მე მჯერა ამის. საკუთარი თავის მაგალითზე.
მერწყული ვარ მე და ვინც კი მომწონებია და ვისაც მოვწონებივარ ყველა ქალწული იყო. სულ მიკვირდა რატომ და ამიტომ თურმე
ჩემი ქმარიც ქალწულია და ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ვიცხოვრო სხვასთან, იმდენად ძლიერი მიზიდულობა გვაქვს აგერ უკვე მე-6 წელი დაიწყო.
უბრალოდ ყველაზე ცუდი რაც ამ ურთეირთობაშია ისაა, რომ სტაბილურობის განცდა არ მაქვს. პატარა რამეზეც შეიძლება ისე ვიკამათოთ, რომ დავხოცოთ ერთმანეთი.
მშვიდი და გაწონასწორებული ურთიერთობა არასდროს გამოგვდის. რაც ძალიან მაკლია და მენატრება.
მიუხედავად იმისა, რომ ქალწულია ძალიან ფიცხია (მთვარე ჰყავს ლომში), წამში გადასდის და მე არ მავიწყდება (კირჩხიბში მყავს მე მთვარე). ჩემი ცვალებადი ხასიათის გამო ხშირად ვტანჯავ და ნერვებს ვუშლი.
ყველაფერს ავკვირდება, უწვრილმანდება, მაგრამ ძალიან ერთგული და მზრუნველია. როგორი ნაჩხუბარიც არ უნდა ვიყო, არასდროს მეპარება ეჭვი იმაში რომ ძალიან ვუყვარვარ.
ნელ-ნელა ვისწავლეთ ერთმანეთის მოსმენა, გაგება, თუნდაც გარიდება როცა ამის საჭიროებაა.
მაინც ვერ წარმომიდგენია სხვასთან ცხოვრება :დ იმდენად ძლიერი ემოციური/ფიზიკური კავშირი გვაქვს ერთმანეთთან.
ერთი-ერთში ემთხვევა ყველაფერი
)