Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სერიალები > სამი სხეულის პრობლემა - The Three-Body Problem


Posted by: WP-Rex 6 Mar 2023, 00:20
სამი სხეულის პრობლემა - The Three-Body Problem

პირველ სეზონში 30 სერიაა და სულ ყველას ნახვა შეიძლება აქ
https://doramiru.com/3003-zadacha-trokh-tel-dorama-vse-serii.html

user posted image

ლიუ ცისინის ამავე სახელწოდების ფანტასტიკური რომანის ეკრანიზაცია, რომელშიც მოვლენები ვითარდება ჩინეთში, კულტურული რევოლუციის ეპოქაში. ასტროფიზიკოსი, რომელიც მუშაობს ზესაიდუმლო პროექტზე “წითელი ნაპირი”, შეტყობინებას უგზავნის უცხოპლანეტელებს და იწვევს მათ დედამიწაზე. მოგვიანებით, 21-ე საუკუნის დასაწყისში, საიდუმლო სამსახურები ხვდებიან, რომ რაღაც ძალა ცდილობს შეაფერხოს მიწიერი ცივილიზაციის პროგრესი…

გამოსვლის წელი: 2023

რეიტინგი: IMDb 7.9/102,122 votes
ქვეყანა: ჩინეთი

ჟანრი: კინო სიახლე, სერიალი, ფანტასტიკა

რეჟისორი: Lei Yang

მსოფლიო პრემიერა: 20 იანვარი

მსახიობები: Luyi Zhang, Jin Chen, Ziwen Wang, Hewei Yu, Xiaoran Li, Kenan Heppe, Chuan-jun Wang, Dujuan He, Jian Zhao, Junning Zhang.




Posted by: Lord_Raptor 6 Mar 2023, 08:39
WP-Rex
დიდი მადლობა წყაროსთვის, ჩემ წყაროზე ჯერ არ იყო გახმოვანებული.
ჩემი აზრით ამას ჩინელები უკეთ გადაიღებენ. დასავლეთი ვერ გაუძლებს ცდუნებას და თანამედროვე ტენდეცნიებს გადააყოლებს სიუჟეტს.

Posted by: illusions 6 Mar 2023, 09:00
სადმე ქართულად არ დევს?

Posted by: WP-Rex 6 Mar 2023, 11:52
Lord_Raptor
QUOTE
დიდი მადლობა წყაროსთვის, ჩემ წყაროზე ჯერ არ იყო გახმოვანებული.

არაფერს. მანდაც რაღაც ნაწილი რუსული გახმოვანებითაა, რაღაცა - რუსული სუბტიტრებით.
QUOTE
ჩემი აზრით ამას ჩინელები უკეთ გადაიღებენ. დასავლეთი ვერ გაუძლებს ცდუნებას და თანამედროვე ტენდეცნიებს გადააყოლებს სიუჟეტს.

მეც ასე მგონია.

Posted by: _GHOST_ 6 Mar 2023, 12:34
წიგნი კარგია, სერიალს ვერ მოვახერხე, რომ ჩავუჯდე.

Posted by: Ras_al_Ghul 8 Mar 2023, 11:29
საინტერესოა ფიქს jump.gif

Posted by: Lord_Raptor 8 Mar 2023, 21:32
პირველი და მეორე სერია ვნახე, მშვენივრად გადაუღიათ. სიუჟეტს მიყვება და ახალი ამბის მოყოლას არ ცდილობენ.
პირველ წიგნში ნაკლებად, მაგრამ მეორე და განსაკუთრებით მესამე წიგნში ისეთი სცენები და პასჟებია, იმედია კარგად გააცოცხლებენ.
ნეტა ტრისოლარელებს თუ ვიხილავთ ვიზუალურად. ავტორთან შეთანხმებული ვერსია რომ გვაჩენონ კარგი იქნება.

Posted by: karlsoni 8 Mar 2023, 22:11
Lord_Raptor
QUOTE
დიდი მადლობა წყაროსთვის, ჩემ წყაროზე ჯერ არ იყო გახმოვანებული.
ჩემი აზრით ამას ჩინელები უკეთ გადაიღებენ. დასავლეთი ვერ გაუძლებს ცდუნებას და თანამედროვე ტენდეცნიებს გადააყოლებს სიუჟეტს.

დასავლელებიც იღებენ, ჩაშვებულია უკვე პროექტი. . . . biggrin.gif

+ ჩუნური ანიმეა გამოსული, შარშან გამოვიდა, კარგად არის გაკეთებული. . . .

რაც შეეხება თვითონ წიგნს, მთელი რიგი ლაფსუსების მიუხედავად კარგად იკითხება/ისმინება . . . .
ბევრი თანამედროვე ფიზიკური თეორიაა შემოთავაზებულ-განხილული. . . .
ტერმინოლოგიაც კარგადაა გაჯერებული. . . .
დაკმაოდ კარგი წიგნია.

smile.gif

პ.ს.
ფილმის რამდენიმე სერია ვნახე და მომეწონა. . .

Posted by: Lord_Raptor 8 Mar 2023, 23:48
karlsoni
QUOTE
დასავლელებიც იღებენ, ჩაშვებულია უკვე პროექტი. . . .

ვიცი, ნეტფლიქსი იღებს. და მაგიტომ ვთქვი, რომ დასავლეთი ვერ გაუძლებს ცდუნებას და გადაუხვევს სიუჟეტს.


Posted by: night-blue 11 Mar 2023, 18:52
აუ სადმე არ დევს რუსული გახმოვანებით ?? 1-2 სერიაა მარტო რუსულად მერე ჩინურად თუ იაპონურად არის და რუსული სუბტიტრები აქვსsad.gif



რუსულად მინდა არ იცით რამე საიტზე რომ იდოს?

Posted by: Old City 12 Aug 2023, 00:19
https://serial-time.com/6622-4-zadacha-treh-tel-1-sezon.html

რუსულადაა, მთელი პირველი სეზონი.


ძალიან კარგია. ყოჩაღ ჩინელებს. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.

წიგნს რაც შეეხება, ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია საიფაიში ჩემი აზრით.

Posted by: night-blue 27 Aug 2023, 21:12
დღეს მოვრჩი. მეც ძააან მომეწონა მართლა კარგი სერიალია yes.gif

Posted by: illusions 7 Sep 2023, 21:35
ინგლისურად ნათარგმნი + სუბტიტრებით, არ დევს სადმე? sad.gif ვერ ვიპოვე ვერსად

Posted by: Kambucha78 5 Oct 2023, 19:28
_GHOST_
QUOTE
წიგნი კარგია, სერიალს ვერ მოვახერხე, რომ ჩავუჯდე.
ეს წიგნი ქართულად არის? მეგობარს მინდა ვაჩუქო მთელი ტრილოგია და ვერ ვპოულობ ქართულად. ინგლისურად კიდევ ვერ კითხულობს (ნუ ჩინურად ვერც მე ვახერებ smile.gif))

Posted by: _GHOST_ 5 Oct 2023, 22:01
Kambucha78
ქართულად არამგონია იყოს.


.........

Posted by: Harrison Stafford 20 Oct 2023, 03:45
ძალიან გამისწორდა

აპირებენ გაგრძელებას თ უ იცით??

Posted by: WP-Rex 24 Oct 2023, 00:20
რა მაინტერესებს იცით, მსახიობებს როგორ არჩევთ ერთმანეთისგან?

Posted by: tintoreto 11 Nov 2023, 16:56
WP-Rex
QUOTE
სამი სხეულის პრობლემა - The Three-Body Problem


უძლიერესი სერიალია სამეცნიერო ფანტასტიკის დარგში

ეს არ ჰგავს ჰოლივუდურ ფილმებს, სადაც სულ რაღაც უცხოპლანეტელების შემოსევას გვაჩვენებენ , მათთან ომები და ჩახაჩუხი
აქაა განსჯა , კაცობრიობის მომავალზე ფიქრი, თუ რისი მომტანია უცხო ცივილიზაციასთან კონტაქტი


გენიალურად თამაშობენ მსახიობები, საუკეთესონი არიან, უმაღლესი დონეზეა გადაღების ხარისხი, ცალკე საუნდტრეკები
საღოლ ჩინელები ! up.gif
არ ველოდი

Posted by: ხუედიოსი 12 Nov 2023, 02:42
წიგნები მაქვს წაკითხული და მევასება ეს სამყარო. პირველი წიგნი განსაკუთრებით ასწორებს. ამ სერიალის ყურება ვცადე რამდენჯერმე და ნუ ვერა რა :დ ვერ გავუქაჩე.

გოთის კრეატორები იღებენ კიდე და იმათ რა გამოუვათ ვნახოთ, დიდი მოლოდინები არ მაქვს არც იმათზე.

Posted by: Joiner 10 Jan 2024, 21:20



Posted by: Harrison Stafford 11 Jan 2024, 00:25
QUOTE (Joiner @ 10 Jan 2024, 21:20 )



ნწწნწნწნწნწნწ

თან ფრომ ზი დაირექტორს ოფ გეიმ ოფ ტროუნსო
დამბ ანდ დამბერი

vis.gif

Posted by: Lord_Raptor 11 Jan 2024, 08:50
Harrison Stafford
QUOTE
დამბ ანდ დამბერი

ზუსტად ეს შთაბეჭდილება შემექმნა მეც.
რა გადაიღეს კაცმა არ იცის drug.gif

Posted by: 4L3X 9 Mar 2024, 00:31
21 მარტს

Posted by: karlsoni 21 Mar 2024, 00:41
ამაღამ გამოდის პირველი სერია.
ტორენტებზე რომ დაიდება შემეხმიანეთ. user.gif

Posted by: 4L3X 22 Mar 2024, 10:11
ვუყურე პირველ 3 სერიას. სერიოზული ფულია ჩადებული პროექტში, პირველ წყაროს სულისკვეთებათ აქვს.

Posted by: WP-Rex 22 Mar 2024, 17:42
4L3X
QUOTE
ვუყურე პირველ 3 სერიას. სერიოზული ფულია ჩადებული პროექტში, პირველ წყაროს სულისკვეთებათ აქვს.

სად დევს? უი ნეტფლიქსზე იქნება))

Posted by: 4L3X 22 Mar 2024, 17:43
WP-Rex
https://fmoviesz.to/tv/3-body-problem-710n7/1-1

Posted by: ხუედიოსი 22 Mar 2024, 22:31
ვუყურე ამ სეზონს. და ნუ რასაც ველოდი ეგ დამხვდა რა - რიგითი იაფასიანი საიფაი სერიალი ბანძი დრამატურგიით, ბანძი პერსონაჟებით, დებილური დიალოგებით და საოცრად ყალბი, პლასტმასის ატმოსფეროთი. ტრილოგია წაკითხული მაქვს. პირველი წიგნი ჩემთვის ტოპია, ძაან დამევასა. და ოდნავადაც არაა მიახლოებული წიგნის ატურაჟს, ტემპს, დრამატურგიას. როგორ უნდა მოახერხო რო ასეთი პიზდეც საინტერესო მატერიალი გქონდეს და მაინც უინტერესო გამოგივიდეს სერიალი. წიგნს რო ვკითხულობდი იმენა ეგზისტენციალურ შიშს ვგრძნობდი მომენტებში. აქ იმენა პოხუიი, ვაბშე არანაირი სასპენსი და დაძაბულობა არაა. პერსონაჟებზე არანაირი ემპათია არ გიჩნდება, ვერ წვდები მათ ლოგიკას და უბრალოდ გაღიზიანებენ.
რავი მგონი ჩინური სერიალი სჯობს ამას. ყველა რო უყურებს, მერე უფრო დეტალებში შევიდეთ თუ გინდათ :დ

Posted by: Ras_al_Ghul 22 Mar 2024, 23:24
ხუედიოსი
ჩინური რელიზი სჯობს?

Posted by: Tabo 23 Mar 2024, 00:22
QUOTE
ჩინური რელიზი სჯობს?

ჩინური არის დონე! yes.gif

Posted by: no_one 23 Mar 2024, 02:18
ხუედიოსი
საოცარი მზეობაა ამერიკული, თუმცა ნეთფლიქსისგან სხვას არც ველოდი. მთავარია დაივერს ქასთი ჰყავთ

Posted by: sormer500 23 Mar 2024, 05:57
QUOTE (ხუედიოსი @ 22 Mar 2024, 22:31 )
ვუყურე ამ სეზონს. და ნუ რასაც ველოდი ეგ დამხვდა რა - რიგითი იაფასიანი საიფაი სერიალი ბანძი დრამატურგიით, ბანძი პერსონაჟებით, დებილური დიალოგებით და საოცრად ყალბი, პლასტმასის ატმოსფეროთი. ტრილოგია წაკითხული მაქვს. პირველი წიგნი ჩემთვის ტოპია, ძაან დამევასა. და ოდნავადაც არაა მიახლოებული წიგნის ატურაჟს, ტემპს, დრამატურგიას. როგორ უნდა მოახერხო რო ასეთი პიზდეც საინტერესო მატერიალი გქონდეს და მაინც უინტერესო გამოგივიდეს სერიალი. წიგნს რო ვკითხულობდი იმენა ეგზისტენციალურ შიშს ვგრძნობდი მომენტებში. აქ იმენა პოხუიი, ვაბშე არანაირი სასპენსი და დაძაბულობა არაა. პერსონაჟებზე არანაირი ემპათია არ გიჩნდება, ვერ წვდები მათ ლოგიკას და უბრალოდ გაღიზიანებენ.
რავი მგონი ჩინური სერიალი სჯობს ამას. ყველა რო უყურებს, მერე უფრო დეტალებში შევიდეთ თუ გინდათ :დ

დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი.

უბრალოდ ვოუქ მძღნერია და მაგიტომ არის ისეთი როგორც აღწერე. yes.gif

Posted by: 4L3X 23 Mar 2024, 11:54
QUOTE (4L3X @ 22 Mar 2024, 10:11 )
ვუყურე პირველ 3 სერიას. სერიოზული ფულია ჩადებული პროექტში, პირველ წყაროს სულისკვეთებათ აქვს.

ვუყურე ბოლომდე. ეს ის არ არის რასაც ველოდი. no.gif
ყველაზე მეტად მეწყინა იე ვენჯი რომ რაღაც ანეგდოტს უყვება სოულს(ლუო ჯის) კოსმოსური სოციოლოგიის აქსიომის მაგივრად facepalm.gif
სერიალში ნაკლები მეცნიერება და სტრატეგიული დაგეგმვაა და მეტი დრამა. ვეისი და ბენიოფი ვერ გაბედავენ ალბათ იმ მომენტების ჩვენებას როდესაც საზოგადოება სრულ პანიკაში და სასოწარკვეთილებაში ვარდება მაგ დროს რას აკეთებენ.
"კედლის მაყურებელნი" პერსონაჟები რომ შეცვალა მაგას არაუშავს მაგრამ რატომ შეამცირეს ეგ არის გაუგებარი.
CGI-ს გულისთვის ღირს მეორე სეზონის დალოდება. "ცრემლი" რომ ანადგურებს წუთებში ადამიანთა კოსმოფლოტს, IV განზომილება, მზის სისტემის გაორგანზომილება. თუ კი აჩვენებენ და დრამაში თუ არ ჩაიფლობა ყველაფერი.
"თამაში" მომეწონა ძალიან კარგად არის გადმოცემული და თითქმის სიტყვა-სიტყვით. და-ში იმას ათამაშეს ვინც წიგნის კითხვის დროსაც წარმომედგინა.
მომიწევს ეტყობა ჩინურის ნახვა მაგრამ იქ ხომ ვიცი რომ CGI არ იქნება ისეთი კარგი და სულ სუბტიტრებს უნდა ვუყურო სერიალის მაგივრად. sad.gif

Posted by: Hermyon 23 Mar 2024, 14:00
sormer500
QUOTE
უბრალოდ ვოუქ მძღნერია და მაგიტომ არის ისეთი როგორც აღწერე.

go woke go broke დაემართათ ###ებს?
4L3X
დიდ ტელევიზორშI უყურებ თუ რად გინდა cgi?

Posted by: 4L3X 23 Mar 2024, 14:03
QUOTE (Hermyon @ 23 Mar 2024, 14:00 )
დიდ ტელევიზორშI უყურებ თუ რად გინდა cgi?

მინდა რომ ფანტასტიკური მომენტები როდესაც იქნება კარგი კომპიუტერული გრაფიკით იყოს გაკეთებული, დიდი ტელევიზორი რა შუაშია ვერ ვხვდები. user.gif

Posted by: Old City 25 Mar 2024, 01:00
მართალი გითხრათ და ინტუიტიურ დონეზე ველოდი, რომ ჩინური ვარიანტი უკეთესი იქნებოდა.
საქმე იმაშია, რომ ჩინურ ვერსიაში იგრძნობა პატივისცემა ავტორისადმი. აი ამერიკულში კი ავტორი უბრალოდ იდეაა, რომელსაც რასაც გინდა იმას უზამ.
ხო და გამოვიდა მარკეტინგული სირობა. ნუ ჯერჯერობით ასე ჩანს sad.gif


პ.ს. იგივე განცა გამიჩნდა აზიმოვის დასაბამის ეკრანიზაციაზე, რომელის საარაკო კვერცხობა გამოვიდა.

Posted by: IronBank 25 Mar 2024, 23:09
გამოვიწერე წიგნები, მთავარმა იდეამ ჩამითრია, ნეტფლიქსობების მიღმა რომ რაღაც განსაკუთრებული იმალება ორიგინალში მაშინვე იგრძნობა.

Posted by: Floridian 26 Mar 2024, 05:17
ძალიან საკაიფო რამეა..

მინუსები რაც აქვს, ზედმეტად დასცინიან დასავლურ კულტურას.. სიმულაციაში რომ არიან მანდ განსაკუთრებით.. რენესანსის ეპოქას მერე განმანათლებლობის ინგლისელ მეცნიერებს ძალიან კლეურად და ბანძრად დასცინეს..
და ბოლოსკენ გააპაპსავეს .. ეს ამერიკელების დაცინვა და რამე ძალიან ძიშოვი რამე იყო ;დ

მარა ნუ მთლიანობაში ეგ გარემოება რომ არ გაითვალისწინო, საკიფოა..

ჩინურს ვგულისხმობ ანუ.. ნეტფლიქსის არ მინახავს ჯერ

Posted by: IronBank 26 Mar 2024, 11:43
QUOTE
რენესანსის ეპოქას მერე განმანათლებლობის ინგლისელ მეცნიერებს ძალიან კლეურად და ბანძრად დასცინეს..


ეგენი ხომ უბრალოდ მოთამაშეები იყვნენ როგორც ამან აირჩია სახელად კოპერნიკი, იმათაც ნიუტონი და რაღაცეები აირჩიეს უბრალოდ, მაგიტომ იქცეოდნენ მასე, ანუ თამაში ერთმანეთს აჯიბრებდა და საუკეთესო კანდიდატებს არჩევდა, არა?

Posted by: Lord_Raptor 26 Mar 2024, 14:14
ჩინური ვერსია რომ უკეთესი იქნებოდა მე თავიდანვე ვიწინასწარმეტყველე.
რეჟისურა, ქრონომეტრაჟი და ზოგადად გადაღება ნეტფლიქსის შეიძლება უკეთესია, სამაგიეროდ აზრისგანაა დაცლილი.
საბოლოო ჯამში ვერცერთი ვერსია ვერ გაწვდება წიგნის მასშტაბს.
ამას ჭირდება ფენომენი რეჟისორი, კუბრიკი ან ტარკოვსკი ან თუნდაც ნოლანი. ასე მარტივად ამ ამბის მოყოლა და გადმოტანა არ გამოვა.
ჩინელებს მაინც მალადეც, კარგი შედეგი დადეს.

Posted by: Floridian 27 Mar 2024, 18:26
IronBank
QUOTE
ეგენი ხომ უბრალოდ მოთამაშეები იყვნენ როგორც ამან აირჩია სახელად კოპერნიკი, იმათაც ნიუტონი და რაღაცეები აირჩიეს უბრალოდ, მაგიტომ იქცეოდნენ მასე, ანუ თამაში ერთმანეთს აჯიბრებდა და საუკეთესო კანდიდატებს არჩევდა, არა?


რამდენადაც მე მივხდი ცნობილი პერსონაჟები სიმულაცია იყო თამაშის..
მოთამაშეებს უბრალოდ უნდა ამოეცნოთ ეგ გამოცანა
ხოლო რა ეპოქაშიც ხვდებოდნენ და ვინც მანდ ხვდებოდა ცნობილი ადამინები ეგ თამაშის ნაწილი იყო და არა რეალური ადამიანები

Posted by: _GHOST_ 27 Mar 2024, 20:51
სერიალი ჯერ არ მინახავს, მაგრამ ნიუტონი და ფონ ნოიმანი მოთამაშეები იყვნენ, არა სიმულაცია.

Posted by: Floridian 27 Mar 2024, 20:58
_GHOST_
QUOTE
სერიალი ჯერ არ მინახავს, მაგრამ ნიუტონი და ფონ ნოიმანი მოთამაშეები იყვნენ, არა სიმულაცია.

წიგნშ მასეა?
მარა სერიალში სულ სხვა შთაბეჭდილებაა
ანუ არიან მოთამეშეები ვინც თავისას ატრაკებენ მარა როდესაც ხვდებიან სხვდასხვა ეპოქაში მანდ სიმულაციები ხვდებიან
რაც აუთენტიკას სძენს.. ანუ მოთამაშეები გადიან იმ ცხოვრებას იმ ადამინებთან ერთად ვინც იმ პერიოდში მოღვაწეობდა და ეგენი სიმულაციაა

Posted by: JoePistone 27 Mar 2024, 21:02
6-ე სერიის 00:53 წამზე საქართველო გაიჩითა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია user posted image

Posted by: _GHOST_ 27 Mar 2024, 21:08
Floridian
კი, წიგნში მოთამაშეები არიან, ფონ ნოიმანი ვოლბრექერია თან.

Posted by: Floridian 27 Mar 2024, 21:30
_GHOST_
QUOTE
კი, წიგნში მოთამაშეები არიან, ფონ ნოიმანი ვოლბრექერია თან.

ხო ალბათ სერიალშ ეს პროპაგანდისთვის უფრო იყო გაკეთებული
ვინაიდან ჩინურია ნუ ;დ და იასნია დასავლური კულტურა უნდა დაეკნინებინათ ;დ
პროსტა ძალიან იაფასიანად გამოუვიდად ;დ

Posted by: J4st5 28 Mar 2024, 16:09
მეგობრებო საიდნ შეილება გამოწერა ამაზონი იბეის გარდა გამოცდილი და სანდო ვებგვერდი რომ იყოს გინდ რუსულად გინდ ინგლისურად და ვისან წაკითხული გავქთ რამდენი წიგნია სულ

Posted by: 4L3X 28 Mar 2024, 16:32
QUOTE (J4st5 @ 28 Mar 2024, 16:09 )
ვისან წაკითხული გავქთ რამდენი წიგნია სულ

ტრილოგიაა. "სამი სხეულის პრობლემა", "ბნელი ტყე" და "სიკვდილის დასასრული"

Posted by: ხუედიოსი 28 Mar 2024, 18:23
J4st5
ელექტრონული ვერსიებია რუსულად სამივე წიგნის.


ჩინური სერიალი სამი სერია მქონდა ნანახი და მაშინ ვერ წაიღო და ნეგატიური კომენტარიც დავწერე მგონი. ნეტფლიქსის "შედევრს" რომ ვუყურე, მერე მეთქი ჩინურს კიდე მივცემ აბა შანს. ახლა მეათე სერიაზე ვარ და ბოდიში ჩინელებო :დ ნუ ნეტლიქსის ნაგავთან შედარებით წარმოუდგენლად ბევრად უკეთესია თითქმის ყველა ასპეკტში თან. სამეცნიერო დილემები და პარადოქსებიც ბევრკად კარგადაა ნაჩვენები, როცა ნეტფლიქსი იმენა დორბლიანი დებილებისთვის იღებს.

Posted by: J4st5 28 Mar 2024, 19:48
QUOTE (ხუედიოსი @ 28 Mar 2024, 18:23 )
J4st5
ელექტრონული ვერსიებია რუსულად სამივე წიგნის.


ჩინური სერიალი სამი სერია მქონდა ნანახი და მაშინ ვერ წაიღო და ნეგატიური კომენტარიც დავწერე მგონი. ნეტფლიქსის "შედევრს" რომ ვუყურე, მერე მეთქი ჩინურს კიდე მივცემ აბა შანს.  ახლა მეათე სერიაზე ვარ და ბოდიში ჩინელებო :დ ნუ ნეტლიქსის ნაგავთან შედარებით წარმოუდგენლად ბევრად უკეთესია თითქმის ყველა ასპეკტში თან. სამეცნიერო დილემები და პარადოქსებიც ბევრკად კარგადაა ნაჩვენები, როცა ნეტფლიქსი იმენა დორბლიანი დებილებისთვის იღებს.

არა მე არ მინდა და ვისაც უნდა ამაზონი იბეი არ აწყობს და ელ ვერსიაც არ აწყობს მადლობა მაინც


დავასრულე სერიალი და იმდენი შეკითხვა დამრჩა ვერაფერი ვერ გავიგე biggrin.gif

მეც მომინდა ახლა წიგნის ყიდვა თორე ვერაფერი ვერ გავიგე drug.gif

სად უყურებ ჩინურ ვერსიას ?

Posted by: ხუედიოსი 28 Mar 2024, 20:10
J4st5
ჰდ რეზკაზე დევს რუსულად, ჩატში ჩაგიგდებ ლინკს

Posted by: ლაშა117 15 Apr 2024, 13:40
პირველი სერია ვნახე და ერთი სული მაქვს სახლში მივიდე რომ გავაგრძელო

Posted by: პითონი 16 Apr 2024, 19:56
სულ 1 სეზონია?

არ გაგრძელდება?

Posted by: sabuk 26 Apr 2024, 11:49
QUOTE
ვისან წაკითხული გავქთ

პირველ წიგნს ვამთავრებ და ჯერაც ვიტანჯები ჩინურ სახელებზე biggrin.gif ძლივს დავიმახსოვრე ვიღაცეები

Posted by: IronBank 26 Apr 2024, 17:22
QUOTE
პირველ წიგნს ვამთავრებ და ჯერაც ვიტანჯები ჩინურ სახელებზე  ძლივს დავიმახსოვრე ვიღაცეები

lol.gif სერიოზული პრობლემაა

user posted image

პირველ წიგნს ვიწყებ, ესეთი რამე მხოლოდ სილმარილიონში მაქვს ნანახი, ისიც ბოლოში, წიგნი პერსონაჟების ჩამოთვლით იწყებოდეს პირველად ვნახე lol.gif

Posted by: karlsoni 2 May 2024, 22:53
ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით ვუყურე. . . .
წიგნის მერე ძნელია ჩაჯდომა. . . .
ნორმალური გამოუვიდათ. . . . მაგრამ, თუ "კულტურული რევოლუციის" მომენტების ამოღებას არ ჩავთვლით, ჩინელები უკეთესად თამაშობდნენ. . . .
განსაკუთრებით დეტექტივი და ში. . . . აშკარად შეცვალეს ამერიკელებმა პერსონაჟის თვისებები. . . ორიგინალი ჯობდა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)