forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
» განყოფილების წესები «

Pages: (47) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Samsung Galaxy S8 & Galaxy S8 Plus, ყველაზე ლამაზი და დახვეწილი სმარტფონი
BeCooL
Oh really? Gtfo


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 5215
წევრი No.: 74555
რეგისტრ.: 14-November 08

  გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 20:39  #50256035      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ,
ეს თემა ეძღვნება სამსუნგის მორიგ ორ შედევრს, ყველაზე ლამაზი და დახვეწილი დიზაინის მქონე Galaxy S8 და Galaxy S8+ს, რომლის ანონსიც იყო დღეს 29მარტს, New York-ში.
მინდა ავღნიშნო რომ ბოლო 3 წელია სერიოზულ პროგრესს განიცდის სამსუნგი დიზაინის მხრივ, S6Edge/Note5/S7Edge/Note7. მოგეხსენებათ რომ შარშან S7edge ხოლო შარშან წინ S6edge დასახელდა წლის საუკეთესო სმარტფონად. გარდა იმისა რომ კომპანია თითქმის ყველაფერს აწარმოებს თვითონ საკუთარი სმარტფონისთვის, ასევე გამოირჩევა ძალიან ლამაზი დიზაინით.


user posted image


S8/S8+ Official Intro:


დავიწყოთ ტექნიკური მახასიათებლებით,
ჩიფსეტი:
ორივე მოდელი აღჭურვილია უახლესი 10ნანომეტრიანი ჩიფსეტ(ებ)ით, ამერიკის და ჩინეთის ბაზრისთვის Snapdragon 835-ით რომელიც მოიცავს 4 მძლავრ(Kryo 280)ბირთვს 2.35Ghz და 4 შედარებით სუსტ ბირთვს 1.9Ghz + Adreno 540 გრაფიკული პროცესორით , ხოლო ევროპული/საერთაშორისო ვერსიებისთვის Exynos 9 რომელიც ასევე მოიცავს 4 მძლავრ( Exynos M2) ბირთვს 2.3Ghz და 4 შედარებით სუსტ(Cortex A-53) ბირთვს 1.7Ghz + 20 ბირთვიანი Mali G71 გრაფიკული პროცესორი. ოპერატიული მეხსიერება კი შეადგენს 4GB-ს, LPDDR4X. შესანახი მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 256GB-მდე.
პირველი სმარტფონია S8 რომელიც გამოვა გაყიდვაში S835-ით, Bluetooth 5.0-ით და LTE 1 gbps მხარდაჭერით.
ეკრანი:
ორივე სმარტფონის ეკრანი დამზადებულია, სუპერ ამოლედის უახლეს ტექნოლოგიაზე სადაც გაუმჯობესებულია რეალურ ფერთა გადმოცემა, Super AMOLED Infinity HDR10 ეკრანი, 18.5:9 ინჩზე WQHD+ (2960 x 1440) გაფართოებით, ე.წ. 3K. ამ გაფართოებამ არ შეგაშინოთ რადგან პარამეტრებიდან შეგიძლიათ შეცვალოთ იგი FHD+ (2280 x 1080) ან HD+ (1480 x 720) ზე.
ეკრანი გამოირჩევა მისი უნიკალურობით და ძალიან ლამაზი ფორმით დიზაინის თვალსაზრისით. საუკეთესო ეკრანია ბაზარზე.
Edge ტიპის ეკრანი რომელსაც უკავია კორპუსის 83-84%. S8-ის ეკრანის ზომა არის 5.8 ინჩი, ხოლო S8+ის 6.2 ინჩი.
კამერა:
კამერამ ბევრისთვის კითხვის ნიშნები დატოვა რადგან S8-ში წარმოგვიდგინეს იგივე კამერის სენსორი რაც S7-ში იყო გამოყენებული, 12 მეგაპიქსელიანი Sony IMX260 Dual Pixel , 1.7 დიაფრაგმითა და 1.4 მიკრონ პიქსელით. Dual Pixel აუტოფოკუსი, ლაზერული ავტოფოკუსი, ოპტიკური სტაბილიზაცია. S8-ში კამერის კუთხით სიახლე არის ის რომ, გადაღება გაუმჯობესებულია Multi-Frame Processor-ის გამოყენებით სმარტში, რაც გამოიხატება იმაში რომ, სურათის გადაღების დროს იგი იღებს სურათების რამოდენიმე ვარიანტს და საბოლოო სურათად ირჩევს საუკეთესო ვარიანტს ნაკლები ხმაურით და უფრო სუფთა/ნათელი დეტალიზაციით. დაახლოებით იგივე მეთოდია გამოყენებული გუგლ პიქსელში გუგლის მიერ, პროგრამული/ალგორითმული გამოთვლების ხარჯზე რამაც ძალიან მაგარი შედეგი გამოიღო. აქედან გამომდინარე, S8-ის კამერაზე 1.7 დიაფრაგმითა და Dual Pixel ტექნოლოგიით გაცილებით უკეთესი შედეგი უნდა გვქონდეს ამ სიახლით. ასევე, საბოლოო სურათის "მიღება და დამახსოვრება" S8-ზე იქნება უფრო სწრაფი ვიდრე Google Pixel-ზე, 10ნმ ჩიფსეტის და UFS 2.1-ის ხარჯზე.
რაც შეეხება ვიდეო გადაღებას, გაზრდილია FPS 4K 1080P და 720P გადაღებაზე, 4K 60 FPS 1080P 120 FPS და 720P 240fps.
წინა(სელფის) კამერაც გაუმჯობესებულია, 8 მეგაფიქსელიანი 1.7 დიაფრაგმითა და 1.21 მიკრონ ფიქსელით, დაემატა Auto Focus.
აუდიო სისტემა
ამ მხრივ გვაქვს სიახლე S8-ში, ყურსასმენებში შეგვიძლია მოვუსმინოთ Hi-Res 32 ბიტიანი აუდიო ფაილებს. ყუთში კი მოყვება Harman Kardon(AKG)-ს მაღალი ხარისხის ყურსასმენები.
ელემენტი:
S8 და S8+ აღჭურვილია 3000Mah და 3500Mah მოცულობის ელემენტით. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვან სიახლე არის ის რომ ელემენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. შედარებისთვის, მაგალითად S7 EDGE-ის ელემენტი 1 წლის შემდგომ დეგრადაციის შედეგად თუ კარგავს რესურსის 20%-ს, S8 დაკარგავს 5%-ს.
რათქმა უნდა ორივე სმარტფონს აქვს უახლესი ტენოლოგიის სწრაფი დატენვა, ასევე გაუმჯობესებულია Wireless სწრაფი დატენვაც.
დიზაინი:
Galaxy S8/S8+ წარმოდგენილია შუშის დიზაინით გვერდებზე მეტალის კანტებით. Infinity Edge ეკრანის გამოყენებით და Bazell(ჩარჩოების) მინიმუმამდე შემცირებით, მივიღეთ კომპაქტურ ზომებში მაქსიმალურად დიდი ეკრანი. ძალიან მომხიბლა ამის დიზაინმა, საუკეთესოა ჩემი აზრით. ეკრანის ზომებთან შედარებით კომპაქტური, ლამაზი და დახვეწილი <3
წინა პანელიდან ამოღებულია Home ღილაკი და თითის ანაბეჭდი გადატანილია უკან, კამერის გვერდზე. რათქმა უნდა ორივე სმარტფონი არის წყალგაუმტარი, IP68 სერტიფიკატით.


ორივე სმარტფონი წინიდან არის შავი, ხოლო უკნიდან კი წარმოდგენილია 5 ფერში, Black, Orchid Gray, Silver, while Blue Maple Gold.

user posted image



ფიშკები/სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლებიც:

Security/დაცვის კუთხით და ასევე სხვა ფუნქციური დატვირთვებით, თითის ანაბეჭდთან ერთად, Galaxy S8/S8+ აღჭურვილია (Iris Scanner)თვალის ბოიმეტრიული სკანერით და სახის მოძრაობის "დეტექტორით". Galaxy S8/S8+ შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე დაცულ სმარტფონად ^^
კარგა ხსნის დეველოპინგის შემდეგ მიაღწიეს იმას რომ თვალის სკანერი+სახის ამომცნობის ერთობლივი მუშაობის ხარჯზე ხდება ტელეფონის განბლოკვა საკმაოდ სწრაფად და კომფორტულად, თითის ანაბეჭდს უმეტეს შემთხვევებში აღარც გამოიყენებთ. პირველი და ერთადერთი სმარტფონია S8 მსგავსად გამართული სიახლით wink.gif
Samsung Pay / Samsung Pass
სამწუხაროდ ჩვენი რეგიონისთვის ხელმიუხვდომელია, მაგრამ საკმაოდ პოპულარული და მნიშვნელოვანი თითქმის ყველ განვითარეულ ქვეყანაში, მილიონობით ადამიანი იყენებს ამ ძალიან კომფორტულ სერვისს, ყველა ბარათის ელექტრონულად გაერთიანება 1 აპლიკაციაში/სერვისში და მათი გამოყენება, თითის ანაბეჭდთან ერთად, აქაც გამოიყენება Iris Scanner.
Virtual Assistant - Bixby
ეს არის მართლაც ინოვაციური, რევოლუციური და მემგონი ყველაზე ჭკვიანი ვირტუალური-ხმოვანი ასისტენტი რაც კი აქამდე გვინახავს, Bixby. იგი ინტეგრირებულია ყველა სისტემურ აპლიკაციასთან, ასევე მისი მეშვეობით შეგიძლიათ მართოთ ყველა თქვენს სმარტფონთან დაკავშირებული ტექნიკა/მოწყობილობა. მორგებულია მომხმარებლის "Experience"-ზე და გადის ადაპტაციას თქვენს "ჩვევებზე"/Experience-ზე სმარტფონის ფუნქციურ გამოყენებაში.
მას განკუთვნილი აქვს ცალკეული ღილაკი, რომლის მეშვეობითაც კამერის გახსნის დროს შეგიძლიათ გამოიძახოთ და Live რეჟიმში ინფორმაცია მოიძიოს ამა თუ იმ საგანზე/ობიექტზე/ტექსტზე და ა.შ. სმარტის გაყიდვაში გამოსვლისთანავე მას ექნება 8 ენის მხარდაჭერა და მომავალში გაანხლების პერსპექტივით.
Eco System Devices/Samsung Connect
კიდევ ერთი მულტიფუნქციური/ინოვაციური დატვირთვა. სმარტფონთან დაკავშირებული ყველა მოწყობილობის/ტექნიკის მართვა ერთი მარტივი აპლიკაციით Samsung Connect, ეს იქნება ტელევიზორი, დინამიკები, მაცივარი სარეცხი მანქანა თუ სხვა რამ )) მათ მართვას/შემოწმებას შეძლებთ კილომეტრების მოშორებითაც Remote Access-ით.
Bixby-ის უნიკალურობა აქაც გამოიხატება ყველა დაკავშირებული Eco System device-ბის მართვით/კონტროლით, ძალიან დიდი კომფორტია მათთვის ვისაც საშუალება აქვს მოაწყოს სახლი სამსუნგის ტექნიკით ^^
Navigation Bar/სენსორული ღილაკები
წინა პანელზე წარმოდგენილია ეკრანში ჩაჭენებული სენსორული "ღილაკები" და ამოღებულია ფიზიკური Home ღილაკი. სამივე სენსორული ღილაკის ფუნქციონალის შეცვლა შეიძლება პარამეტრებიდან. ასევე Home ღილაკი არ არის მარტო "სენსორული", იგი ასევე არის ნაწილობრივ "ფიზიკური", ანუ იზრუნეს მათთვის ვისაც მოსწონდა ფიზიკური Home ღილაკი და მასზე დაჭერა. Invisible HOME Button(უჩინარი home ღილაკი, ჰარდის+სოფტის კომბინაციით მასზე თითის დაჭერა ფიზიკურ ღილაკზე დაჭერის შეგრძნებას გვაძლევს <3 iPhone7-ის haptic feedback/3D Touch-ის მსგავსად.
Dex Dock
მორიგი კარგი სიახლე, Dex-ის მეშვეობით S8/S8+ს გამოვიყენებთ როგორც დესკტოპ კომპიუტერს, მონიტორზე HDMI შნურით მიერთებით. რასაც სხვადასხვადა ფუნქციური დატვირთვა აქვს. შეძლებთ გამოიყენოთ Microsoft-ის საოფისე პაკეტი, დროდადრო დაემატა სხვა Windows აპპების მხარდაჭერა Microsoft-თთან თანამშრომლობის შედეგად.
ინტერფეისი
ინტერფეისი საკმაოდ მინიმალისტურია, და რაც მთავარია შემსუბუქებული.


user posted image

user posted image

user posted image


Samsung Galaxy S8 Impressions/Hands On:


Samsung Galaxy S8: Unbox Your Phone



Galaxy S8: Welcome to New York


This post has been edited by BeCooL on 3 Apr 2017, 11:51

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
1111.png


--------------------
■M/B -ASUS Z87-K ✔
■CPU - Intel®Core™ i7-4790K T.Boost 4.4 GHz✔
■VGA - EVGA GTX 770 SC 2GB✔
■RAM -G.SKILL TridentX 8GB,2400 MHz✔
■HDD -Seagate 1TB+SSD Intel520✔
■PSU - Seasonic X850 KM3
■Cooler -Noctua NH-D14 <3✔
■Case - Cooler Master HAF 932✔
GoogleB0t
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 53
წევრი No.: 230008
რეგისტრ.: 12-March 17

გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 20:42  #50256054      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ანდროიდის ბოლო ვერსია რომ იყოს, დიდი ბატარეა და ოდნავ მცირე ზომები, იდეალური იქნებოდა.

დიზაინი უნაკლოა love.gif
ml888
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 792
წევრი No.: 176501
რეგისტრ.: 13-November 13

გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 20:43  #50256061      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა აკგ ყურსასმენები საზიზღარი ხმა აქ ს7 სერიას და რა ყურსასმენებიც არ უნდა დავაყენო ხმა ნაგავი აქ მაინც და ეგ აკგ ყურსასმენები ერთ ადგილზე გაიჭედონ biggrin.gif ერჩივნათ ხმა გამოესწორებინათ ბოლო ბოლო ჰარმანი იყიდეს და ელემენტიც ნაგავი ააქ კიდე. ვნახოთ ელემენტის მუშაობა ჯერ კიდე როგორ გაამართლებს მაგრამ დარწმუნებული ვარ ს7 აჯობებს ავტონომიურობით smile.gif დიზაინით მომეწონა ს8 მაგრამ უფრო პატარა რო ყოფილიყო მაგრა გაასწორებდა


--------------------
8472 5367 646278 267684 97298324 766337 3784-282723 3282786337 8526
BeCooL
Oh really? Gtfo


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 5215
წევრი No.: 74555
რეგისტრ.: 14-November 08

გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 20:43  #50256063      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აი ძაააააააააააან დამევასა love.gif love.gif love.gif love.gif
SHA2
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3177
წევრი No.: 71637
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 20:44  #50256070      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან მაგარი უნდა იყოს წესით და როდის ჩამოაღწევს აქ facepalm.gif
პ.ს. ელემენტს 3500+ ველოდი

This post has been edited by SHA2 on 29 Mar 2017, 20:45
gio3870X2
მძულს უგულო სიყვარული, ხვენა კოცნა მტლაში მტლუში!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2274
წევრი No.: 54385
რეგისტრ.: 26-February 08

გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 20:49  #50256098      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე ელჯი მომეწონა ეკრანის პონტში უფრო მაგრად ჩატიეს ზომებში.


--------------------
CPU √ Intel® Core i7-6700 3.4 GHz
M/B √ ASROCK Z170 M DDR4 3466 MHz
RAM √ G.Skill Trident Z 16GB DDR4-3200
VGA √ XFX RX-480 AMD Radeon RS 8GB
PSU √ RM Series™ 550 wat
SSD √ PNY CS1311 120GB
HDD √ WD Blue 1TB 6 Gb/s 7200 RPM 64MB
MON √Perfect Pixel 144Hz 1960x1080 1ms
spichuka
- რიჟები <3


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2832
წევრი No.: 129881
რეგისტრ.: 10-April 11

გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 20:53  #50256133      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძაან მაგარი დიზაიინიი აქვს love.gif love.gif

Edge ვერსია არ აქვს ხო??
Madame Wong
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 144
წევრი No.: 164736
რეგისტრ.: 2-April 13

გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 21:01  #50256198      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მომწონს ძაან, ვიდზეა სუპერ და არც სხვა რამე აქვს დასაწუნი
nodarie
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14673
წევრი No.: 165059
რეგისტრ.: 7-April 13

გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 21:35  #50256391      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
დეტალური მომოხილვა შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://review.ge/2017/03/samsung-galaxy-s8...83%93%E1%83%98/


--------------------
GOOGLE
SAMSUNG
SONY



https://www.facebook.com/review.ge
http://review.ge/
ლაშა117
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 15885
წევრი No.: 85894
რეგისტრ.: 4-March 09

გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 21:35  #50256392      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BeCooL
ვერ ვუყურე ნორმალურად პრეზენტაციას. დავით ვერ დამილინკავ რამე საიტს სადაც მთავარი ფიშკები იქნება ჩამოთვლილი. დიზაინი აქვს საოცარი smile.gif

GoogleB0t
დარწმუნებული ვარ ძალიან მოკლე დროში ბოლო ვერსიაზე განახლდება

SHA2
ელემენტის წარმადობა ციფრებით არ იზომება smile.gif ლენოვოს აქვს 4000 ელემენტი მაგრამ ჩემი 3600 თავზე უშვება ყველა ამბავში smile.gif
აქ მთავარია ოპტიმიზაცია, რაც დარწმუნებული ვარ S7-თან შედარებით უკეთესი ექნება.


P.S Wallpaper-ები კარგი ხარისხით დალინკეთ რა biggrin.gif


--------------------
Repo.Ge - ქართული ანდროიდ რეპოზიტორი!!!
Kakh48
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1582
წევრი No.: 171348
რეგისტრ.: 4-August 13

გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 21:39  #50256417      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გადაწყდა ეს იქნება ჩემი მომავალი სმარტფონი love.gif love.gif
vinchenso
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 880
წევრი No.: 183141
რეგისტრ.: 13-March 14

გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 21:40  #50256423      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კარგი რამეაა მაგრამ ნოუთს გრანდიოზულს ველოდები მაინც... კამერაზე რა ილაპარაკეს, მაშინ ვაყენებდი მაინცდამაინც ვინდოუს biggrin.gif
nodarie
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14673
წევრი No.: 165059
რეგისტრ.: 7-April 13

გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 21:42  #50256435      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
vinchenso
კამერა ზუსტად იგივე დარჩა, არანაირი სიახლე....

ერთადერთი სიახლე გაწელილი ეკრანი და ხმოვანი ასისტენტია ამ სმარტფონში biggrin.gif
SHA2
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3177
წევრი No.: 71637
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 21:48  #50256469      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ კარგი რამეა მარა ეს სერიის ხელწერაა რა...

ველოდები ნოუთ 8 ს

ნოუთი სხვა თემაა love.gif
GoogleB0t
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 53
წევრი No.: 230008
რეგისტრ.: 12-March 17

გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 21:50  #50256481      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მოკლედ კარგი რამეა მარა ეს სერიის ხელწერაა რა...

აბა რისი ხელწერა უნდა იყოს? biggrin.gif
3 წევრი ათვალიერებს ამ თემას (3 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (47) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.4817 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]