ოპელებზე (ვექტრა ბ 2.2-ზე და ასტრა გ-ზე) გამოვიწერე ორიგინალური GM ხუნდები და "სვეჩები" ebay.co.uk-დან, ვექტრას წინა ხუნდები ჩამომივიდა, მართალია მძიმე აღმოჩნდა (2კგ).... 2.2 ვექტრა ბ ხუნდებს აქ ან ვიშოვიდი ან არა, და თუ ვიშოვიდი - იქნებოდა სტანდარტული ჩინური ნაგავი 50 ლარში მინიმუმ, და ასე კიდე ორიგინალები დამიჯდა 75 ლარი ჩამოტანით (27 ლარი ჩამოტანის მათ შორის), ადგილზე (ebay.co.uk-ზე) 18 ფუნტი (48 ლარი) ღირდა. სხვა ფასები ასეთი იყო - ვექტრის უკანა ხუნდებს მივაგენი 4 ფუნტად + 5 ფუნტი იქაური შიპინგის, ასტრის წინა ხუნდები 13 ფუნტი პლუს 7 ფუნტი იქაური შიპინგი, 2.2 ეკოტეკის სვეჩები 2 ფუნტი ცალი, 8 ფუნტი ოთხივე (21 ლარი), 1.6 ეკოტეკის 4 სვეჩი - 10 ფუნტი (26 ლარი).. ყველა ნაწილი - ორიგინალი GM...
მეგობარს გამოვუწერე CR-V-ზე სტერჟნები rockauto-დან , MOOG-ის ფირმის, აქ ნაყიდი მეორე დღეს ფუჭდებაო. გამოვიწერეთ ახალ წლამდე, ჯერჯერობით getit-ის ინგლისის მისამართზე არაა მისული ამანათი... მოკლედ, დაილოცოს ტრეკინგიანი ამერიკული საფოსტო სერვისები და დახვეწილი usa2georgia-ს სერვივი
ნუ getit.ge-ს სერვისს თუ ავიტან, ინგლისის სამეფო საფოსტო სამსახურს ვერ ვუშველი ვერაფერს
არა და ოპელების უმეტესობა ნაწილები არის ebay.de-ზე და ebay.co.uk-ზე, ინგლისის ოპელის - VAUXHALL-ის სავაწრო ნიშნით... ისე ძველი SAAB 9-5 იგივე ვექტრა ბ-ა სავალი ნაწილის ამბავში, და ბლომად სავალი ნაწილი მიდის ჩემს ტაშტზე (იგივე ხუნდები, სტერჟნები, შარავოები და ა.შ), და არის ebay.com-ზე, მაგრამ ფასები აქაჩული მომეჩვენა ცოტა. მე მგონი გავაგრძელებ ნაწილების ჩამოტანას ჩემი ტაშტებისთვის ამერიკიდან და ევროპიდან, მეცოდინება მაინც რას დავაყენებ მანქანებზე......