ერთადერთი ვინც მხარს უჭერდა გახარიას პარტიას დაფუძნებამდეც კი (იყო ამაზე ფორმულაში გადაცემა) ამ პროექტის ავტორებია.
მაშინ როდესაც ჭურში მჯდომარენნი მახათის გაყრით იყავით დაკავებული და ნაცქოცაობდით . იღრიჯეთ მაგრამ ,რომ იცოდეთ გვერდიდან
რა სასაცილონი ხართ მართლა.და საცოდავები. სატირალი კი ის არის, რომ ხალხიც ასე გაურკვევლობაში ზის.
შეიძლება ადრეა ძაან ეს თემები და ვიდეოები დადებული. ან პირიქით . ბევრად ადრე უნდა ყოფილიყო. მაგრამ ვიც უნდა მიხვდეს-მიხვდება
ეპიკ ამბასადორის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ოფიციალური პოზიცია მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. 30 მაისი, 2021 წელი
ვინაიდან, ეპიკ ამბასადორის სახელი, მასმედიით რამდენიმეჯერ გაჟღერდა პოლიტიკური აქტივობის კუთხით 2021 წლის მარტ-აპრილში, ლოგიკურად ჩავთვალე ამ პროცესისათვის სათანადო წერტილი დამესვა.
ეპიკ ამბასადორისთვის გიორგი გახარიას საქმიანობა საინტერესო გახდა დროის კონკრეტულ მონაკვეთში, კერძოდ 2021 წლის 14 აპრილს, როდესაც მისმა განაცხადმა ექვსკაციანი საპარლამენტო ჯგუფის შექმნის შესახებ, ბიძგი მისცა ნაცქოცურ ჩიხში გაჭედილი პოლიტიკური პროცესისთვის გამოსავალს. შედეგად, ხელი მოეწერა დანიელსონის შეთანხმებას და დასრულდა ჩიხური დაპირისპირება, რომელიც რუსეთს აძლევდა ხელს. ყოველივე ამის შედეგად, პარლამენტში შევიდა პრაქტიუკულად ყველა, ნაცმოძრაობის გარდა. ეს კი პოზიტიური პროცესი იყო საქართველოსთვის და ამ პოზიტივის სრული რეალიზაცია მოხდება ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლის შემდეგ, რითაც წერტილი უნდა დაესვას ქუჩის დესტაბილიზაციის რუსულ ზრახვას.
ეპიკ ამბასადორისთვის არანაირ ინტერესს არ წარმოადგენდა გიორგი გახარიას პოლიტიკური წარსული. შეფასების კრიტერიუმი იყო მხოლოდ დროის კონკრეტული მონაკვეთი და ამ მონაკვეთში, საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის გადადგმული ნაბიჯები და მიღებული პოზიტიური შედეგი.
გიორგი გახარიას ოფიციალური შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში, პარტია „საქართველოსთვის“ მეშვეობით, 2021 წლის 29 მაისს, არ იძლევა საშუალებას განისაზღვროს ამ პარტიის დასავლური ვექტორის ხარისხი.
ეპიკ ამბასადორის პოლიტიკური მსოფლმხედველობა ეყრდნობა ცალსახა აღიარებას, რომ აშშ არის საქართველოს სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტი. აქედან გამომდინარე, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა არის საქართველოს ეროვნული ინტერესი. საქართველო უნდა ესწრაფოდეს აშშ სამხედრო ბაზების დაფუძნებას საქართველოში, კერძოდ, ვაზიანის ავიაბაზის გახსნას და ანაკლიის საზღვაო ბაზის გახსნას. ამასთან, აშშ მტერი, საქართველოს მტერია, ხოლო აშშ სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია ცალსახად. ეს ეხება ისრაელს, რომელიც არის მომავალი საქართველოს სახელმწიფოს სამაგალითო მოდელი. საქართველო უნდა იქცეს ახალ ისრაელად, ისრაელის სახელმწიფოს დუბლიკატ ქვეყანად, რომელსაც ერთიანი უსაფრთხოების სისტემა დააკავშირებს ისრაელთან.
ეპიკ ამბასადორის პოლიტიკური მსოფლმხედველობა და გეოსტრატეგიული ხედვა მკაფიო და ცალსახაა. ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც ამ ხედვას გაითავისებს, გახდება ეპიკ ამბასადორის მხრიდან მრავალმხრივი მხარდაჭერის ობიექტი.
ჯერ-ჯერობით, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციებიდან, არცერთი არ აფიქსირებს ასეთ მსოფლმხედველობას, თუმც ზოგადად დასავლურ ინტეგრაციაზე საუბრობს პარტიათა უმრავლესობა, გარდა რუსეთუმე პარტიებისა.
ამ ფაქტიდან გამომდინარე, ეპიკ ამბასადორი მხარს უჭერს მხოლოდ ცალკეულ მოქმედებებს, რომლებიც საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს. ასე მაგალითად, ეპიკ ამბასადორმა სათანადოდ დააფასა დანიელსონის შეთანხმებაზე ხელმმოწერისათვის გაწეული შრომა ყველა პარტიის მხრიდან, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. სათანადოდ იქნა შემჩნეული და შესაბამისად დაფასდა დმანისის ინციდენტის ოპერატიული ჩაქრობა და ნამახვაჰესის თბილისური აქციების უვნებელყოფა, რაც ასევე საქართველოს ეროვნულ ინტერესებში იყო და რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ელემენტი და შესაბამისი საფრთხის მატარებელი გახლდათ.
ეპიკ ამბასადორი კვლავაც ყურადღებით ადევნებს თვალს პანკისელების (მალხაზ მაჩალიკაშვილის თავკაცობით) სახიფათო ზრახვებს ნამაჰვანჰესის საკითხებში შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით, ასევე, ქართული მარშის მიერ, დავით გარეჯის მიმართულებით გაჟღერებული პროვოკაციის თავიდან აცილებისა და უვნებელყოფის პროცესს.
ეპიკ ამბასადორი მიესალმება ნაციონალური მოძრაობის შესვლას პარლამენტში, რითაც საფუძველი გამოეცლება ქუჩის დესტაბილიზაციას, რომელიც რუსეთის ინტერესშია. საპარლამენტო მუშაობით უნდა მივიღოთ ახალი არჩევნების საკანონმდებლო ბაზა, რაც აუცილებელია სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, რომლის შედეგებსაც ყველა მხარე უპირობოდ აღიარებს.
ეპიკ ამბასადორი იმედს იტოვებს, რომ ჩვენს მიერ შემუშავებულ გეოსტრატეგიას, უახლოეს პერიოდში, აუცილებლად გამოუჩნდება მიმდევარი ქართულ პოლიტიკაში.
კონრად ბაბუნაშვილი
30 მაისი, 2021 წელი
https://www.facebook.com/epicambassador/ 30 მაისის სმს ნახეთ და შემდგომებიც
აქვვე იყოს
https://cnews.ge/home/news_description/1333...s6ko_qAKTHMrHPg ეს შეთანხმება გამკაცრდა შემოდგომას
* * *
.
This post has been edited by Anna Ricci on 1 Dec 2021, 19:16