მზე ტყუპები + მთვარე თხის რქა + ვენერა ვერძი
მზე ვერძი + მთვარე კირჩხიბთან გამოვა რამე თუ გავაგრძელო ასე უჟმური, მჟავე სახით ჯდომა და ფიქრი :/
ჰო ახლა თემას რაც შეეხება, სხვა მთვარე თხის რქებს არ ვიცნობ, მარტო საკუთარი გამოცდილებით ვიცი. ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს, იშვიათად რომ ადამიანში შევცდე. არ მიყვარს ბევრ ადამიანთან ერთად ყოფნა. ვინც არ მომწონს, მათთან მინიმალური გამარჯობა ნახვამდის კომუნიკაცია მაქვს და კონტაქტში შესვლის მიზნით სისულელეებზე ლაპარაკი ძალიან მეზარება. ემოციებს ნაკლებად გამოვხატავ და თან შეიძლება ამ დროს შიგნით აპოკალიფსი იყოს, მეორედ მოსვლა, კუპრი და ცეცხლი. ზოგადად ბევრ რაღაცას შიგნით ვხარშავ.
უთვამთ ძალიან ხშირად რომ საოცრად მშვიდი ვარ და ბევრი რამე მკიდია
ამ ჩემს კირჩხიბ მთვარიანსაც ვამჩნევ როგორ უმშვიდდება მზერა გვერდით რომ დავუჯდები,მერე რა რომ სინამდვილეში ვშფოთავ
და კიდევ გაურკვეველი სიმძიმის შეგრძნებაა სულ და საკუთარ თავში ჩიჩქვნის სურვილი, მოთხოვნილება, ზოგჯერ მაზოხისტურად სასიამოვნოა აი იმ შენს ბნელ კუნჭულებში შეყუჟულ მონსტრუკებთან შეჯახება და გარკვევა.
ოი და კიდევ მზე თხის რქა, მთვარე ქალწულმა ამომაღებინა 4 წინა და 4 მომდევნო ცხოვრების ვალები, ისეთები მიქნა.
ერთი ისაა, რომ ამის შემდეგ მეტად გავთავისუფლდი და პარადოქსულია მაგრამ გაცილებით ნაკლებად მეშინია გრძნობების გამოხატვისაც. მთვარემ ევოლუცია განიცადა
სიჯიუტეზე თქვეს აქ რაღაც და გაბუტვაზე - არ ვიცი ვის და რის დამსახურებაა გაბუტვა მძაგს და ძირითადად სხვების სიჯიუტეების მოლბობაზე ვარ ხოლმე ორიენტირებული.