შავი გვიმრები მოასრიალეს პარიზში მიმდინარე მანდილოსანთა მსოფლიო თასზე სენსაცია მოხდა -
ახალი ზელანდიის "შავმა გვიმრებმა" (ბლექ ფერნზ) ვადამდე დათმეს ტიტულიქალთა რაგბი ბარემ ასი წლისაა, მაგრამ სერიოზულად XX საუკუნის ბოლო მეოთხედშიღა გაიდგა ფესვი. პირველი ტესტი (ჰოლანდია 0:4 საფრანგეთი) 1982 წელს მოეწყო, ენთუზიასტებმა კი 1991 და 1994 წლებში "მსოფლიო თასიც" გამართეს (მოიგეს შტატებმა და ინგლისმა)
რაგბის საერთაშორისო საბჭომ (ირბ) ქალებს ამის შემდეგღა მიხედა და მარაქაში გაირია. 1998 წლიდან დედაკაცთა უმთავრესი შეჯიბრი 4-წლიანი ციკლით ეწყობა. ჰოდა, კივები რისი გრანდები იქნებოდნენ, ამ განხრითიც რომ არ ეძალათ - გვიმრებმა წლევანდლამდე თასი ოთხჯერ შემართეს ისე, რომ ერთი თამაში რაა, ისიც არ წაეგოთ!
<< აქამდელი ფინალები
1998 ზელანდია 44:12 შტატები @ ამსტერდამი (ჰოლ)
2002 ზელანდია 19:09 ინგლისი @ ბარსელონა (ესპ)
2006 ზელანდია 25:17 ინგლისი @ ედმონტონი (კან)
2010 ზელანდია 13:10 ინგლისი @ ლონდონი (ინგ)
დუბლინში ეგრე მიაჩნიათქალები იმავე წესებით თამაშობენ, რითაც კაცები, ოღონდაც 4.2 მუხლის თანახმად, დამატებითი სამოსი ერგებათ: 1) რბილი და თხელი მასალისგან დამზადებული აზღუდი და 2) ბამბა-ნარევი, გრძელი, ფეხზე ცალ-შიგა-ნაკერიანი ელასტიკი, რომლის ჩაცმაც დაშვებულია შორტისა და გეტრების შიგნით, რათა არ დაიკაწრო და დასისხლიანდე.
მსოფლიო თასის რაზმი 26-ქალაა, რის გამოც მატჩში 22 მოთამაშეღა მონაწილეობს, ანუ მარქაფაში ორია პირველ-ხაზელი. ფორმულა კანონიკური, ალალად ირბ-ულია და "ჩვენი თამაშის" მკითხველს კიდევ ბევრჯერ შეხვდება სულ სხვადასხვა დონეზე, რაღაი დუბლინში მიაჩნიათ, რომ 12 გუნდი 4 დღის შუალედით ეგრე უნდა არაგბო.
დასი თავიდან განთესვით იყოფა სამ 4-გუნდა პულად და იმართება სრული წრე. მერე დგება ერთიანი, 12-გუნდა ცხრილი, რომელშიც ჯერ მთავარია პულში დაკავებული ადგილი, მერე - მოგროვილი ქულა, მერე კიდევ, გატანილ-გაშვებულის სხვაობა, ლელოთა სხვაობა, მეტი ქულა, მეტი ლელო და ბოლოს, თუ საშველი არაა -
წილის ყრა, ყომარის ფორმით!
პლეი’ოფისთვის სამ ოთხეულად დაყოფა ამ ცხრილის მიხედვით ხდება: ზედა კვარტეტი თასზე თამაშობს, შუა - V, ხოლო ქვედა - IX ადგილისთვის. აქ რაუნდი ორია - ნახევარ’ფინალი და ფინალი, რითაც ირკვევა ყველა ადგილი, ანუ შეჯიბრის ყოველ რაუნდში 6 მატჩია, ყოველი გუნდი კი ტოლად, 5-ჯერ რაგბობს.
ტრაფარეტული ფრაზებიმიმდინარე, მეხუთე მსოფლიო თასს მასპინძლობს პარიზი, სადაც ასევე ცხელა, მაგრამ არა თბილისივით. მთელი პულური სტადია მოეწყო "რაგბის ეროვნულ ცენტრში" (მარკუსი), რაიც სხვა არაფერია, თუ არა კაცთა ნაკრების საწვრთნელი ბაზა, და ირბ-ის საითის თანახმად, ხუთიდან ერთ მოედანს ათასი (!) მოსეირის დამტევი ტრიბუნაც აქვს.
ირბ მაგასაც ამტკიცებს, შეჯიბრმა სრულიად რაგბეთში ფრიადი ინტერესი გამოიწვიაო (რაც სათუოა!) და დიდადაც წაადგება ქალთა რაგბის განვითარებასო (ეს კი ნაღდია!)
პრეზენტაცია მერიაში ჩატარდა; თორმეტმა კაპიტანმა თასით გადაიღო ტრადიციული, ჯგუფური ფოტო - რაც რაგბის უნიკალური, მეგობრული სულის მორიგი დადასტურება იყო, და მერე ტრაფარეტული ფრაზები დააზვინა თითო-ოროლა ჟურნალისტს, რომ "აქ ყველა მოსაგებად ჩამოსულა; უწინ რაც მომხდარა, ეგ აღარ ითვლება; და დაე, გაიმარჯვოს უძლიერესმა"
სქრამს ენამ უყივლაგვჯერა, რომ პარიზში ყველა მოსაგებად ჩავიდა, მაგრამ ზოგს შნო ვერ ეყო. აგერ, სამხრეთმა აფრიკამ, სამოამ და ყაზახეთმა სამ-სამივე თამაში უიმედოდ წააგეს.
"ფურმა ქურციკებმა" ლელო ეგრეც ვერ დადეს და მათი კაპიტანი, მანდისა ვილიამსიც მეტოქის თვალის თით’ყოფისთვის რაგბიდან 16 კვირით განიკვეთა.
საფრანგეთს, პირიქით, ჯერ არ გაუშვია ლელო და ერთიანი ცხრილის კენწეროში სუფევს, აქამდე მომხდარი მთავარი ამბები კი, რაღა თქმა უნდა, ზელანდიას უკავშირდება: ენამ უყივლა მეგა-საით სქრამ.კომ-ს, რაუნდის პრევიუს სათაურად სასხვათაშორისოდ რომ დასვა, ირლანდია გვიმრების დასამუხრუჭებლად ემზადებაო.
მდედრმა "სამყურებმა" 2013 წლის "ექვსი ერი" სლემით მოიგეს - წლეულს ეგრევე საფრანგეთმა იჩემპიონა, 2006-2012 წლებში კი ზედიზედ შვიდჯერ ინგლისმა იპირველა. ჰოდა, ირლანდიამ ზელანდიას პირველი ტაიმი 8:7 მოუგო, 70’ წუთზე კი, 14:14 ფრეზე, ფულბექმა ნიევ ბრიგსმა გადამწყვეტი ჯარიმა შეაგდო.
ამიერიდან ჟან’ბუენზეცაქ აღსანიშნავია, რომ ირლანდია ზელანდიას ქალებით პირველად ერაგბებოდა. რაც შეეხებათ უიღბლო და უხეირო ვაჟებს, სამყურები "ოლ ბლექსს" 1905 წლიდან ეტესტებიან და აქამდე ვერაფრით მოუგიათ - ბალანსია 28: 0-27*1, შარშან კი ირლანდიას 20 წამი დააკლდა საუკუნოვანი ნავსის გატეხვამდე.
კივებს ზედა ოთხეულში მოხვედრის შანსი კიდევ რჩებოდათ, მაგრამ არ თვლემდნენ კონკურენტები. გვიმრებისგან მრავალ-გზის გვემულმა სხვა-პულელებმა, ინგლისმა და კანადამ მოტვინეს, რომ ფრე ხელს ორივეს აძლევდა. არა, გოგოები ერთურთს არ გარიგებიან და ეგრეც რომ ყოფილიყო, მაგას ვერავინ დაუმტკიცებთ, მაგრამ დაჰკრა ქენუქმა მეგალი ჰარვიმ ჯარიმა 74’ წუთზე და ფრე დაჯდა * 13:13
ამით კანადა საუკეთესო მეორე, ჯამში კი მეოთხე აღმოჩნდა და ნახევარ’ფინალში მასპინძელს შეუწყვილდა, ხოლო ექს-ჩემპიონები, უკეთეს შემთხვევაში, მეხუთე ადგილზე გავლენ.
შეჯიბრის უკეთესი ნახევარი ამიერიდან ინაცვლებს პარიზის მე-16 ოლქში, ჯერ კიდევ 1925 წელს აშენებულ ჟან’ბუენზე, რაიც ჩვენს დროში ბობოლა "სტად ფრანსეზის" ბინაა, და ვისაც ქალთათვის თვალის მიდევნება გსურთ, აგერაა ირბ-ის ლაივ’სთრიმი
http://www.irb.com/live/video.html ქალთა V მსოფლიო თასი<< პულური რაუნდები @ პარ 1/08, სამ 5/08, შაბ 9/08
"ა"
კანადა$ 31:5 ესპანეთი
ინგლისი$ 65:3 სამოა
ინგლისი$ 45:5 ესპანეთი
კანადა$ 42:7 სამოა
ესპანეთი$ 41:5 სამოა
ინგლისი 13:13 კანადა
"ბ"
ზელანდია$ 79:5 ყაზახეთი
შტატები$ 17:23 ირლანდია
შტატები$ 47:7 ყაზახეთი
ზელანდია$ 14:17 ირლანდია
ირლანდია$ 40:5 ყაზახეთი
ზელანდია$ 34:3 შტატები
"გ"
ავსტრალია 26:3 აფრიკა
საფრანგეთი$ 26:0 უელსი
ავსტრალია 25:3 უელსი
საფრანგეთი$ 55:3 აფრიკა
უელსი$ 35:3 აფრიკა
ავსტრალია 3:17 საფრანგეთი
# პულ გუნდი ქ მ-წ*ფ სხვ ლ გატ:გაშ $
1 გ1 საფრანგეთი 14 3-0 +92 15/00 098:006 2
2 ბ1 ირლანდია 13 3-0 +44 10/04 080:036 1
3 ა1 ინგლისი 12 2-0*1 +102 17/03 123:021 2
4 ა2 კანადა 12 2-0*1 +61 12/03 086:025 2
5 ბ2 ზელანდია 11 2-1 +102 20/03 127:025 3
6 გ2 ავსტრალია 8 2-1 +31 06/02 054:023 0
7 ბ3 შტატები 6 1-2 +3 10/09 067:064 2
8 გ3 უელსი 5 1-2 -16 04/07 038:054 1
9 ა3 ესპანეთი 5 1-2 -30 08/11 051:081 1
10 გ4 აფრიკა 0 0-3 -107 00/16 009:116 0
11 ა4 სამოა 0 0-3 -133 02/22 015:148 0
12 ბ4 ყაზახეთი 0 0-3 -149 03/27 017:166 0
<< პლეი’ოფი [საქართველოს დროით]
ნახევარ’ფინალები @ ოთხ 13/08
აფრიკა 16.00 სამოა
ესპანეთი 18.15 ყაზახეთი
ზელანდია 17.45 უელსი
ავსტრალია 20.30 შტატები
ირლანდია 20.00 ინგლისი
საფრანგეთი 22.45 კანადა
ფინალები @ კვი 17/08
XI ადგილი 14.00 @ მარკუსი
IX ადგილი 16.00 @ მარკუსი
VII ადგილი 18.00 @ მარკუსი
V ადგილი 16.15 @ ჟან’ბუენ
III ადგილი 18.30 @ ჟან’ბუენ
I ადგილი 20.45 @ ჟან’ბუენ
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 13 Aug 2014, 10:30