაფო გამოიძახოთ.

Posted by: shonsky 30 Apr 2020, 23:59
zviadcardio
მადლობა, დღეს მთელი დღე სასმსახურში ცუდად ვიყავი, აფთიაქში წნევა არ გამიზომეს, კორსიზი და კაპტოპრილი მივიღე ბრმად. სახლში ძლივს მოვედი და როცა გავიზომე წნევა 115/80 მქონდა, ასეთი ციფრები არ მახსოვს, ეტყობა იწყებს მოქმედებას კოამლესა და ვალტანი. ყურებში ხმაური ალბათ სიცოცხლის ბოლომდე მექნება წნევის მიუხედავად.რეკომენდაციებს მივყვები.შედეგს ერთ თვეში დავწერ smile.gif

Posted by: ireallydonwtknow 1 May 2020, 00:44
zviadcardio
ძალიან დიდი მადლობა! გუშინ ცუდად ვიყავი და არ მინდოდა ეს ნერვიულობის გამო ყოფილიყო.

Posted by: nnn_lll 1 May 2020, 02:13
zviadcardio
QUOTE
ჩათვალეთ რომ ნორმაა. თუ კონკრეტულად მაგ მაჩვენებლების ჯერადობრივი მატება არ არის, ანუ თუ 2ჯერ მაინ არ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს, პრობლემა არ არის.

დიდი მადლობა!
და თუ ძალიან არ შეგაწუხეთ, პმ შეამოწმეთ, ერთი კითხვა მაქვს კიდევ და აქ არ მინდა დაწერა biggrin.gif

Posted by: zviadcardio 1 May 2020, 21:31
nnn_lll
ოკ. გიპასუხეთ.

----------------------------------------

Posted by: israfel 2 May 2020, 14:00
გამარჯობა, მეგობრებო თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ, გულის ექოსკოპიას (და არა კარდიოგრამას) ბინაზე მისვლით ვინ აკეთებს?

Posted by: AsToN 3 May 2020, 11:23
ორგანიზმი გადამეღალა ვარჯიშით და დამემართა ასეთი რამ: სირბილის დროს თავი ცუდად ვიგრძენი, გავჩერდი და ამ დროს თავბრუ დამეხვა, ცივმა ოფლმა დამასხა და გულისრევის შეგრძნება მქონდა. 2-3 წუთის შემდეგ ისევ კარგად გავხდი. რათქმაუნდა ვარჯიში აღარ გამიგრძელებია. ასე დამემარა ადრეც რამდენიმეჯერ, ძირითადად აღმართის დაძლევის დროს. ბოლოს 4 თვის წინ როცა დამემართა ჯოენში დამაწვინეს, გამოვიკვლიე ყველაფერი იშემიებზე და არაფერი მჭირდა საგანგაშო. ეხლა ისევ გამიმეორა. ვვარჯიშობ თითქმის ყოველ დღე წლებია. მე ვფიქრობ წნევის ამბავი იყო მაღლა ამივარდა (არტერიული ჰიპერტენზია). ამის შემდეგ მჭირს ასეთი რამ, რომ თითქოს გული დამძიმებული მაქვს ზოგჯერ "მიკანკალებს" და მაწუხებს. ბევრი ვიკითხე თუ ცოტა მივხვდი რო შეიძლება მჭირდეს ეგრედ წოდებული კარდიოფობია, რადგან ადრეც რო გამოვიკვლიე იგივე სიმპტომები მქონდა მაგრამ რეალურად კლინიურად არაფერი იყო. 3-4 დღეში თავისით გამივიდა და დამავიწყდა. ეხლა ისევ ისე ვარ შიშებში თითქოს გული ცუდად მაქვს. რას მირჩევდით ექიმო

Posted by: Shredinger 3 May 2020, 17:49
zviadcardio
მინდა გკითხოთ ე.წ "Minoxidil" - ზე ეს "Rogain" - ის მსგავსი პროდუქტია, რომელიც თმის ზრდას ხელს უწყობს და არ აქვს დროებითი ეფექტი. მე გამოვცადე 4-5 თვე ყოველდღე ერთხელ ვისმევდი და 5-6 თვე აღარ ვიყენებ. ეფექტი კი იგივე დარჩა.
ანუ შედეგი აქვს კარგი და არაფერი უკუჩვენება არ აქვს.

თუმცა პროდუქტის გვერდით ეფექტებში უწერია გულის მხრივ: "Heart palpilation" მაგრამ დროებითი და თუ ასეთი რამ შეამჩნიეთ შეწყვიტეთო.

მე ასეთი რამ არ შემიმჩნევია, არც რაიმე გვერდითი ეფექტი. დღესაც კარგად ვარ.

თუმცა, ალბათ გახსოვთ ამ თემაში გწერდით ჩემი ექსტრაასისტოლური არითმიის შესახებ. თუ არ გახსოვთ გაგახსენებთ რომ 2 კარდიოლოგი შევიცვალე. ყველა გამოკვლევა ჩავიტარე აბსოლიტურად და ნერვოზი დამიდგინეს, შფოთვითი აშლილობა.
მითხრეს სპორტული აქტივობით დაკავდი, არ მოწიო, ყავა შეამცირეო და ა.შ

ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: არის თუ არა შესაძლებელი minoxidil - ს გამოეწვია ეს ექსტრა ასისტოლები? თან დიდ რაოდენობას საერთოდ არ ვისმევდი - 1.0 mL დღეში ერთხელ, სახის არეში მხოლოდ. "დაჟე" ზოგჯერ 1.0 mL - ზე ნაკლებს.

ნუ, ყველა გამოკვლევა კი გავიკეთე, ჰოლტერიც და ექოსკოპიის ჩათვლით და მიზეზიც უკვე გავიგე მაგრამ მაინც მაინტერესებს smile.gif ზოგადად გრძელ ვადიან პერსპექტივაში რაიმე ცუდი ეფექტის მოხდენა თუ შეუძლია ამ პროდუქტს.

Posted by: zviadcardio 3 May 2020, 19:02
israfel
რამდენიმე ცენტრი აკეთებს, გუგლით იპოვით

AsToN
რაკი კარდიოლოგიურად ყველაფერი გადამოწმებულია და მაინც ემოციას უკავშირებთ - ნევროლოგთან ან ფსიქო-ნევროლოგთან ვიზიტს

Shredinger
ამის ალბათობა მხოლოდ თეორიულია.
ადგილობრივი (გარეგანი) საშუალებით გამოწვეული ექსტრასისტოლია ნაკლებად სავარაუდოა

Posted by: shonsky 4 May 2020, 00:01
30 აპრილიდან დამირეგულირდა წნევა, 120/80 სტაბილურად. კოამლესას ვიღებ დილაობით, ვალტანი დანიშნული მქონდა თუ აიწევდა 130 და ზევით,მაგრამ უკვე 3 დღეა არც დამილევია ვალტანი,რადგან 130 მდე არც ასულა წნევა. ამავდროულად ვიღებ გრანდაქსინს, 1 თვის წინ გამომიწერა ექიმმა და ახლა დავიწყე დალევა. ეს კომბინაცია ხელს ხო არ უშლის ერთმანეთს? და მაინტერესებს კიდევ თქვენი აზრი, რადგან ამ წამლებმა დამირეგულირა, რაიმე პათოლოგიის გამო შეიძლება იყოს ეს წნევა? ან შეიძლება თუ არა მუდმივი პრობლემის გამო ნერვიულობიდან გამომდინარე? ანუ ამ უკანასკნელის დროსაც დაარეგულირებდა წამლები წნევას? მადლობა წინასწარ.
P.s. გულზე ყოველმხრივი გამოკვლევებით არაფერი არ მჭირს.

Posted by: AsToN 4 May 2020, 01:57
zviadcardio
გავარკვიე რომ ჩემ დაავადებას ქვია ეგრედ წოდებული სინკოპე. რაც მემართება მაქსიმალური დატვირთვის დროს. ანუ რადგან ცივი ოფლია გამოხატული, გულისრევის შეგრძნება და გონების დაკარგვამდე მისვლა ეს როგორც ექიმმა მითხრა დაბალი წნევის ბრალია იმ მომენტში. რა წამალი შეიძლება მივიღო ამ შემთხვევაში, რომ გავიუმჯობესო ამტანობა ამ პრობლემის მიმართ? და ფიზ დატვირთვის ტესტის გაკეთებას თუ აქვს აზრი ამ შემთხვევაში

Posted by: Sean 4 May 2020, 19:08
zviadcardio
მოგესალმებით

რა მაინტერესებს კარდიოგრამაზე რომ მონაცემები ეწერება ზემოთ რიცხვებში კერძოდ ქტ, ეგ სწორი ციფრია უნდა ვენდო მაგას?

თუ მაინც პროფესიონალმა უნდა გამოთვალოს სურათიდან გამომდინარე

იმიტომ გეკიტხებით რომ თუ სწორი ციფრია ყოვლ თვე აღარ შეგაწუხებთ ხოლმე და ჩემით მივხვდები ნორმაშია თუ არა

Posted by: israfel 5 May 2020, 11:47
QUOTE (zviadcardio @ 3 May 2020, 19:02 )
israfel
რამდენიმე ცენტრი აკეთებს, გუგლით იპოვით

AsToN
რაკი კარდიოლოგიურად ყველაფერი გადამოწმებულია და მაინც ემოციას უკავშირებთ - ნევროლოგთან ან ფსიქო-ნევროლოგთან ვიზიტს

Shredinger
ამის ალბათობა მხოლოდ თეორიულია.
ადგილობრივი (გარეგანი) საშუალებით გამოწვეული ექსტრასისტოლია ნაკლებად სავარაუდოა

გუგლით რომ ვერ ვიპოვე მაგიტომ ვიკითხე აქ, კლინიკა არ არის სადაც არ დავრეკე..

Posted by: zviadcardio 5 May 2020, 21:32
shonsky
QUOTE
ეს კომბინაცია ხელს ხო არ უშლის ერთმანეთს?

არა, მისაღებია ერთად დალევა
QUOTE
რადგან ამ წამლებმა დამირეგულირა, რაიმე პათოლოგიის გამო შეიძლება იყოს ეს წნევა?

არა, ეს ამას არ ნიშნავს

QUOTE
ან შეიძლება თუ არა მუდმივი პრობლემის გამო ნერვიულობიდან გამომდინარე? ანუ ამ უკანასკნელის დროსაც დაარეგულირებდა წამლები წნევას?

სტრესი ზოგადად მატებს წნევას. დიახ ამ დროსაც დაარეგულირებდა.

AsToN
სინკოპე დაავადება არ არის - ეს გონების დაკარგვაა სამედიცინო ენაზე.
თან თქვენ გონებას არ კარგავთ, ანუ ბოლომდე არ ითიშებით. ამას არა სინკოპე არამედ პრესინკოპე ჰქვია.
ამ დროს უნდა გაიზომოთ წნევა რომ დავრწმუნდეთ კავშირშია თუ არა წნევასთან. არ მინდა მხოლოდ ვარაუდის გამო მოგცეთ რეკომენდაციები
ფიქიკური დატვირთვის ტესტის გაკეთებას ნამდვილად აქვს აზრი

Sean
უხშირესად სწორია ეს მონაცემი. თუ საეჭვო მონაცემი მიიღეთ, მაგალითად 460-ზე მეტი ჩემთან გადაამოწმეთ.


israfel
კლინიკა კარდიოს ჰქონდა ეს სერვისი
ჯო-ენის ცენტრს
ტატიშვილის ცენტრს
დაურეკეთ და კითხეთ, თუ კორონამ არ შეცვალა სერვისების მიწოდება - ექნებათ

Posted by: AsToN 6 May 2020, 12:01
zviadcardio
მადლობა პასუხისთვის. დიახ ზუსტად პრესინკოპე მჭირს რაც წელიწადში რამდენიმეჯერ მემართება. გათიშვამდე არასოდეს მივსულვარ, თუმცა ბოლო 2 შემთხვევაში როდესაც დამემართა შემდეგი 3 დღე გულს ცუდად ვგრძნობდი. თითქოს მძიმედ ვსუნთავდი ხან მიფრიალებდა. შეიძლება ნერვოზული შიშის მომენტი იყო ანუ ფსიქოლოგიური ეს აღარ ვიცი... სად მირჩევთ დატვირთვის ტესტის გაკეთებას სარბენ ბილიკზე, თბილისის რომელ კლინიკაში?

Posted by: myEXwife 6 May 2020, 12:59
გამარჯობა

ყოველ ღამე ჩაძინებიდან რამდენიმე წუთში მეღვიძება გულის უკმარისობით და ტკივილით. მგონია რომ მიმდის გული და თუ არ გავიღვიძე მოვკვდები. მერე წამოჯდომის დროს შედარებით უკეთესდება მაგრამ ზოგადად რაღაც გულწასულ მდგომარებაში ვარ მაგდროსაც , მოძრაობა მიჭირს. მერე ვაგრძელებ ძIლს და ისევ იგივე გამოღვიძებები სანამ დილისკენ არ ვითიშები. ბოლო დღეებში უკვე საღამოსაც დამეწყო უკმარისობები და ბურუსული მდგომარება, სისუსტე

ეს ყველაფერი დამეწყო ნელ-ნელა 2-3 თვის წინ როცა გაღვიძების მერე ზოგადად სიმძIმე მაქვს გულის არეში და დრო და დრო უფრო უარესდება მდგომარეობა . გარდა ამისა სწრაფ მოძრაობაზე მიჩქარდება გული უაზროდ, მძიმეს აწევის დროს ან როცა მზე მადგას ან სითბოში ვარ მაგალითად

გუშინ სასწრაფო გამოვიძახე და კარდიოგრამა გადამიღეს რაღაც პატარა ხარვეზია ისეთი არაფერიო, ზოგადად ნევროტულ მდგომარეობას აბრალებენ

დღის განმავლობაში ჭვალური ტკივილები მაქვს გულის არეში და ზურგში, მარცხენა მხარშიც. ვსვამ ხოლმე კორსიზს მაგრამ დიდად არ მშველის

რას მირჩევთ? ცოტახანში კარდიოგრამას გადავუღებ ფოტოებს და დავდებ
მადლობა
* * *
კარგიოგრამა

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: zviadcardio 6 May 2020, 20:53
AsToN
QUOTE
სად მირჩევთ დატვირთვის ტესტის გაკეთებას სარბენ ბილიკზე, თბილისის რომელ კლინიკაში?

ნებისმიერში. ეს მარტივი კვლევაა და ყველაგან კარგად კეთდება. თუ მაინცდამაინც: ნიუ ჰოსპიტალსი, კარდიო, ჩაფიძე, ჯო-ენი და ა.შ. რომელიც გნებავთ
თუ აქამდე არ გაგიკეთებიათ ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგიც გაიკეთეთ

myEXwife
კარდიოგრამაზე ცუდი არაფერი ხდება
თქვენი ჩივილებთ თუ ვიმსჯელებთ - ძილის აპნოეს გავს. ინგლისურად sleep apnea
ძილის კვლევა ანუ პოლისომნოგრაფიაა საჭირო.
პროვოკატორებია ჭარბი წონა, მუცელზე ან ზურგზე უბალიშო ძილი. რეკომენდებულია წონაში კლება საჭიორებისამებრ, გვერდზე და მაღალ სასთუმალზე ძილი.

თუ ძილის აპნოე გამოირიცხა, მეორე ეტაპზე ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი დაგეგმეთ

Posted by: zaza1993 7 May 2020, 01:10
ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოში კარდიოლოგების ნდობა შეიძლება? დიაბეტი აქვს და მაგის გამო ჩაწერეს იქვე კარდიოლოგთან. გქონიათ ვინმეს შეხება?

Posted by: keen 7 May 2020, 11:09
zviadcardio
მოგესალმებით, ბ-ნო ზვიად

70 წლის პაციენტი, რომელიც სვამს ნოლიპრელს წნევის დასარეგულირებლად, იშვიათად უფიქსირდება მაღალი ნიშნული. ვთქვათ: 180/90-ზე. ამ დროს დამატებით რაიმე პრეპარატის მიღება თუ შეიძლება წნევის დასაწევად? მაგ. კლოფელინი ან სხვა რამეს თუ მირჩევდით?

Posted by: zaza1993 7 May 2020, 16:08
სისხლის საერთოში ედს ძალიან მაღალიაო - 65 აჩვენა. რამდენად საშიშია?

Posted by: zviadcardio 8 May 2020, 14:40
zaza1993
დიახ. კარგი ექიმები ჰყავთ.
ედსის მატება არასპეციფიკური მაჩვენებელია და 1კონკრეტულ რამეზე არ მიუთითებს.
თუ იზოლირებულად მხოლოდ ედსია მომატებული როგორც წესი საშიში არ არის

keen
ერთჯერადად ჩამოსაწევად უფრო უსაფრთხოა კაპტოპრილი 25-50მგ.
თუ ხშირად ხდება წნევის მატება, ძირითადი მკურნალობა გასაძლიერებელია.


Posted by: keen 8 May 2020, 18:33
zviadcardio
QUOTE
keen
ერთჯერადად ჩამოსაწევად უფრო უსაფრთხოა კაპტოპრილი 25-50მგ.
თუ ხშირად ხდება წნევის მატება, ძირითადი მკურნალობა გასაძლიერებელია.

გასაგებია, გმადლობთ! smile.gif

Posted by: zaza1993 9 May 2020, 02:31
zviadcardio
მადლობა პასუხისათვის. დიახ, დანარჩენი ყველაფერი ნორმაშია. სულ მაღალი მაქვსო როგორც მითხრა. შესაძლებელია ასეთი რამ უმიზეზოდ ჰქონდეს ?

Posted by: zviadcardio 10 May 2020, 19:46
zaza1993
უმიზეზოდ არაფერი ხდება.
შესაძლოა რამე მიზეზი ჰქონდეს დაწყებული ერითროციტების რაოდენობიდან დამთავრებული მაგალითად რამე ანთებითი პროცესით.
ეს მთლად ჩემი (კარდიოლოგის, არითმოლოგის) კომპეტენცია არ არის. თერაპევტს ან ოჯახის ექიმს გაესაუბრეთ

Posted by: anastasia24 12 May 2020, 22:29
zviadcardio

გამარჯობა.
ვარ 35 წლის, მაქვს პულსის შენელების ეპიზოდები პულსი ჩამომდის 55 შეიძლება ცოტა ქვემოთაც და ამ დროს აუცილებლად მიმატებს არტერიული წნევა. (150/90 საშუალოდ. )ასევე ვგრძნობ თითქოს ზეწოლის შეგრძნებას მარცხნივ ქვედა მხარეს.
ეს მოვლენები დამეწყო ზუსტად 1 წლის წინ. ჩავიტარე კვლევები. გადავიღე კარდიოგრამა, ექოსკოპია და დამატებით სტრეს ტესტი ველოსიპედზე. კვლევების შედეგად არავითარი დაზიანება და გადახრა არ გამოვლინდა.მითხრეს რომ გული მაქვს ჯანმრთელი. ჰორმონებიც ნორმაში იყო. მერე თავისით ნელნელა გადამიარა და ერთი წელია აღარ შეუწუხებივარ. ეხლა 2 3 დღეა დაიწყო ისევ იგივე. ძალიან გთხოვთ იქნებ დამაკვალიანთ როგორ მოვიქცე? დიდი მადლობა

Posted by: zviadcardio 12 May 2020, 23:11
anastasia24
მოგესალმებით
აკრძალეთ:
თაფლი
თამნაქო/მოსაწევი
მინერალური წყალი
მკვეთრად შეზღუდეთ:
სუფრის მარილი
იარეთ ფეხით და შეინარჩუნეთ ჯანმრთელი წნევა

ჩაიტარეთ ჰოლტერის 48 სთ მონიტორინგი

Posted by: anastasia24 12 May 2020, 23:26
zviadcardio

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
ჰოლტერის მონიტორინგი ჩამიტარეს 1 წლის წინ, სადაც გამოჩნდა დეპრესიის ეპიზოდები, სწორედ ამის გამო ჩამიტარეს სტრეს ტესტი ველოსოპედზე, სადაც არ გამოვლინდა არანაირი დაზიანება. გამომიშვეს პასუხით , რომ მაქვს ჯანმრთელი გული. შემდეგ როგორც ავღნიშნე თავისით გადამიარა , და ეხლა ისევ დამეწყო.
სიგარეტს ვეწევი.
შესაძლებელია თუ არა აღნიშნული სიმპტომი მქონდეს სტრესის გამო, ეხლა როგორც ვაკვირდები 1 წლის წინაც მივიღე სტრესი და ეხლაც..
ანუ შეიძლება ნევროზული ხასიათის იყოს? თუ თავიდან ჩავიტარო ყველა კვლევები?

Posted by: zviadcardio 13 May 2020, 00:46
anastasia24
სტრესი გულის შენელებას როგორც წესი არ იწვევს, წნევის მატება შეიძლება გამოიწვიოს.
მინიმუმ ჰოლტერის განმეორება რეკომენდებულია

Posted by: anastasia24 13 May 2020, 00:59
zviadcardio

დიდი მადლობა

Posted by: nnn_lll 15 May 2020, 22:02
zviadcardio
გამარჯობა.
ამ ელექტროკარდიოგრამაზე რამე მნიშვნელოვან ცვლილებას ხედავთ?
user posted image

და კიდევ მინდა გკითხოთ, რადგან მე მაქვს დისლიპიდემია, ჩემს დასაც ჩავატარებინე ტესტი და 150მგდლ აქვს ცუდი ქოლესტეროლი დიეტის გარეშე. 23 წლისაა.
ევროპაში გაიკეთა ეს გამოკვლევა და ექიმმა ეგრევე 20 მგ-იან ატორვასტატინზე დასვა. ეს რამდენად ნორმალურია? სიგარეტს არ ეწევა და მხოლოდ ასეთი ოდნავ მომატებული ქოლესტეროლის გამო მანაც სულ უნდა სვას ეს წამალი?

Posted by: AsToN 16 May 2020, 02:03
პულსი მოსვენებულ მდგომარეობაში ჩამომდის 35 დან 40 მდე შუალედში. მაინტერესებს საშიში ხო არ არის? ვვარჯიშობ და როგორც ვიცი ზოგადად სპორცმენები დაბალ პულსს ატარებენ

Posted by: zviadcardio 17 May 2020, 11:40
nnn_lll
არა, მნიშვნელოვანი არაფერია
ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანს ამ მაჩვენებლის გამო მე სტატინს არ დავუნიშნავდი. თუმცა მის ექიმს შესაძლო ჰქონდა სხვა რამე დამატებითი საფუძველი.

AsToN
ეს პულსი მისაღებად შეიძლება მივიჩნიოთ ძილის დროს, მაგრამ არა ღვიძილის დროს.
თუ დღისით აფიქსირებთ ასეთ პულსს აუცილებლად გაიმეორეთ ჰოლტერის 48 სთ მონიტორინგი

Posted by: Malena_ 17 May 2020, 12:36
QUOTE (zviadcardio @ 13 May 2020, 00:46 )
anastasia24
სტრესი გულის შენელებას როგორც წესი არ იწვევს, წნევის მატება შეიძლება გამოიწვიოს.
მინიმუმ ჰოლტერის განმეორება რეკომენდებულია

უკაცრავად რომ შემოგეჭერით

სტრესი ძალიან ინდივიდუალურ ჩივილებს იწვევს.

ხომ შესაძლოა რომ დაბალი პულსი და "გულის გაპარვის" შეგრძნებები იყოს ფსიქოსომატური?

პ.ს. მე ვარ ამისი ცოცხალი მაგალითი და მიტომ შემოგეჭერით.

Posted by: gigi27 17 May 2020, 14:33
სალამი ზვიად რა მინდა გკითხო,რა კრიტერიუმების და სიმპტომების შემდეგ ხდება საჭირო განიხლოს გულის ტრანსპლატაცია??
დიაგნოზი: აორტის ფუძის ანევრიზმა 4.7-4.8,მარცხენა პარკუჭის მსუბუქი ჰიპერტროფია ,მიტრალური სარქვლის მსუბუქი ნაკლოვანება
ჩივილები ადვილად ვიღლები მსუბუქ ფიზიკურ დატვირთვაზე როგორიცაა მაგალითად მეორე ან მესამე სართულზე ასვლა ფეხით,ძალიან მიჩქარდება პულსი
სიმპტომები: როცა ვწევარ მეტყობა კისრის პულსაცია მარცხნივ და მარჯვნივ,ასევე მუცლის პულსაცია და ეს ყველაფერი სარქვლის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებითაა სავარაუდოდ გამოწვეული
ვიღებ: მეოთხედი ნაებილეტი5მგ,პრესტანსი5/5 1 ტაბ,სორვასტა10მგ და ხანდახან პანანგინ ფორტე..
რა შეიძლება გაკეთდეს რომ გავიუმჯობესო ცხოვრება?? მინდა ძუნძულით სირბილი და ელემენტარულად მე3 სართულზე ასვლა არ იყოს პრობლემა
ერთმა კარდილოგმა მითხრა ნუგეშინია არაფერია საშიში გაარძელე ცხოვრება,პრაკტიკულად ჯანმრთელი ხარო და ამან უფრო დამაფიქრა ეგრე ეუბნებიან ისეთ პაციენტს რომელსაც სხვანაირად ვერ შველიან ან არ რისკავენ ოპერაციას..
გადადებული მაქვს რაღაც თანხა,იქნებ აღსდგეს საჰაერო მიმოსვლა რომ თუ გამიმართლა ამერიკაში ან თუნდაც ევროპის წამყვან ქვეყანაში გავიკეთო გამოკვლევა და მითხრან სრული დიაგნოზიც და პროგნოზიც და დამეხმარონ,იქნება ეს ოპერაცია თუ სხვა ჩარევა.რადგან აქ როგორც ვატყობ უბრალოდ ბედისწერის ნებაზე მიმანდეს
და რეალურად შეიძლება ფატალურად დამთვარდეს ეს ყველაფერი,ანუ ფაქტიურად მომაკვდავს რომ წერენ ხოლმე სახლში ეგეთი სიტუაციაა რაღაც პონტში,რადგან არ მჯერავს რომ ჩემს გულს ჩარევა არ სჭირდებოდეს.. რადგან ეს ყველა ჩემი სიმპტომი და ჩივილი არ არის კარგი პროგნოზის საფუძველი...

Posted by: nnn_lll 17 May 2020, 20:01
zviadcardio
QUOTE
არა, მნიშვნელოვანი არაფერია

ჩემი კარდიოგრამაა და ტ კბილები ცოტა ამაღლებული მომეჩვენა წინა გადაღებულებთან შედარებით და მეგონა რამე ხომ არ გაპრობლემდათქო.

QUOTE
ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანს ამ მაჩვენებლის გამო მე სტატინს არ დავუნიშნავდი. თუმცა მის ექიმს შესაძლო ჰქონდა სხვა რამე დამატებითი საფუძველი.

მეც ასე ვფიქრობდი, იმედია მოუხსნის რაღაც დროის შემდეგ.

მადლობა

Posted by: zviadcardio 18 May 2020, 23:31
Malena_
შეგრძნება შეიძლება იყოს ასეთი მაგრამ რეალურად გულისცემას ვერ შეანელებს. პირიქით შეიძლება.
ჩვენ რეალურ შენელებაზე ვსაუბრობთ და არა შეგრძნებაზე. შეგრძნება უკიდურესად სუბიექტური ფენომენია და ამ შემთხვევაში ნაკლები ღირებულება გააჩნია ვიდრე ობიექტურ მონაცემს.

gigi27
საბედნიეროდ ძალიან შორს არის თქვენი მონაცემები გულის ტრანსპლანტაციამდე.
არც მსუბუქი სარქვლოვანი ნაკლოვანება, არც მსუბუქი ჰიპერტროფია და არც 4,8 სმ აორტა არ იწვევს ამ ჩივილებს რასაც თქვენ ამბობთ.
მაგ ჩივილების მიზეზი სხვაგან უნდა ეძებოთ. შემიძლია გაჩვენოთ უამრავი პაციენტი არა მსუბუქი არამედ ზომიერი სარქვლოვანი ნაკლოვანებით რომელიც მესამე სართულზეც და მეშვიდეზეც უპრობლემოდ ადის.

QUOTE
ეს ყველაფერი სარქვლის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებითაა სავარაუდოდ გამოწვეული

უკვე ბრძანეთ რომ მსუბუქი ნაკლოვანება გაქვთ. ეს კი ნიშნავს რომ მნიშვნელოვანი ნაკლოვანება ვერ გექნებათ


QUOTE
ეგრე ეუბნებიან ისეთ პაციენტს რომელსაც სხვანაირად ვერ შველიან ან არ რისკავენ ოპერაციას..

და თუ მართლა მასეთია პაციენტი (თუ მართლა არაფერი აქვს საგანგაშო) იმას როგორ ეუბნებიან? ალბათ იმასაც - ასე. მით უმეტეს რომ მოუგვარებელი არაფერი გჭირთ.
მეტი შემართება და საკუთარ თავთან სწორი საუბარი გჭირდებათ. თუ ადამიანი მუდამ ასე (პესიმისტურად) იფიქრებს - მუდამ რაღაც შეაწუხებს.
მე არ ვამბობ რომ პრობლემები არ გაქვთ. გაქვთ მაგრამ ასეთი მიდგომა უფრო გამძიმებთ, ხასიათს გიფუჭებთ, ოპტიმიზმს გართმევთ და ა.შ.

ოქროს რჩევა: უნდა იპოვოთ კვალიფიციური კარდიოლოგი რომელსაც მიენდობით. ის იფიქრებს ამ ყველაფერზე. თქვენ კი მშვიდად იცხოვრებთ

nnn_lll
არაფრის smile.gif

Posted by: Malena_ 19 May 2020, 00:17
zviadcardio
QUOTE
Malena_
შეგრძნება შეიძლება იყოს ასეთი მაგრამ რეალურად გულისცემას ვერ შეანელებს. პირიქით შეიძლება.
ჩვენ რეალურ შენელებაზე ვსაუბრობთ და არა შეგრძნებაზე. შეგრძნება უკიდურესად სუბიექტური ფენომენია და ამ შემთხვევაში ნაკლები ღირებულება გააჩნია ვიდრე ობიექტურ მონაცემს.

შეგრძნება როგორ გექნება თუ ეს ასე არ არის?
"გული გეპარება" და იზომავ პულსს და ნორმალურია?
არაა ასე
ვფიქრობ არც იცით რას ნიშნავს ფსიქოსომატიკა

კარგით აღარ შეგედავებით

რადგან თქვენ ასე გინდათ, ასე იყოს.

Posted by: AsToN 19 May 2020, 02:07
Malena_
უმეტეს შემთხვევაში მოქმედებს ფსიქოლოგიური ფაქტორი და მაგიტომაც არის მასე.
მე ღამეები არ მეძინა იმის გამო რომ დაწოლის შემდეგ ვგრძნობდი გულის ცემას მთელ სხეულში, რაც არ მაძინებდა.
საბოლოოდ დავასკვენი რომ სულ სხვა რაღაცაშია პრობლემა და როდესაც მივხვდი რეალობას უკვე ყველაფერი დალაგდა.
ესაა კარდიოფობია.
ამ კაცმა იცის თავისი საქმე იმდენად რომ შეცდომაში არ შეგიყვანთ დამიჯერე.

Posted by: nnn_lll 19 May 2020, 02:58
QUOTE
ოქროს რჩევა: უნდა იპოვოთ კვალიფიციური კარდიოლოგი რომელსაც მიენდობით. ის იფიქრებს ამ ყველაფერზე. თქვენ კი მშვიდად იცხოვრებთ

gigi27
აი ზუსტად. ეს უნდა მოაწესრიგოთ პირველ რიგში ჩემი გამოცდილებით გეუბნებით.
მე ძალიან კარგად მესმის თქვენ რას განიცდით...
რომ არა ჩემს კარდიოლოგსა და ჩემს შორის ნდობა მე შეიძლება ასე მშვიდად არ ვყოფილიყავი როგორც ახლა ვარ.
ვფიქრობ ბევრს, ვკითხულობ ყველაფერს რაც aha-ისა და escardio-ს საიტებზე ქვეყნდება, მაგრამ პირველ რიგში ვუსმენ ჩემს ექიმს და სხვა პროფესიონალ ექიმებს და მჯერა მეცნიერების.
არც მე არ ვარ ბოლომდე დაცული გულის შეტევის განმეორებისგან, მეტიც, ჩემი წამლები, დიეტა, ვარჯიში რისკს მაქსიმუმ 50-70 პროცენტით მიმცირებს, მაგრამ რისკი მაინც რჩება მომეტებული. მაგრამ ამაზე რომ ვიფიქრო სულ და ამით დავიგრუზო, რამე შეიცვლება? არაფერი.
მე ვარჯიშმა მიშველა სხვათა შორის, და იქნებ გეცადათ, თუ ექიმი ნებას დაგრთავთ სცადეთ, პანიკურ შეტევებსაც ჩველის, (თავიდან აძლიერებს მაგრამ მერე პირიქით)..

Posted by: Oldmak888 19 May 2020, 09:55
zviadcardio
გამარჯობა ბატონო ზვიად,მოკლედ ყოველ დღე გავდივარ ველოსიპედით დაახლოებით 40 კილომეტრს თუ მეტს არა...ოფლიანი როცა ვარ ხოლმე გული თითქოს წამიერად მიჩერცებაო თითქოს დაგაწვაო რამე,მაგრამ ვფიქრობ ვითომ ოფლიან და გახურებულ ორგანიზმზე ჰაერის მოხვედრამ იცის მსგავსი რამ ? დაღლას რაც შეეხება მაინცდამაინც არვიღლები,აი გუშინ მაგალითად შეუჩერებლად დავდიოდი ჩქარი ტემპით ველოსიპედით და მაგ მომენტშიც ვიგრძენი ანუ მაინც რისი ბრალია ვერ ვხვდები,არც წნევები მაწუხებს არც არაფერი,ისე ნერვოზი მქონდა მაგრამ მაგის მერე დიდი დრო გავიდა,კიდევ ჩაის ვიღებ დიდი რაოდენობით და ვითომ ჩაიში შემცველმა კოფეინმა იცის რამე მსგავსი ?

Posted by: gigi27 19 May 2020, 10:20
zviadcardio
მადლობა რომ მაიმედებთ,მაგრამ ჩემიც გაიგეთ,მე საერთოდ არ ვიფიქრებდი არც ამ აორტაზე არც არაფერზე ელემენტარუალდ ხელს რომა რ მიშლიდეს ცხოვრებაში,საკმარისია 2 წუთი გავირბინო ძუნძულით და 150 მდე ამდის პულსი,მეორე-მესამე სართულზე უკვე სერიზულს დისკომფორტს მიქმნის,თან ეს ყველაფერი ხო პროგრესირებას განიცდის უფრო დროტა გამვანლობაში,მერე ალბათ მჯდომიარე მდგომარეობაშიც მექნება იგივე სიმპტომი და მაგიტომ ვამბობ ბატონო ზვიად,ძალინ გთხოვ სწორად გამიგე,კი ბატონო ვიცი რომ ექიმს უნდა მივენდო მაგრამ ამ ყველა ჩივილს რა ვუყო?? თქვენ მითხარით სხვაგან ეძებეთ ამის მიზეზიო,ყველაფერი გამოვიკვლიე,ჰემოგლობინი და ყველაფერი ნორმაში მაქ,ქოლესტერინის და კოაულოგრამის ანალიზი მქონდა ცუდი და სორვასტამ მომიწესრიგა ქოლესტერინი,ჩიყვის პრობლემაც მაქვს მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ასე ძალიან ადვილად დაღლა მაგის ბრალი არა რის,თუმცა შეიძელაბა ხელს უწყობს ამ ყველაფერს..რა ვქნა არ ვიცი,მე როგორც ვარ ეს ახლოსაც კი არ არის ოდნავ ნორმალურ ცხოვრების დონესტან თორემ წუწუნი სულ არ მჩვევია,კიდევ ვამბობ არც ვიფიქრებდი საერთოდ ანევრიზმაზე და არც არაფერზე ეს სიმპტომები რომ არ მქონდეს ...კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა...........
nnn_lll
კი ბატონო გასაგებია რომ ნდობა უნდა იყოს და მიხარია რომ მშვიდად ხარ და მინდა გისურვო ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე,მაგრამ მე ხელს მიშლის ძაან უბრალოდ გამიგე,ამას წინ ლიბერთი ბანკში ვიყავი მისული საქმეზე და მეორე სართულზე ავედი ოპერატორთან,გული გამიგრჟებოდა მეგონა ისე სწრაფად სცემდა და ოდნავი უაჰერობაც მქონდა,არადა მაგ დროს ხნიერმა ბაბუმ ამოიარა ჩვეულებრივად ხვდები?? 80 წლის კაცისათვის არ იყო პრობლემა ჩმეთვის იყო :{ დილით მინდა ხოლმე რომ ვიძუნძულო ეგეც არ შემიძლია 2 წუთსაც ვერ ვქაჩავ ..კიდევ ერთხელ მადლობა რომ რჩევა მომეცი..გაიხარე

Posted by: nnn_lll 19 May 2020, 12:53
zviadcardio
ბოდიში, კიდევ ერთხელ შეგაწუხებთ,
ე.ი. ფბზე ჯგუფებში ნორმალური ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებში მცხოვრები FH პაციენტები ამ ბოლო დროს დაფეთებულები პოსტავენ lp(a) მაქვს მაღალიო.
მერე ერთმა საკმაოდ სანდო ექიმმა თქვა მოხსენებაში, რომ მაღალი Lp(a) LDL-ს მსგავსად ასევე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორიაო.
როგორ უყურებთ თქვენ ამას, რამე სანდო მტკიცებულება გაქვთ ექიმებს ამ საკითზე?
ან საქართველოში კეთდება სადმე ამ lp(a)-ზე ტესტი?
* * *
gigi27
QUOTE
კი ბატონო გასაგებია რომ ნდობა უნდა იყოს და მიხარია რომ მშვიდად ხარ და მინდა გისურვო ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე,მაგრამ მე ხელს მიშლის ძაან უბრალოდ გამიგე,ამას წინ ლიბერთი ბანკში ვიყავი მისული საქმეზე და მეორე სართულზე ავედი ოპერატორთან,გული გამიგრჟებოდა მეგონა ისე სწრაფად სცემდა და ოდნავი უაჰერობაც მქონდა,არადა მაგ დროს ხნიერმა ბაბუმ ამოიარა ჩვეულებრივად ხვდები?? 80 წლის კაცისათვის არ იყო პრობლემა ჩმეთვის იყო :{ დილით მინდა ხოლმე რომ ვიძუნძულო ეგეც არ შემიძლია 2 წუთსაც ვერ ვქაჩავ ..კიდევ ერთხელ მადლობა რომ რჩევა მომეცი..გაიხარე

რის მადლობა, რჩევაც არაა, ყევლამ თავად უნდა ვიპოვოთ ჩვენს თავში გამოსავალი მსგავს სიტუაციებში, უბრალოდ მე მოგიყევი ჩემი მაგალითი და იქნებ გამოგადგესთქო..
ერთგან თქვი რომ ჭარბი წონა მაქვსო.
ეგ წონა მოიშორე, ნელ-ნელა აწიე ვარჯიშის ინტენსივობა, თუ დაიღლები და რამე საფრთხეს იგრძნობ უბრალოდ გაჩერდი, დაისვენე და მერე გააგრძელე, მთავარია მოძრაობა რომ ორგანიზმი შეეჩვიოს დატვირთვას. მახსოვს, პირველად რომ დავიწყე ვარჯიში რამხელა პანიკაში ჩავვარდი, ლამის ჰოსპიტალიზაცია დამჭირდა ისე ცუდად გავხდი.
და რაც ყველაზე მთავარია, პანიკური შეტევა ძალიან ჰგავს გულის შეტევას. მე ხომ გამომიცდია ეს და ვიცი. პულსი იწევს მაღლა, კანკალებ,მარცხენა მკერდში რაღაც ვერაა რიგზე , ზერელე სუნთქვა და ა.შ. ეს სიმპტომები მე პანიკური შეტევები რომ მაქვს მაშინ მაქვს.
ამიტომ, ასეთი რაღაც დავამუღამე, როცა ვვარჯიშობ ხოლმე, ყურსასემენებში ბოლო ხმაზე ვუწევ ტექნოს და სო ფარ სო გუდ :დ სცადე შენც. ფიზიკური აქტივობის დროს ჩართე ტელეფონში რამე რაზეც ყურადღებას გადაიტან.

პ.ს. ქოლესტეროლი რამდენზე გაქვს?
უკვე დადასტურებული ათეროსკლეროზის მქონე პაციენტებს 55მგ/დლზე ქვემოთ უნდა გვქონდეს რომ შეჩერდეს პროცესი.

Posted by: Oldmak888 20 May 2020, 16:57
gigi27
გამარჯობა მეგობარო,წონის პრობლემბი ხომ არგაქვს ?ერთი პერიოდი მეც ვიღლებოდი ძაან მალე როცა ძაან დიდი წონა მქონდა სამწუხაროდ ეხლაც მოვიმატე,მაგრამ ასეა თუ ისე ვვარჯიშობ და ველოსიპედითაც ბლომად ვმოძრაობ,ადრე მაგალითად პატარა და ეგრევე დაღლას ვგრძნობდი,აბა სცადე და რამე დიეტა დაიცავი უცხიმოები ჭამე და ჯანსაღი ცხოვრება დაიწყე ნელ-ნელა.
nnn_lll
ქოლესტერინის დაკლება რითია შესაძლებელი ?
* * *
nnn_lll
ათეროლიპი და ომეგა სამიც ხო კაია ქოლესტერინის დასაწევად და ფიზიკური აქტივობაც ? გამიგია კიდევ,ნიორიო biggrin.gif და რავი სწორი კვება შველისო რა biggrin.gif

Posted by: nnn_lll 20 May 2020, 17:04
Oldmak888
ეგ კითხვები ექიმს დაუსვი biggrin.gif
* * *
Oldmak888
პ.ს. მემგონი ძაან არაეთიკურია ჯანმრთელობის პრობლემის არმქონე ადამიანი რომ ასწავლი რა უნდა ქნას. მე რომ ვესაუბრები, მე არანაკლები და შეიძლება კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშეც ვდგავარ და უბრალოდ ჩემს გამოცდილებას ვიზიარებ. იქნებ თავი შეიკავო მსგავსი ჭკუის დარიგებებისგან. შენ არ იცი და არც გეცოდინება ამ ადამიანის რეალური პრობლემა და ამ დროს მისი ჭკუაზე დარიგება, მაშინ, როცა საერთოდ არ გამოგივლია ის გზა რაც მან გიარა ძაან არაეთიკურია.

ბოდიში ყველას, ეს თემა არ უნდა გაოფტოპიკდეს
გავდივარ.

Posted by: Oldmak888 22 May 2020, 10:17
nnn_lll
რა უხეშობაა ფორუმელო smile.gif რა საჭიროა მასეთი უხეშობა,რა მოხდა მერე თუ ჩემებურად ვუთხარი smile.gif
calm down

Posted by: nnn_lll 22 May 2020, 15:11
Oldmak888
უხეშობა რა შუაშია კაცო,
არც ექიმი ხარ და არც გულის პაციენტი, პრობლემა არ გაქვს ამ მიმართულებით არანაირი, საერთოდ არაფერი გამოგივლია, ალბათ მაქსიმუმ 20 წლის ახალგაზრდა ხარ და დგახარ აქ და ასწავლი ადამიანს რა და როგორ ჯობია მისთვის და წონა რომ უნდა დაიკლოს თურმე და უიმე შენ როგორ მოახერხე და როგორ ვარჯიშობ და რომ არაფერი გაწუხებს ამ დროს და სხვას რომ აწუხებს ე.ი. მათი ფსიქოლოგიური პრობლემაა თურმე და ბლა ბლა...
აი რა შუაში ხარ ვაბშე შეგიძლია თქვა? რა გინდა ამ თემაში, რა ჭკუას არიგებ ხალხს, მართლა ვერ გავიგე.
წადი რა, იცხოვრე შენთვის, ღმერთმა შეგარგოს ეგ ფიზიკური ჯანმრთელობა, რა ტვინს გვიტყნავ აქ ისეც დასტრესილ ხალხს.

Posted by: gigi27 22 May 2020, 19:22
nnn_lll
ბოლოს წინა არის ეს ანუ კარგი შედეგია,ბოლო ვერ ვნახე,საერთო ჯამში შეიძლება ითქვას სორვასტამ მომიწესრიგა ასე თუ ისე ,მაგრამ მე ფიბრინოგენი მაქვს მომატებული რაც არ მირეგულირდება თუ კარდიომაგნილი არ ვსვი დიდი დოზით,ასევე მაქვს კუჭ ნაწლავის პრობლემა და ვერიდები მაგიტომ ასპირინია მაინც და მავნეა
user posted image
Oldmak888
მაგარია ძაან მაგდენს რომ ვარჯიშობდა არ იღლები მაინც,მაგრამ ძაანაც ნუ მოიკლავ თავს,ვარჯიში კარგი არის ნომრის ფარგლებში,სწრფადა ველოსიეპიედით სიარული 1 საათი და მეტი საკმაოდ მძიმე ფიზიკური დატვირთვაა ჯანმრთელი ადამიანისათვისაც,რაც შეეხება წონას,კი გამხდარი ნამდსვილად არ ვარ მაგრამ არ მსუქანი
იტქმის ჩემზე,ანუ რაც უნდა ვიყო იდეალური წონა იმაზე 10-15 კილოთი მეტი ვარ და ვცდილობ დავაგდო ეს 10 კილო მაგრამ ადვილი არ არის,იმიტომ რომ იმდენი რამე ავკრძალე ცხოვრებაში,რომ რაღაცით ხომ უნდა მიიღო ელემანტარული სიამოვნება ადამიანმა თუნდა ხანდახან გემრიელი საკვებით ამიტომ,ცოტა მიჭრს დაგდება წონის მაგრამ მაინც დავაგდებ

პ.ს ესეც კოაულოგრამა user posted image

Posted by: nnn_lll 22 May 2020, 21:19
gigi27
ასპირინს მეც ვიღებ ერთი წელია უკვე პლავიქსთან ერთად და ჯერ პრობლემა არ შემქმნია (გარდა იმისა, რომ ყოველი გაპარსვის დროს აბანო მკვლელობის სცენას ემსგავსება)...
განიხილე შენს ექიმთან ეგ საკითხები, იქნებ არაა აუცილებელი ასპირინი მიიღო და რამე შემცვლელი წამალი მოგიძებნოს...

Posted by: zviadcardio 23 May 2020, 01:26
Malena_
კარგი იქნებოდა რომ ადამიანები ზუსტად გრძნობენ იმას რაც ხდება. არ არის ასე.
მე მყავს 30 000-ზე მეტი მოქმედი პაციენტი და მათ შორის რამდენიმე ათეული აღწერს გულის აჩქარებას მაშინ როცა პულსი აქვს 60 ან 70. ანუ აბსოლუტურად ნორმალურ გულისცემას აღიქვამენ როგორც აჩქარებულს. სუბიექტური აღქმა და ობიექტური რეალობა ზოგჯერ ერთმანეთს არ ემთხვევა განსაკუთრებით ეს ხდება ემოციურ ადამიანებთან.
ფსიქოსომატურ წიაღსვლებს ცხადია არ ვაპირებ. თუ თქვენ თვლით რომ უფრო ღირებული რჩევის მიცემა შეგიძლიათ - ეს სივრცე ყველასია.
მე არითმოლოგი ვარ და ვცდილობ ზუსტი რჩევები მივაწოდო ადამიანებს


AsToN
up.gif

Oldmak888
ვფიქრობ 40კმ ბევრია. უმჯობესია თუ ამას ისე გააკეთებთ რომ არ გადაიღალოთ
კოფეინს თუ შეზღუდავთ კარგი იქნება


gigi27
მინდა ასე შეხედოთ ამ საკთხს: ეგ პრობლემა რაც თქვენ გაქვთ და განერვიულებთ - დაღლას არ იწვევს. ანუ არ იქნება სწორი თუ ამას დავაბრალებთ თქვენს ჩივილებს. ჩემი აზრით ძალიან მოგეხმარებათ, თუ თქვენს ექიმთან შეთანხმებით დოზირებული ფიზიკური ტრენინგის რეჟიმს დაგეგმავთ. ძალიან ნელა და ეტაპობრივად გაზრდით დატვირთვებს. ექიმს დაანახეთ რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია თქვენთვის. მას შემდეგ რაც გარკვეულწილად ტრენირებული იქნება თქვენი ორგანიზმი (პირობითად 2-3 თვის შემდეგ) მერწმუნეთ ასეთი ადვილი დაღლა და აჩქარება აღარ გექნებათ. ეს აუცილებლად შეგმატებთ თვითრწმენას



nnn_lll
ლიპოპროტეინ A ზე უფრო მეტი მოლოდინი იყო ათიოდე წლის, წინ ვიდრე პრაქტიკული ღირებულება აღმოაჩნდა.
ამ ეტაპზე მთავარი საზომი მაინც LDL-ია, ასე რომ ნუ დაუთმობთ ძალიან დიდ ყურადღებას LP A-ს.

Posted by: nnn_lll 23 May 2020, 01:45
zviadcardio
მოკლედ, მადლობა ყველაფრისთვის. ეს საკითხი მართლა ძალიან მაინტერესებდა.

Posted by: tazo1981 23 May 2020, 18:11
ზვიადი ექიმო გამარჯობა, ნერვიულობის ფონზე მოჭერა დამახასიათებელია? ლოკალიზდება ძირითადად მარცხენა დვრილის ქვემოთ და მაგალითად სავარძელში რომ ჩავჯდები და გვერდს ვიცვლი ან მარცხენა მხარეს გადავიწევი, მოჭერა ცვალებადია. გადაღებული მაქვს რამოდენიმეჯერ კარდიოგრამმა და ექიმმა საერთოდ რისთვის მოხვედი ვერ ვხვდებიო.. ფიზიკურ დატვირთვაზე ნორმალურად ვგრძნობ თავს..წნევაც თითქმის სულ 120/80 მაქვს და ემოციურ ფონზე მაქსიმუმ 140/90 ზე ავიდეს, წნევაზეც იქნებ მითხრათ ემოციურზე თუა ეს წნევა საშიში.. თან წუხელ შვილივით სახლში გაზრდილი ძაღლი მომიკვდა და გაბრუებული ვარ და მიჭერს.. მადლობა წინასწარ

Posted by: zviadcardio 23 May 2020, 22:44

nnn_lll
My Pleasure

tazo1981
მოგესალმებით.
ერთ წერტილში (როცა ტკივილის ფართობი დაახლოებით მონეტის ზომისაა) ლოკალიზებული ტკივილი გულს არ ახასიათებს.
ასევე, როდესაც ტკივილი იცვლება პოზიციის შეცვლასთან ერთად, პრაქტიკულად გამორიცხულია კარდიოლოგიური (კორონარული) ტკივილი.
ანუ თქვენს მონათხრობზე დაყრდნობით ძალიან მაღალი ალბათობით ეს დისკომფორტი საშიში არ არის. შესაძლოა მართლაც უკავშირდებოდეს ემოციებს.

Posted by: tazo1981 23 May 2020, 22:54
QUOTE (zviadcardio @ 23 May 2020, 22:44 )
nnn_lll
My Pleasure

tazo1981
მოგესალმებით.
ერთ წერტილში (როცა ტკივილის ფართობი დაახლოებით მონეტის ზომისაა) ლოკალიზებული ტკივილი გულს არ ახასიათებს.

.........

დიახ,უბრალოდ ორი წლისწინ ნევროზი და პანიკური შეტევები მქონდა, დავძლიე 6 თვეში და მხოლოდ ემოციაზე დამიტოვა ასეთი სიმპტომი.. ექიმის პასუხზე გამამხნევებელი არაფერია. მადლობა თქვენ

Posted by: zviadcardio 23 May 2020, 22:59
tazo1981
არაფრის, წარმატებები smile.gif

Posted by: Shredinger 24 May 2020, 15:18
zviadcardio
გამარჯობათ smile.gif

ამ საგანგებოს პერიოდში მომიწია სულ სახლში ჯდომა, ნაკლები ფიზიკური მოძრაობა, ნაკლები ინტერაქცია ადამიანებთან, მუდმივად კომპიუტერზე მუშაობა მთელი დღე და ღამე და ვფიქრობ ამან თავისი ნეგატიური ეფექტი მოახდინა
ბოლო 2 ან 3 კვირა რატომღაც მგონია რო სუნთქვის პატარა პრობლემები მაქვს მაგრამ ეს პრობლემა მაშინ იჩენს თავს როცა ემოციურად სტრესული სიტუაცია მაქვს. შფოთვას მოაქვს ხოლმე მაგრამ სულ არა.

ანუ შფოთვის დროს, სუნთქვაზე თუ გავაკეთე ყურადღება ვატყობ რომ მთლად სუფთად ვერ ვსუნთქავ მაგრამ თუ არ მივაქციე ყურადღება საერთოდ არ მაქ პრობლემა.
ანუ ხანდახან ძლიერი სტრესული სიტუაცია მაქვს ხოლმე და თუ სუნთქვა არ გამახსენდა პრობლემა არ მაქვს. მარა თუ გამახსენდა მერე მგონია რო მე თვითონ უნდა ვისუნთქო biggrin.gif

მე ხო თან ექსტრა ასისტოლები მქონდა და რა მაინტერესებს შეიძლება რო უწყინარმა ექსტრაასისტოლმა სუნთქვის პრობლემა გამოიწვიოს? (შეგახსენებთ რომ ყველა ანალიზი გაკეთებული მაქვს)

95-96% მგონია რომ შფოთვას,ნერვიოლობას,ემოციებს მოაქვს მაგრამ მაინც თავს ვიზღვევ და ვიკითხავ.

სიცხე ან გაციებული არ ვარ, გრიპიც არ მაქვს რო ფილტვების ანტებას დავაბრალო smile.gif ამ მხრივ არ მაქ პრობლემა

Posted by: zviadcardio 25 May 2020, 00:41
Shredinger
უდიდესი ალბათობით თქვენი ჩივილების მიზეზი შფოთვაა.

Posted by: sweetAppletree 2 Jun 2020, 13:54
zviadcardio
როცა წნევის ვარდნა სინკოპიას იწვევს, შეიძლება მეხსიერების გაუარესებაც წნევისგან იყოს? რაღაცეები გადავიკითხე და დავუკავშირე

Posted by: zviadcardio 2 Jun 2020, 21:32
sweetAppletree
ახალგაზრდა ასაკში ეს ნაკლებად სავარაუდოა.
ხანდაზმულ ასაკში შეიძლება (როცა კომპენსატორული რეაქციები ცუდად მუშაობს)

Posted by: myEXwife 4 Jun 2020, 07:39
გამარჯობა,

გულის აბნორმალური მუშაობა მძიმეს აწევის დროს, აჩქარება და არითმია სხვადასხვა სწრაფი და ხანდახან მსუბუქი მოძრაობის დროს. ასევე მზის შუქზე გულიხ უცნაური რეაგირება ჩავარდნებით, თბილ ჰაერზე და ხანდახან უმიზეზოD

რა შეიძლება იყოს მიზეზი?

Posted by: zviadcardio 6 Jun 2020, 22:13
myEXwife
შესაძლოა ეს იყოს ექსტრასისტოლური არითმია.
ამ ტიპის არითმიას უამრავი პროვოკატორი აქვს - თამბაქო, ალკოჰოლი, კოფეინი, ენერგეტიკული სასმელი, სტრესი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა და ა.შ.
რეკომენდაცია: ექიმთან ვიზიტი, მინიმუმ ექოკარდიოსკოპია და ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი

Posted by: Tamu123tamu 8 Jun 2020, 10:21
გამარჯობათ. მარცხენა მხარეს იღლიიდან მკერდის მიმართულებით მაქვს პერიოდულად წვის შეგრძნება, ხან მხოლოდ იღლიის მიდამოში მეწვის. გავიკეთე სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია, რომლის მიხედვით არანაირი ცვლილება არ არის და ყველაფერი ნორმაშია. შესაძლებელია ეს წვა გულიდან იყოს გამოწვეული ??

Posted by: zviadcardio 8 Jun 2020, 17:56
Tamu123tamu
თეორიულად შეიძლება.
ზოგადად ნაკლებად სავარაუდოა, უფრო მეტი ალბათობით ეს უნდა იყოს ადგილობრივი (ნერვის, კუნთის, ხერხემლის) დისკომფორტი.
მიმართეთ ნევროლოგს, თუ კარდიოლოგიურ ტკივილზე ეჭვი დარჩება - შემდეგ კარდიოლოგსაც

Posted by: Unnamed89 8 Jun 2020, 22:38
zviadcardio
გამარჯობათ, ვარ 30 წლის მამაკაცი, რამდენიმე დღეა გულმკერდის არეში გულის მხარეს და გვერდით იღლიასთან მაქვს ჩხვლეტები, ასევე კანის წვის შეგრძნება, პულსი სულ მაღალი მაქვს, დღისით მოსვენებისას 90-100, ხოლო საღამოს 100-110, ვიყავი ერთერთ კლინიკაში, სადაც მკითხეს ჩივილები, გამიზომეს პულსი და დამიბარეს რამდენიმე დღეში ჰოლტერზე თუ სწორად მახსოვს, იქნებ მირჩიოთ კიდევ რისი გაკეთება შეიძლება ყოველ 10 წუთში პულსს ვიზომავ უკვე(((( ასევე ამ ყველაფერს ერთვის თავის ტკივილებიც ((( კორსიზით ვცადე პულსის დაწევა, მაგრამ შედეგი 0-ია(((

Posted by: zviadcardio 8 Jun 2020, 22:56
Unnamed89
ჰოლტერი, ექოკარდიოსკოპია, TSH, სისხლის საერთო, რკინა, ფერიტინი, კალიუმი
რათა მიზეზებიც მოიძებნოს.
თუ ყველაფერი ნორმაშია შესაძლოა ტრიგერი სტრესი იყოს

Posted by: Unnamed89 8 Jun 2020, 23:14
zviadcardio
ტრიგერი სტრესი რას ნიშნავს? ანუ თისიეიჩი და სისხლის საერთო ანალიზი ავიღო? ექოკარდიოსკოპია და ჰოლტერი სხვადასხვაა? როგორც ამ ექიმმა მითხრა ჰოლტერით უნდა დადგინდეს მიზეზი იმიტომ რომ აშკარად რაღაც გულის პრობლემააო(((
და სად კეთდება ეს ყველა ანალიზი იწნებ მიმასწავლოთ

Posted by: zviadcardio 9 Jun 2020, 12:13
Unnamed89
ანუ ერთ-ერთი მიზეზი (პტოვოკატორი, ტრიგერი) შეიძლება იყოს სტრესი (ემოცია).
ექოკარდიოსკოპია და ჰოლტერი სხვადასხვაა
ყველა ეს ჩამოთვლილი კვლევა უმჯობესია გაიკეთოთ.

თბილისის ნებისმიერ დიდ კლინიკაში კეთდება

Posted by: Unnamed89 9 Jun 2020, 12:42
zviadcardio
დიდი მადლობა ბატონო ზვიად

Posted by: Sean 9 Jun 2020, 15:28
zviadcardio
მოგესალმებით ბატონო ზვიად

კალიუმი გადავამოწმე და ისევ მომატებულია 5,33

შეიძლება არითმიების პროვოცირება მოახდინოს ასეთმა მატებამ, და ალბათ უნდა ვაკონტროლო კიდევ რომ არ მოიმატოს?

კრეატინი ადრე 3 თვის წინ გავაკეთე და ნორმაში იყო, ამის გამეორებაც ხომ არაა საჭირო თქვენია ზრით?>

Posted by: zviadcardio 9 Jun 2020, 22:20
Sean
არა, ეს მაჩვენებელი პრობლემა არ არის.
კი კალიუმი მინუმუმ 3 თვეში ერთხელ აკონტროლეთ.
ყველა აღებაზე გააფრთხილეთ ლაბორანტი რომ სისხლი ნელა აგიღონ.
თუ 5-ს ჩამოცდება კალიუმი შემდეგ შეგიძლიათ 6 თვიანი შუალედით გადაამოწმოთ.
ცოტა აქტიურად მიიღეთ სითხე. ჩვეულებრივი წყალი 2ლ მაინც დღეში.
შესაძლოა არასაკმარისად ჰიდრატირებული ხართ და ეს გიმატებთ კალიუმს.
ასევე რამე პროდუქტს/წამალს ხომ არ იღებთ რასაც კალიუმის მომატება შეუძლია.
თუ კალიუმი კლებაში წამოვა - კრეატინინის გაზომვა აღარ გინდათ
* * *
Unnamed89
არაფრის, წარმატებებს გისურვებთ

Posted by: Unnamed89 9 Jun 2020, 22:36
zviadcardio
ბატონო ზვიად იქნებ მიპასუხოთ პირად შეტყობინებაზე

Posted by: zviadcardio 11 Jun 2020, 20:49
Unnamed89
გიპასუხეთ smile.gif

- - - - - - - - - -
- - - - - - - - -

Posted by: gigi27 16 Jun 2020, 10:00
zviadcardio
ეს ხომ ისედაც ნათელია რომ ჯანმრთელობა ნომერი პირველი პრიორიტეტია ადამიანისათვის და ის რომ ელემენტარული ფიზიკური დატვირტვაც კი გღლის შინაგანადაც განგრევს ადამიანს,ე უკვე 4 წელია ფეხით დავდივარ დილაობით,ვარ 192 სანტ სიმაღლე,წონა 115 კილოგრამი,რომ შემხედავთ ჩემზე მსუქანი არ ითქმის,თუმცა მიზნად მაქვს კიდევ დავიკლო 5 კილო მაინც მინიმუმ,ანუ ის რომ სიმსუქნის გამო მაქვს ეს პრობლემა გამოირიცხა..მე გეუბნებითბ თქვენ როგორც ექიმს,რა ვქნა რომ გავიმუმჯობესო ცხოვრება,მხოლოდ ტკბილი სიტყვა რას მიშველის და დაიმედება როცა ფაქტი სახეზეა,ნახევარი წუთი ვიძუნძულე დღეს და დავიღალე პულსი 140 მდე ამივარდა,მეტი რაღა ეტაპობრივი დატვირთვა უნდა გავაკეთო ამდენი წელია აღარ ვეწევი,არ ვსვავ ალკოჰოლს,ვიღებ წამლებს,მათ შორის ნებილეტს და მიუხედავად ამისა ნახევარი წუთი ძუნძულის შემდეგ ვიღლები,საშინელებაა..და ამოვიდა ყელში ამ ტყუილების მოსმენა,მე ამას ვეტტყვი ჩემს ექიმსაც უკვე,ამდენ ნაკლს ნახულობს გულზე აორტის სარქველილ პრობლემა,მიტრალურის და ტრიკუსპიდურის,პლიუს აორტის ფუძის დილატაცია 4.8,მარცხენა პარკუჭის მსუბუქი ჰიპერტროფიადა მეუბნება გააგრძელე ცხოვრება დაიკდიეო,როგორ დავიკიდო მითხარით ტო ხალხი არ ხართ,ეს ის ხომ არ არის უბრალო რაღაც რომ არ მიაქციო ყურადღება და დაიკიდო,როცა ყოველდღიური ცხოვრებაა.. მეორე სართულზე რო ავდივარ გულს ბრაგაბრუგი გააქვს და ვიღლები,ინვალიდი ვარ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და მეტი რარა უნდა დამემართოს,სიკვდილი და ეგაა ხო,გასაგებია რო ყველა იმ ქვეყნად მიდის ბოლოს მაინც,მაგრამ არ მჯერა რომ არ არის შანსი ჩემი მდგომარეობის გაუმჯობესების,იქნება ეს ოპერაცია თუ რა,მიუხედავად იმისა მაგრად არ მინდა და რომელ ნორმალურ ადამიანს უნდა გულზე ოპერაცია,რომელსაც ამხელა რისკები ახლავს მაინც თან,მაგრამ რა ვქნა..ესეიგი სანამ უკვე მჯდომიარე მდგომარეობაში არ მექნება იგივე ეს დედააფეტქებული ზოგი ექიმი მეტყვის რო დაიკიდეო..მანგრევს ყველამაიარდ მორალურადაც და ყველამაირად ეს ყველაფერი,მოკვდე მირჩევნია ოპერაციის მაგიდაზე ასე ცხოვრებას,თუ არადა რა გახდა ეს ჩემი გული,გულს უნერგავენ ბოლო ბოლო ხალხს,წაკითხულიც მაქვს ვიღაც სარქისოვს რო გადაურეგეს გული,ამბობს 6 წელზე მეტი გავიდა და მშვენივრად ვგრძნობ თავსო,ვიცი ეს ინდივიდუალურია და ყველას სხავადასხვა ნაიარდ გადააქვს ოპერაცია,მაგრამ მითუმეტეს თუ მე არ მჭირდება გადანერგვა და ისე შეიძლება შველა ოპერაციით ვთქვათ სარქველების შეცვლით ან აღდგენით და აორტის ფუძის ანერვიზმის პლასტიკის,რატო არ უნდა გავიკეთო,მერე ხო უფრო საშიში იქნება ოპერაცია როცა სულ გადაგვარდება სარქველებიც და ყველაფერი..

Posted by: Sean 16 Jun 2020, 11:27
gigi27
ნევროზულია მეგობარო
მეც ეგრე მჭირს გულზე არაფერი,და მცირე დატვირთვისას ან შფოთვისას უსასრულობისკენ გარბის პულსი

როცა არაფერს აკეთებ მაშინ რამდენი გაქვს პულსი მოსვენებულ მდგომარეობაში?>

Posted by: gigi27 16 Jun 2020, 13:59
Sean
მე არ ვიცი შენ ნევროზის გამო გაქვს თუ არა მაგრამ მე გულის გამო მაქვს და თუ წაიკითხე მიხვდებოდი რაც მჭირს წერია!!!!! ასე რომ საკუთარი თავით ნუ განსჯი სხვებს..
ისე საიდან დაასკვენი რომ მხოლოდ ნევროზულია შენს მომენტში?? გულის ექო გადაღებული გაქვს?? სარქველები ნორმაშია?? გულის კუნთი გადიდებული ხომ არ არის?? თუ გულზე პრობლემები არ გაქვს მაშინ,ძმაკაცურად გირჩევ,ხო იტანჯები ეგეთი მდგომარეობით??
მე ვიტანჯები და ვნატრობ ნეტავ მხოლოდ ნევროზი მჭირდეს და გულზე ასეთი სერიოზული პრობლემები არ მქონდეს,ხოდა მოძებნე კარგი ფსიქიატრი ან ფსიქოთერაპევტი და გაგივლის ყველაფერი და იცხოვრებ სრულფასოვანი ცხოვრებით,ხოლო თუ გულის ბრალია მაინც არ შეშინდე და იმკურნალე გულზე და გაგივლის..ცუდად არ გამიგო მაგრამ ტანჯვა ქვია ამას როგორც მე ვარ,არც სექსი შემიძლია,არც ცურვა,არც აღმართზე ასვლა,ვერც მეორე სართულზე ავდივარ..მაგალითად 3 წლის წინ სადღაც 8 წუთი შემეძლო ნელი ძუნძულით სირბილი ახლა ერთ წუთსაც ვერ დავრბივარ..ინვალიდად ვგრძნობ თავს ძმაო.. ყველაფერი უნდა მოვიმოქმედოთ რომ გავიუმჯობესოთ ცხოვრება,თორემ ეგრე ექიმი კი გეტყვის დაიკიდე არაფერიაო,მაგრამ ის ხო არ იტანჯება შენ იტანჯები,ექიმთან ჩემნაირი თვეში ალბათ 100 კაცი მივა და მეტიც და ყველას პრობლემა რომ გულთან მიიტანოს მოკვდება ექიმი ნერვიულობით ..საკუთარი თავი ჩვენ უნდა გვიყვარდეს პირველ რიგში.. მაგალითს გეტყვი კარდიოლოგი მეუბნება დაიტვირთე ფიზიკურად ზომის ფარგლებში,მე ვეუბნები რომელ დატვირთვაზეა საუბარი როცა ელემანტარულ ფიზიკურ დატვირთვაზე ვიღლები და პულსი გარბის ზევით,ის მეუბნება გაუვარჯიშებელი ხარო,რაც არ უნდა გაუვარჯიშებელი იყო 30 წელს გადაცილებული კაცი მეორე სართულზე ავსლის დროს როგორ უნდა ქოშინებდე,თან მიუხედავად იმისა რომ ბოლო 4 წელია ყოველ დილით დავდივარ ფეხით რით ვერ გავარჯიშდებოდა გული რომ ნახევარი წუთიც კი ვერ ვირბინო ძუნძულით?? მე არ მჭირდება ტყული იმედები და დაბოლება,მე მინდა პრობლემების მოგვარება,შენ ასე შეხედე ცხოვრებას ძმაო..

Posted by: zviadcardio 16 Jun 2020, 22:11
gigi27
Sean
სალამი მეგობრებო.

gigi27
შეგვიძლია მხოლოდ ფაქტებით ვისაუბროთ ("ტკბილი" სიტყვით დამშვიდებაში რომ არ ჩამითვალოთ)
1. წონის საკითხი. ადამიანისთვის ჯანმრთელ წონად ითვლება როცა სხეულის მასის ინდექსი არ აღებატება 25-ს.
სხეულის მასის ინდექსი იანგარიშება შემდეგნაირად წონა შეფარდებული სიმაღლის (მ) კვადრატთან ანუ თქვენს შემთხვევაში = 115/1,92*1,92=31 რაც ნიშნავს იმას რომ არათუ ჭარბი წონა გაქვთ, ეს უკვე სიმსუქნეა. ანუ შეხედვით" მსუქანი არ ითქმის" ჩემთვის როგორც ამ დარგის პროფესიონალისთვის არასერიოზულია (პოეზიაა) და ფაქტებით უნდა ვისაუბროთ. თქვენი სიმაღლის ადამიანისთვის მაქსიმალური რეკომენდებული წონა გახლავთ 92-95კგ. ასე რომ 20კგ უნდა მოიკლოთ და მერე ვნახოთ დაგრჩებათ თუ არა ჩივილები. მოსთხოვეთ მკაცრად ეს საკუთარ თავს და შეასრულეთ - სხვა შემთხვევაში რა თქვენი ჩივილები ჭარბი წონით ახსნადია.
პირველ რიგში უნდა გქონდეთ ეს მოთხოვნა საკუთარ თავთან. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხია
სხეულის მასის ინდექსი შეგიძლიათ გამოითვალოთ აქ: https://www.nhlbi.nih.gov/health/educational/lose_wt/BMI/bmi-m.htm
2. სადამდე შეიძლება აჩქარდეს ჩვენი გულისცემა? რა არის ნორმა და რა არის პრობლემა? ფიზიკური აქტივობისად გულის აჩქარება 220 გამოკლებული ასაკი არის ნორმა. რამდენადაც მახსოვს 40 წლის ფარგლებშია თქვენი ასაკი 220-40=180-ს ანუ 140-მდე კი არა 180-მდეც რომ აჩქარდეს თქვნი გული დატვირთვისას რამე პრობლემა არ არის. ბატონო გიგი თქვენი რჩევით ტკბილ სიტყვებზე უარი ვთქვი და მხოლოდ ფაქტებით ანუ "მკაცრი" ექიმური ტონით გესაუბრეთ.
ანუ დასკვნა
რა გულის გადანერგვა, 20 კილოგრამი მოიკელით, ფიზიკურად ნელ-ნელა გააქტიურდით, ჩაიტარეთ გეგმიური კვლევები, წაყევით თქვენი ექიმის რჩევებს და ტკბილად იცხოვრეთ
Good Luck
ღმერთი გფარავდეთ
წარმატებები

Posted by: gigi27 17 Jun 2020, 09:32
zviadcardio
მიუხედავად იმისა რომ დიეტა ზოგადად მიჭირს,ყველა ღონეს ვიხმარ რომ 20 თუ ვერა, 10 კილოგრამი მაინც მოვიკლო პირველ ეტაპზე და ვნახავ რა შედეგი იქნება,თქვენი თქმის არ იყოს უკიდურესად მნიშვნელოვანია რადგან,ფაქტიურად 100 წლის კაცის "დიხანია მაქ" და სხვა გზა არ მაქვს თუ არა ის რომ მაგ რჩევას მივყვე ბოლომდე..მეც მაინტერესებს ძალიან..სიგარეტის კარგი მაგარი მწეველი ვიყავი და ცხოვრებაში არ მეგონა თუ უსიგარეტოდ გავძლებდი და აგერ უკვე 4 წელია არ ვეწევი(მართალია ღამ ღამობით მესიზმრება ხანდახან რომ ვეწევი) და ეს შევძელი,ალკოჰოლიც 4 წელია არ მიმიღია,ერთადერთი გერმიელი საკვებზე არ ვამბობდი უარს მაგრამ ჯანდაბას რაც არის არის,ამასაც შევძლებ რომ პირველ ეტაპზე 105 კილომდე ჩამოვიდე და ვნახო აბა როგორ ვიქნები,გამიუმჯობესდება თუ არა გულის გამძლეობა,მეორე ეტპაზე კიდევ 10 მოვიკლებ და თუ მაინც არ მიშველა ამ ყველაფერმა ესეიგი ქირურგიული ჩარევის გარდა სხვა გზა არ ყოფილა,მაგრამ იმედი მაქვს 4-5 წელი გავქაჩავ ისე რომ ოპერაციები არ დამჭირდეს და მერე უფრო განვითარდება მედიცინა და ბევრად ნაკლები რისკები იქნება გულის ოპერაციების დროს..იმეედი ბოლოს კვდება
მადლობა ,თქვენც გფარავდეთ ღმერთი და ყველას აქ ამ ფორუმზე..

Posted by: shonsky 18 Jun 2020, 21:29
გამარჯობა ბატონო ზვიად, ჰოლტერის ამ დასკვნას კარდიოლოგი ნორმალურს ეძახის და პულსი ძილში 39 მაშინებს. თქვენ მინდა ნახოთ და მითხრათ მაქვს თუ არა შიშის საფუძველი. მოსვენებულ მდგომარეობაში პულსი 55 დან 62 მდე მაქვს. ზოგჯერ 50 ფიქსირდება. მაგრამ ძილში 2 წლის წინანდელმა ჰოლტერმა 34 უჩვენა. ამ წელს 39.user posted image

Posted by: nnn_lll 20 Jun 2020, 14:59
QUOTE
ანუ დასკვნა
რა გულის გადანერგვა, 20 კილოგრამი მოიკელით, ფიზიკურად ნელ-ნელა გააქტიურდით, ჩაიტარეთ გეგმიური კვლევები, წაყევით თქვენი ექიმის რჩევებს და ტკბილად იცხოვრეთ

lol.gif love.gif

სალამი
zviadcardio,
1 წლის წინ ინფარქტ გადატანილი (ნორმალური განდევნის ფრაქციით), სტენტიანი, უსიმპტომო კად-ის მქონე პაციენტებთან კოკა კოლა, ფანტა, სპრაიტი და მსგავს გაზიან სასმელებზე რას ფიქრობთ?
და კიდევ, დიაბეტი არ მაქვს, ტრიგლიცერიდებიც 150ზე ქვემოთაა ერთი კარგი ქოლესტეროლი მაქვს ცოტა დაბალი და ამ ვითარებაში ტკბილზე რას ფიქრობთ? აი ნატურალური წვენები რომ არის ეგ თუ შეიძლება?
წინა ზაფხული ისე გადავიტანე რას ვჭამდი და ვსვამდი სულ არ მაინტერესებდა დეპრესიის გამო და ახლა მინდა რომ თან არც არაფერი მოვიკლო ტყუილად და თან ისე ვიკვებო რომ არ გავაუარესო მდგომარეობა.


პ.ს. სიმსუქნეზე გამახსენდა, მე რომ გეუბნებოდით ბისოპროლოლმა გამასუქათქო, მართალი ვყოფლივარ.
თვენახევარია შევეშვი და უკვე 3 კილო დავიკელი.

Posted by: Shredinger 20 Jun 2020, 21:57
მე არ ვარ ექიმი და ჩემს სიტყვას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ smile.gif

კოკა კოლა, სპაიტი და მისთანები ისეთივე სახიფათოა როგორიც მაღაზიაში განთავსებული ნატურალური წვენები. ყველა წვენი არის დაშაქრებული და მას წართმეული აქვს ის ნატურალური თვისებები რაც ჩვეულებრივ დაწურულ ხილს აქვს. ასევე მათ უმატებენ რაღაცას(არ მახსოვს რას) რათა დახლებზე დიდხანს გაძლოს.

ასევე ხილიც არ არის სასარგებლო. ვაშლი და მისთანები. უამრავ შაქარს შეიცავს, კონკრეტულად ფრუქტოზას. ძალიან დაშაქრებულია და მათი ზედმეტად ხშირი,რუტინული მიღება იწვევს ინსულინის რეზისტენტულობას, ასევე უამრავი ნახშირწყლების მიღებაც, რომელიც თუ წლების მანძილზე გაგრძელდა გადადიხართ დიაბეტის წინა ფაზაში და მერე ბოლოს ამთავრებთ დიაბეტით.

მე ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ ცომეულს ვჭამდი, ვაშლის ჭამაში ჩემპიონი ვიყავი, დრეში 10 მაინც ვჭამდი, არ მქონდა ხშირი ფიზიკური აქტივობა და იმის გამო რო ასაკმა უკვე თითქმის 28 მიუკაკუნა მეტაბოლიზმი ისეთი აღარ მაქ როგორც ადრე, დამეტყო ე.წ "belly fat". გავხდი 90 კილო
და ჩემი BMI(Body mass index) გახდა 25.7 რაც ცდება ნორმას.

მე პირადად შაქრის მიღების 0 მდე დაყვანის მომხრე ვარ - ეს ჩემი არაკომპეტენტური პირის აზრი.

იხილეთ ვიდეო smile.gif


Posted by: zviadcardio 21 Jun 2020, 22:42
gigi27
მოინდომეთ, იშრომეთ. ზუსტად ვიცი რომ ყველაფერი კარგად გექნებათ.


shonsky
დიახ, პრაქტიკულად ნორმალური ჰოლტერია.
თაფლი აკრძალეთ.

nnn_lll
ეს რაც ჩამოთვალეთ არავისთვისაა სასარგებლო.
რეალურად ნატურალური წვენი (თქვენი გამოწურული) შეიძლება. სხვას ვერ გირჩევთ. უკიდურესას იშვითად შეიძლება


QUOTE
ბისოპროლოლმა გამასუქათქო

მინიმალური გავლენა აქვს მეტაბოლიზმზე. მთლად მაგას ნუ დააბრალებთ. მსგავს პრეპარატს >10 000 ადამიანი იღებს პერმანენტულად ჩემგან (ჩემი პაციენტები), თითქმის არ ახდენს წონაზე გავლენას. რაღაცები ინდივიდუალურია, მაგრამ მაინც
წარმატებები

Posted by: nnn_lll 23 Jun 2020, 14:29
zviadcardio
მადლობა. შევიკავებ თავს, რაკი ასეა.

Posted by: Niin29 23 Jun 2020, 18:16
მოგესალმებით როტარიტმილის ვიღებ დღეში ერთხელ 200იანს და დღისით. და საღამოს ისევ მეწყება ექსტრასისტოლები. გამოვიკვლიე ჰელსიკორში გული მთლიანად და მითხრეს არაფერია მნიშვნელივანიო ჯამრთელი ხარო. მსუბუქი დმამშვიდებელი მიიღეო. მარა ფაქტია ტომ მაქ შევაღონე ექიმი და მის მერ3 დმანეიშნა ეს წამალიც. ემეილია თუ არა გავყო და დილა საღამოს მივიღო ას ასი მგ. რადგაცან 100 მშველის მაგრამ 5 საათით მეტით არა. მადლობა

Posted by: nnn_lll 24 Jun 2020, 15:01
zviadcardio
PM-ში მოგწერთ კიდევ, ფლიზ,
სხვა ადამიანის ჯანმრთელობას ეხება საკითხი და არ მინდა აქ, საჯაროდ რომ დავწერო.

Posted by: Niin29 24 Jun 2020, 15:19
user posted imageuser posted imageuser posted image ამაზე არაფერი დამენიშნა. ნერვოლიგის დანიშნულებით წამლს ვიღებ. დიდი თხოვნის მერე როზულიპი დამენიშნა არ მიშველა ეხლა როტარიტმილი.200იანი.დღისით ერთ მიღებაზე. საღამოსკენ ისევ მეწყება ექსტრასისტოლები. თუ შეიძლება რომ ნახევარი დილით მივიღო და ნახევარი საღამოს ანუ არ მივიღო მხოლოდ დილით ერთ მიღებაზე 200იანი. იქნებ ასე მომცეს შვება. გასაგებია რომ ნორმალურად არის ყველაფერი მაგრამ ფაქტია რომ მე მაწუხებს.წინასწარ დიდი მადლობა .ბატონო ზვიად თქვენი პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

Posted by: zviadcardio 24 Jun 2020, 23:35
nnn_lll
დიახ გიპასუხეთ

Niin29
მე რომ ვიყო პაციენტი ასეთი მცირე რაოდენობით ექსტრასისტოლიის გამო ანტიარითმიულ წამალს არ დავლევდი.
თქვენ ითხოვთ და ექიმს "აძალებთ" რამე დაგინიშნოთ. მესმის რომ შემაწუხებელია მაგრამ...
შევხედოთ ამ საკითხს ასე - ეს მდგომარეობა არაფერს დაგიშავებთ - აი წამლებს კი შეიძლება ჰქონდეთ გვერდითი ეფექტები.
თუ პრობლემა გაძლიერებული აღქმაა - მიმართეთ ნევროლოგს და დაივიწყეთ ეს უმნიშვნელო არითმია.
ეს რომ მნიშვნელოვანი არითმია იყოს მაშინ რა თქმა უნდა დაგჭირდებოდათ თერაპია მაგრამ ახლა არ ვიცი რამდენად ღირს...

და მაინც რომ ვუპასუხო თქვენს შეკითხვას - წამლის გაყოფა შეიძლება, თუმცა ეს ხანგრძლივმოქმედი წამალია და ორად ან ათად გაყოფილიც ზუსტად ისე იმოქმედებს როგორც ერთჯერადად მიღებული. გაყოფას და ორჯერადად მიღებას მხოლოდ ფსიქოლოგიური ეფექტი თუ ექნება.
უთხარით თქვენს თავს რომ საშიში არაფერი გაქვთ და გაყოჩაღდით smile.gif

Posted by: Niin29 25 Jun 2020, 00:18
zviadcardio თქვენ ხართ საოცარი ადამიანი. უდიდესი გულით. ამდენი ადამიანის დამხმარე და გულშემატკივარი თანაც ასე უსასყიდლოდ. ღმერთმა გაგხაროთ. ❤

Posted by: zviadcardio 26 Jun 2020, 00:05
Niin29
დიდი მადლობა smile.gif
იცოცხლეთ
განსაკუთრებული არაფერი - ეს ჩემი პროფესიის ნაწილია
წარმატებებს და ჯანმრთელობას გისურვებთ

Posted by: laveraki 1 Jul 2020, 08:25
გამარჯობათ.
პირდაპირ დავიწყებ. დაახლოებით 10 წლის წინ ძილის წინ შემაწუხა გულმა. ხასიათი ქონდა ასეთი: გულიდან ყელის მარცხენა არეში ადიოდა მწვავე ტკივილით. დაახლოებით 10 წუთი გრძელდებოდა.
ამის შემდეგ წლები არ შევუწუხებივარ. ამას წინ წინ , დაბლა გადავიხარე და გამკრა ისევ ოღონდ ნაკლები ტკივილით.
სამსახური მაქვს ყოველ მეორე ღამეს მეტნაკლებად ვათენებ. გუშინ მთელი დღე და ღამეც ამტკივდა დროგამოშვებით , მაგრამ ნაკლები სიმძაფრით.
ვცხოვრობ დასავლეთში რეგიონში. სანამ ქუთაისში ან ბათუმში ჩავალ იქნებ რამე მირჩიოთ. რეგიონის საავადმყოფოს ვერ ვენდობი.

Posted by: Sean 1 Jul 2020, 10:56
zviadcardio
მოგესალმებით
რა მაინტერესებს ტაქიკარდიის გამო ბეტალოკ ზოკი გავზრადე 1 დან 1,5 მდე, ანუ 25 მგ ვიღებ 1,5
ზოგადად ამ პრეპარატის მიღება რამდენ ხანს შეიძლება მაქსიმუმ? და გრძელვადიან პერსპექტივაში რამე მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი თუ შეიძლება ქონდეს
შემცირებაც მინდა მარა ექიმის გარეშე ვერ ვბედავ

Posted by: 7903251 1 Jul 2020, 11:33
ბ-ნო ზვიად გამარჯობა, zviadcardio@yahoo.com -ზე გადმოვაგზავნე ეკგ, სისხლის და შარდის ანალიზების პასუხები. გთხოვთ გადახედოთ.

პაციენტი, მმ, 58 წ. არტ.წნევა : 140 / 100 -ის ფარგლებში. მკურნალობს შემდეგი პრეპარატებით: პრესტანსი 5 / 5, როზულიპი 20 მგ, ტრომბო აცც 100 მგ დღეგამოშვებით.

შარშან ალტ ასტ მწყობრში იყო 10/20 მგ როზულიპის ფონზე.
დაბალი სიმკვრისი ქოლეტერინი მაინც 137-ია. რა რეკომენდაციას მომცემთ ?

მგონი ასევე კრიტიკულად საყურადღებოა TSH და გულმკერდის რენტგენოგრაფია.

Posted by: zviadcardio 1 Jul 2020, 21:52
მოგესალმებით

laveraki
მხოლოდ ერთი რჩევა შეიძლება.
უსათუოდ მიბრძანდით კარდიოლოგთან და ჩაიტარეთ შესაბამისი კვლევები.
ეს დისკომფორტი შესაძლოა საყურადღებო იყოს

Sean
თუ პაციენტს არ აქვს ბრონქული ასთმა, პერიფერიული არტერიების დაავადება და ბეტა-ბლოკატორების გამოყენების სხვა უკუჩვენება როგორც წესი ბეტალოკ-ზოკი კარგად აიტანება. მისი ძალიან ხანგრძლივი დროით მიღებაც (თუ ეს აუცილებელია) როგორც წესი არ არის პრობლემა.
რაც შეეხება გვერდით ეფექტებს - ერთ ერთი გავრცელებული გვერდითი ეფექტი მამაკაცებში პოტენციაზე მოქმედებაა. ეს პატარა დოზაა და არ არის აუცილებელი რომ პოტენციაზე იმოქმედოს. აქვე დავწერ რომ თუ მაინც იმოქმედა, ეს გვერდითი ეფექტი უხშირესად შექცევადია, ანუ წამლის შეწყვეტის შემდეგ პოტენცია ნორმალიზდება.


7903251
დღეს ეს მეილი არ მიმიღია.
შარდის ანალიზს ნუ გამომიგზავნით, ჩემი სპეციალობისგან შორსაა.
სხვა გამოკვლევები ხელახლა გადმომიგზავნეთ და გიპასუხებთ

Posted by: 7903251 1 Jul 2020, 23:00
zviadcardio


კიდევ ერთხელ გადმოვაგზანე zviadcardio@yahoo.com - ზე, უკაცრავად შარდის ანალიზის ფაილიდან გამოყოფას ვერ ვახერხებ.

Posted by: zviadcardio 2 Jul 2020, 00:05
7903251
პაციენტი აუცილებლად საჭიროებს:
ენდოკრინოლოგის კონსულტაციას
კარდიოლოგის კონსულტაციას და ექოკარდიოსკოპიას.
TSH ძალიან დაბალია - ანუ ჰიპერთირეოზია და ეს უსათუოდ შექმნის პრობლემას - ასე რომ ენდოკრინოლოგთან დაუყოვნებლივ წაბრძანდით

რაც შეეხება რეკომენდაციებს რომელიც ზეპირად შემიძლია მოგცეთ.
ღვიძლის ფუნქციების ასეთი მატება კატასტროფა არ არის. პირველი რაც უნდა გააკეთოთ როზულიპი გაანახევრეთ (20მგ შეამცირეთ 10მგ-მდე), 45 დღეში გაიმეორეთ ლიპიდური სპექტრი და ALT, AST. თუ არ აღინიშნა ღვიძლის ფუნქციების ნორმალიზაციისკენ ტენდენცია (შემცირება) შეწყვიტეთ როზულიპი. თუ შემცირება დაიწყო დაიტოვეთ 10მგ და მჭირდროდ იკონტაკტეთ კარდიოლოგთან და ენდოკრინოლოგთან
წარმატებები.
პ.ს. იმ საკითხების ინტერპრეტაციას (რენტგენი, შარდის ანალიზი) რომელიც ჩემს კომპეტენციაში არ არის - არ ვახდენ. ეს უშუალოდ ჩემი საქმე არ არის - ნახევრად მოცემული რჩევა და ფილოსოფოსობა ჩემგან შორსაა smile.gif

Posted by: Never~Never 2 Jul 2020, 12:10
ვარ 45 წლის მამაკაცი, ხშირად მაწუხებს გული, რა შეიძლება იყოს მიზეზი?

Posted by: zviadcardio 2 Jul 2020, 21:34
Never~Never
მომიტევეთ მაგრამ ძალიან ცუდად დასმული შეკითხვაა.
1. აღწერეთ რას ნიშნავს გულის შეწუხება (გტკივათ, გიჩქარდებათ თუ რას გრძნობთ)
2. რამდენ ხანს გრძელდება ეს "შეწუხება"
3. თუ არის რამე ფაქტორი (საკვების მიღება, გადაღლა, სტრესი) რასთანაც კავშირშია ეს პრობლემა
4. რამდენი ხნის წინ დაიწყო და უარესდება თუ არა
5. რამე თანმხლები დაავადებები თუ გაქვთ და პრეპარატებს თუ იღებთ
დაწერეთ ეს ყველაფერი და შეკითხვაც ინფორმატიული იქნება

Posted by: 7903251 2 Jul 2020, 22:46
zviadcardio


ბ-ნო ზვიად მადლობა გამომაურებისათვის !

ეკგ-ზე რაიმე ცვლილება იყო და ამიტომ გვირჩევთ ექოკარდიოსკოპიას თუ რენტგენზე გულის ჩრდილის გაფართოების გამო ?

გთხოვთ დააზუსტოთ, შესაძლებელია თუ არა როზულიპი 20 მგ მოხმარება დღეგამოშვებით ან შუაზე გატეხვა და ყოველდღე მიღება ?
თრომბო აცც 100 მგ ჩვენს შემთხვევაში რომელსაც დღეგამოშვებით ვიღებთ რეკომენდებულია თუ არა მისი მოხმარება ?

Posted by: nnn_lll 3 Jul 2020, 13:43
zviadcardio
გამარჯობა, პლავიქსი და კარდიომაგნილი მაქვს დანიშნული საუზმის შემდეგ
ჩემი საუზმე 13:00ზე ადრე შეუძლებელი გახდა ამ ბოლო დროს, რადგან ღამე გვიან ვწვები და შესაბამისად, გვაინ მიწევს გაღვიძება.
3 კითხვა მაქვს:
ერთი - 13:00ზე რომ ვიღებ ამ წამლებს და არა მაგალითად 9:00 ან 10:00 - უფრო ადრე, ეს რამე პრობლემას ხომ არ შექმნის?
მეორე - ღამე 2-3-ზე, ხან 4-ზე რომ ვიძინებ ეს არის რეალური პრობლემა ჩემნაირი პაციენტისთვის? (სტრესი თითქმის არ მაქვს, 7- 8 საათი გაბმულად, უშფოთველად მძინავს ყოველ 24 საათში,უბრალოდ ყველა ჩემს მეგობარს ღამე სცალია და მჭირდება ეს სოციალიზაცია და ამიტომ ცოტა მაგვიანდება ხოლმე დაძინება)
მესამე - ყოველ საღამოს ან ლუდს ვსვამ ან ღვინოს, ლუდი - ჰეინეკენი ერთი ქილა, ღვინო 150-200 გრამამდე.
ამაზეც იქნებ გამარკვიოთ, რამდენად სწორია ასეთ რეჟიმში ცხოვრება/მკურნალობა
მადლობა

Posted by: საილერი 3 Jul 2020, 15:31
რამდენიმე დღის განმავლობაში მაწუხებდა წვა ყელის არეში, პერიოდულად (ალბათ, გულძმარვას რომ ეძახიან, მაგაზეა საუბარი)

გუშინ, დამეწყო სისუსტე, გაბრუება, ყელში შეგრძნება, რომ თითქოს რაღაც მადევს მძიმედ და ნერწყვის გადაყლაპვისას ვგრძნობ, ასევე ხმაც დამისუსტდა. გულზე მქონდა შეგრძნება, რომ თითქოს მუშტით უჭირავს ვიღაცას და მოკლედ ცუდ დღეში მქონდა. წნევა რომ გავიზომე, 130/80-ზე მქონდა, რაც ჩემთვის ალბათ მაღალია(25 წლის ვარ). გულის ცემა კი 55 იყო. დაწოლისას, რამდენიმე საათი ვითმინე ეგ მდგომარეობა და ბოლოს ჩამეძინა. დღეს გავიღვიძე და ბევრი არც არაფერი შეცვლილა, ყელში იგივე შეგრძნება მაქვს და გულზეც იგივე სიმძიმე, რომელიც პერიოდულად ტკივილის შეგრძნებას მაძლევს. გაბრუებაც.

რა ჯანდაბას შეიძლება ეს გამოეწვია?

კარდიოლოგთან ვიზიტს მირჩევთ, თუ დავიცადო?

თუ კი, მაშინ სად/ვისთან და ასევე რა თანხებთანაა დაკავშირებული, ეგეც რომ მითხრათ.

Posted by: qetqeta 4 Jul 2020, 00:19
გამარჯობა, მაინტერესებს პაროქსიზმული ტაქიკარდიის დროს პრაქტიკაში თუ არის შემთხვევა როცა შეიძლება არ მოხშირდეს და აბლაცია არ დასჭირდეს?

Posted by: zviadcardio 4 Jul 2020, 01:12
7903251
კარდიოგრამაზე მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. თუ პაციენტს კარდიოლოგიურად იკვლევთ თუნდაც პროფილაქტიკისთვის, ექოკარდიოსკოპია რუტინული მინიმუმია. ანუ მინიმუმ ექოკარდიოსკოპია უნდა გაუკეთოთ.
როზულიპს თუ გამყოფი ხაზი აქვს, გაყოფა შეიძლება. ასევე დღე გამოშვებით მიღებაც შესაძლებელია.
ასპირინს რაც შეეხება. მის გამოყენებას აქვს თავისი ჩვენება. პაციენტს ასე ღრმად არ ვიცნობ რომ რჩევა მოგცეთ. უმჯობესია მკურნალ ექიმს დაეკითხოთ. ზოგადად ამ ტიპის წამალს ან ყოველდღე უნდა იღებდეთ ან საერთოდ არა. ანუ დღეგამოშვებით თრომბოასის მიღება არ არის რეკომენდებული.


nnn_lll
1. პრობლემა არ არის
2. სერიოზული პრობლემაა, ცოტა ხანში ბევრ პრობლემას შექმნის. სასურველია 12 დაიძინოთ. უკიდურეს შემთხვევაში 1ზე
3. თუ მაინცდამაინც... - ღვინო სჯობს. მაქსიმუმ 150მლ


საილერი
თუ მსუბუქ დამამშვიდებელზე (თუნდაც ვალიდოლზე) ეს ჩივილები არ ქრება დაგეგმეთ კარდიოლოგთან ვიზიტი.
ფინანსურად ძნელი სათქმელია - ბაზისური კვლევები დაახლოებით 250ლ

qetqeta
ამის შანსი მხოლოდ თეორიულია.
ანუ ნული არ არის ამის ალბათობა, თუმცა ნულთან ახლოსაა

Posted by: gigi27 4 Jul 2020, 10:42
zviadcardio
ბოლოს რომ ვისაუბრეთ მაგ დღიდან დავიწყე სწორი კვება ეგრეთ წოდებული Дробное питание ანუ სწორი კვება და ხშირ ხშირად,მაგ მომენტში ვიყავი 117 კილომდე,ახლა ვარ 109.5,გამოვედი სიმსუქნიდან და ახლა ვარ ზედმეტწონიანებში BMI კალკულატორის გამოთვლით. რა პლიუსები მაქვს რაც შევამჩნიე:
ოდნავი სიმსუბუქე, დამეტყო სახეზეც და მუცელზეც რომ დავიკელი ჯერ ძუნძულით სირბილი არ მიცდია არც კიბეზე ასვლა,ვფიქრობ ჩამოვიდე 105 კილომდე მაინც და შემდეგ დავიწყო ნელი ძუნძული 10-15 წუთი მაინც ვნახოთ იმედია შევძლებ,წონის დაკლებამდე 2 წუთსაც ვერ ვძუნძულებდი,ასევე მეორე სართულზე ასვლაზეც მიჩქარდებოდა გული ძაან(ნებილეტის ფონზეც კი )
ვნახოთ რა იქნება,მადლობა რჩევისათვის,მუღამი მომეცა რომ დავიკლო წონა
2კვირაში დავწერ რა შედეგი მექნება

Posted by: qetqeta 4 Jul 2020, 11:09
zviadcardio
და მიზეზი პაროქსიზმული ტაქიკარდიის შეიძლება იყოს ემოცია, სტრესი, ცხელი წყალში ბანაობა ან გადაღლა?
პ.ს მაქვს აუტოიმუნური თირეოდიტი, თუმცა Tsh, ft4 წლებია ნორმაშია

Posted by: zviadcardio 4 Jul 2020, 11:26
gigi27
თუ თქვენ BMI ს 27 ზე დაიყვანთ სხვა ადამიანი გახდებით. საბოლოო ზამიზნე 25ია, მაგრამ შუალედურ სამიზნედ 27 ავიღოთ.
წონის გარდა თქვენ არაფერი გიშლით ხელს რომ უფრო ჯანმრთელი გახდეთ. ის პრობლემები რაზეც ბევრჯერ გვისაუბრია - მაგ ჩივილებს არ იწვევს.
არ იჩქაროთ კლება, ნელა მაგრამ მიზანმიმართულად იარეთ მიზნისკენ. სხვა ადამიანი გახდებით. ყველაფერი დაგავიწყდებათ.
ვაფასებ თქვენს მონდომებას და წარმატებებს გისურვებთ.

qetqeta
ჭეშმარიტ სუპრავენტრიკულურ ტაქიკარდიას ეგ ფაქტორები არ ჭირდება.
ამ დროს მიზეზი არის გულში. ხატოვნად რომ ვთქვათ გულში არსებობს "არითმიის კერა" რომელიც უსათუოდ ჩართავს შეტევას. ეგ ყველაფერი + კოფეინი, რიგ შემთხვევებში ალკოჰოლი, გადაღლა მხოლოდ პროვოკატორებია და არა მიზეზი. ანუ მაგ ფაქტორებით უფრო ხშირად იქნება შეტევა, მაგრამ საერთოდ რომ მოიშოროთ ეს პროვოკატორები, შეტევა მაინც იქნება. იშვიათად მაგრამ მაინც მოხდება. ასეთია ჭეშმარიტი სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდია.

Posted by: gigi27 4 Jul 2020, 12:31
zviadcardio
გაიხარეთ მადლობთ და რა გამომრჩა კიდევ,თქვენ რამდენიმე თვის წინ მირჩიეთ ნებილეტის მეოთხედამდე შემცირება რადგან პულსი 55ზე ქვემოთ ჩამომდიოდა , მანამდე ნახევარს ვსვამდი,შევამცირე კიდეც და რაღაც პერიოდი ვსვამდი მეოთხედს,მერე ისევ ნახევარი ვსვი ცოტა ხანი რადგან პულსი მიჩქარდებოდა და ახლა ბოლო კვირაა ისევ მეოთხედს ვსვამ,მაგრამ დღეს წამოწილილი ვიყავი მობილურში ვათვალიერებდი სტატიებს და თითქოს ოდნავ ძილი მოგერიაო ეგეთი შეგრძნება მქონდა და გავიზომე პულსი,ხელზე მაქვს ფიტნეს ბრასლეტი და 50 აჩვენა პულსი
დავურეკე ჩემს ექიმს და მითხრა მოხსენიო,არადა მეშინია მოხსნის რადგან ისევ ძაან არ ამიჩქარდეს გული სიარულის დროს ან არითმიები არ გამიკეთოს. მთელს რო სვამდეო მაშინ შეიძლება უკუშედეგი მოეცაო და რადგან მეოთხედს იღებო ეგრევე მოხსენიო,მაგრამ თქვენც გკითხეთ მაინც,თქვენი აზრიც მაინტერესებს.
საშინლად ამიჩქარდა შარშან ზაფხულში პულსი ოდნავ აღმართზე ამოვდიოდი კინაღამ ცუდად გავხდი (მაგ პერიოდში არ ვიღებდი ნებილეტს) აქ დავწერე კიდეც მახსოვს მაშინ, და მაგიტომ მაინტერესებს არ ვიცი დაემთხვა იმ პერიოდს რომ არ ვიღებდი თუ ნებილეტის მიტოვების გამო მიქნა მაგრამ ეგრე იყო..ვშიშობ და ვფრთხილობ მაინც არადა ვიცი რომ 55 ზე დაბლა პულსი კარგი ნამდვილად არ არის
მოკლედ რა ვქნა ზვიად მოვხსნა საერთოდ?

.....პ.ს
ახლა დავურეკე ახლობელს ისიც კარდიოლოგია ვინც თავის დროზე დამინიშნა ეს ნებილეტი და პრესტანსი 2016 წელს
ასეთი პასუხი გამცა: არაუშავს თუ წამლის ფონზე ჩამოგდის 50 ზეო,აი 50 ზე დაბლა თუ ჩამოვა მოხსენიო,ასევე მითხრა რომ მოხსნა და არითმიები გაგიკეთოს ისევო? არადა როცა დამინიშნა მაშინ არითმიები იშვიათად მქონდა უფრო მეტად პულსის აჩქარება და მაღალი წნევები მქონდა,ყოველ შემთხვევაში არითმიებს არ ვგრძნობდი.. ჩემთვის სულერთია ნებილეტს დავლევ თუ არა ,ერთით მეტ წამალს დავლევ თუ ნაკლებს არაფერს წყვიტავს,მაგრამ ეს დაბალი პულსი რომ არ მქონდეს ხოლმე კარგი იქნებოდა,აი ჩვეულებრივად როცა ავდგები გავივლი ცოტას ან ვზივარ ეგრე დაბლა არ ჩამოდის,როცა ვზივარ 57-70მდე მერყეობს პულსი აი თუ წამოვწექი ეგრევე ჩამოდის 60ზე დაბლა 55-50 მდე ისიც მახოვს 2 წლისნ წინ მომენტებში 45მდეც ჩამომდიოდა პულსი როცა ვიწექი ხოლმე,მაშინ ნახევარ ნებილეტს ვიღებდი სისტემატურად.. მოკლედ დავიბენი არ ვიცი რა ვქნა.. არ მოვხსნა და თუ ამ ნებილეტის ბრალია 50 პულსი საშიშიც კი არის,მოვხსნა და ძალიან აჩქარებები დამეწყოს და არითმიები გამიხშირდეს ეგეც არ მინდა..დავიბენი .......

Posted by: nnn_lll 4 Jul 2020, 13:10
zviadcardio
ოკ. უღრმესი მადლობა!

Posted by: zviadcardio 5 Jul 2020, 11:08
gigi27
რეალურად მოსახსნელია ნებილეტი.
უნდა ითქვას რო (თქვენი სურვილის გათვალისწინებით) მეოთხედი აბის დატოვებაც შეიძლება და ასე გაგრძელება, თუმცა ასეთ შემთხვევაში ერთხელ სასურველი იქნება ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგის გაკეთება მეოთხედი აბი ნებილეტის ფონზე, რათა დავრწმუნდეთ რომ ბოლომდე უსაფრთხოა. ზოგადად წამოწოლილ მდგომარეობაში რომ 50მდე ჩამოვიდა ეს სახიფათო არ არის, თუმცა არ ვიცით რა ხდება მაგალითად ძილში - ამიტომ გირჩევთ ჰოლტერს.

nnn_lll
წარმატებებს გისურვებთ

Posted by: Never~Never 5 Jul 2020, 12:40
zviadcardio
ნებილეტის მიღება ექიმის გარეშე შეიძლება?

Posted by: zviadcardio 5 Jul 2020, 14:11
Never~Never
არა
ამ ტიპის წამალს სასარგებლო მოქმედებასთან ერთად აქვს გვერდითი ეფექტებიც (ისე როგორც ყველა პრეპარატს).
100 პაციენტისთვის ის შეიძლება იყოს სასარგებლო, ერთი კონკრეტული პაციენტისთვის კი ზიანის მომტანი.
ამიტომ ექიმთან ვიზიტის გარეშე ასეთი პრეპარატების მიღება არ ღირს.

Posted by: Never~Never 5 Jul 2020, 15:42
zviadcardio
მადლობა პასუხისთვის.

Posted by: zviadcardio 5 Jul 2020, 21:39
Never~Never
არაფრის, წარმატებებს გისურვებთ

Posted by: keen 6 Jul 2020, 00:44
QUOTE
კითხვა კარდიოლოგთან, პასუხი ნებისმიერ შეკითხვაზე
გამოგზავნილია: 23 Jun 2006

ამასობაში, უკვე 14 წელიც გასულა... რეზიდენტმა (სავარაუდოდ) დაიწყო და მიუხედავად მისი დღევანდელი პოზიციისა და ტიტულებისა, არ ბეზრდება და ერთგულად უწევს ფორუმზე უფასო კონსულტაციებს eek.gif

არა და, ანალოგიურად, რამდენმა ექიმმა დაიწყო და მალევე მიატოვა სარბიელი...

ცალსახად - საოცრება, ფენომენი!.. yes.gif

Posted by: gigi27 6 Jul 2020, 10:39
keen
პირადად ჩემი სიტუაციიდან გამომდინარე,ზვიადისგან მეტი სარგებელი მივიღე მე როგორც პაციენტმა ვიდრე რეალურად იმ კარდიოლოგებისგან რომლებსაც ფული ვუხადე..უმეტესობა კარდიოლოგებისა ფიქრობს მალე წახვიდე რომ კიდევ ბევრი მიიღოს და მეტი ფინანსური სარგებელი ჰქონდეს,ერთის მხრივ ვერც გაამტყუნებ ეგ არის მაგათი საშემოსავლო წყარო,თან კიდევ იმდენი პაციენტი მისდით რომ ყველას პრობლემა რომ მიიტანონ გულთან თითონვე დასჭირდებათ მერე კარდიოლოგი,მაგრამ არის მეორე მხარე მე რომ ვიყო კარდიოლოგი,შეძლებისდაგვარად ყველა პაციენტს მივუდგებოდი ისე როგორც,ძმას,დას,შვილს,და მშობელს..ყველას ავუხსნიდი რა უნდა ქნას,როგორ მოიქცეს რომ რისკები შეამციროს და ასე შემდეგ..რამდენი ექიმი ვიცი ელემანტარულ რჩევასაც არ გაძლევს,მიხვედი გადაგიღო ვთქვათ ექო,ერთი ორი სიტყვით შემოიფარგლა ვსიო გიშვებს..საქართველოში ყველაფერი ასეა ზერელე და უცებ,ფული იშოვა?? ვსიო კარგად იყავი..
ახლა არ მინდა აქ იმ ექიმის სახელი და გავრი დავწერო ჰელსიკორში მუშოაბდა გოგოა ახალგაზრდა.. ესეიგი ყოველ 3 თვეში ერთხელ დამატარებდა ექოზე და ანალიზებზე,აორტის პრობლემა მაქვს,მოკლედ 2 წლის განმავლობაში იმენა 3 000 ლარამდე დამეხარჯა,თან მაშინ ფინანსურად ისე ვიყავი,ვალები მქონდა თან საფინანსო ორგანიზაციების..ჯერ შინაგანად როგორია რო იცი 3 თვეში ერთხელ უნდა იღო ექო..მერე მივედი სხვა ექიმთან,ეგო სულელი ხომ არ იყოო,არაფერზე ინერვიულო შვილო აქ ისეთი საგანგაშო არაფერია 1 წელში ერთხელ გადაიმოწმეო და მის მერე წნევებიც აღარ მაქ ისე როგორც მქონდა ხოლმე.. რომ შეხედო ერთის მხრივ გეტყვის ახლა ის ექიმი მე სიფრთხილის გამო ვიქცეოდი ეგრეო,მაგრამ რეალურად ალბათ ფულის გამო აკეთებდა..თუ მას კეთილი ზრახვა ჰქონდა და მაგიტომ იქცეოდა ეგრე მე მაპატიოს უფალამა თუ არადა მაგის სინდისზე იყოს..
ღმერთმა ხელი მოუმართოს ბატონ ზვიადს და ჯანმრთელად თავის ოჯახთან ერთად!!!!!!!!

Posted by: Never~Never 6 Jul 2020, 13:44
zviadcardio
თქვენც ასევე.
პატივს ვცემ თქვენნაირ ადამიანებს! bis.gif

Posted by: zviadcardio 6 Jul 2020, 21:37
keen
gigi27
Never~Never
დიდი მადლობა მეგობრებო.
გმადლობთ smile.gif
QUOTE
ამასობაში, უკვე 14 წელიც გასულა... რეზიდენტმა (სავარაუდოდ) დაიწყო და მიუხედავად მისი დღევანდელი პოზიციისა და ტიტულებისა, არ ბეზრდება და ერთგულად უწევს ფორუმზე უფასო კონსულტაციებს

ეგრეა... 2005 წელს 22 წლის ასაკში მივიღე ექიმის დიპლომი. 2006 წელს უკვე კარდიოლოგიის რეზიდენტმა დავიწყე აქ პასუხების გაცემა.
რეალური პაციენტების გარდა, მეილით და სოც. ქსელებით უამრავ ვირტუალურ პაციენტს ვპასუხობ, თუმცა აქაურობას თავისი ხიბლი აქვს.
თანაც, მე ამ ქვეყანამ მომცა ეს განათლება და ჩემს პასუხისმგებლობად ვთვლი, ცოტა მაინც მივეხმარო ჩვენს თანამოქალაქეებს, როგორც მინიმუმ სწორი გზა ვუჩვენო.

დიდი მადლობა გამხნევებისთვის smile.gif

Posted by: Sean 7 Jul 2020, 19:05
zviadcardio
კალიუმის ანალიზი გავიმეორე და ამჯერად ნორმაში იყო 5 ს ქვემოთ. თუმცა ორი ფაქტორია 1. არ ვიყავი უზმო 2. ლაბორანტის გაფრთხილება დამავიწყდა სისხლი ნელა აეგო, რამდენად სარწმუნო იქნება პასუხი?

Posted by: zviadcardio 7 Jul 2020, 20:12
Sean
სარწმუნოა.
არასწორი აღების შემთხვევაში უპირატესად ნორმაზე მაღალი მაჩვენებელია მოსალოდნელი.
ანუ ეს უდიდესი ალბათობით ჭეშმარიტი შედეგია

Posted by: Shredinger 7 Jul 2020, 23:33
zviadcardio
გამარჯობათ

ერთი კითხვა მაწუხებს, ცოტა research ვატარებ ხოლმე ზოგჯერ და ძალიან ბევგან შემხვდა, რომ Potassium(კალიუმის) დღიური ნორმა არის 4700 mg. როგორც მივხვდი ეს მოდის ბოსტნეულიდან ყველაზე მეტი და ასევე ბანანი და ავოკადო(ამაში უფრო მეტია როგორც მივხვდი ვიდრე ბანანში).

ჩემი შეკითხვა არის ასეთი, ამხელა რაოდენობა კალიუმი თუ გვჭირდება ადამიანებს ყოველდღე, ხომ ცხადია რომ ამდენ რაოდენობას ჩვენ არ ვიღებთ. ვიღებთ ბევრ არაჯანსაღ საკვებს: ჰამბურგერებს, ფენოვან ხაჭაპურებს, გაზიან სასმელებს და ა.შ
ძალიან ცოტა ადამიანი იღებს დღიურ ნორმას კალიუმის და მაშინ კალიუმის დეფიციტი რატო არ აქვს ადამიანების უმეტესობას? აი მე არითმია რომ მაწუხებდა და გამოკვლევები რომ ჩავიტარე კალიუმი მქონდა ნორმაში, არადა არარის ლოგიკური, ამდენ კალიუმს არ ვიღებ. ძირითადად კარტოფილს, ლობიოს და არაჯანსაღ საკვებს მივირთმევ.

მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: zviadcardio 8 Jul 2020, 00:04
Shredinger
კალიუმი თითქმის ყველაფერშია.
მაგალითად მცირე რაოდენობით შედის პურშიც და იოგურტშიც.
რაც შეეხება დღიურ 4700მგ არსებობს ეს მოსაზრება. თუმცა რეალური რეკომენდებული დოზა ცოტა ნაკლებია და ვარირებს ასაკის და სქესის მიხედვით.
ვფიქრობ ამ შეკითხვებზე პასუხს ნახავთ აქ:
https://ods.od.nih.gov/factsheets/Potassium-HealthProfessional/

Posted by: nnn_lll 8 Jul 2020, 17:19
zviadcardio
სალამი კიდევ ერთხელ. ძილზე რომ მითხარით მოიწესრიგეო, ვერ ვქაჩავ, უბრალოდ ვერ მეძინება ღამე. რამე წამალი მჭირდება.
მელატონინს პერიოდულად ვიღებდი ხოლმე ერთი აბი 3მგ 2დღე ზედიზედ, ხან სამი, მერე 10 დღე ვისვენებდი ამ წამლისგან მოკლედ ასე ფრაგმენტულად...
ახლა კიდევ რომ განვაახლო მელატონინის მიღება რამე განსაკუთრებულ პრობლემას შემიქმნის?
ვიღებ მედიკამენტებს: პლავიქსი, კარდიომაგნილი, როზუვასტატინი, ეზეტიმიბი.

და კიდევ ერთი მინდა გკითხოთ, ტრიგლიცერიდებს რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ათეროსკლეროზის მკურნალობაში? რამე სარწმუნო კვლევები არსებობს, რომ ტრიგლიცერიდსა და ათეროსკლეროზს შორის არსებობს რამე ლინკი? მაქსიმუმ 130მდე ადის ჩემი ტრიგლიცერიდები. ბოლოს რომ გავიკეთე ტესტი იყო 75-ზე, რაც ცხადია ნორმაა, მაგრამ აქაც the lower the better პრინციპი მოქმედებს თუ არა?

ასევე ბოლო ანალიზებზე ცუდი ქოლესტერინი მქონდა 62-ზე რაც ცოტა მაღალია ჩემთვის. ვიღებ 20მგ როზუვასტატინი და 10 ეზეტიმიბი. როზუსვასტატინს 10 მგ რომ დავამატო (ნუ სათანადო ანალიზის შემდეგ) შესაძლებელია?

Posted by: zviadcardio 8 Jul 2020, 19:32
nnn_lll
QUOTE
მელატონინის მიღება რამე განსაკუთრებულ პრობლემას შემიქმნის?

იდეაში არა, უბრალოდ უსასრულოდ ნუ მიიღებთ.
რაც შეეხება ტრიგლიცერიდებს, მათ აქვთ ღირებულება თუმცა არა ისეთი როგორც LDL-ს. რეალურად 130 ტრიგლიცერიდი თქვენთვის პრობლემა არ არის.
რაც შეეხება LDL-ს. აქ ცხადია რაც დაბალი მით უკეთესი, მაგრამ ისე არ უნდა გამოგვივიდეს რომ ამას სხვა რაღაცები გადავაყოლოთ.
კონკრეტულად თქვენი ქეისი რომ განვიხილოთ, ჩემი პოზიციაა, რომ 70-ზე ნაკლები LDL ის პირობებში მეტი როზუვასტატინის დამატება არ ღირს. +10 მგ როზუვასტატინი რომ დავიმატოთ უნდა გვიღირდეს. ანუ 62 LDL-ზე 10მგ ის დამატებით პოტენციური ზიანი (გვერდითი ეფექტი) შესაძლოა მეტი იყოს ვიდრე პოტენციური სარგებელი.

Posted by: nnn_lll 9 Jul 2020, 19:20
zviadcardio
მადლობა, მადლობა, მადლობა! bis.gif
უბრალოდ ამ სტენტის ადგილის ისევ ჩაკეტვის და კიდევ ორი არტერიის, სადაც სტენტი არ მიზის ისე მეშინია, რომ პანიკა მეწყება ხან.
არადა სულ ერთი მოდიფიცირებადი რისკ ფაქტორი დამრჩა - ქოლესტერინი და ვერა და ვერ ჩამოვწიე 55-ზე ქვემოთ. ამდენ შიმშილსაც ვეღარ ვქაჩავ, დავიღალე. ნორმალურად ჭამა მინდა. facepalm.gif

Posted by: zviadcardio 9 Jul 2020, 20:54
nnn_lll
თუ მუდამ 70-ს ქვემოთ გექნებათ LDL უსიამოვნო სიურპრიზების ალბათობა ძალზედ დაბალია.
გასაგებია რომ 50 გვირჩევია მაგრამ ამას სხვა რამეს ვერ გადავაყოლებთ.
მშვიდად იცხოვრეთ smile.gif

Posted by: POKERISBLUFF 10 Jul 2020, 08:34
zviadcardio

სალამი...საქართველოში მუშაობთ?
მე მჭირდება ამ დღეებში აუცილებლად რომ ჩავიტარო გამოკვლევები რაც გულს ეხება სრულყოფილად
სად მირჩევთ მისვლას? გულისხმიერების ამბავში მირჩევნია თქვენთან მოვიდე თუ ხართ სადმე ჩვენთან , წლებია უკვე ფორუმზე ეხმარებით ხალხს რაც დასაფასებელია
თვითონ პროცესი მაინტერესებს ძალიან და გულის ნახვაც მინდა ,იმასთან ერთადაც რო მაწუხებს უკვე და მიშლის ხელს რაღაც რაღაცეებში smile.gif

მოკლედ თუ ხართ სადმე მოიწეროთ იქნებ საკონტაქტო ან მირჩიოთ რამე ადგილი სადაც ატარებენ ისეთ გამოკვლევებს რო "კარს" მომდგარი რაღაცეები თუ რამე არის ახლოს გულთან, აჩვენოს გამოკვლევაზე და მოვახერხო არიდება
მადლობა წინასწარ 2kiss.gif

Posted by: Oldmak888 10 Jul 2020, 11:35
zviadcardio
გამარჯობა ბატონო ზვიად,შეიძლება ტეტესეპტი ომეგა 3-ის ან ათეროლიპის თვითნებურად მიღება ? ანუ რამე პრობლემას ხომ არ გამოიწვევს ?

Posted by: nnn_lll 10 Jul 2020, 16:33
zviadcardio
QUOTE
თუ მუდამ 70-ს ქვემოთ გექნებათ LDL უსიამოვნო სიურპრიზების ალბათობა ძალზედ დაბალია.

bis.gif

Posted by: zviadcardio 13 Jul 2020, 22:49
POKERISBLUFF
მოგესალმებით.
დიახ, ამჟამად ნიუ ჰოსპიტალსში ვიღებ პაციენტებს.
თუმცა მუდამ 600-მდე პაციენტია რიგში და ახლაც სექტემბრამდე რიგია.
უმჯობესია თუ სხვა კარდიოლოგთან მიბრძანდებით.
წარმატებებს და ჯანმრთელობას გისურვებთ

Oldmak888
იდეაში შეიძლება.
თუმცა ვფიქრობ უმჯობესია თუ ამის საჭიროებას პროფესიონალი გადაწყვეტს


nnn_lll
smile.gif

Posted by: Shredinger 14 Jul 2020, 14:31
zviadcardio
გამარჯობათ smile.gif

სადღაც თებერვალში როცა მქონდა არითმია, ორ კარდიოლოგთან გავიარე კონსულტანცია და ყველა ანალიზი მაქ ჩატარებული, ასევე თქვენც გაჩვენეთ და საბოლოო ჯამში მიზეზი შფოთვითი აშლილობის და ემოციების გამოა.
ბოლო კარდილოგთან(თებერვალში) როცა ვიყავი დამინიშნა დამამშვიდებელი: "სილენტექსი", მაგრამ არ დამილევია და მის მერე ჩემს თავთან მოვაგვარე და დავმშვიდდი და მის მერე თვეები აღარ მქონია არითმიები - წამლების გარეშე, მხოლოდ ფსიქოლოგიური მუშაობით.
ლომივით ენერგიაზე ვიყავი და ვარ, არ მაწუხებს ეს შემაშინებელი არითმიები. პულსსაც ღამე ვიზომავ და მოსვენებულ მდგომარეობაში(სკამზე ჯდომისას) 60-65 მაქვს. საერთოდ არაფერ წამალს არ ვსვამ smile.gif ასე ვარ 5 თვეა უკვე, ფიზიკურადაც ვიტვირთები ხოლმე და პრობლემა არ მაქვს. "დაჟე" ზოგჯერ ყავაც მაქ დანალევი დღეში 4-5 ჯერ და პრობლემა არ მქონია.

მაგრამ, 2 დღის წინ ვჭამე ხორცის კატლეტი(ძალიან დამწვარი) ტყემლით(ტყემალს აქამდე არ ვჭამდი საერთოდ) პლიუს რაღაც იაფასიანი ქართული ლიმონათი გაზიანი, ცუდი როა ვიცი მარა ცოტა დავლიე smile.gif ხოდა დამეწყო ცოტა იჟოგები და ცოტა ისევ არითმიის შეგრძნებები მარა მალევე გამიარა.

მეორე დღესაც მქონდა დილიდან იჟოგები და გადავწყვიტე დიეტის დაცვა დამეწყო და 8 ის მერე საერთოდ აღარ მეჭამა იმიტო რო ჩემი BMI უკვე გადაცდა ნორმებს. 8 ზე ვჭამე ხაჭაპური და ზედ ისევ იგივე ქართული გაზიანი ლიმონათი დავაყოლე.
სადღაც 2-3 საათში ვიგრძენი ცოტა ისევ არითმიები ოღონდ ცოტა მომატებულად ვიდრე წინა დღეს. იმის გამო რომ 8 ის მერე საერთოდ აღარ ვჭამდი, ღამე 11-12 ისკენ ვიგრძენი ცოტა შიმშილის შეგრძნება, ცოტა პირის სიმშრალე, ცოტა ოფლიანობა და ამის ფონზე მოიმატა შფოთვამ,ნერვიულობამ და არითმიაც დაიწყო - ეს ალბათ დაბალ შაქარზე მიანიშნებს ხომ? ცოტა ვკითხულობ რაღაცეებს და ეს სისხლში დაბალ შაქარზე მიუთითებს მგონი. როგორც წესი მე ძალიან ბევრს ვჭამ ღამე, ვაშლი,ქლიავი,პიცა რავი ათას რამეს რაც ხელში მომხვდება და ამ დღეს გადავწტვიტე საერთოდ არაფერი მეჭამა(8 ის მერე) და ალბათ ცუდად მიიღო ორგანიზზმა smile.gif

ხოდა ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ გამიჩნდა ეჭვი კუჭის პრობლემას ხოარ შეუძლია რომ არითმიები გამოიწვიოს? პირველ დღესაც და მეორე დღესაც რაც მე მივიღე არის:

1. ტყემალი მქონდა ნაჭამი ორივე დღეს და ამ ორივე დღეს მქონდა იჟოგები ცოტახანში(კუჭში სიმჟავის შეგრძნება). და მე ტყემალს არასდროს არ ვჭამდი აქამდე smile.gif
2. ორივე დღეს მქონდა მიღებული უხარისხო ქართული ლიმონათი ძალიან გაზიანი და ტკბილი, კაცმა არიცის როგორ აკეთებენ.

აღსანიშნავია ისიც რომ ჩემი შფოთვები უფრო და უფრო იმატებს ამდენი სახლში ჯდომით, ზოგჯერ პანიკური შეტევის ზღვარზე მივდივარ თუმცა საკუთარი თავის დამორჩილებას ვახერხებ.
ხოდა გარჩევა რთულია შფოთვების გამო დამემართა ზემოთა ამბავი თუ რამე ფიზიკური გავლენაა(კუჭის პრობლემა, დაბალი შაქარი და ა.შ) არვიცი smile.gif

ზემოთა ორივე პუნტქში რა საკვებიც მივიღე იმეებს აღარ მივიღებ და დავაკვირდები აბა smile.gif

და მეორე კითხვა: ვაპირებ ფიზიკურად დავიტვირთო და ვარჯიში დავიწყო, ცურვა, ტრენაჟორები და ა.შ ხომ არ ჯობია თავის დაზღვევის მიზნით ისევ გავიმეორო კარდიოლოგიური ანალიზები? თან ისედაც პროფიკაქტიკურ შემოწმების გაკეტებას ვაპირებ მთლიანად სხეულზე, დაზღვევით მეკუთვნის და ვიფიქრე კარდიოლოგიური ანალიზები ხოარ ამოვაგდოთქო, რახან 5 თვის წინ უკვე მაქ გაკეთებული(ტრედმილის გარდა).

Posted by: gigi27 14 Jul 2020, 20:08
Shredinger
დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად ამტანი ხარ არც ისე ძლიერი ფიზიკური დატვირთვის მიმართ ანუ ტოლერანტობა,აი თუ შენ უპრობლემოდ ადიხარ 5 სართულზე,არც ძლიერ გულისცემას გრძნობ არც რაიმე დისკომფორტს დიდი ალბათობით გული ჯანმრთელი გაქვს დანარჩენს ზვიადი გეტყვის

Posted by: zviadcardio 14 Jul 2020, 20:45
Shredinger
კუჭის პრობლემამ, ისევე როგორც ნაღვლის ბუშტის "გაღიზიანებამ" შეიძლება ხელი შეუწყოს არითმიის გაძლიერებას.
ეს არ არის მიზეზები - ეს პროვოკატორებია
ამ პროდუქტებმა (რაც თქვენ ჩამოთვალეთ) შეიძლება როგორც კუჭზე ისე ნაღვლის ბუშტზე მოახდინოს უარყოფითი გავლენა

ამ ისტორიის გამო ფიზიკური დატვირთვა არ გეზღუდებათ, არც განმეორებითი კვლევებია მანდატორული. თუ სურვილი გაქვთ, ცხადია, შეგიძლიათ გაიმეოროთ

Posted by: POKERISBLUFF 15 Jul 2020, 01:31
QUOTE (zviadcardio @ 13 Jul 2020, 23:49 )
POKERISBLUFF
მოგესალმებით.
დიახ, ამჟამად ნიუ ჰოსპიტალსში ვიღებ პაციენტებს.
თუმცა მუდამ 600-მდე პაციენტია რიგში და ახლაც სექტემბრამდე რიგია.
უმჯობესია თუ სხვა კარდიოლოგთან მიბრძანდებით.
წარმატებებს და ჯანმრთელობას გისურვებთ


რეკომენდაციას გაუწევთ ვინმეს ცოდნის და გამოცდილების მხრივ?

მადლობა, თქვენც ყველაფერ კარგს გისურვებთ

Posted by: zviadcardio 15 Jul 2020, 17:46
POKERISBLUFF
პმ მოგწერეთ


-. -. -. -.

Posted by: Sean 15 Jul 2020, 18:08
zviadcardio
რა მაინტერესებს
ეს აჩქარებები ისევ მაწუხებს, მოულოდნელად იწყება და რამდენიმე წუთში იკლებს
როდესაც ჰოლტერი(24 სთ) გავაკეთე, მაშინ იმ დღეს ეგ აჩქარება არ მქონდა, მხოლოდ ფიზიოლოგიური, ანუ ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული
შეიძლება ეგ პაროქსიზმული თუ პარკუჭოვანი ტაქიკარდია იყოს ჩემი აჩქარება და ჰოლტერს არ დაეფიქსირებინა რადგან იმ გამოკვლელვის დღეს არ მქონდა?

Posted by: zviadcardio 17 Jul 2020, 01:25
Sean
ზეპირად ძნელი სათქმელია.
თქვენი მონათხრობის მიხედვით - ნაკლებად სავარაუდოა.
უნდა დაიმაგროთ ჰოლტერის 48 სთ მონიტორინგი ზრდიზედ რამდენჯერმე ვიდრე მაგ ეპიზოდს არ დაიჭერთ. ამ გზით 100%ით დააზუსტებთ დიაგნოზს

Posted by: Sean 17 Jul 2020, 11:26
zviadcardio
და სხვა გზა არ არსებობს დაზუსტების მაგალითად ფიაზკური დატ ტესტი ან რამე
თუ მხოლოდ 48 სთ ჰოლტერი

თუმცა დიდი ალბათობით ჩემი აჩქარება პანიკური შეტევის სიმპტომია რომელიც დროდადრო იჩენს თავს (ძირითადად შფოთვისას) და წესით არანაირი გულის პათოლოგია არ უნდა იყოს

Posted by: qetqeta 17 Jul 2020, 20:52
გამარჯობა, ექსტარსისტოლას, ჩავარდნებს ხან ძალიან ვგრძნობ და ხან თითქოს სადღაც შორს და ეს განსხვავებები რისი ბრალია?
რითმულადაც სხვადასხვანაირად მაქვს, მაგ: 1,2, 3, ჩავარდნა
1,2 ჩავარდნა
1 ჩავარდნა, 2 ჩავარდნა და ა.შ....

Posted by: zviadcardio 17 Jul 2020, 22:06
Sean
ყველაზე ზუსტი მეთოდი მხოლოდ ესაა

qetqeta
განსხვავება ბევრ რამეზე შეიძლება იყოს დამოკიდებული
1. ექსტრასისტოლიის სხვადასხვა სახეობა
2. თქვენი მგრძნობელობის ცვლილება (ზედმეტად დაძაბული, შედარებით მშვიდი ვითარება და ა.შ)

Posted by: Shredinger 18 Jul 2020, 18:15
zviadcardio
QUOTE
კუჭის პრობლემამ, ისევე როგორც ნაღვლის ბუშტის "გაღიზიანებამ" შეიძლება ხელი შეუწყოს არითმიის გაძლიერებას.
ეს არ არის მიზეზები - ეს პროვოკატორებია
ამ პროდუქტებმა (რაც თქვენ ჩამოთვალეთ) შეიძლება როგორც კუჭზე ისე ნაღვლის ბუშტზე მოახდინოს უარყოფითი გავლენა

ამ ისტორიის გამო ფიზიკური დატვირთვა არ გეზღუდებათ, არც განმეორებითი კვლევებია მანდატორული. თუ სურვილი გაქვთ, ცხადია, შეგიძლიათ გაიმეოროთ

მადლობა პასუხისთვის

ერთი კითხვა მაქვს ძლიერ სტრესზე,ნერვიულობაზე და დაძაბულობაზე 95 პულსი ნორმალურია? ასე მაღლა უნდა ადიოდეს? მოსვენებულ მდგომარეობაში, არასტრესულ სიტუაციაში მაქ 60-65
დღეს გავიზომე და 95 მდე ავიდა პულსი წუთში.

Posted by: zviadcardio 19 Jul 2020, 23:04
Shredinger
100-მდე პულსი მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი ნორმალურია.
ძლიერ სტრესზე 140 და 150-იც დასაშვებია

ასე რომ ამ 95-ზე არ იდარდოთ

Posted by: gigi27 21 Jul 2020, 17:30
სალამი ზვიად დაახლოებით 10 დღეა ალბათ რაც შევწყვიტე ნებილეტი და დღეს გამიმიეორა რაც შარშან გამიკეთა ზაფხულში,ანუ ძალიან სწრაფად მიცემდა გული,პულსს ვერ დაითვლიდი ისე სწრაფი იყო,მაღაზიამდე ძლივს მივედი სადაც სკამი იყო ჩამოვჯექი ენის ქვეშ ანაპრილინი დავიდე,მაღაზიიდან წყალი გამოვატანინე და ამასობაში გამიარა,რომ შევატყე პულსი მიჩქარდებოდა სვლა შევანელე მაგრამ პულსი უფრო მეტად ამიჩქარდა მაგ დროს,არადა პირიქით უნდა ყოფილიყო,მოკელდ ეს მოვუყევი ექიმს ვინც მირჩია იმ ნებილეტის მოხსნა რადგან პულსი 50 მდე ჩამომდიოდა მოსვენებულ მდგომარეობაში და ძილში ალბათ ვინ იცის სადამდე ჩამოვიდოდა,ხოდა მან მკითხა უეცრად აგიჩქრდა გული და მერე უეცრად ისევ ჩადგა მწყობრშიო?? მეთქი კი მეთქი,ხოდა ეგ იქნებოდაო პაროქსიზმული ტახიკარდიაო და მაგ დრო ანაპრილინი არაფერ შუაშია უბრალოდ თავისით გაიარაო,თუ მაგან ხშირად შეგაწუხა მაგის მოწვა შეიძლება არ არის პრობლემაო,მე შევახსენე რომ ზუსტად შარშან ზაფხულში,მაშინაც ნებილეტი მიტოვებული მქონდა გამიკეტა ზუსტად ეგრე,სიარულის დროს საშინლად ამიჩქრდა პულსი და უჰაერობა მქონდა და მერე გამიარა ,როცა გავაგრძელე ნებილეტის დალევა მის მერე არ მქონია დღემდე,მაგრამ საინტერესო ის არის რომ სანამ ნებილეტს დამინიშნავდნენ მე საერთოდ არ მქონია ეგეთი მომენტები,კი პულსი მიჩქრდებოდა ხოლმე მაგრამ ეგრე არასდროს,ხოდა ახლა ვფიქრონ ნებილეტის მოხსნის უკუეფექტია ეგ თუ მართლა პაროქსიზმული ტახოკარდია?? ბოლოს მითხრა მოდი ისევ დალიე მაშინ მეოთხედი ნებილეტი 2 კვირა და მერე გადავიღოთ 24სთ ხოლტერი და გეტყვი მერე მოსახსნელია თუ არა ნებილეტი საერთოდო,თქვენ რას მეტყვით როგორც გამოცდილი კარდიოლოგი პულსის სფეროში?? არის ეს დიდი ალბათობით პაროქსიზმული ტახიკარდია თუ ნებილეტის უკუეფექტი მოხსნის შემდგომ??

Posted by: zviadcardio 21 Jul 2020, 21:58
gigi27
სალამი
1. ეს არ არის ნებილეტის მოხსნის ეფექტი. არგუმენტები: პირველი - თქვენ ნებილეტს პაწაწინა დოზით იღებდით - ამ დოზას მოხსნის ეფექტი არ ახასიათებს და მეორე - მოხსნის ეფექტი დგება მოხსნიდან პირველივე დღეებში - თქვენ კიდევ 2 კვირაზე მეტია რაც შეწყვიტეთ. ასე რომ ეს თემა გამორიცხულია
2. პაროქსიზმული ტაქიკარდია - არავინ იცის არის თუ არა ეს პაროქსიზმული ტაქიკარდია სანამ უშუალოდ მაგ ეპიზოდის დროს გადაღებული კარდიოგრამა ან ჰოლტერი არ იარსებებს. მე არითმიების სპეციალისტი ვარ და დაბეჯითებით ამას მხოლოდ თქვენი მონაყოლით ვერ ვიტყოდი.
3. ნებილეტის დაწყება ამას ვერ გააჩენდა. არის თუ არა ეს პაროქსიზმული აჩქარება დამოუკიდებელი საკითხია და ნებილეტს ნუ დაუკავშირებთ. ნებილეტის ფონზე ნაკლები შანსია რომ ეს გქონდეთ.
4. წაყევით თქვენი ექიმის რჩევას. მიიღეთ მეოთხედი ნებილეტი და გაიკეთეთ ჰოლტერი. აბსოლუტურად სწორი რეკომენდაციაა
5. არ ვფიქრობ რომ რამე სახიფათო ხდება, მშვიდად გააგრძელეთ რეკომენდაციების შესრულება
6. იკრძალება კოფეინი, ალკოჰოლი, ენერგეტიკული სასმელი, თამბაქო, მოსაწევი

Posted by: gigi27 26 Jul 2020, 11:15
zviadcardio
მოკლედ 5 დღის შემდეგ ისევ გამიმეორა ამ დილით,ოღონდ ამჯერად რამდენიმე წამი გაგრძელდა და გამიარა.. მანამ სანამ დამემართებოდა პულსს ვნახულობდი ჩვეულებრივ სმარტ ბენდით და 90-დან 100 მდე მერყეოდბა სიარულის დროს,არ დავდიოდი არც ძაან ჩქარა და არც ნელა,მანამდე უბრალოდ ვატყობდი რომ მცხელოდა და ოდნავ მსუბუქად არ მყოფნიდა ჰაერი,მაგრამ პულსი 100 ზე ზემოდ არ იყო,დააახლოებით 10 წუთში უცებ თითქოს შემეშინდასავით რაღაც,ვიგრძენი რომ გული ძალიან ამიჩქარდა ოფლმა დამასხა თითქოს წყალი გადაგასხესო,ანარპილინის ჩადება ვერ მოვასწარი ენის ქვეშ და შვება ვიგრძენი უკვე,ანუ თავისით მომეხსნა..ექიმის რჩევით ვიღებ მეოთხედ ნებილეტს ისევ და სხვა წამლებს კიდევ რაც დანიშნული მაქვს უკვე რამდენი წელია,გამოძინებით ვერ გამოვიძინე კარგად,მაგრამ ალბათ ეგ არაფერ შუაშია..ეს როგორც გითხარით დამეწყო შარშან ზაფხულს(2016 წლიდან ვმკურნალობ უკვე წამლებით,რაც აორტის პრობლემა დამიდგინდა და ჰიპერტონია)მანამდე მე ასეთი რამ არ მქონია,ყოველ შემთხვევაში არ მიგვრძნია,ინტერნეტში წავიკითხე ახლახანს რომ პაროქსიზმულ ტაქიკარდიის ერთ ერთი გამოწვევი მიზეზი არის გულის სარქველის დაზიანებაო,ანუ ლოგიკურია ჩემ სიტაუაციაში,რადან მაქვს პრობლემები სარქველებზე.. როგორც ადრე გითხარით , მეტყობა კისრის ორივე მხარეს პულსაცია გარკვევით როცა ვწევარ,ასევე მუცლის პულსაციადა მაჯაზეც მეტყობა პულსი ხოლმე თუ დააკვირდი კარაგად,განსაკუთრებით საღამოთი როცა ვწევარ...
რაც შეეხება წონის კლებას ვიკლებ ნელ ნელა ახლა 107-108 კილომდე ვარ ,სადღაც 10 კილო მოვიკელი ალბათ..100 კილოზე მინდა ჩამოვიდე მაგრამ,მემგონი სუ ტყუილად ვწვალობ რავიცი..

ხშირი შარდვა არ მქონია შეტევის შემდგომ,როგორც ეს თურმე ახასიათებს პაროქსიზმულ შეტევას,ალბათ ყველასტან სხვადასხვანაიარდ არის

Posted by: Sean 26 Jul 2020, 12:31
zviadcardio
მოგესალმებით
კბილის ამოღების დროს გულზე რამე უნდა გავითვალისწინოთ ექსტრასისტოლა ან ტაქიკარდია
ის საანესთეზიო საშუალებები ადრენალინს რომ შეიცავს მაგიტომ გეკითხებით

Posted by: zviadcardio 26 Jul 2020, 12:59
gigi27
მართალი რომ გითხრათ არ ვფიქრობ რომ პაროქსიზმული ტაქიკარდია გაქვთ.
არც სარქველის ბრალია ეს. ინტერნეტში უამრავ არასწორ ინფორმაციას წაიკითხავთ, ინფორმაციის მიღების ეს გზა (განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში) უნდა დაივიწყოთ და მხოლოდ პროფესიონალ ექიმთან განიხილოთ მსგავსი საკითხები.
მე არითმოლოგი ვარ და პაროქსიზმული ტაქიკარდია სწორედ ის დიაგნოზია რაც უხშირესად მხვდება. ყოველწლიურად 300-მდე აბლაციას ვატარებ ჩემს გუნდთან ერთად. ამას მხოლოდ იმიტომ ვწერ რომ მაინცდამაინც პაროქსიზმულ ტაქიკარდიას თქვენი ჩივილები არ გავს. ცხადია ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ აპრიორი ამ დიაგნოზის დადასტურების საფუძველი არ გვაქვს.
წონაში კლება კარგი საქმეა და ამაზე უარი არ თქვათ. ნახევარ წელიწადში (მას შემდეგ რაც სამიზნე წონას მიუახლოვდებით) სხვა ადამიანი იქნებით.
იმ ძლიერი აჩქარებისას რა პულსი დააფიქსირა თქვენმა სმარტ სამაჯურმა?



Sean
უადრენალინო გამაყუჩებელი მოიხოვეთ
მეტი არაფერი

Posted by: gigi27 26 Jul 2020, 13:50
zviadcardio
გასაგებია მადლობა კიდევ ერთხელ
რაც შეეხება ამ სამაჯურს,აქვს ავტომატური ფუნქცია როცა ბლუთუზი და ინტერნეტი უნდა იყვეს ჩართული ტელეფონში და თავისით ტვირთავს ინფორმაციას აპლიკაციაზე,ოღონდ ძალიან ბევრი ელემნტი იხარჯება საათზე და ამიტომ მექანიკურად ვისინჯავ ხოლმე,ვაჭერ ღილაკს და სადღაც 15 წამში მიჩვენებს,სამწუხაროდ არც დღეს და არც 5 დღის წინა არ გამისინჯავს სმარტ ბენდით იმიტომ რომ იმ მომენტში საკმაოდ მეშინოდა და წამალი ძლივს ამოვიღე ჯიბიდან რომ ენის ქვეშ ჩამედო,ისეთი მომენტია მაგარი შიში ახლავს მაგ დროს,თან ძალიან მალე გამიარა აი დღეს მაგალითად 10 წამში გამიარა
მალე სხვა სამაჯურს შევიძენ რომელიც ასევე ჟანგბადს ზომავს და თან პულსს თიტქმის 100 პროცენტი სიზუსტით,ბატარეაც უკეთესი აქვს და ავტომატურ გაზომვაზე ჩავრთავ და ღმერთმა ნუ გამიმეოროს კიდევ მაგრამ,თუ კიდევ მიქნა დავაფიქსირებინებ,მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ რომ თითი რომ დავიდე მაჯაზე დაახლოებით 200მდე იქნებოდა ალბათ,იმიტომ რომ 120 როცა მაქვს პულსი თითქმის ორჯერ სწრაფი მომეჩვენა იმაზე,ან უფრო მეტად კიდევ,ფაქტიურად ვერ დაითვლიდი

Posted by: Sean 26 Jul 2020, 13:56
zviadcardio
მადლობა
საქმე ისაა რომ უკვე ამოვიღე 2 დღეა და მხოლოდ ახლა გამახსენდა ადრენალლინზე
ულტრაკაინით გამიკეთეს და მგონი ძალინ მცირე რაოდენობით შეიცავს ადრენალინს
რამე გართულება რომ ყოფილიყო ხო გამომივლინდებოდა უკვე 2 დღე გავიდა და ჩვეულებრივ ვარ

gigi27
პულსს რომ ნახულობდი და მაგაზე იყავი ორიენტირებული იმიტომ აგიჩქარდა ეგრე ძალიან
ლოგიკურად ეგრეა, და არაპროფესიონალის თვალით
პირადი გამოცდილება მაქვს მწარე და იმიტომ გეუბნები

Posted by: zviadcardio 26 Jul 2020, 14:02
gigi27
მოკლედ დავაფიქსიროთ ეს მომენტი და ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვისაუბროთ

Sean
ადრენალინმა შესაძლოა (აუცილებელი არ არის) გაზარდოს ექსტრასიტოლების რაოდენობა.
რა თქმა უნდა არანაირი გართულება არ გაქვთ

Posted by: nnn_lll 26 Jul 2020, 19:04
არითმიები მეც მაწუხებდა სანამ გულის შეტევას გადავიტანდი.
მერე როგორც ჩანს ცხოვრების წესის ცვლილებამ გაასწორა. დღეს პრაქტიკულად გულის წამალს აღარ ვიღებ.

zviadcardio
მოგესალმებით,
თქვენ რამდენიმე დღის წინ გკითხეთ ღამის თენებაზე და კატეგორიული უარი მითხარით.
იგივე კითხვა დავუსვი ჩემს ექიმსაც, ის არ იყო მთლად ასეთი კატეგორიული, მითხრა, კონკრეტულად გულს ვერ დაგიზიანებსო, თუმცა, მანაც იგივე დამიფიქსირა რომ არ არის სასურველი.
ახლა, ჩემი ახალი სამსახური შეიძლება მათ შორის ღამე მუშაობასაც გულისხმობდეს, თუმცა, ჯანმრთელობის საკითხიც ძაან მაფიქრებს, ღირს თუ არა მსგავსი სამსახურის დაწყება მინდა რისკები და ბენეფიტები ავწონ-დავწონო...
კონკეტულად რა შეიძლება გააფუჭოს ღამის თენებამ? (თუ დავუშვებთ, რომ 24 საათში 8 საათიანი ძილი ყოველთვის მექნება).
მადლობა წინასწარ

Posted by: zviadcardio 26 Jul 2020, 20:57
nnn_lll
ფიზიოლოგიურად დღის ძილი ღამის ძილს ვერ ცვლის.
პრაქტიკულად ჯანმრთელმა ორგანიზმმა ამას შეიძლება გარკვეული პერიოდი )გაუძლოს", მაგრამ არა უსასრულოდ. ეს "გარკვეული პერიოდიც" უკიდურესად ინდივიდუალურია და ვერავინ გეტყვით კონკრეტულად თქვენთვის რამდენია.
რაც შეეხება შეკითხვას, თუ კონკრეტულად რა შეიძლება გამოიწვიოს ძილის რეჟიმის დარღვევამ. არსებობს მტკიცებულებები რომლის მიხედვითაც ამას შეიძლება ახლდეს არტერიული ჰიპერტენზიის, კორონარული არტერიების დაავადების და შაქრიანი დიაბეტის განვითარების გაზრდილი რისკი. ასევე მნიშვნელოვანად ირღვევა ემოციური მდგომარეობა. იზრდება გაღიზიანებადობა, დეპრესიის ალბათობა და ა.შ.
ხაზგასმით უნდა დავაფიქსიროთ, რომ გაზრდილი რისკი არ ნიშნავს იმას რომ გარანტირებულად მოხდება ესა თუ ის პრობლემა. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანთა ამ კატეგორიაში, რომლებსაც აქვთ ძილის რეჟიმის დარღვევა უფრო მაღალია მაგალითად ჰიპერტენზიის განვითარების ალბათობა, ვიდრე იმავე ასაკის და რისკების (მოწესრიგებული ძილით) სხვა ადამიანებთან.

Posted by: Georgian_Highlander 27 Jul 2020, 02:30
მაინტერესებს რა კავშირია არითმიის კარდიოსტიმულატორებსა და ნარკოტიკებს შორის. ბაჩალიაშვილის საქმის გაცნობის მერე დავინტერესდი.

Posted by: nnn_lll 27 Jul 2020, 13:28
zviadcardio
ოკ, მადლობა ამომწურავი პასუხისთვის.

Posted by: zviadcardio 27 Jul 2020, 21:02
Georgian_Highlander
QUOTE
არითმიის კარდიოსტიმულატორებსა და ნარკოტიკებს შორის

არ ვიცი რას გულისხმობთ, ვერ გიპასუხებთ

nnn_lll
წარმატებებს გისურვებთ

Posted by: pilo772 29 Jul 2020, 21:13
მოგესლმებით.
ვარ ნერვოზიანი, ერთ ერთი დიაგნოზით ვეგეტონერვზი მაქვს.
ხანდახან მაქვს ხოლმე გულმკერდის არეში ტკივილები. მივაკითხე კარდილლოგს, ბოლო 1 წლის განმავლობაში 2 ჯერ. ერთხელ სასწრაფოც მყავდა და იმათაც გადამიღეს კარდიოგრამა.
ჩამიტარეს შემდეგი სახის დიაგნოსტიკა, ჩვეულებრივი კარდიოგრამა და გულის ექოსკოპია. კარდიოგრამაზე არაფერი არ იყო სამივე შემთხვევაში. ექოსკოპიაზე კიდე რომელIღაც სისხლძარღვებზე მითხრეს რომ გასქელებულია, როდეაც ექიმს ჩავეკითხე მიზეზს, ბავშვობაში სპორტზე ხო არ დადიოდიო. მეთქი კი ძიუდოზეთქო. ხო და მაგის ბრალიაო. მოკლედ არც ექოსკპიაზე მითხრეს რამე ცუდი.
ამ ყველაფრით და პლიუს სისხლის ანალიზით რომ მივედი კარდიოლოგთან, დამიდგინა რომ კალიუმის ნაკლებობა მაქვს სისხლში. გამომიწერეს ნანოკალცი. იმ ტკივილებზე მითხრეს რომ ნერვოზულიაო. ან რამე სხვა ორგანო გადაცემსო. ეს იყო მარტში.
საეთოდ კი მაქვს დამჯდარი სამსახური, მაგრამ მთლად უმოძრაოდაც არ ვარ, დღის განმავლობაში მინიმუმ 5 კმ მაინც დავდივარ ფეხით. დილას საღამოს ვვარჯიშობ მსუბუქ გიმნასტიკას, ხერხემლის პრობლემების გამო. არ ვსვავ ალკოჰოლს, არ ვეწევი. კუჭის პრობლემების გამო არ ვჭამ ისეთ საჭმელს რაც შეიცავს ზედმეტ ცხიმს, შემწვარ მოხრაკულს. ამ ზაფხულში ხო საერთოდ სულ მაწონზე პურზე ვარ გადასული. მოკლედ დიეტაზე ვარ.
ეს ბოლო 2 დღე ვერ ვარ კარგად. აი იმ დიდ სიცხეზე მაინც საკმაოდ ცუდად გავხდი. ღამე ცუდად მეძინა. დილით რო მივედი სამსახურში 140 100 ზე წნევა მქონდა. კაპტი მომცეს თანამშრომლებმა და დავიგდე. თან ისევ ის ტკივილი გულმკერდის არეში. დღეს კარგად ვიყავი, საღამოს რომ მოვედი და ისევ ვივარჯიშე სახლში, ბოლოსკენ ისევ ის მკერდში ტკივილი დამეწყო, წნევა რომ გავიზომე 135 90 ზე მქონდა.
პლიუს მთელი ეს წლები მაქვს ასეთი უცნაურობა, ხანდახან ჩასუნთქვაზე იტმი ჩქარდება ამოსუნთქვზე ნელდება. მაგრამ აჩქარებული არ მაქვს რიტმი. თუ ღრმად არ ჩავისუნთქავ თანაბრად სცემს საშუალოდ 73 დრტყმა წუთში. არც გადადგილებისას არ მიჩქარდება გული. მე 6 სართულზე ვცხოვრობ და სპეციალურად ფეხით ავდივარ ხოლმე ხანდახან. თუ ტვირთი არ მაქვს. რა თქმა უნდა ამდროს მიჩქარდება გული და სუნთქვაც მიხშირდება, მაგრამ რო მივალ ადგილზე, მაქსიმუმ 2 წუთში ისევ ჩვეულებივი რიტმი მაქვს სუნთქვით.
ამ საღამოს ვალიდოლი ჩავიდე ენის ქვეშ და 2 ცალი რაუნატინის აბი დავლიე.
ცოტა ხანში წნევა ისევ 120 80 ზე დამიდგა. მაგრამ ის ტკივილები და დისკომფორტი კიდევ დამრჩა.
ხო და რასაც ვწერ... არის ვარიანტი რომ ექიმებს რამე გამორჩათ (2 სხვადსხვა ექიმთან ვიყავი) და სადმე მისაკითხებელი ვარ სხვაგან თუ ისევ და ისევ ნერვოზულია ან კუჭის პრობლემა წარმოქმნის ამ სიმპტომ ტკივილებს? კუჭი კი მაღონებს ეს დღეები.
ნერვოზზე ვერ ვიმკურნალე წესიერად, ნევროლოგმა რამდენიმე პრეპარატი სცადა ანტიდეპრესანტი, ყველამ უკუჩვენება მომცა.

Posted by: zviadcardio 29 Jul 2020, 23:30
pilo772
მოგესალმებით.
ტკივილის შესაფასებლად რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვის ტესტი. დაგეგმეთ და გააკეთეთ.
რაც შეეხება წნევის მატებას.
1.სუფრის მარილის მკვეთრი შეზღუდვა, მინერალური წყლის აკრძალვა. 2.ფეხით სიარული დღეში საშუალოდ 30წთ. 3.ჯანმრთელი წონის შენარჩუნება. 4.თამბაქო-ალკოჰოლის აკრძალვა. 5.კოფეინის მკვეთრი შეზღუდვა, ენერგეტიკული სასმელის აკრძალვა
აქედან პრინციპში ბევრ რეკომენდაციას ასრულებთ, სასურველია ზედმიწევნით შეასრულოთ.

Posted by: pilo772 30 Jul 2020, 09:32
zviadcardio
QUOTE
ტკივილის შესაფასებლად რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვის ტესტი. დაგეგმეთ და გააკეთეთ.რაც შეეხება წნევის მატებას.

ფიზიკური დატვირთვა ანუ? აი მაგალითად სოფელში ვენახს ვუვლი. ფიზიკურად არ მიჭირს მუშაობა. საწამლი აპარტით დავდივარ რიგებში უპრობლემოდ. ცელს ვამუშავებ არ მიჭირს.
მაგ დროს არც ტკივილი მაქვს ხოლმე არც არაფერი. კიბეზეც ავდივარ ხოლმე მაღლა სართულზე და არც მაშინ მტკივა.
ყოფილა ვარიანტები თუ ტკივილი მაქვს და ფიზიკურად ვიტვირთები პირიქით გამდის ხოლმე.
QUOTE
1.სუფრის მარილის მკვეთრი შეზღუდვა, მინერალური წყლის აკრძალვა.  2.ფეხით სიარული დღეში საშუალოდ 30წთ. 3.ჯანმრთელი წონის შენარჩუნება.  4.თამბაქო-ალკოჰოლის აკრძალვა.  5.კოფეინის მკვეთრი შეზღუდვა, ენერგეტიკული სასმელის აკრძალვააქედან პრინციპში ბევრ რეკომენდაციას ასრულებთ, სასურველია ზედმიწევნით შეასრულოთ.

მეტი რაღა ზედმიწევნით? ალკოჰოლს პრაქტიკულად არ ვსვავ, კოფეინს საერთოდ არ ვიღებ. ყავა ბოლო 5 წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ მაქვს დალეული. ისიც სასტიკად უძილო ვიყავი და სამუშაო მაგიდაზე რო არ დამძინებოდა მაგიტომ... მერე 2 კვირა კუჭზე მკურნალობა მინდა და მაგიტო.
ცხოვრების წესი მაქვს ასეთი და... 30 წუთი რა არის? მაგას მარტო შესვენებაზე დავდივარ. კიდე სხვა დაგეგმილი მოძრაობები მაქვს, სულ საათზე მეტი გამომდის დღის განმავლობაში.
კი ვთქვი არ ვეწევი არ ვსვავ.
მინერალურს მარტო გაზგასულს ვსვავ კუჭზე რომ მაქვს პრობლემა, ისიც იშვიათად. არც მარილიან საკვებს ვეტანები...

რო ვთქვათ სიმართლე წნევები მუდმივად არც მაქვს. აი 100% იდან სადღაც 80 მინიმუმ 120 80 ზე მაქვს მაქსიმუმ 130 90 მდე ავიდეს.. ისიც გააჩნია სიტუაციას დღიურ სტრესს და საკვების ტიპს. ან ბოდიში და კუჭIს მოქმედებასაც.

sad.gif რა ვიცი... 2 ჯერ კარდიოლოგის კონსულტაცია და ორივეჯერ ჯანმრთელი ხარ გამომიშვეს და...

Posted by: gigi27 30 Jul 2020, 12:39
user posted image
user posted image

მოკლედ აგერ არის პულსის მონიტორინგი ჩემი ბრასლეტის მიერ ჩაწერილი,დღევანდელი არის მინიმუმ 46
ასევე არის მარტის თვეში დაფიქსირებული 35 (მაშინ ნახევარ ნებილეტს ვიღებდი) ეგ 35 არის სავარაუდოდ ძილის დროს დაფიქსირებული)
ახლა ვიღებ ისევ მეოთხედ ნებილეტს და დავიღალე უკვე ამდენი თამაშებით ამის დედაც ვატირე,მოხსენი დაიწყე .........ძალიან ცუდია რომ როცა ნებილეტი მივატოვე 2კვირის მანძილზე მონიტორინგზე არ მქონდა ჩართული და მხოლოდ ერთჯერადად ვიზომავდი ხოლმე და თითქმის არასდროს ჩამოდიოდა 60ზე ქვემოთ,მაგრამ ძილის დროს იქნებოდა საინტერესო..ახლა მივწერე ვიბერში ჩემს ახლობელს ვინც დამინიშნა ასე მითხრა დასაშვები პულსიაო,თან წამოწოლილზე გქონდაო,არადა მე ანტიდეპრესანტსაც ვიღებ წლებია და იმას უწერია ანოტაციაში რომ დაბალი პულსი და ის წამალი ერთად საშიში არისო..ანუ როდის დამიდებს კვანტს ძილში თუ ისე ვერ გაიგებ
თუ ნებილეტის მოხსნიდან 2 კვირაში მიქნა ის მაგარი აჩქარება და ნებილეტის ბრალი არ არის მაშინ რატო უნდა ვსვა მეოთხედი ნებილეტი..გამარკვიოს ნეტა ვინმემ.. ჯერ ისედაც მაგარი ცუდი მომენტია დაბალი პულსი,მოთენთილი ხარ,გეძინება,თუნდაც კარგი გამოძინებული იყო ღამით.. გამოსავალი როგორ ვერ უნდა ვიპოვო ამის დედა ვატირე,ასე მგონია მართლა ჯადო მაქ გაკეთებული,მოჯადოებულ წრეზე დავდივარ რა.. ერთი ვერ ამოვისუნთქე წესიერად რომ ვიცხოვრო ნორმალურად...რა უნდა იფიქრო ადამიანმა როცა ყველა ექიმი სხვადასხვას გეუბნება

Posted by: Domaci 30 Jul 2020, 13:51
ტაქიკარდია როგორი შეგრძნებაა ?

გული ხანდახან რაღაც საეჭვოდ იქცევა. 2 წამის განმავლობაში თითქოს აკანკალდა და მერე ჩაგდა ნორმაში.

და ეს ჭამის შემდდეგ ხდება როგორც დავაკვირდი. და არც ისე ხშირად.

დიაფრაგმის თიაქარმა შეიძლება რამე მსგავსი უქნას გუულს?

Posted by: merkantil 30 Jul 2020, 18:16
QUOTE (pilo772 @ 29 Jul 2020, 21:13 )
მოგესლმებით.
ვარ ნერვოზიანი, ერთ ერთი დიაგნოზით ვეგეტონერვზი მაქვს.
ხანდახან მაქვს ხოლმე გულმკერდის არეში ტკივილები. მივაკითხე კარდილლოგს, ბოლო 1 წლის განმავლობაში 2 ჯერ. ერთხელ სასწრაფოც მყავდა და იმათაც გადამიღეს კარდიოგრამა.
ჩამიტარეს შემდეგი სახის დიაგნოსტიკა, ჩვეულებრივი კარდიოგრამა და გულის ექოსკოპია. კარდიოგრამაზე არაფერი არ იყო სამივე შემთხვევაში. ექოსკოპიაზე კიდე რომელIღაც სისხლძარღვებზე მითხრეს რომ გასქელებულია, როდეაც ექიმს ჩავეკითხე მიზეზს, ბავშვობაში სპორტზე ხო არ დადიოდიო. მეთქი კი ძიუდოზეთქო. ხო და მაგის ბრალიაო. მოკლედ არც ექოსკპიაზე მითხრეს რამე ცუდი.
ამ ყველაფრით და პლიუს სისხლის ანალიზით რომ მივედი კარდიოლოგთან, დამიდგინა რომ კალიუმის ნაკლებობა მაქვს სისხლში. გამომიწერეს ნანოკალცი. იმ ტკივილებზე მითხრეს რომ ნერვოზულიაო. ან რამე სხვა  ორგანო გადაცემსო. ეს იყო მარტში.
საეთოდ კი მაქვს დამჯდარი სამსახური, მაგრამ მთლად უმოძრაოდაც არ ვარ, დღის განმავლობაში მინიმუმ 5 კმ მაინც დავდივარ ფეხით. დილას საღამოს ვვარჯიშობ მსუბუქ გიმნასტიკას, ხერხემლის პრობლემების გამო. არ ვსვავ ალკოჰოლს, არ ვეწევი. კუჭის პრობლემების გამო არ ვჭამ ისეთ საჭმელს რაც შეიცავს ზედმეტ ცხიმს, შემწვარ მოხრაკულს. ამ ზაფხულში ხო საერთოდ სულ მაწონზე პურზე ვარ გადასული. მოკლედ დიეტაზე ვარ.
ეს ბოლო 2 დღე ვერ ვარ კარგად. აი იმ დიდ სიცხეზე მაინც საკმაოდ ცუდად გავხდი. ღამე ცუდად მეძინა. დილით რო მივედი სამსახურში 140 100 ზე წნევა მქონდა. კაპტი მომცეს თანამშრომლებმა და დავიგდე. თან ისევ ის ტკივილი გულმკერდის არეში. დღეს კარგად ვიყავი, საღამოს რომ მოვედი და ისევ ვივარჯიშე სახლში, ბოლოსკენ ისევ ის მკერდში ტკივილი დამეწყო, წნევა რომ გავიზომე 135 90 ზე მქონდა.
პლიუს მთელი ეს წლები მაქვს ასეთი უცნაურობა, ხანდახან ჩასუნთქვაზე იტმი ჩქარდება ამოსუნთქვზე ნელდება. მაგრამ აჩქარებული არ მაქვს რიტმი. თუ ღრმად არ ჩავისუნთქავ თანაბრად სცემს საშუალოდ 73 დრტყმა წუთში. არც გადადგილებისას არ მიჩქარდება გული. მე 6 სართულზე ვცხოვრობ და სპეციალურად ფეხით ავდივარ ხოლმე ხანდახან. თუ ტვირთი არ მაქვს. რა თქმა უნდა ამდროს მიჩქარდება გული და სუნთქვაც მიხშირდება, მაგრამ რო მივალ ადგილზე, მაქსიმუმ 2 წუთში ისევ ჩვეულებივი რიტმი მაქვს სუნთქვით.
ამ საღამოს ვალიდოლი ჩავიდე ენის ქვეშ და 2 ცალი რაუნატინის აბი დავლიე.
ცოტა ხანში წნევა ისევ 120 80 ზე დამიდგა. მაგრამ ის ტკივილები და დისკომფორტი კიდევ დამრჩა.
ხო და რასაც ვწერ... არის ვარიანტი რომ ექიმებს რამე გამორჩათ (2 სხვადსხვა ექიმთან ვიყავი) და სადმე მისაკითხებელი ვარ სხვაგან თუ ისევ და ისევ ნერვოზულია ან კუჭის პრობლემა წარმოქმნის ამ სიმპტომ ტკივილებს? კუჭი კი მაღონებს ეს დღეები.
ნერვოზზე ვერ ვიმკურნალე წესიერად, ნევროლოგმა რამდენიმე პრეპარატი სცადა ანტიდეპრესანტი, ყველამ უკუჩვენება მომცა.

თქვენ მე მგონი ხერხემლის თემაშიც პოსტავდით?

მე ექიმი არ ვარ, მაგრამ თქვენი სიმპტომები ძალიან გავს ფსიქოლომატურს. ახლობლის მდგომარებიდან გამომდინარე გეუბნებით. ნევროზმა, პანიკურმა აშლილობამ, ფობიებმა იცის ხერხემლის და კისრის ტკივილი, განსაკუთრებით კისრის კუნთების დაჭიმულობა, თავბრუს ხვევა, ყურებში ხმაური, ჩხვლეტები გულმკერდის არეში, გულის აჩქარებები. რაც მეტად აქცევ ყურადღებას, უფრო იმატებს.
რაც შეეხება ანტიდეპრესანტებს, ყველამ იცის თავიდან გვედეითი მოვლენები, მაგრამ დაახლოებით ორ კვირაში გადადის. არც შეიძლება მათი უეცრად შეწყვეტა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ანტიდეპრესანტის ზუსტად შერჩევა, დეპრესიის დროს სხვა ჯგუფი გამოიყენება, პანიკური აშლილობის დროს სხვა. და ნევროზული დაავადებებს ყველა განვითარებულ ქვეყანაში მკურნალობენ ფსიქიატრები და არა ნევროლოგები.
მოვლილი აქვს კარდიოლოგები, ორთოპედები და ყველანაირი გამოკვლევა და ანალიზი გაკეთებული, გულზე ყველანაირი კვლევა ჩატარებული. ძლივს მიხვდა პაციენტი, რომ ფსიქიატრი ჭირდებოდა,ჰო ყველაფერთან ერთად ბოლოს ფობიებიც დაემატა, აგორაფობია და სოციოფობია. დაიწყო მკურნალობა და გაუარა ზურგის პრობლემებმაც და პანიკის შეტევებმაც. თუმცა მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, რამდენიმე კვირაში არ დამთავრდება, კარგადაც რომ გრძნობდე თავს.
ჩემი რჩევა იქნება, კარგ ფსიქიატრს მიმართოთ და სერიოზულ მიზნად დაისახოთ განკურნება. განწყობას და შემართებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

Posted by: zviadcardio 31 Jul 2020, 01:02
pilo772
QUOTE
აი მაგალითად სოფელში ვენახს ვუვლი.

ფიზიკური დატვირთვის ტესტის ღირებულება სხვაა.
კერძოდ ამ დროს დატვირთვის დროს პარალელურად ხდება გულის მუშაობის ჩაწერა და მისი ინტერპრეტაცია. რაც ბუნებრივია ვენახში შეუძლებელია.
თუ ეს გამოკვლევა (შეგიძლიათ ჩაიტაროთ თქვენსავე ექიმთან) ნორმალური იქნება - თამამად გეტყვით რომ გული არაფერ შუაშია. ამ შემთხვევაში თქვენი მიზანი ემოციების გაკონტროლება და შესაბამის სპეციალისტთან ვიზიტი იქნება
რადგან გულმკერდში დისკომფორტის ეპიზოდები გქოდათ - ფიზიკური დატვირთვის ტესტი გასაკეთებელი გაქვთ.

მინერალური გაზგასულიც არ შეიძლება წნევისთვის. სხვა ყველაფერს სწორედ აკეთებთ

gigi27
ექიმი არაფერშუაშია. ყველა ადამიანს სხვადასხვა აზრი შეიძლება ჰქონდეს. ანუ 2 მკერავს, 2 დურგალს, 2 ინჟნერს, 2 პედაგოგს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი. ანუ ეს ზოგადად ჩვენი ადამიანების თვისებაა და არა მხოლოდ ექიმის.

წავყვეთ ლოგიკას. პირველი ეპიზოდი მოხსნიდან 2 კვირაში დაგემართათ და არა ვთქვათ მეორე დღეს, ხოლო მეორე ეპიზოდი ნებილეტის ფონზე დაგემართათ. ეს ნიშნავს რომ ნებილეტი აქ სერიოზულ როლს არ უნდა თამაშობდეს.
ამ მონაცემების (დაბალი პულსის) მიხედვით მე ვეტყოდი ჩემს პაციენტს რომ დაანებოს ნებილეტს თავი და მის გარეშე იცხოვროს. თქვენი პულსი ნებილეტის მიღების საშუალებას არ იძლევა.

არც იმას ვფიქრობ რომ რამე კატასტროფა გჭირთ.
პაროსიზმი რომც გქონდეთ მოგვარებადია და საერთოდ მგონია რომ არ გაქვთ პაროქსიზმი
თქვენი მთავარი მტერი თქვენივე ემოციაა. აჯობეთ მას და იცხოვრეთ ბედნიერად.

Domaci
ტაქიკარდიის დროს პულსი >100
რასაც თქვენ აღწერთ შესაძლოა იყოს ექსტრასისტოლური არითმია. რომელიც როგორც წესი საშიში არ არი.
დიაგნოსტიკისთვის პირველ რიგში რეკომენდებულია ჰოლტერი 48 სთ მონიტორინგი.

Posted by: gigi27 31 Jul 2020, 09:46
[b]zviadcardio[
მეც ეგრე მგონია,შევწყვიტავ ისევ ამ ნებილეტს,ბოლო რამდენიმე დღეა ვიღებ ისევ მეოთხედს და ვნახოთ რა იქნება,თან პულსს გავიზომავ ხოლმე რომ ვნახო თუ ჩამოვა ისევ ეგრე დაბლა ნებილეტის გარეშე,მონიტორინგზე დავაყენებ და ვნახავ..
მეც სადაც ვკითხულობ ინტერნეტში 50 დაბლა პულსი არ არის კარგიო და ეს მეუბნება დასაშვები პულსიაო 46-ზეც,არ ვიცი რა აძლევს ამის საბაბს ან რა იცის მან ისეთი რაც სხვებმა არ იციან რომ ასე ფიქრობს,მაგრამ ფაქტია ეს ნიბილეტი მე მვნებს ვიდრე მშველის ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე..მე რომ ასე დაბლა არ ჩამომდიოდეს პულსი კი ბატონო დავლევ ...
იცით კიდე რა მაინტერესებს ასე თუ ისეთი ფორმით გულის უკმარისობის დროს ნებილეტი დიდ როლს თამაშობს და არითმიების დროს?? წონაში კლების მიუხედავად მაინც მალე ხომ არ დავიღლები ხოლმე ეს წამალი რო აღარ ვსვა?? თუ დანარჩენს წამლებს მივიღებ პრესტანსი,სორვასტა (დღეგამოშვებით) და წონაში არ მოვიმატებ მაინც მექნება ადვილად დაღლა?? ახლა 107.3 კილო ვარ ვიყავი 115-დან 118მდე ხოლმე

Posted by: Sean 31 Jul 2020, 17:28
zviadcardio
ანაპრილინის მოქმედება რამდენ საათში გადის დაწხლოებიტ შეგიძლიათ მითხრათ

Posted by: zviadcardio 1 Aug 2020, 01:08
gigi27
თქვენი მსგავსი მდგომარეობის დროს ნებილეტი მხოლოდ მაშინ შეამცირებს დაღლას თუ პაციენტს მუდამ ნორმაზე მაღალი პულსი აქვს.
ანუ თქვენი პულსის გათვალისწინებით მას რამე დამატებითი პრინციპული სიკეთის მოტანა არ შეუძლია დაღლის თვალსაზრისით
წონაში კლება გაცილებით მნიშვნელოვანია

Sean
გამოხატული ეფექტი აქვს 3 სთ. 4-5 საათში ელიმინირდება

Posted by: Sean 1 Aug 2020, 12:51
zviadcardio
პმ ნახეთ თუ შეიძლება

Posted by: zviadcardio 1 Aug 2020, 16:35
Sean
არაფერი მიმიღია

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

Posted by: pilo772 1 Aug 2020, 21:50
merkantil
QUOTE
მე ექიმი არ ვარ, მაგრამ თქვენი სიმპტომები ძალიან გავს ფსიქოლომატურს. ახლობლის მდგომარებიდან გამომდინარე გეუბნებით. ნევროზმა, პანიკურმა აშლილობამ, ფობიებმა იცის ხერხემლის და კისრის ტკივილი, განსაკუთრებით კისრის კუნთების დაჭიმულობა, თავბრუს ხვევა, ყურებში ხმაური, ჩხვლეტები გულმკერდის არეში, გულის აჩქარებები. რაც მეტად აქცევ ყურადღებას, უფრო იმატებს.

sad.gif მეც ეგ ეჭვი მაქვს....
QUOTE
რაც შეეხება ანტიდეპრესანტებს, ყველამ იცის თავიდან გვედეითი მოვლენები, მაგრამ დაახლოებით ორ კვირაში გადადის. არც შეიძლება მათი უეცრად შეწყვეტა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ანტიდეპრესანტის ზუსტად შერჩევა, დეპრესიის დროს სხვა ჯგუფი გამოიყენება, პანიკური აშლილობის დროს სხვა. და ნევროზული დაავადებებს ყველა განვითარებულ ქვეყანაში მკურნალობენ ფსიქიატრები და არა ნევროლოგები.

მეოთხედი დოზით დავიწყე და ნახევრამდეც ვერ ავედი, მეოთხედზევე გულსმირევდა, რაზეც სამკურნალოდ მივედი იგივეს მიკეთებდა გაათმაგებულს, დღისით ძილიანობა ღამე უძილობა... შფოთი ტკივილი მკერდის არეში, დეზორიენტაცია, არა და კონსტრუქტორი ვარ და პლიუს კვირაში მინიმუმ 2 ჯერ საჭე მიწევს. ჩემთვის კონცენტრაციის არ ქონა სასიკვდილო შეიძლება იყოს.
ამიტომაც შევეშვი sad.gif
ისე ვფიქრობ მეც რომ მივიდე ვინმე ფსიქიატრთან, მაგრამ მანდაც იგივე თემა იქნება. ასე მგონია, დამინიშნავენ ანტიდეპრესანტს 2 კვირა რწყევა გულის კანკალი და უბედურება და მომეშვებიანმერე sad.gif
გაჭედილი ვარ მაგარი.
QUOTE
ძლივს მიხვდა პაციენტი, რომ ფსიქიატრი ჭირდებოდა,ჰო ყველაფერთან ერთად ბოლოს ფობიებიც დაემატა, აგორაფობია და სოციოფობია. დაიწყო მკურნალობა და გაუარა ზურგის პრობლემებმაც და პანიკის შეტევებმაც. თუმცა მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, რამდენიმე კვირაში არ დამთავრდება, კარგადაც რომ გრძნობდე თავს.
ჩემი რჩევა იქნება, კარგ ფსიქიატრს მიმართოთ და სერიოზულ მიზნად დაისახოთ განკურნება. განწყობას და შემართებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ერთია რომ ხერხემალე დიაგნოზი მაქვს, მე 5 მე 4 და მე 4 მე 3 მალთაშორისების თიაქარი, ბოლო მალაზე 6-7 მმ გამონაჟონი იყო 2016 წელს. ეს ფსიქომატური არაა სამწუხაროდ.
კისერზე კიდევ 8 საათიანი სამუშაო მაქვს და ხშირად ცუდი სკამი, ისეთი რომ ცუდ ფორმაში მიწევს ჯდომა, შესაბამისად ხერხემალს მინგრევს

Posted by: merkantil 2 Aug 2020, 12:37
pilo772
QUOTE
მეოთხედი დოზით დავიწყე და ნახევრამდეც ვერ ავედი, მეოთხედზევე გულსმირევდა, რაზეც სამკურნალოდ მივედი იგივეს მიკეთებდა გაათმაგებულს, დღისით ძილიანობა ღამე უძილობა... შფოთი ტკივილი მკერდის არეში, დეზორიენტაცია, არა და კონსტრუქტორი ვარ და პლიუს კვირაში მინიმუმ 2 ჯერ საჭე მიწევს. ჩემთვის კონცენტრაციის არ ქონა სასიკვდილო შეიძლება იყოს.
ამიტომაც შევეშვი sad.gif
ისე ვფიქრობ მეც რომ მივიდე ვინმე ფსიქიატრთან, მაგრამ მანდაც იგივე თემა იქნება. ასე მგონია, დამინიშნავენ ანტიდეპრესანტს 2 კვირა რწყევა გულის კანკალი და უბედურება და მომეშვებიანმერე sad.gif
გაჭედილი ვარ მაგარი.


რა პრეპარატია? არა, ასეთი სიმპტომებით ვერ იქნებოდით ნამდვილად.


QUOTE
რომ ხერხემალე დიაგნოზი მაქვს, მე 5 მე 4 და მე 4 მე 3 მალთაშორისების თიაქარი, ბოლო მალაზე 6-7 მმ გამონაჟონი იყო 2016 წელს. ეს ფსიქომატური არაა სამწუხაროდ.
კისერზე კიდევ 8 საათიანი სამუშაო მაქვს და ხშირად ცუდი სკამი, ისეთი რომ ცუდ ფორმაში მიწევს ჯდომა, შესაბამისად ხერხემალს მინგრევს


ამაზე ვერაფერს გეტყვით გადაჭრით, რა უფლება მაქვს, თუმცა ამასაც ჰქონდა დიაგნოზი ხერხემალზე, რამდენიმე მალაზე პრობლემა, ზუსტად არ მახსოვს, ერთ-ერთი იყო დისკოპატია. ეჭვიც არ შეგვპარვია დიაგნოზში, თავისი მჯდომარე ცხოვრების წესიდან გამომდინარე. თუმცა რა ვიცი, ეხლა აღარ აქვს? რატომ აღარ აწუხებს? თან რაც უფრო მეტად იციკლებოდა ამ ხერხემლის პრობლემაზე, უფრო მეტად ურთულდებოდა.

არ ვიცი რა გითხრათ, იქნებ მოგეძებნათ კარგი ფსიქიატრი და იმან დაგინიშნოთ მკურნალობა? წარმატებებეს გისურვებთ!

Posted by: neverr 2 Aug 2020, 14:36
zviadcardio
გამარჯობა
პულსი მაქვს 100, რამოდენიმე დღეა ასე მაქვს. ვერ ვგრძნობ თავს კარგად. კარდიომაგნილს ვსვამ.
პირველ ეტაპზე რის გამოკვლევას მირჩევდით? მგონია რომ ჩიყვი მაქვს.

Posted by: pilo772 2 Aug 2020, 18:40
merkantil
QUOTE
რა პრეპარატია? არა, ასეთი სიმპტომებით ვერ იქნებოდით ნამდვილად.

სევპრამი მახსოვს და კიდე ფენიბუტი. იყო ერთი და არ მახსოვს რა ერქვა sad.gif
განგებ არ ვკითხულობდი ანოტაციებს.. ვტქვათ ფსიქოლოგიური არ ავიკიდოთქო. ვყიდულობდი 1 კვირის მარაგს და ვსვავდი სქემით რაც ექიმმა დამიწერა. შედეგად რო დამეწყებოდა მთელი ბუკეტი ჯოჯოხეთისა, და არ გამდიოდა, მერე წავიკითხავდი ხოლმე იმ 1 კვირის ბოლოს და 1:1 ზე იგივე სიმპტომები რაც იქ ეწერა.
QUOTE
ამაზე ვერაფერს გეტყვით გადაჭრით, რა უფლება მაქვს, თუმცა ამასაც ჰქონდა დიაგნოზი ხერხემალზე, რამდენიმე მალაზე პრობლემა, ზუსტად არ მახსოვს, ერთ-ერთი იყო დისკოპატია. ეჭვიც არ შეგვპარვია დიაგნოზში, თავისი მჯდომარე ცხოვრების წესიდან გამომდინარე. თუმცა რა ვიცი, ეხლა აღარ აქვს? რატომ აღარ აწუხებს? თან რაც უფრო მეტად იციკლებოდა ამ ხერხემლის პრობლემაზე, უფრო მეტად ურთულდებოდა.

მე ეს მჯდომიარე სამსახურისგან დამემართა, პლიუს უზურგო სკამი მქონდა, პლიუს მძიმე ფიზიკური დატვირთვა უქმეებზე სოფეში. ხო და ...
არც ნერვოზი მაკლდა იმ დღეებში არ მოგატყუებთ. ბუკეტია რა სწორად ფიქრობთ.
QUOTE
არ ვიცი რა გითხრათ, იქნებ მოგეძებნათ კარგი ფსიქიატრი და იმან დაგინიშნოთ მკურნალობა? წარმატებებეს გისურვებთ!

გაიხარეთ მადლობა.
ეს ბოლო 2 დღეა მაჯის ცემა მაქვს დაბალი 60-65 მდე წუთში. sad.gif 75-80 იყო ჩემი ნორმა მანამდე...
გადაღლილიც ვარ, 12 საათი ვიჯექი საჭესთან, თბილისი - ურეკი - თბილისი, ურთულესი გზა იყო sad.gif ძლივს ჩავედი და ჩამოვედი, ხაშურიდან ლამის იმერეთის ავტობანამდე 40 კმ სიჩქარით მომიწია სიარული.
ხო და რა ვიცი... ეს რაღაა ხომ ვერ მეტყვით ვინმე?

Posted by: zviadcardio 2 Aug 2020, 20:35
neverr
რეკომენდებული კვლევები:
TSH
კალიუმი
სისხლის საერთო
ექოკარდიოსკოპია
ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი
ზოგადად 100 პულსი საშიში არ არის

pilo772
60-65 პულსი ასევე ნორმალურია.
მაგის გამო არ ხართ ცუდად.
გადაღლას და ამდენ ხანს საჭესთან ჯდომას მოერიდეთ

Posted by: chiburashka111 2 Aug 2020, 21:07
merkantil

QUOTE
მოვლილი აქვს კარდიოლოგები, ორთოპედები და ყველანაირი გამოკვლევა და ანალიზი გაკეთებული, გულზე ყველანაირი კვლევა ჩატარებული. ძლივს მიხვდა პაციენტი, რომ ფსიქიატრი ჭირდებოდა,ჰო ყველაფერთან ერთად ბოლოს ფობიებიც დაემატა, აგორაფობია და სოციოფობია. დაიწყო მკურნალობა და გაუარა ზურგის პრობლემებმაც და პანიკის შეტევებმაც. თუმცა მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, რამდენიმე კვირაში არ დამთავრდება, კარგადაც რომ გრძნობდე თავს.
ჩემი რჩევა იქნება, კარგ ფსიქიატრს მიმართოთ და სერიოზულ მიზნად დაისახოთ განკურნება.

შეგიძლიათ მომწეროთ კოორდინატები ვისთან მკურნალობდა თქვენი ახლობელი?

Posted by: pilo772 3 Aug 2020, 07:54
zviadcardio
QUOTE
60-65 პულსი ასევე ნორმალურია.
მაგის გამო არ ხართ ცუდად.
გადაღლას და ამდენ ხანს საჭესთან ჯდომას მოერიდეთ

ხო მაგრამ იმ გზის დასაწყისამდე არ მქონია ეს ბრადიკარდიის პრობლემა sad.gif
ახლა მაქვს.
3 დღეა უკვე.
დილასაც 130 90 ზე მაქვს წნევა და მაჯის ცემა რო დავითვალე 57 დარტყმა იყო წუთში ახალ გაღვიძებულზე. sad.gif
ვაპირებ ამ დღეებში ექიმთან მისვლას.
რაც დავგუგლე თემა, პრაქტიკულად მარტო ნერვოზი და ნერვიული სტრესია ჩემი ფაქტორი sad.gif...
რატო უნდა დამმართნოდა ეს? გადაღლის გამო?

Posted by: zviadcardio 3 Aug 2020, 22:40
pilo772
რადგან შენელება აქტუალური საკითხი გახდა ექიმთან ვიზიტი დაგეგმეთ. მანამდე თაფლი აკრძალეთ (ანელელებს გულისცემას)

Posted by: pilo772 4 Aug 2020, 09:35
zviadcardio
QUOTE
რადგან შენელება აქტუალური საკითხი გახდა ექიმთან ვიზიტი დაგეგმეთ. მანამდე თაფლი აკრძალეთ (ანელელებს გულისცემას) 
       

დღეს მივდივარ კარედიოლოგთან, ჩაწერილი ვარ უკვე.
კომედია ისაა რომ თაფლს ალერგიულობის გამო პრაქტიკულად ვერ ვიღებ lol.gif

ისე რო ვფიქრობ ვირუსის ბრალი მგონია ეს ყველაფერი. 2 კვირის წინ დამეწყო ვირუსი, და იმის მერე მოვინგერი ერთიანად. ამ ზამთარსიც იგივე მჭირდა და 2019 წლის ზამთარშიც.
მაშინ გულის ცემა არ მქონია შენელებული თორე გრიპი შემხვდა და მომენტალურად ჰიპერტენზია დამეწყო. არაფერი მშველოდა მაშინაც.
ისე ბოლო 2 დღეა უკვე წნევებიც არ მაქვს, ან დაბალი მაქვს.
* * *
ვიყავი დღეს კარდიოლოგთან.
ძველი ანალიზებიც მქონდა თან.
დაათვალიერა, გამსინჯა, სიმპტომები გამომკითხა. ხო და ნერვოზულიაო. ფსიქიატრთან გადამამისამართა. sad.gif
რაც არუნდა იშრომო შენს თავზე მარტო ვერ იზავ დახმარება გინდაო.
ყოველი შემთხვევისთვის მაინც დატვირთვაზე გაიარე ტესტირებაო. მაგრამ დარწმუნებული ვარ არაფერ შუაშიაო sad.gif

Posted by: zviadcardio 4 Aug 2020, 21:31
pilo772
წარმატებებს გისურვებთ
ვფიქრობ გაუმკლავდებით არსებულ პრობლემებს

Posted by: gigi27 5 Aug 2020, 11:44
zviadcardio
ზვიად სალამი კიდევ ერთხელ,მოკლედ რამდენიმე დღეა რაც აღარ ვიღებ ნებილეტ მეოთხედს და პულსი თითქმის არასდროს ჩამოდის 60 ზე ქვემოთ,გარდა მცირე გამონაკლისებისა ორჯერ დამიფიქსირდა დაბალი პულსი 56 და 50 ოღონდ ეგენი დააფქსირა მონიტორიგმა თორემ როცა ღილაკზე თითის დაჭერით ვიზომავ და ხშირად ვაკეთებ ასე 60 ზე დაბლა პულსი არ ჩამომდის არასდროს,ხოლო როცა ნებილეტს ვიღებდი თითქმის სულ 60ზე დაბალი პულსი მქონდა ხოლმე როცა ვიჟექი ან ვიწექი 46 მდეც ჩამომდიოდა ხოლმე და რაც ცუდია,ხშირი ხასიათი ჰქონდა ასეთ პულსს,ახლა სხვა სიტუაციაა აშკარად,მაგრამ მაინც რომ დამიფიქსირდა 50 პულსი ეს მაფიქრებს,ხო მართლა ღამით არ მიკეთია ხოლმე ვიხსნი.. კიდევ შევხედავ აბა 1 კვირის შემდეგ თუ კიდევ ჩამოვა პულსი ასე დაბლა ისევ ნებილეტის გარეშეც.. რა მინდა გკითხოთ მწვანე ჩაის ვსვამ ხოლმე დღეში ერთ ჭიქას ზამთარში და ახლაც რომ მივიღო რა აზრის ხართ?? ოდნავ კიდევ ამიწევს პულსს და აღარ ჩამოვა 60 ზე დაბლა არც იშვიათად?? რას იტყვით ან რა რჩევებს მომცემთ,იმიტომ რომ ნებილეტის გარეშე დაბალი პულსი უკვე მართლა საშიშია და კარდიომიოპატია და გულის კუნთის დაავედებები იწვევსო წავიკითხე.. მადლობა ყურადღებისათვის

Posted by: zviadcardio 5 Aug 2020, 21:51
gigi27
სალამი
ახლა თქვენ როგორი პულსიც გაქვთ ეგ არაფერს იწვევს.
მწვანე ჩაი და ზოგადად ჩაი არ გინდათ - რამეთუ თქვენ იშვიათად აჩქარებებიც გაქვთ.

Posted by: gigi27 6 Aug 2020, 09:58
zviadcardio
რაც არ უნდა მოხდეს მომავალში და უკვდავი არავინაა,მე არასდროს დამავიწყდება რომ სტიმული მომეცით,თუნდაც წონაში კლებამ არ გამოიღოს რაღაც ისეთი შედეგი და მიზანი მაქვს 100 კილოზე ჩამოვიდე,მაინც ეს ყველაფერი ამად ღირდა..მადლობა ყველა რჩევისათვის რაც მოგიციათ და დრო დაგითმიათ....

Posted by: nnn_lll 6 Aug 2020, 18:57
zviadcardio
გამარჯობა, ისევ შარში გავეხვიე bis.gif
2 თვით მიწევს emtricitabine / tenofovir მედიკამენტების მიღება,
იქ, შიდსის ცენტრში კი მითხრეს პრობლემა არ არისო, მაგრამ თქვენი, როგორც კარდიოლოგის აზრი მნიშვნელოვანია,
ვიღებ პლავიქსი 75მგ, კარდიომაგნილი 75მგ, როზუსვატსტინი 20მგ, ეზეტიმაიბი 10მგ ამ წამლებთან და ამ დოზებთან მიმართებით რამე პრობლემა ხომ არ იქნება ზემოაღნიშნული წამლების დამატება?

Posted by: zviadcardio 6 Aug 2020, 19:50
gigi27
არაფერიც არ მოხდება და შედეგსაც ერთად ვნახავთ.
თქვენ წონა დაიკელით და მდგომარეობის გაუმჯობესებას უსთუოდ იგრძნობთ.
ყველაფერი კარგად იქნება

nnn_lll
ამ წამლებთან "ურთიერთობის" გამოცდილება არ მაქვს.
წესით არ უნდა იყოს პრობლემა.

Posted by: Oldmak888 7 Aug 2020, 14:05
zviadcardio
გამარჯობა ბატონო ზვიად,გუშინ და დღეს მქონდა ჩხვლეტის შეგრძნებასავით გულ-მკერდის არეში ანუ ესეთი რამ პირველად დამემართა მერე ცოტა დავმშვიდდი და გამიარა,ისე ზოგადად ნერვოზის პრობლემები მაქვს ხან როგორი ფორმით ხან როგორი ვერაფერი ვუშველე ადრე უფრო საშინლად მქონდა.

Posted by: Sean 7 Aug 2020, 14:48
zviadcardio
გთხოვთ მითხრათ ქტ ინტერვალი თუა ნორმაში ამ კარდიოგრამაზე

Posted by: K O R A D O 7 Aug 2020, 15:48
ხომ ვერ მიმასწავლით კარგ კარდიოლოგს (წნევა, ქოლესტერინის პრობლემები მაქვს) - ადამიანური, კვალიფიციური, პროფესიონალი, ჩარჩოებში ჩაკეტილი რომ არ იქნება და ფართოდ/პროგრესულად აზროვნებს...მადლობა წინასწარ.

Posted by: nnn_lll 7 Aug 2020, 20:50
zviadcardio
QUOTE
წესით არ უნდა იყოს პრობლემა.

რაღაცა "ავირებით" რომ ბოლოვდება წამლები სტატინებთან პრობლემა შეიძლება შეიქმნასო წავიკითხე და მაინც გადამოწმება მინდოდა, მადლობა.

Posted by: zviadcardio 7 Aug 2020, 22:56
Oldmak888
როგორც წესი ჩხვლეტა კარდიოლოგიური პრობლემა არ არის და ემოციური საფუძველი აქვს.
ამ დროს მიიღეთ მსუბუქი დამამშვიდებელი, წესით უნდა გაიაროს.

Sean
კი, ნორმალურია.

K O R A D O
ეგეთი დომიტრია გელოვანი smile.gif
პმ ნახეთ

Posted by: Sean 10 Aug 2020, 17:20
zviadcardio
როცა კბილისთვის უადრენალინო გამაყუჩებელი ვერ ხერხდება კბილის რთული მდგომარეობის გამო და მაინც მიწევს ადრენალინით
პროცედურის წინ ანაპრილინს ხომ არ მირჩევდით ანნ რამე მსგავსს, ბეტალოკ ზოკს ისედაც ვსვამ
ან მაგისგან გამოწვეული ექსტრასისტოლები საშიში თუ არა შეიძლება არც დავლიო არაფერი

Posted by: zviadcardio 10 Aug 2020, 18:06
Sean
დამატებით არაფერი გინდათ.
ანაპრილინი 10მგ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაამატეთ თუ პულსი 90-ზე მეტი გექნებათ.
ექსტრასისტოლები როგორც წესი საშიში არ არის

Posted by: gigi27 14 Aug 2020, 20:34
zviadcardio
სალამი ზვიად ... როგორც კარდიოლოგმა შეგიძლია მითხრა რა გამომწვევი მიზეზები აქვს კისრის ძარღვების პულსაცია+ შესამჩნევი გულის პულსაცია მარცხენა მკერდზე?? მე გუგლში ვნახე და გულის გადიდება და სარქველების პრობლემები იწვევსო,სარქველებზე მიწერია ნაკლოვანებები მსუბუქი მიტრალურის და აორტის, გულზე წერია გულის ზომები ნორმა,არადა ამავ დროს მსუბუქი ჰიპერტროფია მიწერია მარცხენა პარკუჭის,შეგიძლია ამომახსნევინო ეს რებუსი??ან ექიმები მეკაიფებიან,ან სიმართლეს არ მებუბებიან ბოლომდე ან კიდევ უბრალოდ გულგრილობაა ,თუ გულის ზომა ნორმაა და სარქველებზე მხოლოდ მსუბუქი ნაკლოვანებაა აბა ასეთ ძლიერ პულსაციებს რა იწვევს კისერზე,მკერდზე,მუცელზე.. კიდევ დაკვირვებული ვარ როცა მუცელზე ვწევარ ხელებზე დაყრდნობით ,მაგ მომენტში სხეულს აქანავებს პულსის ტაქტში..
ასე მგონია უკვე რომ ექიმებმა პირი შეკრეს ჩემს წინააღმდეგ და სანამ არ მოვკვდები არ მიიღებენ ზომებს,ან ეს დედანატირები გამარკვიონ წესივრად,მე რომ ამ სიმპტომებს ვხედავ და ჩემით გამომაქ დასკვნები რა ჭკუაზე უდნა დავდგე,რამდენიმე წლის წინ ეს გულის ხტუნვა არ მქონდა შესამჩნევი ახლა მაქვს,ან მაშინ ძაან მსუბუქად მქონდა და ვერ ვამჩნევდი.. 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული იმენა სიკეთის არ მომტანი მიდგომა აქვთ ჩემს მიმართ,არ მგონია რომ ვეცოდები და არ მეუბნებიან,იმიტო რო მე თითონ ხო გავარკვევ მაინც,ყველას ხელი მიუწვდება ინეტზე და ნახავს სიმპტომებს,უფრო მგონია მაგარი დაკიდების პონტი!!!!!
აი ახლა ასეთ სიტაუციაში რომ რამე დამემართოს ოდნავ მაინც იღებენ საკუთარ თავთან მაინც პასუხისმგებლობას ?? რა უფლება აქვთ,კანონით უნდა ისჯებოდეს ექიმის მხრიდან სიმართლის დამალვა და გულგრილობა!!! კი შეიძლება ინერვიულო ადამიანმა თავიდან რაღაც პერიოდი მაგრამ ხო მაინც გაიგებ შენ თითონ მაინც და აზრი??
ჯერ მე იმ ექიმს რა ვუთხარი იცით რა მითხრა ბატონი ზვიად ჩაფიძეში ერთმა ახალგაზრდა გოგომ?? ეს სადღაც 2 წლის წინ იყო,თუ ტკივილს ან დისკომფორტს იგრძნობ ძუნძულის დროს უფრო მაგრად და სწრაფად ირბინეო იმიტო რო გულის პრობლემა არ გაქო,აი ახლა მაგის გამო ბოდიშით და ხო აქ დედა და ჯიში და ოჯახი საგინებელი?? ფაქტიურად მწირავს სასიკვდილოდ თუ ტკივილი გექნა მკერდში უფრო დაიტვირთეო ,ამას მეუბნება და თან წალმებს მიწერს :ნებილეტი,პრესტანსი,კარდიომაგნილი.. მითხარით ეხლა რა არის ეს??
მართლა პირი აქვთ შეკრული გეგონება რაოდენ უტოპიურადაც არ უნდა ჟღერდეს.. ზვიად რა მოუვა კარდიო პაციენტს ფიზიკურ დატვირთვაზე ტკივილის ფონზე უფრო მოუმატოს დათვირთვას?? ამაზეც გამეცით პასუხი გთხოვთ

Posted by: zviadcardio 15 Aug 2020, 17:07
gigi27
სალამი
მივყვეთ თანმიმდევრობით
1. კისრის სისხლძარღვების პულსაციის მიზეზი მართლაც შეიძლება იყოს სარქვლოვანი დაზიანება (თუმცა თქვენი მსუბუქი ნაკლოვანება - არა), ასევე სითხის ჭარბი მიღება, გულის გამოხატული უკმარისობა, ანატომიური თავისებურება. გულმკერდში ბიძგების გაძლიერების ხშირი მიზეზი ემოციაა.
2. მე არ მგონია რომ ვინმემ პირი შეკრა თქვენს წინააღმდეგ. ყველა ექიმს უნდა პაციენტი კარგად ჰყავდეს. არც ის მოსაზრებაა მართებული, რომ გზოგავენ და ეცოდებით. თუ საოპერაციოა პაციენტი ამას ექიმი ყოველთვის ამბობს.
3. ფიზიკური დატვირთვისას გულმკერდში ტკივილის გაჩენის შემთხვევაში ცხადია პირველ რიგში ამ ტკივილის მიზეზის დადგენას ვთხოვთ პაციენტს და შესაბამის კვლევებს ვატარებთ. სავარაუდოდ თქვენი ექიმი დარწმუნებული იყო რომ გული არ გტკიოდათ. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ რომ სიფრთხილეს თავი არ ტკივა და ფიზიკური აქტივობისას გაჩენილი ტკივილის შემთხვევაში უმჯობესია აქტივობა შეწყვიტოთ და საკითხი გამოიკვლიოთ.
გეტყვით ჩემს მიკრძალებულ აზრს თუ როგორ უნდა იცხოვროს თქვენნაირმა პაციენტმა. ზედმეტ ემოციებს მაქსიმლურად უნდა მოერიდოთ, მათ შორის ჩივილების დაგუგვლას ამით ვერაფერს შესძენთ თქვენს თავს და მხოლოდ სტრესს იღებთ. უნდა მოძებნოთ ზე-კვალიფიციური და ყურადღებიანი კარდიოლოგი და მხოლოდ მის რეკომენდაციებს წაყვეთ. ვიცი მეტყვით რომ ძნელია და ა.შ მაგრამ არა შეუძლებელი. ამ მიმართულებით მე არ მინდა კონკრეტულად ვინმე გირჩიოთ (მიზეზთა გამო). ვფიქრობ თუ მოინდომებთ თვითონვე შეძლებთ. იფიქრეთ ამ საკითხზე. მოუგვარებელი პრობლემა ნამდვილად არ გაქვთ.

Posted by: gigi27 15 Aug 2020, 19:36
zviadcardio
გასაგებია ხოდა ალბათ მაგითვე აიხსნება ის რომ მალე ვიღლები როცა კიბეზე ავდივარ,ფაქტიურად 5 საფეხურს რო ავდივარ ჩვეულებრივი ტემპით ვგძრძონბ უკვე მსუბუქ დაღლას და გულის აჩქარებას მიუხედავდ წონის კლებისა 10 კილო დავიკელი თითქმის,შედეგი რაღაც მაინც ხომ უნდა ყოფილიყო,მაგრამ კარგი ჯანდაბას,პრინციპში გულის უკმარისობა+სარქველების პრობლემა ხსნის ამ პრობლემების შინაარს და ვიცი რომ არ უნდა ავყვე ემოციებს და რომელიმე ექიმს მაინც რო დავევსი და ადამიანური ან თუნდაც პროფესიული ენით აეხსნა ჩემთვის ყველაფერი ჯობდა და რეკომენადაციებიც მოეცა,ზოგადი ნათქვამი "არაფერია ისეთი" თ რო გისტუმრებს ექიმი კი შენ შეიძლება თავისი გაგებით არ გგრუზავს მაგრამ,მე როცა გულით ავადმყოფს მაგას მეუბნები ხო შეიძლება მართლა დავიკიდო,დავთვრე კიდეც მაგრად,მოწევაც დავიწყო,ტკივილი ან დისკომფორტი თუ მექნა დავიკიდო და ვთქვა რომ არაფერია ეს გული არ არისთქო და რამე კატასტროფული მომენტი დადგეს??
მე მგონი ყველა ადამიანი დაგუგლავს ეგეთ მომენტში ეგეთ სიმპტომებს რომ გაიგოს რა სჭირს,როცა არ აქვს პასუხი და გეთანხმებით კიდევ ერთ რამეში,მიუხედავად იმისა რომ ძალიან ახლო ნათესავი კარდიოლოგი მყავს,და სადღაც 4 კარდიოლოგთან კიდევ ვიყავი ვერ ვნახე ვერც ზე-კომპეტენტური და ვერც კომპეტენტური,არ ვაყენებ შეურაწყოფას მაგრამ ექიმი რომელიც მატყუებს და ერთი სული აქ "მომიშოროს" ვერ იქნება ჩემთვის ვერც სანდო და ვერც კომპეტენტური,მიუხედავად იმისა რომ არ ვარ ისეთი ტიპი ექიმებს რომ ხშირად ურეკავენ ხოლმე და აწუხებენ,თუ რაღაც ისეთი არ მოხდა არ ვურეკავ და თუ ვურეკავ ბოდიშს უხდი ხომ არ შეგაწუხეთქო..ამ საქართველოს დედაც მე ამ სისტემისაც,წინა სისტემისაც რაც იყო,ხალხია თითონ ორპირი,ფლიდი,და სათავისოდ ვიგოდნიკები..საზღვარგარეთ ისე უდგებიან პაციენტებს თან ყვებიან ყველა მხრივ თან როცა შენი ექიმია, თითონ გირეკავს გკითხულობს პერიოდულად,აქ კიდე შენ რო დაურეკო რამდენიმე თვეში ერთხელ წესივრად არ დაგელაპარაკება ,ზედაპირულად გეტყვის ორ სიტყვას და ვსიო,მერე შენც გერიდება უკვე.... მოკლედ როგორც მირჩია ერთმა სჯობს ავიბარგო ამ საქართველოდან და თავს მივხედო თორე ისე არ ამომძვრება სული აქ კაცი არ იქნება მშველელი არც ექიმი და არც ვექილი smile.gif))
ზვიად კაი კაცი ხარ რჩევებისათვის კი გითხარი მადლობა უკვე რამდენჯერმე

Posted by: zviadcardio 16 Aug 2020, 00:57
gigi27
რაც შეეხება წონაში კლებას - ეს შედეგს უსათუოდ მოიტანს. თუნდაც იმ პირობით რომ ზომიერი სარქვლოვანი პრობლემა გაქვთ, ცხადზე ცხადია რომ ზედმეტი წონის გარეშე უკეთ იმუშავებს თქვენი გული.
მე არაერთ ევროპული ქვეყნის კლინიკაში ვყოფილვარ. ყველაზე ხანგრძლივად 1 წლის განმავლობაში სტოკჰოლმში ვმუშაობდი.
ვერ ვიტყვი რომ ასეთი მონაცემების პაციენტს იქ რამე სასწაულს გაუკეთებენ.
ასე რომ ყველაზე ღირებული რჩევაა აქ იპოვით კვალიფიციური კარდიოლოგი, ვისაც თქვენთან საუბრის დროც ექნება. გააგრძელეთ ასეთი ექიმის მოძიება.
წარმატებებს გისურვებთ.

Posted by: gigi27 16 Aug 2020, 22:49
zviadcardio
Aseti monacemebis pacients ra,anu tu sarqveli aq shesacvleli an sxva manipulacia chasatarebeli etyvian daikide mainc yvela kvdeva bolos da operacia rad gindao? Da saertod shedarebac ki sasaciloa qartuli medicinis evropastan,roca saqartvelos tavisi arsebobis mandzilze araferi miucia girebuli msoflii civiluziciisatvis,igive tundac medicinis kutxit,qartveli eqimebi evropul da amerikul gaidlainebs kitxuloben,turqetic ki milioni tavit magla dgas saqartveloze,yvela mand garbis aqedan operaciebze..aravis dzebnas ar vapireb aq,me tyuilebis mochorave moclili ki ara realuri eqimi mindoda romelic yvelafers amixsnida chems situaciaze da tavs sheicuxebda imit mainc rom rekomendaciebi moeca ,roca chems fuls igebs.. erts mivxvdi kide am saittan dakavshirebit aq umetesobas realuri gulsisxldzargvta problemebi aqvt da tqven ubralod ketilad atyuebt,anugeshebt da ase shemdeg,isinic tavs ityueben radgan imedi schirdebat,me aq zogiertis exo,ekg da danishnuli camlebi vnaxe rom aziareben da seriozuli problemebi aqvt da tqven sxva rames eubnebit,albat ertgvari sikete aris es tqveni mxridan,rom damatebiti stresi ar miakenot simartlit,magram me egre ar minda,me vici rac mchirs da daaxliebiti prognozic vici da ase mirchevnia..

Posted by: zviadcardio 17 Aug 2020, 15:35
gigi27
ვერვიტყოდი რომ ეგრეა. მეც და ჩემს კოლეგებსაც გვყავს პაციენტები თურქეთში ან ევროპაში გაკეთებული წარუმატებელი პროცედურით რომელიც საქართველოში გაგვიკეთებია წარმატებით. ცხადია საპირისპირო შემთხვევებიც არსებეობს. ამ საქმეში გაცილებით ღრმად ვარ ჩახედული და მხოლოდ ჩემს მოსაზრებებს არ ვწერ, ანუ ეს ყველაფერი ფაქტებს ეფუძნება.
რაც შეეხება ფორუმს არავის ვატყუებ. უბრალოდ თქვენ ყველაფერს მეტისმეტად მუქად უყურებთ. მაგალითად თქვენ არ გეუბნებით რომ ექიმთან არ უნდა იაროთ - პირიქით არაერთხელ მითქვამს რომ კვალიფიციური კარდიოლოგი გჭირდებათ. ადამიანების ნაწილს (ვინც აქ წერს) ემოციური ხასიათის ჩივილი აქვს და ამას ვეუბნებით. ასევე თუ გადახედავთ ჩემს პოსტებს ნახავთ რომ უამრავ ადამიანს ვურჩიე ჰოლტერი, დატვირთვის ტესტი ან ექოკარდიოსკოპია. იმიტომ რომ ბოლომდე გაერკვია თავისი პრობლემა. თქვენ ზედმეტად ემოციურად აღიქვამთ თქვენს მდგომარეობას. მაგ მონაცემებით (რასაც წერთ და რაც დღეს გაქვთ) - არანაირად არ გაქვთ ცუდი პროგნოზი. ცხადია მე თქვენს დაწერილს ვეყრდნობი. თუმცა ექიმთან რეგულარული კონსულტაციები და სათანადო კვლევები საჭიროა. გუგლი დაივიწყეთ. ეს ემოციები განსაკუთრებით ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. წარმატებებს და ჯანმრთელობას გისურვებთ.
ჩავხუროთ ეს საკითხი. ასე დიალოგის გაგრძელებას აზრი არ აქვს. თუ რამე დაგჭირდებათ მე მზად ვარ გიპასუხოთ, მაგრამ ზოგადსაკაცობრიო თემების გასარჩევად (მაგალითად "საქართველოს არაფერი ღირებული მიუცია მსოფლიოსთვის" - სინამდვილეში მიუცია) ეს ადგილი არ გამოდგება და მინდა ჩემი დრო უფრო რაციონალურად დავხარჯო. წარმატებები და ჯანმრთელობა. იკვებეთ და იცხოვრეთ ჯანსაღად, შეინარჩუნეთ კარგი წონა და იარეთ ექიმთან რეგულარულად. ასეთ პირობებში კარგი პროგნოზი გექნებათ.


Posted by: nnn_lll 18 Aug 2020, 15:57
zviadcardio
გამარჯობა, ისევ მე გაწუხებთ.
როდესაც ვყიდულობ პროდუქტებს ყოველთვის ვკითხულობ შემადგენლობას და ენერგეტიკულ ღირებულებას.
ქოლესტეროლის შემცველობა პროდუქტზე ჯერ არ მინახავს რომ ეწეროს, აწერია მხოლოდ ცხიმი და მათ შორის ნაჯერი ცხიმის შემცველობა და სულ ესაა... (ტრანს ცხიმის შემცველობაც ზოგს აწერია ზოგს არა)
მაინტერესებს, დღეში რა ოდენობის ნაჯერი ცხიმის მიღებაა უსაფრთხო რომ ქოლესტეროლი მაღლა არ გამექცეს?
და კიდევ, ნაჯერი ცხიმის გარდა ნახირყლებსაც უნდა ვუყურო? (დიაბეტი ან პრედიაბეტი არ მაქვს, არც ჰიპერტრიგილიცერიდემია არ მაქვს...)
უკრემო ნამცხვრებს (კვერცხის გარეშე, დაბალცხიმიანი რძით დამზადებული) თქვენ უკრძალავთ პაციენტებს?

ცოტა დიეტოლოგის კითხვებია, მაგრამ ვიცი რომ კარდიოლოგიებიც ერკვევით ამ თემაში და იქნებ თუ არ შეწუხებით გამარკვიოთ ამ საკითხებშიც...
მადლობა.

Posted by: qetqeta 18 Aug 2020, 20:10
გამარჯობა.
ზოგადად მაქვს პულსის ჩავარდნა წლებია, ამ ბოლო დროს დავაკვირდი, ყოველთვის არა მაგრამ ხშირად მაქვს წამოდგომის და დახრის, ხან სიარულის დროს მაქვს 1 ან 2 ჩავარდნა, ხან სულ არ მაქვს თავდაყირა რომ დავდგე მაინც და რას მირჩევთ?
ასევე მაინტერესებს 68 წლის ქალაბტონს რომელსაც არც თუ ისე ხშირად აქვს მაღალი წნევა შესაძლებელია თუ არა აბასთუმანში დასვენება? მეუბნება ლიკანში რომ დავდიოდი წლების წინ 3-4 დღე სულ მაღალი წნევა მქონდაო და არ მომყვება ეშინია აბასთუმანში უარესი არ დამემართოსო.

Posted by: zviadcardio 18 Aug 2020, 21:36
nnn_lll
ასე დათვლა შეუძლებელია.
კვების გარდა უამრავ დეტალზეა დამოკიდებული, მაგალითად თქვენს მეტაბოლიზმზე, ფიზიკურ აქტივობაზე და ა.შ.
თუ სხვა მხრივ ჯანმრთელი ადამიანი ხართ და ეს საკითხი გაღელვებთ წელიწადში ერთხელ ლიპიდური სპექტრის ანალიზი გაიკეთეთ

qetqeta
QUOTE
ზოგადად მაქვს პულსის ჩავარდნა წლებია, ამ ბოლო დროს დავაკვირდი, ყოველთვის არა მაგრამ ხშირად მაქვს წამოდგომის და დახრის, ხან სიარულის დროს მაქვს 1 ან 2 ჩავარდნა, ხან სულ არ მაქვს თავდაყირა რომ დავდგე მაინც და რას მირჩევთ?

ეს არ არის საშიში, კოფეინი შეზღუდეთ, თამბაქო არ მიიღოთ და ალკოჰოლი თითქმის აკრძალეთ.

QUOTE
ასევე მაინტერესებს 68 წლის ქალაბტონს რომელსაც არც თუ ისე ხშირად აქვს მაღალი წნევა შესაძლებელია თუ არა აბასთუმანში დასვენება? მეუბნება ლიკანში რომ დავდიოდი წლების წინ 3-4 დღე სულ მაღალი წნევა მქონდაო და არ მომყვება ეშინია აბასთუმანში უარესი არ დამემართოსო.

ზოგადად აბასთუმანზე უკეთესი ადგილი ძნელად მოიძებნება დედამიწაზე (თან ჩემს მშობლიურ მესხეთშია bis.gif ). დაწერეთ რომელ წნევის წამალს იღებს, რა დოზით და როგორი წნევა აქვს ამჟამად. ამის მიხედვით მოგცემთ უზუსტეს რეკომენდაციას.

Posted by: qetqeta 19 Aug 2020, 09:01
zviadcardio
ძალიან მიყვარს იქაურობა, უფრო სწორად ვგიჟდები აბასთუმანზე love.gif
ე.ი 2005 წლიდან იღებს ნოლიპრელ ფორტეს და კონკორს 5მგ. კლიმაქსის პერიოდში დაერთო დისბაქტერიოზი და რთულად გადაიტანა, სტენოკარდია ქონდა დს მას შემდეგ იღებსბამ წამლებს. როცა წნევა დაბალი აქვს კონკორის 1/4 იღებს ხოლმე.
2 თვეა რაც იღებს ლორისტას, ოჯახის ექიმმა რაღაც პროგრამაში ჩასვა და ლორისტა დაუნიშნა. ზოგადად 2 თვე შეიძლება გასულიყო და წნევა არ ქონოდა, ამ ზაფხულს ცოტა მოუხშირა როგორც იძახის. ატარებს 120/80 ზე, 110/70 ზე, მაქსიმალური წნევა აქვს 160/90 ზე უმეტესად 160/80 ზე.

Posted by: gigi27 19 Aug 2020, 12:53
zviadcardio
ეგ რჩევები ვიცი მაგრამ წამლების მიღება?? აი მაგალითად კონკორ-კორი შემომთავაზა ახლობელმა კარდიოლოგმა ნებილეტის მაგივრად,დღეს მამაჩემის საფლავზე ხილი გავიტანე და სულ რაღაც 6-7 საფეხურია რომ ახვიდე ზემოთ და ვერ ავედი საფლავზე ისე ამიჩქრდა გული,ინვალიდი ვარ ფაქტიურად,მოვუყევი ეს ყველაფერიც და მერე მითხრა 2.5 მგ კონკორ-კორი მიიღეო,კარგი წამალიაო,ზოგს ნებილეტი შველის ზოგს ეს წამალიო,გააჩნია ინდივიდუაალურიაო,მაგრამ ამ წალამსაც რომ უწერია ანოტაციაში 60ზე დაბალი პულსის შემთხვევაში არ ინიშნებაო?? არადა მე ნებილეტი მივატოვე 2 კვირაა ალბათ და მომენტებში მაინც ჩამოდის პულსი 55-53-50 მდეც ოღონდ იშვიათად იმასთან შედარებით რაც ნებილეტის ფონზე მქონდა ხოლმე თორემ ძირითადად ნორმალური პულსი მაქვს როცა ვზივარ 60-70 ფარგლებშ მაქვს ..იტოგში ფულს ვაგროვებ და მივდივარ საზღვარგარეთ გამოკვლევებზე და გადავწყვეტ კომპეტენტურ უცხოელ ექიმებტან ერთად ოპერაცია სჯობს გამიკეთონ თუ არა,მეც ხო ცოდო ვარ ამის დედა ვატირე,მერე განვიციდ ასე რო ვარ შეზღუდული,5 საფეხურს რო აივლი და გული რამის გაგისკდეს და იღლები ესე როგორ ვიცხოვრო
* * *
მეგობრებო აქ მპოსტავი ხალხიდან ვინმე თუ იღებთ კონკორ-კორს შეგიძლიათ დაწეროთ როგორ გადაგაქვთ,რამე გვერდითი მოვლენები თუ შენიშნეთ და რა შედეგი მოგცათ წამალმა???
მადლობა წინასწარ და ყველა ჯანმრთელობას გისურვებთ!!!!

Posted by: qetqeta 19 Aug 2020, 13:33
gigi27
მიდით ბა.ნ ზვიადთან კონსულტაციაზე. ფორუმიდან მხოლოდ ზოგად რჩევებს მიიღებ. თავისი საქმის პროფესიონალია. ნამდვიალდ არ დარჩები უკმაყოფილო. პულსაცია მეც მქონდა ჩაციკლული რომ ვიყავი პულსზე. ვფიქრო ემოცია მეტია თქვენში ვიდრე რამე პრობლემა.

Posted by: nnn_lll 19 Aug 2020, 14:51
zviadcardio
QUOTE
ასე დათვლა შეუძლებელია.
კვების გარდა უამრავ დეტალზეა დამოკიდებული, მაგალითად თქვენს მეტაბოლიზმზე, ფიზიკურ აქტივობაზე და ა.შ.
თუ სხვა მხრივ ჯანმრთელი ადამიანი ხართ და ეს საკითხი გაღელვებთ წელიწადში ერთხელ ლიპიდური სპექტრის ანალიზი გაიკეთეთ

არ ვარ მთლა ბოლომდე ჯანმრთელი, სტენტი მიდგას და სავარაუდოთ (დიდი ალბათობით) ოჯახური ჰიპერქოლესტეროლემია მაქვს ლდლ სადღაც 260მდე იყო დიეტისა და წამლების გარეშე, ახლა 60ის ფარგლებშია...
როგორც ჩანს არასწორად დავსვი კითხვა...
მე მაინტერესებს რას უნდა ვუყურო როდესაც ვიკვებები: ნაჯერ ცხიმებს, ნახშირწყლებს, ტრანს ცხიმებს თუ ყველაფერს ერთად?
რეალურად, რომელია ჩემთვის (მაღალი ლდლს თვალსაზრისით) ყველაზე მავნებელი?
და კიდევ მინდა გკითხოთ, თუ ქოლესტეროლს ვაკონტროლებ მიღებული ცხიმები გავლენას ახდენს კადის სხვა რისკ ფაქტორებზეც (გარდა ქოლესტეროლისა) მაგ. გაგებული მაქვს რომ მიღებული შაქარი მართალია, პირდაპირ ნაკლებადაა დაკავშირებული ლდლ ქოლესტერინთან მაგრამ ანთების პროცესში მონაწილეობსო, ეს რამდენად სარწმუნოა? იგივე ცხიმებზე, არის ცხიმები დაკავშირებული ქოლესტერინის გარდა სხვა რისკ ფაქტორებთანაც?
ცოტა უცნაური კითხვებია, მაგრამ მაწუხებს ძაან ეს მკაცრი დიეტა gigi.gif

Posted by: zviadcardio 19 Aug 2020, 18:23
qetqeta
გთხოვთ დაწეროთ რომელ ლორისტას იღებს, რა დოზიანს

gigi27
კონკორ-კორი დაივიწყეთ. ასევე დაივიწყეთ გუგლიდან, მპოსტავი ხალხიდან და მეზობლებიდან ინფორმაციის შეგროვება.
ნებილეტს მეოთხედ აბს ვერ იტანდით - მით უფრო ვერ აიტანთ კონკორ-კორს.
QUOTE
მივდივარ საზღვარგარეთ გამოკვლევებზე და გადავწყვეტ კომპეტენტურ უცხოელ ექიმებტან ერთად ოპერაცია სჯობს გამიკეთონ თუ არა

უკიდურესად გაგიჭირდებთ კომპეტენტური და არაკომპეტენტური ექიმის გარჩევა უცხოეთში. 100ჯერ აწონეთ ყველაფერი ვიდრე ნაბიჯს გადადგამთ.
QUOTE
მიდით ბა.ნ ზვიადთან კონსულტაციაზე. ფორუმიდან მხოლოდ ზოგად რჩევებს მიიღებ. თავისი საქმის პროფესიონალია. ნამდვიალდ არ დარჩები უკმაყოფილო.

არ არის მთლად ჩემი პაციენტი. ჩემი ძირითადი სფერო არითმიებია.

nnn_lll
ეს თემა უფრო ღრმად გაინტერესებთ, ვიდრე სტანდარტულ პაციენტს.
ეს 2019წ გაიდლაინია დისლიპიდემიის. პროფესიონელებისთვისაა. თქვენით ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს, თუმცა ვფიქრობ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებს იპოვით:
https://watermark.silverchair.com/ehz455.pdf?token=AQECAHi208BE49Ooan9kkhW_Ercy7Dm3ZL_9Cf3qfKAc485ysgAAAqwwggKoBgkqhkiG9w0BBwagggKZMIIClQIBADCCAo4GCSqGSIb3DQEHATAeBglghkgBZQMEAS4wEQQM49JUIqEGnuQmhtmuAgEQgIICXy-_h1tP5QrsFIO_VA04UoAilRr03jtbxfm55-cPA3i5WE76qdyYwyExZOIWk_Mu-sZIwxX6ITzX39v7b2xu5q2tdVFt2ZUfWSvhmPd_VS53viVhrhX_mCiaKSnEu25j4-4QjrQ1TqRindVDYxM0N-37zYGkPUvqrInsQkBr6htu1WBJmY7rs-P5UFiGhA5XvOGTDI7I_cGgDvPAZvr7MuWrElXntD79HwdChezwHul7ILkaXTthh-rgIN_fAaBmlEthrAuQYjlgWpsSwQdLnlRYJ58FgYqOec7P40Q0WelRVdU26MyTXUlhBKnN7_b6WNA9n1smp0Kn8Lmx5S3agQoY7Ibuv2EjnEJ7bzUm-SEJ-GVoipk5XZI_CZrIYb7oFkS_z58YAnIYeHsyZ3Lim1fm0ytGUJjOgNKl9z1e7HB4aHN3gSI0QYp_Z7s_q64FF-haF17YgKal-xn-UCC78XZKQyW5ejUi2AtDj-ZvIzdMBrmi2f92jyYnCbImkZB3PcxMFAsHF11rgdC8EnCdgTn9GGTABT3cYrt1LYCtr_bocmuPh_XULwhZ2OSuRECkWDn1D0gwrVI38PZQ1EZ-xfrlopyaGlIofpd--w9UjZOT79JSG18fHLOU2G9Y1Dog1JpylZM-cRnrHRt3DX8bzEkcKgWIv5lKB3cXHJ1k_j_XQ47MsO8xeuKYHbY380bVvzc68GKKtPBE8hbFqT1602t7yVI3FGVE-uKJmOO57sdhEP4ogGBHhti-xeP6wbUJw8epbjTmXzpF0YW-RkBGLcmnn6Bwf-GWGc0kS9UOzKU

Posted by: nnn_lll 19 Aug 2020, 18:44
zviadcardio
დიახ, სანამ ბოლომდე არ გავიგებ რა მჭირს და რა მჭირდება ვერ მოვისვენებ...
ეგ ესკარდიოს გაიდლაინია?

Posted by: gigi27 19 Aug 2020, 18:56
zviadcardio
გასაგებია,მაგრამ შეგიძლიათ მითხრა რა ვქნა აბა?? მაქვს ადვილად დაღლა ჩვეულებრივ ფიზიკურ დატვირთვაზე როგორიცაა რამდენიმე საფეხურის ავლა,მიჩქარდება პულსი და ძლიერად მიცემს ელემენტარულ დატვირთვაზე და ოდნავ სტრესზეც,აი რას მირჩევთ აბა რა ვქნა,ოღონდ თქვენ რასაც მეუბნებით მხოლოდ ეგ არ მშველის ფაქტია,ზოგადი რეკომენდაციები,წონის კორექცია,კვება და ასე შემდეგ,დავიკელი 10 კილო,კალკულატორით არ ვარ მსუქანი,მაგრამ მინდა გითხრათ არანაირი შვება არ მიგრძვნია ამით,არც დიხანია მომემატა და არაფერი,დარწმუნებული ვარ კიდევ რომ დავიკლო რამდენიმე კილო არ იქნება ისეთი შედეგი,როგორ ვიცხოვრო შეგიძლია მითხრა ზვიად?? მე ასე მგონია რომ ორი ვარიანტია ან წამლები ან ოპერაცია,აი სხვა ექიმსაც ჰკითხეთ თუ შეძლებთ რა ქნას ჩემნაირმა პაციენტმა ასეთ დროს?? ვიწვე სულ??თუ მოხუცი კაცის ნაბიჯებით ვიარო ხოლმე რომ არ დავიღალო?? მოხუც კაცზე გამახსენდა,რამდენიმე თვის წინ ლიბერთიში საქმე მქონდა,მეორე სართულზე გადამიმასამართა ოპერატორმა და რომ ავედი გული საშინლად მიცემდა და უჰაერობაც მქონდა,მაგ დროს ამოვიდა ხნიერი კაცი ჩვეულებრივად..
გეკითხები როგორც ექიმს,როგორც ადამიანს და რავიცი თუნდაც მეგობარს რა ვქნა ჩემს სიტაუციაში sad.gif((((

Posted by: zviadcardio 19 Aug 2020, 19:18
gigi27
არ უნდა იწვეთ პირიქით. უნდა იაროთ ოღონდ დოზირებულად.
ერთი რამ იცოდეთ - ეგ დიაგნოზი რასაც თქვენ წერთ და მსუბუქი სარქვლოვანი დარღვევები ასეთ დაღლილობას არ იწვევს. ყველა კომპეტენტური ექიმი ამას გეტყვით.
მცირე დაღლილობას შეიძლება იწვევდეს მაგრამ არა ასეთს. დანარჩენი მიზეზებია: თქვენი ჭარბი ემოცია (ეს თემა ცალსახად გასასწორებელია - ყველაფერში ხელს გიშლით), წონა - სხეულის მასის ინდექსი არ უნდა აღემატებოდეს 25-ს () და ადინამია ანუ ის რომ არ ხართ ნავარჯიშები, არ აქტიურობთ.

რეკომენდაცია: უნდა მივიდეთ კარგ კარდიოლოგთან გაიკეთოთ მასთან ახალი ექოსკოპია და დაიწყოთ თემის დალაგება.
დაივიწყეთ მეზობელმა ეს მირჩია, ნაცნობმა ექიმმა ეს წამალი მითხრა და ა.შ. ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის უკიდურესად არასერიოზულია.
ნახეთ როგორ ვხედავ თქვენს საკითხს მე პროფესიონალი ექიმი შორიდან: ერთის მხრივ თქვენ ითხოვთ რომ ყველა ექიმი იყოს პროფესიონალი და საკმარისი (ან საკმარისზე მეტი) დრო დაგითმონ ყველაფერი დეტალურად აგიხსნან (რაც სამართლიანია თქვენის მხრიდან), მაგრამ მეორეს მხრივ იქცევით უკიდურესად არასერიოზულად როცა კითხულობთ ვის დაგილევიათ კონკორ-კორიო. მოკლედ გჭირდებათ ერთი ექიმი და მხოლოდ მისი რეკომენდაციების შესრულება.
ასევე ხასიათს აქვს პრინციპული მნიშვნელობა. აკეთეთ ყველაფერი სწორად. მიიღეთ ჯანსაღი საკვები, ექიმთან შეთანხმებით შეარჩიეთ ფიზიკური აქტივობის დოზა, მოიშორეთ წონა და 1 წელიწადში სხვა ადამიანი იქნებით.

nnn_lll
დიახ 2019წ

Posted by: gigi27 19 Aug 2020, 20:32
zviadcardio
მადლობა ზვიად ..გეთანხმები რომ ემოციური ვარ,მაგრამ ის რომ ფიზიკურ დატვირთვაზე ადვილად ვიღლები ეს ემოციასთან არაფერ შუაშია,ემოცია შემდეგ შეიძლება მოვიდეს,მაგრამ ჯერ ფიზიკური დაღლა მოდის ჩემს შემთხვევაში..ადრეც დავწერე ზვიად და კიდევ გეტვყით რომ ნავარჯიშები არ ხართ ეს ძალიან ცუდი მიზეზია ჩემს სიტუაციაში,რადგან არ არის აუცილებელი სპორტსმენი იყო რომ მეორე სართულზე ახვიდე დაუღლელად,თან თუ გავითვალისწინებ რომ 5წელი ხდება ყოველ დილით დავდივარ ფეხით ნახევარი სააათი და დღის განმავლობაში სადღაც 15 000 მდე ნაბიჯი გამომდის ფიტნეს ტრეკერით დათვლილი არც ისეთი უმოძრაო ვარ.. წონას რაც შეეხება მე ვარ 192 სანტ და ვარ 108 კილო,ვიცი ეს შორსაა იდეალური წონისგან მაგრამ არც მსუქანი ვარ და ვიცი უამრავი ადამიანი რომელიც მართლა მსუქნები არიან და ჩემსავით ასე იოლად არ იღლებიან,მაგრამ ასევე გეტყვი რომ 100 კილომდე მაინც ვაპირებ ჩამოსვლას,მაგრამ უკვე დაკლებულმა 10 კილომ როგორ არ მომცა არანაირი შედეგი ესეც მაოცებს..
ეს კონკორ კორი იმ ექიმმა მითხრა რომელმაც ნებილეტი,პრესტანსი დამინიშნა თავიდან და რატომღაც არცერთმა ექიმმა ეს დანიშნულება არ შემიცვალა,ან გამბედაობა არ ყოფნიდათ ან არ ჩათვალეს საჭიროდ ან რავი.. ფაქტია ეს ნებილეტი ცუდად მომიხდა იმიტომ რომ პულსს მიწევს მოსვენებულ მდგომარეობაში და ფიზიკურ დატვირთვაზე ვერაფერი ისეთ შედეგს ვერ მაძლევს,ანუ "დიხანიას" რომ მაძლევდეს კარგს და მე 3 სართულზე მაინც დაუღლელად ავდიოდე,კარგი ჯანდაბას ავიტანდი მოსვენებულ მდგომარეობაში დაბალ პულსს,ნებილეტი მოვიშორე ,მაგრამ ვხედავ რომ მაქვს ეს სიმპტომები რომელიც ხელს მიშლის ცხოვრებაში,გული არამხოლოდ სწრაფად მიცემს ხოლმე არამედ ძლიერად..
ამ ექიმმა ასე მითხრა მოდი დალიე რამდენიმე დღე ეს კონკორ კორი და თუ შედეგი არ მოგცა მითხარიო,ყველაფერზე ვკითხე პულსზე და გვერდით მოვლენებზე მითხრა ნუ გეშინია,არაფერი არ მოგივაო.. ზვიად შენ აზრს დიდ პატივს ვცემ და რომ მეუბნები გამორიცხეო,მერე უკვე ვიბნევი..ვცადო რამდენიმე დღე ეს წამალი??
კიდევ განვმარტავ ზვიად შემოგევლე რომ არის ორი მომენტი ერთი როცა რაღაცაზე შეგეშინდება და მერე გიჩქარდება პულსი და ძლიერ დარტყმებს გრძნობ და არის მეორე მომენტი როცა ჯერ ფიზიკურ დაღლაზე იწყება იგივე სიმპტომები და მერე შიში მოდის,ორივე ვარიანტი მქონია,ასევე არ მქონია საერთოდ შიში მაგრამ პულსი ძალიან ამჩქარებია ელემენტარულად "პადზემკიდან"ამოსვლის დროს..
ამ დღეებში შევეცდები ახალი ექიმი მოვძებნო,უკვე 4 კარდიოლოგთან ვარ ნამყოფი და ახალ ეხოს გადავიღებ და ვნახოთ რას მეტყვის შეიძლება ახლა აღარ მაქ მსუბუქი პრობლემა სარქველებზე და გართულდა..ვნახოთ..მადლობა რომ მისმენ და რჩევებს მაძლევ და დამეხმარე ამ ჯოჯოხეთიდან და რებუსიდან გამოსვლაში ძმურად გთხოვ.. და თუ თავს გაბეზრებ მითხარი არც ეგ მოგერიდოს..

Posted by: nnn_lll 19 Aug 2020, 21:28
zviadcardio
ოკ მადლობა.

Posted by: qetqeta 19 Aug 2020, 21:52
zviadcardio
ლორისტა H 50/12.5 მგ. იღებს დილით უზმოზე.

პ.ს აქვს მსუბუქი ფორმის ასთმა

Posted by: zviadcardio 19 Aug 2020, 22:37
gigi27
როცა მეოთხედ აბ ნებილეტზე 50 ქვემოთ ჩამოდის პულსი კონკორკორის გამოყენება არ ღირს.
თუ ასეთი განწყობა გაქვთ, ცდა შეიძლება მაგრამ ლოგიკურად ვერ აიტანთ, ან შეიძლება გარკვეული პერიოდი აიტანოთ მაგრამ მერე მოსახსნელი გახდეს.
არა, თავს არავინ მაბეზრებს. ჩემი მიზანი სწორედ ადამიანების დახმარებაა.
ასევე მე ვფიქრობ მსუბუქი დამამშვიდებელი მაგ გაძლიერებულ გულისცემაზეც მოგეხმარებათ. გაიარეთ ეს საკითხიც ახალ ექიმთან.
არ არის ეს ამბავი გადაულახავი, გახსოვდეთ ეს დაღლა ხომ პრობლემაა თქვენთვის, მაგაზე თქვენი ნერვიულობა და ემოცია ორმაგად გირთულებთ ცხოვრებას.
წარმატებებს გისურვებთ.

qetqeta
წავიდეს დედა აბასთუმანში, გააგრძელოს ლორისტა H ის მიღება. მაქსიმალურად შეზღუდოს სუფრის მარილი, არ მიიღოს მინერალური წყალი.
თუ შენიშნავთ რომ წნევა 135 და მეტია, ლორისტა h მიიღოს უწყვეტად თბილისში დაბრუნებამდე დილა საღამოს ანუ დღეში 2 აბი. თუ მაინც არ მოწესრიგდება წნევა მაცნობეთ და მოგეხმარებით.
წარმატებები და კარგი დასვენება

Posted by: nnn_lll 20 Aug 2020, 22:03
gigi27
მიტრალური სარქველის მსუბუქი ნაკლოვანება მეც მაქვს... ჩემმა ექიმმა მითხრა რომ აბსოლუტურად ჯანმრთელ ადამიანებსაც შეიძლება ჰქონდეს ეს და არანაირ პრობლემას არ ქმნიდესო.
ყველას ქეისი განსხვავებულია, მაგრამ გეტყვი რომ მე ვერ ვგრძნობ საერთოდ ვერაფერს ამ მხრივ, შემთხვევით რომ არ ენახა ჩემს ექიმს ალბათ ვერც გავიგებდი...

Posted by: Shredinger 23 Aug 2020, 02:55
zviadcardio
გამარჯობათ ბატონო ზვიად

თუ გახსოვთ არვიცი არითმიები მაწუხებდა/მაწუხებს რომლის მიზეზიც ნერვოზია - ეს უკვე დადგენილია. ნევროლოგთან არ ვარ ნამყოფი. ჩემი ძალებით ვცადე გამკლავება(ფსიქოლოგიურად). 6 თვე კარგად ვიყავი, ნუ შიგადაშიგ კი იყო 2-3 რითმიდან ამოვარდნა მარა ეგ არაფერი. ბოლო დროს პირად ცხოვრებაში სტრესი დაერთო, მოიმატა არითმიამაც, გაძლიერებულ სტრესთან ერთად ადვილად ვცივდები თან ამ ზაფხულში უკვე მეორედ ვცივდები მგონი.

გაძლიერდა შფოთვა. მუდმივი სახლში ყოფნაც უფრო ართულებს საქმეს. შფოთვა ზოგჯერ იწვევს არითმიას, არითმია კიდე იწვევს შფოთვას და ასე წრიულად. საბედნიეროდ ვახერხებ საკუთარ თავზე მუშაობით უსაფუძვლო ნერვიულობას გავუმკლავდე და არითმიაც ქრება.

ახლა რა მაინტერესებს. მინდა ცურვით დავკავდე და ცოტა ფიზიკურად ჟარგონულად "მოვიხოდო". რა ჯობია პირდაპირ ცურვით დავიწყო თუ ჯერ არითმიების პრობლემა მოვაგვარო ნერვოლოგთან.
ცურვა წესით ამ ემოციურ გადაღლას მომიხსნიდა და პრობლემაც გაქრებოდა. ნერვოლოგთან აქამდე იმიტომ არ მივედი რომ 2 კარდიოლოგთან გავიარე კონსულტანცია პირისპირ და ორივემ არ ჩათვალა საჭირო ნერვოლოგის დახმარება. უბრალოდ დამამშვიდებლები გამომიწერეს.

P.S დავამატებდი რომ ფიზიკურ დატვირთვაზე პრობლემა არ მაქვს. 9 სართულიანი კორპუსი ისე ავირბინე და ჩავირბინე საკმაოდ ჯანზე ვიყავი პრობლემა არ მქონია - სავარაუდოდ არითმია რომ გამხსენებოდა, ვიგრძნობდი არითმიას შიშის ფონზე. თუ არ გამახსენდა კარგად ვარ თუ გამახსენდა ცუდად biggrin.gif

Posted by: zviadcardio 23 Aug 2020, 15:45
Shredinger
მოგესალმებით
თუ სტანდარტული კვლევები კარდიოლოგთან (ექოკარდიოსკოპია, ჰოლტერი, ფიზიკური დატვირთვის ტესტი, კალიუმი, TSH) გაკეთებული გაქვთ და ყველაფერი რიგზეა, ამასთან თუ ცალსახად ჩანს რომ არითმიის გაძლიერება სტრესს უკავშირდებ შეგიძლიათ გაესაუბროთ ნევროლოგს და მიბრძანდეთ ცურვაზეც

Posted by: Shredinger 23 Aug 2020, 16:33
zviadcardio
მადლობა პასუხისთვის

დიახ, ყველა კვლევა მაქვს გაკეთებული(ჰოლტერიც 24 სთ) გარდა ფიზიკური დატვირთვის ტესტისა, არ ჩათვალეს საჭიროდ და ეტყობა მაგიტო არ დამინიშნეს. მაგრამ მე მაინც გავიკეთებ თავი რომ მშვიდად ვიგრძნო smile.gif

Posted by: Sean 24 Aug 2020, 13:03
zviadcardio
სუნთქვის გაძნელება მაქვს, სავარაუდოდ ვიცი რაც არის მიზეზი
მარა გულზე რომ იყოს რამე კავშირში, კარდიოგრამა მაქვს გადაღებული და აჩვენებს რამეს?
მაგის გამო ექოს გაკეთება მეზარება თან 6 თვის წინ მაქვს გაკეთებული და ყველაფერი ნორმაში იყო მცირე ნაკლოვანებას თუ არ ჩავთვლით რაც მსგავს სიმპტომებს არ უნდა იწვევდეს წესით

Posted by: zviadcardio 24 Aug 2020, 22:02
Shredinger
მშვენიერია, წარმატებები
Sean
ძნელი სათქმელია. თუ ექოს ვერ იკეთებთ - ის მიზეზი უნდა მოიშოროთ რაც თქვენი მოსაზრებით სუნთქვის გაძნელების მიზეზია.
სხვა შემთხვევაში უმობესია როგორც მინიმუმ ექოკარდიოსკოპია გაიკეთოთ

Posted by: shonsky 27 Aug 2020, 00:03
user posted imageuser posted imageuser posted imageგამარჯობა კარგო ადამიანო! დღეს რამდენჯერმე ვიგრძენი არითმია სუნთქვით. ჩემი ნორმალური პულსი არის 56-65, მაგრამ დღეს 95 -ზე ავიდა მოსვენებულ მდგომარეობაში და რადგან პანიკური ვარ ეგრევე კაპტოპრილი ჩავღეჭე. ამ აჩქარების შემდეგ დამეწყო არითმია. ნუ მე ვიგრძენი 3-4 ჯერ 6 საათიან შუალედში. აჩქარებამდე კი ჰაერის უკმარისობა მქონდა, რასაც ჩემი ექიმები ნევროზულ სიმპტომად აფასებენ. მე გამოგიგზავნით 2018 და 2020 წლის ჰოლტერებს. 2018 წელს დატვირთვის ტესტიც წარმატებით მაქვს გავლილი. რადგან ამ დღეებში აშშ მიწევს გამგზავრება ამიტომ თქვენგან მინდა კონსულტაცია რა სახის გამოკვლევა ჩავიტარო მშვიდად რომ ვიყო (ან საერთოდ მჭირდება თუ არა ამ ერთი აჩქარების და არითმიის გამო). აქვე გეტყვით, რომ წნევები მქონდა 140-90 , მაგრამ 2 თვეა რაც კო-ამლესას ვსვამ და სტაბილურად მაქვს 120-80. user posted image

Posted by: zviadcardio 27 Aug 2020, 13:47
მოგესალმებით.
შსევეხოთ რამდენიმე საკითხს:
1. მოსვენებულ მდგომარეობაში 100მდე პულსი ნორმაა
2. აჩქარების გამო არ მიიღოთ კაპტოპრილი. გამოიყენება მხოლოდ წნევის მატებისას
3. ქოლესტერინის მაჩვენებლები რამდენადმე დარღვეულია. მოიძიეთ/ექიმს გაესაუბრეთ და დაიწყეთ შესაბამისი დიეტა. თუ არ ნორმალიზდა - შემდეგ პრეპარატი
4. ჰოლტერის ამჟამინდელი მონიტორინგი გაცილებით უკეთესია ვიდრე 2018წ. ანუ შეგიძლიათ ამ კუთხით მშვიდად იყოთ
5. პერიოდულად დაგეგმეთ კარდიოლოგთან ვიზიტი და ჩაიტარეთ ბაზისური კვლევები
6. აკრძალეთ თამბაქო/მოსაწევი, მკვეთრად შეზღუდეთ ალკოჰოლი, კოფეინი, სუფრის მარილი.

Posted by: l-e-v-a-n 29 Aug 2020, 18:43
არც ვარფარინ ნიკომედი და არც ვარფარინ გრინდექსი აღარ იშოვება sad.gif
რითი შეიძლება ჩანაცვლება?

პ.ს. ისე მაინტერესებს ნიკომედს და გრიდექსს შორის რა სხვაობაა? ანუ ის ვიცი რომ გრინდექსს 2.5 იანის მაგივრად 3 იანი და 5 იანები აქვს და პლიუს 100 აბია კოლოფში, მაგრამ მაინც გაცილებით ძვირი ღირდა ნიკომედთან შედარებით 1მგ -ს ფასი რომ დაგეანგარიშა....

Posted by: keen 29 Aug 2020, 19:17
l-e-v-a-n
QUOTE
არც ვარფარინ ნიკომედი და არც ვარფარინ გრინდექსი აღარ იშოვება

ავერსის საიტზე ჩანს სხვადასხვა აფთიაქებში... რომ დაურეკო და დააზუსტო? smile.gif

პ.ს. ვარფარექსი იგივე არაა?

Posted by: l-e-v-a-n 29 Aug 2020, 23:13
QUOTE (keen @ 29 Aug 2020, 19:17 )
l-e-v-a-n
QUOTE
არც ვარფარინ ნიკომედი და არც ვარფარინ გრინდექსი აღარ იშოვება

ავერსის საიტზე ჩანს სხვადასხვა აფთიაქებში... რომ დაურეკო და დააზუსტო? smile.gif

პ.ს. ვარფარექსი იგივე არაა?

კი იგივეა. ვარფარინ გრინდექსია ეგ
არსად არააქვთ საერთოდ არცერთ ქსელს და არც არაქსელურ აფთიაქებს




user posted image
user posted image
user posted image

Posted by: zviadcardio 30 Aug 2020, 20:41
l-e-v-a-n
მოგესალმებით.
დიახ დეფიციტშია.
მისი პირდაპირი შემცვლელი არ იყიდება.
რიგ შემთხვევებში (არა ყოველთვის) შეიძლება შეიცვალოს ქსარელტოთი (რივაროქსაბანი) ან ელიქუისით (აპიქსაბანი).
აღსანიშნავია რომ ეს ორივე პრეპარატი გაცილებით ძვირია.
ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა შემთხვევაში ექიმთან ვიზიტი საჭიროა

Posted by: keen 5 Sep 2020, 09:56
zviadcardio
QUOTE
არც ვარფარინ ნიკომედი და არც ვარფარინ გრინდექსი აღარ იშოვება

QUOTE
დიახ დეფიციტშია.
მისი პირდაპირი შემცვლელი არ იყიდება.

რატომაა დეფიციტში ან მის გარეშე დარჩენილ პაციენტებს რა ეშველებათ, თუ მისი პირდაპირი შემცვლელი არ არსებობს?

Posted by: Shredinger 5 Sep 2020, 14:52
zviadcardio
გამარჯობათ

ამერიკაში ცნობილი ექიმია, რომელსაც აქვს თავისი youtube არხი და ბევრ საინტერესო ვიდეოს წერს. ერთი ახლახანს დაიდო კბილის და გულის კავშირზე და ცოტა შემაშინასავით smile.gif



კბილის ფესვში ინფექცია და ზოგადად პრობლემური პირის ღრუ პირდაპირ კავშირშიაო გულთან. აყალიბებს გულზე ნადებს(plaque) და ა.შ

ეს ნამდვილი ინფორმაციაა? მე ბავშვობიდან პრობმლმური პირის ღრუ მაქვს, ახლაც მაქვს კბილების(3 კბილზე) ფესვებში ინფექცია პატარა, რომელიც ყბა-სახის ქირურგმა არ ჩათვალა საჭიროდ მისი მოშორება თუ არ გაწუხებს იყოსო პრობლემა არ არისო. დღეს კი ამ ვიდეოს ვუსმენ და ცოტა მაშინებს.

Posted by: zviadcardio 5 Sep 2020, 19:15
keen
This is Georgia
ყველაფერი ხდება. ბოლო ინფორმაციით 7-10 დღეში იქნება აფთიაქებში.

Shredinger
რაც იყიდება - იმას ყიდის.
შეუძლებელია ერთი ადამიანი ყველაფერზე საუბრობდეს. ანუ ყველაფერში კვალიფიციური ვერ იქნები. ის კი ერთნაირად წარმატებით საუბრობს არითმიაზე, სიმსივნეზე, დ ვიტამინსა და დეპრესიაზე.
მეორე საკითხიც, კვალიფიციურ და ცნობილ ექიმებს არასოდეს აქვთ დრო ნახევარი მილიონი ვიდეო გადაიღონ და დადონ - მათ პაციენტები ყავთ მისახედი.
და ბოლოს, არის კი ეს კაცი ექიმი?
Eric Berg identify himself as a Doctor of Chiropractic. That is, he has no formal education/training as Medical Doctor, or Biomedical PhD Scientist.
ასე რომ...
მოკლედ როგორც მუხრან მაჭავარიანი იტყოდა:
"...სულაც არ მიკვირს ეს ამბავი, მე სხვათაშორის, –
– ყველას თავისი აქვს მუღამი სახელის შოვნის.“

Posted by: Z-owner 13 Sep 2020, 04:15
გამარჯობათ, არ ვიცი რამდენად სწორ თემაში ვწერ და გადამამისამართეთ თუ საჭიროა, რამდენჯერმე შემამჩნიეს რომ მქონდა ძალიან თეთრი სახე და ტუჩები გალურჯებული, მე მხოლოდ ვატყობ რომ ძალიან მალე ვიღლები, უფრო სწორად 3 ჯერ შევამჩნიე რომ თითქოს მოვწყდი, არადა არაფერი სერიოზული და მძიმე არც ამიწევია, არც მიმუშავია. ვის მივმართო?

Posted by: keen 13 Sep 2020, 11:35
Z-owner
QUOTE
გამარჯობათ, არ ვიცი რამდენად სწორ თემაში ვწერ და გადამამისამართეთ თუ საჭიროა, რამდენჯერმე შემამჩნიეს რომ მქონდა ძალიან თეთრი სახე და ტუჩები გალურჯებული, მე მხოლოდ ვატყობ რომ ძალიან მალე ვიღლები, უფრო სწორად 3 ჯერ შევამჩნიე რომ თითქოს მოვწყდი, არადა არაფერი სერიოზული და მძიმე არც ამიწევია, არც მიმუშავია.

QUOTE
ვის მივმართო?

აქამდე რატომ არ მიმართე? eek.gif ალბათ, ჯერ ოჯახის ექიმთან (თერაპევტთან) მისვლა სჯობს, რომელიც სავარაუდოდ კარდიოლოგთანაც გადაგამისამართებს yes.gif

ისეთი კარდიოლოგები კი გვყავს, ვისთანაც მშვიდად მიისვლება, აი თერაპევტი თუ იცი ან იპოვნი ეგეთს, იქნებ მეც გამიზიარო? yes.gif

პ.ს. შემოვა ბ-ნი ზვიადიც და გიპასუხებს smile.gif

Posted by: zviadcardio 13 Sep 2020, 21:54
Z-owner
მიბრძანდით კარდიოლოგთან, ექოკარდიოსკოპია და ფიზიკური დატვირთვის ტესტი გაიკეთეთ.
არ მგონია რომ საშიშია რამე, მაგრამ ასე სჯობს

Posted by: Faulkner 14 Sep 2020, 18:11
Z-owner
QUOTE
13 Sep 2020

QUOTE
რამდენჯერმე შემამჩნიეს რომ მქონდა ძალიან თეთრი სახე და ტუჩები გალურჯებული

QUOTE
9 Sep 2020

https://forum.ge/?showtopic=35100340&view=findpost&p=56809529

რაღაც საეჭვო დამთხვევაა rolleyes.gif

Posted by: Sean 17 Sep 2020, 17:37
zviadcardio
მოგესალმებით
ამ ბოლო დროს ვატყობ რომ ექსტრასისტოლები მომრავლდა, გულის გაჩერების შეგრძნება მაქვს დღეში რამდენჯერმე
შესაძლებელია ეს მხოლოდ შეგრძნება იყოს მომატებული ემოციებით განპირობებული და არა ექსტრასისტოლა?

ჰოლტერი მაქვს 9 თვის წინ გაკეთებული დაფიქსირდა 85 სუპრათი რომ იწყება ეგ ექსტრასისტოლა
მირჩევთ გამეორებას? ექოც გაკეთებული მაქვს ყველაფერი რიგზეა ანუ წესით არაკარდიული მიზეზი უნდა ჰქონდეს ამ ექსტრა-ებს და არ უნდა იყოს ხო საშიში
მადლობა

Posted by: nnn_lll 17 Sep 2020, 21:45
QUOTE (zviadcardio @ 5 Sep 2020, 19:15 )
keen
This is Georgia
ყველაფერი ხდება. ბოლო ინფორმაციით 7-10 დღეში იქნება აფთიაქებში.

Shredinger
რაც იყიდება - იმას ყიდის.
შეუძლებელია ერთი ადამიანი ყველაფერზე საუბრობდეს. ანუ ყველაფერში კვალიფიციური ვერ იქნები. ის კი ერთნაირად წარმატებით საუბრობს არითმიაზე, სიმსივნეზე, დ ვიტამინსა და დეპრესიაზე.
მეორე საკითხიც, კვალიფიციურ და ცნობილ ექიმებს არასოდეს აქვთ დრო ნახევარი მილიონი ვიდეო გადაიღონ და დადონ - მათ პაციენტები ყავთ მისახედი.
და ბოლოს, არის კი ეს კაცი ექიმი?
Eric Berg identify himself as a Doctor of Chiropractic. That is, he has no formal education/training as Medical Doctor, or Biomedical PhD Scientist.
ასე რომ...
მოკლედ როგორც მუხრან მაჭავარიანი იტყოდა:
"...სულაც არ მიკვირს ეს ამბავი, მე სხვათაშორის, –
– ყველას თავისი აქვს მუღამი სახელის შოვნის.“

ქართველებსაც გყვას ერთი ასეთი, დიანა ექიმი ჰქვია თუ სწორად მახსოვს :დდდდ

Posted by: Seirēn 24 Sep 2020, 11:16
zviadcardio
მოგესალმებით,
38 წლის მამაკაცი ატარებს 140/80-ზე წნევას ახალგაზრდობიდან, ვიყავით ჩაფიძის გულის ცენტრში გამოვიკვლიეთ გული და მაგ მხრივ აბსოლუტურად ჯანმრთელია, პრობლემა ის არის რომ თვითონ ვერ გრძნობს ამ წნევას და იძახის რომ არაფერი აწუხებს, და საერთოდ მაგ წნევას რომ ატარებს შემთხვევით გავიგეთ, ახალგაზრდობაშიც და ახლაც შემთვევით გაიზომა და მაშინ აღმოაჩინა თორემ აი საერთოდ ვერაფერს გრძნობს არაფერი აწუხებს.
ზომიერად სვამს, არ ეწევა, მეტნაკლებად ვარჯიშობს პერიოდულად და საერთოდაც ისეთი ტიპის ადამიანია რა, ცხოვრებაში წამალი რომ არ აქვთ დალეული, ჯანმრთელი (სამჯერ დაკაკუნება).

პრობლემა ისაა რომ ზოგი ექიმი შეიცხადებს ხოლმე და მეუბნება რომ არაა ნორმალური მაგხელა წნევას რომ ატარებს და ზოგი მეუბნება რომ თავისი წნევაა და შევეშვა. ახლა ამ გაგანია კორონას დორს როდესაც გულსისხლძარღვთა დაავადებების გამო იხოცება ბევრი ადამიანი, ძალიან შევშფოთდი, ითვლება თუ არა მისი ასეთი წნევები ჰიპერტენზიად? რა გამოვიკვლიოთ სად მივიდეთ რა გავაკეთოთ?

Posted by: zviadcardio 25 Sep 2020, 21:51
Seirēn
მოგესალმებით. რადგან ექიმთან სტანდარტული კვლევები ჩატარებული გაქვთ, ვფიქრობ დამატებით ახლა არაფერი გჭირდებათ.
140 წნევა რა თქმა უნდა არ არის კატასტროფულად მაღალი, თუმცა არც ნორმალურია.
სასურველია თუ წნევის დაქვეითება ბუნებრივი მეთოდებით მოხდება.
რეკომენდაციები: 1.სუფრის მარილის მკვეთრი შეზღუდვა, მინერალური წყლის აკრძალვა. 2.ფეხით სიარული დღეში საშუალოდ 30წთ. 3.ჯანმრთელი წონის შენარჩუნება. 4.თამბაქო-ალკოჰოლის აკრძალვა. 5.კოფეინის მკვეთრი შეზღუდვა, ენერგეტიკული სასმელის აკრძალვა

Posted by: Shredinger 26 Sep 2020, 01:09
zviadcardio
იცით რა მაინტერესებს? ხშირად გამიგია, რომ "ჩემი ნორმალური წნევაა 140" ან 100 ან 150 და ა.შ ანუ ეს "ჩემი ნორმალური წნევა" რას ნიშნავს? ასეთი რამე არსებობს?
მემგონი ყველას 120/80 უნდა ქონდეს ნორმალური სტანდარტული ჩემი ინფორმაციით.

ნათესავი მყავს მუდმივად 130 ან 140 აქ წნევა და იძახის ესაა ჩემი ნორმალური წნევაო :|

Posted by: zviadcardio 26 Sep 2020, 12:13
Shredinger
<130/85 - ითვლება ნორმალურ წნევად
140-მდე წნევა ჩვეულებრივ რამე სერიოზულ პრობლემას არ ქმნის. 130-140 წნევა ითვლება ე.წ. მაღალ ნორმად
ანუ სამიზნე წნევად მაინც 130-ზე ნაკლები უნდა მივიჩნიოთ

Posted by: Seirēn 28 Sep 2020, 10:58
zviadcardio

ანუ ჰიპერტონიკი როგორც ასეთი არაა და არ ვინერვიულო, კორონა რომ შეხვდეს ^_^
გავითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას.

უდიდესი მადლობა <3

Posted by: zviadcardio 28 Sep 2020, 20:16
Seirēn
არა, წნევის გამო არ ინერვიულოთ.
მით უფრო თუ რეკომენდაციებს შეასრულებთ.
ისე, ძალით ნუ დაიმართებთ კორონას smile.gif

Posted by: Seirēn 29 Sep 2020, 12:47
zviadcardio
უღრმესი მადლობა, ძალიან დავმშვიდდი ახლა <3

Posted by: shonsky 29 Sep 2020, 18:42
გამარჯობა ზვიად, გუშინ დილით ღრმად ჩასუნთქვის დროს ამტკივდა გულმკერდი მარცხენა მხარეს, ჩასუნთქვას ვერ ვახერხებდი ისე მტკიოდა,მოძრაობის დროსაც გამჭედა და სიარულის დროს თითქოს თავბრუც დამეხვა დამკლავის და კისრის არეში გადავიდა ტკივილი,თუმცა მალევე გაქრა. ამის შემდეგ 1-2 ბოთლი ლუდიც დავლიე და საერთოდ არ მიგვრძნია ტკივილი. წინა დღეებში მომიწია სიმძიმის აწევა,ხერხემალზეც ნაოპერაციევი ვარ და მაქსიმალურად მინდა გული გამოვრიცხო.გავიქცეოდი ექიმთან,მაგრამ ვერ ვახერხებ,ნიუიორკში 5 დღის ჩამოსული ვარ.ტკივილის დროს პულსი 50-60 მქონდა.

Posted by: zviadcardio 30 Sep 2020, 20:37
shonsky
კვლევების გარეშე ძნელი სათქმელია.
აღწერილობით - მაღალი ალბათობით გული არ უნდა იყოს.
ადგილობრივ ტკივილს გავს - ანუ ჭვალს.
ამის მიზეზი შეიძლება იყოს კუნთის ან ნერვის პრობლემა
შესაძლოა უხერხული მოძრაობა, კუნთის გაციება-დაჭიმვა ან ხერხემლიდან გადმოცემული ტკივილი

Posted by: Sonix 3 Oct 2020, 17:34
გამარჯობა... მოკლედ ასეთი საინტერესო რამ გადამხდა თავს... მანქანაში ვდებდი დაახლოებით 12 კგ ტვირთს... უკანა სიდენიასე მარცხენა მხრიდან გადავიხარე და გვერდულად დავდე ტვირთი და შევატყე რომ ძალა დამადგა მარცხენა მხარეს... ხელი რო გავუშვი პატარა ხმასავით გავიგე თითქოს ძარღვი თუ კუნთი გაიჭიმასავით და გული ძალიან ამიჩქარდა .... ასე არასდროს ამჩქარებია 12 კილო არაფერია ჩემთვის ვარ 26 წლის მამაკაცი და ამაზე მძიმეც ამიწევია და ზოადად არაანაიირი პრობლემა არააა ეს ჩემთვის,, მაგრამ გვერდულად ცუდად ჩავდე ტვირთი და გული ისე ამიჩქარდა მეგონა გადმოვარდებოდა ან გასკდებოდა,, ამივარდა წნევა და მეთქი ეგაა ვკვდებითქო . პირველი რაც მომივიდა აზრად გვერძე მივირბინე და ონკანიდან ცივი წყალი შევისხი და 4-5 წუთში გამოვკეთდი... ყველაფერმა გადამიარა .. იმის მერე მოვიარე კარდიოლოგები მოვუყევი ეს ამბები გადავიღე ყველაფერი მაგრამ ააფერი გჭირსოო... იმის მერე ერთი წელი გავიდა და არაფერი მაწუხებს...

რამ გამოიწვია გულის ასეთი სისწრაფით აჩქარება ძალიან მაინტერესებს.
* * *
გამარჯობა... მოკლედ ასეთი საინტერესო რამ გადამხდა თავს... მანქანაში ვდებდი დაახლოებით 12 კგ ტვირთს... უკანა სიდენიასე მარცხენა მხრიდან გადავიხარე და გვერდულად დავდე ტვირთი და შევატყე რომ ძალა დამადგა მარცხენა მხარეს... ხელი რო გავუშვი პატარა ხმასავით გავიგე თითქოს ძარღვი თუ კუნთი გაიჭიმასავით და გული ძალიან ამიჩქარდა .... ასე არასდროს ამჩქარებია 12 კილო არაფერია ჩემთვის ვარ 26 წლის მამაკაცი და ამაზე მძიმეც ამიწევია და ზოადად არაანაიირი პრობლემა არააა ეს ჩემთვის,, მაგრამ გვერდულად ცუდად ჩავდე ტვირთი და გული ისე ამიჩქარდა მეგონა გადმოვარდებოდა ან გასკდებოდა,, ამივარდა წნევა და მეთქი ეგაა ვკვდებითქო . პირველი რაც მომივიდა აზრად გვერძე მივირბინე და ონკანიდან ცივი წყალი შევისხი და 4-5 წუთში გამოვკეთდი... ყველაფერმა გადამიარა .. იმის მერე მოვიარე კარდიოლოგები მოვუყევი ეს ამბები გადავიღე ყველაფერი მაგრამ ააფერი გჭირსოო... იმის მერე ერთი წელი გავიდა და არაფერი მაწუხებს...

რამ გამოიწვია ასეთი ძლიერი აჩქარება ვერაფრით ვერ მივხვდი...

Posted by: nainna 3 Oct 2020, 22:15
სალამი, მაინტერესებს გულის აჩქარების დროს, გამოკვლევების გარეშე ანაპრილინის მიღება შეიძლება? წნევა დაბალია და გული გარბის. 90-95 პულსი. ზოგადად ნორმა რამდენია და როდის სხდება ანაპრილინის მიღება. სხვა სვამდა და იმან მირჩია. ესე დალევის მეშინია

Posted by: zviadcardio 4 Oct 2020, 18:42
Sonix
მოგესალმებით.
შესაძლოა ეს იყო სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიის ხანმოკლე ეპიზოდი. უხერხული მოძრაობა ზოგჯერ მისი ტრიგერია. თუ ეს კვლავ განმეორდა შეეცადეთ სასწრაფო გამოიძახოთ, კარდიოგრამაზე დააფიქროთ და არითმოლოგს მიმართოთ.


nainna
შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
1. პულსი მეტია 100ზე და შემაწუხებელია
2. წნევა მეტია 105-110ზე
3. არ გაქვთ ანაპრილინის გამოყენების უკუჩვენება (მაგ. ბრონქული ასთმა)
უმჯობესია თუ ამ საკითხს უშუალოდ ექიმთან ვიზიტზე გადაწყვეტთ

Posted by: qetqeta 8 Oct 2020, 22:09
გამარჯობა, მაინტერესებს ქვედა კიდურებზე, კუნთზე, ფეხზე ვენის პულსაციას, რომ გრძნობ რისი ბრალია? თითსაც რომ ვადებ საგრძნობლად არის. ან ნერვია ან ვენა, რომელია ვერ ვიგებ. ვენის უფრო მგონია, უცებ ვიგრძნობ, გადამივლის ხოლმე მერე. თრთოლვასავით მაქვს ხოლმე 1 წერტილში.

Posted by: zviadcardio 9 Oct 2020, 00:33
qetqeta
მოგესალმებით
ძნელი სათქმელია.
შესაძლოა კუნთიც იყოს.
ანგიოლოგს გაესაუბრეთ

Posted by: samisertiwutia 19 Oct 2020, 16:55
zviadcardio

გამარჯობა, რამდენიმე თვე მომიწია წოლა ტრამვის გამო, ახლა ვმოძრაობ მარა რაღაც ყურების ხმაური დამეწყო, მიგიგუნებს ხოლმე, უფრო ღამე და დილით რომ ვიღვიძებ, თავბრუსხვევა არ მაქვს, ცოტა გაბრუებული ვარ ხოლმე და ცოტა დაგუბებული მაქვს ყურები, სმენა კარგია. ანტიკოაგულანტს ვსვამ 1 წელზე მეტია, Xarelto-ს და მაგის ბრალი შეიძლება იყოს? თუ დიდხანს წოლას დავაბრალო? ნევროზიც მაწუხებს. ეს ხმაური არც ძალიან შემაწუხებელია მარა მეშინია, არ გართულდეს რამე

Posted by: zviadcardio 20 Oct 2020, 00:07
samisertiwutia
მოგესალმებით.
არ უნდა იყოს ეს მხოლოდ წოლის ბრალი.
არც ქსარელტოსთვისაა ეს დამახასიათებელი.
ვფიქრობ კარგი იქნება თუ ნევროლოგთან კონსულტაციით დაიწყებთ ამ საკითხის გარკევევას.

Posted by: samisertiwutia 20 Oct 2020, 01:29
zviadcardio
დიდი მადლობა

Posted by: Mzeia 20 Oct 2020, 20:16
გამარჯობა

მაქვს პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმი - რეინო. ვითვლები თუ არა გულსისხლძარღვთა დაავადების ჯგუფში?

მადლობა )

Posted by: zviadcardio 21 Oct 2020, 00:25
Mzeia
სალამი.
არა ამის გამო კარდიოლოგიურ რისკის ჯგუფში არ ხართ

Posted by: Mzeia 21 Oct 2020, 16:49
zviadcardio

დიდი მადლობა

Posted by: Gabo-gabo 28 Oct 2020, 07:29
სტრესის დროს მაწუხებს გული.32 წლის ვარ.ტკივილი გამოიხატება წვის შეგრძნებაში,ასევე სიმძიმეში და გრძელდება საათობით.შემჩნეული მაქვს რომ დატვირთვაზე არანაირი ჩივილები არ მაწუხებს.როცა ვნერვიულობ რამეზე მეწყება საშინელი დისკომფორტი რაც საათობით გრძელდება.შარშან გავიკეთე ფიზ.დატვირთვის ტესტი და მგონი ეხო.

Posted by: zviadcardio 28 Oct 2020, 08:37
Gabo-gabo
არ გავს ეს გულის ტკივილს. მით უმეტეს თუ დატვირთვის ტესტი ნორმაა.
დიდი ალბათობით "ემოციური" (ფსიქოგენური) დისკომფორტია.
ნევროლოგს უნდა გაესაუბროთ


Posted by: Gabo-gabo 28 Oct 2020, 13:52
დავამატებ
ყოველთვის მქონია ჩხვლეტები და ტკივილებიც,თუმცა ბოლო ოთხი დღეა რასაც ქვია ძალიან შემაწუხა,რადგან კარდიოზე არაფერი იყო გამიშვეს ნევროლოგთან ვსვამ ძლიერ შფოთვით წამლებს,რაც ცხოვრებაში პირველად ხდება.ტკივილები არ ქრება,როგორც ზევით ვთქვი დატვირთვაზე არანაირი,არაფერი))

Posted by: zviadcardio 28 Oct 2020, 18:41
Gabo-gabo
დიახ, ნევროლოგთან კონტაკტი უნდა გააგრძელოთ

Posted by: Gabo-gabo 28 Oct 2020, 20:01
მადლობა ,ნერვების ბრალია სავარაუდოდ
თან უკეთესადაც ვარ✌️
ისე ცოტა ძნელია ამ ორის გარჩევა.

Posted by: Takobako 30 Oct 2020, 12:02
მოგესალმებით,



* * *
მოგესალმებით,

ვარ 55 წლის, ჰიპერტონიკი.
გენეტიკაშიც მაქვს ეს დაავადება და ამიტომ პირველ ეტაპზე ყველა გამოკვლევა ჩავიტარე, რათა დადგენილიყო პირველადი გახლდათ თუ მეორადი . 7-8 წელია რეგულარულად ვიღებ პრესტანსს, დოზით 5/5, შემოდგომაზე, და გაზაფხულზე, თუ წნევა იმატებდა, დოზას ვზრდიდი. დიდი ნერვიული დაძაბულობის ფონზე, გაზრდილმა დოზამაც ვეღარ დაარეგულირა წნევა და ნერვოლოგმა დამიმატა საღამოს ფიზიოტენზი (02) და დამამშვიდებელი(კარდიომაგნილსაც ვიღებ ამ ეტაპზე) ...... ოდნავ იკლო წნევის მაჩვენებლებმა, 180-120-დან ჩამოვიდა 150-160-100-ზე, თუმცა რეგულარულად 130-80-ს ვერ მივაღწიე. ფიზიოტენზის 04დოზა ძალიან მიგდებს წნევას,02 მგონი არაა საკმარისი; ვფიქრობ პრესტანსსაც შეეჩვია ორგანიზმი, მაგრამ არ მიცვლიან წამალს ამ ეტაპზე. რა რჩევას მომცემდით ?

( ყველა გამოკვლევა შარშანაც ჩატარებული მაქვს და საგანგაშო არაფერი გახლდათ).

Posted by: zviadcardio 30 Oct 2020, 23:19
Takobako
მოგესალმებით.
თქვენს ასაკში განვითარებული წნევა როგორც წესი არ არის კონკრეტული მიზეზით გამოწვეული და საჭიროებს სატანდარტულ ანტიჰიპერტენზიულ თერაპიას.
კონკრეტული მიზეზის ღრმა ძიება სტანდარტულად რეკომენდებულია 35წ-მდე განვითარებული მაღალი წნევის დროს, ასევე არასტანდარტულად რეზისტენტული ჰიპერტენზიის შემთხვევაში.
ანუ ახლა პრინციპულად სწორად მკურნალობთ.
რაც შეეხება წამლის გამოცვლას ამ მიმართულებით ზეპირი რჩევა ჩემი მხრიდან არასერიოზული ნაბიჯი იქნება.
პირველ რიგში გააგრძელეთ არსებული მკურნალობა და ზედმიწევნით შეასრულეთ შემდეგი რეკომენდაციები:
1.სუფრის მარილის მკვეთრი შეზღუდვა, მინერალური წყლის აკრძალვა. 2.ფეხით სიარული დღეში საშუალოდ 30წთ. 3.ჯანმრთელი წონის შენარჩუნება. 4.თამბაქო-ალკოჰოლის აკრძალვა. 5.კოფეინის მკვეთრი შეზღუდვა, ენერგეტიკული სასმელის აკრძალვა
თუ ათიოდე დღეში შედეგი არ გექნებათ მკურნალობა უნდა შეცვალოთ.

Posted by: ლევან_ი 31 Oct 2020, 01:05
zviadcardio
გამარჯობა, 60 წლიდან ადამიანმა კარდიომაგნილი (75მგ) რომ მიიღოს დღეში 1 აბი ექიმის დანიშნულების გარეშე, უკუჩვენება შეიძლება ჰქონდეს? ანუ პირდაპირ რომ გკითხოთ, სასურველი არის თუ არა ამ ასაკიდან დღეში 1 აბის მიღება (თვითნებურად) 75მგ კარდიომაგნილი

Posted by: zviadcardio 31 Oct 2020, 20:43
ლევან_ი
ადრე არსებული ზოგიერთი შეხედულებით ეს შეიძლებოდა.
დღევანდელი მედიცინა ამბობს, რომ ეს პოტენციურად საზიანოა (შეიძლება მიიღოთ სერიოზული გვერდითი ეფექტები).
თუ არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ კარდიომაგნილი მოცემულ პაციენტს სიკეთეს მოუტანს (ანუ თუ ექიმი არ დანიშნავს) არ უნდა მიიღოთ.

Posted by: ლევან_ი 31 Oct 2020, 21:10
QUOTE (zviadcardio @ 31 Oct 2020, 20:43 )
ლევან_ი
ადრე არსებული ზოგიერთი შეხედულებით ეს შეიძლებოდა.
დღევანდელი მედიცინა ამბობს, რომ ეს პოტენციურად საზიანოა (შეიძლება მიიღოთ სერიოზული გვერდითი ეფექტები).
თუ არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ კარდიომაგნილი მოცემულ პაციენტს სიკეთეს მოუტანს (ანუ თუ ექიმი არ დანიშნავს) არ უნდა მიიღოთ.

მადლობა

Posted by: 7903251 2 Nov 2020, 19:16
ბ-ნო ზვიად გამარჯობა, გთხოვთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში შეაფასოთ კტ კვლევის შედეგი. პაციენტი, 58 წ., მმ, წონა: 100 კგ. ძირითადი დაავადება - არტ.ჰიპერტებზია, ჰიპერლიპიდემია, ცხიმოვანი ჰეპატოზი, ( პერმანენტულად იღებს: როზულიპი 10 მგ, ლორისტა H 100/12.5., თრომბო ასს 100 მგ, მედიკამენტოზური მკურნალობის ფონზე წნევა 120-130/80-90. T.CHOL 185mg/dL, HDL 39.59 mg/dL, LDL 145.34 mg/dL, VLDL 19.12 mg/dL, საერთო ტრიგლიცერიდების განსაზღვრა სისხლში 95.6 mg/dL, ათეროგენობის ინდექსი 3.67 mg/dL. ALT 100 U/L, AST 53 U/L. კრეატინინი 108 µmol/L. RBC 5.22, Hgb 159, PLT 304, WBC 6,16, ESR 10.

ჩატარდა გულმკერდის, მუცლისა და მენჯის ღრუს კტ კვლევა, ი/ვ და პერორალური კონტრასტირებით.
დასხივების დოზა- 67,7 მზვ.
მიღებულ ტომოგრამებზე ვიზუალიზებულ ძვლებში სარწმუნო დესტრუქციული ცვლილებები არ
ისახება, ალაგ ვლინდება ძვლოვანი სტრუქტურის გაიშვიათების/პოროზის ტიპის უბნები, ალაგ მსუბუქად
გამკვრივებული ჩანართები. ხერხემლის სვეტში ისახება თორაკო-ლუმბალური სონდილო-ართროზის,
იოლი სქოლიოზის კტ ნიშნები. ისახება ვარიაბელური ზომის, თორაკო-ლუმბალური შმორლის კვანძები.
ორმხრივ, გავა-თეძოს, მენჯ-ბარძაყის შესახსრებები სიმეტრიული, შესახსრებების მიმდებარედ
აღინიშნება სუბქონდრალური დეგენერაციული ცვლილებები. მენჯ-ბარძაყის სასახსრე ნაპრალები
ლატერალურ ნაწილში დავიწროვებულია, ტაბუხის კიდეები გამკვრივებული და წამახვილებული.
კიდეები თაღების არეში მცირედ არარეგულარული.
გულმკერდი მნიშვნელოვანი დეფორმაციის გარეშეა. მისი რბილი ქსოვილები ხილული კეროვანი
პათოლოგიის გარეშე ისახება. ორმხრივ ლავიწზედა, ლავიწქვედა და იღლიის ფოსოებში საყურადღებოდ
გადიდებული ლიმფური კვანძები არ აღინიშნება. ლავიწზედა ფოსოებში ვლინდება ერთეული, მცირედან
5-7მმ ზომის ლიმფური კვანძი. ფარისებრი ჯირკვალი იოლად ასიმეტრიული, სტრუქტურა მცირედ
არაჰომოგენური. შუასაყარი არ არის ცდომილი, შუასაყარში გადიდებული ლიმფური კვანძები არ ისახება.
გულის განივი ზომები მომატებულია. მაგისტრალური სისხლძარღვები მნიშვნელოვანი დილატაციის
გარეშეა. აორტის და კორონარული არტერიების კედლებზე ისახება ერთეული კალცინატი-ზომიერი
ათეროსკლეროზული ცვლილებები. პერიკარდიუმის სინუსებსა და ჯიბეებში ვლინდება უმნიშვნელო
რაოდენობით გამონაჟონი. ტრაქეო-ბრონქული ხე გამავალია, ბრონქების კედლები ზომიერად
გამკვრივებულია. ფილტვების პნევმატიზაცია მცირედ დაქვეითებულია, სავარაუდოდ არასრული
ინსპირაციის ხარჯზე, ასევე ისახება სუნთქვითი არტეფაქტები. ორმხრივ, ფილტვის მწვერვალებსა და
მედიო-ბაზალურად, პერიფერიულად, პლევრასთან კავშირში (მეტად მარჯვნივ) ისახება ნაზი
ფიბროზული ცვლილებები. დორსო-ბაზალურ სეგმენტებში ვლინდება ერთეული, მცირე ხაზოვანი
ატელექტაზის უბნები. ფილტვებში სარწმუნო კეროვანი დაზიანება და ინფილტრაციული ცვლილებები არ
ვლინდება. მწვერვალებში ისახება ერთეული, მცირედან 8მმ ზომის თხელკედლიანი, სუბპლევრული
ბულა. ფილტვებში ალაგ ინტრაპარენქიმულად და პლევრაზე ისახება ერთული, 2-3მმ ზომის
არასპეციფიური, ფიბროზული ტიპის კვანძი. პლევრის ღრუებში თავისუფალი სითხე არ აღინიშნება.
მუცლის წინა კედელზე, შუა ხაზზე, ჭიპის დონეზე ისახება მცირე ზომის ვენტრალური თიაქარი -
ბადექონი მცირედ პროლაბირებს ვენტრალურად. ღვიძლი მცირედ სცილდება ნეკნთა რკალს, მარჯვენა
წილის ირიბი, კრანიო-კაუდალური ზომა 190მმ. ღვიძლი ისახება მომრგვალო, მკაფიო კონტურებით. ღვიძლის პარენქიმა დიფუზურად არაერთგვაროვანი სტრუქტურისაა, პარენქიმის დენსინომეტრიუმის
მაჩვენებლები დიფუზურად, არათანაბრად დაქვეითებულია, მკვეთრად გამოხატული ცხიმოვანი
ინფილტრაციის ხარჯზე - ცხიმოვანი ჰეპატოზის კტ სურათი, რის ფონზეც ალაგ ისახება ცხიმოვანი
ინფილტრაცისგან თავისუფალი ზონები. აღწერილი ცვლილებების ფონზე ღვიძლის პარენქიმაში
სარწმუნო კეროვანი დაზიანება არ ისახება. მარცხენა წილში პერიფერიულად, კაფსულასთან ისახება 4-
5მმ-მდე ზომის გაკირული ჩანართი. ნაღვლის ბუშტი დეფორმულია, ისახება რამდენიმე ნაკეცით ყელის,
სხეულის და ფუძის არეში, კედლები გასქელებულია, ღრუში ისახება არაჰომოგენური სითხური შიგთავსი
და სლაჯის ტიპის შიგთავსი, რენტგენპოზიტიური კონკრემენტი არ ვიზუალიზდება. ექსტა და
ინტრაჰეპატური სანაღვლე სადინრები არ არის დილატირებული. პერიპორტულად, პრეკავალურად
ისახება ერთეული, მცირედან 13მმ განივი ზომის, ოვალური ფორმის ლიმფური კვანძი. ელენთა არ არის
გადიდებული, ისახება სწორი, მკაფიო კონტურებით, პარენქიმა წილაკოვანი შენების, კეროვანი
პათოლოგიის გარეშე. პანკრეასი ვიზუალიზდება მთელს სიგრძეზე, განივი ზომები კუდის არეში მცირედ
შემცირებულია, პარენქიმა მარცვლოვანი სტრუქტურის, გამოხატულია ზომიერი ცხიმოვანი
ინფილტრაციის კტ ნიშნებით, სარწმუნო კეროვანი პათოლოგია არ ისახება, ვირსუნგის სადინარი
დილატაციის გარეშეა. ჯორჯალი მცირედ გასქელებულია, ისახება მცირედან 11მმ ზომის მეზენტრიული
და ერთეული პარააორტული ლიმფური კვანძი. თირკმელზედა ჯირკვლები კეროვანი პათოლოგიის
გარეშეა, მარცხენა მცირედ გასქელებულია. თირკმელები ნორმალური მდებარეობის, პარენქიმა
არათანაბარი თუმცა, ნორმალური სისქის, ორმხრივ თირკმლის პარენქიმის კორტიკო-მედულარული
დიფერენცირება მკაფიოდ არის გამოხატული, სარწმუნო კეროვანი პათოლოგია არ ვლინდება.
პარანეფრიუმები მცირედ გასქელებულია ორმხრივ, მეტად მარცხნივ. ორმხრივ თირკმლის მენჯ-
ფიალოვანი სისტემა და შარდსაწვეთები მნიშვნელოვანი დილატაციის გარეშეა, საკონტრასტო
ნივთიერების ექსკრეცია დროული.
შარდის ბუშტი არასრული ავსების, რის პირობებშიც, კედლების არათანაბარი, პათოლოგიური გასქელება
არ აღინიშნება. პროსტატა ისახება განივი ზომებით 45-40მმ, კონტურები სწორი. ჯირკვლის ზონალური
ანატომიის დეტალური, სტრუქტურული შეფასება არსებული კვლევის ფარგლებში არ არის შესაძლებელი,
თუმცა სტრუქტურა მცირედ არაჰომოგენურია. სათესლე ბუშტუკები იოლად ასიმეტრიული, შიგთავსი
მცირედ არაჰომოგენური. არსებული კვლევის ფარგლებში მსხვილი ნაწლავის კედლების არათანაბარი,
პათოლოგიური გასქელება, მიმდებარედ გამოხატული საყურადღებო ლიმფადენოპათიით და სანათურის
მნიშვნელოვანი შევიწროვებით - არ ვლინდება (ანამნეზში - სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, საჭიროებს
კოლონოსკოპიური კვლევის მონაცემებთან კორელაციას). აპენდიქსის დიამეტრი არ არის მომატებული,
მის სანათურში ისახება ჰაერის ჩანართები, პერიაპენდიკულარულად ინფილტრაციული ცვლილებები და
სითხე არ აღინიშნება. სიგმოიდური კოლინჯი გრძელია, მეზო-ჰიპოგასტრიუმში მარცხნივ აკეთებს
დამატებით ნაკეცს - დოლიქოსიგმა. მუცლის აორტა, თეძოს არტერიები ზომიერად ათეროსკლეროზულია.
მუცლისა და მენჯის ღრუში თავისუფალი სითხე არ ვლინდება. ორმხრივ, თეძოს სისხლძარღვების აუზში
და საზარდულებში საყურადღებოდ გადიდებული ლიმფური კვანძები არ ისახება.

Posted by: zviadcardio 2 Nov 2020, 23:02
7903251
მოგესალმებით.
კარდიოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არაფერი წერია.
სხვა მიმართულებით მე ვერ შევაფასებ - ეს ჩემი კომპეტენციის მიღმაა. არ ვიცი რა მოტივაციით გააკეთეთ - უნდა შეაფასებინოთ შესაბამის სპეციალისტს.
ყურადღებას იპყრობს 100 ALT. საჭიროა მკურნალ კარდიოლოგთან და ჰეპატოლოგთან კონსულტაცია.
ასევე - ამ მაჩვენებლის მკაცრი მონიტორინგი

Posted by: 7903251 2 Nov 2020, 23:52
zviadcardio


მადლობა !
=========================================

Posted by: shonsky 3 Nov 2020, 00:59
zviadcardio
გამარჯობა ზვიად, მოკლედ ვიმყოფები აშშ-ში, სამსახური მაქვს ისეთი,რომ მიწევს ფეხით სიარული, საღამოობით ვგრძნობ ექსტრასისტოლებს, შემაწუხებელი არ არის მაგრამ უყურადღებოთაც ვერ დავტოვებ. უკვე 2 დღეა დღისითაც მახსენებს თავს. რას მირჩევ. ადრე მქონდა დაახლოებით 2 წლის წინ ჰოლტერმა 3000 მდე დააფიქსირა მაგრამ 2 დღეში გამიარა. აქ კიდევ ექიმთან მისვლას გეცოდინებათ მთელი ქონება უნდა

Posted by: Shredinger 3 Nov 2020, 12:31
zviadcardio
გამარჯობათ
ხანდახან მაწუხებს ექსტრაასისტოლები ნერვოზული ფონის გამო(ნევროლოგთან მკურნალობას გავდივარ) თუმცა ანალიზები მაინც ყოველი შემთხვევისთვის კიდევ გავიკეთე სისხლზე
და წინა კვირას ჩავიტარე ელექტროლიტებზე ანალიზი და დაფიქსირდა ასეთი შედეგი:

user posted image

ოჯახის ექიმმა მითხრა კალიუმი გაქვს დაბალიო არადა ნორმაში ჯდება.

აქ ადრე დავპოსტე თებერვალში როცა ექსტრა ასისტოლები მქონდა და მაშინ კალიუმი მქონდა ასეთი:

user posted image

მე მაინტერესებს ეს კალიუმი თებერვალთან შედარებით კი დაიწია ქვემოთ მაგრამ ნორმაში ხომ ჯდება? smile.gif

P.S დანარჩენი ანალიზები: TSH და სისხლის საერთო ანალიზი ნორმაშია ყველაფერი.

Posted by: zviadcardio 4 Nov 2020, 20:14
shonsky
3000 ცოტათი ბევრია.
უნჯობესია თუ კვლავ ჩაიტარებთ გამოკვლევებს და საჭიროებისამებრ მკურნალობას.
ზეპირად შეგვიძლით მხოლოდ შემდეგი გირჩიოთ:
1. კოფეინის (ყავა, ჩაი, კოლა, შოკოლადი, ენერგეტიკული სასმელი) მკვეთრი შეზღუდვა
2. ალკოჰოლის მკვეთრად შეზღუდვა
3. თამბაქოს / მარიხუანას აკრძალვა
ზოგჯერ ეს რეკომენდაციები საკმარისია.
უხშირესად ექსტრასისტოლია საშიში არ არის, თუმცა გამოკვლევა სასურველია

Shredinger
მართალია ოჯახის ექიმი (კარგი ექიმი გყავთ).
არითმიის მქონე პაციენტს სასურველია 4-მაინც ჰქონდეს კალიუმი.
ანუ 3,6 შეიძლება ნორმაა არითმიის არმქონე პაციენტისთვის, მაგრამ თქვენ სხვა ნორმა გაქვთ. თქვენთვის სასურველია კალიუმი მუდამ 4-დან 5მდე იყოს.

Posted by: Shredinger 4 Nov 2020, 20:24
zviadcardio
დიდი მადლობა პასუხისათვის

ერთი კითხვაც მაქვს. თებერვალში გავიკეთე ყველა ანალიზი(ჰოლტერი,ეკგ,ექოსკოპია,სისხლის ყველა ანალიზი) და ახლა რომ იგივე ხელახლა გავიმეორო(სისხლის ანალიზის გარდა, უკვე გავიკეთე) შეიძლება რო განსხვავებული შედეგი მომცეს?
მაინც რო მშვიდად ვიყო

Posted by: zviadcardio 4 Nov 2020, 23:33
Shredinger
სტანდარტულად პაციენტს რომელსაც აქვს ექსტრასისტოლური არითმია 6-12 თვეში ერთხელ ვთხოვთ ამ კვლევების განმეორებას.

Posted by: Kaifistka 9 Nov 2020, 05:01
ძალიან ცუდად ვარ.

პულსი მაქვს სუსტი არ იგრძნობა.
ისე 73ია წუთში, წნევა 100/70. (ზოგადად დაბალ წნევას ვატარებ).
გულის არეში ყრუ ტკივილი მაქვს და თითქოს აი სისხლი შეკავებული იყო და მერე გადადის, რაღაც სტრანნი შეგრძნება მაქვს ეგ ხანდახან.
ხელები მიბუჟდება.

მჭირს ასევე მედიტერიანული პერიოდული ცხელება ან ოჯახური ციებ-ცხელება(familial mediterranean fever) და ახლაც მაქვს შემოტევა მაგრამ წამალს ვსვამ.
ხუთჯერ გადავიტანე პერიკარდიტი.
მაგრამ არ გავს პერიკარდიტს ახლა.

ხო თავის შიდა ქალის წნევა მაქვს და დიაკარბს ვსვამ 250 მგ ორჯერ დღეში ასევე და რევმატიზმის გამო კოლხიცინს 0,5 მგ 4ტაბლეტს დღეში.
კალიუმს და მაგნიუმს ვსვამ ასევე დამტებით.

სულ გული მაწუხებს და ვერცერთ კარდიოლოგი ვერ მეუბნება რა მჭირს.
მსგავსი ჩივილები ადრეც მქონია.
თბილისში მელიას გულის კლინკაში კონტრასტული გამოკლვევით მითხრეს ადრე ასევე რომ Ventricular septal defect მაქვს დაახლოებით ერთ მილიმეტრიანი ხვრელი.

30 წლის ვარ. არ ვსვამ არ ვეწევი.
ფიზიკური აქტივობა ძალიან ცოტა მაქვს ამ ბოლო წელს რევმატიზმის გამო ნუ ჯერ გულზე მქონდა პრობლემა და მერე სახსრები მტკიოდა.

და რისი ბრალი შეიძლება იყოს რომ გული ასე მაქვს ან რა გამოკვლევა ჩავიტარო? გერმანიაში ვარ.



Posted by: zviadcardio 9 Nov 2020, 19:54
მოგესალმებით.
ექოკარდიოსკოპია
ფიზიკური დატვირთვის ტესტი
ჰოლტერის 24სთ მონიტორინგი
TSH, კალიუმის ანალიზი
თუ აქ ყველაფერი რიგზეა მაშინ საფიქრებელია რომ თქვენი ცუდად ყოფნის მიზეზი ძირითადი დაავადებაა, ასევე საკმაოდ გამოხატული გვერდითი ეფექტები აქვს კოლხიცინს.
კარდიოლოგთან მჭიდრო კომუნიკაცია აუცილებელია

Posted by: Sean 9 Nov 2020, 21:31
zviadcardio
პმ ნახეთ თუ შეიძლება

Posted by: zviadcardio 9 Nov 2020, 23:38
Sean
პმ არ მიმიღია

-------------

Posted by: ქეთათო 10 Nov 2020, 01:22
გამარჯობა, მაინტერესებს ჭეშმარიტი უჰაერობა როგორ გავარჩიო ცრუ განგაშისგან? თუ არსებობს რაიმე ხრიკი?

Posted by: Kaifistka 11 Nov 2020, 04:26
zviadcardio
QUOTE
თქვენი ცუდად ყოფნის მიზეზი ძირითადი დაავადებაა

მოკლედ ეს არის კი sad.gif
ღრმა ჩასუნთქვაზე მტკივა.

დიდი მადლობა პასუხისთვის.

Posted by: zviadcardio 11 Nov 2020, 11:53
ქეთათო
ძნელი სათქმელია.
შეიძლება სატურაცია გაიზომოთ პულსოქიმეტრით და დარწმუნდეთ რომ ჟანგბადის გაჯერება ნორმალურია. ანუ მხოლოდ შეგრძნებაა და არა რეალური უჰაერობა

Posted by: Shredinger 12 Nov 2020, 20:09
zviadcardio
QUOTE
სტანდარტულად პაციენტს რომელსაც აქვს ექსტრასისტოლური არითმია 6-12 თვეში ერთხელ ვთხოვთ ამ კვლევების განმეორებას.

ამ კვირას გავიკეთე ექოკარდიოგრაფია - ეს ალბათ იგივე ექოსკოპიაა - პროცედურები იგივე იყო.
ყველა მაჩვენებელი ნორმაში მაქვს, ჯამრთელი გული გაქვსო მითხრა კარდიოლოგმა. თებერვალში გაკეთებული ექოსკოპიაზეც იგივე - ყველა მაჩვენებელი ნორმაში და ჯამრთელი გული გაქვსო თებერვალში სხვა კარდიოლოგმაც.

ვაჩვენე ჩემი ძველი გამოკვლევები(ეკგ,ჰოლტერი და ა.შ) თებერვალში გაკეტებული, ასევე ავუხსენი ჩემი მდგომარეობა რომ ძირითადად ექსტრა ასისტოლები მაქვს ნერვოტულობის გამო(ნევროლოგმა ეს დიაგნოზი დამისვა).

დამიდასტურა რო ნერვოლოგიური პრობლემაა კარდიოლოგმაც, ნევროლოგმაც და ოჯახის ექიმმაც როცა ჩემი ყველა გამოკვლევის პასუხები ვაჩვენე.
კარდიოლოგს ვკითხე ამ გამოკვლევების გამეორებაზე მითხრა რო არაა აუცილებელიო.

საერთო ჯამში მითხრეს რო ფეხით ბევრი ვიარო, კოფეინს მოვუკლო, რამე სპორტით დავკავდე და ა.შ

ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში:

1. დამინიშნა ანტიარითმიული პრეპარატი 1 თვე - აქ ვერ მივხვდი ანტიარითმიული რას მიშველის თუ პრობლემა ნერვოლოგიურია. 1 თვის მერე ნერვოლოგიური პრობლემები ხო იგივე მექნება.
2. მე ვიყავი მე-3 კარდიოლოგთან უკვე და წინა 2 კარდიოლოგმა საჭიროდ არ ჩათვალა ანტიარითმიული დაენიშნა არადა სიტუაცია წინაზეც აბსოლიტურად იგივე იყო. ნუ განსხვავება ის არის რო მაშინ კალიუმი 4 და რაღაც მქონდა და ახლა 3.6 დაბალი მაქ). ეს სხვადასხვა ექიმის სხვადასხვა შეხედულებები ცოტა მაშფოთებს smile.gif რას მირჩევთ მოვითხოვო რო ეკგ და ჰოლტერი გამიმეორონ? არადა ექოს მერე ბევრად შემცირდა არითმიები რადგან უფრო მშვიდად ვარ.

Posted by: zviadcardio 13 Nov 2020, 19:58
Shredinger
1. ერთი თვით დანიშნული ანტიარითმიული წამალი დროებით შედეგს მოგცემთ. 1 თვის შემდეგ იგივე მდგომარეობას დაუბრუნდებით
2. ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი. ყველა ექიმი ადამიანია.

ჰოლტერი უსათუოდ უნდა გაიმეოროთ. ეს ერთადერთი კვლევაა რომელიც არითმიის რაოდენობას ითვლის. თქვენი შეგრძნებების მიუხედავად ამ ეტაპზე 6 თვეში ერთხელ ჰოლტერი უნდა გააკეთოთ.

გულის ექოსკოპია = ექოკარდიოსკოპია

Posted by: Shredinger 13 Nov 2020, 20:53
zviadcardio
გმადლობთ პასუხებისთვის smile.gif

QUOTE
გულის ექოსკოპია = ექოკარდიოსკოპია

ექოკარდიოგრაფიაც იგივეა ხომ? ოჯახის ექიმის მიმართვის დროს ეს მეწერა.

ჰოლტერს გავიმეორებ აუცილებლად და ეკგ - ს გამეორებას ალბათ არ აქვს ხო აზრი? რახან ჰოლტერს ვიკეთებ. თუ ორივე ჯობს.

Posted by: zviadcardio 13 Nov 2020, 22:25
Shredinger
ეკგ პრინციპული არ არის.
დიახ ექოკარდიოგრაფიაც იგივეა.

Posted by: solomonk 16 Nov 2020, 00:53
გულში რომელ კლინიკაშიც ჩამიყენეს პირველად 4 სტენტი მეორედ კი 2 სტენტი ეხლა ცხელების ცენტრია გახსნილი და კოვიდინფიცირებული პაციენტები ყავთ. ჯო ენის სამედიცინო ცენტრში მე მგონი არ არის ცხელების ცენტრი გახსნილი. თუ იცით ვინმემ ჯო ენის სამედიცინო ცენტრში კარგი კარდიოლოგი გთხოვთ მირჩიოთ.

Posted by: zviadcardio 16 Nov 2020, 21:03
solomonk
ბევრი კარგი კარდიოლოგია ჯო-ენში.
მოიკითხეთ რამაზ ბათავანი

Posted by: Takobako 17 Nov 2020, 10:00
კიდევ ერთხელ მინდა შეგაწუხოთ...... ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მიღების(რომელიც შარდმდენსაც შეიცავს) პარალელურად აუცილებელია თუ არა პანანგინის ან ამ ჯგუფის პრეპარატების მიღება? და ასევე, ნებილეტის მიღებისას თუ პულსი შესუსტებულია და გულისცემა 55-60 , უნდა შევწყვიტო თუ გავანახევრო დოზა

(ვაზუსტებ:ვიღებ ნოლიპრელი ფორტსე, ნებილეტს და ფიზიოტენზს 02...)

Posted by: NiniaG 17 Nov 2020, 11:11
გამარჯობა! კარდიოლოგის ან გამოცდილების მქონე ადამიანების დახმარება მჭირდება. რამოდენიმე დღეა არასასიამოვნო შეგრძნება მაქვს მონიშნულ ადგილში user posted image ტკივილსაც ვერ დავარქმევ, წამიერად, თითქოს სუნთქვა რომ უჭირს ადამიანს და დაძაბულია ფილტვები, ასე მემართება ოღონდ ამ ადგილზე მხოლოდ. ჩავეწერები ოჯახის ექიმთანთქო, მაგრამ ისეთი გადატვირთულები არიან არ მინდა თუ უმნიშვნელოა ჩემი შემთხვევა ამისთვის მოვაცდინო ექიმი და დავაკავო ადგილი. თქვენი რჩევა მჭირდება ამიტო, რამდენად აუცილებელია ექიმთან ვიზიტი? მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: solomonk 17 Nov 2020, 22:02
QUOTE (zviadcardio @ 16 Nov 2020, 21:03 )
solomonk
ბევრი კარგი კარდიოლოგია ჯო-ენში.
მოიკითხეთ რამაზ ბათავანი

დიდი მადლობა

Posted by: zviadcardio 17 Nov 2020, 22:24
მოგესალმებით
Takobako
ამ ტიპის ანტიჰიპერტენზიულ წამალს სტანდარტულად არ ჭირდება კალიუმის დამატება. აქ შედის 2 კომპონენტი რომლებიც ერთმანეთს აბალანსებენ და კალიუმის კარგვა როგორც წესი არ ხდება. მხოლოდ კონკრეტულ, სელექტიურ შემთხევევაში (თუ პაციენტი ისედაც მიდრეკილია კალიუმის დეფიციტისკენ) საჭიროა პერიოდულად კალიუმის განსაზღვრა და კალიუმის პრეპარატის დამატება.
QUOTE
ნებილეტის მიღებისას თუ პულსი შესუსტებულია და გულისცემა 55-60 , უნდა შევწყვიტო თუ გავანახევრო დოზა

უნდა გაანახევროთ
თუ განახევრების მიუხედავად პულსი 55-ზე ნაკლები გექნებათ, მაშინ შეიძლება შეწყდეს.
აღსანიშნავია რომ ცოტა პულსს ფიზიოტენზიც ანელებს

NiniaG
თუ ეს დისკომფორტი წამიერია საერთოდ არ არის საშიში.
ასეთი დისკომფორტის მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი/ემოცია ან ადგილობრივი პრობლემა (ნეკნის, ნერვის, კუნთის, ხერხემლის მიზეზით). თუ მსუბუქ მცენარეულ დამამშვიდებელზე ეს ჩივილი ქრება ე.ი ტრიგერი ემოციაა.

ექიმთან ვიზიტი აუცილებელი იქნება თუ დისკომფორტი გახანგრძლივდება და ვთქვათ 1 წამი კი არა წუთები გაგრძელდება

Posted by: NiniaG 18 Nov 2020, 09:25
zviadcardio
უღრმესი მადლობა გამოხმაურებისათვის, ნამდვილად დამამშვიდა პასუხმა smile.gif იმედია წუთებში არ გადამეზრდება ეს დისკომფორტი smile.gif

Posted by: GIGABYTE77 20 Nov 2020, 15:24
სალამი
ვინმეს სადმე ხომ არ გეგულებათ ტეოტარდი 200 მგ-იანი? არ იშოვება, მაგრამ იქნებ შემორჩენილი იყოს/ჰქონდეს ვინმეს. გმადლობთ

Posted by: Sean 20 Nov 2020, 18:47
zviadcardio
მოგესალმებით თქვენი სფერო არ არის მაგრამ იქნებ იცოდეთ შემთხვევით

სისხლის ანალიზში ეოზინოფილების მატება შეიძლება კავშირში იყოს კოვიდთან/? ან თუ არა რა შეიძლება იყოს მიზეზი

4 არის ზედა ნორმა და 7.8 მაქვს

Posted by: zviadcardio 21 Nov 2020, 13:10
GIGABYTE77
მოგესალმებით.
გაჭირდა ამ პრეპარატის შეძენა.
საინფორმაციო ვებ გვერდი ამ აფთიაქში აჩვენებს მხოლოდ.
შპს "M ფარმა"
თბილისი თემქა თემქის დასახლება მე-4 მკრ., კორპ. 4-ის მიდებარედ
ძველ გამგეობასთან ახლოს
M ფარმა აფთიაქი
ტელეფონი : 570 707714
არ ვიცი რამდენად სწორი ინფორმაციაა - შეამოწმეთ

Sean
არა, კოვიდი ამის მიზეზი არ უნდა იყოს.
ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
ალერგია
სოკოვანი ან პარაზიტული (ჰელმინთოზი) დაავადებები
ავტოიმუნური პრობლემები

Posted by: Sean 21 Nov 2020, 15:10
zviadcardio
მადლობა რას მირჩევთ ვის მივმართო ოჯახის ექიმს
თუ გავატარო
ჩივილები და სიმპტომები არაფერი არ მაქვს ისეთი გამოხატული

Posted by: zviadcardio 21 Nov 2020, 21:09
Sean
ამ შეკითხვაზე ექიმი ყოველთვის გიპასუხებთ რომ უნდა მიმართოთ. ანუ წინასწარ განწირული შეკითხვაა smile.gif
არ მგონია რამე მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მიმართეთ ოჯახის ექიმს / თერაპევტს.

Posted by: GIGABYTE77 23 Nov 2020, 20:38
zviadcardio
მადლობა ბატონო ზვიად ექიმო

Posted by: zviadcardio 23 Nov 2020, 20:49
GIGABYTE77
არაფრის, ჯანმრთელობას გისურვებთ

Posted by: keen 23 Nov 2020, 22:29
მოგესალმებით ბ-ნო ზვიად

ჟანგბადის შემცველობა სისხლში - ეს მაჩვენებელი რაზეა დამოკიდებული? მაგ. ნორმაში 95-99% როგორც ვიცი. თუ ადამიანს მუდმივად 95 აქვს და არა 99, მაშინაც კი, როცა თავს კარგად გრძნობს, ნორმალური მაჩვენებელია? და კოვიდით ინფიცირების შემთხვევაში, არის თუ არა უფრო მეტი რისკის ქვეშ ასეთი ადამიანი?

Posted by: zviadcardio 25 Nov 2020, 00:01
keen
ეს მაჩვენებელი ნორმალურია.
უამრავ დეტალზეა დამოკიდებული, დაწყებული დიაფრაგმის პოზიციიდან და ფილტვის ქსოვილის ელასტიურობიდან, დამთავრებული წონამდე.
თუ ადამიანს სხვა თანმხლები დაავადება არ აქვს 95 სატურაციის გამო რამე გაზრდილი რისკი არ აქვს

Posted by: keen 25 Nov 2020, 08:54
QUOTE (zviadcardio @ 25 Nov 2020, 00:01 )
keen
ეს მაჩვენებელი ნორმალურია.
უამრავ დეტალზეა დამოკიდებული, დაწყებული დიაფრაგმის პოზიციიდან და ფილტვის ქსოვილის ელასტიურობიდან, დამთავრებული წონამდე.
თუ ადამიანს სხვა თანმხლები დაავადება არ აქვს 95 სატურაციის გამო რამე გაზრდილი რისკი არ აქვს

გასაგებია... უღრმესი მადლობა! smile.gif

Posted by: shonsky 25 Nov 2020, 09:18
გამარჯობა ზვიად, მოსვენებულ მდგომარეობაში 45-50 პულსი ნორმალურია? სიარულის ან საშუალოდ დატვირთვისას 65- 75 მერყეობს. ასაკი 39, წონა 85. არ მაწუხებს, უბრალოდ ექსტრასისტოლებს როცა ვგრძნობ ვიზომავ და ეგ მონაცემები მაქვს.ექსტრასისტოლებს ძირითადად იმ დროს ვგრძნობ,როდესაც დაღლილი წამოვწვები. ყოველდღე ფეხით დავდივარ დაახლოებით 3 მილს, ვეწევი მხოლოდ სიგარეტს და თურქულ ყავას ვსვამ დღეში ორჯერ.ეს კი ჩემი ბოლო ჰოლტერია

Posted by: beqa19986 25 Nov 2020, 16:51
გამარჯობა.
უმეტესად თავს კარგად ვგრძნობ, არც სუნთქვა მიჭირს, არც წნევები და არაფერი მსგავსი. თუმცა არის დღეები როდესაც თავის ტკივილები საშინლად მაწუხებს, დაღლილობა და 20-30 კიბის ავლაზე გულის ამოვარდნები.
ყოველ საღამოს ასევე დასაძინებლად წასულს მუდმივად ვგრძნობ გულის ცემას, არასდროს მქონებია მსგავსი რამ, ბოლო 1 თვეა წამოვწვები თუ არა გულის თითოეულ დარტყმას ვგრძნობ მთელს გულმკერდზე.
არითმიის სიმპტომებია მგონი ეს ყველაფერი არა? სასწრაფოდ უნდა მივმართო კარდიოლოგს?

Posted by: Sean 25 Nov 2020, 19:18
zviadcardio
კოვიდი დამიდასტურდა და უსმპტომოდ მაქვს არანაირი გართულება
თქვენი აზრით ამ შემთხვევაში ანალიზები აუცილებელია? კოაგულაციას რომ ამბობენ ეგ, ან თუ აუცილებელია რა ინტერვალით
სხვა არანაირი რისკი არ მაქვს ამ კოაგულაციის დარღვევის გარდა კოვიდისა
მე რაც შემიძლია ერთი ვიცი რომ მოძრაობა არის კარგი და ვიტვირთები ფიზიკურად რაც შემიძლია

Posted by: nnn_lll 27 Nov 2020, 00:20
zviadcardio
გამარჯობა...
მოკლედ როგორც იცით, გადატანილი მაქვს ინფარქტი 2 მცირე შევიწროვება და ერთი სტენტი მაქვს...
სიმპტომები არ მაქვს, ანუ რასაც ეძახიან სტენოკარდიული შეტევები, რაც მკურნალობა დავიწყე აღარ მაქვს, ვარჯიშის დროსაც არ მავლინდება და ასევე არ მივლინდება დატვირთვის ტესტზე არაფერი მსგავსი...
მაინტერესებს ასეთი პაციენტების შემთხვევაში კოვიდი არის განსაკუთრებით საშიში?
გულის უკმარისობის და სტენოკარდიის მქონე პაციენტების შემთხვევა გასაგებია, მაგრამ აი ჩემნაირი პაციენტები რამდენად ვართ სხვაზე უარეს მდგომარეონბაში, გაქვთ რამე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით?
კი მესმის, რომ უნდა ვიფრთხილო, მაგრამ თან მინდა ვიცოდე რეალურად რა ხდება ჩემს თავს

Posted by: zviadcardio 27 Nov 2020, 01:41
shonsky
QUOTE
მოსვენებულ მდგომარეობაში 45-50 პულსი ნორმალურია?

ეს აბსოლუტურად ნორმალური არ არის.
ძილისთვის ნორმალურია, მღვიძარე პაციენტისთვის ცოტა დაბალია.
ის გარემოება, რომ რამე ჩივილებს არ იწვევს კარგია. ჰოლტერის მონიტორინგი მინიმუმ 6 თვეში ერთხელ საჭიროა. საშიში არაფერია.
ასეთ დროს აკრძალულია მარიხუანა და თაფლი. მათ შეუძლიათ პულსის შენელება.
ასევე წესრიგში უნდა გქონდეთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია.


beqa19986
არ ვფიქრობ რომ რამე საშიშია.
უმჯობესია თუ კარდიოლოგს ან არითმოლოგს მიმართავთ და ბაზისურ კვლევებს (ექოკარდიოსკოპია, ჰოლტერის 48 სთ მონიტორინგი, კალიუმი, TSH) ჩაიტარებთ. ამით სიტუაციას ნათელი მოეფინება.

Sean
პირადად ჩემი მოსაზრეებაა რომ კოაგულაციის მიმართულებით ცოტა ვაჭარბებთ. როცა ჩვენ ვიწყებთ რამე მედიკამენტის გამოყენებად კარგად უნდა ავწონოთ პოტენციური სარგებელი და პოტენციური რისკი. ანუ ყველაფერს სიკეთესთან ერთად ზიანის მოტანაც შეუძლია.
უსიმპტომო პაციენტს უხშირესად არაფერი ჭირდება.
ყველაფერი რასაც აკეთებთ საკმარისია + სითხე (წყალი).
ჩემი რჩევაა იკონტაკტოთ ოჯახის ექიმთან.



nnn_lll
თქვენ ბრძანდებით ზომიერი რისკის პაციენტი. არც მსუბუქი და არც მაღალი რისკის.
თუ უფრო დავაზუსტებთ მსუბუქსა და ზომიერს შორისაა თქვენი რისკები.
შესაბამისად რა თქმა უნდა, უნდა იფრთხილოთ (ისევე როგორც ყველამ) და წესები დაიცვათ.
მე ყოველდღე ვიზიტზე ვიღებ + ოპერაციას ვუკეთებ 25-მდე პაციენტს. ვატარებ ნიღაბს, 100ჯერ ვიბან ხელს და მიუხედავად იმისა რომ კოვიდიანი პაციენტებიც შეიძლება მოხვდნენ ვიზიტზე, არც მე და არც ჩემი გუნდის წევრები არ დაინფიცირებულან. თუ წესებს დაიცავთ უკიდურესად დაბალია ინფიცირების ალბათობა.
ნიღაბი პრინციპულად საჭიროა. მე მეტი არჩევანი არ მაქვს (ეს ჩემი ვალდებულებაა და ამას სიამოვნებით ვაკეთებ - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ -"სხვაგვარად არ ძალმიძს"), უნდა შევხვდე და სამედიცინო სერვისი მივაწოდო თვეში 400 ადამიანს - თქვენ არა აუცილებელი კონტაქტები უნდა შეზღუდოთ.
ჯანმრთელობას გისურვებთ.

Posted by: beqa19986 27 Nov 2020, 11:17
QUOTE
არ ვფიქრობ რომ რამე საშიშია.
უმჯობესია თუ კარდიოლოგს ან არითმოლოგს მიმართავთ და ბაზისურ კვლევებს (ექოკარდიოსკოპია, ჰოლტერის 48 სთ მონიტორინგი, კალიუმი, TSH) ჩაიტარებთ. ამით სიტუაციას ნათელი მოეფინება.


მადლობა.

Posted by: nnn_lll 27 Nov 2020, 11:50
QUOTE
თქვენ ბრძანდებით ზომიერი რისკის პაციენტი. არც მსუბუქი და არც მაღალი რისკის.

zviadcardio
მეც ასე ვიფიქრე.
QUOTE
რა თქმა უნდა, უნდა იფრთხილოთ (ისევე როგორც ყველამ) და წესები დაიცვათ.

კი, ამას ალტერნატივა არ აქვს და ყველანაირად ვფრთხილობ... სარბენი ბილიკი დავდგი ვარჯიშებიც კი სახლში გადმოვიტანე biggrin.gif

მადლობა პასუხისთვის. smile.gif


Posted by: keen 27 Nov 2020, 12:01
zviadcardio
QUOTE
მე ყოველდღე ვიზიტზე ვიღებ + ოპერაციას ვუკეთებ 25-მდე პაციენტს. ვატარებ ნიღაბს, 100ჯერ ვიბან ხელს და მიუხედავად იმისა რომ კოვიდიანი პაციენტებიც შეიძლება მოხვდნენ ვიზიტზე, არც მე და არც ჩემი გუნდის წევრები არ დაინფიცირებულან. თუ წესებს დაიცავთ უკიდურესად დაბალია ინფიცირების ალბათობა.

ანუ, ამაოდ არ გამჩენია 1000 კითხვა, მელიამ რომ განაცხადა, მატყუარა პაციენტებმა დაავადეს კლინიკის მთელი პერსონალიო...

Posted by: მეტამორფოზა 27 Nov 2020, 16:07
zviadcardio
გამარჯობათ
ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ მაქვს შეკითხვა.
მაინტერესებს უბრალოდ რომელი თანამედროვე
სახელმძღვანელო შეგიძლიათ მირჩიოთ კარდიოლოგია-არითმოლოგიის მხრივ
ან პდფ ფორმატი თუ მოგეპოვებათ
გმადლობთ წინასწარ.

Posted by: Shredinger 27 Nov 2020, 17:27
zviadcardio
ვეცდები მაქსიმალურად მოკლედ დავწერო. არვიცი რამდენად არის ეს თქვენი თემა.

ამერიკაში და ევროპაში მოდაშია ე.წ "Supplements". დაბალი სანდოობა აქვს სინთეტიკურ ვიტამინების მაგრამ,

მე მაქვს კითხვა თევზის ცხიმის მიღებაზე: Cod liver Oil ასე ეძახიან ქართულად არვიცი როგორაა.

Rosita - კომპანია რომელიც ნორვეგიაში თევზებს(Cods) იჭერს და მათგან იღებს ცხიმოვან მასას, მაქსიმალურად უნარჩუნებენ სასარგებლო nutrition ებს და ა.შ

https://www.rositausa.com/products/extra-virgin-cod-liver-oil-softgels?variant=33305959563308

3-rd party ლაბორატორიებმაც დაადასტურეს რო საშიში არ არის და მაღალი სანდოობით სარგებლობს ათწლეულებია

https://www.rositausa.com/pages/cod-liver-oil-testing

ვიცი რომ ზღვის პროდუქტები ზოგადად ჯამრტელობაზე და გულზეც კარგად მოქმედებს. მაინტერესებს აი რამდენად არის ესეთი supplement ის(ნატურალური) მიღება თანამედროვე კარდიოლოგიაში მიღებული ფორმა?

მინდა მაქსიმალურად სწორი ნაბიჯები გადავდგა მომავალში პოტენციური დაავადებები რომ ავირიდო.

Posted by: kusia 27 Nov 2020, 17:58
გამარჯობა

აქაც ვიკითხვა, გთხოვთ მირჩიოთ ჩვილთა კარდიოექოსკოპისტი ვინმე ძლიერი და გამოცდილი ექიმი. ასევე ჩვილ ბავშვთა კარდეოქირურგი. ძალიან მჭირდება. user.gif

Posted by: zviadcardio 27 Nov 2020, 18:05
მეტამორფოზა
მეილი მომწერეთ და გამოგიგზავნით

Shredinger
ადრე უფრო პოპულარული იყო.
ბოლო დროს განსაკუთრებული რისკის შემცირება თითქოს ვერ აჩვენა.
მე მაინც ვფიქრობ რომ ჯანსაღ კვებას და ფიზიკურ აქტივობას ალტერნატივა არ აქვს.


kusia
ვახტანგ ხელაშვილი
ლიკა კაპანაძე
მერაბ მათიაშვილი
შემდეგ მიმართულებას თვითონ მოგცემენ

Posted by: kusia 27 Nov 2020, 18:25
zviadcardio

გამარჯობა.
მადლობა გამოხმაურებისთვის.

მუცლადმყოფი ნაყოფის გულის პათოლოგიის გამოსაკვლევად უფრო ვის მირჩევდით? user.gif

Posted by: zviadcardio 28 Nov 2020, 20:02
kusia
უმჯობესია თუ ამ შეკითხვით გინეკოლოგებს მიმართავთ.
ანუ ასეთ ექოსკოპისტს (რადიოლოგს) უკეთ გირჩევენ

Posted by: Domaci 29 Nov 2020, 13:32
zviadcardio
გამარჯობა

ჰოლტერის 48 სთ მონიტორინგი. ეს სად შეიძლება ??

გულის ფრიალი თითქმის სულ მაქვს მაგრამ გუშინ, საღამოს სიგარეტი მოწევის შემდეგ არითმია დამეწყი. მეგონა გული ეხლა გასკდება. ესეთი რაღაც პირველად დამემართა. ეს არითმია დაახლოებოთ 1 წთ გრძელდებიდა. გული ისე ფეთქავდა გარედან ჩანდა .

რეჟიმი მაავს ძაან ცუდი
ფიზიკური დატვირთვა თითქმის 0
ძილი 03:00 -დან 11:00
სიგარეტი - 1 კოლოფი 2 დღე მყოფნის
აზარტული

ჯარმთელი გული მოვინდომე ) ამდენი ცუდი ჩვევის შემდეგ.


რას მირჩევთ ექიმო

Posted by: zviadcardio 30 Nov 2020, 00:59
Domaci
QUOTE
ჰოლტერის 48 სთ მონიტორინგი. ეს სად შეიძლება ?

თითქმის ნებისმიერ კარდიოლოგიურ კლინიკაში.
ამის გარდა გჭირდებათ: ექოკარდიოსკოპია, კალიუმი, მაგნიუმი, TSH ანალიზები.
უნდა შეცვალოთ ცხოვრების წესი

Posted by: Sarti 1 Dec 2020, 19:13
გამარჯობა ბატონო ზვიად! 5 წლის წინ ვერ მოხერხდა ჩემი კორონალური ვენების გაწმენდა ერთ-ერთ კლინიკაში...
ასეთი კითხვა მაქვს: 1.ალბათ ასეთ შემთხვევაში სუბიექტური ფაქტორი მინიმალურია 2. დღეს თუ არის რაიმე სიახლე აპარატურის ან ტექნოლოგიის მხრივ.
მადლობა, პატივისცემით რეზო.

Posted by: zviadcardio 2 Dec 2020, 01:08
Sarti
მოგესალმებით.
1. დიახ, ასეა
2. არა, ამ მიმართულებით პრინციპული ცვლილება არ არის.

Posted by: 7903251 3 Dec 2020, 01:43
ბ-ნო ზვიად გამარჯობა,

გთხოვთ განმარტოთ დოპელჰერცის ომეგა 3 800 მგ. თუ გამოგვადგება ჰიპერლიპედიიმისას 10 მგ. როზულიპთან ერთად ?

20 მგ როზულიპის დანიშვნა ვერ ხერხდება ალტ ასტ-ს მატების გამო.

ასევე გთხოვთ გვირჩიოთ როზუვასტატინის კონკრეტული დასახელებები.

10 მგ როზულიპი ვერ ერევა დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინს, 140-ის ფარგლებშია. 20 მგ როზულიპის ფონზე კი 125-130- ის ფარგლებში. საერთოდ ქოლესტერინი სამიზნე თერაპიულ კორიდორშია.


შესაძლებელია, რომ სხვა დასახელების 10 მგ როზუვასტატინმა უკეთესი შედეგი დადოს ?


Posted by: zviadcardio 3 Dec 2020, 23:51
7903251
ვფიქრობ ომეგა 3 მიმართ ჩვენთან გადაჭარბებული მოლოდინებია.
ზოგადად შეგიძლიათ მიიღოთ.
კონკრეტული სახელის დაწერა არ შემიძლია.
ეს არაპირდაპირი რეკლამა გამოვა. ეს დასახელებები თქვენითაც შეგიძლიათ მოიძიოთ.
ძალიან პრინციპულია სწორი კვება. ომეგა 3ზე მნიშვნელოვანია. ამ საკითხს დიდი პასუხისმგებლობით და ნებისყოფით უნდა მოეკიდოთ.

Posted by: 7903251 4 Dec 2020, 13:07
ბ- ნო ზვიად მადლობა პასუხისათვის.

ომეგა 3 არ არის ჰიპერლიპიდემიისათვის განკუთვნილი პირველი რიგის "პრეპარატი" გასაგებია, თუმცა არც დადებითად მოქმედებს ჰიპერლიპიდემიის/გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალიდ , სწორად გავიგე ?

ბევრი დასახელების როზუვასტატინი არსებობს, მაგრამ გაუგებარია არსებითია თუ არა სხვაობა , ამიტომ გთხოვეთ რეკომენდაცია გაგეწიათ კონკრეტული პრეპარატისათვის ან პრეპარატებისათვის. მაგ: კრესტორის ფასი თითქმის 2 ჯერ მეტია ვიდრე როზულიპის. თუ კრესტორი უკეთეს შედეგს დებს, პაციენტის ინტერესიც ხომ ეგაა რომ იყიდოს ის რაც სჭირდება. თუმცა რა თქმა უნდა ნება თქვენია, შეგიძლიათ დასახელებების თქმისაგან თავი შეიკავოთ.

თქვენის ნებართვით აქვე დამატებით გკითხავთ, დაბალი სიმკვრის ქოლესტერინი 145 ზეა, 10მგ როზულიპის და დოპელჰერცის ომეგა 3 800 მგ-ის დონზე. ფიზიკური აქტივობაც ჩავრთეთ, დიეტასაც ვიცავთ... გვაქვს სხვა საშუალება რომ ვიმოქმედოთ და ჩამოვწიოთ ცუდი ქოლესტერინის დონე ? ( ომეგა 3 ამიტომ ჩავრთეთ რომ ეგებ შემოგვეშველოს)

T.CHOL. 185
HDL 39
LDL 145
VLDL 19
საერთო ტრიგლიცირიდები 95
ათეროგენის ინდექსი 3.67

მადლობა

Posted by: zviadcardio 4 Dec 2020, 19:45
7903251
QUOTE
თქვენის ნებართვით აქვე დამატებით გკითხავთ, დაბალი სიმკვრის ქოლესტერინი 145 ზეა

თუ პაციენტს უკვე აქვს სერიოზული სისხლძარღვოვანი პრობლემა (მაგ. გადატანლი მიოკარდიუმის ინფარქტი, კორონარული სტენტირება, შუნტირება) მაშინ ეს მაჩვენებელი მაღალია და მკურნალ კარდიოლოგთან კომუნიკაცია გჭირდებათ
სხვა შემთხვევაში (არა მაღალი რისკის პაციენტისთვის), ეს მისაღები მაჩვენებელია.

Posted by: 7903251 4 Dec 2020, 20:37
zviadcardio


QUOTE
თუ პაციენტს უკვე აქვს სერიოზული სისხლძარღვოვანი პრობლემა (მაგ. გადატანლი მიოკარდიუმის ინფარქტი, კორონარული სტენტირება, შუნტირება) მაშინ ეს მაჩვენებელი მაღალია და მკურნალ კარდიოლოგთან კომუნიკაცია გჭირდებათ
სხვა შემთხვევაში (არა მაღალი რისკის პაციენტისთვის), ეს მისაღები მაჩვენებელია.


არც ერთი ზემოარნიშნული პათოლოგია არ გვაქვს. გავაგრძელებთ 10 მგ როზულიპით მკურნალობას. დიდი მადლობა !

Posted by: nnn_lll 5 Dec 2020, 02:20
7903251
როზულიპს მე ვიღებ. კრესტორს დედაჩემი იღებდა ერთი თვე, მერე მანაც როზულიპით გააგრძელა. ორივე არის როზუვასტატინი, არაფერი სხვაობა არაა გარდა მწარმოებლისა და კრესტორი არის ბრენდული, ასტრა ზენეკა აწარმოებს, როზულიპს - ეგისი. თუ კრესტორს ყიდულობ, ჩათვალე რომ ყუთის და ლამაზი ლოგოს გამო ყრი ამდენ ფულს biggrin.gif რეალურად შედეგი ორივეს ერთი და იგივე აქვს. არ ვიცი, რამეს თუ ვცდები შემისწორებს ალბათ ზვიადი, რადგან მე არ ვარ ამ სფეროში ექსპერტი, უბრალდო ჩემს გამოცდილებას გიზიარებ smile.gif

Posted by: Kakasha 9 Dec 2020, 22:23
user posted imageuser posted image
დღეს ექიმმა ჩემდაუნებურად ეს კარდიოგრამა დამიდო წინ,,საგანგაშოა რამე ? თან მითხრა ეხოსკოპია გჭირდება აუცილებალდო,, რუსთავსი კარგი კარდიოლოგი ვინ არის რომ მივიდე

Posted by: zviadcardio 10 Dec 2020, 20:01
Kakasha
კარდიოგრამის მიხედვით საგანგაშო არაფერია.
ექიმის რეკომენდაციები შეასრულეთ.

Posted by: White_Shark 10 Dec 2020, 22:48
zviadcardio
ზვიად მოგესალმებით
რა მაინტერესებს ასეთი კითხვა მაქვს , მამაჩემს ბოლო დროს აქვს ხველა და ეს შეიძლება იყოს დაკავშირებულ გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან ??

ასევე რო სიარულისას მალე ვიღლებიო და მკერდთან მაქვსო რაღაც სიმძიმის შეგრძნება თითქოს მავწვებაო

რა შეიძლება ეს იყოს და რაიმე საჩქარო/საგანგაშო ხომ არ არის ?

Posted by: zviadcardio 10 Dec 2020, 23:25
White_Shark
მოგესალმებით
QUOTE
მამაჩემს ბოლო დროს აქვს ხველა და ეს შეიძლება იყოს დაკავშირებულ გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან ?

შესაძლებელია
QUOTE
სიარულისას მალე ვიღლებიო და მკერდთან მაქვსო რაღაც სიმძიმის შეგრძნება თითქოს მავწვებაო

ეს შეიძლება იყოს საყურადღებო
კარდიოლოგთან ვიზიტი და სათანადო კვლევები საჭიროა.
შესაძლოა არც არაფერი იყოს, თუმცა ასევე შესაძლებელია რომ საყურადღებო მდგომარეობა ჰქონდეს.
ამიტომ ექიმთან მისვლა არ გადადოთ

Posted by: White_Shark 10 Dec 2020, 23:56
zviadcardio
მადლობთ პასუხისთვის

Posted by: Kakasha 11 Dec 2020, 23:32
zviadcardio
ძალიან მადლობა ბატრონო ზვიად პასუხისთვის <3

Posted by: Egyptian 17 Dec 2020, 13:11
https://www.aversi.ge/ka/aversi/act/genDet/?FarmID=650100

აქედან რომელ წნევის აპარატს მირჩევთ რომ ვიყიდო?

https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=30811


ეს ვარგა?
ასეთ აპარატებს ცდომილება ბევრი აქვთ? :?

Posted by: zviadcardio 17 Dec 2020, 19:33
Egyptian
კი ბატონო ომრონი კარგი არჩევანია. ოღონდ თქვენი შერჩეული ნახევრად ავტომატურია და არ გირჩევთ.
თქვენ გჭირდებათ ავტომატური წნევის აპარატი, უსათუოდ მკლავის მანჟეტით.
თქვენივე სიიდან ოპტიმალურია ეს:
https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=30814

ასევე შეიძლება ესეც: https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=37099

თუ სწორად შეარჩევთ მანჟეტის ზომას ზომავს ზუსტად. მაგალითად თუ ადამიანს მსხვილი მკლავი აქვს ჭირდება Large, სხვა შემთხვევაში მედიუმიც საკმარისია.
ასევე გაითვალისწინეთ რომ წნევა უნდა გაიზომოთ მოსვენებულ მშვიდ მდგომარობაში


Posted by: Egyptian 17 Dec 2020, 20:01
zviadcardio
220/110 წნევის დროს რომელი დამწევის დალევა შეიძლება? ნიფედიპინი?

პასუხისთვის მადლობა, გავითვალისწინებ

Posted by: zviadcardio 19 Dec 2020, 17:39
Egyptian
უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება.
აქვს გარკვეული გვერდითი მოვლენები რაც გასათვალისწინებელია.
ყველა შემთხვევაში სჯობს კარდიოლოგთან ვიზიტი და მკურნალობის შერჩევა
* * *

Posted by: Gabo-gabo 21 Dec 2020, 23:33
გამარჯობათ.
არის შემთხვევები როცა მაქვს სტრესი,ემოციური ვარ და ვარ დაძაბული.ამ დროს მაქვს ხოლმე გულთან წვა,მოჭერის სიმძიმის შეგრძნება.წვა სწრაფად გადის და მოჭერის შეგრძნება დიდხანს გრძელდება.წლინახევრის წინ ვიყავი კარდიოლოგთან(მაშინ არ მქონდა ოღონდ ამდენი ჩივილები) გავიკეთე ეხო და ფიზ.ფესტი.ნორმაში იყო ყველაფერი.ვარ 32 წლის.შეიძლება საშიში იყოს ასეთი პრობლემები?

Posted by: nnn_lll 25 Dec 2020, 10:46
zviadcardio
გამარჯობა.
ჩემი შემთხვევა ალბათ გახოვთ, მაგრამ კიდევ ერთხელ დავწერ:
წელიწადნახევრის წინ გადავიტანე მწვავე ინფარქტი, მიდგას სტენტი, ამის გარდა ორი 50%ზე ნაკლები შევიწროვება მაქვს არტერიებში.
სიმპტომები რაც სტენტი ჩამიდგეს აღარ მქონია, 2ჯერ გავიკეთე დატვირთვის ტესტი და დაბალი რისკი აჩვენა. მოკლედ სომპტომები არ მაწუხებს, მაგრამ ეს დიაგნოზი მაქვს. ვიღებ პლავიქსს, ასპირინს, როზუვასტატინს+ეზეტიმიბს, ასევე ვიღებ მელატონინსაც ხანდახან.
ახლა ვაპირებ თმის ცვენის მკურნალობის დაწყებას - ფიანსტერიდით და მინოქსიდილით.
ამ მედიკამენტებზე რას მეტყვით განსაკუთრებით მინოქსიდილზე ( არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ მათ მაინც ვერ ვენდობი, კარდიოლოგის პასუხის გარეშე) რეალურად, როცა რისკად მითითებულია სტენოკარდია, რაც მე არ მივლინდება ტესტებში, მინოქსიდილის მიღება რამე სერიოზულ საფრთხეს შემიქმნის? და ფინასტერიდზეც რომ მითხრათ თუ შეიძლება. ვიცი რომ ცოტა სცდება თქვენს სფეროს, მაგრამ მადლობელი დაგრჩებით თქვენი პერსპექტივიდან თუ მიპასუხებთ.

Posted by: zviadcardio 26 Dec 2020, 00:40
Gabo-gabo
ზეპირად ძნელი სათქმელია.
ექოკარდიოსკოპიის და დატვირთვის ტესტის განმეორებით ჩატარება კარგი იქნებოდა.
ზოგადად არ გავს საშიშ მდგომარეობას

nnn_lll
დიახ, მთლად ჩემს პროფესიასთან ახლოს მდგომი წამლები არ არის.
ვერ ვიტყოდი რომ სასურველი თუმცა არც აკრძალული წამლებია თქვენთვის.
ანუ შეიძლება გამოყენება
აქვე ჩემს მოკრძალებულ აზრს მოგახსენებთ, რომ ამით თქვენი პრობლემა მხოლოდ თუ გადავადდება, თორემ - არ მოგვარდება.
წარმატებები

Posted by: nnn_lll 26 Dec 2020, 14:03
zviadcardio
მადლობა, კარდიოლოგის კონტროლი რომ არ გამეტარებინა არ შემეძლო ისე მიღება არანირი წამლის biggrin.gif
QUOTE
აქვე ჩემს მოკრძალებულ აზრს მოგახსენებთ, რომ ამით თქვენი პრობლემა მხოლოდ თუ გადავადდება, თორემ - არ მოგვარდება.

დიახ, ეგ ვიცი, მაგრამ, ვფიქრობ, განსხვავებაა 26 წლის ასაკში გამელოტდები თუ 40 წლის biggrin.gif

Posted by: Sean 26 Dec 2020, 21:31
zviadcardio
მოგესალმებით

დღეის მონაცემებით რაც ცნობილია რამდენად შეიძლება კოვიდმა გულის კუნთის ანთება გამოიწვიოს რაზეც ექიმი გურული საუბრობდა

თუ შეუძლია დაახლოებით რამდენ ხანში, და თქვენი აზრით სასურველია კოვიდგადატანილმა გულის გამოკვლევები ჩაიტაროს?>

და ერთიც კარდიოგრამაზე თუ ჩანს ეგ ანთება ექო რომ არ გავაკეთო

Posted by: zviadcardio 27 Dec 2020, 00:21
Sean
როგორც წესი ეს საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს და ასეთი პაციენტი კლინიკაში ხვდება.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ პაციენტს რომელმაც ბინაში მეტ ნაკლებად მსუბუქად გადაიტანა კოვიდი უმცირესი შანსი აქვს რომ მიოკარდიტი ჰქონდეს.
თუ რამე ეჭვი არსებობს გამოკვლევები მაშინვე უნდა დაიგეგმოს. ის მიდგომა რომ კარდიოლოგიურად აბსოლუტურად უსიმპტომო ყველა პაციენტს, კოვიდის შემდეგ, აუცილებლად ვაკეთებინოთ კარდიოლოგიური კვლევები არასწორია.
მხოლოდ კარდიოგრამით არა, როგორც მინიმუმ ექოკარდიოსკოპიაც აუცილებელია.

Posted by: Lаki 28 Dec 2020, 16:10
ვიღებთ ტრიპლექსამს
გვიჩიეს ამლესა-ზე გადასვლა, ან მის შემცვლელ პერინდოპრილი + ამლოდიპინი -ზე
რას გვირჩევდით, მათ შორის რომელი წამალი სჯობია და რა დოზით
კაპტოპრილს ვიღებთ 10/2,5/10

კიდევ ეს გვაინტერესებს: ტრიპლექსამი მხოლოდ დამწევია თუ მარეგულირებელიცაა.
ამლესაზე გვითრხეს რომ მაღალს დაბლა წევს და დაბალს მაღლაო. (ანუ, ე.წ. მარეგულირებელიაო)
პერინდოპრილი + ამლოდიპინი ამ ფორმით, როგორც ჩანს საქართველოში არ იყიდება biggrin.gif

Posted by: Shredinger 28 Dec 2020, 21:04
zviadcardio
გამარჯობათ

დაბალი კალიუმის გამო კარდიოლოგმა დამინიშნა პანანგინი ფორტე 10 დღე.

მაინტერესებს თქვენი შეხედულებაც.

ვიცი რომ სინტეტიკური წამლები კალიუმის, მაგნიუმის და ა.შ ასაწევად დიდად არ მუშაობს და ჯობს ნატურალური საკვებიდან მივიღოთ.
მითუმეტეს მხოლოდ 10 დღე თუ ვსვი რას მიშველის თუკი 1-2 თვის მერე ისევ დამიწევს კალიუმი.

P.S კარტოფილს და ბანანს დიდი რაოდენობით ვიღებ, შეილება ავოკადოც დავუმატო ზოგჯერ smile.gif

Posted by: Gabo-gabo 29 Dec 2020, 00:43
QUOTE (zviadcardio @ 26 Dec 2020, 00:40 )
Gabo-gabo
ზეპირად ძნელი სათქმელია.
ექოკარდიოსკოპიის და დატვირთვის ტესტის განმეორებით ჩატარება კარგი იქნებოდა.
ზოგადად არ გავს საშიშ მდგომარეობას

nnn_lll
დიახ, მთლად ჩემს პროფესიასთან ახლოს მდგომი წამლები არ არის.
ვერ ვიტყოდი რომ სასურველი თუმცა არც აკრძალული წამლებია თქვენთვის.
ანუ შეიძლება გამოყენება
აქვე ჩემს მოკრძალებულ აზრს მოგახსენებთ, რომ ამით თქვენი პრობლემა მხოლოდ თუ გადავადდება, თორემ - არ მოგვარდება.
წარმატებები

ვიყავი კარდიოლოგთან ეხო და კარდიოგრამა გადამიღო.წესრიგში მქონდა ყველაფერი.
ნევროზული უნდა იყოსო და ნევროლოგთან გამიშვა.
დღეს მქონდა ახალი სიმპტომი კიდევ.სკამზე ვიჯექი და დამიწყო გულმა ბაგაბუგი,მერე პულსი შემინელდა თითქოს უნდა გაჩერდესო,სამი ოთხი წამი გაგრძელდა სულ,ესეთი რაღაცა პირველად დამემართა.ჰოლტერიც ხომ არ გავიკეთო რას მირჩევთ?

Posted by: zviadcardio 30 Dec 2020, 00:37
Lаki
ასეთი გაგებით მარეგულირებელი რომ დაბალ წნევას მაღლა წევს და მაღალს დაბლა - ბუნებაში არ არსებობს. ეს პაციენტებში გავრცელებული მორიგი ლეგენდაა. ეს საკითხი დაივიწყეთ. ყველა მარეგულირებელი რეალურად წნევას აქვეითებს.
ახლა სხვა საკითხები
თუ ტრიპლიქსამი 10/2.5/10მგ საჭიროა თქვენთან წნევის მოსაწესრიგებლად მას ვერც ამლესა შეცვლის და ვერც ამლოდიპინ პერინდოპრილის კომბინაცია. ანუ ტრიპლიქსამი ამ ორივეზე ძლიერია. ტრიპლიქსამის ამ წამლებით ჩანაცვლება მხოლოდ მაშინ შეიძლება თუ პაციენტის წნევა არა ნორმალური, არამედ სტაბილურად ნორმაზე დაბალი გახდება.
QUOTE
პერინდოპრილი + ამლოდიპინი ამ ფორმით, როგორც ჩანს საქართველოში არ იყიდება

რა თქმა უნდა იყიდება, თან ბევრი სახელით: პრესტანსი, ამლესა, ამრადიპინი და ა.შ.

Shredinger
მიიღეთ ეს 10 დღე და პარალელურად საკვებით აქტიურად შეუწყეთ ხელი. უმჯობესია თუ კვებით გაასწორებთ ამ საკითხს.

Gabo-gabo
დიახ, 48სთ ჰოლტერი სასურველია.
პარალელურად მნიშვნელოვნად შეზღუდეთ კოფეინი, ენერგეტიკული სასმელი, თამბაქო და ალკოჰოლი

Posted by: Lаki 30 Dec 2020, 09:48
zviadcardio
გასაგებია up.gif
მადლობა

Posted by: tigvi 31 Dec 2020, 22:01
გამარჯობათ ზვიად ექიმო, გილოცავთ დამდეგ ახალწელს. ფარმადეპოს აფთიაკში ტრიმეკორის ნაცვლად მომცეს სეტალი mr ერთნაირებია და ეს ჯობია ტრიმეკორს ბევრადო ესიყიდე ყოველთვისო. რასმირჩევ სეტალი ჯობია ტრიმეკორს? ვჯავრობ რავაგამოვართვითქო

Posted by: zviadcardio 2 Jan 2021, 01:23
tigvi
მოგესალმებით, მრავალს დაესწარით.
იგივე ნივთიერებაა და რომელს შეიძენთ პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.
სანერვიულო არაფერია.

Posted by: Sean 4 Jan 2021, 20:49
zviadcardio
მოგესალმებით მრავალს დაეწარით
რა მინდა გკითხოთ, თუ გახსოვთ სისხლში ეოზინოფილების რაოდენობაზე გკითხეთ მომატებაზე
თქვენი ინფორმაციით ბეტა ბლოკერებმა შეიძლება მოახდინონ გავლენა ამ ეოზინოფილებზე?
ერთ-ერთ სტატიაში ასე წერია და რამდენად სანდო შეიძლება იყოს
https://www.doctors.ge/diseases/eosinophilia
თუ ეგრეა აღარ მივალ ექიმთან ტყუილად და მაგას დავაბრალებ ბეტალოკ-ზოკს ვიღებდი კარგა ხანს და მაგას დავაბრალებ smile.gif

Posted by: zviadcardio 7 Jan 2021, 03:51
Sean
ვერ ვიტყოდი რომ ეს კლასიკურად ახასიათებს ბეტა ბლოკატორებს. ეოზინოფილიას შესაძლოა მრავალი მიზეზი ჰქონდეს, ასე რომ ხელაღებით პირდაპირ ბეტა ბლოკატორის მიზეზზე აქცენტირება სწორად არ მიმაჩნია.
შობას გილოცავთ.

Posted by: IONx64 26 Jan 2021, 16:48
მოგესალმებით ყველას.

დახმარება მჭირდება თქვენგან ერთ საკითხში

მოკლედ ღამე გულის უეცარი ტკივილი თუ ჩხვლეტა რომ გამოგაღვიძებს რასთან გვაქვს საქმე და რა პრეპარატებს უნდა მივმართოთ?

უკვე მეორედ შეემთხვა მამაჩემს.

ან ვის უნდა მივმართოთ ამ შემთხვევაში?

არ დაიზაროთ პასუხი დიდი მადლობა.

Posted by: dodij 27 Jan 2021, 15:35
მოგესალმებით ბატონო ზვიად, მოგილოცავთ ყველა ჩავლილ დღესასწაულს და ნინოობას.
ვარ 41 წლის მამაკაცი. ბოლო 3-4 წელია მაწუხებს პერიოდულად მაღალი წნევები.
ნოემბერში გადავიტანე კოვიდი, თუმცა საკმაოდ მსუბუქად. დღეს ვიყავი გულის კვლევაზე, ასეთი დასკვნა მომცეს და თან მითხრა რომ საჭიროა კორონაროგრაფია.
გთხოვთ შეხედოთ, რამდენად საშიშია ეს მოცემულობა და რამდენად აუცილებელია კორონაროგრაფია?
მადლობა წინასწარ

კვლევის ფოტოები მოცემულია ქვემოთ

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: zviadcardio 27 Jan 2021, 19:24
მოგესალმებით.

IONx64
კარდიოლოგს უნდა მიმართოთ.
ზოგადად იზოლირებულად ღამით გულის პრობლემით გამოწვეული ტკივილი კლასიკური არ არის, თუმცა უსაფრთხოების მიზნით კარდიოლოგთან ვიზიტს გირჩევთ

dodij
მხოლოდ ამ კვლევით მკაფიო საჭიროება კორონაროგრაფიის არ ჩანს.
თუ გულმკერდში გამოკვეთილი ტკივილი გაქვთ - დაგეგმეთ კორონაროგრაფია.
თუ გამოკვეთილი ტკივილი არ გაქვთ - მიბრძანდით კარდიოლოგთან და გაიკეთეთ დატვირთვის ტესტი. დატვირთვის ტესტი გეტყვით გჭირდებათ თუ არა კორონაროგრაფია

Posted by: dodij 27 Jan 2021, 21:18
QUOTE
dodij
მხოლოდ ამ კვლევით მკაფიო საჭიროება კორონაროგრაფიის არ ჩანს.
თუ გულმკერდში გამოკვეთილი ტკივილი გაქვთ - დაგეგმეთ კორონაროგრაფია.
თუ გამოკვეთილი ტკივილი არ გაქვთ - მიბრძანდით კარდიოლოგთან და გაიკეთეთ დატვირთვის ტესტი. დატვირთვის ტესტი გეტყვით გჭირდებათ თუ არა კორონაროგრაფია

ბატონო ზვიად, ტკივილი მაქვს უფრო ყრუ, ჩხვლერის საზით და პერიოდულად, მაგალითად დღეს საერთოდ არ მქონია, გუშინ მთელი დღის პირველი ნახევარი მქონდა, ასევე ხველებისას მქონდა შევამჩნიე, მხოლოდ ხველის დროს. კარგად რომ გავერკვიო, მკვეთრად გამოხატულს აუტანელ და ინტენსიურ ტკივილს გულისხმობთ ხომ?
კონტრ პულსაციაზე რას იტყვით? ესაც შემომთავაზეს

Posted by: IONx64 27 Jan 2021, 21:36
zviadcardio
მადლობა გამოხმაურებისთვის. მივმართავთ აუცილებლად.

Posted by: zviadcardio 30 Jan 2021, 22:09
dodij
მე მაინც გირჩევდით თქვენს კარდიოლოგს შეუთანხმოთ და დატვირთვის ტესტი დაგეგმოთ

Posted by: dodij 30 Jan 2021, 22:20
QUOTE
dodij
მე მაინც გირჩევდით თქვენს კარდიოლოგს შეუთანხმოთ და დატვირთვის ტესტი დაგეგმოთ


ეს კონტრ პულსაცია მირჩია კარდიოლოგმა და ამიტომ მაინტერესებდა რამდენად შეუძლია ამ პროცედურებს მსგავსი პრობლემის მოგვარება?

Posted by: zviadcardio 31 Jan 2021, 19:20
dodij
მკურნალობის მეთოდის არჩევამდე მე ჯერ დატვირთვის ტესტს გირჩევთ.
ოღონდ მკურნალ კარდიოლოგთან შეთანხმებით.

Posted by: Sean 9 Feb 2021, 14:24
zviadcardio
პმ ნახეთ თუ შეიძლება

Posted by: zviadcardio 11 Feb 2021, 22:37
Sean
გიპასუხეთ

------------------------------------------------------------

Posted by: Khatuta 22 Feb 2021, 22:47
მოგესალმებით,
გულზე მაქვს სიმძიმის შეგრძნება + მარცხენა მკლავის პერიოდული ტკივილი. მაინტერესებს მკლავის სიმპტომი გულთან კავშირში შეიძლება რომ იყოს? 4-5 წლის წინ ტახიკარდიაზე ვიმკურნალე, სხვა მხრივ გულს არ შევუწუხებივარ სერიოზულად.

Posted by: diesel13 24 Feb 2021, 00:34
გამარჯობა
ვარ 25 წლის მამაკაცი

დაახლოებით 16-17 წლიდან დამეწყო გულძმარვის შეგრძნება და არითმია. არითმია მქონდა ძალიან იშვიათად შეიძლება თვეში ერთი-ორჯერ ან შეიძლება კვირაში ერთჯერ მოკლედ საკმაოდ დიდი ინტერვალებით მქონდა. გულძმარვა თითქმის ყოველ დღე მაწუხებს წვის შეგრძნება მკერდის არეში. იმის მერე ძალიან ბევრჯერ გავესინჯე გულზეც და კუჭზეც. გულზე კარდიოგრამა ძალიან ბევრჯერ გადავიღე , ექოსკოპიაც. 24 საათიანი ჰოლტერიც მეკეთა მაგრამ მაინცდამაინც იმ დროს არ უქნია. მას შემდეგ ორი წლის წინ ზაფხულზე გამიხშირდა არითმიები ძალიან ყოველ დღე მქონდაბ განსაკუთრებით საღამოობით წუთში 5-10 დარტყმას ტოვებდა მგონი(ამ დროს უკვე რომ მივედი დავაფიქსირეთ კარდიოგრამაზეც).მერე ექიმმა დამინიშნა კონკორი და მეორე წამლის სახელი არ მახსოვს მაგრამ არ მიშველა. მერე მეთვითონ მოვიძიე ინფორმაცია და ექიმთან შეთანხმებით დავლიე (როტავიტ კარდიო) რომელმაც მეორე დღიდანვე მიშველა. 20 დღე ვსვამდი იმის მერე ორი წელი გავიდა და არ შევუწუხებივარ მაქსიმუმ თვეში ერთიბორჯერ მეგრძნო როგორც ადრე. ეხლა რამოდენიმე დღის წინ ისევ დამეწყო მოხშირებულად დღეში რამოდენიმეჯერ და დავიწყე როტავიტ კარდიოს მიღება მაგრამ აღარ მშველის და რამე გამოსავალი თუ არსებობს?
გულძმარვა წვის შეგრძნება ისევ მაქვს მაგაზეც ბევრჯერ გავესინჯე ნათურა გადავყლაპე და მჟავიანობას მეუბნებიან მხოლოდ მაგრამ ვერ ვუშველე.

Posted by: Pey1 24 Feb 2021, 19:24
diesel13

ექსტრასისტოლები გაწუხებს შენც?

Posted by: Oldmak888 25 Feb 2021, 06:51
zviadcardio
გამარჯობა კიდევ ერთხელ ბატონო ზვიად,მოკლედ ასეთი კითხვა მაქვს...დედაჩემს დაემართა მეორეჯერ უკვე,47 წლის არის,დილით ადგომისას გული უჩქარდება ხოლმე,ყავას იღებს დღეში სადღაც 5 ჭიქას მაინც,სიგარეტსაც ეწევა...ამასწინებზე სამსახურშიც ცუდად გაუხდა გული,ოფლს ასხამს და თითქოს უჰაერობას გრძნობსო,მოკლედ დიდი რაოდენობით იღებს უნალექო ყავას და ვითომ ეს ერთ-ერთი ფაქტორი ხომ არ არის ?

Posted by: Sean 26 Feb 2021, 22:01
zviadcardio
მოგესალმებით ფარისებრის აუტოიმუნური თირეოდიტი დამიდგინდა ტსჰ-0,01 , როგორც გავიგე ამ დროს მოციმციმე არითმიის განვითარების შანსია, ბეტალოკ ზოკი 25 მგ ვერ უშველის ამ საქმეს? ან რამე სხვას ხომ არ მირჩევთ მადლობა

Posted by: Kakasha 26 Feb 2021, 22:22
diesel13
კარდიო ნერვოზისთვის არ დაგიბრალებია არასოდეს შენი მდგომარეობა ? ტკივილებიც ხომ არ გავქს გულის არეში ?

Posted by: zviadcardio 26 Feb 2021, 23:41
Khatuta
შესაძლებელი არის.
რეკომენდებულია კარდიოლოგთან ვიზიტი და სათანადო კვლევები, მათ შირის ფიზიკური დატვირთვის ტესტი

diesel13
როცა გახშირებული გექნებათ იმ პერიოდში გაიკეთეთ ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი. ასევე რეკომენდებულია კალიუმი, მაგნიუმი, ფიზიკური დატვირთვის ტესტი, TSH. ეს პერიოდულად გექნებათ, უხშირესად საშიში არ არის

Oldmak888
უნდა აკრძალოს თამბაქოც და კოფეინიც.
მივიდეს კონსულტაციაზე კარდიოლოგთან

Sean
შესაძლოა უშველოს, შესაძლოა არც იყოს საჭირო. ენდოკრინოლოგის სამუშაოა და ის გადაწყვეტს მათ შორის ბეტა ბლოკატორი (ბეტალოკი) რამდენად საჭიროა.

Posted by: papanwkuri 2 Mar 2021, 13:35
ბატონო ზვიად გამარჯობა. ადრე თქვენი პაციენტი ვიყავი, სინუსის კვანძის სიაუსტის სინდრომი მქონდა, პაუზები მქონდა 3 წამამდე. იმის მერე გავიდა თუთქმის ზ2 წელი და დიდად აღარ ეწვუწუხებივარ ამოვარდნებს, ამ ხნის განმავლობაში ჰოლტერიც გავიკეთე ირჯერ და პაუზა არ დაფიქსირებულა.

ეს რამდენიმე დღეა ისევ შემაწუხა მგონი გულმა.
ფეხით სიარული დავიწყე ხშირად სამსახურში და სიარულის დროს რამდენჯერმე მქონდა მკერდის შუაში ზუსტად ვერტიკალურად წამიერად მომიჭერს ძლიერად,თითქოს რაღაც მექაჩება და ამ დროს რამდენჯერმე ამომახველებს ამ მოჭერების გამო, ასევე ზურგის მხარესაც ზუსტად შუაში იგივე ნაირიად მიჭერს. ორივე შემთხვევაში ეს შეგრძნება ცოტა მარჯვენა მხარეს გადააქ.
კუჭზეც პრობლემა მაქ და რამდენად შეიძლება კუჭის ბრალი იყის და არა გულის.

მამაკაცი, 29 წლის.

Posted by: zviadcardio 2 Mar 2021, 22:29
papanwkuri
უდიდესი ალბათობით ეს არ უნდა იყოს გულის ბრალი.
თუმცა უსაფრთხოების მიზნით ფიზიკური დატვირთვის ტესტს გირჩევთ.

Posted by: papanwkuri 3 Mar 2021, 03:48
QUOTE (zviadcardio @ 2 Mar 2021, 22:29 )
papanwkuri
უდიდესი ალბათობით ეს არ უნდა იყოს გულის ბრალი.
თუმცა უსაფრთხოების მიზნით ფიზიკური დატვირთვის ტესტს გირჩევთ.

მადლობა.





.....................................

Posted by: nnn_lll 4 Mar 2021, 03:20
zviadcardio
გამარჯობა.
აპრილში დაიგეგმა კორონაროგრაფია და ძალიან მეშინია. თავად ეს პროცედურა ორჯერ მაქვს ჩატარებული და ორჯერვე ფხიზელ გონებაზე, ძაან გამიჭირდა გაძლება, ფსიქოლოგიური ტრავმა მივიღე ძალიან დიდი (სიზმრებში მესიზმრებოდა და მაღვიძებდა ეს შიში და რავი მოკლედ ძაან ცუდად ვიყავი).
არის რამე რეალური, ძლიერი საშუალება ან რამე რასაც მსგავს პაციენტისთვის საშიშ პროცედურებზე იყენებენ ხოლმე რომ უბრალოდ დაიკიდოს ყველაფერი პროცედურის დროს?
მგონია რომ მესამედ ამ საშინელებას ვეღარ გავუძლებ... sad.gif
და კიდევ, თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ, ცხიმის გარეშე ტაფაზე შემწვარი ბოსტნეული ქოლესტერინს მაინც აწევს მაღლა?

Posted by: shonsky 4 Mar 2021, 19:47
zviadcardio
გამარჯობა ბატონო ზვიად, გულზე გამოკვლევები ჩავიტარე აშშ-ში, თუმცა აქ ექიმთან რომ ჩაეწერო ძალიან დიდი დრო სჭირდება, 7 აპრილს მიწევს ვიზიტი, მანამდე თხოვნა მექნება რომ გადახედოთ.უბრალოდ გეგმიური შემოწმება იყო.https://photos.app.goo.gl/kgBdfKh1S42T6c2E7

Posted by: zviadcardio 4 Mar 2021, 21:37
სალამი
nnn_lll
QUOTE
რის რამე რეალური, ძლიერი საშუალება ან რამე რასაც მსგავს პაციენტისთვის

არის და ამას ეფექტურად ვიყენებ ემოციურ პაციენტებთან ჩემი პროცედურების (მაგალითად აბლაციის ან პეისმეიკერის/კარდიოვერტერის იმპლანტაციის) დროს.
გაესაუბრეთ ექიმს, აუხსენით თქვენი ვითარება. დაანახეთ საჭიროება რომ არასტანდარტულ მიდგომას საჭიროებთ და ამას გაითვალისწინებს.

QUOTE
ქოლესტერინს მაინც აწევს მაღლა?

არა
რაღაც უნდა მიირთვას ადამიანმა და ეს ერთ ერთი კარგი საკვებია

shonsky
QUOTE
თუმცა აქ ექიმთან რომ ჩაეწერო ძალიან დიდი დრო სჭირდება, 7 აპრილს მიწევს ვიზიტი,

აქაც smile.gif
ჩემთან უფრო ხანგრძლივი რიგია.
გთხოვთ გახსოვდეთ რომ ონლაინ კონსულტაცია რეალურს ვერ შეცვლის
ახლა საქმე:
პრაქტიკულად ყველაფერი ნორმაშია. ჰოლტერზე შედარებით საყურადღებოა 2.1 წმ პაუზა.
ხაზგასმით ვამბობ რომ ეს საშიში არ არის. თუმცა საყურადღებოა და მონიტორინგს/დაკვირვებას საჭიროებს. ანუ იდეაში, თუ ჩივილები საერთოდ არ გაქვთ 6 თვეში ერთხელ ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი საჭიროა.
იკრძალება თამბაქო / მოსაწევი / თაფლი.



Posted by: shonsky 5 Mar 2021, 05:53
უღრმესი მადლობა, გული არ მაწუხებს, თუმცა ძალიან მშიშარა ვარ და გული გამოკვლეული მაქვს ბოლო 2 წელიწადში ალბათ 5-ჯერ. აქ ექიმები ანალიზების შემდეგ არც გეხმაურებიან, თქვენნაირად სრულყოფილი პასუხი მე არავისგან მიმიღია. კიდევ ერთხელ მადლობა რომ უანგაროდ ხალხის სამსახურში ხართ.

Posted by: nnn_lll 5 Mar 2021, 14:44
zviadcardio
მადლობა დიდი.

Posted by: nnn_lll 6 Mar 2021, 20:27
zviadcardio
გამარჯობა ისევ მე გაწუხებთ.. პლავიქსიც გააქრეს ამ გარეწრებმა... კლოპი დენკი შეცვლის რომ ვიყიდო? ჩემს ექიმს ვერ ვუკავშირდები არადა დილით უნდა დავლიო აუცილებლად

Posted by: zviadcardio 7 Mar 2021, 12:09
nnn_lll
შეიძლება შემცვლელად ნებისმიერი კლოპიდოგრელი, მათ შორის ესეც.

Posted by: nnn_lll 7 Mar 2021, 14:04
QUOTE (zviadcardio @ 7 Mar 2021, 12:09 )
nnn_lll
შეიძლება შემცვლელად ნებისმიერი კლოპიდოგრელი, მათ შორის ესეც.

ზოგადად, რომელს მირჩევთ, თქვენც რომ ენდობით და დანიშნავდით?

Posted by: zviadcardio 7 Mar 2021, 14:25
nnn_lll
რეალურად დიდი სხვაობა არ არის. ამიტომ მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით შეარჩიეთ

Posted by: nnn_lll 7 Mar 2021, 14:28
zviadcardio
ოკ დიდი მადლობა.

Posted by: Khatuta 8 Mar 2021, 21:05
zviadcardio
უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის

Posted by: nardu7ki 11 Mar 2021, 13:06
გამარჯობა
რაღაცა წვის შეგრძნება მაქვს პერიოდულად გულის არეში,გულისცემის ტემპიც ძირითადად მაღალი,ეს შეილება ნერვულ ფონზე ხდება...წნევებიც მომატებული მაქვს აშკარად 130/90 120/80...ძილიც მერღვევა რო ვნერვიულობ smile.gif
არადა რავი ერთი თვეა რაც ვერავარ აქამდე წნევა რაიყო არვიცოდი
28 წლის მამაკაცი
* * *
უნდა მივყვე გამორიცხვის მეთოდით კარდიოლოგთან,ნევროლოგთან...
სად და ვის მირჩევდით კარგ ექიმებს ყურადღება რო მოგაქციოს ადამიანურად?

Posted by: diesel13 11 Mar 2021, 14:21
QUOTE (Pey1 @ 24 Feb 2021, 19:24 )
diesel13

ექსტრასისტოლები გაწუხებს შენც?

კი გულის ცემას მიტოვბს და თითქოს გულში რაღაც შექანდაო შეგრძნებას მაძლევს და თითქოს დახველების შეგრძნება მაქ
* * *
QUOTE (Kakasha @ 26 Feb 2021, 22:22 )
diesel13
კარდიო  ნერვოზისთვის არ დაგიბრალებია არასოდეს შენი მდგომარეობა ? ტკივილებიც ხომ არ გავქს გულის არეში ?

არა ტკივილები არ მაქვს.,............მ.
* * *
QUOTE (zviadcardio @ 26 Feb 2021, 23:41 )
Khatuta
შესაძლებელი არის.
რეკომენდებულია კარდიოლოგთან ვიზიტი და სათანადო კვლევები, მათ შირის ფიზიკური დატვირთვის ტესტი

diesel13
როცა გახშირებული გექნებათ იმ პერიოდში გაიკეთეთ ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი. ასევე რეკომენდებულია კალიუმი, მაგნიუმი, ფიზიკური დატვირთვის ტესტი, TSH. ეს პერიოდულად გექნებათ, უხშირესად საშიში არ არის

Oldmak888
უნდა აკრძალოს თამბაქოც და კოფეინიც.
მივიდეს კონსულტაციაზე კარდიოლოგთან

Sean
შესაძლოა უშველოს, შესაძლოა არც იყოს საჭირო. ენდოკრინოლოგის სამუშაოა და ის გადაწყვეტს მათ შორის ბეტა ბლოკატორი (ბეტალოკი) რამდენად საჭიროა.

24 საათიანის გაკეთებას ვფიქრობ მაგრამ არ ვიცი დიდად თუ ეგნება მნიშვნელობა. ორი წლის წინ როცა მოხშირებული მქონდა მითხრეს რო მიტოვებდა გულისცემას როცა გამსინჯეს კარდიოგრამაზე ახლაც შენახული მაქვს მგონი, ექსტროსისტოლიას უძახიან მგონი. ამ ბოლო დროს ღამე რო ავდგები გული მაგრად მიჩქარდება ხოლმე ისე რო დაჯდომა მინდება. არ ვეწევი არ ვსვავ. ყავას ვსვავდი ბოლო პერიოდში ყოველ დღე და ეს ერთი კვირაა დავანებე თავი და ღამით გულის აჩქარებას აღარ შევუწუხებივარ იმდენად. არითმია უფრო მოსვენებულ მდგომარეობაშI მაქვს ხოლმე რო დავწვები უფრო მეტად მარჯვენა გვერდზე მაშინ ან ზურგზე და ეს რაღას უნდა ნიშნავდეს. ეხოსკოპია გულის გადაღებული მაქვს და ყველაფერი რიგზე იყო

Posted by: Shredinger 12 Mar 2021, 03:56
zviadcardio
გამარჯობათ, თუ შესაძლებელი იქნება PM რომ ნახოთ smile.gif

Posted by: zviadcardio 12 Mar 2021, 20:50
nardu7ki
ბევრი კარგი კარდიოლოგია თბილისში 20 მაინც.
არ გაგიჭირდებათ რომ მოიკითხოთ.
აქ რჩევა არ შეიძლება მიზეზთა გამო.
არ ვფიქრობ რომ გულში რამე სერიოზული პრობლემა გაქვთ მაგრამ აუცილებლად დაიწყეთ კარდიოლოგით

diesel13
ჰოლტერის მონიტორინგი აუცილებელია სწორი დიაგნოზტიკისთვის


Shredinger
დიახ, გიპასუხეთ

Posted by: Shredinger 12 Mar 2021, 21:32
zviadcardio
უღრმესი მადლობა smile.gif

Posted by: Kakasha 9 Apr 2021, 08:14
zviadcardiouser posted image
ბატონო ზვიად ბოდიში შეწუხებისთვის,,, რამდენიმე დღეა ორივე ფეხზე ერთი და იგივე ადგილას კოჭის ოდნავ ქვემოთ ასეთი სიწითლე მაქ თან მექავება,, შესიებბულია ორივეგან , და ოდნავ სრულ წვრილ წვრილად ვენები მეტყობა თითქოს სისხლ ჩაქცევები,,, მაგრამ ეგენი ამ მდგომარეობამდეც მქონდა,,, მივაწერო ეს ყველაფერი გაზაფხულის ალერგიას თუ გავიკეთო ყოველი შემთხვევისთვის კუაგოლაგრამა და დ დიმერი ? ვარ 24 წლის

Posted by: gigi27 9 Apr 2021, 18:12
სალამი ზვიად დიდი ხანი არ შემიწუხებიხარ იმედია კარგად ხარ..რა მინდა გითხრა,ლუდი მენატრება ძალიან 5 წელია საერთოდ არ მიმიღია ალკოჰოლი და შეიძლება ამ ზაფხულს კვირაში ერხელ მაინც რომ დავლიო 1-2 კათხა ლუდი? გული აორტის ანევრიზმა და მარცხენა პარკუჭის მსუბუქი ჰიპერტროფია მაქვს დ და კიდეც სარქველებზე მსუბუქი პრობლემები.. წონას რაც შეეხება 117 კილოდან 105 კილომდე ჩამოვედი ამ ხნის განმავლობაში იმიტო რო ვარღვევ ხოლმე დიეტას თორემ ახლა 100კილომდეც ვიქნებოდი

Posted by: zviadcardio 10 Apr 2021, 17:59
Kakasha
მოგესალმებით.
არ არის ეს ჩემი კომპეტენცია. კარგი იქნება თუ პირველ რიგში ანგიოლოგს გაესაუბრებით

gigi27
სალამი
1 კათხა შეიძლება იმ პირობით რომ თუ რამე ჩივილები (შეგრძნებები) გამოიწვია - აღარ მიიღებთ.
წარმატებები

Posted by: Kakasha 19 Apr 2021, 23:16
zviadcardio
user posted image
ბატონო ზვიად ჩემი დ დიმერი მწყობრშია ?

Posted by: zviadcardio 22 Apr 2021, 04:16
Kakasha
დიახ მწყობრშია.
ზოგადად ის ღირებულება არ გააჩნია დ დიმერს რაც ხალხს ჰგონია.
დაივიწყეთ ეს ანალიზი. მის ასე გაზომვას რამე მნიშვნელობა არ აქვს

Posted by: tigvi 22 Apr 2021, 21:40
სალამი ზვიად ექიმო. კონკორს ვღებულობდი 5მგ და ოჯახისექიმს ავეკორ 5 გამოუწერია. თუგაქაჩავს კონკორის მაგიერობას რასმირჩევ მივიღო?

Posted by: zviadcardio 24 Apr 2021, 10:30
tigvi
მოქმედი ნივთიერება იგივეა.
შეცვლით შეცვლის. შესაძლოა ხარისხში იყოს სხვაობა

Posted by: gigi27 24 Apr 2021, 20:33
zviadcardio
საღამო მშვიდობისა ზვიად .
წონის კლებასთან დაკავშირებით მინდა გკითხო ,მახსოვს სადღაც დაახლოებით 1 წლის წინ მითხარი რომ წონაში თუ დაიკლებ შვებას იგრძნობ და კარაგდ იქნებიო,მაშინ ვიყავი 117 კილო,ახლა ვარ 105-107 კილო ანუ 10 ილო დავიკელი და მაინც ადვილად ვიღლები როცა ან კიბეებზე ავდივარ ან აღმართზე,ვიღებ კონკორ კორს,პრესტანს და სორვასტას,იძვიათად პანანგინ ფორტეს,ვიცი მაშინ BMI კალკულატორი მირჩიე ხოდა მაგით ჩემი იდელაური წონა არის 91 კილოგრამი,ანუ კიდევ 14 კილოგრამი უნდა დავიკლო დაახლოებით,მაგრამ საქმე იცი რაშია?? მე იმას ვვარაუდბი რომ 10 კილოს როცა დავიკლებდი უკვე შედეგი მექნებოდა და არ მაქვს და თუნდაც რომ მივუახლოვდე იდეალურ შედეგს,მაინც არ მქონდეს კარგი შედეგი,წვალება წვალებად დამრჩება და მერე აბსოლუტურად დავკარგავ ალბათ მოტივაციას,მერე ვეღარ იტყვი რომ წონის გამო მქონდა მხოლოდ ადვილად დაღლა,არადა მე კი არა მართლა სმუქნები რომა რიან ისინი ადიან 9 სართულზე უპრობლემოდ,ჩემთვის მესამე სართულზე ასვლაც კი ძალიან დიდი დისკომფორტია,ამ წამლების ფონზეც კი sad.gif((( ახლა სტალონეს ამ ვიდეო ვუყურე და ცოტა სტიმული მომეცა ,74 წლის კაცია და რა ფორმაშია და როგორი ჯანმრთელი და ამბობს რომ ჯანმრთელობის გარეშე ან ფული რად გინდა ან რამე ცხოვრებაში,ან გამოწვევებს როგორ გაუმკალვდებიო და ასე შემდეგ,ხანდახან ძალათი დავდივარო სავარჯიშოდ დარბაზშიო,მე ვარჯიშიც რომ არ შემიძლია რა ვქნა,მხოლოდ სიარული,სიარულლი,სიარული... დავდივარ უკვე 5 წელია ფეხით და რა.. ზვიად მირიჩიე რა ვქნა ,შენ რო მირჩიე მაშინ ნებილეტი და კონკორი არ გინდაო,ვერ გავქაჩე იმიტო რო ჭამაზეც კი მაგრად მიჩქარდებოდა გული,ვგრძნობდი როგორ მიხტოდა მკერდში და მეტყობოდა კიდეც,ახლაც მეტყობა ოდნავ გული რო ცემს,მაგრამ იძულებული ვიყავი კონკორ-კორი დამეწყო ნახევრ ტაბლეტს ვსვამ,ვიცი პულსს ანელებს ხოლმე როგორც ნებილეტი,მე მითუმეტეს 45 ჩამომდი ხოლმე ხანდახან მაგრამ არ ვიცი რა ვქნა,ვერ ვნახე შუალედი რომ კარგად ვიყო,ნუთუ ვერ ვნახავ ისეთ ოქროს შუალედს რომ კარგად ვიყო მეტნაკლებად?? ეს კონკორიც რომ ვერ მშველის ფაქტია,ანუ წამლის ტერაპია ვერ მშველის მაინც ადვილად ვიღლები,მაგრამ კონკორის გარეშე უფრო ცუდად ვიქნები..თავსაც საშინლად ვგძრნობ ,იცი როგორი საშინელი განცდაა რარაც ელემანტარული გინდა და არ შეგიძლია?? მაგალითად არ შეგიძლია ზღვაში ოდნავ მაინც გაცურო რადგან არითმიებს გიკეთებს და გული გტკივდება ეგრე მიქნა შარშან წინ,ვალიდოლს ვიდებდი და იშე შევდიოდი ხოლმე ზღვაში მაგრამ მაინც ძალიან მალე ვიღლებოდი,ასევე არ შემიძლია ნორმალურად მე2 სართულზე ასვლა ან აღმართზე,სექსუალურ ცხოვრებაშიც მზღუდავს,ანუ ფაქტიურად ინვალიდი ვარ,ვიცი მოიძებნება ხალხი რომელცი ჩემზე უარეს მდგომარეობაშია,მაგრამ მაგით ხომ არ ვინუგეშებ თავს?? რა ვქნა რა გავაკეთო არ ვიცი.. იქნებ გულის პრობლემები ქირურგიულად რომ მომიგავრდეს მეშველოს ჰა?? რას მეტყვი..ვიცი ძაან ბანალურად ჟღერს მაგრამ შენ რას იზამდი მითხარი,არ მიტრა ეხლა ექიმის რჩევას მიყევიო მხოლოდ,ტყუილი იმედები არ მჭირდება,არც უბრალოდ დაიმედება ,მინდა რეალური გამოსავალი,დამეხმარე ...................

https://www.youtube.com/watch?v=Ek-m8YnCZco

Posted by: Sean 26 Apr 2021, 22:19
zviadcardio
მოგესალმებით ბოლო დროს წნევა ამდის 130-85 ძირითადად საღამოს საათებში, შეიძლება დაბალი ტსჰ-ის ბრალი იყოს? ამ მიზეზით 30 წლის ასაკიდან შეიძლება მომიწიოს დამარეგულირებელის დალევა? ან უახლოეს წლებში მაქვს მაღალი რისკი ჰიპერრენზიის?კარდიოლოგთან ვიზიტი საჭიროა? კიდე ერთი პირველ გაზოვმაზე მაღალს აჩვენებს აპარატი, მეორე და მესამეზე უფრო ნაკლებს. რომელს უნდა ვენდო ? მადლობა

Posted by: zviadcardio 29 Apr 2021, 22:23
gigi27
თქვენი ჩივილები ქირურგიულად ვერ მოგვარდება, საოპერაციო არაფერი გჭირთ.
ჩივილების მოგვარების ერთადერთი გზაა წონაში კლება და ფიზიკური ტრენინგი, ანუ ყოველდღიური სიარული.
მე მაინც ვფიქრობ რომ დღეს თქვენ უკეთ ხართ, ვიდრე თუნდაც 1 წლის წინ.
ასე გააგრძელთ, ყველაფერი კარგად იქნება.
QUOTE
მაგრამ შენ რას იზამდი მითხარი

მე თავს მოვიკლავდი და მიზანს მივაღწევდი (ასე ვაკეთებ ყველა საქმეს). არ შევიმჩნევდი დაღლას, პატარა დისკომფორტებს და წონაშიც დავიკლებდი და ფეხითაც აქტიურად ვივლიდი. აქ მთავარია ნებისყოფა და ყველაფრის დოზირებულად გაკეთება.
წარმატებები.


Sean
დაბალ მაჩვენებელს დაეყრდენით.
არ ვფიქრობ რომ ფარისებრს უნდა დავაბრალოთ ეს საკითხი.
2 კვირა პრაქტიკულად ბოლომდე აკრძალეთ მარილი, მინერალური წყალი და 2 კვირაში ეს პრობლემა აღარ გექნებათ

Posted by: merkantil 30 Apr 2021, 00:21
gigi27
თქვენ საშინლად ხართ დაპანიკებული მაგ აორტის გამო და ფსიქოლოგიური პრობლემა გაქვთ. არაა გამორიცხული, რომ ეგ გულის აჩქარებებიც, მაქედან მოდიოდეს. უბრალოდ როცა აგიჩქარდათ ერთხელ გული კიბეზე ასვლისას, შემდეგ დაუკავშირეთ თქვენს პრობლემას და მას შემდეგ სულ გიჩქარდებათ. გგონიათ, პატარა დატვირთვისას, გული ამოგივარდებათ და რახან გგონიათ, ამიტომ გემართებათ. მაგ აორტის გამო არავინ გაგიკეთებთ ევროპაში ოპერაციას და როგორც ჩანს, არც საქართველოში, აგერ გითხრათ ექიმმა.
უბრალოდ თქვენი პრობლემა ნამდვილად საყურადღებოა(ემოციები) იმიტომ, რომ ეს გაუთავებელი სტრესით და ნერვიულობით, მართლა ავნებთ თქვენს ჯანმრთელობას და ამ პრობლემას უნდა მიხედოთ.
მიაკითხეთ კარგ ფსიქიატრს და იმკურნალეთ ნევროზზე, პარალელურად დაიკელით წონაში, მაგალითად დაითვალეთ კალორიები, აზარტულიც არის და შედეგსაც ნახავთ.
სულ ნეგატიურად და სკეპტიკურად თუ იქნებით განწყობილი, ვერაფრით უშველით თავს. ჩემს დედამთილს 10 წელია ( 10 წელია ვიცით) აქვს გადიდებული აორტა და არის
ერთ ზომაზე, ოღონდ 10 წლის წინ, როდესაც გაიგო, ყოველდღე სიკვდილს ელოდებოდა, ნუ ალბათ 2-3 წლის განმავლობაში facepalm.gif givi.gif მერე დაწყნარდა.

Posted by: tchumba 18 May 2021, 22:24
ბატონო ზვიად დედას რომელიც არის 65 წლის აქვს მოციმციმე არითმია.ვიყავით თქვენთან წლების წინ,ვიყავით მედიკამენტოზურ მკურნალობაზე.ნორმალურად ვართმევდით თავს.ამ ბოლოს გაგვირთულდა მდგომარეობა წნევამ მოგვიმატა და გულიც აგვიჩქარდა.ვერ ვახერხებთ თქვენთან მოსვლას, უახლოეს პერიოდში.და ვიღებთ წამლებს რომელიც
დგვინიშნა მკურნალმა ექიმმა. წნევისღვის ვიღებტ ამპრილან hd დილით.პერსივენი შუადღისას.საღამოს ფიზიოტენზს 0.4.
გულისთვის ვიღებთ ბეტალოკ ზოკს 50.დიგოქსინს და ვარფარინს.ვიღებთ ვეროშპირონს ყოველ დღე და ფურსემიდს კვირაში ორჯერ.ამ ყველაფრის შემდეგ გულის პულსი გვაქვს 100 110.წნევა დაგვირეგულირდა.ბოლო პერიოდში გვქონდა 160,190ფარგლებში იმ პერიოდში ვსვავდით ტრიპლიქსამს..გთხოვთ მომცეთ რაიმე რჩევა იმ დრომდე სანამ თქვენთან მოსვლას შევძლებ.მადლობა ბატონო ზვიად.

Posted by: vegana2003 19 May 2021, 05:43
გამარჯობათ ბატონო ზვიად, ვარ 18 წლის ბიჭი, დაახლოებით წელნახევრის წინ გადავიტანე ძლიერი ემოციური სტრესი რის შემდეგადაც ყელში გამიჩნდა ბურთის შეგრძნება, წავედი ექიმთან,დამინიშნა წამლები და მთლიანად მომირჩა , როცა ეს მომირჩა 2 კვირის მერე უეცრად სუნთქვისი უკმარისობა დამეწყო. სატურაცია გავიკეთე სისხლში ჟანგბადი კარგად არის, კარდიოგრამაც გადავიღე გულზე და არც გულზე მჭირს არაფერი ტაქიკარდია მაქვს პატარა ნევროზულად (ექიმმა მითხრა ასე) და მითხრეს რომ ვეგეტო ნევროზი გაქვთო, შესაძლებელია ვეგეტო ნევროზს უჰაერობის სიმპტომი ქონდეს? მადლობა წინასწარ

Posted by: zviadcardio 21 May 2021, 20:58
tchumba
აუცილებელია ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი, ამის შემდეგ მოგვეცემა საშუალება სწორად და უსაფრთხოთ შევარძიოთ წამლების დოზა და პულსის სიხშირეც დავარეგულიროთ.

vegana2003
დიახ შესაძლებელია. პირველ რიგში ნევროლოგის კონსულტაცია გჭირდებათ

Posted by: TAT_TAT_TAT 27 May 2021, 23:19
გამარჯობა ბატონო ზვიად.5 დღის წინ,პაციენტს ჩაუტარდა სტენტირება.საღამოს ასტკივდა გულის მხარე,ხელი და სასწრაფომ ინფაქტიაო და საავადმყოფოში გადაიყვანა.მიყვანისთანავე გაუკეთეს კორონოგრაფია და სამი სტენტი ჩაუდგეს.როგორც მერე გავარკვიეთ,ჩაუდგამთ მეტალის სტენტი,უწამლო.გთხოვთ გამარკვიოთ,კი წავიკითხე,მაგრამ დიდად ვერ გავერკვიე,რა განსხვავებაა ამ ორს შორის და ექიმი პროცესში უნდა გამოსულიყო და უნდა ეკითხა თუ არა,რომელი სტენტი გვერჩივნა.თუ ყოველთვის საჭირო არაა,ის წამლიანი და უბრალოც იგივეა?ამ ჩემმა კითხვამ ,ისე გააღიზიანა ექიმი რომ,მასთან საუბარსაც აღარ ჰქონდა აზრი

Posted by: zviadcardio 31 May 2021, 22:29
TAT_TAT_TAT
ზოგადად ითვლება რომ წამლით დაფარული სტენტი უკეთესია, უფრო იშვიათად ვიწროვდება (რესტენოზი შედარებით იშვიათად ხდება) და შესაბამისად მნიშვნელოვნად ძვირიც ღირს.
ბევრი ფაქტორი მოქმედებს ექიმის არჩევანზე და ძნელია მე გიპასუხოთ.
მთლიანობაში შიშველი მეტალის სტენტითაც უამრავი წელი შეუძლია პაციენტს უპრობლემოდ იყოს და შესაძლოა აღმოჩნდეს რომ არც იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრინციპულად აუცილებელი ძვირადღირებული სტენტი.

Posted by: TAT_TAT_TAT 1 Jun 2021, 13:49
zviadcardio



მადლობა.

Posted by: ქეთათო 5 Jun 2021, 16:02
გამარჯობა. ზოგადად ფეხით სიარული არ მიწევს, სამსაცურიც ისეთი მაქვს უმეტესი ნაწილი ვზივარ.
ამ ბოლო დროს სიარულის დროს შევამჩნიე მკერდს შუა ჰაერივით აქვს თითქოს. ხან მაქვს ხან არა. შეიძლება გამიგრძელდეს დიდხანს. ხან უცებ გადამივლის მაგრამ უფრო მეტად უცებ არ გადამდის. რომ დავისვენებ და ვზივარ დიდი ხანი შეიძლება მქონდეს მაშინაც.

Posted by: zviadcardio 6 Jun 2021, 15:08
ქეთათო
უპირატესად ემოციურ/სტრესულ დისკომფორტს გავს.
გულის საბოლოოდ გამოსარიცხად ეკგ, ექოკარდიოსკოპია და ფიზიკური დატვირთვის ტესტია საჭირო.
თქვენს მონათხრობზე დაყრდნობით კარდიოლოგიური ჩივილი ნაკლებად სავარაუდოა

Posted by: ქეთათო 7 Jun 2021, 07:15
QUOTE (zviadcardio @ 6 Jun 2021, 15:08 )
ქეთათო
უპირატესად ემოციურ/სტრესულ დისკომფორტს გავს.
გულის საბოლოოდ გამოსარიცხად ეკგ, ექოკარდიოსკოპია და ფიზიკური დატვირთვის ტესტია საჭირო.
თქვენს მონათხრობზე დაყრდნობით კარდიოლოგიური ჩივილი ნაკლებად სავარაუდოა

მადლობა. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ პატივს გცემთ შორიდან. გაიხარეთ

Posted by: zviadcardio 10 Jun 2021, 23:53
ქეთათო
QUOTE
ვერც კი წარმოიდგენთ როგორ პატივს გცემთ შორიდან.

დიდი მადლობა

Posted by: temart 15 Jun 2021, 23:00
87 წლის ქალბატონი ერთი თვალით თითქმის ვერხედავს სისხლის ჩაქცევის გამო,მეორეთი საკმაოდ კარგად.

აქვს თავრუხვევა.

ხომ არ აჯობებს უვარგისი თვალი სახვევით დაუფარო,რამეთუ ვფიქრობ ამ თვალის გამო
აქვს თავში პრობლემები.




* * *
უკაცრავად ოფთალმოლოგიაში შემეშალა

Posted by: ლევან_ი 16 Jun 2021, 19:48
სალამი
დღეში 2 აბი ვარფარინი შესაძლებელია არ იყოს საკმარისი INR ის 2,5 მდე მისაღწევად? ანუ არის ხოლმე ხშირად ასეთი შემთხვევები?
იმიტო ვკითხულობ რო ოპერაციის მერე 1 - 1,5 აბი მყოფნიდა 2,5-3,5 შუალედში მოსაქცევად, მერე მიწევდა ნელ-ნელა გაზრდა დოზის, დღეში 3აბზეც ვიყავი ასული 1 წლის წინ დაახლოებით. ბოლო პერიოდში შევამცირე ნელ-ნელა და ვჯდებოდი ნორმაში 1/4 ით ვამცირებდი ეტაპობრივად, ჯერ 2 აბი+3/4 , მერე 2,5 აბი , მერე 2+1/4 აბი და ბოლო პერიოდში ჩამოვედი 2 აბზე.
2 კვირის წინ ავიღე ანალიზი ამ 2 აბის მიღების პერიოდში და 2,3 მქონდა INR, მარა არ გამიზრდია დოზა მაინც, ნორმაზე ოდნავ დაბალი რახან იყო. ახლა ავიღე კიდე და 1,43 მაქ... და დაბალი როცა მაქ INR ეგრევე ვგრძნობ თითებში მომენტალურად მიბუჟდება ხოლმე და მივხვდი რო დაბალი მქონდა. მოკლედ 2 აბს სვამდე ვარფარინს და მაინც ასე დაბალი გქონდეს რამდენად შესაძლებელია? რა თქმა უნდა იგულისხმება რო ყველანაირ რეკომენდაციებს ვითვალისწინებ და მწვანეს არაფერს არ ვჭამ, არ ვეწევი, მწვანე ვაშლის წვენსაც აღარ ვყიდულობ მაღაზიაში biggrin.gif
თან ვარჯიში დავიწყე და დატვირთვის დროს მგონი კიდე უფრო საშიშია დაბალი INR-ის ქონა მგონი და მეტი რისკია...

Posted by: zviadcardio 17 Jun 2021, 21:39
ლევან_ი
სალამი
1. ვიმედოვნებ მკაცრი სამედიცინო ჩვენებით იღებთ ვარფარინს
2. შესაძლოა დიეტის უკეთ დაცვა ამ საკითხის დალაგებაში დაგეხმაროთ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.healthline.com/health/dvt/warfarin-diet#foods-low-in-vitamin-k
3.
QUOTE
დღეში 2 აბი ვარფარინი შესაძლებელია არ იყოს საკმარისი INR ის 2,5 მდე მისაღწევად?

დიახ, შეიძლება.

Posted by: ლევან_ი 18 Jun 2021, 10:00
zviadcardio
სტატია წავიკითხე, მადლობა. დიეტას, რა თქმა უდნა, ვიცავ, როგორც ვთქვი.
QUOTE
ვიმედოვნებ მკაცრი სამედიცინო ჩვენებით იღებთ ვარფარინს

ეს რას ნიშნავს ვერ მივხვდი
QUOTE
დიახ, შეიძლება.

კითხვა დავსვი არასწორად. შევასწორებ, არის ხშირად შემთხვევა რომ 2აბს იღებდეს ადამიანი და 2,5 მდე ვერ ადიოდეს?
ან რამდენად არის რისკი, ან ასე ვთქვათ რა შანსია რომ 2 აბ ვარფარინს ვიღებდე, INR ასე დაბალი იყოს (1.5 ფარგლებში) და თრომბის განვითარება მოხდეს? სიკვდილის რისკი არის?

და კიდევ რა მაინტერესებს, პულსის მარეგულირებელს ვიღებ კარივალანს და მოქმედების ეფექტი დაახლოებით რამდენ ხანში აქვს? იმიტომ მაინტერესებს რომ დილას საუზმის შემდეგ არ ვსვამ ეგრევე (ვარჯიშის დღეს), უშუალოდ დარბაზში სავარჯიშოდ წასვლის წინ ვიღებ რომ მაგ დროს როცა დატვირთვას იღებს გული მაშინ იმოქმედოს ასე 1 სთ - 1,5 სთ მაქსიმუმ.
დიდი მადლობა

Posted by: zviadcardio 19 Jun 2021, 04:35
ლევან_ი
QUOTE
ეს რას ნიშნავს ვერ მივხვდი

ანუ ექიმის დანიშნულებით იღებთ ვარფარინს
QUOTE
2აბს იღებდეს ადამიანი და 2,5 მდე ვერ ადიოდეს?

შეიხლება. არის პაციენტი ვისაც 3 და მეტი აბი ჭირდება იმისთვის რომ სამიზნე inr მიაღწიოს
QUOTE
სიკვდილის რისკი არის?

უნდა გქონდეთ კომუნიკაცია თქვენს ექიმთან და ცალსახად უნდა იყოს სამიზნე ფარგლებში. 1.5 inr მიუღებელია
QUOTE
უშუალოდ დარბაზში სავარჯიშოდ წასვლის წინ ვიღებ რომ მაგ დროს როცა დატვირთვას იღებს გული მაშინ იმოქმედოს ასე 1 სთ - 1,5 სთ მაქსიმუმ.

ეს არასწორია. მიიღეთ ისე როგორც იღებთ სტანდარტულ დღეებში. ეს წამალი მაინც მთელი დღე "მუშაობს".

Posted by: ლევან_ი 19 Jun 2021, 11:42
zviadcardio
QUOTE
ანუ ექიმის დანიშნულებით იღებთ ვარფარინს

რა თქმა უნდა.
QUOTE
უნდა გქონდეთ კომუნიკაცია თქვენს ექიმთან და ცალსახად უნდა იყოს სამიზნე ფარგლებში. 1.5 inr მიუღებელია

გასაგებია. თან მეშინია და ვფრთხილობ ძაან, ყოველ 2 კვირაში ანალიზს ვიკეთებ, თან მეორეს მხრივ ვფიქრობდი რომ 2 აბს ვიღებ დღეში და თრომბი როგორ წარმოიქმნება-თქო... ე.ი. მაინც დიდი რისკია
QUOTE
ეს არასწორია. მიიღეთ ისე როგორც იღებთ სტანდარტულ დღეებში. ეს წამალი მაინც მთელი დღე "მუშაობს".

აჰა, გასაგებია.
უღრმესი მადლობა

Posted by: zviadcardio 20 Jun 2021, 18:42
ლევან_ი
QUOTE
თან მეორეს მხრივ ვფიქრობდი რომ 2 აბს ვიღებ დღეში

აბების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს INR-ს. ანუ სამიზნე მაჩვენებელს უპირობოდ უნდა მიაღწიოთ.
ერთ პაციენტს შესაძლოა მეოთხედი აბი ეყოს და მეორეს 4 აბი დაჭირდეს. თქვენი მიზანია ექიმთან მჭიდრო კომუნიკაციით მიაღწიოთ სამიზნე მაჩვენებელს.

Posted by: Shredinger 21 Jun 2021, 21:38
zviadcardio
გამარჯობათ, მაქვს სიმპათიკოტონიით გამოწვეული ექსტრა ასისტოლები, ჰოლტერი(24 სთ) მაქვს გაკეთებული 2 ჯერ, 1 წლიანი ინტერვალით და ორივეჯერ დაფიქსირდა დღე ღამის მანძილზე სიმპათიკური ნერვული სისტემის დომინანტობა.
დამიდასტურეს ოჯახის ექიმმა და ჩემმა კარდიოლოგმა და საშიში არარისო, ნუ ეს ისედაც ვიცოდი და ნევროლოგთან ვარ ჩაწერილი შემდეგ თვეში.

ჩემი კითხვა არის ესეთი: ცხელი აბაზანის მერე როცა ახალი გამოსული ვარ აბაზანიდან, ზოგჯერ თითქოს უფრო მომატებულია რითმიდან ამოვარდნები, თითქოს უფრო ძლიერად ურტყამს თუ როგორ დავარქვა არვიცი. მაგრამ 1-2 საათში გადაივლის ხოლმე.

მაგრამ ზოგჯერ ასე არ არის. 10 იდან 5 შემთხვევაში ასეა. დანარჩენ 5 შემთხვევაში პრობლემა არ მაქვს ხოლმე.

მგონი ადრეც მქონდა ასე მაგრამ ახლა დავაკვირდი და მივაქციე ყურადღება.

რამე განსაკუთრებული ხოარ ხდება?

Posted by: zviadcardio 22 Jun 2021, 23:22
Shredinger
არაფერი მნიშვნელოვანი ამ ფაქტში არ არის.
ზოგადად არ არის სასურველი ძალიან ცხელი აბაზანა

Posted by: გურამი13229 23 Jun 2021, 15:56
user posted imageuser posted imageuser posted image ბატონო ზვიად მოგესალმებით. შეგრძნების დონეზე მაწუხებს გულის აჩქარება და თითქოს სუნთქვის შეკავება. ჰოლტერზე ჩანს პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები და წინაგულოვანი რითმის მონაცვლეობა. ხომ არ ვსაჭიროებ რაიმე მედიკამენყოზურ ჩარევას. ჯერ ექიმთან მისვლას ვერ ვახერხებ.

Posted by: zviadcardio 23 Jun 2021, 19:45
გურამი13229
აქ რამე მნიშვნელოვანი არ ხდება.
ერთეული ექსტრასისტოლები ნორმის ვარიანტია.
როცა შეძლებთ გაიკეთეთ TSH, კალიუმი, სისხლის საერთო და მიბრძანდით ექიმთან.
ვიმეორებ საშიში არაფერია, ამ ყველაფრის მიზეზი შესაძლოა სტრესიც იყოს
პ.ს. სხვა დროს ექიმის გვარიც დაფარეთ (მისი უფლებებიც დავიცვათ)

Posted by: TT-KK 23 Jun 2021, 20:05
გამარჯობა

ჩემი ოჯახის წევრი, 63 წლის ქალბატონი წევს ქირურგიის ინსტიტუტში, კარდიოლოგიური განყოფილების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. გუშინ, 22 ივნისს, თიაქარის სასწრაფო ოპერაციის გაკეთებიდან მეოთხე დღეს ტრომბოემბოლია განუვითარდა. ვარიკოზი აქვს ორივე ფეხზე რთულ მდგომარეობაში და ასევე ჩიყვიც. კოვიდი არა აქვს და არც ჰქონია.
გადავიყვანოთ სადმე უკეთეს კარდიოლოგიურ დაწესებულებაში თუ ჯობია იქვე გააგრძელოს მკურნალობა, ძალიან შეშინებული და დაბნეული ვარ, ცუდის მოლოდინში, იქნებ რამე მირჩიოთ.



მადლობა ზვიადი ექიმო

Posted by: zviadcardio 24 Jun 2021, 23:28
TT-KK
მოგესალმებით.
მესმის რომ ღელავთ, თუმცა ასეთ ვითარებაში პაციენტის მართვა ყველა კლინიკაში მეტ-ნაკლებათ ერთნაირი სტანდარტით მოხდება.
არ ვთვლი რომ გადაყვანით რამე პრინციპულად შეიცვლება

Posted by: TT-KK 25 Jun 2021, 00:04
zviadcardio
დიდი მადლობა, ძალიან ყურადღებიანი ბრძანდებით.

მე თბილისში არ ვარ, რომში ვარ, მასთან მხოლოდ შვილია, დღეს უთხრეს რომ მოციმციმე არითმია შეჩერდა, მაგრამ ემბოლია მცირე ზომისაა და ფილტვის ქვედა ნაწილში არის გაჩერებული, ჰეპარინზე ჰყავთ. შვილს არ უშვებენ მასთან უკვე 2 დღეა, ეუბნებიან რომ მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და განძრევა არ შეიძლება. გონზე არის და ტელეფონით ელაპარაკება შვილს, საჭმელიც ჭამა. გადარჩენის შანსი რამდენად გვაქვს. მაპატიეთ, მაგრამ ახლანდელი მისი ექიმის იმედი არ მაქვს. როცა ცუდად გახდა და შვილმა აცნობა ექიმს, მან კორვალოლი მიაწოდა, ეს წაუღეო. მერე დიდი დრო დაკარგეს სანამ "კატე" გადაუღეს და დაადგინეს ემბოლია.

Posted by: zviadcardio 25 Jun 2021, 21:15
TT-KK
დიდი ალბათობით კარგად იქნება არ ინერვიულოთ.
თქვენი მონათხრობის მიხედვით ვფიქრობ უკვე გაიარეთ მთავარი სირთულე.
პანდემიაა და ნახვის უფლება არავის აქვს, ეს პაციენტისთვისაც ცუდია.

Posted by: TT-KK 26 Jun 2021, 01:30
zviadcardio
ღმერთმა გისმინოთ, ექიმო, დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის. ცოტა იმედი გამიჩნდა.

Posted by: გურამი13229 27 Jun 2021, 00:20
ბატონო ზვიად მოგესლმებით.ხანგრძლივად ვიღებდი ანტიდეპრესანტებს (9წელი) ქტს ინტერვლი მაქვა ზღვარზე. 440. ეხლა წამლებს აღარ ვიღებ, რამდნეიმე თვეა. მაქვს რითმებს შორის პაუზები.ჰოლტერმა აჩვენა რომ საშიში არაა. კითხვა ასეთია: 1)თუ არის შესაძლებელი ისევ დაიწიოს ქტს ინტერვლმა? 2)ან კვებით, დიეტით თუ შეიძლება ამის გამოსწორება.(ვფიქრობ ზედმეტი წონაც მაქვს) მადლობა..

Posted by: zviadcardio 28 Jun 2021, 23:22
გურამი13229
ეს ინტერვალი ნორმალურია და რამე რისკებს არ შეიცვას.
მშვიდად იცხოვრეთ

Posted by: LaBohemia 1 Jul 2021, 23:12
მოგესალმებით,
გაგიზიარებთ ჩემს თავს გადამხდარ ამბავს
ვიჯექი ტვ-სთან ვსვამდი ცივ ყავას და უცებ, გულმა დაიწყო ფრიალი, თითქოს სადღაც ჩავარდა როს მერეს დაიწყო ტაქიკარდია…
მეგონა რომ აიკვდილს თვალებში ჩავხედე, არ მქონია ტკივილი, არც ჰაერის უკმარისობა.
მაგრამ საშინელი უძლურების და პანიკის შეგრძნება რომელმაც მთელ ტანში დამიარა…
აკანკალებული ხელებით დავიდე ენის ქვეშ ქსანაქსი რომელმაც სადღაც ნახევარ საათში ცოტა გინზე მომიყვანა. ამასობაში სასწრაფოც მოვიდა, პულსი 110 მქონდა, კარდიოგრამაზე დაფიქსირდა სინუსური ტახიკარდია და სხვა არაფერი, სატურაცია 99. დამიბუჟდა ხელები. მეოთხედი ატენალოლი ენის ქვეშ და 5 წუთში პულსმა 75 ზე დაიწია…
მსგავსი კოშმარი არ გამომივლია, მაინტერესებს რისი ბრალი შეიძლრბა იყოს ?
* * *
მოკლედ, გავიკეთე ეხოსკოპია და არაფერი გჭირსო. დამინიშნა კონკორი. ეს კონკორი რომ წავიკითხე იშემიის და უკმარისობის დროს ინიშნება და რამდრნად მიზანშეწონილია ჩემთვის მაგის დალევა? არც წნევები მაწუხებს და არც ბებერი ვარ)

Posted by: zviadcardio 3 Jul 2021, 21:12
LaBohemia
შესაძლოა ჭარბი ემოციების / ემოციური ლაბილობის გამო გემართებათ სინუსური ტაქიკარდია.
110 პულსი საშიში არ არის, სავარუდოთ პანიკა აძლიერებდა ამ შეგრძნებას.
პირველ ეტაპზე ნევროლოგს მიმართეთ

Posted by: papanwkuri 14 Jul 2021, 21:18
ბატონო ზვიად გამარჯობა.
ადრე თქვენთან ვიყავი რამდენჯერმე ვიზიტზე. ამოვარდნები მაწუხებსა და პაუზები გულზე 2.9 წამიანი.
მას მერე თითქმის ორი წელი გავიდა და არ შევუწუხებივარ. წინა კვირას გავიკეთე დატვირთვის ტესტი, რადგან დიდი ხანი ნავარჯიშები არ მწონდა და სანამ დავიწყებდი მაინც გავიკეთე.
დასკვნის მიხედვითაც და როგორც კარდიოლოგმა მითხრა(ქეთევან ჩაგუნავასთან ვიყავი) არაფერი არ იყო დარვირთვის ტესტზე, მაგრამ ზუსტად მეორე დღეს დამეწყო ამოვარდნები, უკვე თითქმის 1 კვირაა მიგრძწლდება და ხშირად მაქვს ძლიერი ამოვარდნები რა დროსაც გულზე მოჭერას და ცოტა სისუსტეს და თავბრუსხვევასავით ვგრძნობ. რადგან დარვირთვის ტესტში ისეთი არაფერი არ იყო, მაინც საჭიროა 24 საათიანი ჰოლდერის გაკეთება?
მადლობა.

Posted by: zviadcardio 15 Jul 2021, 23:42
papanwkuri
მოგესალმებით.
დიახ რა თქმა უნდა საჭიროა.
თქვენ რაც არ უნდა კარგად იყოთ პერიოდულად ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი უნდა გაიკეთოთ.

Posted by: nnn_lll 16 Jul 2021, 17:10
user posted image

როგორ ხართ? დღეს ძაან გახარებული ვარ
2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გულის შეტევა გადავიტანე
მას შემდეგ, დიეტა, ვარჯიში, წამლები
და დღეს კორონაროგრაფია გავიკეთე
პირველ სურათზე ჩანს მარჯვენა კორონარული არტერიის 2 წლის წინანდელი მდგომარეობა
მეორეზე დღევანდელი, მკურნალობის შემდგომი მდგომარეობა არც ერთი რაკურსიდან შევიწროვება თითქმის აღარ ჩანს

bis.gif
იგივე შედეგია მარცხენა არტერიაშიც, საკმაოდ შემცირებულია

ასე რომ ვისაც მსგავსი პრობლემა გაქვთ, აგერ ფაქტია,
მკურნალობა მუშაობს
მთავარია ზედმიწევნით შეავსრულოთ ექიმის დანიშნულება და ვივარჯიშოთ love.gif

Posted by: zviadcardio 17 Jul 2021, 19:21
nnn_lll
ჯანმრთელობას გისურვებთ.

Posted by: nnn_lll 18 Jul 2021, 18:41
zviadcardio
QUOTE
ჯანმრთელობას გისურვებთ.

მადლობა, თითქოს ლოდი მომეხსნა ისე ვარ ამდენი ნერვიულობის შემდეგ და მინდოდა აქაც გამეზიარებინა. biggrin.gif

Posted by: SaneDD 26 Jul 2021, 16:49
zviadcardio
საიტზე არ ხდება ჩაწერა?

კოვიდის მერე ტკივილები დამეწყო გულის არეში და მინდა გამოკვლევა რამე საყურადღებო არ იყოს.

Posted by: zviadcardio 26 Jul 2021, 21:26
SaneDD
სალამი. სამწუხაროდ ოქტომბრამდე რიგია ჩემთან. უმჯობესია სხვა ექიმს მიაკითხოთ.
ბოდიშს გიხდით

Posted by: SaneDD 26 Jul 2021, 23:06
zviadcardio
სხვას ვის მირჩევთ?

Posted by: zviadcardio 27 Jul 2021, 19:50
SaneDD
უამრავი (20-ზე მეტი) კარგი კარდიოლოგია თბილისში.
მიზეზთა გამო რჩევას მოვერიდები.
თქვენ მოიკითხეთ

Posted by: IONx64 27 Jul 2021, 21:45
zviadcardio
ბატონო ზვიად რამდენად უსაფრთხოა იმ ადამინზე ვაქცინაციის გაკეთება რომელიც მკურნალობდა გულზე კარდიოლოგთან, როგორც კარდიოლოგმა მითხრა ჰოლტერის პასუხი ნორმალურია და წინაზე შშედარებით უკეთესი შედეგი.

დიდი მადლობა.

Posted by: zviadcardio 29 Jul 2021, 19:58
IONx64
კარდიოლოგიური თვალსაზრისით ვაქცინაცია დასაშვებია.

Posted by: 9gagger 4 Aug 2021, 18:53
გამარჯობა გულის ოდნავი აჩრქარებისას მკლავებზე (შიდა მხრიდან) ვენებზე მიჩნდება ამობურცული წერტილები
მარცხენა ხელზე უფრო მეტად, ხელს რომ ვუსვამ გამაგრებული არაა გული რომ დამიმშვიდება გადამივლის მალევე
რისი მიზეზი შეიძლება იყოს ხომ ვერ დამეხმარებით ??

Posted by: zviadcardio 5 Aug 2021, 19:33
9gagger
არ ვფიქრობ რომ გულთან კავშირშია.
შესაძლოა სტრესის/ემოციის ბრალი იყოს, ან ანგიოლოგიური პრობლემა.
ნევროლოგს და ანგიოლოგს გაესაუბრეთ.
საშიში არაფერია.

Posted by: 9gagger 6 Aug 2021, 19:48
zviadcardio
დიდი მადლობა ერთ კითხვასაც დაგისვამთ თუ შეიძლება
ამ ბოლო დროს ფიზიკურ დატვირთვაზეც კი გული ოდნავ თუ ამიჩქარდა მაშინვე ცუდად ვგრძნობ თავს ასე მგონია წნევა მაქვს მაღალი ამ დროს ოდნავ თუ მოიმატებს ხოლმე განსაკუთრებული არაფერი, მომდის უარყოფითი აზრები საავადმყოფოზე და სიკვდილზე, დილით ცუდ ხასიატზე თუ გამეღვიძა პულსი შეიძლება არ მქონდეს აჩქარებული მაგრამ გულის ფეთქვას მთელ ორგანიზმში ვგრძნობ
ამ დროს არ ვსვამ არ ვეწევი გამხდარი ვარ ფეხით ხშირად დავდივარ აი სტრესი კი შემხვდა რაც ვირუსის გამო ჩაკეტვებმა გაამწვავეს
შესაძლებელია სტრესმა და ნევროზმა გამოიწვიოს ეს ყველაფერი?

Posted by: zviadcardio 6 Aug 2021, 22:26
9gagger
QUOTE
შესაძლებელია სტრესმა და ნევროზმა გამოიწვიოს ეს ყველაფერი?

დიახ.
თქვენი ჩივილები სწორედ ამაზე მიუთითებს

Posted by: 9gagger 6 Aug 2021, 22:46
zviadcardio
ანგიოლოგი რომ მიხსენეთ ახლა გამახსენდა რომ კოვიდი გადავიტანე ორჯერ მართალია მსუბუქად მაგრამ მეორე ჯერზე რატომღაც მარცხენა ბარძაყზე ხტუნაობა დამიწყო კუნთმა თავისთვის იკუმშებოდა და ეშვებოდა სწრაფსწრაფად
მეზობელი მყავს ექიმი დოპლეროგრაფია მირჩია აღარ მივსულვარ მალევე გადამიარა ხომ არ მირჩევთ ქვენც დოპლერს?
მარჯვენა ბარძაყზე და წვივზე კი დამრცა უცნაური შეგრძნებები თითქოს მისივდება და მტკივა მაგრამ არც შესიებულია და ტკივილსაც ვერ დავარქმევ მაგას

Posted by: zviadcardio 7 Aug 2021, 16:04
9gagger
უმჯობესია ანგიოლოგმა გაგიწიოთ კონსულტაცია და მან გადაწყვიტოს რა გამოკვლევა დაგჭირდებათ.
ზოგადად თქვენი ჩივილების დიდი ნაწილი ემოციური ხასიათისაა

Posted by: 9gagger 7 Aug 2021, 16:51
zviadcardio
დიდი მადლობა გაგახაროთ ღმერთმა
შეგიძლიათ მირჩიოთ ანგიოლოგი თბილისში?

Posted by: zviadcardio 7 Aug 2021, 21:26
9gagger
PM შეამოწმეთ
_________________________________

Posted by: x360Soulja 19 Aug 2021, 23:27
Cern explains, “Contrast showers increase blood flflflflflffllow and stabilize it at the same time, perfect for rebooting your systems. This boosts your immune system, improves testosterone levels, cuts the downtime for muscle recovery after intense physical activity and improves heart health.


ეს რამდენად მართალია? ბოლო პერიოდია დავიწყე კონტრასტული შხაპების მიღება, ძალიან სასიამოვნო პროცესია, მაგრამ რეალურად მართლა ამდენი დადებითი თვისება აქვს როგორც ახასიათებენ? სტრესისა და ნევროზისთვისაც კარგიაო, როგორც გამიგია და რეალურად ჩემი მთავარი მოტივაცია რატომაც დავიწყე კონტრასტული შხაპი ეგ იყო.



საინტერესოა მოკლედ user.gif


მადლობა წინასწარ )

Posted by: Sandro9991 20 Aug 2021, 00:49
გამარჯობა ბატონო ზვიად როგორ ხართ? მე 25 წლი ვარ მამრობითი, გაკეთებული მაწვს ყველაფერი რაც გულს უკავშირდება , პრობლემა გულზე მეუბნებიან რომ არ მაქვს ჰოკტერზე მიფიქსირდება 35 ექსტრასისტოლა, მაგრამ მე ამ ექსტრასისტოლებს ვგრძნობს და ძალიან მიფუჭებს ხასიათს, ჩიყვის ანალიზებიც და ელექტროლიტებიც ნორმაში მაქვს,ბეტალკ ზოკი 25 იანის ნახევარი მიხსნის რამდნეიმე დღე ხოლმე მაგრამ ძალიან არ მინდა გულის წამლების დალევა ამ ასაკიდან დავიწყო, რამდენად საშიშია და რა შეიძლება ვუშველო ან თუ არის შესაძლებელი რო გავიღვიძო ერთ დღეს და არ მქონდეს, მადლობა დიდი
* * *
დავამატებ ჰოლტერის სურათსuser posted image

Posted by: zviadcardio 20 Aug 2021, 15:52
x360Soulja
დაბეჯითებით ვერ გეტყვით. ზოგადად ითვლება რომ აქვს დადებითი თვისებები.

Sandro9991
QUOTE
ჰოკტერზე მიფიქსირდება 35 ექსტრასისტოლა,

მხოლოდ ამის გამო წმალების დალევა არ ღირს.
ამას ძირითადად ემციური ადამიანები გრძნობენ.
ამიტომ დაიწყეთ თქვენს თავთან მუშაობა, რომ ნაკლები ყურადღება მიაქციოთ.
შეასრულეთ თქვენი ექიმის რეკომენდაციები.

Posted by: Shredinger 20 Aug 2021, 20:03
x360Soulja
ჩემს გამოცდილებას გეტყვით, შფოთვითი აშლილობა მაქვს ნევროლოგისგან(საკმაოდ ავტორიტეტული) დიაგნოზი დასმული და ერთ-ერთი ვარჯიშთან და ჯანსაღ კვებასთან ერთად მაქვს ეგ კონტრასტული შხაპები დანიშნული. რეალურად აქვს თუ არა ბენეფიტი არვიცი მარა აშკარად დადებითი ეფექტი აქვს ჩემს შემთხვევაში smile.gif

Posted by: გურამი13229 22 Aug 2021, 14:29
გამარჯობა ბატონო ზვიად. ვარ 36 წლის. მაქვს ნერვოზი. გული და ყველაფერი გამოკვლეული მაქვს. ექსტრასისტოლების მეტი არაფერი დაფიქსირდა. ბოლოს ჰოლტერი 2თვის უკან გავიკეთე იქ მხოლოდ ტაქიკარდიის ეპიზოდები იყო. არაფერი მნიშვნელოვანი. ამ ბოლო დროს დამეწყო ასეთი შეგრძნებები გული ამომივარდება უცებ რამდენიმე დარტყმა სწრაფია და ისევ სწორდება შეიელბა ზედიზედ მქონდეს 1საათის მანძილზე ნახევარწუთში ერთხელ განმეორდეს შეილება დღეში მხოლოდ რამდნეიმეჯერ. ამ დროს პულქსოქსიმეტრს ვიკეთებ და პულსი მერყეობს 80 იდან 100მდე. ეს ხომ არ არის მოციმციმე არითმია?? რისიც ძლაიან მეშინია. თუ შეიძლება ესეც ნერვოზის ბრალია.მადლობა.

Posted by: zviadcardio 22 Aug 2021, 17:19
გურამი13229
არა, ეს მოციმციმე არითმია არ არის.
ნევროლოგთან ან ფსიქო-ნევროლოგთან ვიზიტი მოგეხმარებათ.

Posted by: gigi27 30 Aug 2021, 21:18
ესეიგი ვისაც რეალურად გულის პრობლემები გაქვთ და შემდეგი ჩივილები გაწუხებთ: დღის განმავლობაში ძილიანობა,მოთენთილობა,ფიზიკური დატვირთვის დროს ადვილად დაღლა მაგალითად ისეთი როგორიცაა მეორე სართულზე ასვლისას ადვილად დაღლა და გულის ძლიერი აჩქარება,ასევე გრძნობთ პულსის გამოტოვებას დროდადრო (ექსტრასისტოლებს) როგორ ცხოვრობთ საერთოდ ნუ თუ ხართ ეგეთები აქ ჩემს გარდა კიდევ?? თან ეს ყველაფერი მაქვს წამლების ფონზე : კონკორი,პრესტანსი,სორვასტა და ხანდახან პანანგინ ფორტე,ასეთ სერიოზულ წამლებს ვიღებ და მაინც ასე ვარ,წარმოდგენაც არ მინდა ამ წამლების გარეშე როგორ ვიქნები,ოპერაციას აქ არ მიკეთებენ ჯერ,ალბათ უბრალოდ არ რისკავენ ან ფიქრობენ რომ ჯერ მთლად ბოლო სტადია არ მაქვს,,მაგრამ ჩემს შემთხვევაში როცა ასევე მაქვს გულის აორტის ფუძის გაფართოვება 4.7 იყო,1 წელია არ გამიკეთებია და ასევე მაქვს პლიუს ეს სიმპტომები,მეტი რა მიზეზი უნდა იყოს პრობლემის მოგვარების თუ არა ოპერაცია არ ვიცი..ვისაც გყავთ ნაცნობი ასეთ მდგომარებაში,რომელმაც მოიგვარა ესეთი პრობლემები აქ ან საზღვარგარეთ გაიკეთა ქირურგიული ჩარევა ან თქვენ გაქვთ მსგავსი პრობლემა,მომწერეთ ან აქ ან პირადში.. ვაპირებ ევროპაში გაკეთებას სავარაუდოდ ან ყველაზე ისეთი ვარიანტი თურქეთი ალბათ.. მადლობელი ვიქნები ინფორმაციებისთვის და რჩევისათვის..

Posted by: zviadcardio 31 Aug 2021, 00:41
gigi27
4,7 თუ არ პროგრესირებს ოპერაციას არ საჭიროებს.
არსებობს ევროპული და ამერიკული გაიდლაინები რომელიც ამას მკაფიოდ ამბობს.
რჩევა: როგორც მინიმუმ აუცილებელია 6 თვეში ერთხელ მკურნალ ექიმთან ვიზიტი, სათანადო კვლევები და მონაცემების მკაცრი კონტროლი.
თუ დაინახავთ რომ ზომაში მატულობს, ოპერაცია მაშინ იქნება საჭირო

Posted by: merkantil 31 Aug 2021, 09:47
gigi27
აორტის გადიდება მაგ სიმპტომებს არ იწვევს. დაგუგლეთ მაინც, თუ არავისი არ გჯერათ.
რა სიმპტომებიც ჩამოთვალეთ, ყველაფერი ნერვულია, რომელიც შიშმა გამოიწვია.
თუ გაინტერესებთ, როგორ ცხოვრობენ, გეტყვით, რომ მაქვს მაგალითი ოჯახის წევრზე.
ყველაფერი დაიწყო ჩხვლეტებით, პულსის არევით, თავბრუსხვევით და ა.შ.(რომელიც სულ პატარა შიშის გამო განვითარდა, ვარჯიშის დროს გული აუჩქარდა) მაგრამ დამძიმდა სიტუაცია, როდესაც პაციენტმა გამოკვლევების დროს შემთხვევით აღმოაჩინა აორტის გაფართოება. აი მაშინ დაიწყო თუ დაიწყო yes.gif თუ აქვს ადამიანს ჰიპოქონდრია, ისეთი სიმპტომები განივუთარდება, ვერც წარმოიდგენ.
ბოლოს ფსიქიატრმა უშველა.

Posted by: Nikkkka 31 Aug 2021, 12:40
გამარჯობა, ვარ 20 წლის და 3 თვეა როგორც ექიმები მეუბნებიან დამეწყო გულის ნევროზი. 7ჯერ მაქვს კარდიოგრამა გადაღებული, 2ჯერ ექოკადრიოგრამა, და ერთხელ დატვირთვუს ტესტი. სასწრაფოშიც 2 ჯერ ვიყავი იმისგამო რომ გული მიჩქარდებოდა უაზროდ, თავბრუ მეხვეოდა, ერთხელ მარცხენა ხელი გამიბუჟდა. თავიდან სახლში მარტო ვერ ვჩერდებოდი მეგონა გავითიშებოდი და გვერდით არავინ იქნებოდა რომ დამხმარებოდა, სიარულის დროს მეგონა გავითიშებოდი, გული გამიჩერდებოდა და მუდმივად შეგრძნება მქონდა რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა. ეს ყველაფერი კი მუშაობის დრო დამეწყო როცა მძიმე ყუთების თრევა მიწევდა და გულთან ტკივილი ვიგრძენი და მაგისმერე დღემდე შიშებში ვარ და მგონია ექიმებს რაღაც გამორჩათ ან სწორ დიაგნოზს ვერ მისვამენ. არარერთმა ექიმმა მითხრა რომ არაფერი არ მჭირს და სტრესის შემცირებაა საჭირო და როგორმე ყურადღების სხვა რამეზე გადატანა. როგორცი რამე პატარა ტკივილს ვგრძნობ მარცხენა ხელში ან მკერდში მგონია რომ ისევ რაღაც მჭირს და რაღაც მომივა. რამდენიმე დღისწინ სიარულის დროს ღრმად ჩავისუნთქე და არასიამოვნო შეგრძნება მქონდა მკერდში და უცებ გული თითქოს ტრიალებდა(არვიცი როგორ ავხსნა ძალიან უცნაური შეგრძნება იყო)და სწრაფად ცემდა(სიარულის დროს რათქმაუნდა პულსი იწევს) თითქოს გული გამისკდებოდა, რაღაც ბუშტივით იყო და მკერდის მარცხენა ზედა მხარეს ვგრძნობდი ამას და თითქოს სუნთქვა შემიჩერდა ან უბრალოდ მე შემეშინდა და მეთვითონ არ ვსუნთქავდი რადგან ღრმა ჩასუნთქვის მერე მომივიდა ეს და ჩავიკეცე ფეხზე ვერ ვიდექი მეშინოდა, დაახლოებით 3-4 წამი გაგრძელდა ეს და მერე კარგად ვიყავი უბრალოდ ეხლა ხანდახან ვგრძნობ თითქოს იგივე მომივა მაგრამ რათქმაუნდა არ მომდის :დ (არვიცი როგორ გარკვევით ვხსნი ეხლაც ვნერვიულობ და მგონი აზრს ვერ გადმოვცემ ნორმალურად) რა შეიძლება იყოს ეს? ესეც ნევროზის ბრალია? თუ დატვირთვუსას ნორმალურია ეს? ადრეც მქონია მსგავსი მომენტი მაგრამ მხოლოდ 2 გულის დარტყმა მიგრძვნია მსგავსად თითქოს გულის ზედა მხარე სხვანაირად ცემს ან თითქოს რაღაც ბუშტივით უბერება(აშკარად მეჩვენება ეს) და მერე ჩვეულ რიტმს უბრუნდება. თავიდან ეს ნევროზი რომ დამეწყო მუდვიმად პულსს ვისინჯავდი ხოლმე და 80-90 მქონდა ხანდახან 110მდეც(უმეტესად ჭამის შემდეგ) და ეხლა რაც თითქმის მოვიშორე ეს ნევროზი პულსი უფრო ქვემოთ ჩამოდის 60-70, ხანდახან 60ზე ქვემოთაც ჩამოდის და ეგეც ნორმალურია? (55იც მქონია და ყველაზე დაბალი 49)

Posted by: merkantil 31 Aug 2021, 15:04
Nikkkka
ძალიან ნაცნობია თქვენი სიმპტომები, თითქმის ორი წელი გამოვიარე ოჯახის წევრის მაგალითზე და ამ ორი წლიდან, ერთი წელი გულს ვიკვლევდით, 4 კარდიოლოგთან იყო, ოღონდ ევროპაში. უბრალოდ ვერავის წარდმოუგენია, როგორ შეიძლება სტრესმა და შიშმა ადამიანი დააავადოს და გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიც თქვენ გაქვთ.
მიდით კარგ ფსიქიატრთან და გაიარეთ კონსულტაცია, არაფერია ამაში საგანგაშო და სასირცხვილო. სახელი არ მახსოვს და მგონი სიხარულიძეა გვარად, მაგასთან იარა ასევე ოჯახის წევრმა(სხვამ, ეს ორივე ერთმანეთის ახლო ნათესავიაsmile.gif ) და ძალიან დაეხმარა, ოღონდ ორივეს დასჭირდა გარკვეული პერიოდი ანტიდეპრესანტები მიღება. დამიჯერეთ, მენტალური ჯანმრთელობა არანაკლებ მნიშვნელოვანია და არ შეიძლება წაყრუება. დიაგნოზების ძიებაში დრო გადის და მდგომარეობა უფრო მძიმდება.

Posted by: Nikkkka 31 Aug 2021, 20:06
merkantil
მეც საზღვარგარეთ ვიკვლევდი, კარდიოლოგი აღარ მიღებდა ოფისში ბოლოს, წადი თავი დამანებე კარგადხარო და ანტიდეპრესანტი დამინიშნა პაროქსეტინი მაგრამ არ ვსვამ გვერდითი მოვლენების მეშინოდა :დ მერე მგზავრობის და ფრენის შიში დამეწყო და ექიმმა ლორაზეპამი დამინიშნა, ცოტახნისწინ ჩამოვედი საქართველოში და რო ვიაზრებდი რო ფრენისდროს სასწრაფოს გამოძახება არ შემეძლო ვპანიკდებოდი თან მეცინებოდა ჩემ თავზე. ეხლაც მალე მიწევს უკან დაბრუნება და ისევ მეშინია ფრენის და იმედია გადავიტან როგორმე :დ.

ფსიქიატრიც ვნახე მაგრამ არ უთქვამს არაფერი ისეთი. ვფიქრობ ფსიქოლოგთან ხომ არ დამეწყო სიარული?

უბრალოდ აი ეს რაც მომივიდა რამდენიმე დღისწინ ეგ მაინტერესებს და არ მასვენებს რა შეიძლება იყოს? შესაძლებელია რომ ამდენი გამოკვლევის მერე რამე გულის პრობლემა მაინც იყოს? თუ ეგეც ნევროზული ან გადაღლისგან იქნება? სიარულისდროს დამემართა რამდენჯერმე ღრმა ჩასუნთქვაზე თიტქოს გული ამომივარდება, გასკდება, თითქოს რაღაც ბუშტი იბერება და გულის ზედა მხარეში იგრძნობაო თითქოს. იშვიათად მომდის, მაგრმა ხო მაინც მემართება :დ და არ მასვენებს ინტერესი თუ რა შეიძლება ეს იყოს. ერთხელ ნერვიულობისდროსაც მომივიდა მასე როცა გული მქონდა ცოტა აჩქარებული.

დატვრირთვის ტესტი რომ გავიკეტე არ მომსვლია მასე, არც ვარჯიშის დროს არ მომდის, აი ხანდახან, საკმაოდ იშვიათად მარა მაინც, მემართება ხოლმე ეგრე და ეხლაც უბრალოდ ვზივარ და თითქოს აი ეხლა დამემართება ისევ ეგ ან სხვა რამ.

Posted by: merkantil 1 Sep 2021, 00:37
Nikkkka
გულის აჩქარება, გულის ამოვარდნის შეგრძნება, გაგუდვის შეგრძნება, ხელების გაბუჟება, მუცლის გაბუჟება, კისრის დაჭიმვა, ხერხემლის ტკივილი, ჩხვლეტები გულის არეში, ოდნავ დატვირთის დროს, მაგალითად კიბეზე ასვლისას გულის ამოვარდა, ყურებში ხმაური, თავბრუსხვევა, ფეხების გაყინვა, ესენი რაც გამახსენდა.
ანტიდეპრესანტი ამასაც არ უნდოდა, გვერდითი მოვლენების შიშით და საერთოდ ანტიდეპრესანტი ხო საშინელებად აღიქმება, არადა კარგი ექიმი, სწორად შეარჩევს. დეპრესიის დროს სხვა ინიშნება, პანიკური შეტევების დროს სხვა, შფოთვებზე სხვა. პლუს პაციენტის ანამნეზი, ცხოვრების სტილი, კვების სტილი, სამსახური, გარემო, ყველაფერს ითვალისწინებს ექიმი. პარალელურად ქცევის თერაპია.
რა ვიცი, შეგიძლია ფსიქოლოგთან მისვლა. ჯერ ცადე ფსიქოლოგი, უბრალოდ მედიკამენტს ვერ დაგინიშნავს და ჩვენს შემთხვევაში დროის კარგვა გამოვიდა,იმიტომ რომ ძალიან ქონდა უკვე გართულებული მდგომარეობა.
ტვინში როდესაც დარღვეულია სეროტონინის გამოყოფა, მერე საჭირო ხდება ანტიდეპრესანტი, რომ აღადგინოს ეს პროცესი.
მიდით ფსიქოლოგთან, იქნებ დაგეხმაროთ და მოგეხსნათ ყველანაირი პრობლემაsmile.gif ოღონდ დაძებნეთ, წაიკიტხეთ შეფასებები, უფრო როგორ პაციენტებთან მუშაობს, დეპრესიულებთან თუ პანიკიორებთანsmile.gif)

დატვირთვის ტესტს რაც შეეხება, ორჯერ გავიკეთეთ და ორჯერვე გადასარევად ჩააბარა გამოცდა, მაგრამ კიბეზე ძლივს ადიოდა. დასკვნა: იქ ექიმების გარემოცვაში იყო და არ ეშინოდაsmile.gif)) არაა აუცილებელი, ამ შიშს შენ გრძნობდე, ქვეცნობიერში გვარდებაsmile.gif)
ასევე იყო კისრის და ხერხემლის გაუსაძლის ტკივილზე. როდესაც მივიდოდა ექიმთა, უქრებოდა ყველაფერი facepalm.gif

Posted by: Nikkkka 1 Sep 2021, 12:27
merkantil
მეც ექიმთან რომივდივარ ყველანაირი ტკვილი მიქრება ხოლმე და შიშებიც მავიწყდება :დ როგამოვდივარ და სახლში მივდივარ თავიდან მეწყება ყველაფერი.

კიდე მაინტერესებდა როცა ვწევარ, ხანდახან ისედაც, ძლიერ გულისცემას ვგრძნობ და ვხედავ მუცელში როცა აჩქარებულიც კი არ მაქვს პულსი. ეგეც ნევროზის ბრალი როგორ შეიძლება იყოს? როგორ შეიძლება ამდენი რამე მჭირდეს და რეალურად არაფერი არ მჭირდეს? როგორ შეიძლება რომ ნევროზმა ამდენი რაღაც დამმართოს?

Posted by: gigi27 2 Sep 2021, 18:43
merkantil
ნევროზი გასაგებია,მაგრამ კისრის ვენების ორივე მხარეს ფეთქვას,მუცლის ფეთქვას გულის ფეთქვის ტაქტში ესეც ნერვოზულია?? თუ სისხლძარღვების სერიოზულ პათოლოგიასთან არის კავშირში??
შიშის გამო გიჩქარდება მხოლოდო,სულ კარგ ხასიათზე და მშვიდადაც რომ ვიყო მეორე სართულზე რო ავიდე მაინც დისკოპმფორტი მაქვს,ეს გამოცდილი მაქვს მრავალჯერ.. მე შემიძლია მივიღო ის ფაქტი რომ გულის სერიოზული პრობლემები მქონდეს და რაციონალურად მივუდგე,მაგრამ როცა და თუკი არის შანსი რომ ნორმალურ ცხოვრების რიტმს დავუბრუნდე და მერე საერთოდ არ გამოვტოვო ის მომენტი როცა პროგრესირდება ეს დაავადება,რატომ უნდა შევეგუო ამ ყველაფერს??
ნეტავი მხოლოდ ნევროზი იყოს ჩემი პრობლემა,ნეტავი..

Posted by: Nikkkka 3 Sep 2021, 15:30
gigi27
მეც მასე ვგრძნობ გულის ფეთქვას მუცელში, ყელში კისერში. ხანდახან მარცხენა ხელშიც ვგრძნობ ხოლმე რაღაც დისკომფორტს. გულიც ისე უბრალოდ კარგ ხასიათზე როვარ მაშინაც მიჩქარდება. მკერდის დისკომფორტიც მაქ და თითქოს სუნთქვის უკმარისობა არადა არმიჭირს სუნთქვა უბრაოდ მგონია თიტქოს საკმარისად ვერ ვსუნთქავ. არვიცი რავქნა და რისი ბრალია ეს ყველაფერი

Posted by: gigi27 3 Sep 2021, 20:34
Nikkkka
რაც პირადი გამოცდილებიდან მეგობრულად და ადამიანურად გირჩევ ეს არის რომ არ აყვე პანიკას და რამეზე გადაიტანე ყურადღება,დაიცავი დიეტა თუ ზედმეტი წონა გაქვს და არ ინერვიულო,ხანდახან იკონტროლე წნევა და თუ არ დაგეზარება დილით იარე ფეხით,მე ამ ყველაფერს ვაკეთებ (ვცდილობა მაინც) და მემგონი ამ ყველაფერმა მიშველა ოდნავ მაინც და შენ მართლა გიშველის.. მე პირადად გულზე და სისხლძარღვებზე მაქვს თითონ პრობლემები.. ისე ერთხელ სცადე კიბეზე თუნდაც მე-3 სართულზე ასვლა ოღონდ ანერვიულებულზე არა ,მშვიდად რო იქნები,ჩვეული ტემპით, არც ძაან ჩქარა არც ნელა ადი მესამე სართულზე თუ უპრობლემოდ ახვედი დისკომფორტის გარეშე გულზე კარგი პროგნოზი გაქვს და ნერვოზს მიხედე და თუ გაგიჭირდა,მაშინ კარდიოლოგთან მიდი მაინც ყოველი შემთხვევისათვის ოღონდ სანერვიულო არაფერია,დაელაპარაკე და უთხარი,ან იქვე გაიკეთე დათვირთვაზე ტესტი!

Posted by: Nikkkka 3 Sep 2021, 21:19
gigi27
კარდიოლოგთან ყველაფერი მაქ გამოკვლეული და თან არაერთხელ 2 თვის შუალედში ისეთ პანიკებში ვიყავი. კიბეებზე ასვილას არმაქ დისკომფორტი უბრალოდ გული ისე ფეთქავს თითქოს გასკდება ადრე არ შემიმჩნევია ეგეთი გრძნობა ალბათ ეგეც ნევროზის ბრალია. დატვირთვის ტესტიც კარგად გავირე.

უბრალოდ ვერ ვიჯერებ ნევროზი როგორ იწვევს გულის პრობლემის სიმფტომებს. ხან მარცხენა ხელში მაქ დისკომფორტი, ხან მკერდში, ხან პულსი 70იდან 105ზე ახტება მერე 80ზე ჩამოვა და ასე. ხანდახან 50მდეც ჩამოდის მოსვენებულ მდგომარეობაში და მაგის მეშინია არადა ყველაზე მშვიდად და კარგად მაგდროს ვგრძნკბ თავს მაგრამ მუდმივად პულსს ვიმოწმებ და ხან მაღალი მაშინებს ხან დაბალი. ვარჯიშით ვვარჯიშობდი ბოლო 1 თვეა არ მივარჯიშია და უნდა გავაგრძელო, წონაშიც დავიკელი და კიდე უნდა დავიკლო უბრალოდ ეს ნევროზი მაფერხებს.

მუდმივად შიშებში ვარ მგონია რაღაც მომივა არაფა არაერთმა ექიმმა მითხრა არაფერი გჭირს კარგად ხარო. სულ ვნერვიულობ ვერ ვმშვიდდები, სულ მგონია რო რაღაც ცუდი მოხდება. სახლიდან რო გავდივარ ყოველთვის მეწყება გამძაფრებული შფოთვა, ხელების ტკივი და მკერდის და სახლსი რომოვდივარ კარგად ვხდები. აი სერიოზულად აღარ ვიცი რა ვქნა, სამსახური დავკარგე ნევროზის გამო და მაგ სამსახურის გამო დამეწყო ეს ყველაფერი.

უბრალოდ ვერ ვიჯერებ რომ 20 წლის ასაკში მსგავსი რაღაც მჭირს და სულ მგონია რომ ექიმებს რაღაც გამორჩათ და ყველაფერს ამ ნევროზზს აბრალებენ.

Posted by: gigi27 3 Sep 2021, 23:30
Nikkkka
ვიცი რა ცუდია ეგ ყველაფერი..პულსი მე 45 მდეც ჩამომსვლია,თუ დატვირთვას ადვილად იტან,ეგ ყველაფერი დაიკიდე,ფსიქიატრი ნახე,ფსიქოლოგები ვერ კურნავენ სერიოზულ ნერვოზს,ფსიქიატრი სიტყვითაც დაგეხმარება და შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავს,დაიტანჯები ეგრე,არ გაატარო ახლა რასაც გწერ,მოძებნე მარგი ფსიქიატრი,მოირჩინე ეგ ნერვოზი და შეიძმება გული სულ გადაგავიწყდეს მერე..ყველა ადამიანს სჭირდება დღეს ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ისეთი ცხოვრებაა,კურსს ჩაიტარებ და ცხოვრებას დაუბრუნდები,თუ დამიჯერებ,თუ არადა ნება შენია..

Posted by: merkantil 3 Sep 2021, 23:47
Nikkkka
პანიკური შეტევა ძალიან ჰგავს გულის შეტევას, ჩვენს შემთხვევაში ასე გვეგონა, დარწმუნებული ვიყავით, რომ გული იყო და სასწრაფოთი გადავიყვანეთ საავადმყოფოში.
თქვენ რასაც წერთ, მგონია, რომ ჩემი ოჯახის წევრი ყვება smile.gif
კუნთების დაჭიმლობა იწვევს ფეთქვას. არსებობს ჯაკობსონის მეთოდი, რომელსაც იყენებენ შფოთვებიან პაციენტებში. კუნთების ძლიერად დაჭიმვის ხარჯზე, მიიღწევა რელაქსაცია, კუნთების ძლიერი მოდუნება. ამას არ მოეწონა და არ გააკეთაsmile.gif
სხვათაშორის ესეც პაროქსეტინით მკურნალობდა, წინა გვერდზე დაგიწერიათ და გამომრჩა. გვერდითი მოვლენები ჰქონდა თავიდან, ერთი კვირის განმავლობაში, პირის სიმშრალე და ძილიანობა, ისეთი არაფერი. მაგრამ ისეთი შვება იგრძნო, ერთი კვირის შემდეგ დაიწყო მოქმედება და მოულოდნელად მოეხსნა ყველაფერი, თითქოს თავიდან დაიბადა.
შიშების, პანიკური შეტევების, სოციოფობიის, აგორაფობიის დროს ინიშნება. ასევე პოსტტრავმატული აშლილობის დროს.
ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ ექიმის გარეშე, ნუ პრინციპში, ვერც იყიდით ურეცეპტოდ.
და ასევე, ანტიდეპრესანტი არ არის დამამშვიდებელი.

Posted by: Nikkkka 4 Sep 2021, 12:37
gigi27
ფსიქიატრთან ვიყავი, მოვუყევი ჩემი პრობლემები და შიშები და არაფერი არ უთქვამს, რაღაც წამალი დამინიშნა და უარესი შფოთვები გამოიწვია :დ ფსიქოლოგთან ეხლა დავიწყე სიარული იქნებ ცოტა მაინც დამეხმაროს. მენატრება ძველი ცხოვრება რაღაც საშინელება გახდა ეს ბოლო 3-4 თვე.
მადლობა რჩევებისთვის.
merkantil
რამდენიხანი იღებდა პაროქსეტინს? და მაგ ყველანარმა სიმფომმა და შფოთვამ გაუარა? ეხლა აღარ აწუხებს არაფერი? ყველაზე მეტად რაც შემაშინა ამ წამალში არის სუიციდური ფიქრები, სიკვდილზე ფიქრი, გამძაფრებული შფოთვა, შიში და კიდე ბევრი ცუდი რაღაც ეწერა და ხოვიცი ყვეალფერი ეგ მეუნდა დამემართოს და მაგისგამო არ ვსვამ.

ჯაკობსონის მეთოდიც ვცადე მაგრამ ვერანაირი შედეგი ვერ ვნახე.

Posted by: merkantil 4 Sep 2021, 13:09
Nikkkka
ორი წელი იღებდა.გვერდითი მოვლენები მხოლოდ ერთი კვირა ჰქონდა, რაც მაღლა დაგიწერეთ, მეტი არაფერი. 10მგ-ს იღებდა, შემდეგ 20-ს, შემდეგ ისევ 10-ს,შემდეგ ნელ-ნელა შეუმცირა მიღების ინტერვალები. შემცირების დროსაც იცის ცუდი შეგრძნებები, მაგრამ ექიმი იმისთვის არის, რომ დაგეხმაროს.
თქვენ თუ იფიქრეთ, რომ რაც უწერია, ყველაფერი დაგემართებათ, რა თქმა უნდა ეგრე არაფერი გამოვა. უნდა ნახოთ ექიმი, რომლის ნდობაც გექნებათ და რომელიც პარალელურად წარმართავს ქცევის თერაპიას. სწორედ ექიმმა უნდა მიაღწიოს თერაპიით და მედიკამენტის დახმარებით იმას, რომ მუდმივად სკეპტიკურად და პესიმისტურად არ იყოთ განწყობილი, მუდმივად არ იფიქროთ: "ასე რომ დამემართოს, ისე რომ დამემართოს?" ანუ ხვდებით ხომ, რომ თქვენც უნდა მოინდომოთ. რა წამლებიც მიგიღიათ, თუნდაცა პარაცეტამოლი, წაგიკითხავთ და ჩაკირკიტებიხართ ყველას გვერდით ექფექტებს? ან საქართველოში რომ ნიშნავენ რამდენიმე წამალს ერთად, ყველა კითხულობს რა გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოიწვიოს ცალკე ან ერთად მიღებამ? smile.gif
ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმის ნდობა გქონდეთ.
არავინ გყავთ გვერდით, ვინც დაგეხმარებათ მორალურად? ვინც მოიძიებს ინფორმაციას ექიმზე და ზოგადად აგაცილებთ თავიდან ამდენ ფიქრს?
ვინც იქნება შემართებით, შემოგილაწუნებთ და განგაწყობთ პოზიტიურად? smile.gif
ზედმეტი ინფორმაციის ქექვა კიდე ცალკე ხელისშემშლელი ფაქტორია. თუ განვითარებულ ქვეყანაში ხართ, იპოვით კარგ ექიმს და მიენდობით.

Posted by: gigi27 4 Sep 2021, 15:53
Nikkkka
ჩემი აზრით სწორი ანტიდეპრესანტის და პლიუს დამამშვიდებლის თუნდაც რამდენიმე თვიანი კურსი გამოიღებს შედეგს,რადგან ერთმა არ გიშველა არ ნიშნავს რო უნდა გაჩერდე,მოიძიე სხვა ექიმი კიდევ და უთხარი შემირჩიეთ სწორი წამალითქო,პლიუს კიდევ წამლებთან ერთად ფსიქოლოგიც კარგია,ოღონდ მხოლოდ ფსიქოლოგი ვერ უშველის საქმეს როცა ეგეთი რთული ნერვოზი გაქვს

Posted by: Nikkkka 5 Sep 2021, 14:52
merkantil
არასდროს არანაირი წამალი არ დამილევია ცხოვრებაში და მაგიტო მეშინია ალბათ უფრო :დ მე მარტო 1 თვე დამინიშნა ჩემმა კარდიოლოგმა. 1 თვეა რაღაც მცენარეულ დამამშვიდებელს ვსვამ, ტრანქვიპლანტი, მაგრამ თითქოს ეფექტს ვეღარ ვგრძნობ.
gigi27

დიდი მადლობა რჩევებისთვის

Posted by: merkantil 5 Sep 2021, 16:15
Nikkkka
შიშები გაქვთ ყველაფრის მიმართ, ფაქტია.
ბავშვობაში რაიმე ტრამვა ხომ არ გაქვთ გადატანილი? ვინმეს სიკვდილი ან რა ვიცი... ან ოპერაცია ხომ არ გადაიტანეთ, რომელმაც ძლიერი ტკივილები გამოიწვია?
ასევე ძალიან ხშირია საქართველოში, როდესაც უფროსები ბავშვებს ასმენინებენ ან აყურებინებენ მათთვის საზიანო ისტორიებს. მაგალითად, ოჯახში ვინმე სულ ავადაა, სულ წამალს სვამს, წნევები აქვს,ან უფრო უარესები. განსაკუთრებით თუ მშობელია.
ყვებიან მათი თანდასწრებით ვინმეს სიკვდილზე, დაყავთ პანაშვიდებზე და ა.შ.
საიდან გაქვთ ეს შიშები?
მე არ მითქვამს, რომ ანტიდეპრესანტი აუცილებლად უნდა მიიღოთ. მთავარია ნახოთ კარგი ფსიქიატრი, ან ფსიქოლოგი და აბსოლიტურად შესაძლებელია თერაპიით განიკურნოთ. არც ჩემი ოჯახის წევრი სვამდა თავიდანვე. ერთი წელი მკურნალობდა და გადასარევად იყო, უბრალოდ მერე მოუკვდა უახლოესი მეგობარი და თან დაემთხვა სახლში გამოკეტვა და გაურთულდა ძალიან მდგომარეობა, გარეთ ვეღარ გადიოდა.
ძალიან გავაოფეთ თემა, მაგრამ რას ვიზამთ, ნევროზიანი ყველა ექიმს მოივლის, სანამ ფსიქიატრთან მივაsmile.gif)))


Posted by: Nikkkka 6 Sep 2021, 21:40
merkantil
რაც ჩამოთვალეთ არაფერი არმაქვს აგადატანილი. არვიცი საიდან მაქვს ეს შიშები არადა არასდროს არ ვყოფილვარ ესე დაშინებული ყვეალფერზე :დ მაგრამ ამ რაღაცამ ძაან შემცვალა.

ეხლაც რაღაცნაირ დარტყმებს ვგრძნობ. მომენტებში თითქოს ხელში, მკერდში ან ფეხში თითქოს ვენებში ვგრძნობ რაღაცნაირ დარტყმებს აი არვიცი როგორ ავხსნა :დ თითქოს აი 1 ძლიერი პულსირებაა და მერე ჩვეულებრივ, გულისცემაზე ვერ ვამჩნევ ჩვეულებრივად მიცემს :დდ და ეგეც ნევროზულია თუ რა შეიძლება რომ იყოს?

Posted by: gigi27 14 Sep 2021, 21:09
დანიშნული მაქვს კონკორ კორი,ერთ წელზე მეტია ვსვამ 2.5 ნახევარ ტაბლეტს დილით,დამინიშნა ჩემმა დამ ,კარდიოლოგია,მაინტერესებს როცა განდევნის ფრაქცია 57 გაქვს ხდება ამ წამლის დანიშვნა? როგორც ვიცი ამ წამლის დანიშვნა სხვა წამლებთან ერთად ხდება და ასევე დოზის კონტროლი უნდა ,ვიცი რომ ბევრი უკუჩვენრბა აქვს ამ წამალს მათ შორის დაღლილობა,მაგრამ.იძულებული ვიყავი დამეწყო კონკორკორის მიღება რადგან ნებილეტი 2 კვირის მიტოვებულიც არ მქონდა რომ გული საშინლად მიჩქარდებოდა,ჭამის შემდეგაც,მიხტოდა თითქოს გული და ძლიერად ცემდა..აქ ზვიადიმ მირჩია მაშინ არ გინდა წამლები,უბრალოდ წონაში დაიკელი და სწორად იკვებეო,მაგრამ არ მიშველა მაგან,საერთო ჯამში ამჟამინდელი მდგომარეობით 7 კილო მაქვს დაკლებული,მქონდა 10 კილო დაკლებული..მოკლედ კონკორმა იმაზე მეტი ზიანი რომ მომაყენოს ვიდრე სიკეთე,არ მინდა ამიტომ ვკითხულობ,რამდენად სწორია ამ წამლის ერთი დოზის მიღება ხანგლრძლივად? და რომელი უფრო უსაფრთხო იყო ნებილეტი თუ ეს ? და არიან თუ არა საერთოდ ეგ წამლები ანალოგები ერთმანეთის?

Posted by: zviadcardio 15 Sep 2021, 20:55
gigi27
თუ გულის აჩქარების საწინააღმდეგოდ იღებთ კონკორს - შეიძლება. სხვა მხრივ ეს არ გჭირდებათ.
როცა დიდხანს იღებთ პრეპარატს ცხადია გარკვეული გვერდითი ეფექტების (შესაძლოა მცირე) იქნება.
სწორედ ამიტომ კარგად უნდა აიწონ დაიწონოს ეს თემა. რისთვის იღებთ და კიდევ რამდენ ხანს უნდა მიიღოთ.
ეს უნდა გადაწყვიტოთ მკურნალ კარდიოლოგთან ერთად.
ნებილეტი და კონკორ-კორი ერთი ჯგუფის წამლებია. ახალგაზრდა მამაკაცისთვის ოდნავ უფრო უსაფრთხოდ ნებილეტი ითვლება. პრინციპული განსხვავება არ არის.

Posted by: Kitsune.kii 17 Sep 2021, 16:24
გამარჯობათ ბატონო ზვიად. რამოდენიმე დღეა გულ-მკერდის არეში (გულის ფიცართან, უფრო მეტად მარჯვენა მხარეს) მაქვს დისკომფორტი, მსუბუქ ტკივილს დავარქმევდი ალბათ, ზუსტად ვერ ვხსნი შეგრძნების ხასიათს. ძირითადად ამისუნთქვის დროს წამიერი შეგრძნებით გამოიხატება, თუმცა ზოგჯერ უსიამოვნო "მღრღნელი" შეგრძნება აქვს. შეიძლება ადგილობრივი ტკივილი იყოს და ნერვი ან კუნთი იწვევდეს? სასწრაფოს ექიმის თქმით (რომელიც ჩემი ემოციური ხასიათიდან გამომდინარე გამოვიძახე) სწორედ ასეთი სახის ტკივილია და მსგავსი ტკივილი არ არის კავშირში არც გულთან და არც ფილტვებთან. მაქვს გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, 3 წლის წინ დიაგნოზის დასმამდე, რათქმაუნდა უამრავი გამოკვლევა ჩავიტარე სხვადასხვა პროფილის ექიმთან, მათშორის კარდიოლოგთან. სტანდარტულად ეკგ, ჰოლტერი, ექოკარდიოსკოპია, დატვირთვის ტესტი. არანაირი პრობლემა არ აღინიშნებოდა. ძლიერი სტრესის ფონზე ისევ გამიმწვავდა მდგომარეობა, თუმცა ამ ტკივილმა/დისკომფორტმა მაინც განსაკუთრებულად მიიქცია ყურადღება "გულის არეშია" და ხომ გესმით smile.gif ასაკი 29 წლის, სქესი მდედრობითი. უკაცრავად ვრცელი ტექსტისთვის

Posted by: gigi27 18 Sep 2021, 10:18
zviadcardio
გასაგებია... დღის განმავლობაში 5-7 ათასი ნაბიჯი საკმარისია იმისათვის რომ გულმა კარგად იმუშავოს თუ მეტია საჭირო?? ეგრე გამომდის დღეში სადღაც

Posted by: zviadcardio 20 Sep 2021, 00:59
Kitsune.kii
ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, უდიდესი ალბათობით ეს გულის ტკივილი არ უნდა იყოს
gigi27
ნორმალურია

Posted by: Sandro9991 20 Sep 2021, 23:58
გამარჯობა, ბატონო ზვიად, ესეთი შეკითხვა მაქვს გულზე ყველაფერი გამოკვლეული მაქვს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ მაქვს ექსტრასისტოლები, ხან გადის დრო არ მაქვს ხან მაქვს, ვიღებდი ანტიდეპრესანტებს ვფიქრობ მათი გვერდითი ეფექტი ხო არ დამრჩა? ეხლა აღარ ვსვავ 1 თვე არ მქონდა მერე ისევ დამეწყო, ისე ბოლოს რო ჰოლტერი გავიკეთე ( 1 თვის უკან) არ დაფისურებულა ექსტრასისტოლა, მაგრამ წინაზე 35 სუპრავენტიკალური ექსტრასისტოლა,ვგრძნობ ამას მაწუხებს და ვნერვიულობ მერე და ხასიათს მიფუჭებს, რა ხდება ჩემ თავს და როგორ მოვიქცე? მადლობა წინასწარ, 27 წლის მამაკაცი.

Posted by: zviadcardio 22 Sep 2021, 16:37
Sandro9991
კარდიოლოგიური თვალსაზრისით ეს პრობლემა არ არის.
ეს რაოდენობა ჯანმრთელის ნორმაა. ანუ რამე რისკებს არ შეიცავს.
პრობლემა არის მისი გაძლიერებული აღქმა, ანუ თქვენი ემოციები მონაწილეობს ამ საკითხში

Posted by: Sean 24 Sep 2021, 12:21
zviadcardio
მოგესალმებით
პმ ნახეთ თუ შეიძლება

Posted by: zviadcardio 25 Sep 2021, 19:49
Sean
დიახ, გიპასუხეთ
____________________________________________

Posted by: gigi27 25 Sep 2021, 20:39
როგორც კი აცივდება პულსი რატომ ნელდება? და ჯანმრთობისთვის არამავნე ხერხები თუა პულსის მოსამატებლად? ახლა ვწევარ 50მდე მაქვს პულსი

Posted by: zviadcardio 25 Sep 2021, 22:09
gigi27
იდეაში სიცივეში სისხლზე მოთხოვნილება შედარებით დაბალია + თქვენი მოსვენებული მდგომარეობა (მწოლიარე პოზიცია)
ზომიერი ფიზიკური აქტივობა ააჩქარებს გულისცემას.
საკმარისია ფეხით გაიაროთ თუნდაც 50-100მ

Posted by: Raven 26 Sep 2021, 15:04
ძაან გაძვირებული წამლების ფონზე იქნებ არსებობს რაიმე იაფი ანალოგი პრესტანსის (5/5), ამ 2 კომპონენტს, რომ შეიცავდეს ან ერთად ან ცალ-ცალკე ან ჯენერიკი ან არ ვიცი, რაიმე. Perindoprilum+Amlodipinum

ესენია ვითომ ანალოგები, მაგრამ თითქმის იგივე ფასი აქვს:
https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=46569
https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=56353

ესენი ვნახე ამლოდიპინში, მარა ნამეტანი იაფია და სანდოა?
https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=76999
https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=25053
https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=4050
ეს ბანგლადეშური საერთოდ მუქთაა, რა იქნება წარმომიდგენია
https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=75962

პერინდოპრილზე ვერაფერი ვნახე იაფიანი sad.gif



და კონკორის ანალოგად ესენი წავა?
https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=11436
https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=71254

Posted by: zviadcardio 26 Sep 2021, 18:59
Raven
აქ საქმე ეხება რომელი კომპანიისაა პრეპარატი.
ანუ პირობითად საფრანგეთში და მონღოლეთში დამზადებული წამალი ერთნაირი ხარისხის შეიძლება არ იყოს.
აქ რჩევის მოცემა არ გამოვა. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება მკურნალ ექიმთან ერთად. გაესაუბრეთ და ოპტიმალურ ვარიანტებზე შეჯერდით.

Posted by: Raven 26 Sep 2021, 21:14
QUOTE
ანუ პირობითად საფრანგეთში და მონღოლეთში დამზადებული წამალი ერთნაირი ხარისხის შეიძლება არ იყოს.

რა თქმა უნდა ეგრეა, მაგრამ ვთქვათ საფრანგეთში და გერმანიაში დამზადებულს შორის ხომ არ იქნება დიდი სხვაობა.

QUOTE
მკურნალ ექიმთან ერთად

სადაა მკურნალი ექიმი, ეს წამლები ერთმა კარგმა ექიმმა დამინიშნა წლების წინ, სამწუხაროდ აღარაა sad.gif, ეხლა სხვა ექიმის ძებნას მხოლოდ ამის გულისთვის ვიცი რაც მოჰყვება, თავიდან კვლევები და ასე შემდეგ, არადა გულზე არაფერი მჭირს ისეთი, მაღალწნევიანობის გარდა და ეს პრესტანსი იდეალურად მუშაობს ჩემზე და მირეგულირებს წნევას, ეგაა და ეგ.

ესე იგი მე თვითონ მომიწევს ექსპერიმენტები...

მადლობა მაინც გამოხმაურებისთვის.

Posted by: zviadcardio 26 Sep 2021, 21:52
Raven
იპოვეთ ექიმი აუცილებლად.
ასეთი პაციენტისთვის (რომელიც ამ პრეპარატებს იღებს) როგორც მინიმუმ წელიწადში ერთხელ ექიმთან ვიზიტი და სტანდარტული კვლევების ჩატარება აუცილებელია.
კარგი კარდიოლოგის მოძებნა არ არის რთული ჩვენს ქვეყანაში.
კარგად მოიკითხეთ და მიბრძანდით

Posted by: Nikkkka 27 Sep 2021, 07:55
გამარჯობა,

ძილში დაახლოებით საათნახევარი დამიფიქსირდა პულსი 110-122(არ გამეღვიძა) და შემდეგ ჩვეულებრივ 50-55მდე ჩამოვიდა რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზი?

1 თვისწინაც მომივიდა მსგავსი რამ, ცოტახნით პულსი 137მდე ამივიდა ძილში მაგრამ მაგდროს თითქოს შეშინიბულს გამეღვიძა, მალევე დავმშვიდდი და დამეძინა ისევ. user posted image

Posted by: London1980 27 Sep 2021, 09:47
გამარჯობა.

მოკლედ ესეთი რაღაც არ დამმართნია არასდროს.

გუშინ მოკლედ რაღაცაზე ვინერვიულე რა,სერიოზულად განვიცადე და უცბად დამეწყო თავის უკანა მხარეში ტკივილები. ხოდა მაგის მერე დავიჩემე რო გინდა თუ არა ანევრიზმა მჭირსთქო,ძალიან მეშინია და ვინმე ხო ვერ მეტყვით რამეს?

Posted by: zviadcardio 28 Sep 2021, 21:22
Nikkkka
მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი - მაგალითად კოშმარი.
ასევე არ არის გამორიცხული არტეფაქტი ანუ სმარტვოჩის მიერ არასწორად აღქმული ინფორმაცია.
ცნობისთვის ყველაზე მაღალი კლასის სმარტვოჩების მიერ დაახლოებით 15%-ში ხდება შეცდომის დაშვება არაც არასათანადო სამედიცინო კვლევებს იწვევს.
თუ მაინც რამე გეეჭვებათ ჰოლტერის 48 სთ მონიტორინგი გაიკეთეთ და სმარტვოჩის ჩაწერილ ინფოს დიდი ღირებულება არ მიანიჭოთ

London1980
ნერვიულობის დროს რომ ანევრიზმა იწვევდეს ტკივილს ასეთი რამ არ ხდება.
მიდით კარდიოლოგთან გაიკეთეთ გულის ექოსკოპია და საბოლოოდ დამშვიდდებით

Posted by: Nikkkka 28 Sep 2021, 23:58
zviadcardio

გასაგებია, მადლობა.

5 დღიანი მონიტორი დამიყენა კარდიოლოგმა. ასევე მაინტერესებს, გუშინ უეცრად ცივმა ოფლმა დამასხა, მკერდის მარცხენა მხარეს და ზურგში ვიგრძენი ტკივილი, შემდეგ მკერდის მარჯვენა მხარეს და ასევე თითქოს რაღაც მაწვებოდა, სუნთქვის უკმარისობა და თავბრუსხვევა, მეგონა გავითიშებოდი, სიმხურვალე მკერდში და დაახლოებით 10 წუთში გადამიარა. შეიძლება რომ ეს გულთან იყოს კავშირში? მსგავსი ტკივილი, ცივი ოფლი და სისუსტე აქამდე არ მიგვრძნია არასდროს. გულზე გამოკვლეული მაქვს ყველაფერი, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, დატვირთვის ტესტი ყველაფერი კარგად მაქვს და მონიტორის პასუხს ველოდები ახლა.

Posted by: KobSak 1 Oct 2021, 00:36
გამარჯობა.

მოკლედ რამდენიმე დღეა კეფის მარჯვენა მხარე მაწუხებს. ანუ ხან მტკივა და ხან დაღლილობას ვგრძნობ კისრის.

წნევა გავიზომე და 125 მაქვს 80ზე.

ხოდა რისი ბრალი შეიძლება იყოს ხო ვერ მეტყვით?

Posted by: zviadcardio 2 Oct 2021, 17:30
Nikkkka
თუ მონიტორზე ყველაფერი კარგად იქნება ეგ დიდი ალბათობით ემოციური ჩივილია

Sandro9991
ამ რაოდენობის ექსტრასისტოლებია ნორმაა
სახსრების ტკივილთან ამას კავშირი არ აქვს, არც ჭვალთან

KobSak
დიდი ალბათობით ხერხემლის. შესაძლოა ძილის დროს თავის არასწორი პოზიციაც გახდეს ამის მიზეზი. თუ გაგრძელდება - ნევროლოგთან

Posted by: ქეთათო 2 Oct 2021, 20:45
გამარჯობა, მაინტერესებს სინუსური ტაქიკარდია და სინუსური არითმია თუ არის სამკურნალო და შემდეგში თუ შეიძლება მოყვეს გართულება?

Posted by: zviadcardio 3 Oct 2021, 15:43
ქეთათო
გამარჯობა
QUOTE
სინუსური არითმია

ჩვეულებრივ ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი და ნორმის ვარიანტია და შესაბამისად მკურნალობა არ ჭირდება
QUOTE
სინუსური ტაქიკარდია

საშიში ცალსახად არ არის
მკურნალობას რაც შეეხება გააჩნია რა ფარგლებშია გულისცემა და რამდენად იწვევს ჩივილებს
გასათვალისწინებელია რომ მისი მიზეზები როგორც წესი გულს გარეთაა თირეოტოქსიკოზი, ანემია, ინფექცია, სტრესი და ა.შ.
ანუ მკურნალობა პირველ რიგში ამ მიზეზების მართვა და მოგვარებაა
შესაძლოა საჭირო იყოს (მკვეთრი ჩივილების შემთხვევაში) გულისცემის სიხშირის შემამცირებელი პრეპარატის დამატებაც

Posted by: ninaka55 5 Oct 2021, 13:12
მოგესალმებით, ბატონო ზვიად. მამა 82 წლის არის. 15 წეოია გაკეთებული აქვს შუნტირება ზვიად ბახუტაშვილთან 4 შუნტი. ბოლო დროს გრძნობს თავს სუსტად, პერიოდულად უჩივის ჰაერის უკმარისონას აქვს არითმია, ექიმთან არ მომყვება. მეშინია მოციმციმწ არ იყოს. დავითანცმებ და იქნებ ჩავეწეროთ თქვენთან სად და როდის შეიძლება და ადგილზევე ჩაუტარხება კვკლევა? და რა სახის? ერთი მოსვლით თუ მოვახერხებთ ადგილზევე კვლევებსაც და კონსულტაციასაც? წინასწარ გმადლობთ

Posted by: Hakuhosho 7 Oct 2021, 15:02
გამარჯობა ბატონო ზვიად,გუშინ ბებო მყავდა ცუდად და სასწრაფო დამჭირდა,გადაიყვანეს,თიაქარი აქვს და ტკივილები ქონდა ძლიერი,ღამის 4 საათზე სიგარეტს ვეწეოდი გავაცილე და დავბრუნეი და უცებ ამიჩქარდა გული,გავიყინე ერთიანად და ვხვდები გული მიმდის,უცებ დავჯექი,ამტკივდა კუჭი,დამიბნელდა თვალებში,პულსი ალბათ ნორმაზე სამჯერ სწრაფი მექნებოდა,ცოტა მოვედი გონს ჩამოჯდომის მერე მაგრამ პულსი დამისუსტდა საოცრად,საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი,წამოვდექი ისევ იგივე გამიმეორა,წამოვწექი,ნერვებს დავაბრალე და ჩამეძინა,ტკივილი მაქვს ყრუ გულის არეში ამ დილით,ვწევარ ჯერ არ ავმდგარვარ თითქმის გავათენე წუხელ,22 წლის ბიჭი ვარ,იქნებ მირჩიოთ რამე,გული როიყოს აქამდე არ მომკლავდა? biggrin.gif 18 წლის ასაკშიც მომივიდა იგივე ოღონდ მაშინ სასწრაფო დამჭირდა და დიდხანს ვიმკურნალე ნერვოზზე,აგოროფობიაც დამეწყო ცუდად რო ვხდებოდი,ახლა ვმართავ კარგად და 2 კვირისწინ გავიკეთე სადღაც ეხოსკოპია მუცელზე და გულზე თავის დაზღვევის მიზნით და არაფერი მჭირდა და რას მეტყვით მქონდეს სიმშვიდის მიზეზი რო ნერვოზია? თუ არადა ვისთან მივიდე თბილისში არავინ ვიცი და ჩემით ვიღაც მარჩიელს ვიპოვი სულ არ დამღუპონ

Posted by: zviadcardio 7 Oct 2021, 19:39
ninaka55
მოგესალმებით. ხანგრძლივი რიგია ჩემთან. მამა რომ არ ვალოდინოთ იქნებ ჯობდეს მკურნალ კარდიოლოგთან (იქ სადაც ოპერაცია გაიკეთა) მიბრძანდეთ, გაიკეთოთ ექოკარდიოსკოპია, კარდიოგრამა, კალიუმის, ლიპიდური სპექტრის ანალიზი და ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი. ეს კვლევები პრინციპულად უპასუხებს ყველა შეკითხვას. თუ რამე ისეთი აღმოჩნდა რომ არითმოლოგის ჩართულობა საჭირო გახდა, მხოლოდ შემდეგ ჩაეწერეთ ჩვენთან. უდიდესი ალბათობით ამ ყველაფერს კარდიოლოგი დაალაგებს.

Hakuhosho
მოგესალმებით. უდიდესი ალბათობით ეს ემოციებით იყო გამოწვეული და რამე საფრთხეს არ უნდა შეიცავდეს.
შეეცადეთ იცხოვროთ მშვიდად, ფეხით ისეირნოთ. თუ მსგავსი რამ განმეორდება პირველ რიგში ნევროლოგს მიმართეთ

Posted by: Hakuhosho 8 Oct 2021, 03:53
დიდი მადლობა,კიდე ერთი კითხვა მაქ ეხოზე მითხრეს რომ როცა გულაღლა ვწევარ,ანუ ზურგზე,მკვეთრად გამოხატულია არითმია,ხოლო გვერდულად როცა დავწექი ეს არითმია გაქრა და საყლაპავის თიაქარს ახასიათებს ასეთი რამეო,ხომ ვერ მეტყვით რა შეიძლება იყოს? ან დამატებით რა გამოკვლევები ჩავიტარო,არ არის თიაქარი

Posted by: Shredinger 11 Oct 2021, 20:15
zviadcardio
გამარჯობათ

სიმპათიკური ნერვული სისტემის ზედმეტი გავლენის გამო მაქვს ექსტრასისტოლები, ნევროლოგთან მაქ გავლილი კონსულტაცია და მკურნალობას ასე თუ ისე გავდივარ და ნორმალური შედეგი მაქვს

ჰოლტერი გავიკეთე 2020 წლის იანვარში. მეორე, განმეორებითი ჰოლტერი გავიკეთე 2021 წლის აპრილში. კიდევ როდის არის რეკომენდირებული გაკეთება? ან ზოგადად რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩავიტარო?

და მეორე კითხვა, ხანდახან სადღაც გულის არედან უკან ხერხემლისკენ მაქ ცოტა ტკივილი ხერხემლის მიდამოში მოსვენებულ მდგომარეობაში უკვე მეორედ შევამჩნიე. საშიში ხომ არაა? ცოტა მაშფოთებს. თითქოს გულიდან იწყება და უკან მიდისავით ხერხემალზე. ან მე აღვიქვამ ასე და მარტო ხერხემალზე მაქ პრობლემა. რას მირჩევთ? ექოსკოპია ხოარ გადავიღო?

Posted by: ninaka55 13 Oct 2021, 12:35
QUOTE (zviadcardio @ 7 Oct 2021, 19:39 )
ninaka55
მოგესალმებით. ხანგრძლივი რიგია ჩემთან. მამა რომ არ ვალოდინოთ იქნებ ჯობდეს მკურნალ კარდიოლოგთან (იქ სადაც ოპერაცია გაიკეთა) მიბრძანდეთ, გაიკეთოთ ექოკარდიოსკოპია, კარდიოგრამა, კალიუმის, ლიპიდური სპექტრის ანალიზი და ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი. ეს კვლევები პრინციპულად უპასუხებს ყველა შეკითხვას. თუ რამე ისეთი აღმოჩნდა რომ არითმოლოგის ჩართულობა საჭირო გახდა, მხოლოდ შემდეგ ჩაეწერეთ ჩვენთან. უდიდესი ალბათობით ამ ყველაფერს კარდიოლოგი დაალაგებს.

Hakuhosho
მოგესალმებით. უდიდესი ალბათობით ეს ემოციებით იყო გამოწვეული და რამე საფრთხეს არ უნდა შეიცავდეს.
შეეცადეთ იცხოვროთ მშვიდად, ფეხით ისეირნოთ. თუ მსგავსი რამ განმეორდება პირველ რიგში ნევროლოგს მიმართეთ

გმადლობთ, მივედით. აქვე გკითხავთ. სინუსური ტაქიკარდია მაქვს ძირითდად დატვირთვისას 120-140, ასაკი 56, ვიღებ ატენოლოლს 50 მგ,იანის ნახევარს და მშვენივრად ვარ9 ასევე მარეგულირებელს ლორისტა-ჰ) ამჟამად ატენოლოლი გაწყდა თბილისში და იქნებ შეგიძლიათ მირჩიოთ რითი შევცვალო. გმადლობთ

Posted by: zviadcardio 17 Oct 2021, 01:12
Hakuhosho
რეკომენდებულია:
ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი, კალიუმის, მაგნიუმის, TSH ანალიზი

Shredinger
ტკივილი ნევროლოგიურ გენეზისას გავს და ამ თემაზე ნევროლოგს გაესაუბრეთ.
რაც შეეხება ჰოლტერის მონიტორინგის სიხშირეს. თუ ექსტრასისტოლები 1000ზე ნაკლებია 24სთ ში ნორმალურია 1-2 წელიწადში განმეორება (ან სიტუაციის გაუარესებისას). თუ 1000ზე მეტია 6 თვეში ერთხელ.

ninaka55
ასეთი რცევის მოცემას ზეპირად და მით უმეტეს საჯაროდ ვერიდებით. შესაძლოა სხვა ადამიანმა ეს არასწორედ გამოიყენოს.

Posted by: Sandro9991 17 Oct 2021, 13:36
გამარჯობა ბატონო ზვიად, მე ის ვარ ცოტ ცოტა ექსტრასისტოლები რომ მაქვს ხოლმე , ეხლა არ მქონი კარგა ხანია და მომიწია ორი ჭიქის დალევა და დამეწყო ექსტრასისტოლები ცოტ ცოტა, დაახლოებით ესე 30-40 წუთი გაგრძელდა ეტაპობრივად მერე თავისით გაიარა, რამდენად საშიშია და სულ ესე უნდა მემართებოდეს ცოტაოდენი ალკოჰოლის მიღებისას?

Posted by: zviadcardio 17 Oct 2021, 23:42
Sandro9991
ყველა ადამიანთან ექსტრასისტოლებს განსხვავებული პროვოკატორი/ტრიგერი არსებობს.
თუ თქვენთან ალკოჰოლი ამის ტრიგერია არ უნდა მიიღოთ

Posted by: Sandro9991 29 Oct 2021, 18:11
გამარჯობა ბატონო ზვიად, ექოსკოპიას რომ ვიკეთებ ხოლმე როგორც წესი განდევნის ფრაქციას მეუბნებიან 58%-60% მდე, ბოლო ექოსკოპიაზე მითხრეს 56%, შუალედი ექოსკოპიებს შორის იყო 2 კვირა,ცოტა ვინევრიულე ესეთი დაბალი რომ იყო წინებთან შედარებით შეიძლება ესე მალე დაეკლო? და არის თუ არა საშიში, მადლობა

ასაკი 24 წლის მამრობითი.

Posted by: zviadcardio 29 Oct 2021, 23:09
Sandro9991
სალამი.
ეს მონაცემი სუბიექტურად ფასდება და იმის მიხედვითაც შეიძლება იცვლებოდეს როგორ ზომავს ექიმი.
56 ჯანმრთელის ნორმაა და სანერვიულოც არაფერია

Posted by: 1imereli1 8 Nov 2021, 19:58
..................................................


* * *
zviadcardio

გამარჯობა ბატონო ზვიად .

1 თვის წინ შემხვდა კორონა ვირუსი , გადავიტანე მშვიდობიანად , გართულებების გარეშე . ანალიზებში ც რეაქტიული მქონდა 32 და ფიბრინოგენი 999 საყურადღები რაც იყო . ბოლო ანალიზით ც რეაქტიული ნორმაში ხოლო ფიბრინოგენი 405

კორონა ვირუსის გადატანის შემდეგ დაახლოებით ერთ კვირაში ეზოში მუშაობისას გადახრილი ვიყავი 10-15 წუთი თან დავდიოდი წელში მოხრილი და თან რაღაცას ვაკეთებდი . წელში რომ გავიმართე შევატყვე რომ გული ამიჩქარდა თუ შემიღონდა , ასე მეგონა რომ წუთი წუთზე გავითიშებოდი , ცუდად გავხდი და დავჯექი , დაჯდომის შემდეგ ფეხები დამიბუჟდა და ცივმა ოფლმა დამასხა , ცოტა ხანში უკეთ გავხდი , კორსიზი დავლიე ყოველი შემთხვევისთვის . წნევა არ გამიზომავს . იმ საღამოსაც კარგად ვიყავი , მეობრებთან ერთადაც კი წავედი .

ამის შემდეგ დამეწყო გულის ფრიალი , გულის წასვლის შეგრძნება მეუფლებოდა ზოგჯერ , გულის ცემის ხმა მესმოდა და ზოგჯერ ყელთან პულსაციას ვგრძნობდი , პულსს ვისინჯავდი ნორმაში მქონდა . წნევაც ნორმაში .

წავედი კარდიოლოგთან გადავიღე რაც საჭირო იყო ყველაფერი ,რაც ქვემოთ ფოტოებში ჩანს . კარდიოლოგმა მითხრა რომ პერიკარდიტი მაქვს უმნიშვნელოდ და პარკუჭთაშუა ძგიდის პატარა დეფექტი , გამომიწერა წამლები და მითხრა რომ 100 წელს ვიცოცხლებ კიდევ ამ დეფექტით smile.gif წამოვედი ბედნიერი და კმაყოფილი , მაგრამ სხვა კაედიოლოგს ვკითხე აზრდი და მითხრა რომ რადგან პარკუჭთაშუა ძგიდეზე არის საუბარი მაინც ჯობია რომ კიდევ ერთხელ გავესინჯო და თუ რაღაც ზომას აღემატება დეფექტი უნდა დაიხუროს ქირურგიული ჩარევითო .

არადა კორონამდე სამაგისო არაფერი მჭირდა , ფიტნესით ვიყავი დაკავებული , დავრბოდი , ველოსიპედს ვატარებდი და სიმძიმეებს ვწევდი . არც არაფერი მაწუხებდა .

ძაალიან განერვიულებული და დაბნეული ვარ ამ გაურკვევლობის გამო და თქვენი აზრი მაინტერესებს , თქვენ როგორც კარდიოლოგი , ქირურგიულ ჩარევას გაუწევთ თუ არა რეკომენდაციას .

ასაკი 32 წლის .

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: zviadcardio 12 Nov 2021, 22:29
1imereli1
მოგესალმებით.
ეს დეფექტი კორონასთან კავშირში ვერ იქნება.
ვნახე პმ მოწერილიც და იქაც გიპასუხეთ

Posted by: Sandro9991 15 Nov 2021, 14:20
გამარჯობა ბატონო ზვიად, მაინტერესებს ეს ეკგ კარგია თუ არა 28 წლის მამაკაცისთვის,

ეკგ მარჯვენა მხარე ღრმად ჩასუნთქვის დროს არის

მადლობაuser posted image

Posted by: shonsky 18 Nov 2021, 00:50
გამარჯობა ბატონო ზვიად, მაქვს თირკმლის პოლიკისტოზი, მამა დიალიზზე იყო.გარდაიცვალა 2 წლის წინ.ეს დაავადება მემკვიდრეობით მერგო. მქონდა წნევები 150-100 ზე, თბილისში დამინიშნეს კოამლესა, დამირეგულირა. 1 თვის წინ ბრუკლინში გეგმიურ შემოწმებაზე მივედი,კოამლესას აღარ ვიღებდი, რადგან წნევა 100-60 ზე ჩამოვიდა.ადგილზე რომ გამისინჯეს 150-100 ზე აღმომაჩნდა. კარდიოლოგმა გამომიწერა ვალსარტანი დილით და ამლოდოპინი საღამოს თან მითხრა რო კოამლესა შემეწყვიტა,აქ არ ცნობენ ამ პრეპარატს და არც იშოვება,მითხრა რომ თირკმლების გათვალისწინებით ეს წამლები მიმეღო.წნევა ამ პრეპარატების ფონზე საშუალოდ 115-75 მაქვს. ანუ მომაშორა შარდმდენები. დაახლოებით 5 დღეა ყელში ვგრძნობ გულისცემას და ამ დროს წამომახველებს ხოლმე, არითმიის მსგავსი შეგრძნება მაქვს. შემდეგი აპოიტმენტი 7 დეკემბერს მაქვს და მანამდე როგორ მივხვდე საშიშია თუ არა ეს მდგომარეობა? დღეში საშუალოდ ფეხით დავდივარ 6 მილს, ვეწევი,ბოლო დროს ყავას ვეძალები ბლომად, შეიძლება ამას გამოეწვია?გარდა ამისა 1 კვირის წინ მომიწია დალევა, დავლიე ტეკილა საკმაოდ ბლომად,იქნებ ამას უკავშირდება?

Posted by: zviadcardio 21 Nov 2021, 10:42
Sandro9991
დიახ, ეკგ ნორმალურია
shonsky
1. კო-ამლესა და ის წამლებიც რასაც იღებთ დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან (შარდმდენის გარდა).
2. ვფიქრობ რომ პრობლემა ექიმთან გაზომილი წნევაა, ანუ "თეთრი ხალათის ჰიპერტრნზია". ამ საკითხზეც გაუმახვილეთ შემდეგი ვიზიტისას ყურადღება თქვენს ექიმს. სახლში გაიზომეთ ხოლმე მოსვენებულ მდგომარეობაში წნევა და ჩაწერეთ ფურცელზე. ეს ჩანაწერი აჩვენეთ ექიმს რომ ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება და არა ერთჯერადად ვიზიტზე გაზომილი წნევით. ამ დეტალების გათვალისწინებით მაღალი ალბათობით თქვენი ექიმი მინიმუმ 1 წამალს მოგაშორებთ.
3. არითმიასთან დაკავშირებით - მოყოლილის მიხედვით ექსტრასისტოლას ჰგავს და საშიში არ უნდა იყოს. ესეც უთხარით ექიმს და სათანადო კველევებიც ჩაიტარეთ. მათ შორის ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი, კალიუმი, TSH
4. თამბაქო და ყავა ცალსახად მოსაშორებელია. მნიშვნელოვნად შეზღუდეთ მარილი, ალკოჰოლი, გააგრძელეთ ფეხით სიარული, შეინარჩუნეთ ჯანმრთელი წონა და დიდი შანსი გაქვთ რომ უწამლოდ იცხოვროთ. ანუ ამ რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში წნევის წამლებიც არ დაგჭირდებათ და ეს დიდებული ამბავი იქნება smile.gif

Posted by: Sarti 23 Nov 2021, 23:20
გამარჯობა ბ-ნო ზვიად, ვარ 67 წლის, 6 წლის წინ მქონდა მიოკარდის ინფაქტი, (დახშული კორონალური ვენები) შედეგად განდევნის ფრაქცია 28 % და გულის უკმარისობა, მოგეხსენებათ გადაადგილების უნარი შეზღუდული მაქვს მკვეთრად და თქვენთან ვიზიტი უკვე მერამდენედ გადავდე... ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ, სისტემატურად ვღებულობ თქვენს დანიშნულებებს და მაინც ვბედავ შეკითხვას - ა ტ ფ 1% 1მლ საინექციო ხსნარით, ვთქვათ ერთი კურსის ჩატარება რამდენად სასარგებლო იქნება ჩემთვის...
პატივისცემით რეზო.

Posted by: zviadcardio 24 Nov 2021, 20:34
Sarti
სალამი
QUOTE
ა ტ ფ 1% 1მლ საინექციო ხსნარით, ვთქვათ ერთი კურსის ჩატარება რამდენად სასარგებლო იქნება ჩემთვის...

დღევანდელი მეცნიერება ამბობს რომ კუნთში გაკეთებული ატფ წყალია. ანუ ჩათვალეთ რომ გამოხდილ წყალს გაიკეთებთ.
ეგ შეხედულება 30-40 წლის წინ დამთავრდა.
მიბრძანდით უახლოეს კარდიოლოგთან და შეასრულეთ მისი რეკომენდაციები

Posted by: Sarti 26 Nov 2021, 17:15
მადლობა ბ-ნო ზვიად, კი გამიკვირდა რატო არ მინიშნავენ მეთქი, პირდაპირ ჩემი ჩვენებები უწერია მაგას smile.gif

Posted by: Gabo-gabo 2 Dec 2021, 03:39
ცხვირის მოხოცვისას შევამჩნიე ჩხვლეტა წინა მარცხენა მხარეს,შემდეგ ჩახველებაზე ან მოძრაობაზეც მქონდა ჩხვლეტები.რა შეიძლება იყოს ?

Posted by: zviadcardio 2 Dec 2021, 22:21
Gabo-gabo
სავარაუდოდ კუნთის დისკომფორტია ანუ გარეგანი პრობლემაა და გულთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს

Posted by: Ill5 7 Dec 2021, 18:09
გამარჯობა ბატონო ზვიად
როცა პულსიქსომეტრით ვიზომავ პულსს პერფუზიის ინდექსი არის 1,5 - 2,5 ის ფარგლებში, ნორმა 4 დან იწყებაო.. მიზეზი რა შეიძლება რომ იყოს დაბალი პერფუზიის და საყურადღებოა..? რამე გამოკვლევებია საჭირო? კარდიოლოგიური მიზეზი შეიძლება რომ იყოს? სატურაცია 95 - 97 ის ფარგლებში, პულსი 65 - 90. ასაკი 41 წლის

Posted by: Ill5 9 Dec 2021, 02:32
გამარჯობა ბატონო ზვიად
როცა პულსიქსომეტრით ვიზომავ პულსს პერფუზიის ინდექსი არის 1,5 - 2,5 ის ფარგლებში, ნორმა 4 დან იწყებაო.. მიზეზი რა შეიძლება რომ იყოს დაბალი პერფუზიის და საყურადღებოა..? რამე გამოკვლევებია საჭირო? კარდიოლოგიური მიზეზი შეიძლება რომ იყოს? სატურაცია 95 - 97 ის ფარგლებში, პულსი 65 - 90. ასაკი 41 წლის.
დავამატებ :
მწოლიარე მდგომარეობაში 8 - 15 ის ფარგლებშია პერფუზია, სატურაცია 94 - 95

Posted by: zviadcardio 9 Dec 2021, 18:55
Ill5
არ აქვს მაგას ღირებულება, დაივიწყეთ.
მშვიდად იცხოვრეთ და მაგ მაჩვენებელს ყურადღებას ნუ დაუთმობთ

Posted by: Ill5 9 Dec 2021, 19:13
QUOTE (zviadcardio @ 9 Dec 2021, 18:55 )
Ill5
არ აქვს მაგას ღირებულება, დაივიწყეთ.
მშვიდად იცხოვრეთ და მაგ მაჩვენებელს ყურადღებას ნუ დაუთმობთ

მადლობა
ერთსაც გკითხავთ
როცა ვზივარ და პულსიქსომეტრი მიკეთია, მაგალითად მაგ დროს პულსი 70 ია და რომ ავდგები სკამიდან და ფეხზე დავდგები მაგ დროს პულსი ადის 90 - 95 ზე, ესეთი რაღაც ნორმალურია?

Posted by: zviadcardio 12 Dec 2021, 03:01
Ill5
დიახ ნორმალურია.
ზოგადად ასე ნაყიდი პულსოქსიმეტრები უზუსტესი ვერ იქნება.
მოიშორეთ პულსოქსიმეტრი.

Posted by: Shredinger 14 Dec 2021, 18:54
zviadcardio
კითხვა არ მაქვს. მადლობა რო შეკითხვებს პასუხობთ. ბევრჯერ გადავრჩი სტრესს და ნერვიულობას როცა გაურკვევლობაში ვიყავი. იშვიათობაა ასეთი კაი საქმე smile.gif

Posted by: gigi27 15 Dec 2021, 20:17
zviadcardio
ზვიად მოგესალმებით.. მოკლედ აღმოჩნდა რომ ვარ საოპერაციო ფარისებრ ჯირკვალზე,ალბათ სადღაც 2-3 თვეში უნდა გავიკეთო ოპერაცია და რა მინდა გკითხოთ,რამდენად საშიშია ნარკოზი გულის პრობლემების მქონე პირზე?? აორტის ანევრიზმა,პლიუს არითმიები მაქვს და საქრქველებზეც პრობლემები...შემხვედრია ინფორმაციები როცა საქართველოში პაციენტები ვერ გამოიყვანეს ნარკოზიდან ან მერე აპარატზე ჰყავდათ შეერთებული... როგორ უნდა მოვიქცე რომ 99%დავიზღვიო თავი ჩემი დიაგნოზების პაციენტმა?? მადლობა წინასწარ

Posted by: zviadcardio 15 Dec 2021, 21:55
Shredinger
დიდი მადლობა

gigi27
თქვენი მდგომარეობა არ ზრდის მნიშვნელოვნად რისკებს ამ ტიპის ოპერაციაზე.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ თქვენ ფარისებრის ოპერაციაზე გართულების დაახლოებით ისეთივე რისკი გაქვთ (უმნიშვნელოდ მომატებული) რაც თქვენი ასაკის ჯანმრთელს.
ოპერაციის წინ უნდა გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ კარდიოლოგთან და როგორც მინიმუმ ექოკარდიოსკოპია და ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი გაიკეთოთ
სულ ესაა
წარმატებები

Posted by: გურამი13229 16 Dec 2021, 12:16
გამარჯობა ბატონო ზვიად. ვარ 36 წლის. გული გამოკვლეული მაქ და ყველაფერი ნორმაში მასქვს.ნერვოზის გამო ბევრი წელი ვსვავდი რექსეტინს და კლონაზეპამს. რის მერეც მქონდა ხშირი პაუზები 2 წამამდე. ექსტრასისტოლებიც. ქტ ინტერვალი ზღვარზე. ახლა ნორმაშია. ვსვავ პერიოდულად მაგნიუმს და ახალა ეს ყველაფერი იშვიათად მაწუხებს თვეში რამოდენიმეჯერ. ნერვოლოგმა დამინიშნა ნოოფენი 250ინი დილა საღამოს. ეს წამალი ხომ არ გამოიწვევს პაუზებს ან ქტ ინტერვალის გახანგრძლივებას??? და მეორე კითხვა თუ შეილება ეს გამოეწვია ანტიდეპრესანტებს?

Posted by: gigi27 16 Dec 2021, 13:36
zviadcardio
გასაგებია მადლობა

Posted by: zviadcardio 16 Dec 2021, 20:12
გურამი13229
არა. ეს პაუზებს არ გამოიწვევს, თუმცა პერიოდულად თქვენ ჰოლტერის მონიტორინგი უსათუოდ უნდა გაიკეთოთ.
ანტიდეპრესანტებს შეუძლიათ ქტ ინტერვალის გახანგრძლივება და ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ.

Posted by: გურამი13229 16 Dec 2021, 23:11
ბატონო ზვიად ჩაგეკითხებით. ერთი წელია ანტიდეპრესანტებს აღარ ვსვავ და ჰოლტეროს მონიტორინგი მაინც საჭიროა? მხოლოდ ნოოფენს ვიღებ. შეიძლება ამანაც გამოიწვიოს?

Posted by: zviadcardio 17 Dec 2021, 21:18
გურამი13229
მხოლოდ ანტიდეპრესანტის გამო არა.
რა დარღვევებიც გქონდათ ეს მოითხოვს მინიმუმ წელიწადში ერთხელ ჰოლტერს

Posted by: გურამი13229 18 Dec 2021, 13:10
დიდი მადლობა ბატონო ზვიად. ცოტა შევშინდი. პაუზები გამოდის რახან მქოდა შესაძლოა კიდევ განმეორდეს ხომ. მაქსიმალური პაუზა 1877 იყო. ბოლო სამ ჰოლტერზე პაუზები აღარ იყო. ან თუ არის რამე მკურნალობა ამისთვის თუ აუცილებლად მხოლოდ პეისმეიკერი. ბევრს ვკუთხულობ და გულის ნერვოზიც მაქ. ბიდიში რომ თქვენ ძვირფას დროს გართემვთ.

Posted by: Nexttime 24 Dec 2021, 02:47
გამარჯობათ. რამდენიმე დღეა დამეწყო ესეთი რამ, ჩასუნთქვის დროს და როცა თავს დაბლა ვხრი თითქოს ყელზე მადგება რაღაც, სისხლი თითქოს. მერე სახეზეც ვგრძნობ და თავშიც თითქოს მიმძიმდება. ჩასუნთქვა ამოსუნთვის დროსაც , თითქოს გულის ცემას ვგრძნობ ყელში და რა შეიძლება იყოს? გულის ულტრასონოგრაფია გავიკეთე ( 3-4 თვის წინ), კარდიოგრამაც და არაფერი იყო. როცა ვნერვიულდები რამეზე უფრო მიმძაფრდებაბეს ყველაფერი. რა შეიძლება იყოს? მადლობას გიხდით წინასწარ

Posted by: zviadcardio 26 Dec 2021, 00:33
გურამი13229
ასეთ პაუზებს პესიმეიკერი არ ჭირდება არც სხვა მკურნალობა.
უბრალოდ პერიოდულად 1-2 წელიწადში ერთხელ ჰოლტერის მონიტორინგი გაიკეთეთ
სანერვიულო ნამდვილად არაფერია

Nexttime
უფრო ემოციური ჩივილის შთაბეჭდილებას ტოვებს
პირველ რიგში ნევროლოგს გაესაუბრეთ

Posted by: გურამი13229 27 Dec 2021, 20:40
უღრმესი მადლობა ბატონო ზვიად. დამდეგს გილოცავთ

Posted by: Nexttime 27 Dec 2021, 21:59
ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზვიად

Posted by: gigi27 30 Dec 2021, 18:59
ბატონო ზვიად და სუყველას აქ გილოცავთ დამდეგს წინასწარ!! ჯანმრთელობა და გამძლეობა გვქონდეს.. ზვიადი ძალიან კეთილი და პროფესიონალი ადამიანია რომელიც უსასყიდლოდ ეხმარება აქ ხალხს

Posted by: SabArch 1 Jan 2022, 21:49
27 წლის ბიჭი ვარ. თუ გული არ მაწუხებს არანაირად, რამდენად მიზანშეწონილია მაღალი ინტენსივობის კარდიოს კეთება ყოველდღე? მაღალ ინტენსივობაში ვგულისხმობ გულისცემის 95 პროცენტზე ზემოთ დიაპაზონში აწევას. თავიდან თავბრუსხვევა მეწყებოდა მაგ დიაპაზონში ყოფნისას, რამაც დროთა განმავლობაში გადაიარა და ახლა აღარ მაქვს საერთოდ. შესაბამისად, მაღალი ინტენსივობის ინტერვალში ყოფნის ხანგრძლივობასაც მოვუმატე ეტაპობრივად.

დღეში 40 წუთი ვაკეთებ, 2 სესიად. თითო სესიაში 8 მაღალი ინტენსივობის ინტერვალია, ანუ ჯამში 16. თითო გრძელდება სადღაც 1 წუთი მაინც. ჯამში 16 წუთი გამოდის საშუალოდ. გულისცემა მაგ ინტერვალებში ყოფნისას 190 ან უფრო მეტია წუთში, ხოლო მთელი სესიის განმავლობაში საშუალოდ 170-მდეა.

გარდა იმისა, რომ მოსვენებით მდგომარეობაში გულისცემა შესამჩნევად დამეწია და ე.წ. VO2 max-იც შესამჩნევად მომემატა, გრძელვადიან პერსპექტივაში სხვა კიდევ რას გამოიწვევს ასეთ რეჟიმში ვარჯიში? ნეგატიურ ეფექტებს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გულის პათოლოგიები არ მაქვს და არ მაწუხებს არანაირად.

მხოლოდ კარდიოლოგმა მიპასუხოს ამ კითხვაზე.

Posted by: zviadcardio 1 Jan 2022, 22:30
გურამი13229
Nexttime
gigi27
SabArch
მრავალს დაესწარით, დიდი მადლობა.
SabArch
იდეაში ჯანმრთელ ადამიანს ვარჯიში არ ეკრძალება.
სხვა საქმეა რა სიკეთეს ელოდება ადამიანი აქედან.
თუ დარწმუნებულნი ვართ რომ არანაირი კარდიოლოგიური პრობლემა არ არის და არც დისკომფორტს იწვევს ასეთი ვარჯიში, შეიძლება ითქვას რომ დიდი ალბათობით ეს საზიანო არ არის ჯანმრთელობისთვის.
თუმცა უნდა გაითვალისწინოთ რომ არც სასარგებლოდ ითვლება.
ანუ სასარგებლოა ზომიერი აქტივობა და არა გულისცემის მაქსიმალურ დასაშვებ სიხშირემდე აწევა.
მოგეხსენებათ იგივე პროფესიული სპორტი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ არ ითვლება და კონკრეტული ინდივიდებისთვის შესაძლოა საზიანოც აღმოჩნდეს.
ანუ რომ შევაჯამოთ პასუხი:
აკადემიურად ასეთი ვარჯიში არ ითვლება საზიანოდ (არც სასარგებლოდ)
ჩემი როგორც ექიმის რჩევაა, რომ უფრო ზომიერი ინტენსივობის ვარჯიში გააგრძელოთ

Posted by: SabArch 1 Jan 2022, 22:38
მადლობა პასუხისთვის.

ლიმიტებს ვიცავ, არ ვაძალებ თავს რომ გადავამეტო იმაზე მეტად, რაც არ შემიძლია. ეტაპობრივად ვუმატებ, როცა ვამჩნევ, რომ ლიმიტის გაზრდა შემიძლია.

პროფესიული სპორტი მძიმედ რომ უჯდება ზოგს, ეგეც გასაგებია.

მოკლედ, ზომიერებაა მთავარი და ეგ კიდევ ინდივიდუალურად განისაზღვრება, ადამიანის ორგანიზმის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.

Posted by: zviadcardio 1 Jan 2022, 23:15
SabArch
QUOTE
მოკლედ, ზომიერებაა მთავარი და ეგ კიდევ ინდივიდუალურად განისაზღვრება, ადამიანის ორგანიზმის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.

დიახ, სწორედ ასეა

Posted by: LaBohemia 5 Jan 2022, 16:52
გამარჯობათ.
გაკეთებული მაქვს კარდიოგრამა და ექოსკოპია გულის, ყველაფერი რიგშია.
თუმცა მაწუხებს პერიოდულად, მოოდნელად გულის ფრიალი, თითქოს გული სადღაც ვარდება და ფართხალებს.
ეს შეგრძნება მხდის ეგრევე ცუდად, მეწყება ტაქიკარდია და ბუნებრივია პანიკა.
დამეწყო შიშები უეცარი სიკვდილის. პლუს ამ ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ფეხზე წამოდგომისას ან აქტიურობისას მაწვება თითქოს სისხლი ყელზე თავზე თვალებზე… მაქვს ყურებში შუილი. ფიზიკური აქტივობა ძალიან შეზღუდული მაქვს ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, მაგრამ სიმპტომების გამო ფიზიკური დატვირთვის შიშიც კი გამიჩნდა((( მგონია რომ დავიტვირთო ან ვიაქტიური გული ვერ გაუძლებს( წნევა მაქვს 110/70 მაგრამ ამ ბოლო დროს შევამჩნიე რომ გულის წნევა 110/80 ზე მაქვს ხოლმე…
ვარ 38 წლის. რა კვლევები ჩავიტარო აღარ ვიცი, იქნებ რამე მირჩიოთ?

Posted by: laplandia 6 Jan 2022, 20:38
გამარჯობათ ბატონო ზვიად

ჩემს 5 თვის შვილს დაუდგინდა 2 სარქველი ნაცვლად სამისა აორტაზე. (2 არის შეხორცებული ერთმანეთში).
სხვა მონაცემები ამის მიუხედავად წესრიგში აქვს (სისხლის მიმოქცევა და ასე შემდეგ).
ძალიან ვნერვიულობ, რადგან როგორც გავიგე, დროთა განმავლობაში იწვევს დეფორმაციას და პრობლემებს გულზე და შემავალ/გამომავალი ხვრელების დეფორმაციას და გათხელება გასქელებას.

მაინტერესებს, სტატისტიკურად რამდენად ხშირია მსგავსი პრობლემით მცხოვრები ადამიანებში/ბავშვებში მდგომარეობის გართულება.
ასევე, რამდენად ხშირია, რომ ადამიანმა სიბერემდე ჩვეული და უსიმპტომო და უპრობლემო ცხოვრებით იცხოვროს.
ასევე, როგორც გავიგე, არსებობს ხელოვნური სარქველის ჩადგმა. დაბადებიდან 2 სარქველიანებს სტატისტიკურად რა ასაკში ჭირდებათ ხოლმე ეს ოპერაცია თუ საერთოდ ჭირდებათ?

დიდი მადლობა


Posted by: zviadcardio 8 Jan 2022, 20:08
LaBohemia
ჰოლტერის 48 სთ მონიტორინგი - თუ აქ ყველაფერი რიგზე იქნება, დაგეგმეთ ვიზიტი ნევროლოგთან

laplandia
დიახ ითვლება რომ ბიკუსპიდური სარქველი ცოტა უფრო სუსტია.
თუმცა ახლა რამეზე ნერვიულობის საფუძველი არ გაქვთ.
არც კონკრეტული განსაზღვრული დრო აქვს მის რესურსს.
შესაძლოა ეს არ არასდროს გახდეს მნიშვნელოვანი.
ასე რომ ნუ ინერვიულებთ

Posted by: Sean 10 Jan 2022, 14:42
zviadcardio
ბატონო ზვიად რა მაინტერესებს
ვიტვირთები ზომეირად სირბილი, ცურვა
გუშინ სწრაფი სიარულის დროს , მკერდში არასასიამოვნო შეგრძნება ვიგრძენი, ტკივილსაც ვერ დავარქმევ ბოლომდე ,თუმცა სიარულშივე თითქოს თავისით გაიარა, 1-2 წუთში
რამდენიმე დღით ადრე გულის ზემოთ მხართან ახლოს კუნთის ტიკივილი მქონდა სავარაუდოდ გაციების გამო, ხელის დადებაზე მტკიოდა

რავიცი 1 თვის წინ მაქვს გაკეთებული ფიზიკ დატვ ტესტი და ასე მალე რა შეიცვლებოდა, თქვენი აზრით ამ ჩივილით უნდა გამეორდეს ეგ ტესტი?

მადლობა

Posted by: SabArch 10 Jan 2022, 15:00
QUOTE (Sean @ 10 Jan 2022, 14:42 )
რავიცი 1 თვის წინ მაქვს გაკეთებული ფიზიკ დატვ ტესტი

რა ტესტზეა საუბარი შეგიძლია თქვა? სამედიცინო ინვენტარით ტესტირებას გულისხმობ?

Posted by: zviadcardio 10 Jan 2022, 22:31
Sean
არა.
ამ ჩივილების და 1 თვის წინ ჩატარებული ტესტის შედეგის გათვალისწინებით ახალი კვლევა საჭირო არ არის.

SabArch
ეს ტესტი ძირითადად ტარდება სარბენ ბილიკზე (ტრედმილმეტრია) და ამ დროს პარალელურად ხდება კარდიოგრამის ჩაწერა.
ფასდება დატვირთვის ზრდასთან ერთად კარდიოგრამის ცვლილება.
უხშირესად გამოიყენება გულმკერდში ტკივილის საწყის ეტაპზე შესაფასებლად.

Posted by: SabArch 10 Jan 2022, 22:56
QUOTE
ეს ტესტი ძირითადად ტარდება სარბენ ბილიკზე (ტრედმილმეტრია) და ამ დროს პარალელურად ხდება კარდიოგრამის ჩაწერა.
ფასდება დატვირთვის ზრდასთან ერთად კარდიოგრამის ცვლილება.
უხშირესად გამოიყენება გულმკერდში ტკივილის საწყის ეტაპზე შესაფასებლად.


ჟანგბადის ტესტი თუ ტარდება ტრედმილზე (ჟანგბადის ნიღაბი რო უკეთიათ ხოლმე)? VO2 max-ის გაზომვა მინდა. და რა ხარჯებთანაა დაკავშირებული აღნიშნული ტესტები?

Posted by: zviadcardio 10 Jan 2022, 23:35
SabArch
QUOTE
ჟანგბადის ტესტი თუ ტარდება ტრედმილზე (ჟანგბადის ნიღაბი რო უკეთიათ ხოლმე)? VO2 max-ის გაზომვა მინდა.

არა
QUOTE
რა ხარჯებთანაა დაკავშირებული აღნიშნული ტესტები?

სტანდარტული ფიზიკური დატვირთვის ტესტის საშუალო ფასი თბილისში 70-100ლ

Posted by: SabArch 11 Jan 2022, 00:00
QUOTE (zviadcardio @ 10 Jan 2022, 23:35 )
SabArch
QUOTE
ჟანგბადის ტესტი თუ ტარდება ტრედმილზე (ჟანგბადის ნიღაბი რო უკეთიათ ხოლმე)? VO2 max-ის გაზომვა მინდა.

არა

თბილისში არსად აკეთებენ მაგ ტესტს დავიჯერო? საერთაშორისოდ აღიარებული ტესტია ათლეტური წარმადობის გასაზომად.

Posted by: zviadcardio 11 Jan 2022, 00:04
SabArch
შეიძლება აკეთებენ.
მე კარდიოლოგი ვარ, არითმიების სპეციალისტი და ჩვენ ეს არ გვჭირდება.
ათლეტებთან არ ვმუშაობ.
მოიკითხეთ

Posted by: SabArch 11 Jan 2022, 00:12
QUOTE (zviadcardio @ 11 Jan 2022, 00:04 )
SabArch
შეიძლება აკეთებენ.
მე კარდიოლოგი ვარ, არითმიების სპეციალისტი და ჩვენ ეს არ გვჭირდება.
ათლეტებთან არ ვმუშაობ.
მოიკითხეთ

გასაგებია. გმადლობთ ინფორმაციისთვის.

Posted by: LaBohemia 13 Jan 2022, 00:29
user posted image
ბატონო ზვიად, ესაა ჩემი ექოსკოპიის პასუხი რომელიც შარშან აგვისტოში მაქვს გაკეთებული.


Posted by: zviadcardio 14 Jan 2022, 20:56
LaBohemia
ნორმალური ექოსკოპიაა.

Posted by: shonsky 16 Jan 2022, 18:08
გამარჯობა, წუხელ მარჯვენა მკლავი მტკიოდა უჩვეულოდ, თითქოს ძალიან მძიმე იყო და ადგილს ვერ ვპოულობდი ისე დადემედო ხელი, რომ ცოტა შვება მეგრძნო. დილით 5: 30 am გამეღვიძა,რაღაც საათი რომ შევამოწმე აღმოვაჩინე რომ ძილში გულს კარგად უმუშავია, 148, 135 იყო დაფიქსირებული.არადა ძილში ჩემი პულსი 40 დან 60 მდე მერყეობს. ანუ ამ რიტმიდან დაახლოებით 10 წუთში გამეღვიძა, თუმცა თავს არ ვგრძნობდი ცუდად.რჩევა მინდა რას მივაქციო ყურადღება.ანალიზები 2 დღის წინ ავიღე, კარდიოგრამაც 2 დღის წინ ნახა ექიმმა. ამათი რაღა. დიდად არ მჯერა და იმიტომ გეკითხებით.მადლობა..user posted image

Posted by: zviadcardio 17 Jan 2022, 20:59
shonsky
სალამი.
ქოლესტერინი ცოტა დარღვეულია თუმცა ეს ამ ჩივილთან კავშირში არ არის.
შესაძლოა ტკივილი გახდა ასეთი აჩქარების მიზეზი, შესაძლოა სმარტვიჩმა ჩაწერა არასწორად.
არც ერთ შემთხვევაში ასეთი აჩქარება საშიში არაა.
დამატებით რეკომენდაბულია: ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი, ექოკარდიოსკოპია, TSH და კალიუმის ანალიზი
არ არის სასურველი კოფეინის და ენერგეტიკული სასმელის მოხმარება. ასევე იზღუდება ალკოჰოლი, თამბაქო

Posted by: ინგა229 14 Feb 2022, 18:18
მოგესალმებით ბატონო ზვიად. ბოლოს ვიყავი თქვენთან ნოემბერში, დაბარებული ვარ 1წელში. 3წლის მანძილზე 7ჰოლტერი მაქ გადაღებული ეხოც და დატვირთვის ტესტიც გაკეთებული.არაფერი იყო დატვირთვაზეც და ეხოზეც.მქონდა ხშირი სინუსური არითმია სინუსური პაუზებით მაქსიმალური პაუზა იყო1870. თქვენ მითხარით რომ ჯამრთელი ვარ. მე შევიგრძნობ და მაწუხებს. ვსვავ მაგნეროტს 500იანს დღეში ერთხელ 5დღე შემდეგ მიჩერდება და ერთი კვირა აღარ მაქვს პაუზები თუ ექსტრასისტოლები, შემდეგ ისევ მეწყება და ისევ ვსვავ 5დღე და ასე სულ.. კითხვა ასეთია: ხომ არდამაზიანებს ეს დოზები??? რომელსაც ფაქტიურად ერთი კვირა ვსვავ ერთი არა. მადლობა და ბოდიშით შეწუხებისთვის.

Posted by: zviadcardio 17 Feb 2022, 22:15
ინგა229
მოგესალმებით.
ის რომ მაგნეროტი ამ თემას აგვარებს ე.ი მნიშვნელოვანი არაფერი ხდება.
შეიძლება ამ პრეპარატის მიღება, უბრალოდ რადგან ხშირად გიწევთ მიღება, ერთხელ მაგნიუმის ანალიზი გავუკეთეთ. ვნახოთ ზედმეტად ხომ არ მოიმატა.

Posted by: ინგა229 18 Feb 2022, 01:29
Zviadcardio. უღრმესი მადლობა ბატონი ზვიად❤️

Posted by: Universe´ 19 Feb 2022, 14:01
სატურაციის აპარატზე პულსის მაჩვენებელი სანდოა?
წნევის აპარატი, მაჯის, სულ სხვას აჩვენებს ნუ ეს წნევასაც, ზედიზედ 3-ჯერ გაზომვისას სხვადასხვას უჩვენებს:/

Posted by: zviadcardio 20 Feb 2022, 17:41
ინგა229
არაფრის smile.gif
Universe´
ხშირად არაზუსტია, ამიტომ ამ მაჩვენებელს ნუ დაეყრდნობით

Posted by: Giogiotbi 19 Mar 2022, 01:44
ბატონო ზვიად,

თუ შეიძლება გკითხავთ, ვარ 38 წლის

1 თვის წინ გადავიტანე კოვიდი.
3 კვირის შემდეგ დავლიე ალკოჰოლი და მას შემდეგ 2-3 დღე მომიწია მცირე რაოდენობით ალკოჰოლის მიღება. მომდევნო დღეს ნაბახუსევზე ზედმეტი საკვეი მივიღე, დაახლოებით 20 წუთში დამეწყო გულის აჩქარება. მსგავსი არასოდეს მქონია. აჩქარებას მოყვა საოცარი პანიკა, წნევა 170/120, შემდეგ ახლობელმა მომცა ანაპრილინი და კაპტოპრილი. სასწრსფომ გადამიღო კარდიოგრამა და მითხრეს რომ იდეალურია, არაფერი არ არის. სატელეფონო კონსულტაციით დამინიშნეს ჰიპოთიაზიდი. ვსვავ რამდენიმე დღეა წნევა მაქვს. 138/195 სტსბილურად. ერთი კვირის შემეეგ კვლავ იგივე განმეორდა ოღონდ როგორც ვატყობ ნევროზულია. ექოსკოპია კარგია, კოაგულოგრამა ნორმაშია, საერთოში მხოლოდ თრომბოციტების საშუალო მოცულობა 11.6 ნორმა არის 10.
დ-დიმერი 98.9 ნორმა <250.
მაიბტერესებს რამე სერიოზულია თუ ტვინში მაქვს პრობლემა. უაზრო შიში მაქვს თრომბების თუმცა დ დიმერი ნორმაშია

Posted by: ინგა229 19 Mar 2022, 17:24
მოგესალმებით. ბატონო ზვიად მსუქანი თითქოს არვარ მაგრამ. ჩემი წონა სიმაღლესთან შედარებით გამოთვლით, ჭარბი წონის ქვედა ზღვარზეა. ნორმალურ წონად მიწერია მაქსიმუმ 55კლ. მეკი 67კლ ვიწონი. ავღნიშნავ რომ გული გამოკვლეული მაქვს თქვენთან და სუპრავენტრიკულარული არითმია მიწერია დიაგნოზში. თუ არის შესაძლებელი ჩემი წონის შემცირებით ეს შეგრძნებები გამიქრეს, ექსტრასისტოლების და პაუზების(პაუზები არაა 1.8მეტი) რადგან თითქმის დღეგამოშვენით ვიღებ მაგნეროტს და როდემდე უნდა ვსვა წამალი ნუთუ არ შეიძლება სხვანაირად მოგვარდეს ეს პრობლემა facepalm.gif

Posted by: zviadcardio 19 Mar 2022, 18:08
Giogiotbi
არ ვფიქრობ რომ რამე საშიშია.
რეკომენდებულია:
1.სუფრის მარილის მკვეთრი შეზღუდვა, მინერალური წყლის აკრძალვა.
2.ფეხით სიარული დღეში საშუალოდ 30წთ.
3.ჯანმრთელი წონის შენარჩუნება.
4.თამბაქო-ალკოჰოლის აკრძალვა.
5.კოფეინის მკვეთრი შეზღუდვა, ენერგეტიკული სასმელის აკრძალვა
+ ვიზიტი ნევროლოგთან
თუ აჩქარებები გაგრძელდება ასევე გაიკეთეთ ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი

ინგა229
შეიძლება ითქვას ეს პრობლემა არც არის.
ანუ ერთეული სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლა ნორმალურია და მკურნალობას არ საჭიროებს.
100 ადამიანი ამას ვერ გრძნობდეს და ასმეერთემ იგრძნოს. ანუ აღქმა გაქვთ ძლიერი.
რეკომენდაციები:
შეეცადეთ ნაკლები ყურადღება დაუთმოთ, გახსოვდეთ რომ ჯანმრთელი ხართ და საფრთხე არ გემუქრებათ
მაგნეროტი კიდევ 2 თვე. შემდეგ მიიღეთ მხოლოდ სიტუაციურად, ანუ როცა არითმია გაძლიერდება
სასურველია სხეულის მასის ინდექსი იყოს <25. წონის შემცირება ზოგჯერ ამცირებს არითმიას
მიიღეთ მინიმალური რაოდენობით კოფეინი
არ მიიღოთ ალკოჰოლი / თამბაქო
თუ სტრესი არითმიის შეგრძნებას გიძლიერებთ - მიმართეთ ნევროლოგსაც

Posted by: TAG 20 Mar 2022, 10:29
zviadcardio

გამარჯობათ ვარ 32 წლის ბიჭი იანვარში გადავიტანე მიოკარდიტი მრტ ზე დამიდგინდა, პასუხში მიწერია.

ინტრავენური კონტრასტირების ფონზე მოგვიანებით გაძლიერების ფაზაში, მიოკარდიუმში ბაზალ იმფერიორ და მიდ ინფეროლატერალურ კედელში ისახება სუბეპიკარდიული კონტრასტირებადი უბანი. აღნიშნული დაზიანება გამოწვეულია მიოკარდიტით.

მარცხენა პარკუჭის კუმშვადობა დაქვეითებული არ არის განდევნის ფრაქცია 65%. მარჯვენა პარკუჭის ფუნქცია ნორმის ფარგლებში. სარქვლოვანი აპარატი ინტაქტური.

შეგიძლიათ მითხრათ ეს რა სახის დაზიანებაა?? და თუ ექვემდებარება სრულად აღდგენას? იანვარში გავიკეთე მრტ და მაისის ბოლოს ვაპირებ განმეორებით გაკეთებას.

გულის არეში მაქვს ხშირად დისკომფორტი - ტკივილის, ჩხვლეტის, წვის შეგრძება პერიოდულად მჭვალავს ხოლმე ბეჭში მაგრამ ტკივილი არ არის ძლიერი ხასიათის. მაინტერესებს რამდენად ნორმალურია ეს დისკომფორტი ჩემს მდგომარეობაში??

ამჟამად ნებილეტს ვსვავ 5მგ 1/2 მხოლოდ და ესეც დღეს მოვრჩი.
ასევე ოტორინოლარინგოლოგმა 2 კვირის წინ ნიჟარების გამო დამინიშნა სპრეი რენოქსი და ნელადექსი, დაბლეტი დ-პანზა და ზიმონტი ეს წამლები გულზე რამე დატვირთვას ხომ არ გამოიწვევს??

პულსი და წნევა ნორმის ფარგლებში მაქვს...ჰოლტერი არ გამიკეთებია


Posted by: გურამი13229 20 Mar 2022, 19:35
გამარჯობა ბატონო ზვიად ვარ 37 წლის.2წლის უკანდელ ჰოლტერში გამომივლინდა მრავლობითი ეპიზოდები სინუსური არითმიის,უმნიშვნელო სინიუსური პაუზებით. ჩათვალეს რომ ეს პრობლემა არიყო. გული ბოლოს ისევ 6თვის უკან გამოვიკვლიე არასასიამუვნო შეგრძნებების გამო. ღამის მანძილზე დაფიქსირდა 64ეპოზიოდი მეორე ხარისხის სინოაურიკულური ბლოკადის. ერთეული ექატრარისსტოლები და გამომიშვეს როგორც ჯამრთელი.მის მერე დამეწყო ასეთი შეგრძნებები. გულთან ისევ არასასიამუვნო შეგრძნება პულსზე ხელს რომ ვიდებ ამიჩქარდება გული მერე შემინელდება და პაუზასავით აკეთებს,ისევ აჩქარდება მერე ისევ შენელდება და ისევ პაუზასავით აკეთებს. ძალიან მაშინებს, მგონია რომ მოციმციმე არითმია მაქვს. თუ გავს ეს მოციმციმე არითმიას?? ავღნიშნავ რომ ნერვოზიც მაქვს...

Posted by: zviadcardio 23 Mar 2022, 22:28
TAG
ჩანს რომ მცირე დაზიანებაა რადგან განდევნის ფრაქციაზე გავლენა არ მოუხდენია. აღდგენის თემას განმეორებითი მრტ გეტყვით.
უმჯობესია გყავდეთ კარდიოლოგი ვისთანაც იკონტაკტებთ, ვიდრე ეს საკითხი საბილოოდ გაირკვევა
ზოგადად ცხვირის წვეთები გარკვეულ უარყოფით გავლენას ახდენს გულზე ამიტომ ძალიან ხანგრძლივად ნუ გამოიყენებთ.


გურამი13229
სუნთქვითი არითმია ნორმის ვარიანტია და კავშირი არ აქვს მოციმციმესთან. ნუ ინერვიულებთ.
იკონტაკტეთ თქვენს ექიმთან და პერიოდულად გაიკეთეთ ჰოლტერი

Posted by: გურამი13229 23 Mar 2022, 23:13
გაიხარეთ, უღრმესი მადლობა ბატონო ზვიად

Posted by: TAG 24 Mar 2022, 16:45
zviadcardio
მადლობთ
…………..

Posted by: papanwkuri 6 Apr 2022, 17:42
გამარჯობა ბატონო ზვიად.
შევეცდები მოკლედ ავღწერო რა მაწუხებს.

3-4 დღე გადავაბი დალევა, თან მიჭირს ნაბახუსევიდან გამისვლა. გუშინ შედარებუთ კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ გადავწყვიტე გამეკეთებინა გადასხმა(აქამდე ერთადერთხელ მწონდა გაკეთებული) და გადასხმის დროს გავხდი ცუდად, წნევა ამივარდა 140-100ზე. რათქმაუნდა შევწვიტეთ ეგრევე გადასხმა. ამის შემდეგ ვერადავერ დავიგდე წნევა, ერთ ეპიზოდში 150-110 მცედ ავიდა წნევა. შემდეგ განოვიძახე სასწრაფო, გადამიღეს კარდიოგრამა და არაფერიი. ამის შემდეგ ისეც ცუდად გავხდი რადგან წნევა არ ჩამოდიოდა ცოცხალითავით და ჩავედი ალადაშვილში, სადაც ისევ კარდიოგრამა გადამიღეს და ასევე ტროპონიმის ანალიზი, მგონი თუ სწორად ვამბობ და ოროვეზე მითხრეს ნორმაშიაო. ნუ წამივედი გუშინ ღსმე მაგრამ იმის მერე ისევ ისე მაქვს წნევები, არტერიული 130-ზე ძირითადად, მაგრამ გულის წნევას ძვრა არ აწვს არც წამალზე. გამომრჩა ზემით, ალადაშვილშიც გამიკეთეს გადასხმა, მაგეამ ისევ მალევე გავაჩერებინე რადგან ისევ ცუდად გაბხვდი, თავბრუსხვევა და გაბრუება მქონდა.
ერთადერთი რაზეც ვნერვიულობ, გულის მაღალი წნევაა. ვთქვათ ნერვოზული რომ იყოს, რა კვლევა შეიძლება გავიკეთო კიდევ რომ მეც დავმშვიდდე და ყველაფერი გამოვრიცხოთ?
ასაკი 30 წლის.
ადრე თქვნი პაციენტი ვიყავი, დიაგნოზი მქონდა სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი, როგორც დამავალეთ 6 თვეში ერთხელ ვიკეთებ 24 საათიან ჰოლტერ. ბოლოს გავიკეთე სექტემბერში დაახლიებით და მშვიდობა იყო.

მადლობა კიდევ ერთხელ.
* * *
ერთადერთი თირკმელებს ვაბრალებ. 10 წლის წინ ნაბახუზევზე წნევა ამივარდა და ვერ მიწევდნენ მაშინაც ,უბრალოდ მაშინ შედარებით დაბალი იყო, 130-90ზე და ანალიზებში გამოჩნდა რომ, პიელონეფრიტი მქონდა. ეხლაც ამ გადასხმის ვერ შეგუება შეიძლება თირკმელების პრობლემასთან იყოს დაკავშირებული და ხვალ ვიკეთებ ანალიზს და ექოს, მაგრამ გულზე ეს დისკომფორტი რომ მაქვს მაინც ვფიქრობ დამატებით გამოკვლევის ჩატარებას.

Posted by: zviadcardio 9 Apr 2022, 00:50
papanwkuri
კარდიოლოგთან ვიზიტი და რუტინული კვლევები სასურველია.
QUOTE
ვთქვათ ნერვოზული რომ იყოს, რა კვლევა შეიძლება გავიკეთო კიდევ რომ მეც დავმშვიდდე და ყველაფერი გამოვრიცხოთ?

დამამშვიდებელი თუ წნევას აქვეითებს ე.ი ემოციური მიზეზით გამოწვეული წნევაა და შესაძლოა ნევროლოგთან ვიზიტი გახდეს საჭირო.
ზოგადად არ ვფიქრობ რომ რამე საშიშია

Posted by: nata.nn 14 Apr 2022, 00:39
გამარჯობათ, მოკლედ რაშია ჩემი პრობლემა .. ამ ბოლო დროს გული მაქვს გამუდმებით აჩქარებული და დამძიმებული. რთული პერიოდი მაქვს ცხოვრებაში და შეიძლება ამან გამოიწვიოს ეს? თითქოს სხვა რაღაც მაწუხებს ვერ ვისვენებ ერთი წამითაც კი sad.gif ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს ასე მგონია მალე გამისკდება sad.gif ვალერიანის ძირების ნაყენის დალევა მირჩიეს და ვალიდოლიც. უბრალოდ ექიმს არ ურჩევია. შეიძლება ამ ყველაფრის მიღება? .. კიდე იმაზე ვფიქრობ რომ დროთა განმავლობაში შესაძლებელია რომ სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს და ეს დასაწყისი იყოს? არადა თითქოს კონკრეტულად არაფერზე ვნერვიულობ ამდროს კი მგონი ყველაფერზე ვნერვიულობ. . მაგალითად თუვიცი რომ სადღაცას ვარ წასასვლელი და რაღაც მიზეზის გამო წასვლა გადავდე სხვა დღეს ამაზეც კი გული მიჩქარდება რომ მახსენდება .. facepalm.gif ძალიან ცუდი შეგრძნებაა უკვე დამღალა

Posted by: Nikkkka 15 Apr 2022, 01:32
გამარჯობა, ადრეც დავწერე აქ რამდენიმე შეკითხვა.

ყოველთვის როდესაც ვზივარ ან ვწევარ და ვდგები თავბრუ მეხვევა და გული მიჩქარდება ძალიან. როდესაც ვწევარ, ყოველთვის ჯერ ვჯდები ცოტახანი და მერე ვდგები და მაინც მემართება მსგავსი რამ. ერთხელ როავდექი შეგრძნება მქონდა თითქოს გული ისე ნელა ცემდა რომ გაჩერდაო და მერე უცებ ამიჩქარდა და თავში მქონდა მოჭერის შეგრძნება და გულზეც სიმძიმე. კიდევ ერთხელ რომ მომივიდა მასე უცებ დავჯექი და მაგდროს მთელ ორგანიზმში ძაან სიმძიმის და მოჭერის შეგრძნება მქონდა პულსი ალბათ 200მდე ამივიდა, ყოველ ჩასუნთქვაზე თითქოს ჩერდებოდა გული ისე ნელდებოდა და ამოსუნთქვისას ისევ სწრაფდებოდა, გაბრუებული ვიყავი და კისერში მქონდა ძლიერი დარტყმის შეგრძნება პულსთან ერთად, სუნთქვა არ მიჭირდა და მკერდის ტკივილიც არ მქონია.

ფიზიკური აქტივობის შემდეგ საკმაოდ ხშირად პულსი მრჩება ამაღლებული 90-95მდე 1-2 საათი და ძლიერი დარტყმის შეგრძნება მაქვს ხოლმე მაგდროს გულზე, სახე და თვალები ჩაწითლებული და მცირე ფიზიკური აქტივობაც, უბრალოდ ფეხზე დგომაც კი, 120-130მდე მიჩქარებს გულს და ხანდახან ამდროს როდესაც ვჯდები, არვიცი როგორ ავხსნა, თავში მოჭერის შეგრძნება და გული თითქოს გამისკდებაო ისეთი შეგრძნება მაქვს.

და კიდევ, მუდმივად ვგრძნობ ჩემ პულსს როდესაც ვზივარ ან ვწევარ. ყოველ წამს ვგრძნობ თითოეულ დარტყმას მკერდში.

რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მიზეზი? როგორ ავირიდო თავიდან? და რა შეიძლება რომ მომავალში გამოიწვიოს ამ ყველაფერმა?

21წლის ვარ, გულზე რაც კი არსებობს ყველაფერი გადაღებული მაქვს, თავზეც. ექიმებიხ ვერაფერს ვერ მეუბნებიან და მგონია რომ არც აინტერესებთ. ჭარბწონიანი არ ვარ, ფიზიკურად აქტიური არვარ თქო მაგასაც ვერ ვიტყვი. დიდიხანია არ მივარჯიშია. უბრალოდ მაინტერესებდა რატომ მემართება ესეთი რაღაც?

მადლობა

Posted by: Takobako 15 Apr 2022, 10:56
მოგესალმებით ბატონო ზვიად.... ....... ადრეც მივიღე აქ ძალიან კვალიფიციური რჩევები და მადლობელი ვარ....
ვარ 55 წლის..... ჰიპერტონიკი 15 წელია (გენეტიკურია...) , ბოლო წლები ვსვამდი პრესტანსს, რომელსაც სავარაუდოდ ორგანიზმი შეეჩვია..... შარშან გაზაფხულზე, რამდენადაც წნევის მაჩვენებლები ბევრად გაიზარდა (180-110...), კიდევ ერთხელ გადავიღე ეხოსკოპია გულზე და რუტინული, სტანდარტული ანალიზებიც გავიკეთე მათ შორის ჰორმონალურიც....
..... შაქარი იყო ზღვარზე, რომელიც მოწესრიგებულია უკვე და ქოლესტერინი რჩება მაღალი, რამდენადაც მისი წამლების მიღება ძალიან ცუდად მხდის,,,,, ვცდილობ კვებით შევუწყო ხელი.... ამ ეტაპზე ვსვამ ნებილეტი ბი ფორტეს, საღამოს ფიზიოტენზს, 0.4-იანს, ვსვამდი კონკორს..... დეკემბერში გადავიტანე კოვიდი, ჩავიტარე გულმკერდის კტ, ყველა ანალიზიც და პრაქტიკულად ყველაფერი ნორმაში იყო (გარდა ქოლესტერინისა,მ რომელიც ცოტა მაღალი მაინც რჩება...) ..... მარტის თვიდან დამეწყო წნევის ციფრების მკვეთრი მატება...... და ბოლო 1 კვირაა 180-200 ამდე ადის დილაობით..... არაფერი არ მიწევს, გარა კლოფელინისა, რომელსაც არავინ არ უწევს რეკომენდაციას.... ჩემმა ექიმმა დამიმატა ნიფედეპინი დილას და საღამოს, 10-იანი, ანტიდეპრესანტიც და მკაცრი დიეტა, უმარილო, საღამოს სითხის შეზღუდვა და ფიზიკური აქტივობა..... 1 კვირა უნდა შევხედოთ და მერე ვნახოთო.....შესაძლებელია თუ არა ასეთი მაღალი წნევა უკავშირდებოდეს არა მხოლოდ გაზაფხულს, არამედ კოვიდსაც და მართლა საშიშია კლოფელინით წნევის დაწევა? თუ ამას არ აქვს სისტემატიური ხასიათი.... მადლობა

Posted by: zviadcardio 16 Apr 2022, 20:35
nata.nn
არ ვფიქრობ რომ სერიოზული პრობლემაა. შესაძლოა სტრესის შედეგია
ვალერიანის როგორც მსუბუქი დამამშვიდებლის მიღება შეიძლება, თუმცა შესაძლოა არ იყოს საკმარისი.
ყოველი შემთხვევისთვის ჯერ ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი დაგეგმეთ, შემდეგ ნევროლოგთან ვიზიტი.

Nikkkka
შესაძლოა მიზეზი იყოს წამოდგომისას წნევის ცვალებადობა.
მწოლიარე მდგომარეობაში ან ჯდომისას გაზომეთ წნევა და შემდეგ წამოდგომისთანავე.
შესაძლოა წნევის დაქვეითება იყოს მიზეზი. ამ შემთხვევაში სითხის აქტიური მიღება - 1,5ლ გაზგაცლილი მინერალური წყალი დღეში ოციოდე დღეში გიშველით.
თუ ეს არ არის მიზეზი - დანარჩნი საკითხების გარკვევა ზეპირად შეუძლებელია. იპოვეთ კარგი კარდიოლოგი და ყველა პოტენციური მიზეზი უნდა შემოწმდეს დაწყებული რკინა, ფერიტინით დამთავრებული ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციამდე.
საშიში არ უნდა იყოს

Takobako
კლოფელინის მიღება არ ღირს.
არ აქვს მნიშვნელობა გაზაფხულის ბრალია თუ კოვიდის - ფაქტია წნევა მოსაწესრიგებელია.
ვფიქრობ ძირითადი მკურნალობა - მათ შორის პრესტანსი შესაცვლელია.
განიხილეთ ეს საკითხი თქვენს კარდილოგთან.
ასევე რეკომენდებულია:
1.სუფრის მარილის მკვეთრი შეზღუდვა, მინერალური წყლის აკრძალვა. 2.ფეხით სიარული დღეში საშუალოდ 30წთ. 3.ჯანმრთელი წონის შენარჩუნება. 4.თამბაქო-ალკოჰოლის აკრძალვა. 5.კოფეინის მკვეთრი შეზღუდვა, ენერგეტიკული სასმელის აკრძალვა

Posted by: Takobako 17 Apr 2022, 09:38
დიდი მადლობა ბატონო ზვიად...... პრესტანსი შარშან შემიცვლა კარდიოლოგმა (რადგან ამლოდიპინის ჯგუფის პრეპარატები უკვე გვერდით მოვლენებს იწვევდა თავბრუსხვევის და შეშუპების სახით).... და ნოლიპრელი ბი ფორტეს და ფიზიოტენზს ვიღებ...... ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებ და იმედია დარეგულირდება ....... უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ ასე უანგაროდ ეხმარებით უამრავ ადამიანს...... (სად იყო ფბ მედ ჯგუფები, როდესაც ბევრი წლის წინ გამოჩნდით .......).....

Posted by: zviadcardio 17 Apr 2022, 23:24
Takobako
დიდი მადლობა. ჯანმრთელობას გისურვებთ

Posted by: shonsky 23 Apr 2022, 09:02
გამარჯობა, მოსვენებულ მდგომარეობაში პულსი 40 საშიშია? ძილში 38 მდე დადის. რამე განსაკუთრებულს არ ვგრძნობ, იმის გარდა რომ ამას დიდ ყურადღებას ვუთმობ და წარამარა ვიზომავ. შეიძლება რომ უფრო დაიწიოს და საერთოდ გაჩერდეს? ძაან დასტრესილი ვარ ამის გამო. ბევრი საქმე მაქვს ჯერ გასაკეთებელი და ეს მდგომარეობა ნერვებსაც და ხელსაც მიშლის ნორმალურ ცხოვრებაში. ვსვამ ვალსარტანს. წნევა 120/80. სატურაცია 96%-99%. ბრუკლინელმა კარდიოლოგმა გადასარევი პულსიაო, ამაზე უკეთესს ვერც ინატრებო და მეორედ არ დაგინახო აქ მოსულიო. თუმცა არც ჰოლტერი გამომიწერა და არც ელექტროლიტები შემიმოწმა.მხოლოდ ეკგ. რომელზეც მითხრა რომ უნივერსიტეტში ასეთ ეკგ-ზე გვასწავლიდნენო როგორი უნდა იყოსო იდეალური კარდიოგრამაო. ათლეტი არ ვარ. ვარ 41 წლის მამაკაცი, წონა 85 კგ. სიმაღლე 175 სმ.ალკოჰოლი იშვიათად. ვარ მწეველი-მხოლოდ თამბაქო. რა გამოკვლევები გავიკეთო. რომ დავმშვიდდე და უეცარი სიკვდილის მოლოდინში არ გავატარო დარჩენილი ცხოვრება.ამ პოსტის ბოლოს გავიზომე პულსი და 43 მდე ავიდა.user posted image

Posted by: zviadcardio 24 Apr 2022, 20:36
shonsky
თუ ამ დროს ადამიანს ღვიძავს, ეს დაბალია. საშიში შესაძლოა არა მაგრამ საყურადღებო.
აუცილებლად მოსთხოვეთ ექიმს ჰოლტერი, ელექტროლიტები, TSH
თქვენთვის აკრძალულია მარიხუანა და თაფლი. ესენი ანელებენ გულისცემას

Posted by: Ana97. 5 May 2022, 13:28
გამარჯობა ბატონო ზვიად, იქნებ მეც დამეხმაროთ. ივნისამდე თავისუფალი ადგილი არაა რომ მოვიდე თქვენთან და ძალიან ვნერვიულობ.
ვარ 24 წლის გოგო. 3 დღის წინ დილით უეცრად ვიგრძენი გულის რითმის დარღვევა, ( ასეთი ერთელ ვიგრძენი კორონას პირველ დღეს, მაგრამ მეტი აღარ განმეორებულა, კორონა მქონდა მარტის დასაწყისში).
საღამოს გადამიყვანეს ერთ-ერთ გულის კლინიკაში, ანალიზით კალიუმი მქონდა ზღვარზე დაბალი და დამიწყეს გადასხმები. ეხოსკოპიაც გადამიღეს და მითხრეს რომ გულს პრობლემა არ აქვსო.
არითმოლოგმა მეორე დღეს მითხრა რომ ეს არითმია ისევ მექნებოდა, გამომიწერდა წამალს სოტალოლს და ამას დავღეჭავდი, არითმიის შეგრძნებისას. გამომიშვეს ისე რომ სულ მოხსნილი ეს არითმია არ მქონდა, არც ახლა მაქვს მოხსნილი, განსაკუთრებით წოლით მდგომარეობაში ვგრძნობ გულის რითმის დარღვევას, მსუბუქად მაგრამ მაინც ვგრძნობ. სიარულისას ეს შეგრძნება არ მაქვს.
დასკვნაში მიწერია ექსტრასისტოლური არითმია, ბიგემემიის ტიპის, ძირითად დიაგნოზში უწერიათ პარკუჭების ადრეული დეპოლარიაცია. ძალიან ვნერვიულობ, სანამ თქვენთან მოვალ, გთხოვთ იქნებ მითხრათ ეს არითმია თუ იკურნება.

Posted by: zviadcardio 5 May 2022, 21:34
Ana97.
უპირველესად მოგახსენებთ რომ უხშირესად ეს არითმია საშიში არ არის.
გააჩნია რა რადენობით გაქვთ ეს ექსტრასისტოლები - ამის მიხედვით იგეგმება მკურნალობის სტრატეგია.
ექსტრასისტოლური არითმია და პარკუჭების ნაადრევი რეპოლარიზაცია რეალურად ერთი და იგივეა. ანუ რომ დავაზუსტოთ თქვენუ დიაგნოზია პარქკუჭოვანი ექსტრასისტოლური არითმია.
არ ინერვიულოთ, ეს არ არის სასწრაფო, ან სახიფათო მდგომარეობა.
თუ ჩვენთან ვერ ხერხდება სხვა არითმოლოგთან მიბრძანდით და მიღებული რეკომენდაციების შეასრულეთ

Posted by: Cadmus 5 May 2022, 21:48
zviadcardio
გულის საფუძვლიანი/ძირეული გამოკვლევით შესაძლოა იმის 100 % თქმა რო უახლოვეს პერიოდში უეცარი კარდიოლოგიური გარდაცვალება არ დადგებას ?

Posted by: Ana97. 5 May 2022, 22:38
ბატონო ზვიად,
თქვენთან ვარ ჩაწერილი (ივნისში მომიწია) და მინდა თქვენთან ვიმკურნალო.
სანამ თქვენთან მოვალ მაგნიტო რეზონანსული კვლევის ჩატარება და ჰოლტერის გაკეთება თუ არის საჭირო?
ძალიან დიდი მადლობა

Posted by: zviadcardio 7 May 2022, 19:56
Cadmus
არა, 100% ით არაფრის თქმა შეიძლება. მაღალი ალბათობით ეს საკითხი შეიძლება შეფასდეს.
Ana97.
ახალი ჰოლტერი, ექოკარდიოსკოპია, კალიუმი, მაგნიუმი, TSH ვიზიტის წინა კვირაში გაიკეთეთ.
მაგნიტურ რეზონანსული კვლევა ყოველთვის საჭირო არ არის. ამიტომ თუ ამის აუცილებლობა იქნება კონსულტაციის დროს გეტყვით.
გაუმართლებელი ფინანსური ხარჯი რომ არ მოგაყენოთ

Posted by: Ana97. 8 May 2022, 13:14
კარგით ბატონო ზვიად, დიდი მადლობა

Posted by: Universe´ 10 May 2022, 18:46
zviadcardio
რეგულარული მაღალი პულსის გამო 95+ შეიძლება რამე დაემართოს ადამიანს უცებ/სწრაფად?

Posted by: zviadcardio 12 May 2022, 21:40
Ana97.
არაფრის, წარმატებები
Universe´
არა, მხოლოდ ამის გამო არა.
თუ რამე მეორადი მიზეზი (ანემია, ინფექცია, ჰიპერთირეოზი და ა.შ.) არსებობს ცხადია უნდა მოწესრიგდეს.

Posted by: Sandro9991 20 May 2022, 21:36
გამარჯობა , ბატონო ზვიად , გული გამოკვლეული მაქვს თქვენთანაც ვარ ნამყოფი და უახლოეს კვირებშიც მაქვს გამოკვლეული მაგრამ გულზე მაქვს ხოლმე ჭვალი ესე ბოლო პერიოდი თითქმის ყოველდღე და არის საშიში? 27 წლის მამრობითი

Posted by: zviadcardio 20 May 2022, 21:59
Sandro9991
კლასიკურად ჭვალი არ არის გულის დაავადების ნიშანი.
მისი ყველაზე ხშირი მიზეზია ხერხემალი, კუნთის ან ნერვის პრობლემა
თუ გრძელდება და შემაწუხებელია ნევროლოგთან ვიზიტი დაგეგმეთ.
წარმატებები smile.gif

Posted by: Sandro9991 20 May 2022, 22:03
დიახ ანთება მაქვს მკერდის ძვალზე დიაგნოზით, და სავარაუდოდ მაქედან იქნება, თქვენ როგორც ყოველთვის ძალიან მაგარი ხართ!

Posted by: Sarti 21 May 2022, 20:21
გამარჯობა ბატონო ზვიად, ერთ ერთ ინტერვიუში განდევნის ფრაქციის ჩვენებებში ახსენეთ მეოთხე ჯგუფის ახალი პრეპარატი, რომელიც საქართველოშიც დაინერგა, თუ შეიძლება მის შესახებ...
პატივისცემით, რეზო.

Posted by: zviadcardio 22 May 2022, 17:13
Sandro9991
მადლობა, წარმატებები

Sarti
მოგესალმებით
ეს არის დეფიბრილატორით აღჭურვილი აპარატი რომელსაც ჩვენ წლებია ვიყენებთ.
ეს არის სახიფათო არითმიის და გულის შენელებისგან დაცვა, რიგ შემთხვევებში (არა ყოველთვის და არა ყველა აპარატი) კი აუმჯობესებს განდევნის ფრაქციას და ამსუბუქებს გულის უკმარისობის ჩივილებს.
მკვეთრად დაქვეითებული განდევნის ფრაქციის დროს, სამედიცინო ჩვენების გათვალისწინებით, ასეთი აპარატების იმპლანტაციას ვუკეთებთ პაციენტებს.

Posted by: gigi27 27 May 2022, 14:59
გამარჯობათ ზვიად,გულის პრობლემების მქონე ადამიანითვის შეიძლება კვირაში 1-2 ჯერ თითო ბოთლი ცივი ლუდის მიღება ზაფხულში? დანარჩენ სეზონებზე ალკოჰოლს საერთოდ არ ვიღებ

Posted by: elitejunkie 28 May 2022, 21:40
გამარჯობა,
მაქვს ეს პრობლემები:

__ გახშირებული გულისცემა და სუნთქვის უკმარისობა ფიზიკური აქტივობის შემდეგ (სიტყვაზე ოდნავ მძიმე რამე რომ ავწიო მერე 3-5 წუთი უნდა დავჯდე რომ აზზე მოვიდე. ბოლო დროს უფრო გამირთულდა ეს)
__ ძილის დროს ხშირ-ხშირად მეღვიძება უკმარისობით,მაქვს დისკომფორტი გულის არეში
__ პერიოდულად მაქვს ძილის აპნეა

რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს სიმპტომები და თუ შეგიძლიათ მირჩიოთ ადგილი სადაც შევძლებ გამოვკვლიო ეს ყველაფერი
მადლობა


Posted by: zviadcardio 30 May 2022, 19:30
gigi27
არ არის რეკომენდებული. ლუდი ყველაზე ცუდი სასმელია ამ თვალსაზრისით. ხშირად შეიცავს ქაფის სტაბილიზატორებს და ა.შ.
1 ჭიქა ნამდვილი წითელი ღვინო შეიძლება, ლუდი არ ღირს. თუ მაინცდამაინც ლუდი მაქსიმუმ 250მლ


elitejunkie
რეკომენდებულია კარდიოლოგთან ვიზიტი, თბილისის ნებისმიერ კარდიოლოგიურ კლინიკაში.
დაგჭირდებათ ეკგ, ექოკარდიოსკოპია და ფიზიკური დატვირთვის ტესტი

Posted by: AsToN 31 May 2022, 00:52
წლების განმავლობაში, ყოველდღე სისტემატური ფიზიკური (კარდიო) ვარჯიშების ფონზე
დასვენებულ რეჟიმში და ძილის დროს პულსი ჩამომდის 35 მდე, ხოლო მაქსიმალური მაქვს 210
შესაძლლოა ამ მონაცემებმა მომავალში რამე ცუდი გამოიწვიოს კარდიოლოგიის კუთხით?

Posted by: gigi27 31 May 2022, 08:00
zviadcardio
2016 წლიდან გრამი ალკოჰოლი არ მიმიღია,ამ 2 დღის წინ დავლიე ლუდი პიცას მივაყოლე ერთი ბოთლი- ნახევარ ლიტრიანი და პულსი არც ამჩქარებია და არაფერი,მაგრამ თუ მავნებელია საერთოდ არ დავლევ,არ არის ეგ დიდი პრობლემა,რაც შეეხება ღვინოს,არაყს და ასე შემდეგ რომც შეიძლებოდეს ჩემთვის არ დავლევდი რადგან არ მიყვარს..

Posted by: zviadcardio 31 May 2022, 23:48
gigi27
ასე სჯობს, არ მიიღოთ

AsToN
ჩაიტარეთ ჰოლტერის 48 სთ მონიტორინგი
არ ვიცი ეს მაჩვენებლები საიდან გაქვთ მაგრამ სმარტსაათის დაფიქსირებული მაჩვენებლები 100%-ით სარწმუნო არ არის.
35 თუ მხოლოდ ძილში საშიში არ არის. 210 - ბევრია, მაქსიმალურ დასაშვებზე მეტი

Posted by: AsToN 1 Jun 2022, 00:05
QUOTE (zviadcardio @ 31 May 2022, 19:48 )
gigi27
ასე სჯობს, არ მიიღოთ

AsToN
ჩაიტარეთ ჰოლტერის 48 სთ მონიტორინგი
არ ვიცი ეს მაჩვენებლები საიდან გაქვთ მაგრამ სმარტსაათის დაფიქსირებული მაჩვენებლები 100%-ით სარწმუნო არ არის.
35 თუ მხოლოდ ძილში საშიში არ არის. 210 - ბევრია, მაქსიმალურ დასაშვებზე მეტი

მოსვენებულ მდგომარეობაში, როცა ვზივარ ან ვწევარ მაქვს 35 დან 38 მდე. ვიზომავ სპეციალური ქამრით სიზუსტე თითქმის 100% ია. მაქსიმალური პიკის მომენტში არტყავს 210. ისე 180 ზე ზემოთ არ ამყავს ხოლმე. გულის ცემას ვუყირებ და მაგის მიხედვით ვვარჯიშობ… ფიზ დატვირთვის და VO2 Max ტესტი მაქვს გაკეთებული. შედეგი მქონდა უმაღლეს ზღვარზე ზემოთ, Elite დამიწერეს. დღეში 5 საათი ვვარჯიშობ საშუალოდ (სირბილი, ველოსიპედი, ცურვა)

Posted by: elitejunkie 3 Jun 2022, 10:30
AsToN
ბოდიშI მე კვალიფიკაცია არ მაქვს უბრალოდ მაინც ასე ნუ დატვირთავთ თავს სანამ ზუსტად არ გეცოდინებათ არის თუ არა პრობლემა

Posted by: Sean 3 Jun 2022, 14:49
AsToN
დღეში 5 საათს სპორტსმენები არ ვარჯიშობენ biggrin.gif
180 ზე რომ აგყავს კარგად გრძნობ მერე თავს? დატვირთვის ტეტზე 170 მდე ავიდა მაქს და კინაღამ დავეცი

130-135 მიჭირავს ხოლმე საშუალოდ ვარჯიშის დროს ეგრე უფრო სასარგებლო და უსაფრთხოა

Posted by: AsToN 4 Jun 2022, 01:37
QUOTE (Sean @ 3 Jun 2022, 10:49 )
AsToN
დღეში 5 საათს სპორტსმენები არ ვარჯიშობენ biggrin.gif
180 ზე რომ აგყავს კარგად გრძნობ მერე თავს? დატვირთვის ტეტზე 170 მდე ავიდა მაქს და კინაღამ დავეცი

130-135 მიჭირავს ხოლმე საშუალოდ ვარჯიშის დროს ეგრე უფრო სასარგებლო და უსაფრთხოა

180 მხოლოდ შეჯიბრზე, თორე ისე მეც მასე ვვარჯიშობ 130-140 პულსამდე საშუალო.
ეხლა მაგდენს აღარ, მაგრამ 3-4 საათამდე მაინც გამომდის ხოლმე დღეში ორი ვარჯიში. ზოგადად სპორტს გააჩნია, ფეხბურელები ბევრად ნაკლებს ვარჯიშობენ რაც მე ვიცი

Posted by: zviadcardio 7 Jun 2022, 21:23
AsToN
უმჯობესია თუ უფრო ზომიერი დატვირთვა გექნებათ.
ჰოლტერის მონიტორინგი, ექოკარდიოსკოპია და კარდიოლოგთან ვიზიტი რეკომენდებულია

Posted by: AsToN 8 Jun 2022, 02:11
QUOTE (zviadcardio @ 7 Jun 2022, 17:23 )
AsToN
უმჯობესია თუ უფრო ზომიერი დატვირთვა გექნებათ.
ჰოლტერის მონიტორინგი, ექოკარდიოსკოპია და კარდიოლოგთან ვიზიტი რეკომენდებულია

კარდიოლოგიური ჩივილი არ მაქვს და მონიტორინგი ან კარდიოლოგთან ვიზიტი რისთვის?
მე უფრო სხვა კუთხით დავსვი კითხვა, რაც სპორტს უკავშირდება. ამ კონკრეტულმა მაჩვენებლებმა თუ შეიძლება რამე უკუჩვენება გამოიწვიოს მომავალში თქო. მაგალითისთვის: GCN (Global Cycling Network) ტელეარხმა ჩაატარა კვლევა ველოსპორტში პროფესიონალური გუნდის (EF Education)-ის მრბოლერებზე. რამდენიმე მათგანს დასვენებულზე პულსი ქონდათ 28 წუთში. ანუ ინტენსიური ვარჯიშებით იმდენად ძლიერდება გულის კუნთი, რომ ასეთ შედეგს იძლევა პროფესიონალურ სპორტში, რაც ბრადიკარდიას სულაც არ ნიშნავს. პირიქით კარდიო სისტემა აქვთ უმაღლეს დონეზე განვითარებული.
ადრე მუხლი ამტკივდა და ტრავმატოლოგთან მივედი ავერსში. ვეუბნები დავრბივარ თქო. პასუხად კონსულტაციაზე კი მივიღე რას დარბიხარ მერე არ ირბინო და აღარ აგტკივდებაო ))) ჩვენთან ასეთი მიდგომაა სამწუხაროდ და ევროპაში უმეტესი ტრავმატოლოგი თვითონაც მორბენალია, რადგან იციან რომ პირიქით კარგ საქმეს აკეთებენ საკუთარი ჯანმრთელობისთვის და სავარაუდოდ მათგან ბევრად კვალიფიციურ რჩევასაც მიიღებ.

Posted by: zviadcardio 12 Jun 2022, 14:24
AsToN
ნუ ჩათვლით რომ პროფესიული სპორტი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
პირიქით, ზიგიერთი ადამინისთვის ეს შეიძლება სერიოზული ზიანის მომტანი იყოს.
QUOTE
პირიქით კარდიო სისტემა აქვთ უმაღლეს დონეზე განვითარებული.

სამწუხაროდ ეს საამაყო ამბავი არ არის, ხშირად ეს სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
ის მაჩვენებლები რასაც თქვენ წერთ ნიშნავს რომ ზღვრულად უწევს დატვირთვა თქვენს გულს და უმჯობესია თუ შეამცირებთ.
ვიზიტი იმისთვისაა საჭირო, რომ უფრო მკაფიოდ გაირკვეს რამდენად შესაძლებელია თქვენი ასეთი დატვირთვის გაგრძელება და რადენადაა ეს უსაფრთხო.
მე ვალდებულად ვთვლი თავს რჩევა მოგცეთ, რას შეასრულებთ და რას არა - თქვენი საქმეა.
წარმატებებს გისურვებთ smile.gif


Posted by: elitejunkie 23 Jun 2022, 18:20
zviadcardio
ამ ექოს შედეგებს რომ გადახედოთ თუ შეიძლება.
ძალიან მიჩქარდება პულსი ნებისმიერ ფიზიკურ აქტივობაზე და მაინტერესებს რას ფიქრობთ.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: zviadcardio 24 Jun 2022, 21:47
elitejunkie
ექოკარდიოსკოპია ნორმალურია. აჩქარების გამო რეკომენდებულია
კარდიოლოგთან ვიზიტი, ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი, სისხლის საერთო, რკინა, ფერიტინი, კალიუმი, TSH

Posted by: Shredinger 25 Jun 2022, 14:02
zviadcardio
გამარჯობათ, თუ შეძლებთ ჩემი პირადი შეტყობინება რომ ნახოთ
მადლობა

Posted by: zviadcardio 26 Jun 2022, 12:33
Shredinger
კეთილი
გიპასუხეთ
____________________

Posted by: Sandro9991 28 Jun 2022, 10:42
გამარჯობა ბატონო ზვიად, ძილში ხანდახან მარცხენა ხელი მიბუჯდება და რო გამეღვიძება მასაჟით რამდენიმე წუთში მიბრუნდება მგრნზობელობა , საშიშია ეს თუ უფრო ვაწვები ხელს? მადლობა.
* * *
და ღრმად ჩასუნთქვა მინდება ხშირად, ამას ნევროზულიაო მეუბნებიან ჰიპერვინტილაციის სინდომიაო, გული რათქმაუნდა ბევრჯერ მაქვს გამოკვლეული თქვენთანაც .

Posted by: Sandro9991 1 Jul 2022, 12:25
ჭვალიც მაქვს ხოლმე და ევალის ძაან მეშინია, არ ვიცი ამდნეი რამე თუ შეუძლია ამ ნევროზულ მდგომარეობას, გული თქვენთან და საქართველოს ყველა ექიმთან გამოვიკვლიე ყველა არსებული კვლევით, თურქეთშიც გამოვიკვლიე ყველა ერთი და იგივე პასუხია რო ჯანმრთელია გული, მაგრამ ეს ჭვალი და ეს მდგომარეობა ძალიან მოქმედებს ჩემს ხასიეთზე.
* * *
და უცებ ამასაც გეტყვით, აი კუნთები მითამაშებს ხან ფეხზე ხან მარჯვნივ მაგრამ იმათ ვერ ვამჩნევ მაგრამ იგივენაირად ხან მარცხენა მკერდი მითამაშებს ვიზუალურად ეტყობა და ეგეც გული მგონია smile.gif ხანდახან ძაან იშვიათად ექსტრასისტოლებიც მაქვს , იშვიათად ორ კვირაში ერთხელ ან რამე მაგრამ მაგასაც ვგრძნობ.

Posted by: zviadcardio 1 Jul 2022, 21:15
Sandro9991
ხერხემლის და პოზიციის ბრალია. გული არაფერშუაშია

QUOTE
რო ჯანმრთელია გული, მაგრამ ეს ჭვალი და ეს მდგომარეობა ძალიან მოქმედებს ჩემს ხასიეთზე.

ფსიქო ნევროლოგს უნდა შეხვდეთ. ეს თემა სხვაგვარად არ მოგვარდება
საშიში არაფერია

Posted by: snep 13 Jul 2022, 18:17
მე პირადად არც ვეწევი, არც ალკოჰოლს მოვიხმარ, არც შემწვრებს, არც მარილიანებს, არც ბევრ ცხიმს მაგრამ მაქვს პრობლემები გულზე.
და ამ ბოლო დროს სხვა პრობლემებიც დაემატა.
კორონამ კიდევ მეტად გაართულა ეს ყველაფერი.

ამ დროს ჩემს გარშემო ტიპები ყოველდღე სვამენ, ეწვიან, შაურმას და ყველანაირ "ჯანგ ფუდს" მოიხმარენ და იმათ არ აქვთ ასეთი ჯამრთელობის პრობლემები.

"მოსაწევი" რო "მოსაწევია" ისიც კი არ მაქვს ცხოვრებაში გასინჯული.


Posted by: gigi27 17 Jul 2022, 22:23
ვარჯიში მინდა ,მსუბუქი 5 კილომდე გირებით მკლავები ვავარჯიშო,ასევე თუ შევძლებ აჯიმანიები ვაკეთო ისე რომ არ დავიღალო და გული არ ავაჩქარო ძაან,თან ამავ დროს ფეხით ისედაც დავდივარ 10 000 ნაბიჯს დღეში,პლიუს შევეცადო კვირაში 3 დღე მაინც ვიკვებო სწორად ,ამ ყველაფრით კი წონის კორექციასაც მოვახდენ და ცოტა მოვძლიერდე იქნებ რადგან ასე ვფიქრობ თუ ფიზიკურად მოვძლიერდი ჩემი გულის პრობლემები რომელიც მაქვს აორტაზე და ასე შემდეგ უფრო გავუმკლავდები სამომავლოდ,თუნდაც ოპერაციას უფრო იოლად გადავიტან გულზე და ასე შემდეგ,მაგრამ თან ამავ დროს მაინც მინდა ვიკითხო,ხომ არ იქნება პრობლემა ეს ვარჯიშები რო ვაკეთო ?

Posted by: zviadcardio 18 Jul 2022, 21:44
gigi27
შეიძლება, ოღონდ ეს ვარჯიში არ უნდა გღლიდეთ და უნდა იყოს მსუბუქი ხასიათის

Posted by: Sandro9991 23 Jul 2022, 15:19
გამაჯრობა ბატონო ზვიად, მილიონჯერ კი მაქვს მაგრამ ეს მკერდის ძვლის ანთება რომ მაქვს და რკივილები შემომიტევს მაინც გავრბივარ კვლევებზე, ამ ექოზე და კარდიოგრამაზე ყველაფერი წესრიგშია?წნევა ფილტვის არტერიაში დაბალი ხომ არ არის 9? სხვა დროს 22 წერია ხომე user posted imageuser posted image

Posted by: zviadcardio 23 Jul 2022, 21:54
Sandro9991
არა, აქ ყველაფერი რიგზეა

Posted by: Sandro9991 31 Jul 2022, 19:09
გამარჯობა კიდე რა მინდა გკითხოთ ბოდიშის მოხდით, რომ იძახიან ექიმები კოვიდის დროს არითმია რისკ ფაქტორიაო, ერთეული ექსტრასისტოლები ახალგაზრდა ასაკში იგულისხმება მაგ რისკფაქტორად? ანუ 27 კაცს ხან რომ ხან არა ექსტრასისტოლები ეგ არის რისკ ფაქტორი თუ არა კოვიდის დროს? მადლობა.

Posted by: tigvi 2 Aug 2022, 14:33
სალამი ზვიად ექიმო. მაქვს ინფაქტი მიღებული 6 წელია და შუნტირების ოპერაცია გაკეთებული, 2 შუნტიმადევს და ერთითვისწინ დამიმატეს ერთისტენდი. ადრე სანამ ესენი დამემართებოდა ვღებულობდი ნევროზის წამალს ესრამს. თუშეიძლება ესრამი რომივიღოთ ახლაც. ხოარმავნებს რამეს როგორც ნაინფაქტარი, შუნტიც და სტენდიც რომიდგას. ნევრებპათალოგმა კარდიოლოგს კითხეთო

Posted by: zviadcardio 2 Aug 2022, 20:30
Sandro9991
არა, ეს არ ზრდის რისკებს

tigvi
იდეაში შეიძლება. უბრალოდ ამ პრეპარატმა შეიძლება გაზარდოს QT ინტერვალი.
გარკვეული პერიოდულობით დაგჭირდებათ კარდიოგრამის გადაღება და ეს უნდა აჩვენოთ მკურნალ კარდიოლოგს.
ამასთან, ესრამთან ერთად ზოგიერთი პრეპარატის მიღება არ შეიძლება და ესეც უნდა გაითვალისწინოს მკურნალმა კარდიოლოგმა.
სულ ესაა

Posted by: tigvi 7 Aug 2022, 15:26
ექიმმა ნევრებპათალოგს კითხე შეიძლებათუარა მიღებაო, არმაქვს წაკითხული ამწამლის ინსტრუქციაო. ნევრებპათალოგმაკი მიიღეო არაფელს არდაგიშავებსო როაუხსენი რაცმჭირდა. თქვენითქმით უმჯობესია არმივიღო

Posted by: ინგა229 23 Aug 2022, 09:55
user posted imageuser posted imageuser posted image გამარჯობა ბატონო ზვიად თქვენი პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ჩემს 11წლის ბიჭს შევნიშნე არეული პულსი, გამოტოვებები,ნელი უცებ ჩქარი და ასე, თითონ ვერ გრძნობს. გავაკეთე ეს კვლევები დამამშვიდეს რომ ბავშვების უმეტესობას აქვს მაგრამ მე მაინც ვღელავ. მკურნალობა არ დაგვენიშნა თუ შეიძლება რომ ეს თავისით გაიაროს და რა შეიძლება გავაკეთო ამისთვის? (ჩემს მეორე შვილს აქვს კომბინირებული მანკი და ძალიან მეშინია ეხლა ამასაც პრობელმა არ შეექმნას) მადლობა და ბოდიშით რომ თქვენს ძვირფას დროს გართმევთ❤️
* * *
user posted imageuser posted imageuser posted image გამარჯობა ბატონო ზვიად თქვენი პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ჩემს 11წლის ბიჭს შევნიშნე არეული პულსი, გამოტოვებები,ნელი უცებ ჩქარი და ასე, თითონ ვერ გრძნობს. გავაკეთე ეს კვლევები დამამშვიდეს რომ ბავშვების უმეტესობას აქვს მაგრამ მე მაინც ვღელავ. მკურნალობა არ დაგვენიშნა თუ შეიძლება რომ ეს თავისით გაიაროს და რა შეიძლება გავაკეთო ამისთვის? (ჩემს მეორე შვილს აქვს კომბინირებული მანკი და ძალიან მეშინია ეხლა ამასაც პრობელმა არ შეექმნას) მადლობა და ბოდიშით რომ თქვენს ძვირფას დროს გართმევთ❤️

Posted by: zviadcardio 24 Aug 2022, 23:27
ინგა229
გიდასტურებთ რომ სინუსური ანუ სუნთქვითი არითმია ბავშვებისთვის ნორმად მიიჩნევა და რამე მკურნალობა არ ჭირდება.
არც საფრთხე აქვს ამის გამო რომც არ გამოსწორდეს, თუმცა ზრდასრულ ასაკში ეს როგორც წესი ქრება.
ამას არანაირი კავშირი არ აქვს მანკთან, მისი გული სტრუქტურულად ჯანმრთელია.
იცხოვრეთ მშვიდად.
ჯანმრთელობას ვუსურვებ თქვნს შვილებს

Posted by: ინგა229 25 Aug 2022, 14:36
ბატონო ზვიად უღრმესი მადლობა. ისე დამამშვიდეთ, თქვენი პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.(მეც თქვენი პააციენტი ვიყავი) გაიხარეთ❤️❤️❤️

Posted by: zviadcardio 25 Aug 2022, 19:56
ინგა229
არაფრის smile.gif

-----------------------------------------------

Posted by: gigi27 1 Sep 2022, 13:32
სალამი ბატონო ზვიად,ამ დილით კომპთან ვიჯექი და უცებ ვიგრძენი რო თითქოს ვითიშები,ან ძაან მაგრად რო გეძინება ისეთი შეგრძნება წამოვდექი და რამდენჯერმე კინაღამ წავიქეცი სანამ სხვა ოთახში გავედი და მერე გადამიარა,პულსი მქონდა აჩქარებული არ ვიცი რო შემეშინდა მაგიტო ,ადრე გამიკეთა რამდენჯერმე ოღონდ მაშინ არითმიებს ვგრძნობდი ხოლმე როგორ მიკეთებდა ამოვარდნებს ,ახლა ამოვარდნა ვერ ვიგრძენი,შეიძლება ეს გულის ბრალი იყოს ? ძილით ასე თუ ისე ნორმალურად მძინავს ხოლმე,დილით ფეხით დავდივარ როგორც ყოველთვის,ისე პერიოდულად მიკეთებს ხოლმე ერთეულ რითმის ამოვარდნებს,ამ დილითაც სიარულის დროს ერთხელ ვიგრძენი

Posted by: Giorgikvr 2 Sep 2022, 19:53
გამარჯობა ბატონო ზვიად. ტახიკარდიის ჩივილით მივედი კარდიოლოგთან რომელმაც გამაგზავნა კარდიო ეხოსკოპიის გასაკეთებლად. პასუხი არის შემდეგი: user posted image შფოთვა მაწუხებს და ძალიან მიჩქარდება გული ემოციურ ფონზე, გარდა ამისა ამ თვეში ფეხზე წამოდგომისას იმატებს ძალიან პულსი, ამას ერთვის ნერვიულობა და კიდევ უფრო იზრდება სიხშირე. ეს კვლევა 2 თვის წინ გავიკეთე, მითხრეს საშიში არაფერიაო, რატომღაც კომენტარის კითხვის დროს დიასტოლური დისფუნქცია გამომრჩა, ახლახანს გადავხედე ხელახლა და დღეს აღმოვაჩინე. რამდენად საშიშია 21 წლის ასაკში ასეთი დიაგნოზი? სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს? ძალიან გამხდარი ვარ (bmi 16.2) და ფიზიკურად არააქტიური. არ ვეწევი, არ ვსვამ, ცხიმიან და მარილიან საკვებს არ ვიღებ, არც ხელოვნურ შაქარს. ვარჯიშს ვერ ვიწყებ, მცირე აქტივობაზეც გული მიჩქარდება ძალიან ამ ბოლო დროს. აქვე გკითხავთ, ძალიან მქონდა აჩქარებული გული ეხოსკოპიის გაკეთებისას და სანამ წამალი არ დავლიე და არ შევისვენე 15 წუთი იქამდე ვერ გამოიკვლია. არსებობს შანსი რომ არასწორად იყოს დასმული დიასტოლური დისფუნქციის დიაგნოზი? ბოდიშს გიხდით, შეშინებული ვარ და ძალიან გამიგრძელდა სიტყვა. ანაპრილინი დამინიშნეს.

Posted by: zviadcardio 2 Sep 2022, 21:07
gigi27
შეიძლება დაბალი წნევის ან დაბალი პულსის გამო გაჩნდეს ეს შეგრძნება, ვგულისხმობ მოდუნებას, ძილიანობის შეგრძნებას.
ასევე შესაძლებელია რომ არ იყოს კავშირში გულთან. თუ მსგავსი რამ განმეორდება ჰოლტერის მონიტორინგი დაგჭირდებათ

Giorgikvr
არა, ეს დიასტოლური დისფუნქცია არაფერია. ეს არ მოქმედებს თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
თქვენს მონათხრობზე დაყრდნობით ვფიქრობ რომ ძირითადი პრობლემა ემოციური სისტემიდან მოდის, თუ არ შეგიმოწმებიათ ასევე აუცილებელია TSH, სისხლის საერთო, კალიუმის, რკინის, ფერიტინის ანალიზი

Posted by: Giorgikvr 2 Sep 2022, 21:13
უღრმესი მადლობა პასუხისთვის. 2 თვის წინ გავიკეთე ანალიზები და TSH, FT4, სისხლის საერთო, რკინა ნორმაში იყო, დანარჩენებსაც გადავიმოწმებ როგორც კი მოვახერხებ.

Posted by: zviadcardio 3 Sep 2022, 19:22
Giorgikvr
არაფრის, ჯანმრთელობას გისურვებთ

___________________________________

Posted by: TT-KK 5 Sep 2022, 17:30
გამარჯობა ზვიადი ექიმო

დაბალი წნევის შემთხვევაში შეიძლება თუ არა ვალოკორდინის წვეთების მიღება? როცა გული მაწუხებს, რა თქმა უნდა

Posted by: zviadcardio 6 Sep 2022, 18:42
TT-KK
მოგესალმებით
ამ მიზნით ვალოკორდინის გამოყენება არ ღირს.
თუ სხვა დაავადებები არ გაწუხებთ დაბალი წნევის სამკურნალოდ ყველაზე უსაფრთხო საშუალება მინერალური წყლის გამოყენებაა.
მიიღეთ 1-1,5ლ გაზგასული მინერალური წყალი ყოველდღე 20 დღის განმავლობაში და წნევა გამოსწორდება

Posted by: Tweetka227 14 Sep 2022, 18:15
გამარჯობა ბატონო ზვიად, პირველ რიგში მადლობა რომ კარგ საქმეს აკეთებთ. ვარ 20 წლის სიმაღლე:1.8, წონა:75კგ , დაკავებული ვარ სპორტით 3 დღე კვირაში დავდივარ დარბაზში, ალკოჰოლს, ნარკოტიკულ საშუალებებს და სიგარეტს არ ვეკარები,ჯანმრთელობას არ ვუჩივი. გადავწყვიტე პროფილაქტიკის მიზნით ჩამეტარებინა კარდიოგრამა და გულის ექო. კარდიოგრამაზე დასკვნა: სინუსური თაქიკარდია და ექოზე აღმოჩნდა რომ მიტრალური სარქვლის წინა კარედი პროლაბირებს 3,7მმ -ით. სინუსურ თაქიკარდიას ვაბრალებ უბრალოდ დროებით სიმპტომს, დილიდან უზმო ვიყავი და 14:27 დან 16:30-მდე ვიდექი რიგში კარდიოლოგთან ძლივს შევედი და თან როდესაც ტესტი დავიწყეთ უფრო გავნერვიულდი. ქვემოთ დავდებ სურათებს ექოს და კარდიოგრამის. ჩემი შეკითხვა მდგომარეობს თუ რამდენად საშიშია მიტრალური სარქვლის 3.7მმ-ით პროლაბირება, მჭირდება თუ არა დამატებითი გამოკვლევები და არის შანსი რომ დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას 25 წლამდე, კარდიოლოგმა მითხრა რომ ზრდის პერიოდში ხდება ასეთი რამ.user posted image user posted imageuser posted image[SPOILER]

Posted by: zviadcardio 14 Sep 2022, 23:19
Tweetka227
მოგესალმებით.
1. ეს საშიში არ არის
2. 6-12 თვეში გაიმეორეთ ექოკარდიოსკოპია
3. ამ პროლაბირებით 100 წელი შეგიძლიათ იცხოვროთ, "გამოსწორება" არ ჭირდება - ხელს არაფერში გიშლით.
მიიღეთ ნაკლები მარილი, შეზღუდეთ მინერალური წყლის გამოყენება.
იცხოვრედ მშვიდად და ამ თემაზე არ ინერვიულოთ

Posted by: ელექტროხულიგანი 15 Sep 2022, 10:58
გამარჯობა, ბოლო 6 თვეა დაახლოებით რაც კვების შემდეგ გული მიჩქარდება, ანაპრილინი თუ არ მივიღე მიწევს წნევა. ჭამის გარეშე გული რიგზეა, არც ტკბილის ჭამა არც ყავის დალევა მიჩქარებს არც სხვა რაიმე ქმედება, მხოლოდ საკვების მიღება.
ვარ 36 წლის
ვარ მწეველი
მაქვს ზედმეტი წონა
ვმუშაობ სახლიდან, უმეტესად მჯდომარე მდგომარეობაში ვარ
მაქვს სტრესული გარემო, ვუვლი ოჯახის წევრს რის გამოც ხშირდ მიწევს ღამის გათენება ან არასწორი რეჟიმით დაძინება. ბოლო 2-3 წელია რაც არ ყოფილა შემთხვევა დამეძინა ღამე ვგულისხმობ 10, 11, 12 საათს და გამეღვიძა დილას. საშუალება სრული გამოკლვევის ჩასატარებლად ჯერ არ მაქვს.

* * *
აქვე დავამატებ 6 თვის ადრეც მქონია მსგავსი ახლა რომ ვაკვირდები უბრალოდ საკვების მიღებას ვერ ვუკავშირდები, რაც უშუალოდ სახლში დავჯექი სამუშაოდ მის მერე გამიმძაფრდა

Posted by: Kakasha 15 Sep 2022, 14:58
user posted imagezviadcardio
გამარჯობა ბატონო ზვიად დღეს ვიყავი რუსთავში კარდიოლოგთან დავით კაისურაძესთან კარდიოგრამა და ეხო გადავიღე და მითხრა გულს სამკურნალო არაფერი აქვსო მაგრამ 24 იანი ჰოლტერი მაინც დამიწერა... გაჩვენებთ შედეგებს თქვენ რას მეტყვით წინასწარ ძალოან დიდი მადლობა... მაქვს ვეგეტო ნერვოზი პანიკური შეტევები. პროფილაკტიკაზე მივედი იმიტომ რომ ბოლო ერთი თვეა გულის წნევა მომიხშირდა 95-100 ამდე პლიუს ტკივილები სიმძიმის შეგრძნება წიწკვნა და სიცარიელის შეგრძნება. და დრო და დრო უჰაერობა თითქოს ჩასუნთქვის გაძნელება ... იქნებ თქვენც შეხედოთ პასუხებს მადლობელი დაგრჩებით <3user posted image

Posted by: zviadcardio 18 Sep 2022, 19:23
Kakasha
გულისცემა მსუბუქად აჩქარებულია, რაც ემოციებით აიხსნება
ნორმალური შედეგებია, ცუდი არაფერი ხდება
* * *
ელექტროხულიგანი
დიდი ალბათობით ემოციურობით, უძრავი რეჟიმით, ჭარბი წონით ახსნადი მდგომარეობაა.
ზოგადად ექოკარდიოსკოპია და ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი რეკომენდებულია

Posted by: ელექტროხულიგანი 19 Sep 2022, 12:04
zviadcardio

მადლობა რეკომენდაციისთვის

Posted by: hopemin 22 Sep 2022, 17:35
ბატონო ზვიად მოკლედ მაწუხებს პანიკური შეტევები წლებია.
დღეს
კარდიოგრამზე და ანერვიულებული ვიყავი ცოტა და 100 მქონდა პულსი ნარბენიც ვიყავჯ
რა იწვევს და რას ნიშნავს ამას უბრალო ენით
"ST სეგმენტის ჰორიზონტალური დეპრესია
(1მმ) || ||| AVF V4-V6 განხრებში" (ასაკი 27)
ეს ეწერა მხოლოდ
პანიკაში ვარ ახლა მინდა კიდევ მითხრას მცოდნემ
შიძლება იმ შფოთვამ და წნევამ (140-90) გამოიწვიოს მაგის გამოჩენა ეკგზე
და მოკლედ ტახიკარდია დაწერა სხვა კარგად არის ყველაფერიო.
ეხოზე ვიყავი ადრე და არაფერია ტრივიალური ნაკლოვანების გარდა ტრუპისკუდულის იმდენად უმნიშვნელოა ეგ და მოტრალული რო არც კი მინდა რო ვთქვა არ ღირსო. ფილტვის აორტები თუ რაღაც მიწო შესაშურიაო

ისეთ პანიკაში ვარ უჰაერობა დამეწყო ღელვისგან იმ სეგმენტის დეპრესია რო წერია გთხოვთ მიპასუხოთ მადლოვა წინასწარ

Posted by: B.B 23 Sep 2022, 10:37
მოგესალმებით,
პირველად ვპოსტავ ამ ჯგუში, მოკლედ ნერვოზი მაქვს ცალსახაა smile.gif პლანისგან დამემართა 4 წლის წინ, თუმცა ეხლა რატო გაწუხებთ, მაქვს ასეთი რამ, სუნთქვებს შორის თითქოს ორგანიზმი მთხოვს რომ ცხვირით შევისუნთქო, თან თითქოს მუცლიდან მოდის სპაზმივით ყელში მომებჯინება და მერე მამთქნარებ, 2 სამი დამთქნარების მერე ვწყნარდები, მაგრამ ცხვირით ჩასუნთქვის მოთხოვნილება მაინც მაქვს, ფილთვები გამოვიკვლიე სპირომეტრია კარგია, სიგარეტს თავი დავანებე ერთი თვეა, თან თითქოს ვინმეს რომ ველაპარაკები ჰაერი არ მყოფნისsmile.gif) ზოგჯერ საქკმარისია ცხვირით ოდნავი შესუნთქვა გავაკეთო და ვკმაყოფილდები.

Posted by: zviadcardio 23 Sep 2022, 20:12
მოგესალმებით

hopemin
არ ვფიქრობ რომ რამე საშიშია. იმისთვის რომ ბოლომდე მშვიდად იყოთ მიბრძანდით კარდიოლოგთან და ფიზიკური დატვირთვის ტესტი გაიკეთეთ.

B.B
ეს კარდიოლოგიური ჩივილი არ არის. ემოციების გამოა ეს განცდა. ნევროლოგთან ან ფსიქონევროლოგთან მიბრძანდით და მოგვარდება

Posted by: Lаki 25 Sep 2022, 09:54
წნევის მარეგულირებლებიდან რომლებს ანიჭებთ უპირატესობას? user.gif

Posted by: ladusha64 25 Sep 2022, 10:25
zviadcardio
გამარჯობათ
აქ გკითხავთ რა. (თქვენც და სხვებსაც)

წლებია ვსვამ დილაობით ტრიპლექსამს და საკაიფოდ დაარეგულირა წნევა.
მერე, ისე მოხდა რომ ოჯახს ეწვია ნაცნობი ექიმი და მან გვითხრა ასეთი რრაც, როცა იღებ ტრიპლექსამს დილით, მაშინ აუციულებელია დაძინების წინ დალიო ფიზიოტენზი. რომლის დანიშნულებაც ის ყოფილა რომ ტრიპლექსმის მიერ ორგანიზმში დატოვებ ულ "ნაგავს" ჩარეცხავსო.
მაინტერესებს თქვენ რა გვეტყოდით ამის შესახებ.

და კიდევ, ერთს რომ დავუსვი იგივე შეკითხვა, მან მითხრა რომ ლორისტა h-ს ვსვამ თითქმის 10 წელია... წნევა აღარ მახსოვსო.
გადავხედე და ფასებში უზარმაზარი განსხვავება ყოფილა.
რანდენახ ახლო-ახლო დგას ერთნმეთთანე ს ორი წამალი (ტრიპლექსამი და ლორისტა -h)?
ხომ ხდება რომ, ერთს რომ უხდება წამალი, მეორეს ის არ შველის და სხვას უნიშნავენ.

პს
წნევა ძირითადად ადის 150/(85-90-მდე) თუკი დილით წამალი არ მივიღე. ასაკი - 50 ზემოთ :დდ

Posted by: zviadcardio 25 Sep 2022, 18:45
Lаki
უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით ხდება წამლის შერჩევა. ერთი კონკრეტული ფავორიტი მედიკამენტი არ გვაქვს.
კონკრეტული მედიკამენტის დაწერა არც არის რეკომენდებული = პოტენციურად სახიფათოა

ladusha64
QUOTE
როცა იღებ ტრიპლექსამს დილით, მაშინ აუციულებელია დაძინების წინ დალიო ფიზიოტენზი. რომლის დანიშნულებაც ის ყოფილა რომ

ეს შეხედულება არასწორია. თუ მხოლოდ ტრიპლიქსამის ფონზე წნევა მოწესრიგებულია და მუდამ <140-ზე სხვა წამლის დამატების აუცილებლობა არ არსებობს, მეტიც პოტენციურად საზიანოა. თუ წნევა მაინც მაღალია, მაშინ შეიძლება დაემატოს. ოღონდ ემატება არა იმიტომ რომ ამას ტრიპლიქსამი მოითხოვს, არა - ემატება მომატებული წნევის გამო

QUOTE
რანდენახ ახლო-ახლო დგას ერთნმეთთანე ს ორი წამალი (ტრიპლექსამი და ლორისტა -h)?

ტრიპლიქსამის წნევის დამწევი ეფექტი ლორისტას დაახლოებით 3-4 ჯერ აღემატება. თქვენს წნევას ეგ პრეპარატი არ ეყოფა.


QUOTE
ხომ ხდება რომ, ერთს რომ უხდება წამალი, მეორეს ის არ შველის და სხვას უნიშნავენ.

ამისთვის სწავლობენ ექიმები უამრავი წლის განმავლობაში. ეს მხოლოდ არითმეტიკა არ არის. გასათვალისწინებელია ბევრი დეტალი, დაწყებული პაციენტის წნევიდან, დამთავრებული თანმხლებ პათოლოგიებემდე.

Posted by: ladusha64 25 Sep 2022, 21:18
zviadcardio
მადლობა, დაუზარელი პასუხისთვის.
ჯანმრთელობას გისურვებთ! <3

Posted by: B.B 26 Sep 2022, 13:00
zviadcardio

დიდი მადლობა

Posted by: zviadcardio 26 Sep 2022, 20:03
ladusha64
B.B
წარმატებები

Posted by: ambako200 28 Sep 2022, 19:53
გამარჯბათ ვარ 20 წლის მაქვს უეცარი გულის აჩქარებები უფრო ხშირად იზრდება 130 140 ამდე მქონია უფრო მეტიც 170 გულის აჩქარებასთან ერთად მიწევდა წნევა 180-130 ზე ეხლა იმდენად არა მაქსიმუ 150 ამდე ჩემი ნორმალური წნევაა 100 70 ზე ვიღებდი ბეტალოკ ზოკს 50 მგ 8 თვე ეხლახან დავიწყე სობიკორის მიღება მითხრეს რომ მაქვს სინუსური ტაქიკარდია ჰიპოთირეოზი და თიროიდიტი ერთმა ექიმა მითხრა რომ გულის აჩქარებები არის ჰიპოთირეოზის გამოწვეული მეორემ მითხრა რომ ეს აჩქარებები ამასთან არ არის კავშირში რადგანაც ჰიპოთირეოზის დროს პირიქით ნელდება გულისცემაო ზოგჯერ მაქვს ამოვარდნებიც იქნებ ხართ ვინმე აქ ვინც ასე არის ან იქნებ ვინმემ იცის შეუძლია თუარა ჰიპოთირეოზს არითმიის გამოწვევა მადლობა წინასწარ ასევე გულის რაიმე პათოლოგიური დაავადება ექიმის მიერ გამოირიცხა

Posted by: zviadcardio 28 Sep 2022, 22:13
ambako200
ჰიპეთირეოზი ნაკლებადაა ამის მიზეზი. მიზეზი შეიძლება იყოს ჰიპოთირეოზის სამკურნალო მედიკამენტი (თუმცა თუ დანიშნულია უნდა მიიღოთ)
აქ წამყვანი შეიძლება იყოს თქვენი ემოცია/სტრესი.
შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ნევროლოგის / ფსიქო-ნევროლოგის კონსულტაციამ
სინუსური ტაქიკარდია უხშირესად მეორადი (გულს გარე) მიზეზებითაა გამოწვეული. ეს შეიძლება იყოს სტრესი/ემოცია, ანემია, ინფექცია,ზოგიერთი მედიკამენტი, კოფეინის ჭარბი მოხმარება და ა.შ.

Posted by: Kakasha 17 Oct 2022, 02:57
zviadcardio
შეგაწუხებთ ისევ ბატონო ზვიად საშინლად ვარ იმენა ნუ მაქვს მწვავე შფოთვითი აშლილობა ნერვოზული პაციენტი ვარ არ ვმკურნალობ ჯერ ჯერობით მედიკამენტებით მარა ვაპირებ დაწყებას... უბრალოთ გულის არეში ტკივკლები საშინლად მხდის ეს წიწკვნები, გამჭოლი ტკივილები, სიცარიელის შეგრძნება გულის არეში, მჭვალივით დადგომა , მოჭერითი ტკივილი , პლიუს მარცხენი მხარშიც გადამცემს . უეცარი უჰარეობები და პულსის მატება პლიუს გულის წნევა. გულის ამოვარდნები. ხანდხან ეს სხვადასხვა დისქომფორტები და ტკივილები წუთიერია ხან დიდი ხნით გრძელდება... შიში მაქ სტენოკარფია არ მჭირდეს.. არადა კარდიოგრამა, ეხოსკოპია და 24 საათიანი ჰოლტერი გავიკეთე და ყველაფერი რიგზეაო მითხრეს.. დავაბრალო ნერვოზს შფოთს და სტრეს? sad.gif 26 წლის ვარ

Posted by: zviadcardio 22 Oct 2022, 20:12
Kakasha
როგორც მიხვალთ სპეციალისტთან და შფოთვის მიმართულებით მკურნალობას დაიწყებთ - ნახავთ როგორ შემცირდება და გაქრება კარდიოლოგიური ჩივილები.
ანუ სწორედ ეს არის თქვენი ჩივილების პროვოკატორი.
არ შეშინდეთ, მიმართეთ ექიმს

Posted by: gigi27 24 Oct 2022, 11:46
მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო დიდი პატივისცემა თავის საქმეზე შეყვარებული ექიმის და კარგი ადამიანის ბატონი ზვიადის მიმართ.
აქ ბევრი ადამიანი შემოდის და უფასოდ იღებს კონსულტაციას,რჩევებს და ოპტიმიზმსაც თუ შეიძლება ასე ითქვას
და ეს ყველაფერი ძალიან დასაფასებელია მითუმეტეს დღევანდელ დროს..
მადლობა ზვიად და წარმატებები პირად და კარიერულ ცხოვრებაში smile.gif

Posted by: Kakasha 24 Oct 2022, 12:54
zviadcardio
დიდი მადლობა <3
* * *
gigi27
+100000000000000000

Posted by: zviadcardio 30 Oct 2022, 15:31
gigi27
Kakasha
დიდი მადლობა. ჯანმრთელობას გისურვებთ

Posted by: gigi8989 31 Oct 2022, 03:08
გამარჯობათ ანუ რა მიანტერესებს )
12 წლის მოწევის სტაჟი მაქვს რამდენჯერმე ვცადე გადაგდება 2-3 თვეც გადამიგდია მარა დავიწყე ისევ

24 საათია არ მომწიევია მაგრამ პულსი მაქვს დაბალი 60-65 დაახლოებით და წნევა ნორმა 120/ 75 110/70 დაახლოებით
ძაან სისუსტე ალბათ სიგარეტი რომ არ მომიწვია იმის ბრალია ხომ?
33 წლის ვარ მამრობითი )
თან ცოტა ნერვოზიანიც ვარ

Posted by: zviadcardio 31 Oct 2022, 21:21
gigi8989
ეს სისუსტე ძირითადად განწყობის ანუ ემოციების ბრალია.
სიგარეტის გადაგდება გიჭირთ და იმიტომ.
თუ ამ ემოციურ ეტაპს გადალახავთ 2 კვირაში ყველაფერი გაგივლით
საშიში არაფერია

Posted by: Nikanormelia 1 Nov 2022, 07:13
გამარჯობა ბატონო ზვიად, მადლობა რომ არსებობთ!❤
ვარ 20 წლის ბიჭი. დაახლოებით 7თვის წინ ღამე ამიჩქარდა გული, გამოვიძახე სასწრაფო და ნერვოზულიაო. შემდეგ წავედი გამოკვლევებზე, გული ჩიყვი შაქარი ელექტროლიტები და ა.შ ყველაფერი გამოვიკვლიე და წესრიგში იყო. ვეგეტორევოზი გაქვსო მოკლედ.
ამის შემდეგ შეიცვალა სიტუაცია და ესაა ჩემი ჯოჯოხეთი. ადრე თუ მოსვენებულ მდგომარეობაში მიჩქარდებოდა გული, მაგ ამბებიდან დაახლოებით 1 თვეში დამეწყო აჩქარებები მხოლოდ მაშინ, როცა ვიწექი/ვიჯექი და ფეხზე წამოვდგებოდი, ეს გრძელდება დღემდე. როგორც კი ფეხზე წამლვდგები პულსი ადის 120-130ამდეც კი და მხოლოდ მაშინ წყნარდება, თუ ისევ დავწვები/დავჯდები. დიდხანს თუ ვწევარ და წამოვდგები მერე უფრო ჩქარდება, თან ვგრძნლბ რომ ძლიერადაც ცემს გული.
სიარულის დროს 150-160ზეც ამდის. ფეხზე წამოდგომის მეშინია უკვე და ძააან მზღუდავს, მინდა ვარჯიში დავიწყო მაგრამ რამხელაზე ავა პულსი წარმოდგენაც არმინდა როცა წამოდგომაზეც ამხსლაზე ამდის. მაინტერესებს რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და ეშველება თუ არა რამე.
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, მადლობა კიდევ ერთხელ რომ არსებობთ!❤❤❤

Posted by: zviadcardio 2 Nov 2022, 21:03
Nikanormelia
საშიში არაფერია შეიძლება მხოლოდ ემოციაც იყოს ამის მიზეზი.
ასევე გაიკეთეთ სისხლის საერთო ანალიზი, CRP, რკინა სისხლში, ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი
საკმარისი რაოდენობით მიიღეთ სითხე/წყალი
მიბრძანდით ნევროლოგთან ან ფსიქონევროლოგთან.
საშიში არაფერია და ეს ყველაფერი დალაგდება

Posted by: Nikanormelia 2 Nov 2022, 23:20
ძალიან დამამშვიდეთ❤ წავიკითხე ინტერნეტში, რომ ეს შეიძლება იყოს პოსტურალური ორთოსტატიული ტაქიკარდია (POTS) და ზედაპირულად რომ მითხრათ რა არის ეს და საშიშია თუ არა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა❤ 24 საათიანი ჰოლტერი გაკეთებული მაქვს და რკინავ შემოწმებული.
* * *
zviadcardio
ძალიან დამამშვიდეთ❤ წავიკითხე ინტერნეტში, რომ ეს შეიძლება იყოს პოსტურალური ორთოსტატიული ტაქიკარდია (POTS) და ზედაპირულად რომ მითხრათ რა არის ეს და საშიშია თუ არა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა❤ 24 საათიანი ჰოლტერი გაკეთებული მაქვს და რკინავ შემოწმებული.

Posted by: Shredinger 3 Nov 2022, 01:07
zviadcardio
გამარჯობათ თუ შესაძლებელია რომ პირადი შეტყობინება ნახოთ, მადლობა.
--
ასევე მაქვს ესეთი შეკითხვა, ბოლო კვლევებით ვნახე რო თითქოს LDL ქოლესტერინი მთლად ისეთი საშიშიც არ ყოფილა https://www.youtube.com/watch?v=G7FvPhaz0As
და მართლა ცუდი ქოლესტერინის აწევა იწვევს შაქარი, ბევრი ნახშირწყალი და უმოძრაობა და არა ცხიმი.
თუ შესაძლებელია ეს თანამედროვე კვლევები რომ გვითხრათ, თუ მართლაც არის რამე სიახლე ამ მიმართულებით

Posted by: zviadcardio 5 Nov 2022, 22:22
Shredinger
გიპასუხეთ უკვე
რაც შეეხება LDL-ს მანდ ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა. ახალგაზრდებთან და ჯანმრთელებთან ნაკლები რისკია.
დიაბეტის, ჩატარებული სტენტირების, თამბაქოს მოხმარების შემთხვევაში და ა.შ. როსკები იზრდება.

Nikanormelia
საშიში არ არის.
აქაც ჯანმრთელი რიტმი ჩქარდება, ოღონდ ჩქარდება შეუსაბამოდ და უპირატესად წამოდგომისას.

Posted by: Nikanormelia 6 Nov 2022, 04:38
zviadcardio
შველის რამე?

Posted by: TAG 9 Nov 2022, 23:23
zviadcardio
გამარჯობათ ბ/ნ ზვიად.
ვსვავდი ნებივოლოლს 3 თვე 5მგ დილით უზმოდ, აჩქარებული პულსის გამო დამინიშნეს 2 თვეა აღარ ვსვავ. ახლა პირიქით 60 დაბლა ჩამომდის პულსი 51-52 ზეც მოსვენებულ მდგომარეობაში ასეთ დროს რა მედიკამენტები მიიღება ხოლმე?? ჩემი აზრით არასწორმა დოზირებამ გამოიწვია ეს და თუ შეიძლება თავისით რომ გამოსწორდეს ეს მდგომარეობა??? 2 თვეა თუ მეტი აღარ მიმიღია ეს წამალი.

Posted by: zviadcardio 11 Nov 2022, 23:10
Nikanormelia
ტრენინგი, ფეხით სიარული, სითხის სათანადო რაოდენობით მიღება რეკომენდებულია.
კოფეინი, თამბაქო, ალკოჰოლი იკრძალება

TAG
ვერ ვიტყოდი რომ წამლის ბრალია.
ამ წამლის ეფექტი შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში გადის.
შენელებული გულისცემის სამკურნალოდ წამლების გამოყენება დიდად რეკომენდებული არ არის.
თაფლის მიღება აკრძალულია
ერთხელ ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი გაიკეთეთ და TSH გაიზომეთ

Posted by: Domaci 12 Nov 2022, 14:04
zviadcardio

გამარჯობა ზვიდი ექიმო

გულზე ჩხვლეტა და მარცხენა ხელზე ჩხვლეტა ერთდროულად მაქვს მეორე დღეა და რამე ისეთი ხომ არაა? თქვენთან ვიყავი შარშან 48 დღიანი ის აპარატი მეყენა (სახელი დამავიწყდა ) და მშვიდობააო. ეს დღეებია ცოტა რეჯიმი Aმერია და გვიან ვიძინებ. შეიძლება Aმის გამო იყოს Eს ჩხვლეტები?


მარცხენა ხელის ამ ნაწილში მჩხვლიტავს. ხშირად არა. დაახლოებით 1-2 საათში ერხელ
user posted image

Posted by: ქეთათო 13 Nov 2022, 23:48
საღამო მშვიდობის.
3 წლია წინ დამეწყო პულსის ჩავარდნები, ჰოლტერი 2 ჯერ მაქვს გაკეთებული იმ პერიოდში 1 წლის შუალედში, მკურნალობა არ დამჭირდა. თითქოს სადღაც მიიკარგა და ახლა ისევ გამოჩნდა. დაახლოებით შეიძლება მქონდეს 1 საათამდე ეს პულსის ჩავარდნები და შემდეგ წყნარდება. ამ პერიოდში დისკომფორტი მაქვს მხოლოდ, რომ ვთქვათ ცუდად არ ვგრძნობ ხოლმე თავს.
ამ საღამოსაც ვიგრძენი, შემდეგ უცებ წამომიარა გულის წასვლის შეგრძნებამ რომელმაც წამებში გაიარა. ამ დროს დამერთო ტაქიკარდიაც 108 მქონდა პულსი და ჩავარდნებმაც ცოტა მოიმატა. წნევა ნორმაში. კორვალოლის წვეთები დავლიე ღებინების შეგრძნება მქონდა,სპაზმი. + ამას ასე მეგონა ყელში თითქოს მახრჩობდა რაღაც. მერე თითქოს კარგად ვარ, ჩვეულებრივ და რაღაც ისევ წამომივლის შინაგანად,ღებინების შეგრძნებაც იმატებს(წამომივლის და ესეც გადაივლის). უცებ ჩვეულწბრივ ვარ ამ პერიოდში და უცებ ისევ ვერ ვარ, ისევ კარგად და ა.შ...
რა შეიძლება მოვიმოქმედო?

პ.ს არ ვიცი რამდენად კავშირშია მაგრამ ოდნავ ნოყიერი საკვები, ან ნორმაზე მეტი თუ მომივიდა კვება თითქოს მაშინაც მეწყება ეს დიკსომფორტი(არითმიული).

Posted by: zviadcardio 17 Nov 2022, 20:43
Domaci
თუ ეს 1 წერტილში ლოკალიზებული დისკომფორტია საშიში არ არის და დიდი ალბათობით ადგილობრივი მიზეზითაა (კუნთი, ნერვი) განპირობებული.
უძილობა, ცუდი რეჟიმი, სტრესი - შესაძლოა პროვოკატორი იყოს.
ქეთათო
ასეთი ჩივილების დროს რეკომენდებული კვლევებია:
ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი, ექოკარდიოსკოპია, სისხლის საერთო, კალიუმი, TSH.
თუ აქ ყველაფერი ნორმაშია, შესაძლოა მიზეზი სტრესი იყოს და ნევროლოგთან ან ფსიქონევროლოგთან ვიზიტით ყველაფერი მოგვარდეს

Posted by: Arcbell 2 Dec 2022, 20:23
არ ვიცი რამდენად საყურადღებოა, მაგრამ მგონია, რომ რაღაც მთლად კარგად არ მაქვს გულში.
არ ვიცი როგორ აღვწერო ეს შეგრძნება და ვიცი, რომ ასე წერით, რა თქმა უნდა, რთულია გაგება, მაგრამ იქნებ რამე სანდო კარგი კლინიკა იცოდეთ ან მიახლოებით მაინც ვინმეს ჰქონდეს მსგავსი გამოცდილება.
ტკივილს ვერ დავარქმევ, მაგრამ რაღაცნაირად ვგრძნობ, რომ უსიამოვნო შეგრძნებები მაქვს. ხან შეიძლება დღეები გავიდეს, რომ კარგად ვიყო სულ, მაგრამ ხან შეიძლება მთელი დღე უსიამოვნო შეგრძნება მქონდეს. ძალიან შემაწუხებელიც კი არ არის, მაგრამ თუ რამე სერიოზული შეიძლება იყოს, მინდა მალევე მივაქციო ყურადღება.
ერთხელ კი ვიყავი კარდიოლოგთან და დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაცას მეტყოდა, მაგრამ მითხრა, რომ სულ ყველაფერი კარგად არის და ერთი დარღვევაც კი არ გაქვსო. და რავი, რაღა მეთქვა, დიდად არც ვიცი როგორ იკვლევენ უფრო ღრმად, თუ არის რამე პრობლემა.
არადა ვგრძნობ მე თვითონ, რომ მთლად კარგად არ მაქვს.
უსიამოვნო შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელ გულს ვგრძნობ, თითქოს დაღლილი მაქვს და მეძინება, ხანდახან თითქოს მინდა, რომ ღრმად ამოვისუნთქო მაგრამ თითქოს არ ჩადის საკმარისი ჰაერი გულთან... biggrin.gif

Posted by: zviadcardio 3 Dec 2022, 21:54
Arcbell

QUOTE
თითქოს არ ჩადის საკმარისი ჰაერი გულთან...

ეს ძირითადად ემოციური ჩივილია

მიბრძანდით კარდიოლოგთან და გაიკეთეთ შემდეგი კველევები:
კარდიოგრამა, ექოკარდიოსკოპია, ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი, ფიზიკური დატვირთვის ტესტი.
თუ ყველაფერი რიგზეა - მშვიდად იცხოვრეთ

Posted by: Universe´ 10 Dec 2022, 11:59
zviadcardio
გამარჯობა ზვიად ექიმო
კარდიოლოგიას აცდენილი შეკითხვა მაქვს.

შესაძლებელია შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობა (მუცლის ღრუში, გულის) მოხდეს იმ არეში კანის დაზიანების გარეშე?
ექოსკოპიაში გამოჩნდება თუ სხვა კვლევაა ამ დროს საჭირო?
შეიძლება ფარული სისხლდენა გამოიწვიოს? ამის დასადგენად რა კვლევა ტარდება?




Posted by: zviadcardio 10 Dec 2022, 18:31
Universe´
QUOTE
შესაძლებელია შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობა (მუცლის ღრუში, გულის) მოხდეს იმ არეში კანის დაზიანების გარეშე?

დიახ შესაძლებელია
QUOTE
შეიძლება ფარული სისხლდენა გამოიწვიოს?

დიახ

უფრო ღრმად ამ საკითხში ვერ ჩავალ და დამატებითი კვლევის მეთოდებს ვერ გირჩევთ.
ეს თემა ჩემი კომპეტენციის მიღმაა

Posted by: George McRay 12 Dec 2022, 05:08
გამარჯობა , პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ ესეთ საქმეს ეწევით.

ორი წლის წინ დამემართა პანიკური შეტევა და რა თქმა უნდა მეგონა რომ გულზე პრობლემები მქონდა , რის შედეგადაც კარდიოგრამა და ექოსკოპია გავიკეთე, ექოსკოპიაზე მითხრეს რომ მიტრალური სარქვლის პროლაფსი გაქვსო. 6 თვის შემდეგ ისევ გადავიღე კარდიოგრამაც, ექოსკოპიაც და 24 საათიანი ჰოლტერიც გავიკეთე, ყველაფერი რიგზე იყო მაგრამ მითხრეს რომ მიტრალური სარქვლის პროლაფსი არ არისო, შემდეგ 6 თვეში ექოსკოპია ისევ გავიკეთე და იგივე მითხრეს რომ არ არის პროლაფსიო მაგრამ წავიკითხე რომ +1/+4 რეგურგიტაცია მაქვს, შესაძლოა რეგურგიტაცია მქონდეს პროლაფსის გარეშე? ანუ რეალურად ვეღარ გავიგე მიტრალური სარქვლის პროლაფსი მაქვს თუ არა, ვიცი რომ ძაან სერიოზული დაავადება არ არის, მაგრამ მაინც რაღაც დონეზე ნერვიულობას იწვევს, მადლობა

Posted by: zviadcardio 12 Dec 2022, 18:00
George McRay
მოგესალმებით.
როგორც ჩანს (თუ არის საერთოდ) გაქვთ მინიმალურად გამოხატული პროლაფსი რასაც ზოგჯერ გიწერენ როგორც პროლაფსს, ზოგჯერ - არა.
+1 რეგურგიტაციაც და მეტიც შეიძლება იყოს პროლაფსის გარეშე.

მოდით ვთქვათ ისიც რომ ამ მდგომარეობაში პრინციპულად არაფერი იცვლება პროლაფსი გაქვთ თუ არა. ანუ რამე რისკები არ გაქვთ.
გააგრძელეთ 6-12 თვეში ერთხელ ექოკარდიოსკოპიის გაკეთება.
ამოირჩიეთ ერთი ექოსკოპისტი და მასთან იკეთეთ გეგმიური ექოსკოპია

Posted by: George McRay 12 Dec 2022, 18:40
QUOTE (zviadcardio @ 12 Dec 2022, 18:00 )
George McRay
მოგესალმებით.
როგორც ჩანს (თუ არის საერთოდ) გაქვთ მინიმალურად გამოხატული პროლაფსი რასაც ზოგჯერ გიწერენ როგორც პროლაფსს, ზოგჯერ - არა.
+1 რეგურგიტაციაც და მეტიც შეიძლება იყოს პროლაფსის გარეშე.

მოდით ვთქვათ ისიც რომ ამ მდგომარეობაში პრინციპულად  არაფერი იცვლება პროლაფსი გაქვთ თუ არა. ანუ რამე რისკები არ გაქვთ.
გააგრძელეთ 6-12 თვეში ერთხელ ექოკარდიოსკოპიის გაკეთება.
ამოირჩიეთ ერთი ექოსკოპისტი და მასთან იკეთეთ გეგმიური ექოსკოპია

მადლობა დიდი პასუხისთვის, ჩაწერილი ვარ უკვე და ვაპირებ ისევ ექოსკოპიის გაკეთებას, ბოლო დროს დამეწყო გულის ცემის ამოვარდნები, თითქოს ფეთქვის რიტმი ირღვევა და ფეთქვას ტოვებს გული რაც უარესად მოქმედებს ჩემს სტრესზე, ვიცი რომ ეს ყველაფერი სავარაუდოდ ისევ და ისევ სტრესის ბრალი იქნება, მაგრამ მაინტერესებს ეს გულის ამოვარდნები (პალპიტაციები) რამდენად საშიშია? ბოლო 1 კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღე მქონდა ან დღე გამოშვებით ერთხელ მაინც ესეთი ეპიზოდები

Posted by: zviadcardio 13 Dec 2022, 20:07
George McRay
QUOTE
ეს გულის ამოვარდნები (პალპიტაციები) რამდენად საშიშია?

სტანდარტულად ეს საშიში არ არის.
ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგიც გაიკეთეთ ექოსთან ერთად

Posted by: ომიგინდათ 19 Dec 2022, 11:26
zviadcardio
სალამი ბატონო ზვიად, წინასწარ დიდი მადლობა კარგი საქმისთვის smile.gif

ერთი კითხვა მეც მექნება:

მოკლედ, თინეიჯერობაში ასეთი რამე დამემართა - ლაშქრობისას ცივ ამინდში გარეთ გამოვედი კარვიდან და ცივი ჰაერის ჩასუნთქვისას მკერდის შუაში რაღაც (როგორც მერე აღმოჩნდა) სისხლძარღვი შემივიწროვდა, რომელმაც მეორე დღეს შეტევა გამოიწვია, შეტევის დროს ფეხთან გამჭრეს და ისე დააკვირდნენ შევიწროებას და მერე ერთ-ორ დღეში, გადასხმების მერე გამომწერეს და თუ ტკივილი გექნება ნიტროგლიცერინი გამოიყენე და ისე არაფერი გიჭირსო.

მაგ ამბიდან კაი ხანი გავიდა არაფერი წამომტკიებია - გუშინდელ დღემდე, გუშინ საღამოს მარცხენა მხარეს რაღაცნაირი შებოჭვითი ტკივილი დამეწყო, კარგად ვერ ვარჩევ ფიზიკურად მტკივა კუნთი თუ შიგნიდან მოდის, პერიოდულად მიდის და მოდის, რაღაც პოზიციებში თითქოს უფრო მტკივა, თითქოს აღარ, მოკლედ იმ გადახდენილი ამბის გამო ცოტა მანერვიულებს ეგ ამბავი - გავიარო გამოკვლევები?

თქვენთან ნიუჰოსპიტალში რა ჯდება კონსულტაცია და გამოკვლევები?

მადლობა

Posted by: zviadcardio 21 Dec 2022, 23:57
ომიგინდათ
სალამი.
ეს ის თემა არ არის რისთვისაც მაინცდამაინც ჩემთან უნდა ჩაეწეროთ 2 თვიან რიგში.
ნებისმიერ დიდ კლინიკაში კარდიოლოგთან შეიძლება ამის გარკვევა.
მინიმალი აუცილებელი კვლევებია კარდიოგრამა, ექოკარდიოსკოპია, კარდიოლოგის კონსულტაცია, ფიზიკური დატვირთვის ტესტი.
ამ ყველაფრის მიახლოებითი ღირებულება 200-250ლ
არ ვფიქრობ რომ რამე საშიშია, მაგრამ ეს კვლევები და კონსულტაცია საჭიროა.

Posted by: papanwkuri 27 Dec 2022, 02:22
ბატონო ზვიად გამარჯობა.
დაახლოებით 4-5 დღეა წნევა მაქვს სტაბილურად 120-90. ჩემი წნევა არის 120-80.
მაწუხებს თან, ხანდახან გულზე დიკომფორტის შეგრძნება მაქვს და მთლიანობაშიც.
თითქოს უნდა იყოს კავშირში იმასთან, რმმ 1 კვირის წინ ვიყავი ყაზბეგში რამდენიმე დღით და მაღლა რომ ავდივარ და ჩავდივარ ზოგადად მაქვს ხოლმრ დისკკმფორტი წნევის ცვალებადობაზე. თითქოს ჩამოსვლიდან 1-2 დღის შემდეგ დამეწყო მაღალი წნევა.
ადრე თქვწნთანაც ვიყავი ვიზიდზე, 6 წლის წინ სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი მქონდა.
როგორც მითხსრით, ყოელ 6 თვეში 24 საათიან ჰოლტერს ვიკეთებ. ბოლოს აგვისტოში გავიკეთე, მაგრამ დიდიხანია არ დამფიქსირებია პაუზა. თავიდამ ორჯერ რომ დამიფიქსირდა იმის მერრ აღარ ყოფილა.

რისი ბრალი შეიძლება იყოს მაღალი წნევა? კკდევ ხომ არ გაბჯკეთო ჰოლტერი ვფიქრობ, 6 თვე არ გასულა ჯერ რაც ბოლოს გავიკეთე.

* * *
კარდიოგრამა მხოლოდ საკმარისი ხომ არ იქნება? წლის ბილოა და სამსახურიდან ცოტა მიჭისს გასვლა.

Posted by: Gujavargujuri 30 Dec 2022, 04:43
გამარჯობა ბატონო ზვიად. პირველ რიგში გეტყვით, რომ საუკეთესო ექიმი და ადამიანი ხართ ვინც კი მინახავს.♥️
მოკლედ, შფოთვითი აშლილობის გამო განმივითარდა ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, რომელმაც მთლიანად ჩაითრია გული ( გული გამოკვლეული მაქვს) ნერვოლოგმა მითხრა, რომ ეს არის პოსტურალური ორთოსტატიული ტაქიკარდია (POTS) რომელიც სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა მისახედია. გამომიწერა მცენარეული წამლები, რომელიც საერთოდ არ მშველის.როცა ვზივარ ან ვწევარ, პულსი ნორმალურია, როცა ფეხზე წამოვდგები პულსი ადის 130-140 ამდე და მცირე ფიზიკურ დატვირთვაზეც 170ამდე შეიძლება ავიდეს, ვგულისხმობ 2 სართულზე ასვლას ან რაიმე ეგეთს. ვსვამ ემკორს 5 მილიგრამიანს (არავის გამოუწერია ჩემით ვსვამ) და ამ დროს შედარებით კარგად ვარ, მირეგულირებს პულსს.ყველაზე მეტად რამაინტერესებს, თუ გიმკურნალიათ მსგავსი პაციენტისთვის, და თუ ალაგდება ეს სიმპტომები? ვაპირებ აუცილებლად თქვენთან ვიზიტს♥️ ასაკი 20 წლის, სქესი მამრობითი. ძალიან დიფი თხოვნაა ყველაფერზე მიპასუხოთ, მადლობა ძალიან დიდი წინასწარ, დიდ პატივს გცემთ!♥️

Posted by: nino700 1 Jan 2023, 14:37
zviadcardio

ბატონო ზვიად, გილოცავთ ახალ 2023 წელს,
ბედნიერებას გისურვებთ თქვენს ლამაზ ოჯახთან ერთად!
ეს წელი, ისევე როგორც ყველა მომდევნო,
თქვენი პროფესიული წარმატებისა და კარიერული წინსვლის ყოფილიყოს,
გიმრავლოთ განკურნებული მადლიერი ადამიანები!

[COLOR=red][B]

Posted by: hopemin 5 Jan 2023, 12:57
user posted image
zviadcardio
გამარჯობა ბატონო ზვიად ეს კარდიოგრამა ნორამლურია
28 წლის ადამიანისთვის? სქესი მდედრობითი
სადმე სტ სეგმენტის დეპრესია ხომ არ ჩანს ?


ადრე ეწერა და გადავამოწმე რამოდენიმე თვის მერე მაინც
ეხო 6 თვის უკან მაქვს გაკეთებული
მიტრალური და ტრიკუსპიდული სარქველების ტრივიალური ნაკლოვანება ეწერა მხოლოდ
მადლობა წინასწარ

Posted by: zviadcardio 8 Jan 2023, 23:19
დიდი მადლობა ყველას, მრავალს დაესწარით
papanwkuri
წნევის მატების გამო ჰოლტერის გაკეთება არ არის აუცილებელი.
ჰოლტერის გაკეთება გააგრძელეთ 6 თვეში ერთხელ
წნევის მატების მიზეზი შეიძლება იყოს სიმაღლეზე ასვლა, წონაში მატება, სტრესი, თამბაქო ალკოჰოლის მოხმარება, ადინამიური ცხოვრების წესი, ნატრიუმის ზედმეტად მიღება.
რეკომენდებულია: დღეში 40წთ ფეხით სიარული უწყვეტად, სუფრის მარილის მკვეთრი შეზღუდვა, მინერალური წყლის, თამბაქოს, ალკოჰოლის აკრძალვა. საჭიროების მიხედვით წონაში კლება.
ეს წნევა საშიში არ არის და თუ ამ რეკომენდაციებს წაყვებით 1 თვეში დაიკლებს

Gujavargujuri
ეს საშიში არ არის, თუმცა შემაწუხებელია.
ჩვენ 50 000 ზე მეტი პაციენტი გვყავს, მათ შორის პოტს-ით. გვიმკურნალია, სწრაფი შედეგი არა, მაგრამ თუ პაციენტი რეკომენდაციებს დაიცავს ყველას აქვს შედეგი.

მთავარია ნევროლოგის სათანადო მხარდაჭერა, სითხის სათანადო რაოდენობით მიღება, ზომიერი ფიზიკური ტრენინგი და კარდიოლოგის ან არითმოლოგის კონსულტააცია.

nino700
მრავალს დაესწარით, ღმერთმა ჯანმრთელობა არ მოგიშალოთ
დიდი მადლობა

hopemin
აქ არის სტ სეგმენტის მცირე აღმავალი დეპრესია. ამ ტიპის დეპრესია არ ნიშნავს აუცილებლად პრობლემას. ეს ზოგჯერ არასპეციფიკური ნიშანია და შეიძლება ჯანმრთელ ადამიანსაც ჰქონდეს. თუმცა ეს საკითხი უნდა გაირკვეს კარდიოლოგთან ვიზიტზე. კარდიოგრამების გადაღება გადამოწმებას რამე აზრი არ აქვს.

Posted by: Ill5 10 Jan 2023, 12:00
გილოცავ შობა ახალ წელს ბატონო ზვიად
როდესაც ადამიანს ზოგჯერ ჰაერის უკმარისობის შეგრძნება აქვს და სატურაცია მაგ დროს 95 % ია, შეიძლება რომ გულიდან გამომდინარე იყოს უკმარისობის შეგრძნება?

Posted by: zviadcardio 13 Jan 2023, 20:18
Ill5
მრავალს დაესწარით
არა, უფრო დიდი ალბათობით ეს ემოციების ბრალი უნდა იყოს

Posted by: Ill5 21 Jan 2023, 21:27
75 წლის პაციენტს ჩაუყენეს 3 სტენტი ერთ არტერიაში, დანარჩენი არტერიები დახშულიაო ვერ გავხსენითო. ინფარქტი არა აქვს. მანამდე ქონდა დისკომფორტის შეგრძნება გულის არეში, წნევა დაუქვეითდა, ექსტრასისტოლები ქონდა და ბოლოს მცირე უკმარისობა . სტენტირების შემდეგ შეიძლება რომ მოეხსნას ჩივილები რაც ქონდა? რამდენად შეუძლია ესეთ ადამიანს რომ ნორმალურად იცხოვროს? მადლობა წინასწარ

Posted by: zviadcardio 24 Jan 2023, 19:30
Ill5
შესაძლოა გარკვეული ჩივილები მოეხსნას და ნორმალურად იცხოვროს. გააჩნია რა ვერ გაიხსნა, ანუ რამდენად მნიშვნელოვანი კორონარები რჩება დახშული.
ზეპირი პასუხი შეუძლებელია.
თუ ეს დახშული სისხლძარღვები მნიშვნელოვანია - უსათუოდ გაესაუბრეთ კარდიოქირურგს.

Posted by: Andolini1 25 Jan 2023, 23:34
მოგესალმებით ბატონო ზვიად გილოცავთ შობა ახალ წელს.

ვარ 30 წლის მამაკაცი.

ერთი თვის წინ სტრესის ფონზე მქონდა გულის აჩქარება / ამოვარდნის ეპიზოდი რის შემდეგაც ამ ერთი თვის მანძილზე გავიარე კონსულტაცია გამოკვლევები ორ სხვადასხვა კლინიკაში კარდიოლოგებთან.

გავიკეთე ორჯერ ექოსკოპია, რამოდენიმე კარდიოგრამა, ჰოლტერის 24 მონიტორინგი და დატვირთვის ტესტი.
user posted image
user posted image

user posted image
ასევე გავიკეთე შემდეგი ანალიზები სისხლის საერთო, გლუკოზა, სრული ლიპიდური, TSH.

ანალიზებში ყველაფერი რიგზეა გარდა ქოლესტერინის საერთოსი - 199.09

ორივე კარდიოლოგმა დამამშვიდა რომ სანერვიულო არაფერია და დამენიშნა ნებილეტი 5მგ დილაობით.
მას შემდეგ წნევა ნორმალურია 75-90 / 110-130 ასევე პულსიც აღარ მაქვს გულის აჩქარების მომენტები.
თუმცა უკვე მეორე კვირაა მაქვს პერიოდული მარცხენა ხელის ხან ფეხის დაბუჟება ასევე პერიოდული დისკომფორტი გულ-მკერდის არეში მარცხნივ და მთელი დღის მანძილზე გახშირებული ბოყინი (ეს უკანასკნელი გასტრიტით გამოწვეული მგონია)

გარდა ამისა მაქვს სტრესული პერიოდი, შფოთვა და პანიკის შეტევები რომელთა უმეტესობა გულს უკავშირდება (კარდიოფობია).

თუ შეგიძლიათ მითხრათ ღირს თუ არა განმეორებითი ვიზიტი კარდიოლოგთან თუ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რომ ჩემი შიშებიც და სიმპტომებიც ფსიქოლოგიური ხასიათის არის.

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: nino700 27 Jan 2023, 23:06
zviadcardio

საღამო მშვიდობისა, ბატონო ზვიად...

მაინტერესებდა, რა განსხვავებაა აბლაციასა და კრიოაბლაციას შორის...

თანამშრომელმა (მოციმციმე არითმია, 71 წ. ქალბატონი) გაიკეთა კრიო 2017 წელს, ზაფხულში, ექიმმა (ჯო ენი) 7- 8 წლიანი გარანტია მისცა...
უკვე ერთი თვეა, ტაქიკარდია და არითმია დაეწყო.
თებერვლის შუა რიცხვებში დაიბარეს...

ანუ ეს რეციდივი კი არ არის, არამედ ასეთ შემთხვევაში ვადა აქვს? ანუ კრიოაბლაცია დროებით ხსნის პრობლემას?


Posted by: zviadcardio 28 Jan 2023, 00:25
Andolini1
ამ მონაცემების მიხედვით ეს კარდიოლოგიური პრობლემა არ არის.
კვლევები ახალია და განმეორებითი კვლევები ახლა არ ღირს.
დაბუჟება შესაძლოა ხერხემლის ბრალი იყოს, სხვა ჩივილები უფრო ფსიქო ემოციურია. ვფიქრობ ნევროლოგს უნდა გაესაუბროთ.

nino700
განსხვავება არის ენერგიაში რითაც ხდება არითმიის კერის დაზიანება.
სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიის დროს კრიო აბლაციის გამოყენება უკიდურესად იშვიათად ხდება. მოციმციმე არითმიის დროს საკმაოდ ხშირად.
ასეთი გარანტია არ არსებობს, სავარუდოდ არასწორად გაიგო პაციენტმა. მეცნიერულად მოციმციმე არითმიის აბლაციის ეფექტურობა 70%. ეს დიდი ალბათობით რეციდივია და პაციენტის მონაცემების შეფასების შემდეგ დიდი ალბათობით განმეორებითი აბლაცია იქნება საჭირო. რაც შეეხება დროებითია თუ არა კრიოს შედეგი, ასე არ არის. ეს კრიო აბლაციის "პრობლემა" არ არის. მოციმციმე არითმიის მიმდინარეობაა ასეთი.

Posted by: nino700 28 Jan 2023, 14:58
zviadcardio

დაახლოებით გავიგე...

გმადლობთ, ბატონო ზვიად!

Posted by: zviadcardio 28 Jan 2023, 21:33
nino700
welcome smile.gif


------------------

Posted by: tigvi 29 Jan 2023, 22:37
გამარჯობათ ზვიად ექიმო. ელექტრო წნევის აპარატები რამდენად ზომავენ წნევას ნორმალურს ყოველგაზომვაზე სხვადასხვას როაწერს. ზოგიამბობს ათით მეტს ზომავსო. ზოგიკოდევ მესამე გაზომვაა მართალიოდა თქვენ რასგვეტყვით

Posted by: zviadcardio 30 Jan 2023, 20:16
tigvi
მოგესალმებით
გირჩევთ გამოიყენოთ ისეთი ავტომატური წნევის აპარატი რომელსაც აქვს მკლავის (და არა მაჯის) მანჟეტი.
წნევის გაზომვა უნდა მოხდეს უსათუოდ მოსვენებულ მდგომარეობაში. როცა არ ხართ დაღლილი, არ გაქვთ ემოცია, საპირფარეშოდან გამოსვლიდან ამ კვების შემდეგ უნდა გავიდეს მინიმუმ 20 წთ.
თუ პირველივე გაზომვით მიიღეთ ნორმალური მონაცემი, მეტი გაზომვა საჭირო არ არის.
თუ პირველი გაზომვით მიიღეთ ნორმიდან გადახრილი მაჩვენებელი, გაზომეთ სამჯერ და მხედველობაში მიიღეთ უმცირესი მაჩვენებელი

Posted by: tigvi 30 Jan 2023, 20:30
QUOTE (zviadcardio @ 30 Jan 2023, 20:16 )
tigvi
მოგესალმებით
გირჩევთ გამოიყენოთ ისეთი ავტომატური წნევის აპარატი რომელსაც აქვს მკლავის (და არა მაჯის) მანჟეტი.
წნევის გაზომვა უნდა მოხდეს უსათუოდ მოსვენებულ მდგომარეობაში. როცა არ ხართ დაღლილი, არ გაქვთ ემოცია, საპირფარეშოდან გამოსვლიდან ამ კვების შემდეგ უნდა გავიდეს მინიმუმ 20 წთ.
თუ პირველივე გაზომვით მიიღეთ ნორმალური მონაცემი, მეტი გაზომვა საჭირო არ არის.
თუ პირველი გაზომვით მიიღეთ ნორმიდან გადახრილი მაჩვენებელი, გაზომეთ სამჯერ და მხედველობაში მიიღეთ უმცირესი მაჩვენებელი

ემოციაშივარ მე სულ გაზომვისას. ნევროზი მაქვს და როვიზომავ მეშინია მაღალი არმქონდესთქო. როამოჩდება მაღალი ვიზომავ და ვიზომავ სანამ არდაიწევს. დამეწყება კანკალი, ამიტყდება ხველება, მომინდება ტვალეტი და მგონია ვკვდებითქო. ზოგჯელ პულსი ოთხმოცსზემოთ არაა როცა წნევა 200-90-ზე ადის

Posted by: Komponent 31 Jan 2023, 00:23
zviadcardio
თეორიულად დავუშვათ, ადამიანს აქვს წნევა 140-130 ზე. ამ დროს, რა არის პირველადი დახმარება?
და ხაგრძლივი მკურნალობა რა არის?
* * *
ბარემ სერიოზულსაც ვიკითხავ,
ახლობელმა მითხრა, ძალიან მალე ვიღლები და გული მიჩქარდებაო. არითმია კიდე, დიდი ხანია აქვს.
ექიმთან უნდა წავიდეო და რომელ კლინიკას მირჩევთ?
ექიმთან მისვლამდე, ხომ არაფერი უნდა სასწრაფოდ?
* * *
ან რა ტიპის საკვები მიიღოს? ასაკი 77
* * *
კაცია.............................................
* * *
კიდე რა თქვა,
ორი დღის წინ სუნთქვა მიჭირდაო, ნახევრად ვსუნთქავდიო, რომ ვცდილობდი ბოლომდე ჩასუნთქვას, გული აფართხალდებოდაო, (აჩქარდებოდაო). მერე გამოკეთებულა ცოტა.

Posted by: zviadcardio 1 Feb 2023, 23:59
Komponent
QUOTE
რა არის პირველადი დახმარება?

წნევის დამწევი წამალი (კონკრეტული წამლის დასახელება უსაფრთხო არ არის).
QUOTE
და ხაგრძლივი მკურნალობა რა არის?

როგორც წესი არ ჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა 140 წნევას. წონის კორექცია, ნატრიუმის შეზღუდვა, ფეხით სიარული, თამბაქო-ალკოჰოლის აკრძალვა - როგორც წესი საკმარისია.

კარდიოლოგთან ან არითმოლოგთან უნდა მივიდეს. დაგუგლეთ, მოიკითხეთ,წაიკითხეთ. კონკრეტული რჩევების გაცემას ამ მხრივ ვერიდები,
კოფეინი, თამბაქო, ალკოჰოლი აკრძალოს, სუფრის მარილი მკვეთრად შეზღუდოს. სხვა მანამდე არაფერი.
ზოგადად ეს თემა საყურადღებოა და დროულად მივიდეს ექიმთან

Posted by: Komponent 2 Feb 2023, 17:12
zviadcardio
მადლობა,
მისულა დღეს ექიმთან (რაიონშია), საოპერაციო ხარო მაგრამ ჯერ წამლებით ვცადოთ, იქნებ გეშველოსო.
რა ჭირს არ ვიცი, ტელეფონზე ვერ გავარკვევდი მაგას.
QUOTE
როგორც წესი არ ჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა 140 წნევას. წონის კორექცია, ნატრიუმის შეზღუდვა, ფეხით სიარული, თამბაქო-ალკოჰოლის აკრძალვა - როგორც წესი საკმარისია.

მგონი თეორიული შეკითხვა ვერ გამიგე smile.gif , გულის წნევა 130 საშიში ხოა? და ის მეორე 140.

Posted by: zviadcardio 2 Feb 2023, 23:09
Komponent
საშიშია, თუმცა თუ რაღაც განსაკუთრებული სტრესული შემთხვევა არ არის ან გაზომვის არტეფაქტი, სტანდარტულად 140/130-ზე წნევა არ არსებობს.
140 სისტოლური წნევა არ არის საშიში. 140-ზე მეტი საყურადღებოა
100-ზე ზემოთ დიასტოლური (ქვედა ანუ მეორე) წნევა საყურადღებოა

Posted by: Komponent 2 Feb 2023, 23:34
zviadcardio
QUOTE
140/130-ზე წნევა არ არსებობს.

ჰო არ არსებობს, მაგრამ დავუშვათ მაქეთკენ მიდის საქმე, რამე სასწრაფო დახმარება ხომ უნდა იყოს?
ერთი კაცი გარდაიცვალა რამდენიმე თვის წინ, უთქვია ცუდად ვარო და ვიღაცამ გაუზომა წნევა და იმან თქვა 140/130-ზე ჰქონდაო და წნევის გაზომვიდან 5-10 წუთში გარდაიცვალაო.

Posted by: zviadcardio 6 Feb 2023, 07:35
Komponent
მაგის გამო არ გარდაცვლილა 10 წუთში
თეორიულად რომ დავუშვათ რომ მართლა არსებობს ეგეთი წნევა, მაშინ პირველადი დახმარება იქნება სტანდარტული წნევის ჩამოსაწევი წამალი.

Posted by: Komponent 7 Feb 2023, 23:07
zviadcardio
QUOTE
მაგის გამო არ გარდაცვლილა 10 წუთში

ახლა არ თქვათ, ვიცი რატომაც გარდაიცვალაო. : )
QUOTE
თეორიულად რომ დავუშვათ რომ მართლა არსებობს ეგეთი წნევა, მაშინ პირველადი დახმარება იქნება სტანდარტული წნევის ჩამოსაწევი წამალი.

მადლობა,
აბა კიდევ ერთი თეორიული ვარიანტი, გავუზომეთ ადამიანს წნევა და აქვს 80/70-ზე. რა იქნება,
პირველადი სასწრაფო დახმარება?

Posted by: zviadcardio 8 Feb 2023, 23:18
Komponent
QUOTE
ახლა არ თქვათ, ვიცი რატომაც გარდაიცვალაო

არა რა თქმა უნდა. უბრალოდ მაგით არავინ კვდება
QUOTE
აქვს 80/70-ზე. რა იქნება

სითხე უნდა მისცეთ აქტიურად

Posted by: Komponent 9 Feb 2023, 17:56
zviadcardio
QUOTE
სითხე უნდა მისცეთ აქტიურად

მადლობა.
შუა მდგომარეობაზე როგორ იქნება, 110/100-ზე რომ ჰქონდეს, ამას უნდა სასწრაფო დახმარება? და თუ უნდა, რა უნდა ვქნათ?

Posted by: Endy-Endy 10 Feb 2023, 02:17
zviadcardio

ცხოვრებაში პირველად, ბოლო 1 წელია რომ რამოდენიმეჯერ გამთენიისას გულის აქტიურმა მუშაობამ გამომაღვიძა. გაღვიძების მერე მქონდა კანკალის შეგრძნება,სხეულის დაჭერა მიჭირდა. მქონდა გონების დაკარგვის შეგრძნებაც კი. მეშველება რამე, თუ დაველოდო ... zombie.gif

მაინტერესებს, თუ არის რამე ცოტა ძლიერი დამამშვიდებელი,ურეცეპტოების ჯგუფიდან..

Posted by: FalleNnN 10 Feb 2023, 21:45
zviadcardio
ათეროსკლეროზი. სტენოკარდია. გულის კომბინირებული მანკი - აორტული და მიტრალური სარქვლის სტენოზი და ნაკლოვანება, ტრიკუსპიდული ნაკლოვანება; არტერიული ჰიპერტენზია, ქრ გულის უკმარისობა, ტაქიკარდია.
ასაკი 62
მწეველი 15 ღერი დღეში

ასეთ დიაგნოზზე რას იტყვი?
მოწევას რომ შეეშვას და დიეტა დაიცვას, მისი მდგომარეობა შეიძლება რომ გაუმჯობესდეს?

შემდეგ რა ოპერაცია უშველის? შემოწმების შედეგადაა დიაგნოზი და აზრის მოსმენა მინდა....


Posted by: zviadcardio 10 Feb 2023, 22:43
Komponent
არაფერი უნდა. უბრალოდ რამე მსუბუქი დამამშვიდებელი.

Endy-Endy
დამამშვიდებელზე ჩვენ რჩევას ვერ გავცემთ.
ეს მდგომარეობა უფრო სტრესით გამოწვეულს გავს.
კარგი იქნება თუ ყოველი შემთხვევისთვის ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგს გაიკეთებთ და კარდიოლოგთან მიხვალთ.

FalleNnN
ბევრ რამეს უშველის, ყველაფერს ვერა.
ძალიან მნიშვნელოვანია სარქვლოვანი პრობლემების ხარისხები. თუ ცალსახად საოპერაცია, მხოლოდ ცხოვრების რეჟიმის შეცვლა ვერ აგვარიდებს ოპერაციას.

Posted by: Komponent 11 Feb 2023, 12:54
zviadcardio
QUOTE
არაფერი უნდა. უბრალოდ რამე მსუბუქი დამამშვიდებელი.

მადლობა, მგონი სრულად ამოვწურეთ, შეიძლება ცოტა ფილოსოფიურად სადისკუსიო მაინც დაჩა მაგრამ იყოს.

Posted by: Endy-Endy 16 Feb 2023, 17:56
zviadcardio

მადლობა პასუხისთვის.

Posted by: ქეთათო 5 Mar 2023, 22:41
გამარჯობა ბ.ნო ზვიად. 2 წელია დაახლოებით ე.წ არითმიას არ შევუწუხებივარ, დამეწყო ამ ბოლო დროს და ხშირად მაქვს, ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე ან მესამე დღეს მაინც მექნება, რომელიც გრძელდება ხან ნახევარი, ხან ერთი საათი, ახლა მაგალითად 2 საათი გახდება რაც ეს დისკომფორტი მაქვს.
რითმულად ჩავარდნებს ვგრძნობ დაახლოებით ასე: 1 2 3 ჩავარდნა, 1 ჩავარდნა, 1 ჩავარდნა, 1 2 3 4 5 6 7 ჩავარდნა, 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 ჩავარდნა და ა.შ ასე მონაცვლეობით. წამლის გარეშე მეხსნება მაგრამ ახლა დავლიე ანაპრილინი 40მგ. იანი 10 წუთია დაახლოებით და არ მომეხსნა ჯერ.
რას მირჩევთ? ან თუ არის სახლის პირობებში რაიმე რომ უცებ მოხსნას ეს დისკომფორტი?
ავღნიშნავ იმას რომ ამ დისკომფორტის გარდა სხვა არაფერი არ მაწუხებს დამატებით სიმპტომი.
TSH,FT4,FT3 ნორმაშია. ხშირ შემთხვევაში ემოციას და კვების შემდეგ ვუკავშირებ, თუ საკვები ოდნავ მეტი მივიღე.

Posted by: AsToN 6 Mar 2023, 12:10
https://we.tl/t-Gk08Tz2rs6

ასფფდდდფფგგჰგფჯგფჯფჰგფჰგფჯფჯგფჰ

Posted by: zviadcardio 8 Mar 2023, 22:51
ქეთათო
შეიძლება ზედმეტი საკვები ან კოფეინი იყოს ტრიგერი.
ზეპირი მკურნალობა არ შეიძლება.
რეკომენდებულია კარდიოლოგთან ვიზიტი, ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი და სხვა სათანადო კვლევები

Posted by: tigvi 27 Mar 2023, 15:52
user posted image გამარჯობათ. ზვიად ექიმო ძმურად გადახედე ამ ანალიზებს როგორიარის, მაღალი ხომარის რომელიმე. მადლობა წინასტარ

Posted by: zviadcardio 1 Apr 2023, 01:43
tigvi
სალამი.
ყველაფერი რიგზეა ✅

Posted by: gio_9999 8 Apr 2023, 10:46
zviadcardio

ზვიად გამარჯობა,

ცოტა ზედმეტმა წონამ შემაწუხა და უკვე 2 თვეა რაც დავიწყე აქტიურად ფეხით სიარული და ფიზიკური დატვირთვები, ყოველდღიურად ჩქარი ნაბიჯით საშუალოდ 7-8 კილომეტრს გავდივარ, კვებაც მოვაწესრიგე მაქსიმალურად და ამ 2 თვეში 12 კგ დავიკელი, მაგრამ ერთი პრობლემაა, ადრე მუდმივად მქონდა პულსი 70-80 ის ფარგლებში მოსვენების მდგომარეობაში, ახლა კი რომ ვაკვირდები ხან და ხან მოსვენებულ მდგომარეობაში 40 - 50 მაქვს ხოლმე და ძალიან დაბალი ხო არ არის და რამდენად საშიშია ეს?
შეგრძნების დონეზე არანაირ დისკომფორტს არ ვგრძნობ, პირიქით უკეთ ვარ ყველანაირად და ენერგიულად

პატივისცემით
გიორგი

Posted by: zviadcardio 9 Apr 2023, 02:27
gio_9999
მოგესალმებით. არ ვფიქრობ რომ საშიშია რამე.
შესაძლოა არც არის დღისით 40 პულსი და ეს დათვლის პრობლემაა, ამ იმ მოწყობილობის რომლითაც პულსს იზომავთ.
ამ დროს რეკომენდებულია თაფლის და კანაფის მოხმარების აკრძალვა
ასევე საჭიროა ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი, რათა საკითხი აკადემიურად შეფასდეს.

Posted by: gio_9999 9 Apr 2023, 08:05
zviadcardio

მადლობა ზვიად!

დღისით და აქტიურ მდგომარეობაში არის 70-80 ან კიდევ უფრო მეტია, მაგრამ საუბარია მოსვენების მდგომარეობაში, ღამით ძილის წინ გავიზომე ხელით რამოდენიმეჯერ, ასევე დილით ახალ გაღვიძებულზე და დავაფიქსირე 40-50 ფარგლებში, ვვარაუდობ ძილის დროს ალბათ უფრო ნაკლებია.

Posted by: Komponent 9 Apr 2023, 14:43
zviadcardio
გამარჯობა.
რაიონში ჩემ ახლობელს დაუნიშნა წნევის დამწევები, ისედაც ინარჩუნებდა ენალაპრილ აშით 140-ზე მაგრამ ექიმმა დაუმატა კიდევ, მოდი ერთ კვირაშიო, მერე ორშიო, მერე თვეშიო. ახლა უთხრა ორი თვის მერეო.
პრობლემა იმაშია რომ ძალიან დაუწია და პაციენტმა თვითომ შეამცირა ლიზოპროლი 5მგ დან 2.5 მგ-მდე. ზოგჯერ იძახის სულ უნდა დავანებოო, დაბალი რომ მაქ ვერ ვარ კარგადო და რამდენად სწორად შვება?
მოკლედ რომ ვთქვა, არ უნდა რომ დაუჯეროს ექიმს. როცა იყო, იმ ექიმმა უთხრა, უფრო ხშირად ეცადე შარდმდენების დალევაო და ვერ სვავს ხშირად, დაბალი რომ აქვს.

Posted by: zviadcardio 9 Apr 2023, 18:28
gio_9999
ერთხელ ჰოლტერი მაინც გაიკეთეთ.
არ ვფიქრობ რომ რამე პრობლემაა, თუმცა სიფრთხილე გამოვიჩინოთ.

Komponent
მთავარი ამბავი სამიზნე წნევის შენარჩუნებაა. ანუ სისტოლური წნევა ცალსახად უნდა ჰქონდეს 140-ზე ნაკლები. პირობითად 120-130.
თუ 120-ზე დაბლა მოდის წნევა და პაციენტს ამის გამო დისკომფორტი აქვს, წნევის წამლის შემცირება (მაგრამ არა შეწყვეტა) სწორი ქმედებაა.

Posted by: Komponent 9 Apr 2023, 18:41
zviadcardio
მადლობა გაიხარეთ.

Posted by: Winnie 18 Apr 2023, 18:37
zviadcardio
ზვიად, გამარჯობა. მაინტერესებს ამ ანალიზებში თუ არის რამე საგანგაშო?
პაციენტს აწუხებდა მცირე ტკივილები მარცხენა მხარეს. ტრედმილიც და ექოც დაუნიშნეს. წინასწარ დიდი მადლობა.
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: gio_9999 18 Apr 2023, 20:23
zviadcardio

ზვიად გამარჯობა, კიდევ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან,
დღეს დილით ფეხით ინტენსიური მოძრაობისას ვიგრძენი მოჭერა და სიმძიმე მკერდზე, ზედა ნაწილში, ყელთან ახლოს, თუმცა ნაბიჯი არ შემინელებია გავაგრძელე სიარული და მერე რომ მივედი დნოშნულების ადგილზე გამიარა თავისით, რაღაც საკითხზე ვნერვიულობდი და ვფიქრობდი თან და ადრეც შემინიშნავს ნერვიულობის დროს მაქვს ხოლმე მსგავსი სიმძიმის თუ ტკივილივის შეგრძნება გულის მხარესაც არა, უფრო შუაში ყელთან ახლოს, თითქოს სიმძიმე მაწვება და სუნთვას მიშლის და ცოტა ტკივილსაც ვგრძნობ ხოლმე, ისე დატვირთვას ნორმალურად ვიტან მეტნაკლებად, 2 თვის წინ მაქვს დატვირთვის ტესტი გაკეთებული და უარყოფითია, ცოტა წნევა ადის ტესტის მაგ დროს ზემოთ, წნევის წამალსაც ვიღებ.
სხვა რა შეიძლება იყოს, რა კვლევა შეიძლება კიდევ ჩავიტარო, შეიძლება ეს სტენოკარდია იყოს და დატვირთვის ტესტზე არ ჩანდეს (ადრეც მაქვს რამოდენიმეჯერ გაკეთებული დატვირთვის ტესტი) და მხოლოდ ნერვიულობის და დაძაბულობის დროს ვლინდებოდეს სტენოკარდიის მსგავსი ნიშნები? და რამდენად საშიშია?

წინასწარ მადლობა

Posted by: zviadcardio 18 Apr 2023, 22:05
Winnie
სალამი
საგანგაშო არაფერია. დანისნული კვლევები გაიკეთეთ.

gio_9999
დატვირთვის ტესტზე მაღალი დონის კვლევაა გულის არტერიების (კორონარების) კომპიუტერული ანგიოგრაფია ან კორონაროგრაფია. ამ კვლევებით 100 % ით გამორიცხავთ მაგ საკითხს.
თეორიულად შეიძლება არც იყოს გულის ტკივილი და იყოს სტრესის ან ხერხემლი ბრალი. თუმცა გამორიცხვა მხოლოდ ზემოაღნიშნული კვლევებით შეიძლება.

Posted by: gio_9999 19 Apr 2023, 08:23
zviadcardio

კი ზვიად, სტრესს ვუკავშირებ, ნერვიულობის და დაძაბულობის დროს მაქვს ხოლმე აღნიშნული შეგრძნება, ადრეც მიგრძვნია წლების წინ მსგავსი რამე და
ასეთ სიტუაციაში რა რეკომენდაცია ეძლევათ პაციენტებს და თქვენ რას მირჩევთ გავიკეთო კორონაროგრაფია?

ან შეიძლება ეს იყოს ისეთი ფარული რამე შევიწროვება სისხლძარღვების ან რამე პათოლოგია, რომელმაც უცებ, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს?

Posted by: zviadcardio 20 Apr 2023, 22:17
gio_9999
პირადად ჩემი სუბიექტური შეგრძნებაა რომ რამე მნიშვნელოვანი პრობლემა არ უნდა გქონდეთ.
თუმცა ერთია ლოგიკა, მსჯელობა და მეორეა ობიექტურად რა ხდება. შესაძლოა ზოგჯერ მოვლენები არალოგიკურადაც განვითარდეს.
თუ ეს საკითხი პერიოდულად თავს გახსენებთ და გაშფოთებთ, ალბათ ღირს ერთხელ გაიკეთოთ კორონაროგრაფია და ეს თემა საბოლოოდ დახუროთ.

Posted by: gio_9999 21 Apr 2023, 20:02
zviadcardio

მადლობა ზვიად,

მეც მგონია რომ ისეთი საგანგაშო არაფერია, თუმცა მაინც დავფიქრდები და მოვიფიქრებ კორონაროგრაფიის თაობაზე.

Posted by: Shredinger 1 May 2023, 21:52
zviadcardio
გამარჯობათ, პირადში მოგწერეთ და რომ ნახოთ როცა მოიცლით, მადლობა.

Posted by: zviadcardio 1 May 2023, 22:38
Shredinger
დიახ, გიპასუხეთ


_________________________

Posted by: Gvelion 12 Jun 2023, 17:00
ექოკარდიოგრაფიას სად აკეთებენ კარგად თუ იცით? და კარგი კარდიოლოგიც მჭირდება. გთხოვთ, მირჩიეთ თუ შეგიძლიათ.

Posted by: zviadcardio 15 Jun 2023, 23:39
Gvelion
გიპასუხეთ მიმოწერაში


- - -

Posted by: Akakikakokaki 3 Aug 2023, 13:20
გამარჯობა ბატონო ზვიად, ვარ 34 წლის მამაკაცი, 120 კგ და 184 სმ, მოკლედ ჩემი პრობლემა მდგომარეობს შემდეგში,პატარა დატვირთვაზე მეწწყება გულის არეში ძლიერი ტკივილი,ვგულისხმობ აღმართზე ასვლას და ოდნავ სირბილს,მიჩქარდება ეგრევე გული და მეწყება გაუსაძლისი ტკივილი,რომელიც გადადის მარცხენა მკლავში, კისრის მიდამოში,მეწყება ძლიერი ხველება სპაზმური,ასევე ჰაერის უკმარისობის შეგრძნება,ღებინების შეგრძნება.მოკლედ გავიკეთე კორონაროგრაფია,სუფთა სისხლძარღვები მაქ,ასევე გავიკეთე 72 სთიანი ჰოლტერი,მაქაც არანაირი დარღვევა, და გავიკეთე დატვირთვის ტესტი, მართალია ბოლომდე ვერ გავიარე (რვა წუტის შემდეგ გავთეთრდი და სასტიკად დავიღალე, მწეველიც ვარ) მაგრამ მიუხედავად ამისა კარდიოლოგმა ვერავითარ პრობლემას ვერ მიაგნო,მითხრა რო ყველაფერი წესრიგში გაქვსო, მოკლედ დავრბივარ ექიმებში და ვერაფერს მივაგენი, იქნებ მირჩიოთ თქვენ რამე?

Posted by: zviadcardio 4 Aug 2023, 20:05
Akakikakokaki
მოგესალმებით.
1. ფეხით (პირველ ეტაპზე აუჩქარებლად) სიარული ყოველდღე 40 წთ, 1 თვის შემდეგ 1 საათი უწყვეტად
2. შაქრის და შაქრის შემცვლელი პროდუქტების აკრძალვა
3. თამბაქო ალკოჰოლის მოშორება
4. აუცილებლად მინუს 20 კგ
5. კოფეინის, ენერგეტიკული სასმელის პრაქტიკულად აკრძალვა
დაახლოებით 2 თვეში ეს ჩივილები მნიშვნელოვნად შემცირდება

Posted by: gigi27 12 Aug 2023, 12:09
გამარჯობათ ხალხო და გამარჯობა ზვიად.
...
ზვიად შეგიძლიათ როგორც კომპეტენტურმა კარდიოლოგმა მითხრათ ეს რამდენად საყურადღებოა.
მოკლედ უმეტესად ზაფხულში როცა ფეხით დავდივარ დილით ხოლმე ნახევარი საათი, როგორც ყოველდღიური რუტინა აგერ უკვე 7 წელია,ხოდა ეს ბოლო 3 წელი იქნება ყოველ ზაფხულს სიარულის დროს უეცრად მემართება ასეთი რამ : მთლიანად ოფლი მასხამს,თითქოს წყალი გადაგავლესო ოღონდ ცივი ოფლია,ძალიან მიჩქარდება გული 160 მდე დათვალა სმართ საათმა და ასევე მეყინება ორივე ხელის მტევნები,მაგ დროს უცებ ჯიბიდან ვიღებ 10მგ ანაპრილინს ენის ქცეშ ვიდებ და ჩავწუწნი,მერე კიდევ კორვალ ჯის ვაყოლებ იმასაც ენის ქვეშ ვწუწნი და დაახლოებით სადღაც ალბათ 5 წუთში გადამივლის ხოლმე და ხელებიც ეგრევე მითბება,ოფლი მთლიანად მაშრება და გულისცემაც მიწყნარდება..
რა არის ეს გთხოვთ გამარკვიოთ რომ ვიცოდე და ყურადღებით ვიყო
აორტა მაქვს გაფართოებული ბოლოს სადღაც 4.8 იყო,მარცხენა პარკუჭის მსუბუქი ჰიპერტროფია,ასევე შარშან გავიკეთე ფარისებრი ჯირკვლის სრული ამოკვეთა

Posted by: zviadcardio 12 Aug 2023, 12:59
gigi27
მოგესალმებით.
შესაძლოა მიზეზი კომბინირებული იყოს სიცხე + ფარისებრი + ემოცია + არასაკმარისი ტრენინგი.
ერთხელ როცა მსგავსი რამ მოგივათ მხოლოდ კორვალ ჯი მიიღეთ.
ანაპრილინი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღეთ თუ 7 წუთში ჩივილები არ გაივლის.
+ შეეცადეთ ზაფხულის განმავლობაში სიარულის ტემპი ჩვეულებრივზე უფრო დაბალი იყოს.
საშიში არაფერია

Posted by: gigi27 12 Aug 2023, 14:18
zviadcardio
მადლობა. აუცილებლად გავითვალისწინებ.
კარგ დღეს გისურვებ

Posted by: zviadcardio 12 Aug 2023, 22:58
gigi27
QUOTE
მადლობა

არაფრის

Posted by: Warrior77 15 Aug 2023, 14:30
სალამი ბატონო ზვიად
ბანაობის შემდეგ თავს ვიმშრალებდი და უცებ თითქოს ოდნავ თავბრუ დამეხვა და რო ვნახე პულსი ძაან აჩქარებული იყო,შემდეგ დარეგულირდა
იგივენაირად გამიკეთა რამდენიმე დღის წინ,საწოლიდან წამოვდექი და ოდნავ დამეხვა თავბრუ და პულსი ამიჩქარდა...
რისი ბრალი იქნება

Posted by: zviadcardio 15 Aug 2023, 16:25
Warrior77
სალამი.
არ უნდა იყოს რამე საშიში.
იკონტროლეთ წნევა, თუ ნორმალურია შემდეგი ნაბიჯი ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგია.
თუ ჰოლტერიც ნორმალურია შემდეგ ნევროლოგს უნდა მიმართოთ

Posted by: gigi27 20 Aug 2023, 21:55
ბატონო ზვიად მინდა ძუნძულით სირბილი შევძლო თუნდაც 5 წუთი მაინც,კეთილი შურით მშურს ზოგი ჩემზე მსუქანი და ასაკით უფროსი ხალხი თავისუფლად დარბიან 10 წუთს მაინც,მე ამჟამად 1 წუთი შემიძლია ნელი ძუნძულით და მაგრად ვიღლები და გული ზაან მიჩქარდება,სადღაც 4 წლის წინ შემეძლო 4-5 წუთი ძუნძულით სირბილი ოღონდ ეგ იყო მაქსიმუმი და ძაან მიჩქარდებოდა გული,მის მერე წონა მნიშვნელოვნად არ მომიტაბებია ახლა ვარ 115-116 დილით,თქვენი რჩევით 2 წლის წინ 105 კილომდე ჩამოვედი და მერე ისევ მოვიმატე...
სირბილზე მაქვს ნანახი ვიდეოები რომ მაგარიაო ჯანმრთელობისათვისო,ისე მე ყოველ დილით დავდივარ 30 წუთი მინიმუმ და ფიქრში სულ მინდა ვირბინო და როცა კი ვცდი ხოლმე 1 წუთი მაქსიმუმ და ძაან ჩქარდება პულსი,რას მირჩევთ არი შანსი რო მოვიმატო გამძლეობა? მრცხვენია ასე ადვილად რო ვიღლები საკუთარ თავთანაც,აღმართზე ასვლაზე ვიღლები, კიბეზე ასვლაზეც ვიღლები ,ხნიერ ხალხს ზოგს ჩემზე ბევრად კარგი გამძლეობა აქ...
მადლობა ყველაფრისთვის,თქვენ მაშინ მომეცით მოტივაცია რომ სადღაც 10 კილო დამეკლო მაგრამ მაინც არ მიგრძვნია რომ გამძლეობა მომემატა,არის რამე სხვა გზა ? თუ 10 კილოდ დაკლება არ მყოფნის?
ასაკი 39
მარცხენა პარკუჭის მსუბუქი ჰიპერტროფია
აორტის გაგანიერება
ფარისებრი ჯირკვალი ამოკვეთილი
ვიღებ წამლებს :
1)ეუთიროქსი 137მგ
2) კონკორ კორი 2.5 მგ ნახევარი ტაბლეტი
3)პრესტანსი 5/5 მგ
4)სორვასტა 10მგ


Posted by: zviadcardio 21 Aug 2023, 17:23
gigi27
უპირველეს ყოვლისა უნდა მოგახსენოთ რომ სიარული ყველაზე კარგი ვარჯიშია გულისთვის. ანუ სირბილი აუცილებლად საჭირო ამ მიზნით არ არის.
თუ სხვა მოტივაციით გსურთ სირბილი, აქ აუცილებელია 2 პირობა. წონის ეტაპობრივად კლება და დატვირთვის ნელ ნელა გაზრდა. ანუ ჯერ ფეხს აუჩქარეთ, ტემპი ნელ ნელა გაზარდეთ
კიდევ ერთი თემა. თუ თქვენი გულისცემა ამას აიტანს კონკორის დოზის მცირედი მომატებაც მოგეხმარებათ რომ ნაკლებად აჩქარდეს გული. ოღონდ ამისთვის თქვენი მკურნალი ექიმის თანხმობა აუცილებელია. ზეპირად დოზას ნუ გაზრდით

Posted by: gigi27 21 Aug 2023, 23:05
zviadcardio
ვკითხე ექიმს და თუ არ აჩქარდა ძაან არ გაზარდო დოზაო...
ისე ის რომ პულსი მოსვენებულ მდგომარეობაში 50ზეც ჩამომდის მაგას შევეჩვიე უკვე თორემ რამდენიმე წლის წინ დიდ ყურადღებას ვაქცევდი,მახსოვს თქვენ მაშინ ნებილეტის მოხსნაც მირჩიეთ და მერე კონკორ კორზე გადამიყვანა ჩემმა ექიმმა,ალბათ ვფიქრობ მაქედან გამომდინარე არ მირჩია ახლა დოზის გაზრდა კონკორ კორზე,იდეაში მაგარი იქნება საერთოდ შევეშვა ამ წამალს,20 კილო რომ დავიკლო და შეძლებისდაგვარად სწორად ვიკვებო ასე ვფიქრომ პულსი არც ძაან ამიჩაქარდება ხოლმე და კონკორ კორიც შესაბამისად არ დამჭირდება....
მოკლედ ვიწყებ კლებას ნელ ნელა..
მადლობა ყველაფრისთვის

Posted by: river-song 23 Aug 2023, 21:41
მოკლედ პაპილომას აცრის მერე ტახიკარდია დამეწყო, რო ავიცერი 15 წუთში ცუდად გავხდი, მაგის მერე მქონდა რამდენიმე ეპიზოდი, დროებითია ვითომ? ძაან დადარდიანებული ვარ , რაზე ავიცერი საერთოდ cry.gif

ინტერნეტი გადავქექე და აცრა ყოფილა დაკავშირებული პოტს(pots) სინდრომთან,მარა მგონი ეგ არ მჭირს, თავბრუსხვევა და მსგავსი სიმპტომები არაფერი არ მაქვს, ნეტა მაგის იმედი მაინც არი რო დიაგნოზს დამისვავენ წესიერად, კვირის ბოლოს ჰოლტერზე ვარ ჩაწერილი და უამრავ ანალიზზე user.gif

Posted by: HugoChavez 25 Aug 2023, 20:31
zviadcardio
გამარჯობა, 11 თვის შვილი მყავს პირველად ეხოზე მოუსმინეს პედიატრმა და რაღაც შუილის მსგავსი გაიგო, გადაგვამისამართა კარდიოლოგთან და ბავშვი რომ გასინჯეს დაუწერეს დასკვნაში ანევრიზმა და გულის მანკი, შემდეგ გვყავდა ჯოენში ამ პერიოდში ბავშვი იყო 5 თვის , ჯოენში გვითხრეს რომ საშიში არაფერი არ იყო და 6 თვეში მიგვეყვანა განმეორებით კვლევაზე, როცა ბავშვი იყო 4 თვის და 21 დღოს დასკვნაში დაეწერა პარკუჭთაშუა ძგიდის ბაზალურ ნაწილში აღინიშნება ძგიდის პარადოქსული მოძრაობა (12მმ 6 მმ ) შესაძლებელია აღნიშნულ უბანში აღინიშნებოდეს უმნიშვნელო ნაკადი (შუნტი) , ხოლო ელექტროკარდიოგრაფის დასკვნაში შერია რითმი სინუსური , ნაადრევი აგზნების სინდრომი. ექვსი თვის შემდეგ გვყავდა განმეორებით ეხოზე და პასუხები იგივეა დანიშნული გვაქვს დაკვირვება დინამიკაში და 1 წლის შემდეგ განმეორებითი კვლევები, მაინტერესებს ბატონო ზვიად რამდენად საგანგაშოა ეს სიტუაცია , აღელვების ფონზე კარგად ვერ მოვუსმინე კარდიოლოგს თან ძალიან გაუგებრად საუბრობდა ქარაგმებით და ნერვები არ მეყო მირჩევთ რაიმე დამატებით კვლევებს? რასაც დავაკვირდი ამ ბოლო დროს როცა ისტერიულად ტირის ბავშვი ტუჩების გარშემო ულურჯდება და ეგ არის ძირითადი მიზეზი რის გამოც ვწერ ამ პოსტს ეხლა აქ , მადლობა დახმარებისთვის.

Posted by: zviadcardio 31 Aug 2023, 00:14
gigi27
წარმატებები ✅
river-song
არ ვფიქრობ რომ რამე მნიშვნელოვანი ხდება.
შესაძლოა აცრასთან დაკავშირებული სტრესი იყო მიზეზი. ყველაფერი დალაგდება
HugoChavez
საგანგაშო არ არის.
პრობლემა უნდა დავყოთ ორ ნაწილად.
1. შესაძლო პაწაწინა პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი
2. ნაადრევი აგზნების სინდრომი
თუ ბავშვს ეს ორივე მართლა აქვს, ეს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი დიაგნოზია.
პირველი დიაგნოზის მეთვალყურეობას და ექოკარდიოსკოპიულ კონტროლს გააგრზელებენ კარდიოლოგები. მეორე დიაგნოზის საბოლოოდ დასადასტურებლად გირჩევთ ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგის ჩატარებას და არითმოლოგთან ვიზიტს.
მე ბავშვებთან არ ვმუშაობ.
ჯანმრთელობას ვუსურვებ თქვენს პატარას
ტუჩები ამის გამო არ უნდა ულურჯდებოდეს, ხანგრძლივი ტირილია მაგის მიზეზი.

Posted by: HugoChavez 1 Sep 2023, 08:32
zviadcardio
მადლობა , კი აუცილებლად დავაკვირდებით დინამიკაში

Posted by: river-song 2 Sep 2023, 17:41
zviadcardio
QUOTE
შესაძლოა აცრასთან დაკავშირებული სტრესი იყო მიზეზი. ყველაფერი დალაგდება

იმდენი აცრები მაქვს გაკეთებული, კოვიდის აცრაზეც არაფერი მქონია, რატომღაც არც კი გამივლია თავში რო შეიძლებოდა რამე დამმართნოდა ამ აცრისგან, ანალიზები ყველაფერი წესრიგში მაქვს, ჰოლტერმა აჩვენა მთელი დღე არითმიები, ეხლაც არითმიები მაქვს კარდოლაქსი გამომიწერა ექიმმა და არ მშველის დღეს სამი ცალი დავლიე, პლუს დამამშვიდებლებს ვსვავ რადგან რაც ეს დამემართა ნერვებიც არ მაქვს უკვე კარგად, ეხლა კიდე სხვა ექიმთან უნდა მივიდე sad.gif ნეტა თუ გამივლის საერთოდ თუ სულ წამლებზე უნდა შევჯდე user.gif

Posted by: zviadcardio 8 Sep 2023, 21:54
river-song
ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი და კარდიოლოგის კონსულტაცია დაგეგმეთ.

Posted by: TT-KK 9 Sep 2023, 01:18
ზვიად ექიმო
არ ვარ საქართველოში, ექიმთან ვერ მივდივარ. ვარ 60 წლის ქალი.
ქვედა კიდურების კუნთების სპაზმი ძლიერ მაწუხებდა. დავიწყე მაგნიუმის და კალიუმის ორგანული მარილების მიღება (ყოველ დილით ვსვამ 200 მლ. წყალი + 5 გრ. მარილი). მიშველა, მაგრამ ერთხელაც რომ არ დავლიო, სპაზმები ისევ მაქვს. მაგრამ გული ამიჩქარდა და ჰაერი არ მყოფნის, ვგრძნობ ტკივილს მკერდის და მარცხენა მხრის არეში. გთხოვთ მირჩიეთ, შეიძლება გავაგრძელო თუ არა? ან რამდენხანს შეიძლება მისი მიღება?

Posted by: zviadcardio 9 Sep 2023, 19:39
TT-KK
მოგესალმებით. გთხოვთ გაიკეთეთ კალიუმის და მაგნიუმის ანალიზი სადაც ბრძანებით. ეს არ არის ძვირადღირებული ანალიზები. შედეგი გამომიგზავნეთ და მოგეხმარებით

Posted by: TT-KK 11 Sep 2023, 12:37
zviadcardio
უღრმესი მადლობა,
აქ დროში იწელება ყველაფერი, როგორც კი შევძლებ გაკეთებას და პასუხი მზად მექნება გამოგიგზავნით.

Posted by: donmixo777 8 Oct 2023, 09:08
zviadcardio

გამარჯობა მეგობარო
ერთს გკითხავ....

ვსვამ ტრიპლექსამს, მარეგულირებელს, დილით
წნევის კონტროლით. 110 -ზე დაბალი თუ მაქვს არ ვსვამ

მაინტერესებს, დილით უზმოზე ჯობია ამ წამლის მიღება თუ საუზმის შემდეგ? როდისაა რეკომენდირებული?

წინასწარ გიხდი მადლობას.....

Posted by: zviadcardio 8 Oct 2023, 13:01
donmixo777
PM-ში მოგწერეთ

Posted by: Shredinger 9 Oct 2023, 22:31
zviadcardio
გამარჯობათ. 1 საათიანი ფიზიკური დატვირთვის (ცურვა) მერე მაგალითად 1-2 საათის შემდგომ მოსვენებულ მდგომარეობაში ცოტა მომატებული პულსი მაქვს ვიდრე იმ დღეებში როცა არ ვარ დაკავებული ფიზიკურად.
მაგალითად, 9 ზე ვცურავ, 10 ზე ვამთავრებ და სადღაც 12 ისკენ ცოტა მომატებული პულსი მაქვს მოსვენებულ მდგომარეობაში სადღაც 70-75 საშუალოდ. როცა ჩვეულებრივ დღეებში 60 მაქვს საშუალოდ.

P.S ნუ საღამოსკენ უკვე ნორმაში დგება

რაიმე სახიფათოა? თუ უბრალოდ ორგანიზმი ეჩვევა ფიზიკურ დატვირთვას?

Posted by: ინი44 10 Oct 2023, 21:52
იქნებ მიპასუხოთ რა. 76 წლის მამაკაცს, რომელსაც აქვს სტრესი, ნერვიულობს ძალიან რაღაცეებს. მკურნალობს გულის უკმარისობაზე და აქვს ბრადიკარდიაც. ბოლო 1 კვირაა დაეწყო უძილობა. საერტოდ ვეღარ იძინებს, რადგან ამბობს, რომ ჩაძინებისას გული ძალიან ურტყავს და აღვიძებს. როცა ღვიძავს ჩვეულევრივად არის. მხოლოდ ჩაძინებისას აღვიძებს გულის დარტყმა. ეს ნევროზული შეიძლება იყოს, თუ გულიდან მოდის მართლა?

Posted by: J.R.R.Tolkien 10 Oct 2023, 23:06
zviadcardio
გამარჯობა.

გულის პრობლემა არასოდეს მქონია, მაგრამ კოვიდი რაც დამემართა ხოლო მანამდე აცრა მქონდა, მის შემდეგ ცოტა ვგრძნობდი ტკივილს და აჩქარებს. იყო მომენტები, როდესაც ცოტა შესუსტებულიც მქონდა პულსი. კარდიოგრამა გადავიღე და არაფერი გამოჩნდა. გავიდა ერთ წელზე მეტი სამჯერ გადავიტანე კოვიდი, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი, ერთადერთი წელს რომ მქონდა ზამთარში დამიტოვა

ცოტა ასთმური ხიხინის მაგვარი ზოგჯერ ისიც.

მოკლედ, რამოდენიმე კვირის წინ მეძინა და რომ გამოვიღვიძე გულის ცემა მქონდა შენელებული, შემდეგ უკვე ცუდად გავხდი,ეგრე ცუდად არ ვყოფილვარ არასდროს.

შემდეგ გადამიარა, მერე რამოდენიმე დღე ისევ ცუდად ვხვდებოდი და მივლიდა.

ცუდად გახდომაში იგულისხმება რაღაც გული თითქოს მიჩქარდება და მერე ნელდება, თავბრუსხვევის მაგვარი,აი ავტომობილი რომ გაწყენს, რაღაც მაგდაგვარი.

დავტესტე ფეხით სიარულზე, სირბილზე და ფიზიკურ ვარჯიშზე არაფერი განსაკუთრებული.

ვიყავი გულის ექიმთან და გადავიღე კარდიოგრამა, არაფერი არ მქონდა, ყველაფერი კარგად მქონდა. მას შემდეგ ცოტა ტკივილი მაქვს გულის მხარეს, ჰაერის უკმარისობის
მსგავსი შეგრძნება , მაგრამ ჰაერის უკმარისობა, სავარაუდოდ არ მაქვს.

ვარჯიშის დროს იშვიათად მაქვს აჩქარება.

გუშინ უკვე სექსუალური აქტის დროს ვიგრძენი ძალიან აჩქარებული გულისცემა, მეგონა გავითიშებოდი, მაგრამ შემდეგ გადამიარა. პულსი მაქვს ნორმაში 60 ანუ

ჰოდა, იმფაქტის ან გულის მანკის ნიშნები რომ იყოს
არ გამოჩნდება კარდიოგრამაში?


Posted by: zviadcardio 14 Oct 2023, 14:19
Shredinger
ეს სრულიად ნორმალურია
ინი44
უნდა გააკეთოთ ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი და გულის ექოკარდიოსკოპია. თუ ამ კვლევებში დარღვევებია კარდიოლოგმა უნდა მართოს.
თუ აქ ყველაფერი გამოირიცხა, მხოლოდ შემდეგ შეიძლება "ნევროზულ" ჩივილზე საუბარი
J.R.R.Tolkien
არ ვფიქრობ რომ ინფარქტის ნიშნებია. ასეთი ჩივილების დროს ასევე რეკომენდებულია შემდეგი კვლევები:
ექოკარდიოსკოპია
ფიზიკური დატვირთვის ტესტი
ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი
სისხლის საერთო
TSH

Posted by: J.R.R.Tolkien 14 Oct 2023, 18:18
zviadcardio
ინფარქტი ან გულის მანკი რომ იყოს
კარდიოგრამაში რამე ხომ გამოჩნდებოდა?

ახლა ყველა ნიშანი გამიქრა მხოლოდ აჩქარება მაქვს მომენტებში
თან რაღაც უცნაურად აჩქარება ზოგჯერ ყრუ ტკივილი რამოდენიმე
წამი გრძელდება.

Posted by: zviadcardio 14 Oct 2023, 20:55
J.R.R.Tolkien
კარდიოგრამაზე მწვავე ინფარქტი ჩანს - მანკი არა.
სხვა ამბების გამოსარიცხად ის კვლევებია საჭირო რაც დავწერე.
თქვენი ჩივილები არ ტოვებს საშიში მდგომარეობის შთაბეჭდილებას, თუმცა ეს კვლევები მაინც ჩაიტარეთ

Posted by: J.R.R.Tolkien 14 Oct 2023, 23:09
QUOTE (zviadcardio @ 14 Oct 2023, 20:55 )
J.R.R.Tolkien
კარდიოგრამაზე მწვავე ინფარქტი ჩანს - მანკი არა.
სხვა ამბების გამოსარიცხად ის კვლევებია საჭირო რაც დავწერე.
თქვენი ჩივილები არ ტოვებს საშიში მდგომარეობის შთაბეჭდილებას, თუმცა ეს კვლევები მაინც ჩაიტარეთ

უღრმესი მადლობა რომ გამონახეთ დრო და
ამომწურავი პასუხი გამეცით.

love.gif

აუცილებლად ჩავიტარებ

Posted by: zviadcardio 16 Oct 2023, 21:05
J.R.R.Tolkien
წარმატებები
_______________________

Posted by: Oldmak888 21 Oct 2023, 11:38
გამარჯობათ,მოკლედ ასეთი რამ მაქვს,გულზე მაქვს ხოლმე ჩხვლეტები და მერე შფოთვები მეწყება,მაგრამ
ვე რგავიგე გულია თუ რა ჯანდაბაა,თითქოს გიბწკინაო,მაგრამ აი კვირაში 3 დღეს მაინდ დავრბივარ და ისიც 8 კმს ყველა ვარიანტში,ველოსიპედიც და ნუ კარდიო ვარჯიშებს ვაკეთებ,აი ვარჯიშის და დატვრითვის დროს არაფერი მემართება ან თუ დავუშვად რამოთ ვარ დკაავებული,მაგრამ თუ ავყევი და თან ხშირად ვფიქრობ ამაზე მერ ემეწყება ხოლმე
ჩზვლეტები და შფოთვები არ ვიცი რას მივაწერო,ორჯერ სასწრაფო მყავდა და ორივეჯერ მითხრეს ნერვოზი გაქვსო,მაგრამ ერთი თვეა უკვე.

Posted by: zviadcardio 22 Oct 2023, 17:39
Oldmak888
სალამი. ეს უფრო ფსიქო-ემოციურ პრობლემას ჰგავს.
რეკომენდებულია:
უსაფრთხოების გამო ჯერ კარდიოლოგის და შემდეგ ფსიქონევროლოგის კონსულტაცია
საშიში არაფერია

Posted by: Hermyon 16 Nov 2023, 14:35
სახლში საქმიანობისას მარცხენა საჩვენებელი თითი მივარტყი რკინას და მაშინვვე გამისივდა
ცივ წყალში ჩავყავი და ცოტა დაცხრა მაგრამ 5 დღეა გამაგრებული მაქვს მაგ ადგილას
user posted image

მე როგორ ვხვდები სისხლის კოლტი იქნება მანდ და არის შანსი რომ ეს კოლტი გასკდეს და თრომბი გამოიწვიოს? user.gif

Posted by: zviadcardio 19 Nov 2023, 14:24
Hermyon
არა, აქ თრომბის მიზეზით რამე სახიფათო არ მოხდება

Posted by: ladusha64 19 Nov 2023, 18:43
zviadcardio
გამარჯობათ
*****
ამ ბოლო დროს ძილში დამცემდა წნევის დავარდნა 110-90/65-მდე. როცა 130/80 მაქვს ნორმალურად ვგრძნობ თავს. თუ ავდექი და გავიარე, ისევ ნორმალურად ვარ. ანუ, ეს ძილი მიჩმახებს :დდ და მიჩქარადება გულისცემა
ეს ყველაფერი დამეწყო კოვიდის ვაქცინის მერე და უკვე კოვიდით დაინფიცირების შემდეგ ,თითქმის ყველდღიური (უფრო სწორად ღამიური) გახდა.
გულისთვის ვიღებ მილდრონატს (500მგ) დღეში სამჯერ. ეფექტი ნაკლებადაა
ყოველ დილით ვსვამ 10 /1/2 10 -ის ნახევარ ტაბლეტს ტრიპლექსამს.
დღეს შევატყვე თავს რომ მთელი დღეა მაღალი პულსი მაქვს
მინდა ჩავიტარო გამოკვლევა და რა ანალიზების აღებას მირჩევდით? საწყის ეტაპზე. სისხლზე გეკითხებით.
კარდიოგრამა გასაგებია. და, რა მინდა გკიტხოთ, კარდიოგარმის პასუხი უფრო ზუსტი იქნება და დავუშვათ გულის ექოს გადაღება?

მადლობა <3

Posted by: zviadcardio 20 Nov 2023, 21:01
ladusha64
მოგესალმებით
ძილის დროს ყველა ადამიანის წნევა ქვეითდება.
110 იც და 130-იც ნორმალური წნევაა.
თუ მოსვენებულ მდგომარეობაში თქვენი პულსი 100-ზე მეტია მიმართეთ კარდიოლოგს.
60-დან - 100-მდე პულსი ნორმად ითვლება

Posted by: ladusha64 20 Nov 2023, 22:19
zviadcardio
ანუ სისხლის ანალიზები არ გავიკონტროლო? (არაა უცილებელი)
თუ კი
კონკრეტუყლად რომელი
პს
გიგლს ვკითხე და სისხლის ქიმიური და კლინიკური ანალიზები მორჩია. ფასებს რომ გადავხედე მივხვდი ერომ ინფარტს უნდა ავარიდოი თავი (არ დამჯამებია :დდ)
პლუს კუაგულოგრამა და კარდიოგრამა(ო) rolleyes.gif

Posted by: zviadcardio 23 Nov 2023, 22:41
ასეთი წნევის დაქვეითების გამო არა.
ზოგადად სხვა ჩივილების გამო (თუნდაც მაგალითად მაღალი პულსი) რეკომენდებულია კარდიოლოგთან ვიზიტი და შემდეგი კველევები:
ექოკარდიოსკოპია, ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი, კალიუმის და TSH ანალიზი

Posted by: NankA2203 10 Jan 2024, 19:59
zviadcardio
მოგესალმებით, ქალბატონი არის 61 წლის, ქუთაისიდან. დიაგნოზი აქვს გულის ჰიპერტენზიული ავადმყოფობა, წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა, . სტადნრატულ ეკგ_ზე უწერია რიტმი სინუსური მარცხენა წინა ჰემიბლოკი T კბილის არასპეციფიურ ცვლილებები, ხოლო TTE ექოკარდიოგრაფიაზე 2D - მარცხენ პარკუჭია კონცენტრული ჰიპერტროფია.სისტოლური ფუნქცია ნორმა, რეგიონალური კუმშვადობა_ ნორმა, EF 67% დიასტოლური დისფუნქცია_ პირველი ტიპი, მარცხენა პარკუჭის მომატებილი ავსებია წნევა. E/e 14. მიტრალური სარქველის ნაკლოვანება მსუბუქი, მარცხენა წინაგულის ზომა ნორმა. აორტის სარქველი სამკარედა- ნორმა
ასწვრივი აორტის დილატაცია 3.8 სმ. აორტის ზომები ვალსავას სინუსის,აორტოს რკალის და მუცლია აორტის დონეზე _ ნორმა. მარჯვენა წინაგული_ ნორმა. მარჯვენა პარკუჭია ზომა და სიატოლური ფუნქცია ნორმა, ტრიკუსპიდური სარქველის ნაკლოვანება მსუბუქი.წნევა ფილტვის არტერიაში ნორმა.პერიკარდიუმია ღრუ ნორმა.
* * *
წამლები აქვს დანიშნული: ელიქუისი 2,5 დღეში ორჯერ. მკორი 5იანი დილით და მკორი 2,5 საღამოს, ვეროშპირონი 25 დილით. პაციენტს 2ჯერ ქონდა აშკარად გამოხატული არითმია, პირველას ამ კვლევის ჩატარებამდე და მერე დაენიშნა ეს დანიშნულება და შემდეგ უკვე მკირნალობასთან ერთად.
* * *
უჩივის დღემდე ტკივილს გულკმერდის არეში,მარცხენა ბეჭის ქვეშ გაჟრუებს შეგრძნებას, თავბრუახვევას და ფეხის გარბუჟებას. გადაიღო თავზე კონტრასტით კატე და ხერხემალზე კატე, სისხლძარღვებზე თავზე არაარის პრობლემა არანაირი, ხერხემალზე აქვს დარღვევები კისრის მალიდან წელის მალებამდე. დიაგნოზად უწერია სპონდილოართროზი, ზომიერი სტენოზი სპინალირი არხის კისრის მალების დონეზე. ცერვიკუალური და ლუბმარული პოლიდისკოპათია
* * *
ხელის თითებზე დროდა დრო უწყება უცებ სისხლძარღვები, და ბოლო 5 დღე აქვს მაღალი წნევები 170:120, 150: 100. სვამს ამ დროს ფიზიოტენზს.
* * *
პაციენტი არის 100 კგ, 163 სმ სიმაღლის, ძალიან გთხოვთ ზემოთ ჩამოთვლილის საფუძველზე მირჩიოთ რა ვქნათ, თუ საჭიროა თქვენთან ჩამოვალთ, აქვს შფოთვები რომ რაღაც დაემართება. თავს გრძნობს მუდმივად ცუდად, არ აქვს შვება წამლებია ფონზე. დ ვიტამინი ქონდა 18 და იღებს მედიკამენტს. სისხლის საერთო ანალიზი აქვს მწყობრში. გაკეთებული აქვს ნატრიუმის, კალიუმის ანალიზები და აქვა ნორმაში. ფარისებრის ანალიზებიც და ექოაკოპიაც ქონდა ნორმაში 8 თვის უკან.

Posted by: zviadcardio 10 Jan 2024, 22:21
NankA2203
მოგესალმებით.
აუცილებელია უშუალოდ გამოკვეთილი არითმიის დროს გადიღოთ კარდიოგრამა.
თუ ნამდვილად დადასტურდება წინაგულთა ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია) მაშინ არითმოლოგთან ვიზიტი აუცილებელია, რათა განხილულ იქნას აბლაციის საკითხი.
მანამდე გააგრძელეთ მკურნალი კარდიოლოგის მეთვალყურეობა და მკურნალობა

Posted by: NankA2203 10 Jan 2024, 23:38
zviadcardio
უღრმესი მადლობა პასუხისთვის. ვეცდებით თქვენთან ვიზიტს.

Posted by: EngD 11 Jan 2024, 10:54
ბატონო ზვიად, გამარჯობა.
******************************************
1) ასაკი - 28 წლის;
2) სქესი - მამრობითი;
3) ქოლეცისტექტომია;
4) 2 თვის წინ ღამით, ძილის დროს გამაღვიძა არარითმული გულისცემის შეგრძნებამ. გამოვიძახე სასწრაფო. გადამიღეს კარდიოგრამა, მითხრეს რომ საშიში არაფერი იყო და წავიდნენ. კარდიოგრამის ფოტო მოდევნო დილას გადავუგზავნე ნაცნობ ექიმს, რადგან არ მიჩერდებოდა მკერდში დისკომფორტის შეგრძნება და მითხრა, რომ კარდიოგრამაზე იყო მოციმციმე არითმია. გადავედი საავადმყოფოში, თუმცა სანამ მივედი თავისით გამიარა, აღარ დამჭირდა დამატებით არაფრის მიღება. ამის შემდეგ მივედი არითმიოლოგთან კონსულტაციაზე და მანაც დაადასტურა, რომ კარდიოგრამაზე იყო მოციმციმე არითმიის ეპიზოდი და დამინიშნა შემდეგი სახის კვლევები: სისხლის ელექტროლიტური ბალანსი, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია და სისხლის ანალიზები ფარისებრი ჯირკვალის ჰორმონებზე, ასევე სისხლის საერთო ანალიზი. ასევე გავიკეთე 24 საათიანი ჰოლტერ მონიტორინგი. ყველაფერ იყო ნორმაში, გარდა მცირე კვანძისა რომელიც ფარისებრ ჯირკვალში აღმოაჩინა ექოსკოპისტმა და კალიუმის დონე იყო ქვედა ზღვარზე ოდნავ ქვემოთ. კარდიოლოგმა მომცა შემდეგი სახის დანიშნულება და რეკომენდაციეიბი - პრეპარატი კალიუმის დონის ასაწევად, ჯანსაღი ცხოვრების წესი, წონის დაკლება (ვარ 100 კგ და 181 სმ), ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა (ენდოკრინოლოგმა განმეორებით დამინიშნა ფარისებრი ჯირკვლის ანალიზები და ყველაფერი ნორმაშია, რეკომენდაცია მაქვს ყოველ 6 თვეში ერთხელ გადამოწმება) და არითმიის შესაძლო გამეორებაზე დაკვირვება, რადგან თუ განმეორდებოდა მოციმციმე არითმიის ეპიზოდი და გაგრძელდებოდა 1 საათზე მეტი დროით , მაშინ უშუალოდ ეპიზოდის დროს გადაღებული ახალი კარდიოგრამის საფუძველზე უკვე განიხილავდა სხვა მკურნალობის მეთოდებს.

ბოლო ორი თვე, აღარ მქონია არითმიის ის შეგრძნება რაც ეპიზოდის დროს მქონდა (არარითმული სწრაფი გულისცემა რომელსაც თან ახლდა მკერდში ძლიერი დისკომფორტის შეგრძნება), თუმცა პერიოდულად მიჩნდება ორი სიმპტომი - პირველი ესაა ძლიერი გულისცემა (არა სწრაფი, პულსი ძირითადად ნაკლებია 100-ზე), თითქოს ძალიან ძლიერად ცემს გული და გულისცემას ვგრძნობ მკერდში და მეორე სიმპტომი, რომელიც დისკომფორტზე მეტად შიშს იწვევს არის გამოტოვებული გულისცემის შეგრძნებები, რომელიც ძირითადად დაძინების წინ ან ახალ გაღვიძებულზე მივითარდება და დღის განმავლობაში გადის, თუმცა ერთეული ეპიზოდი შეიძლება დღის განმავლობაშიც მქონდეს.

ზოგადად გულთან დაკავშირებით მაქვს კარდიონევროზის დიაგნოზი, რომელიც გამოიხატება ტკივილით გულ-მკერდის არეში და ჰაერის უკმარისობით, შესაბამისად რამოდენიმეჯერ მაქვს გადამოწმებული კარდიოლოგთან გული, უხეშად რომ ვთქვა ბოლო 3 წლის მანძილზე წელიწადში ერთხელ (სისხლის ანალიზები, კარდიოგრამა, ექოკარდიოსკოპია და დატვირთვის ტესტი), ბოლო შემოწმება მოციმციმე არითმიის ეპიზოდამდე 5 თვით ადრე მქონდა ჩატარებული. ყოველ ჯერზე პასუხი იყო დადებითი, ანუ გულის პრობლემები არ იკვეთებოდა.

თქვენი რეკომენდაციით, ხომ არაა საჭიროება ახალი გამოკვლევების ან არითმიოლოგთან ახალი ვიზიტის?

Posted by: zviadcardio 12 Jan 2024, 21:23
NankA2203
ჯანმრთელობას გისურვებთ
EngD
მოგესალმებით
6 თვეში ერთხელ ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგს და არითმოლოგთან ვიზიტს გირჩევთ.

Posted by: Rainforest 21 Jan 2024, 16:47
zviadcardio
გამარჯობა ვარ 28 წლის მამაკაცი
ბოლო 2 თვეა რაც ეს დამემართა
ღამით მეღვიძება და ვგრძნობ რო გული აჩქარებული მაქვს და ამასთან ერთად ვგრძნობ რომ შებერილობაც მაქვს და გაზები მაწუხებს. მერე არ ვიცი ალბათ სტრესისგან ხელები და ფეხები მიოფლიანდება და კანკალი მეწყება სიცივისგან , მერე მალევე გამდის გულის აჩქარება . ეს ბოლო დღეებია ეგრე რო გამეღვიძება კორსიზს ვიდებ ხოლმე ენის ქვეშ და შეიძლება ეგეც ეხმარება გულის დამშვიდებაში. გადამიღეს კარდიოგრამა , ანალიზებიც გამიკეთეს და რენტგენიც გადამიღეს და არაფერიაო მითხრეს , ცოტა პოტასიუმი გაკლიაო და ბანანი ჭამეო. რამდენად შესაძლებელია რო გულის აჩქარებას გაზები იწვევდეს? ან რისი ნიშნებია იქნებ დამეხმაროთ , მადლობა .

Posted by: zviadcardio 22 Jan 2024, 21:05
Rainforest
მოგესალმებით.
უპირველეს ყოვლისა უნდა დავადგინოთ ზუსტად რა გაწუხებთ.
ამისთვის საჭიროა რომ 24 ან 48 საათიანი კარდიოგრამა გაიკეთოთ, ამას ჰოლტერის მონიტორინგი ჰქვია.
პატარა აპარატს დაგამაგრებენ ქამარზე, რომელიც ღამითაც ჩაიწერს თქვენს გულისცემას და გამოჩნდება რამდენადაა საერთოდ ეს კარდიოლოგიური პრობლემა.
დიაგნოზი დადგინდება და ამის მართვა უკვე აღარ იქნება პრობლემა.
მსგავსი ჩივილების მიზეზი უშიალოდ გულის გარდა შეიძლება იყოს ჭარბი წონა, ენდოკრინული პრობლემები, ძილის აპნოე/ხვრინვა და ა.შ
ჯანმრთელობას გისურვებთ

Posted by: qetqeta 24 Jan 2024, 00:12
საღამო მშვიდობის.
უკაცრავად რომ გაწუხებთ.
დღეს დილით დამეწყო დისკომფორტი მარცხენა მკერდის არეში. უცებ თითქოს რაღაც სიმძიმესავით დამაწვა. ხან გრძელდებოდა ხან ქრებოდა. ამ საღამოს ისევ დამეწყო იღლიის არეში რაღაც გაკავებულივით მაქვს. რომელიც გადაეცემა ხან მკლავს ხან ნეკა თითს, მაჯას, იშვიათად იდაყვს. დილით მკერდის არეში მქონდა მეტად, დღის განმავლობაში უფრო იღლიის მხარეს.
წამოვლითია ეს დისკომფორტი.
ამ საღამოს უფრო მეტად გრძელდება და ტკივლის ვერ დავამრქმევ რაღაც მაგდაგვარია

Posted by: zviadcardio 25 Jan 2024, 19:55
qetqeta
ეს უფრო აგილობრივ დისკომფორტს გავს. ანუ კუნთის ან ნერვის ბრალი შეიძლება იყოს.
ზეპირად ეს თემა არ გაირკვევა.
მონათხრობის მიხედვით გული ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა
უმჯობესია თუ კარდიოლოგს ეწვევევით და გულის პრობლემას გამორიცხავთ.

Posted by: qetqeta 26 Jan 2024, 23:10
zviadcardio
მადლობა ყურადღებისთვის❤️




* * *
zviadcardio
მადლობა ყურადღებისთვის❤️




Posted by: Rainforest 31 Jan 2024, 07:26
QUOTE (zviadcardio @ 22 Jan 2024, 21:05 )
Rainforest
მოგესალმებით.
უპირველეს ყოვლისა უნდა დავადგინოთ ზუსტად რა გაწუხებთ.
ამისთვის საჭიროა რომ 24 ან 48 საათიანი კარდიოგრამა გაიკეთოთ, ამას ჰოლტერის მონიტორინგი ჰქვია.
პატარა აპარატს დაგამაგრებენ ქამარზე, რომელიც ღამითაც ჩაიწერს თქვენს გულისცემას და გამოჩნდება რამდენადაა საერთოდ ეს კარდიოლოგიური პრობლემა.
დიაგნოზი დადგინდება და ამის მართვა უკვე აღარ იქნება პრობლემა.
მსგავსი ჩივილების მიზეზი უშიალოდ გულის გარდა შეიძლება იყოს ჭარბი წონა, ენდოკრინული პრობლემები, ძილის აპნოე/ხვრინვა და ა.შ
ჯანმრთელობას გისურვებთ

გამარჯობა , დავიწყე პოტასიუმის მიღება და იმის მერე აღარ მქონია მსგავსი რამ . თუ ვინმეს მსგავსი რამ გაწუხებთ შეიძლება კალიუმი გაკლდეთ. მადლი ა

Posted by: zviadcardio 2 Feb 2024, 20:08
Rainforest
კალიუმის დეფიციტით გამოწვეულ გულის "პრობლემა" ჩანს ხოლმე ჰოლტერზე. თუ ჰოლტერზე აღმოჩნდებოდა ასეთი დარღვევა მერე იზომება კალიუმი, მაგნიუმი, TSH და ა.შ. ანუ ამას თავისი წესი აქვს.
კალიუმის ანალიზის გაზომვის გარეშე კალიუმის ანუ პოტასიუმის მიღება პოტენციურად საშიშია ანუ ასეთ რეკომენდაციას ზეპირად არასდროს გავცემთ, ზედმეტი კალიუმით შეიძლება ძალიან სახიფათო არითმია განვითარდეს

Posted by: gio_9999 3 Feb 2024, 11:24
მოგესალმებით,

ერთი კითხვა მაქვს, ხანდახან მაწუხებს ხოლმე გაძლიერებული და აჩქარებული გულისცემა, რაც ვლინდება ძირითადად ემოციის ფონზე, ან ალკოჰოლს თუ მივიღებ, ან გადაღლილობის დროს და პულსი რეალურად ძალიან მაღალიც არ არის, დაახლოებით 90-100 ის ფარგლებშია, უბრალოდ ძალიან ძლიერად შეიგრძნობა პულსაცია და ეს არის ძალიან შემაწუხებელი ამ დროს (ისე ჩვეულებრივად პულსი 60-80 ის ფარგლებში მაქვს)

რას მირჩევთ, რა წამალი შეიძლება მოვიღო ამ დროს რომ ცოტა დაამშვიდოს გულისცემა და ეს დიკომფორტი მომიხსნას?

გმადლობ

Posted by: zviadcardio 3 Feb 2024, 20:56
gio_9999
მოგესალმებით.
100მდე პულსი რეალურად ნორმად ითვლება.
აქ უფრო პრობლემური მისი აღქმაა თქვენს მიერ.
ნებისმიერი მსუბუქი დამამშვიდებელი (არ არის საჭირო უშუალოდ პულისის შემანელებელი წამალი) ამ პრობლემას მოხსნის.
სამწუხაროდ ასეთ ფორმატში კონკრეტული მედიკამენტების რჩევას ვერიდებით რათა სხვა ადამიანმა არასათანადოდ არ გამოიყენოს.
საშიში რა თქმა უნდა არაფერია

Posted by: ROBERY 4 Feb 2024, 18:37
მოგესალმებით
რამდენიმე თვეა ასეთი რამ მემართება, თითქოს წამიერად სუნთქვა მეკვრება და გული ჩვეულზე ძლიერად არტყავს. თავიდან იშვიათად მქონდა, ბოლო პერიოდში დღეში შეიძლება რამდენჯერმე მქონდეს.
გულზე კვლევები ბოლოს 2 წლის წინ მაქვს ჩატარებული (ჰიპერტენზიაზე) და მაშინ გული გამოირიცხა ყველაფერი მწყობრში გაქვსო.
ამ მოვლენა/ ვუკავშირებ სიგარეტს (ამ დღეებში ვირუსი მქონდა და არ მომიწევია), შესაბამისად ეს შეგრძნება სულ ერთხელ მქონდა.
რას მირჩევდით? მივმართო ისევ კარდიოლოგს? ასაკით 39 წელი.
მადლობა

Posted by: oneman 6 Feb 2024, 02:28
მოგესალმებით,
ასეთი რამე თუ ივარგებს,
თუ ადამიანი დაბალი წნევის გამო კონკორს და შარდმდენებს ვერ იღებს.
თაფლიანი წყალი რომ დავალევინო, წნევის აწევის მიზნით?

Posted by: donmixo777 6 Feb 2024, 10:51
zviadcardio
გამარჯობა
მაჯის წნევის აპარატით ვიზომავ წნევას
როცა დაწოლილი ვარ 105 - 70 ის ფარგლებშია
ხოლო როცა ავდგები 145-90 ადის, და კოდე უფრო მაღლა
ვიღებ რეგულარულად ტრიპლექსამს 10. -2.5. - 5 ზე. 8 თვეა
ბოლო ერთი კვირაა ესე ამიწია წნევამ
რა გავაკეთო?

ესე ცვალებადობა დაწოლილ მსგომარეობასა და ფეხზე დგომას შორის რატო შეიძლება იყოს?

არადა დასავლეთში ვარ და ძალიან ცუდი ამინდებია, წუხელ გრიგალი იყო და თან წვიმა
შეიძლება ამინდის ბრალი ოყოს?

* * *
ამ დროს კი პულსი 60-65 მაქვს
პულსი ნორმალურია ........

help.gif

Posted by: oneman 6 Feb 2024, 14:58
კონკორმა იგივე ბისოპროლოლმა შეიძლება შენიღბოს ჰიპერთირეოდიზმის სიმპტომებიო. ანუ შეიძლება ჩიყვის ჰორმონი ნორმაში იყოს და გამოკვლევამ აჩვენოს ცოტააო? ეს აზრია?
* * *
zviadcardio
ექოკარდიოგრამის მობაცემები რომ დავდო, მიხვდებით არის თუ არა ოპერაცია აუცილებელი? გულის მანკი აქვსო, მგონი სარქველი ვერ კეტავს კარგადო.
ჰაერის უკმარისობები აქვს და ვეღარ გავიგე გულის ბრალია თუ ფილტვების, ხშირად უხდება ფილტვების წამალი და რომ ამოახველებს ხშირად არის ხოლმე კარგად. მისი ექიმი უნიშნავს ხოლმე ასთმურ და ბრონქოსპაზმის წამლებს და მუკალტინიც კარგად უხდება მაგრამ ის ექიმი ამბობს, ჰაერი რომარ ყოფნის, გულის ბრალიაო და გაესაბროს ქირურგსო. ვეღარ გავიგე ფილტვის ექიმთან მივიდე თუ გულის ქირურგთან.
* * *
თავის ექიმი კარდიოლოგია, ექოკარდიოგრამაც გადაუღო

Posted by: zviadcardio 6 Feb 2024, 19:01
მოგესალმებით
ROBERY
შეწყვიტეთ მოწევა
თუ ეს ჩივილები უახლოეს ერთ კვირაში არ გაივლის უნდა მიხვიდე კარდიოლოგთან კვლევებისთვის. აუცილებლად გაიკეთეთ ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგიც

oneman
ასეთ პაციენტს სავარაუდოდ აქვს გულის უკმარისობა და ზედმეტად მიღებული სითხე შეიძლება არ იყოს რეკომენდებული. სხვა მხრივ ეს პრობლემა არ არის

QUOTE
ანუ შეიძლება ჩიყვის ჰორმონი ნორმაში იყოს და გამოკვლევამ აჩვენოს ცოტააო? ეს აზრია?

არა. კონკორი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე გავლენას არ ახდენს. ზოგიერთი წამალი ახდენს, მაგრამ არა კონკორი.
ასეთი შეფასებები ოპერაციისთვის არ გამოგადგებათ. უმჯობესია თუ მიხვალთ სხვა კვალიფიციური კარდიოლოგთანაც. გაიკეთებთ ახალ ექოკარდიოსკოპიას და გაირკვევა რეალური მიზეზი.


donmixo777
პმ გიპასუხეთ

Posted by: T-E-0 7 Feb 2024, 18:27
zviadcardio

მოგესალმებით ბატონო ზვიად,
ძალიან მინდა თქვენთან კონსულტაციაზე მოსვლა. (მამაჩემსაც თქვენთან აქვს გაკეთებული აბლაცია რამდენიმე წლის წინ). მე 1 კვირის წინ გულის ფრიალით მისული ჩივილებით და პლუს ამას (ექო, ჰოლტერი, კარდიოგრამის საფუძველზე) დამისვეს დიაგნოზი: პარკუჭების ადრეული დეპოლარიზაცია 149.3 და ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკი 145.0. ასევე ელექტროლიტების ანალიზში კალიუმი(4) და ქლორიდები(103) მქონდა ნორმაში, ხოლო ნატრიუმი(135) და კალციუმი(1.15) - დაბალი.

დანიშნული მაქვს - ბეტალოკ ზოკი 50 მგ. 1 აბი დილით მუდმივად და პანგინინი ფორტე 316/280 1 აბი ჭ/შ. დღეში 1 თვე. 1 კვირაა რაც ვსვამ ამ წამლებს, არითმიის შეგრძნებამ თითქოს იკლო, განსაკუთრებით ღამით მაწუხებდა გულის ფრიალი და ასე ვთქვათ ფართხალი, ახლა აღარ, მაგრამ მაქვს საშინელი დისკომფორტი გულის არეში, მოჭერის, ჭხვლეტის შეგრძნებები, ვსვამ გრანდაქსინს, კორსიზს და მაინც მაქვს sad.gif მინდა თქვენთან მოსვლა ჩემი კვლევებით, თქვენმა ასისტენტმა მითხრა, რომ ივნისამდე ადგილი არ გაქვთ, არადა ძალიან მინდა ახლა მოვიდე და დამეხმაროთ, გამარკვიოთ რამდენად სერიოული რამ მჭირს, რამდენად საშიში, როგორ ვიცხოვრო, რა წესების დაცვით, როგორ გავიქრო ეს ტკივილი გულის არეში და ა.შ. კარდიოლოგმა საერთოდ არაფერი მითხრა გარდა დიანოზისა და დანიშნულებისა. გთხოვთ დამაკვალიანეთ როგორ მოვიქცე. მადლობა ყურადღებისთვის!

Posted by: ფრედი 8 Feb 2024, 02:33
zviadcardio
გამარჯობა ბ-ნო ზვიად
გახლავართ 29 წლის მამაკაცი, არც ვსვამ არ ვეწევი, არც წონა მაწუხებს

ბოლო 2 კვირაა დღეში რამდენჯერმე მაქვს არითმია, პერიოდულად ჩავარდნა და აჩქარებს
ამას თან დაერთო მარცხენა ბეჭის წვა, რომელიც გადმოდის ნეკნებზე

დაახლოებით 5 წლის წინ გამოვიკვლიე გული და სრულებით ჯანმრთელი ვარ
ბოლო 1 წელიწადია მაწუხებს გასტროენტროლოგიური პრობლემა და ამასაც ვაბრალებ, ჭამის მერე განსაკუთრებით განვიცდი ტკივილის ბეჭებში
მაგრამ გულის გამორიცხვა მაინც მინდა და მირჩევთ მისვლას ექიმთან?

Posted by: oneman 9 Feb 2024, 18:38
ინტერნეტის ანძა იყო გათიშული და ვეღარ მოვედი მალევე.
zviadcardio
მადლობა, (ამდენ ადამიანსაც რომ ეხმარებით).
QUOTE
არა. კონკორი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე გავლენას არ ახდენს. ზოგიერთი წამალი ახდენს, მაგრამ არა კონკორი.
ასეთი შეფასებები ოპერაციისთვის არ გამოგადგებათ. უმჯობესია თუ მიხვალთ სხვა კვალიფიციური კარდიოლოგთანაც. გაიკეთებთ ახალ ექოკარდიოსკოპიას და გაირკვევა რეალური მიზეზი.

აქ ჩემი აზრები შევურიე და ალბათ იმიტომ იფიქრეთ, ნაკლებ კვალიფიციური.
ჩემი აზრი იყო, კონკორი ( იგივე ბისოპროლოლი) ჩიყვის მონაცემებს მალავსო და ვერ გავიგე რას ნიშნავდა ეს. თვითონ ეს აზრი ვიდალში წავიკითხე (ვიდალში, ბისოპროლოლი ,ქვეთავი სპეციალური სიფრთხილის ზომები, ნამდვილად შენიღბავსო არ წერია მაგრამ შეიძლებაო) არასწორს ხომარ დაწერდენ?
ჩიყვზე საერთოდ სხვა ექიმმა გაგზავნა დიდი ხნის წინათ.

მე როგორც მივხვდი, სარქველი ვერ კეტავს კარგად და მაგის მორჩენა წამლებით შეუზლებელია.

ვენებზე თუ მეტყვით რამეს? მუხლის დაბლა მაქვს, ვარიკოზი ჰქვია მგონი, წინათ 2 შარიკივით (ამობურცული) იყო ახლა 7 გახდა. არც მტკივა არც არაფერი, ფეხბურთსაც კი ვითამაშებ. ძალიან თუ დავაკვირდი შეიძლება ოდნავ მეწვის დროდადრო. რამე საშიშია და ექიმთან მისვლა უნდა? მოარჩენენ ამას? ვენის სარქველს უხერხებენ რამეს?

Posted by: zviadcardio 10 Feb 2024, 01:38
მოგესალმებით
T-E-0
მე ახლა ესპანეთში ვარ. დიახ 2000ზე მეტი პაციენტი გვყავს რიგში და უმრავლესობას გაცილებით რთული დიაგნოზი აქვს.
ბეტალოკ ზოკი გამოტივეთ წინა დღეს (და ტესტის დღეს) და მეორე დღეს ფიზიკური დატვირთვის ტესტი გაიკეთეთ. თუ ტესტი კარგი იქნება სანერვიულო არაფერია და წაყევით კარდიოლოგის მკურნალობა რჩევებს.

oneman
ბისოპროლოლის თემა დაივიწყეთ, ფარისებრის ფუნქციაზე რეალური გავლენა არ აქვს.

QUOTE
მაგის მორჩენა წამლებით შეუზლებელია

დიახ. მაგრამ გააჩნია ხარისხს და სხვა მონაცემებს. ამისთვის კვალიფიციურ კარდიოლოგთან ვიზიტზე მისვლა სჯობს. ანუ ზოგჯერ ეს პრობლემა იმდენად უმნიშვნელოა რომ მკურნალობაც კი არ ჭირდება.

QUOTE
ვენებზე თუ მეტყვით რამეს?

ერთხელ ქვედა კიდურების ვენების დოპლეროგრაფია გაიკეთეთ რომ მშვიდად იყოთ. დასკვნის მიხედვით თუ საჭირო იქნება მერე აჩვენეთ ანგიოლოგს.

ფრედი
არ ვფიქრობ რომ რამე საშიშია თუმცა კარდიოლოგთან მისვლა საჭირია. გაიკეთეთ ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი, ექოკარდიოსკოპია, დატვირთვის ტესტი. კალიუმის და TSH ანალიზი

Posted by: oneman 10 Feb 2024, 10:27
zviadcardio
მადლობა.
QUOTE
დიახ. მაგრამ გააჩნია ხარისხს და სხვა მონაცემებს. ამისთვის კვალიფიციურ კარდიოლოგთან ვიზიტზე მისვლა სჯობს. ანუ ზოგჯერ ეს პრობლემა იმდენად უმნიშვნელოა რომ მკურნალობაც კი არ ჭირდება.

წასულია ახლა თბილისში და რომ ჩამოვა (5 დღეში ალბათ) უფრო ზუსტად მეცოდინება. (ვირუსებზე უმწვავდება ხოლმე).
როგორც მე ვიცი, რთული რამეა სარქველზე ოპერაცია და თუ იცით, საქართველოში აკეთებენ მაგას?

Posted by: zviadcardio 11 Feb 2024, 01:36
oneman
ძალიან ბევრი ასეთი ოპერაცია კეთდება მაღალ დონეზე თბილისში.
ჯერ უნდა მიბრძანდეთ კონსულტაციაზე, შესაძლოა საერთოდ არ არის ოპერაცია საჭირო

Posted by: oneman 11 Feb 2024, 10:22
zviadcardio
მადლობა.
კი გადავიდა თბილისის კლინიკაში (თვითონ ექიმმა ურჩია), ახლა აკვირდებიან და მგონი მკურნალობენ კიდეც. (არ აძინებდა ხოლმე და ახლა მძინავსო).
როგორც ტელეფონზე მითხრეს, ოპერაცია საჭიროა, მაგრამ ამისთვის დიდი რისკიაო. საბოლოოდ რას გადაწყვეტენ არ ვიცი.
მე როგორც ვფიქრობ, თუ მაინც კვდება ადამიანი, ალბათ გარისკვა სჯობს და თუ არ კვდება ალბათ ისევ წამლების მიღება.
ალბათ პაციენტმა უნდა გადასაწყვიტოს, გაიკეთოს თუ არა და ექიმმა სიმართლე უნდა უთხრას.

Posted by: zviadcardio 12 Feb 2024, 22:47
oneman
ზოგჯერ სარქვლოვანი დაავადებების დროს შესაძლოა არჩეულ იქნას მედიკამენტური თეარაპიის სტრატეგია.
ეს საკითხი ინდივიდუალურად წყდება და ამას ექიმი აუცილებლად გეტყვით

Posted by: oneman 13 Feb 2024, 02:14
zviadcardio
მადლობა. რომ ჩამოვა გავარკვევ კარგად.

ახლა მომაფიქრდა, რომ უნდა უშველოს წამალმაც. მაგალითად ხელს რომ გავიჭრით, ორგანიზმი სისხლს აჩერებს და მერე ახორცებს და გული რომ ვერ მუშაობს კარგად, მაგას რატომ არ ასწორებს? ეტყობა რაღაც მიზეზით ტყუვდება და შეიძლება იმ მიზესს შველის რომელიღაც წამალი.
ვინც კარგად ერკვევა გულის ამბებში, ვფიქრობ იქნება რაღაც საინტერესო ამ კუთხით. რაღაც სხვა ანომალიის გამო არ კეთდება სარქველი თავისით. (ამ პაციენტს არითმიაც აქვს და ალბათ ეგაა მაგის ანომალია და ეგ უფუჭებს სარქველს)
შეიძლება სარქველებს ვერ აკონტროლებს ორგანიზმი და რაღაც რომ გაცვდება, ვეღარ აღადგენს.

ამის წინა ექიმმა, ექოკარდიოგრამა რომ გადაუღო, ბავშვობიდან გაქვს, გულის მანკიო და რაღაც არ მგონია სწორი, იმიტომ რომ ფიზიკურად ბევრს იტვირთებოდა ხოლმე და გულის მანკი რომ ჰქონოდა, მასე ხომვერ იზამდა.
შეიძლება ფიზიკურმა დატვირთვამ დამართა ან ერთი ხანობა მაღალ წნევას ატარებდა ხოლმე და მაშინ დაზიანდა (მაშინ არ იყო კონკორი და კრგი წნევის წამლები).
ამ კონკორსაც ვერ სვავს რაც დაუნიშნა. ნახევარს სვამდა, ვუთხარი მთელი და ისე დაუვარდა წნევა, ტვინი გაეთიშა, სასწრაფოს ექიმმა ინსულტის დიაგნოზი დაწერა მაგრამ პირიქით იყო მგონი.
* * *
ახლა გამახსენდა, ექიმი გამოუშვეს ჩვენ რეგიონში 15 წლის წინათ (ახლა საზღვარგარეთაა მგონი), ამ პაციენტს მკურნალობდა გულზე (ფონეიდოკოპით მიხვდა, სარქველი გაწუხებსო) ერთერთი წამალი იყო, მილდრონატის ინექცია ( ამ წამალს ეწერა ინსტრუქციაში, უჯრედებს აღადგენსო მაგრამ შეიძლება კიბო განავითაროსო და მართლაც დასჭირდა ყელზე და ხორხზე ორი სიმსივნის ოპერაცია). ასევე უთხრა, გველის შხამსაც გიკეთებო. მოკლედ არ ვიცი რამე შედეგს თუ მიაღწია იმ ექიმმა.
ამ ბოლოსწინა ექიმს, სულ არ უხსენებია გველის შხამი. მხოლოდ კონკორი და შარდმდენები.
საინტერესოა როგორ უნდა იმოქმედოს წამალმა, ეს კონკორი და შარდმდენები ალბათ წნევას წევს დაბლა და გულს ძალა აღარ ადგება. და ის გველის შხამი რას აკეთებდა საინტერესოა.
ახლა რა წამლებს უკეთებენ, ეგეც საინტერესოა, მაგრამ არ ვიცი არაფერი. რეცეპტი თუ ჩამოიტანა ვნახავ.

Posted by: zviadcardio 13 Feb 2024, 17:38
oneman
ჯანმრთელობას ვუსურვებ თქვენს პაციენტს

Posted by: oneman 14 Feb 2024, 00:39
zviadcardio
მადლობა.
აღარ მოგაწყენთ, ამოუწურავი თემაა, სადაა ამდენი დრო.
თქვენც მხნეობა გქონოდეთ თქვენ საქმეში.

Posted by: oneman 15 Feb 2024, 10:23
zviadcardio
მოვიდა ჩემი პაციენტი. უკეთ არის მაგრამ ერთი რამე მაფიქრებს, გულის უკმარისობაზე წნევის დამწევი წამლები აქვს დანიშნული. ესენია ენალაპრილ ჰ, შარდმდენი და კონკორი. ჰოდა მაშინდელივით, ძალიან რომ დაუვარდეს წნევა, ამ სამიდან რომლის შემცირება სჯობს?

Posted by: White_Shark 15 Feb 2024, 10:38
გამარჯობათ ზვიად როგორ ბრძანდებით ??
მოკლედ გეტყვით კარდიოლოგთან გავიარე კონსულტაცია და მითხრა ასეთი რამე ალბათ წნევები გაქვს ვერ გრძნობო და გული გაქვს ცოტა გადიდებული ანუ (დილიტაცია )
როგორ ფიქრობთ რამდენად საშიშია ეს ფაქტი 28 წლის ასაკში ? ანუ ექოსკოპიაზე წერია მსუბუქი დილიტაცია , ანუ მივედი ექსტრასისტოლების გამო და დამინიშნა ასეთი მედიკამენტი სახელად " მეტროპროლოლი " დღეში 2 ჯერ 50მგ
ხო რაც შეეხება ფარისებრი გამოვიკვლიე და ყველაფერი ნორმაშია , ექოსკოპიაც და ტსჰ ასევე ფტ4

Posted by: oneman 16 Feb 2024, 18:45
QUOTE (oneman @ 15 Feb 2024, 10:23 )
zviadcardio
მოვიდა ჩემი პაციენტი. უკეთ არის მაგრამ ერთი რამე მაფიქრებს, გულის უკმარისობაზე წნევის დამწევი წამლები აქვს დანიშნული. ესენია ენალაპრილ ჰ, შარდმდენი და კონკორი. ჰოდა მაშინდელივით, ძალიან რომ დაუვარდეს წნევა, ამ სამიდან რომლის შემცირება სჯობს?

წავიკითხე წამლის ინსტრუქციები, ასევე სხვადასხვა ექიმის რეცეპტები და მივხვდი ჩემით რაც უნდა ვქნა. ესენი წინათაც წავიკითხე მაგრამ ახლა მივხვდი რაღაცატომ.

Posted by: zviadcardio 17 Feb 2024, 12:40
White_Shark
საშიში არ არის. მაქსიმალურად შეზღუდეთ მარილი, მინერალური წყალი. იარათ ფეხით, საჭიროების შემთხვევაში დაიკელით წონა. არ მიიღოთ თამბაქო და ალკოჰოლი. შეასრულეთ ექიმის დანიშნულება და უკვე 3-6 თვეში ბევრი რამ დალაგდება

oneman
ენალაპრილის შემცირება სჯობს ასეთ შემთხვევაში

Posted by: oneman 17 Feb 2024, 18:32
zviadcardio
QUOTE
ენალაპრილის შემცირება სჯობს ასეთ შემთხვევაში

მადლობა, მეც მასე ვიფიქრე.

ასევე მაქვს ძალიან გაუგებარი შემთხვევაც, არ უნდა ოპერაცია დიდი რისკიაო და როგორ აფასებენ რისკს, მაგის გაგება მინდა. ის 2 ოპერაცია კი გადაიტანა, ახლა ასაკი კი მოემატა მაგრამ როგორ აფასებენ რისკს მაგის გაგება მინდა. ისეთი დაბალი აქვს ხოლმე წნევა, გარკვეული დროის შემდეგ, ალბათ შარდმდენებსაც ვეღარ დალევს და ამას ვერ გადაიტანს ალბათ და ამიტომ ვფიქრობ ოპერაციის გარისკვა ხომარ ჯობს და ვერ გამიგია.
ასეთი ვარიანტიც ხომ შეიძლება, მოიცადოს მაქსიმალურად და იქნებ ხელოვნური გული გამოვიდეს და მერე რისკი აღარ იქნება smile.gif (სადღაც წავიკითხე, უკვე გააკეთეს ხელოვნური გულიო.)
* * *
პმ- იც მოგწერეთ ///////////////////////////////

Posted by: zviadcardio 18 Feb 2024, 21:17
oneman
QUOTE
პმ- იც მოგწერეთ

დიახ, გიპასუხეთ

Posted by: zaza1234 23 Feb 2024, 21:21
zviadcardio
გამარჯობა
მცირე ფიზიკურ აქტივობაზე(სეირნობა , კიბეებზე ასვლა და ა.შ) და ასევე ემოციაზე ან ნერვიულობაზე მიჩქარდება პულსი , მეწყება უჰაერობა , თავბრუსხვევა , ვარჯიშის დროს 170-180ზე ადის ოდნავ დატვირთვაზეც კი , მერე სანამ ეგილოკს ან კორსიზს არ დავლევ არ ნელდება , მოსვენებულ მდგომარეობაში ძირითადად 80-95 შუალედში მაქვს , მაწუხებს თითქმის სულ გულთან სიმძიმის და მოჭერის შეგრძნება ,

ყველანაირი კვლევა/ანალიზი გავიკეთე , ყველაფერი მწყობრშია რაც შესაძლოა ტაქიკარდიას იწვევდეს (ასე მითხრა ექიმმა)

მითხრა რომ მაქვს შეუსაბამო სინუსური ტაქიკარდია და დამინიშნა ივაბრადინი (კორაქსანი) 5მგ 2ჯერ დღეში
მაინტერესებს ამ პრეპარატის მიღებისას ფიზიკური დატვირთვა (კარდიო ვარჯიში , დიდხნიანი სეირნობა ) რამდენად რეკომენდირებულია და თუ ამიჩქარდება დატვირთვაზე ისევ შესაძლებელია თუ არა ამ პრეპარატთან ერთად ეგილოკის ან კორსიზის მიღება?

ასევე როგორც წავიკითხე , შესაძლოა თავიდან ბრადიკარდია გამოიწვიოს და ამან რომ სისხლის წნევა დამიქვეითოს , ისედაც 100/50 მაქვს ამ ბოლო დროს , რადგან ვიღებ დოსტინექსს პროლაქტინის დასაწევად და ენდოკრინოლოგმა გვერდით მოვლენად ახასიათებსო

და თუ დამიქვეითა ძალიან წნევა რამდენად რეკომენდირებულია კოფეინის გამოყენება ასაწევად , რადგან ამიკრძალა ექიმმა სტიმულანტების გამოყენება?


ცოტა არეულად დავსვი კითხვები , უკაცრავად smile.gif

Posted by: *Irresistible* 23 Feb 2024, 21:55
სწრაფი სირბილის ერთბაშად დასრულება საშიშია თუ არა? კარდიოლოგმა რომ გამცეს პასუხი თუ შეიძლება.

Posted by: zviadcardio 25 Feb 2024, 12:31
zaza1234
QUOTE
მაინტერესებს ამ პრეპარატის მიღებისას ფიზიკური დატვირთვა (კარდიო ვარჯიში , დიდხნიანი სეირნობა ) რამდენად რეკომენდირებულია

ზომიერი დატვირთვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
QUOTE
დატვირთვაზე ისევ შესაძლებელია თუ არა ამ პრეპარატთან ერთად ეგილოკის ან კორსიზის მიღება?

საჭიროების შემთხვევაში შეიძლება
QUOTE
ასევე როგორც წავიკითხე , შესაძლოა თავიდან ბრადიკარდია გამოიწვიოს და ამან რომ სისხლის წნევა დამიქვეითოს , ისედაც 100/50 მაქვს ამ ბოლო დროს ,

უმნიშვნელოდ აქვეითებს წნევას, აქტიურად მიიღეთ სითხე და ეს პრობლემა არ იარსებებს.

კოფეინი არ არის რეკომენდებული. თუ დაბალი წნევა პრობლემად იქცა ყოველდღე გამოიყენეთ 1 ლ გაზგასული მინერალური წყალი 1 თვის განმავლობაში


*Irresistible*
ჯანმრთელ ადამიანთან საშიში არ არის, განსაკუთრებით თუ ხანმოკლე სირბილია.
ზოგადად სასურველია ნელ-ნელა მოხდეს შენელება.
თუმცა როგორც მოგახსენეთ ჯანმრთელ ადამიანთან ეს რამე განსაკუთრებულ საფრთხეს არ ქმნის

Posted by: river-song 29 Feb 2024, 22:40
zaza1234
გამარჯობა როდის დაგეწყო ეგ სიმპტომები ხოარ გახსოვს, მეც იგივე მჭირს , მარა აცრამ გამოიწვია ჩემ შემთხვევაში (უკვე 6 თვე გავიდა და ჯერ კიდევ არ გამიარა :/) ივაბრადინი მეც გამომიწერეს მარა საშინლად მხდის, მგონი უფრო მიჩქარებს გულს, ამასწინათ მეტროდან სახლამდე ამოვედი და 140 მქონდა პულსი , უბრალოდ ფეხით რო გამოვიარე სახლამდე მაგ დატვირთვის ფონზე:/ ისევ ბეტა ბლოკერებზე გადავედი ეგ უფრო მშველის, მეც იგივე დიაგნოზი მაქვს , მარა უფრო ვეჭვობ რო პოსტურალური ორთოსტატული ტაქიკარდიაა, ნუ იოლ ფორმაში შედარებით, ზოგს ისე მძიმედ აქვს საწოლიდან ვერ დგება გულის აჩქარების გამო ,და ისე მე როგორც წავიკითხე კოვიდს დაუტოვებია გვერდით ეფექტად ზოგისთვის და გულის პრობლემა საერთოდ არ ყოფილა ეგ, ნერვოლოგიური დარღვევაა.

ა ხო ივაბრადინზე იკითხე და ეგ არ იწვევს წნევის დაწევას , ტაქიკარდია თუ გაქვს ბრადიკარდიასაც არ გამოიწვევს შენს შემთხვევაში.მაგ წამლის ყველაზე ცუდი გვერდითი ეფექტი არი წინაგულების ფიბრილაცია, მოციმციმე არითმიას ეძახიან მგონი, ხშირ გვერდით მოვლენებში ეწერა , მარა ზუსტად არვიცი თუ დაგემართა ეგ ალბათ თავს რო დაანებებ გაგივლის.

Posted by: Cadmus 29 Feb 2024, 23:18
zviadcardio
გამარჯობა, 10 წელია მაქვს ნევროზი (რათქმაუნდა ამ პერიოდში გამოკვლეული მაქვს გული) მაგრამ ნევროზის მთავარ "სიმტომად" მაინც გულის არის შეგრძნებები და უეცარი კარდიოლოგიური გარდაცვალების შიში რჩება.
გული "სრული ჩექ აფი/გამოკვლევისათვა" როგორ და სად ხდება ?

პ.ს შესაბამისი პროფილის ექიმებთან ვმუკრნალობ ნევროლოგი/ფსიქოლოგი/ფსიქოტერაპევტი

Posted by: zviadcardio 2 Mar 2024, 19:23
Cadmus
გამარჯობა.
რამდენიმე კლინიკას აქვს ე.წ. ჩექ აფ ის პროგრამები. თუმცა...
მე ვფიქრობ უკეთესია მოიკითხოთ კარგი კარდიოლოგი და მასთან გაიაროთ კონსულტაცია.
მისი რჩევით ჩაიტაროთ სათანადო კვლევები და მიიღოთ მისი რეკომენდაციები

Posted by: oneman 6 Mar 2024, 01:17
zviadcardio
გამარჯობა,
ორ ქირურგს ვესაუბრე ჩემ პაციენტზე, ერთმა, დაგვიანებულია ოპერაციაო მაგრამ მაინც შევხედავთ ერთი თვის მერეო. მანამდე სვას წამლებიო (1 თვე წამლები ორთავემ თქვა).
გაიდლაინებსაც ჩავხედე და ასეთი პაციენტის მართვა ძალიან რთული მომეჩვენა. დოზების განსაზღვრა და ხანგრძლივობა, თან უნდა აკორექტირო, მაგ. იმდენი შარდმდენები აქვს ენალაპრილ ჰ საერთოდ შევაწყვეტინე (წნევის დაწევის გამო). კონკორიც 1,25 მგ- ზე ჩამოვწიე მაგრამ ამას ვერც ვასმევ კარგად, პულსის მიხედვითო და პულსის გაზომვისას, აუჩქარდება ხოლმე და თვითონ ამბობს ეგ აჩქარებები არ უნდა დათვალოო და ვეღარ ვგებულობთ უნდა თუ არა კონკორი. გამათხელებელი აქვს კიდევ დანიშნული.
შარდმდენებიც არ შეიძლება ბევრიო (გაიდლაინში) მაგრამ მგონი 1 თვე აიტანს.
რამე უხეში შეცდომა ხომარ ჩანს?
* * *
ცოტა დაფიქრებული ვიყავი პულსის აჩქარებებზე, მერე კონკორზე თვითონ თქვა უარი და შედარებით მოწესრიგებული აქვს ახლა. ერთი კვირა დარჩა კიდე და ნახავენ ქირურგები.

Posted by: zviadcardio 7 Mar 2024, 23:12
oneman
რამე პრინციპული შეცდომა არ ჩანს.
ვნახოთ რას იტყვიან 1 კვირაში ქირურგები.
თუ მედიკამენტურ მკურნალობაზე დარჩებით, უსათუოდ მონახეთ კარდიოლოგი ვინც ამ თემას მეთვალყურეობას გაუწევს

Posted by: oneman 9 Mar 2024, 01:53
zviadcardio
მადლობა.
რა რთულია ვინმე ცუდად როა შენს გვერდით. თითქოს მასთან ერთად ხარ ავად.
იმაზე ვბრაზდები, აქამდე როგორ არ მივაქციე სათანადო ყურადღება, რაც ამ ბოლო დროს დავგუგლე, ადრე რომ მცოდნოდა კარგი იქნებოდა. ასე ალბათ იმიტომ მოხდა, რომ კარგად გამოიყურებოდა. თან ნიღბავდა ცუდად ყოფნას, ახლა ვხვდები. მერე ვირუსი შეხვდა და მოკლე დროში შეიცვალა.
ძალიან კარგ საქმეს აკეთებ ზვიად, ხალხს რომ აკვალიანებ.
ერთი იყო, წონაში იკლებდა და ვერ ვხვდებოდი რატომ; ახლა წაავიკითხე, გულის უკმარისობის გამო ყოფილა.
როგორც ვხვდები, ახლა ოპერაციის არ გაკეთება უფრო დიდი რისკია ვიდრე ოპერაცია.

Posted by: zviadcardio 10 Mar 2024, 17:15
oneman
დიდი მადლობა.
წარმატებები და ჯანმრთელობა თქვენს პაციენტს.

Posted by: oneman 10 Mar 2024, 19:16
zviadcardio
არაფრის, რაის მადლობა, მადლობა პირიქით. აქ წაკითხულები დამეხმარა დოზების კორექტირებაში, (წინათაც მსგავსი მქონდა აქ წაკითხული). ასე რომ არა ალბათ მომიკვდებოდა პაციენტი, ახლა ვხვდები რამდენად დიდი დოზები ჰქონდა. შეიძლება თავიდან სჭირდებოდა მაგრამ მერე აღარ. ბოლოს ტორაგამას არ ვახლე ხელი, დღეგამოშვებით სვამდა და ბოლო ორ მიღებაზე ვეღარ იყო საღ აზროვნებაზე, პირველზე უფრო იოლად გამოვიდა და მეორედ ფსკერზე დამაგდო ემოციურად და ახლა გამოდის ნელნელა, მკურნალმა ექიმმაც, მართლა აღარ ენდომებოდა მაგდენიო. (წინათ კონკორზე მომივიდა მსგავსი).
ახლა ელიქუისი მგონია უსაბრთხო და ალბათ მაგაზეც უნდა ვკითხო მაგის ექიმს, ეგეც ბევრი არ მოუვიდეს.
რა კარგად იყო და როგორ შეიცვალა უცებ. მაგრამ მაქვს აზრი, რახან შეიცვალა უცებ, შეიძლება ისევ გამოკეთდეს და მაინტერესებს რას მოვახერხებ. გულის უკმარისობაც მაგრამ, ვფიქრობ რაც ძალიან მიფუჭებდა ხასიათს ამ ბოლო დროს, ჭარბი დოზირება იყო, ახლა ვხვდები ამას.

Posted by: zviadcardio 10 Mar 2024, 21:58
oneman
ელიქუისი უფრო ფაქიზი თემაა.
დოზის შემცირება უნდა მოხდეს მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციებში და უსათუოდ მკურნალ ექიმთან შეთანხმებით

Posted by: oneman 11 Mar 2024, 12:44
zviadcardio
მადლობა.
* * *
რაღაც ქართული სერიალი იყო წინათ, ექიმებზე და სავადმყოფოებზე, რაღაც ფსიქოლოგიური თრილერი, აზრი ვერ გამოვიტანე იმ სერიალიდან, ბოლომდეც არ დაასრულეს. ჰოდა იმ დღეში ვართ მე და ჩემი პაციენტი, რა გვჭირს ვერ ვგებულობთ და ზოგჯერ რაღაცეებს ვაცნობიერებთ. : )

Posted by: maia.maiko7 13 Mar 2024, 15:18
გამარჯობა
მაქვს ექსტრასისტოლიური არითმია, უკვე წელიწადზე მეტია ვსვამ სოტალოლს
ორსულობა რამდენად შეიძლება ამ წამალთან ერთად? თუ ვინმემ იცით იქნებ მირჩიოთ რაიმე

Posted by: oneman 14 Mar 2024, 11:07
თრილერი გრძელდება.
ტორაგამას ვაბრალებდი რაღაცეებს და თურმე ტორაგამასთან რომ ისმება პანანგინი (ასპარკამი).
შეგიძლიათ ნახოთ, რომ ჰიპერკალემია ადამიანს კლავს. ვეროშპირონის მიღებაზე რომ გართულდა მაგით მივხვდი.
მადლობა ვინც დადო გულის უკმარისობის გაიდლაინი (მეორე სავადმყოფო და ემორიო). ცალკე ზვიადი მელაპარაკება ხოლმე აქ.
რომ გამოწერეს სავადმყოფოდან, ამობეჭდათ ეგ გაიდლაინიც,ბსანამ მე ინტერნეტში მოვძებნე და გავერკვიე (ექიმი ხომარ ვარ). სიკვდილის ზღვარზე იყო ადამიანი ერთ კვიირა იქნება, თან რამდენი სასწრაფო რომ მოვიდა, რაღაცატომ ყოველთვის გამოკეთდა. ისინიც ბევრს ვერაფერს მეუბნებოდენ.
დღეს აღარ მივეცი ვეროშპირონი და არის უფრო მშვიდად, იმედი მაქვს, გამოკეთდება. (უკვე ქირურგებისთვის უნდა მეჩვენებია, ჯერ ისედაც თავს იკავებდენ და დამძიმებულს ხომარ მივიყვანდი).
და რა მაინტერესებს, რამე სოფლური მეთოდი არ არის კალიუმის განსაზღვრის? და მაგნიუმის?
შეიძლება კომბინირებული შარდმდენი იყოს გამოსავალი.

Posted by: zviadcardio 15 Mar 2024, 16:18
oneman
მხოლოდ ლაბორატორიაში გაზომვით შეიძლება მაგის გარკვევა.
არც კომბინირებული შარდმდენი იძლევა გარანტიას რომ ელექტროლიტები ნორმაში იქნება. ამიტომ სტაბილურ მდგომარეობაში 4-6 კვირაში ერთხელ ელექტროლიტების გაზომვა დაჭირდება

Posted by: oneman 16 Mar 2024, 14:38
zviadcardio
მადლობა,
ალბათ რამე პოლიკლინიკაში რომ მივიყვანო, რაიონში და ვუთხრა მოაწესრიგეთ ელექტროლიტურადო შეძლებენ ალბათ ხომ? თუ რამე სპეციალური კლინიკა უნდა?
მგონი გულის უკმარისობით არ არის არეული იმდენად, რამდენადაც ელექტროლიტებით.
და ამ ელექტროლიტებს რა სახის ექიმი აწესრიგებს?

Posted by: zviadcardio 17 Mar 2024, 23:36
oneman
შეგიძლიათ ლაბორატორიაში გაიკეთოთ ანალიზი და მკურნალ კარდიოლოგს აცნობოთ.

ამის მოწესრიგება რთული არ არის კარდიოლოგი, თერაპევტი, ოჯახის ექიმი - ყველა შეძლებს.

Posted by: oneman 23 Mar 2024, 16:22
zviadcardio
მადლობა.
ერთი თვე უნდა ესვა წამლები და ქირურგებს ენახათ. მაგრამ ცუდად გახდა და ჰოსპიტალიზაცია მოუწია, მე წავყევი.
ფილტვების ანთება აღმოაჩნდა. ახლა იქნებ გამოვაჯანმრთელო და მერე ვაჩვენო კარდიოქირურგებს, დასკვნაში უწერია ვიღაც ქირურგს, დინამიკაში უნდა დაკვირვებაო და კონკრეტულად რა პარამეტრებს უნდა უნდა დააკვირდენ, ვერ გამიგია. ერთმა ექიმმა მითხრა, ეგ ტყუილად წერია, მაგას ოპერაცია არ გაუკეთდებაო და რატომ არ გაუკეთდება ვერც ეგ გავიგე. არ მგონია სწორი ასე გაუგებარი ლაპარაკი, რაღაც ისეთი პოზიცია უკავიათ, ექიმი ვარ და უნდა დამიჯეროო. ეს ძალიან არასწორია, უნდა დაწეროს ისე რომ გასაგები იყოს, შეუძლია გამოიყენოს ტერმინები (მერე იმ ტერმინებს დაგუგლავ და საბოლოოდ მაინც გასაგები უნდა იყოს).
ახლა იმასაც წერს რისკი დიდიაო და იმასაც წერს შეიძლება გაუკეთდესო (დინამიკის მიხედვითო).
მე სულაც არ ვაძალებ გაუკეთეო, მხოლოდ შეფასება მინდა მაღალი დონის ანუ რეალური, თუ რა პარამეტრებს უნდა მიექცეს ყურადღება. ერთი პარამეტრი უწერია, სიმსივნე აქვსო, 9 წელია სიმსივნე არ ჰქონია, ეს არის რეალური პარამეტრი? თუ არ უნდა ოპერაციის გაკეთება არაა პრობლემა, არაა საჭირო არასწორი რამეების წერა, მინდა რეალური შეფასება, რათა მივიღო სწორი გადაწყვეტილება.
კარგი იქნებოდა ვინმე გარკვეული ადამიანი რომ შემოდიოდეს და სიღრმისეულად განვიხილავდეთ პრობლემებს.
მერე კი მომიწევს, პირადად საუბარი ქირურგებთან, მაგრამ აქ რომ არავინაა ეს ცუდია.
* * *
ასევე ვხედავ წინააღმდეგობას, პრეპარატებით მკურნალ ექიმს, გაიდლაინსა და წამლის ინსტრუქციებს შორის. ამდენი გაუგებარი მეტყველებს იმაზე რომ, ვერაა რაღაც ჯანდაცვის სისტემაში. რაღაც გადაცემა იყო საზღვარგარეთის კლინიკაზე, თავიდან ბოლომდე უხსნიდენ პაციენტს ყველაფერს.
აქაც შეიძლება ინფორმაციის მოძიება, მაგრამ ურთიერთწინააღმდეგობრივი ინფორმაცია არ უნდა იყოს.
* * *
ასევე ვფიქრობ, რომ ელექტროლიტების აწევ დაწევით, წამლების დოზის შემცირება შეიძლება, რაც უკეთესი თერაპია უნდა იყოს, როგორი იდეაა ეს?

Posted by: zviadcardio 25 Mar 2024, 21:19
oneman
როგორც კი გექნებათ საშუალება იმ ქირურგებს უნდა აჩვენოთ რომლებიც მოგწერეთ.
თუ ერთი უარს გეტყვით, მეორეს უნდა ჰკითხოთ.
ეს არის სწორი გზა

Posted by: oneman 26 Mar 2024, 10:43
zviadcardio
მადლობელი,
კი, მასეც ვაპირებ, უბრალოდ ახლა მძიმედ იყო (ფილტვების ანთების გამო) იმედია ისე მომჯობინდება ვაჩვენებ ქირურგებს.
* * *
მინდა ჩემი ნაწერებიც ცოტა გავასწორო. ზემოთ ვვარაუდობდი კალიუმის მეტობას, შეიძლება იყო ესეც, მე რას გავიგებდი, ასევე ძალიან საყურადღებოა ნატრიუმიც (გაიდლაინიდან გავაცნობიერე).
სანამ სავადმყოფოდან წავიყვან, ელექტროლიტების ანალიზი გამატანეთქო და შემთხვევით დავაკვირდი, რომ რამდენი ანალიზი აუღეს, ნატრიუმის ნაკლებობა ჰქონდა. იქ კი უდგავდენ ხომე ნატრიუმის წვეთოვანს (როცა შარდმდენები რეცხავს) მე სოფელში მაგას ვერ დავუდგამდი მითხრეს კიდეც, მაგრამ ეგ ვერ მივხვდი რისთვის იყო ეგ გადასხმა, ოჯახის ექიმს დაუძახე თუ ცუდად გახდაო. ოჯახის ექიმი კიდე იქვე არ არის. კვირაში ერთხელ თუა. არადა ტორაგამას უწერია ჰიპონატრემიაზე არ მისცეთო, ის ექიმი კიდე მაკაჩავებდა რაც დავუნიშნე მიეციო, (ისევ ვთვლი, დოზები რომ არ შემემცირებია, მოვკლავდი). ჰიპონატრემიასაც ცუდი რამეები უწერია, ტვინზე ურტყავს პირველ რიგშიო. ნატრი ქლორიდის ხსნარი მქონდა სახლში და ის დავალევინე ცოტა და დაწყნარდა. მგონი მარილწყალია ეგ . გაიდლაინშიც წერია, მაგ დროს მარილის ლიბელარიზაციაო ანუ უბრალოდ მარილწყალიც გამოდგება და აღარ მინდა ყიდვა გადასხმის. ახლა როგორც ვხვდები, ნატრიუმი ქვედა ზღვარზე რომ ჰქონდეს, ისე სჯობს.
თავიდან კი ძაან მაკაჩავებდა ის ექიმი, მაგრამ აქ მსჯელობას დავეჩვიე და ასე თუ ისე დავიყოლიე მსჯელობაზე და არ არის ცუდი ადამიანი. ისიც რაღაცეების გამოცნობაშია და მეც მივეხმარე და უფრო სწორი რამეები ვქენით. თავიდან, აქედან რომ წასულები ხართ, ნუ მირეკავ ყველაფერზეო, და ყველანაირად ვერიდები დარეკვას, მერე მაინც მომიწია და თავითონაც მირეკავს ხოლმე.
* * *
ახლა კიდევ, კალციუმს მოვკარი თვალი გაიდლაინში, ოღონდ ეგ არ ვიცი რა როლშია, მერე მაგასაც უნდა ჩავუჯდე, იქნებ გავერკვე.

Posted by: Ill5 26 Mar 2024, 19:13
გამარჯობა
თუ ადამიანი ზოგჯერ გრძნობს ჰაერის უკმარისობას და სატურაცია 95%, 96% ია, ეგ იმას ნიშნავს რომ გულიდან არაა უკმარისობა ხომ?

Posted by: zviadcardio 27 Mar 2024, 21:11
oneman
დიახ მკურნალ ექიმთან კომუნიკაციით და შემდეგ უკვე ქირურგებთან ვიზიტით უნდა დალაგდეს ყველაფერი.

Ill5
ეს ნიშნავს რომ უდიდესი ალბათობით არა რეალური უჰაერობა, არამედ უჰაერობის განცდაა. რისი მიზეზიც უპირატესად ემოციებია

Posted by: oneman 28 Mar 2024, 17:44
zviadcardio
მადლობა.
შემდეგ ქირურგებთან, ეს კი მაგრამ მანამდე სიტუაციით ვერ ვარ კმაყოფილი, ჯერ ელექტროლიტების რამდენი ცვლადია, ანუ კლინიკაში უნდა იყოს პაციენტი. (ვარაუდად რომ მარილი მივცე, მერე თურმე ქლორი თუ ბევრი აქვს, მარილი აღარ შეიძლებაო.)
კიდევ ერთი ცვლადი დაემატა ჩემი აზრით, პოდაგრა. შეიძლება ამიტომ ამწვავებს ვეროშპირონი.
მე რაც შევნიშნე, რომელ კლინიკაშიც ვიყავით, იქ ერთ სიმპტომს შეუტიეს და სხვა გაუარესებას რამდენად მაქციეს ყურადღება, ეგ საკითხავია. კიბატონო მეუბნებიან რასაც უჩიოდა ის აღარო, მაგრამ საერთო მდგომარეობა უარესია. არადა ვგრძნობ რომ სწორი მკურნალობით, უცებ გამოკეთდება (გამწვავება რომ გაივლის, ნორმალურადაა ხოლმე, მაგრამ მომიხშირდა გამწვავებები და ვერ ვაკონტროლებ სიტუაციას.)
რამე ზუსტი კლინიკის მოძებნა მინდა. მე რაც ვიცი, ის რომ მაინც აკონტროლონ. არადა ბევრი სულაც არ ვიცი. (მე რაც ვიცი, მაგის კონტროლი, რჯერ ორივით უნდა იყოს კლინიკაში).
ხშირად მომივიდა ასე, როცა ვინმე დავიხმარ–დავიქირავე (სხვა საქმეშიც) და მითხრეს შეგიძლია წახვიდე დაისვენოო, იმდენი რაღაც აურდაურიეს.
არადა არ მინდა პრეტენზიულად გამოვიყურებოდე, მგონი არაა ნორმალური, კლინიკაში მიხვიდე და განაცხადო, ყველა მკურნალობა შემითანხმეთო.


Posted by: qetqeta 30 Mar 2024, 04:23
გამარჯობა. გვიან ღამით დამირეკეს სამსახურიდან და რომ გავთიშე ტელეფონი აფორიაქებული ვიყავი, ცუდათ რომ გაგეღბიძება.დამეწყო ტაქიკარდია. ნელ-ნელა მიმატებდა და თითქოს გული უნდა წაგივიდესო ისეთი შეგრძნება მქონდა. წნევა ოდნავ მომატებული.
პულსი დაახლოებით რომ გავიზომე მქონდა 140 ფარგლებში. შემდეგ ნელ-ნელა თითქოს იკლებდა და ისევ მერე დამეწყებოდა. ბოლოს გადამიარა მაგრამ უცებ პერიოდულად წამომივლიდა თითქოს გული უნდა წაგივიდესო.
ადრე პაროქსიზმი მქონდა და უცებ შემეშინდა ისევ ის ხომ არ მაქვს ?მეთქი მაგრამ ის როგორც უეცრად მეწყება და უეცრად ნორმაშია ახლა მასე არ მქონდა. ეს ნელ ნელა ჩამოვიდა ნორმაზე. ბოდიში დიდი პოსტისთვის. შეიძლება 150 მდე იყოს პულსი და პაროქსიზმი არ იყოს?
ზოგადად ჩემს ყველა აჩქარებას, პაროქსიზმულს თუ არაპაროქსიზმულს წინაპირობა ემოციაა სულ

Posted by: zviadcardio 30 Mar 2024, 19:28
oneman
ზოგადად არ არის მარტივი ასეთი პაციენტის მართვა.
პოდაგრაც პრობლემაა, თუმცა ამ ვითარებაში მაინც მეორეხარისხოვანი
qetqeta
ეს არ გავს პაროქსიზმს. დიდი ალბათობით სტრესით პროვოცირებული სინუსური ტაქიკარდია გქონდათ.
საშიში არაფერია.
შეამცირეთ კოფეინის გამოყენება, არ გამოიყენოთ თამბაქო და მშვიდად იცხოვრეთ

Posted by: Blunt 30 Mar 2024, 23:00
5 დღეა მარცხენა მხარეს გულთან მაგ ოდნავ ტკივილები.

ეგრეთ წოდებული X ray და ecg გადავიღე და ექიმმა არაფერია საგანგაშოო.

სისხლის ანალიზში ყველაფერი კარგი იყო გარდა გლუკოზა 103. ნორმა იყო მითითებული მაქს 100

ლიპასი 7. ეს დაბლა მქონდა 21 ეწერა მინ ზღვარი

cpk 249. ეს 200 ეწერა ზღვარი.


მწეველი არ ვარ.




Posted by: oneman 30 Mar 2024, 23:20
zviadcardio
მადლობა. როგორც ზემოთ ვამბობდი, ძალიან თრილერში ვარ.
ერთხელ ძალიან გაღიზიანებული იყო, თან ითხოვდა ინექცია გამიკეთეთო, ექიმს ნათქვამი ჰქონდა დექსამეტაზონი იქონიეო (ერთხელ სიცხის დროს გამაკეთებია) მაგრამ ამ დროს სიცხე არ ჰქონდა; გავუკეთე მაინც და უშველა იმ დღეს.
ძირითადად ვზივარ ამ პაციენტთან და ვკითხულობ ინტერნეტში ათას სამედიცინო ნაწერებს, მგონო ამდენი კითხვით გამისივდა თავი ამ ბოლო დროს.
ახალი დიაგნოზი დავამატე ახლა, დელირიუმი, ძალიან ემთხვევა. და ამ სამი დაავადების მიხედვით ვექცევი ახლა, გულის უკმარისობა, პოდაგრა და დელირიუმი.
რა გამომივა არ ვიცი მაგრამ სულ უცოდინარობას კი სჯობს მგონი.

Posted by: zviadcardio 31 Mar 2024, 16:11
Blunt
უსათუოდ გაიკეთეთ ექოკარდიოსკოპია, ფიზიკური დატვირთვის ტესტი და კარდიოლოგის კონსულტაცია.
თუ ეს კვლევები ნორმაშია შეგიძლიათ მშვიდად იყოთ

oneman
იმდენად რთულია მედიცინა და იმდენი სიმპტომი შეიძლება ფარავდეს ერთმანეთს რომ მხოლოდ წაკითხვით ამის გარკვევა გაგიჭირდებთ.
ხშირად კი შეიძლება არასწორი გზით წაგიყვანოთ.
პროფესიონალი კარდიოლოგი და კარდიოქირურგი უნდა გყავდეთ ვისთანაც გააგრძელებთ კონსულტაციებს

Posted by: oneman 31 Mar 2024, 20:27
zviadcardio
QUOTE
პროფესიონალი კარდიოლოგი და კარდიოქირურგი უნდა გყავდეთ ვისთანაც გააგრძელებთ კონსულტაციებს

ისეთი სიტუაციაა, მგონი ახლა კარდიოლოგები ვერ დამეხმარებიან, მათ ხომარ მოეთხოვებათ დემენცია–დელირიუმის მსგავსი რამეების მკურნალობა.
ახლა საკმაოდ ჯანზეა აღარც ფილტვების ანთება. რასაც ვხვდები, ასე ჯანზე მოყვანა დაჯდა, პაციენტის ტვინის გაფცქვნა. ძალიან იშვიათად აქვს უკვე გამონათებები.
არ ვიცი, შეიძლება ტვინის გაფცქვნის გარეშე, გულისა და ფილტვის მდგომარეობები არც დასტაბილურებულიყო.
პირველი ჰოსპიტალიზაციიდან უკვე ვეღარ ვიცანი ისე აირია აზრობრივად და მეორემ უფრო გააუარესა.
აწი, ფანტასტიკის სფეროდან თუ ვილაპარაკებთ ამ პაციენტის მკურნალობის მეთოდებზე.
წარმოგიდგენიათ რამე ასეთი მეთოდი? (მე ვერ წარმომიდგენია).
თუ სასწაული მოხდა და აზრზე მოვიდა, ეგ აღარ ვიცი. უშველის ვითომ გამოძინება?
ასეთი პაციენტის მკურნალობა არ არსებობს ჩემი აზრით და წერია კიდეც ლიტერატურაში. ყველაზე მსუბუქი დიაგნოზი დელირიუმია.
ჩემი აზრით, ამის პროფესიონალი მკურნალი არ უნდა არსებობდეს. ხოლო, პროფესიონალი მკვლევარი, შეიძლება.

Posted by: Blunt 31 Mar 2024, 20:50
zviadcardio


გაიხარე მადლობა

Posted by: oneman 3 Apr 2024, 17:31
zviadcardio
ზემოთ კი ვწერდი კარდიოლოგი ვეღარ უშველისთქო, მაგრამ ერთი აზრი მომივიდა და მინდა თქვენთან განვიხილო.
შევამცირე ტრაგამას დოზა და ისე აზრზე მოვიდა, მიხაროდა, მაგრამ დაეწყო ფეხების გასიება. გავზარდე დოზა და აზრზე ვეღარაა. ანუ ყველა ვარიანტში მიკვდება, წამლის მიცემითაც და უწამლოდაც. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, ოპერაცია თუ გაუკეთდება, წამალი აღარ დასჭირდება და შეიძლება გამოძვრეს.
მაგრამ აქ სხვანაირი პრობლემაა, ქირურგები ამბობენ უნდა ვნახოთ, რამე ხელმოსაჭიდი თუა მერე ვიზამთ ოპერაციასო. კარგი, ჩავიყვანე ქირურგთან და უარი თქვა, ეგ არანაირად არ მაწყობს. და ქირურგსაც ვერ ვეუბნები ყველა ვარიანტში ოპერაციაო, არადა ყველაზე მეტი შანსი მასე აქვს.
ალბათ ქირურგს უნდა დავურეკო და ვუთხრა, ყველა ვარიანტში ოპერაციაო, მაგრამ ზუსტად ვიცი მეტყვის, კარგად თუ ხარო.
არადა რა ჯანზე იყო ორი დღის წინ, საღამოს 9 საათიდან მეჭიდავა დილის 5 სააათამდე, თან რა ძალით, ლოგინში ვაკავებდი, თბილად რომ ყოფილიყო. (წაკითხული მქონდა, მაგნაირი პაციენტი ფილტვების ანთებით კვდებაო და ვცდილობდი არაფერი აეკიდა).

რამეს ხომვერ მირჩევდით?

Posted by: zviadcardio 3 Apr 2024, 22:29
Blunt
წარმატებები
oneman
ალბათ აჯობებს სტაციონარში მოათავსოთ ისეთ კლინიკაში სადაც თქვენი ამორჩეული ქირურგია.
განტვირთავენ, უმკურნალებენ და შეაფასებენ.
ქირურგის პერპექტივიდანაც შეფასდება

Posted by: oneman 3 Apr 2024, 23:24
zviadcardio
დიდი მადლობა, ვფიქრობ ყველაზე სწორი აზრია.მაგ მიმართულებით უნდა წავიდე.

Posted by: levvan 8 Apr 2024, 21:27
zviadcardio
ბატონო ზვიად გთხოვთ იხილოთ პირადი შეტყობინება

Posted by: zviadcardio 12 Apr 2024, 19:55
levvan
დიახ, გიპასუხეთ


----------

Posted by: Cadmus 12 Apr 2024, 20:21
zviadcardio
გამარჯობა, დედაჩემს 50 წლის ასაკის (ჭარბი წონით) აწუხებს წნევები მინდოდა თქვენთან ჩაწერა მაგრამ აგისტომდე არ არის ადგილიო

Posted by: zviadcardio 14 Apr 2024, 18:00
Cadmus
მოგესალმებით. მე უპირატესად არითმიების მიმართულებით ვმუშაობ და ამჟამად 3000-ზე მეტი მძიმე პაციენტი გვყავს რიგში.
ასეთ ვითარებაში უმჯობესია სხვა კარდიოლოგს მიმართოთ.
ჯანმრთელობას ვუსურვებ დედას

Posted by: Akakikakokaki 27 Apr 2024, 15:27
Გამარჯობა,ჩემი პრობლემა მდგომარეობს შემდგეგში და იქნებ თუ სხვა ვინმესაც აქვს მსგავსი გამომეხმაუროთ,მოკლედ ძალიან ძლიერი ტკივილები მაქ გულმკერდის არეში უმცირეს ფიზიკურ დატვირთვაზეც კი,კერძოდ 2-სართულზე ასვლა მიჭირს ეგვე 90 ან 95 ამდის პულსი მეწყება ტკივილი გულმკერდში რომელიც ხანდახან წამოწოლის შემდეგ მიმცირდება სულ არ ქრება ან კიდევ მ8გრძელდება საათობით,ყველანაირი კვლევა მაქ გაკეთებულუ გულის მათ შორის კოროც და სისხძარღვები სუფთა მაქ,ექოკარდიოგრაფია დატვირთვა ჰოლტერი რავიცი,ეკგები იმდენი მიდევს სახში კაი 60 კვადრატს გავაშპალერებ,ნებისმიერი დატვირთვა მიწყებს ხშირ სუნთქვას და ტკივილს გულმკერდში.ტკივილის დროს ეკგ ტროპონინიც უამრავჯერ მაქ გაკეთებული რაოდენობრივი და არასოდეს მომატებული არ მქონია,ეგრევეც და 8 საათშიც ყოველთვის 《0.1 მაქ.ვერ გავიგე რისი ბრალი შეიძლება იყოს არადა სიცოცხლეს მიმწარებს ტკივილის დროს სულ გულზე ვფიქრობ და მგონია რათქმაუნდა მოვკვდები....ასევე ნიტროც მიცდია ამ დროს და მომიხსნა ტკივილი არადა საერთოდ არაფერი მაქ კოროზე არავითარი მიდრეკილება შევიწოვებისკენ....რისი ბრალი შეიძლება იყოს ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ

Posted by: zviadcardio 27 Apr 2024, 19:56
Akakikakokaki
რადგან გულის მხრივ სრულყოფილი კვლევები ჩაგიტარებიათ მსგავსი ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს ხერხემალი (ნევროლოგთან ვიზიტით დაიწყეთ), ასევე საყლაპავი, ლოკალური (ნერვ-კუნთოვანი) პრობლემა და ა.შ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)