დავინახე და ვიტირე!
მოგეხსენებათ ხანმოკლე მოვლინებით გახლდით დასავლეთ საქართველოში- აჭარა, იმერეტი, სამეგრელო , გურია....
ავტობანი ხომ გავიარე, ნუ ახლა ეს ძალიან პატარა მონაკვეთია,მაგრამ სიამოვნება მივიღე...
პირველი გაჩერება გახლდათ ქუთაისი...
ვნახავდი, აბა როგორ არ ვნახავდი, განახლებულ უბანს...
სამი წელი დავდიდოდი ზედიზედ და სწორედ იმ უბანში ვცხოვრობდი, რომელიც ახლა განუახლებიათ..
სად ის და სად ესსს!
როგორ გითხრათ და რომ მეგონა , მიშა როგორც ყოველთვის აჭარბებს , თავისი პარიზებით და ევროპულობით..
ნამდვილად პაწუა ნაგლეჯი ვიხილე პარიზის.. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე!
ხოდა ქე გადმომვარდა კურცხალი..
ისეთი ლამაზია, ისეთი ლამაზი...
გზაში, სესხ ბანკში მიმვალს.
დამეწია ინფორმაცია-4 მილიარდიანი ივესტიციის შესახებ...
შემდეგი გაჩერება გახლდათ აჭარა...
ნუ იქ უნდა ჩახვიდეთ და ნახოთ საკუთარი თვალით რა ხდება!
გურია ვერააა მთლად მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ ვერ ვიტყვი რო მკვდარი დამხვდააა..
გასაგებია ღარიბი რეგიონია..
სამეგრელოში ფუსფუსის განცდა იყო, აშკარად.. სავსე ფოთის ტერმინალები კონტეინერებით...
გზებზე მუშაობენ, დოკებზე მუშაობენ...
ხვალე კახეთს მივემგზავრები და ვნახავ იქ რა ხდება!
თქვენ ფლობთ მრავალგვარ სიმდიდრეს? ნუ დაგავიწყდებათ, რომ საბოლოოდ გექნებათ ბინა - ორი ნაბიჯი სიგანეში და ექვსი-სიგრძეში!, ხოლო ერთი საფლავის ქვა სავსებით საკმარისი იქნება თქვენი დაცვისათვის. წმ. ბასილი დიდი.
***
მანანა რატიანი-სვანი..... მომენატრები!