Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სტომატოლოგია > ბავშვთა სტომატოლოგია


Posted by: Sunny 26 Sep 2011, 18:18
გამარჯობათ,

მგონი ეს პრობლემა ძალიან აქტუალურია. ჩემი შვილი ჯერ სამი წლის არაა და უკვე 3 კბილი აქვს კარიოზული. დარწმუნებული ვარ სტომატოლოგის სკამზე თუ საერთოდ დაჯდა, პირს ან არ გააღებს ან იმდენ ხანს ვერ გაჩერდება, რამდენიც საჭიროა ბჟენის გასაკეთებლად. ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია, რომ დაზიანებული კბილის სამკურნალოდ იყენებენ ლაზერს, ასევე სხვა მეთოდებიც არსებობს, რაც ეფეკტურია, უმტკივნეულო და ნაკლებ დროს იკავებს.

ხომ არ ფლობთ ინფომაციას, თბილისში სად იყენებენ უახლეს მეთოდებს?
ნინო ბერიძის კლინიკაში დავრეკე და ბჟენების გარდა სხვა მეთოდი არ გვაქვსო...

Posted by: Sunny 28 Sep 2011, 11:45
დავიჯერო არავის დაყავს ბავშვი კბილის ექიმთან? ...

Posted by: ikebana 29 Sep 2011, 01:07
Sunny
QUOTE
სხვა მეთოდებიც არსებობს, რაც ეფეკტურია, უმტკივნეულო და ნაკლებ დროს იკავებს.

საქართველოში ჯერ არაა არაფერი მსგავსი. ჯერჯერობით დანარჩენი მსოფლიოც მამაპაპურ ბურღს იყენებს. არის რამდენიმე ალტერნატიული მეთოდი, მაგრამ ფართო გავრცელება ვერცერთმა ვერ ჰპოვა ჯერჯერობით.

Posted by: Suleluka 12 Oct 2011, 10:58
ikebana
გამარჯობა, ჩემს შვილს ზედა საჭრელი აქვს მოტეხილი (4 წლის არის, ჯერ ლაქა გაჩნდა იასამნისფერი, ანუ შიგნიდან გაფუჭდა მერე ნახვრეტი გაიკეთა მერე შუაზე გადაყდა და მოკლედ ისე დაიშალა პატარა ნაწილი აქ დარჩენილი ისიც შავი ფერის), დაახლოებით 1 წლის წინ მაგ კბილის თავზე ღრძილზე გაიკეთა ჩიქრის პარკი, სტომატოლოგთან ვიზიტის სასტიკი წინააღმდეგი იყო, არა და ისე იყო გარედანაცდ შეშუპებული ჰქონდა ტუჩი, სტომატოლოგთან მანამ მივიყვანეთ გასკდა პარკი და სოდიანი ხსნარით დავუმუშავე და ჩაუცხრა.
ეხლა შაბათს ისევ შეშუპებული ტუჩით და ღრძილით გაიღვიძა, კბილი მტკივაო და შუბლი მტკივაო, სიცხეც კი ჰქონდა, ეხლა პარკის ნაცვლად სულ მთლიანად არს მოტეხილი კბილის გარშემო ღრძილი შეშუპებული, შაბათი-კვირა იყო და პუშკინძე რამდენიც დავრეკე არავინ პასუხობდა, გვირილის სავლებს ვაძლევ და იოდინოლით ვუმუშავებ, ტკივილით აღარ სტკივა, ტუჩიც არა აქვს შეშუპებული, მარა კბილის გარშემო ისევ შეშუპებულია ღრძილი, რამე შემიძლია სახლის პირობებში გავუკეთო? აუცილებელია სტომატოლოგთან მიყვანა? (კბილის ამოღებაზე შარშან უარი გვითხრეს რადგან კბილის რკალი დაირღვევაო),

Posted by: tamti1 12 Oct 2011, 13:05
QUOTE
კბილის ამოღებაზე შარშან უარი გვითხრეს რადგან კბილის რკალი დაირღვევაო),

drug.gif

მოაშორეთ ბავშვს ეგ ქრონიკული ინფექციის წყარო!
კბილთა რკალი რომ არ დაირღვეს აჩვენეთ ორთოდონტს და დაგეხმარებიან.

Posted by: ikebana 12 Oct 2011, 13:23
Suleluka
დარწმუნებული ხარ რომ მაგ კბილზე ტრავმა არასოდეს ჰქონია? მეორე საჭრელია?
რადგან ხვრელარხი წარმოიქმნა, სიმპტომების ალაგება პრობლემა არაა, რადგან ჩირქის დრენირება ხდება. მაგრამ ანთების კერა ძვალშია მუდმივი კბილის ჩანასახთან ახლოს და დიდი შანსია დააზიანოს. ფესვის ამოღება აუცილებელი იქნება. ჩემი აზრით, მუდმივი საჭრელის დაზიანება უფრო დიდი პრობლემაა ვიდრე რკალის დარღვევა, თანაც ახლა არის საშუალებები რომ ეს არ მოხდეს. "ნინო ბერიძის ცენტრში" მიიყვანე.

Posted by: Suleluka 12 Oct 2011, 14:59
ikebana
მადლობა. დედაჩემს მიუყვანია უკვე პუშკინზე, სინჯი გაუკეთეს და ეხლა ელოდებიან რომ ამოუღონ.
QUOTE
"ნინო ბერიძის ცენტრში" მიიყვანე.

ეგ სად არის?
QUOTE
დარწმუნებული ხარ რომ მაგ კბილზე ტრავმა არასოდეს ჰქონია? მეორე საჭრელია?

მგონი ჩამოარტყა თვეები რომ იყო მაშინ, დიდი საჭრელი კბილია ცენტრალური.

Posted by: ikebana 12 Oct 2011, 16:12
Suleluka
ვაჟა-ფშაველას 70 თუ 71.

QUOTE
მგონი ჩამოარტყა თვეები რომ იყო მაშინ, დიდი საჭრელი კბილია ცენტრალური.

ასეც ვიფიქრე. რომა მოუღებ რამდენიმე დღეში მიიყვანე ორთოდონტთან კონსულტაციაზე.

Posted by: Suleluka 12 Oct 2011, 21:15
ikebana
QUOTE
ორთოდონტთან კონსულტაციაზე.

კაი ხანი მაგას ექიმთან ვეღარ მივიყვანთ :/

Posted by: ikebana 12 Oct 2011, 22:52
Suleluka
საქმე იმაშია რომ თუ მუდმივმა საჭრელმა ამოჭრა ვერ მოასწრო, კბილები გადანაცვლდება და სივრცე დავიწროვდება. საჭიროა ამ სივრცის შენარჩუნება.

Posted by: Suleluka 13 Oct 2011, 09:43
ikebana
ეგ მეც ვიფიქრე, არა და 4 წლის ჯერ ეხლა გახდა, რა დროს მაგის კბილის ამოსვლაა :/
მაგ სივრცის შესანარჩუნებლად ბრეკეტები უნდა გაუკეთდეს?

Posted by: ikebana 13 Oct 2011, 13:47
Suleluka
ბრეკეტიც შეიძლება და სპეციალური ფირფიტაც.

Posted by: Suleluka 14 Oct 2011, 15:12
ikebana
4წლის ბავშვი რამდენად იხმარს ნეტა...

Posted by: tamti1 14 Oct 2011, 16:21
Suleluka
სარძევე კბილებზე ბრეკეტები არ ჯდება რამდენადაც ვიცი.ფირფიტა შეიძლება მაგრამ შეიძლება ბავშვმა მართლა არ იხმაროს. კარგი ვარიანტია გააკეთონ რკალი და განმბჯენი-კლამერივით არის. ნინომ უნდა გააკეთოს წესით, აჩვენეთ და ნუ ნერვიულობთ. ზედა პირველი კბილი 5-6 წლის ასაკში ამოდის წესით და როცა მოცვლილია ცოტა უფრო მალეც. smile.gif და თუ მაინცდამაინც არ იხმარს აპარატს ბავშვი და თანკბილვიდან გამოვა ეგ კბილი, შემდეგ რომ გაიზრდება და შეძლებს აპარატის ხმარებას, რკალში მისი ჩასმაც არ იქნება პრობლემა.

Posted by: ikebana 14 Oct 2011, 22:24
Suleluka
ამ ასაკში ადვილი არაა რა თქმა უნდა. პრიბციპში მეორე ცენტრალურს 2 წელიწადში მოიცვლის. შეიძლება არც იყოს პრობლემა. მთავარია ამ კბილმა ამოჭრა არ დააგვიანოს, რაც ხშირად ხდება ნაადრევად ამოღებისას. მაშინ კი დასჭირდება სტიმუნატორი. მოკლედ ყვეკა ვარიანტში კონსულტაციაზე უნდა მიიყვანო ორთოდონტთან. როგორ ჩაიარა ამოღებამ?

Posted by: Suleluka 15 Oct 2011, 09:44
tamti1
ikebana
მადლობა დამშვიდებისთვის, ჯერჯერობით მზად არ არის ექიმთან მეორე ვიზიტზე.
ამოღებამ კარგად ჩაიარა, იმხელა ფესვი ჰქონდა მაგ კბილს კაი ხანი თავისთ არაფერს აპირებდა.
2 დღე ანტიბიოტიკი მივეცი, კალციმაგნი დაუნიშნა და მაგას ვაძლევთ კიდე.

Posted by: LadyDay___ 15 Oct 2011, 12:59
Suleluka

პუშკინზე სად არის ბავშვთა სტომატოლოგი? შეგიძლია ზუსტი მისამართი მითხრა? ჩემს შვილს ქვედა წინა კბილი ამოსდის ისე, რომ ჯერ სარძევე კბილი არც კი მორყეულა. ვიდრე კბილები ორ რიგად ამოსვლია, მინდა მივიყვანო smile.gif

Posted by: Suleluka 16 Oct 2011, 11:33
LadyDay___
დედაჩემს ჰყავდა წაყვანილი, ზუსტად ასრ მახსოვს, მარა დაახლოებით "თბილისური" რომ არის მაგის გვერდზე უნდა იყოს. ანუ ზედ მოედანზე, კოლმეურნეობიდან რომ ადიხარ სკვერის მოპირდაპირე მხარეს.

Posted by: LadyDay___ 17 Oct 2011, 14:09
Suleluka

მადლობა smile.gif

____________________________

Posted by: kakucaa 20 Oct 2011, 09:59
ნინო ბერიძის კლინიკაში საუკეთესო პირობებია ბავშვებისთვის, მე თვითონ ნინოსთან დავდივარ, მაგრამ იკ ისეთი სიტუაცია დამხვდა ბავშვთა გასართობი ოთახი, სპეციალური სამკურნალო ოთახი ბავშვებისთვის. ჩემი ძმიშვილი მივიყვანე 5 წლის არის, სიხარულით მიდის და წამოსვლა აღარ უნდა ხოლმე smile.gif ექიმებსაც განსაკუთრებული თბილი დამოკიდებულება აქვთ პატარებისადმი, დღესასწაულს უწყობენ ფაქტიურად wink.gif ორთოდონტიც იქ არის...

Posted by: ninucanini 2 Nov 2011, 17:02
QUOTE
ნინო ბერიძის კლინიკაში საუკეთესო პირობებია


სად არის ეს კლინიკა ხომ ვერ მეტყვით და დაახლოებით რა ღირს ბავშვის სარძევე კბილის დაბჟენა?? დიდი მადლობა!!

Posted by: kakucaa 4 Nov 2011, 08:53
აქ მემგონი ესეთი ინფორმაციის დადება არ შეიძლება, ვაჟა-ფშავეასლ 70ბ-შია. დანაჩენი იფორმაცია შეგიძლიათ გუგლში მოიძიოთ. ფასები ნორმალურია. დარეკეთ და ზუსტად გეტყვიან.

Posted by: minerva25 6 Nov 2011, 04:12
მაინტერესებს რატომ უპლომბავენ ბავშვებს სარძევე კბილებს ჰელიოთი? რა მნიშვნელობა აქვს-მაინც ხომ უნდა მოიცვალონ?

Posted by: ikebana 6 Nov 2011, 05:18
minerva25
ჩემი აზრით საერთოდ არაა მიზანშეწონილი სარძევეებში ჰელიობჟენის გამოყენება, მაშინ როცა არსებობს მინაიონომერი.

Posted by: Kasaby 6 Nov 2011, 05:25
QUOTE
> ბავშვთა სტომატოლოგია, სად მივიყვანო 3 წლის ბავშვი?



Posted by: minerva25 8 Nov 2011, 23:38
ikebana

დიდი მადლობა smile.gif ჩემ დიშვილს გაუკეთეს და მეც გამიკვირდა- თითქოს იმიტომ რომ უფრო გამძლეაო. და ფასებს შორისაც საკმაოდ დიდი სხვაობაა.

Posted by: ikebana 8 Nov 2011, 23:41
minerva25
კარგი იონომერული ბჟენი დიდად ნაკლები არ ღირს.

Posted by: aleqsandre31 22 Nov 2011, 20:44
გამარჯობათ სარძევე კბილის დაბჟენა არ შეიძლება ხო?

Posted by: ikebana 22 Nov 2011, 21:32
aleqsandre31
შეიძლება და აუცილებელიცაა.

Posted by: Matronaa 21 Dec 2011, 22:27
Suleluka

ჩვენც ანალოგიური პრობლემა გვქონდა... ჩემმა პატარამ 3 წლის ასაკში ტრამვულად დაკარგა ზედა წინა 4 კბილი ... ზუსტად 1წელიწადში მაინც ამოსაღები გაგვიხდა ფესვები.. ანალოგიური მიზეზის გამო.. ფისტულა გაიკეთა...
და წავიყვანეთ ჟვანიაში ყბა-სახის ქირურგიის განყოფილებაში და ამოუღო ნინო ხვედელიანმა... არაჩვეულებრივი ექიმია, მაგრამ თვითონ პროცესი საშინელება იყო... 4 ფესვის ამოღება 3 წლის ბავშვისთვის..მაგრამ ინტოქსიკაციის წყარო მოვაშორეთ...

იმის მერე სხვა კბილების პრობლემაც წამოვიდა, და დავდივართ ოპერისა უკან მდებარე პოლიკლინიკაში თინა მიქაძის კლინიკაში... დალი დარჯანიასთან... არაჩვეულებრივი ექიმია... თავიდან იმ დიდი შიშის მერე 4-5 მისვლა დაგვჭირდა, რომ პირი გაეღო... მერე კი ისე, ბურღის გარეშე დაუპლომბა კბილები... შეიძლება ამოვარდესო, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა.. უკვე რამდენიმე წელია...
ახლა ბავშვი უკვე 7 წლისაა და კბილები კიდევ არ ამოგვსვლია...
ძალიან განიცდის.. ღამურას ვგავარო....




Posted by: Suleluka 21 Dec 2011, 23:05
Matronaa
გოგოა?
რამე დასჭირდა კბილების რკალის შესანარჩუნებლად?

Posted by: Matronaa 23 Dec 2011, 18:06
QUOTE (Suleluka @ 21 Dec 2011, 23:05 )
Matronaa
გოგოა?
რამე დასჭირდა კბილების რკალის შესანარჩუნებლად?

კი გოგონააა... უკვე 7 წლისაა....

კორექციას რაც შეეხება, თინა მიქაძემ მითხრა , რომ ჯერ არაფერია საჭირო, როდესაც ამოუვა კბილები მერე ვნახოთო....

ახლა დადის პატარა ვამპირივით....

smile.gif

Posted by: narkozeli 24 Dec 2011, 18:10
QUOTE
სად მივიყვანო 3 წლის ბავშვი?


მიიყვანე რესპუბლიკურ სტომატოლოგიურში (პლეხანოვი-კრილოვის კუთხეში) ნანა ყიფიანთან ან მაია ფხალაძესთან

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)