✔ ჭიათურის თემურ მაღრაძის სახელობის ცენტრალური სტადიონს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტები შეისწავლიან. ბიუროს ექსპერტი დღეს ჭიათურის ცენტრალურ სტადიონზე იმყოფებოდა, სადაც დეტალურად დაათვალიერა სტადიონის ტრიბუნები.
✔ სამხარაულის ბიუროს წარმომადგენელს ადგილზე ჭიათურის გამგებელი ზურაბ კუპატაძე, გამგებლის მოადგილე თემურ შეყლაშვილი და გამგეობის სამსახურის უფროსები შეხვდნენ.
✔ სამხარაულის ბიუროს მიერ სტადიონის მდგრადობის შესწავლა და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის დადება მოხდება. რის საფუძვლეზეც ჭიათურის ცენტრალური სტადიონის აღდგენის პროექტი შემუშავდება.