კრიტიკა
ძალიან ყელში ამოვიდა უბრალოდ ინგლისური აქცენტით და გამოთქმით ქართულის კითხვა
ის აუდიტორია, ვისთვისაც მალავს ქართულს, რითი უნდა დაინტერსედეს?
ტექსტს ვერ გაიგებენ, გათიშავენ 1 წუთში
ხალხი ტექსტებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მითუმეტეს ეს მელოდისტი არაა, ტექსტებს წერს, ხო?
მეორე ბიჭი უფრო კარგად გამოთქვამს სიტყვებს
ანუ ინტრიგა მეტია
მაგრამ ეგ ყოველთვის მეორე ნაწილშია ხოლმე და მანდამდე ვინმეს ნერვები გაყვეს, მეეჭვება
მეორე ვარიანტია, რომ ქართველებისთვისაა განკუთვნილი ეს დიქცია და ვის ეპრანჭება მაგით?
ნინო ჩხეიძეს?
არცერთი ვარიანტი არ მიუთითებს რაიმე სახის ქულობაზე
ეს რომ ქართულ სიტყვებს ცოტა მაინც მეტად გასაგებად გამოთქვამდეს, ეყოლებოდა მილიონი მსმენელი და ზეპირად ეცოდინებოდათ სიტყვები
იმიტომ რომ უცხო ენას აქვს თავისი ხიბლი
კლინგონების ენა აქვს ხალხს ნასწავლი
ჩაწეროს ყველაფერი თავიდან