არავის გაქვთ უმუშევრობის დაზღვევა? ყველაზე მეტად მაინტერესებს თუ დაგიდგათ სადაზღვევო შემთხვევა და აგინაზღაურათ თუ არა გპიმ
* * *
მე რაც მაქვს ახლა გპი-სთან შეხება, ძალიან დაბალი დონეა + უპასუხისმგებლობა
კომპანიას არ აქვს ჩამოყალიბებული პროცედურები სადაზღვევო ანაზღაურებაზე
არ არის კავშირი ფრონტ და ბექ ოფისს შორის. ფრონტი ერთ რამეს გეუბნება, ბექი სულ სხვა რამეს ამბობს
რაც მთავარია, ვერ მივაღწიე იმას, რომ თავად გპი-ს მიერ გამოწვეული გაუგებრობა როგორმე აღმოვფხვრა
ვერ მივაღწიე ერთ კონკრეტულ ადამიანთან საუბარს, რომელიც ყველაფერს თავის საქმეს დაარქმევს და მოაგვარებს უაზროდ წარმოქმნილ პრობლემას
ვითხოვ მენეჯერთან საუბარს, მირეკავს ვინმე, მეუბნება რომ მენეჯერია და საუბარში აღმოჩნდება, რომ მას არ შეუძლია ჩემი პრობლემის მოგვარება და კიდევ სხვა მენეჯერს უნდა ვესაუბრო. და ასე დაუსრულებლად.
მოკლედ, წყობიდან გამომიყვანა დღს გპი-მ.
ისეთი პირი უჩანს, რომ განზრახ იქცევიან ასე. თუ მართლა ესაა, მაშინ ძალიან ცუდი. მე თავს აუცილებლად დავიცავ და არც გპი-ს და არც სხვა ვინმეს მივცემ უფლებას დამჩაგროს მაგრამ ძალიან ცუდი პრეცედენტია ასეთი უპასუხისმგებლო იწილო-ბიწილო ამხელა კომპანიაში.
* * *
update: ჩემმა დაწიოკებამ როგორც ჩანს გაჭრა. მთელი დღის რეკვების და დაწიოკების შედეგად ჩამირიცხეს ჩასარიცხი. დამაწყდა ნერვები