Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რელიგია > რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო?


Posted by: androabuladze 25 Nov 2016, 18:37


მორწმუნეებს სწამთ, რომ სამყარო შექმნა ღმერთმა
და მთელი ხილული გარემო მისი შემოქმედების ნაყოფია (ვარსკვლავიდან ადამიანამდე).
ღირსეული ადამიანები სამოთხეში მოხვდებიან, სხვები კი ჯოჯოხეთში.

ჩნდება კითხვა - რატომ?

რაში დასჭირდა ყოვლისშემძლე ღმერთს ეს ყველაფერი?




Posted by: AKREATON 25 Nov 2016, 18:41
QUOTE (androabuladze @ 25 Nov 2016, 18:37 )
რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო?

ესეთი? ? ?

Posted by: androabuladze 25 Nov 2016, 18:45


AKREATON
QUOTE
ესეთი? ? ?

ის სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ.

"მთელი ხილული გარემო"




Posted by: Tzameti_13 25 Nov 2016, 19:10
QUOTE
 რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო?


ალბათ ეგრეა საჭირო რასაც მომავალში ყველა გავიგებთ ეტაპობრივად

Posted by: androabuladze 25 Nov 2016, 19:16


Tzameti_13
QUOTE
ალბათ ეგრეა საჭირო

ეს დაახლოებით ასე ჟღერს - "იმიტომ რომ იმიტომ" smile.gif ზედმეტად ბავშვური პასუხია




Posted by: Tzameti_13 25 Nov 2016, 19:31
androabuladze


ამაზე პასუხი არსებობს როგორ გგონია რომ იკითხე? smile.gif

კითხვაა თვითონ ბავშვური

არსებობს მხოლოდ თეორიები რომელზეც პასუხი არავის აქვს და ამიტომაც ვიძახი რო მომავალში გავიგებთ ყველა ეტაპობრივად,ერთი 50 წლის მერე იყოს ჯანდაბას smile.gif)

Posted by: androabuladze 25 Nov 2016, 19:37


Tzameti_13
QUOTE
კითხვაა თვითონ ბავშვური

როცა რაღაც გაინტერესებს, ამაზე კითხვის დასმა სავსებით ბუნევირვი და ჯანსაღი მოვლენაა.
როცა რაღაც არ იცი და მაინც ამბობ გინდა თუ არა ასეაო (იმიტომ რომ იმიტომ), ეს უკვე ბავშვობაა.

კრეაციონისტების რწმენით ყველაფერი გამიზნულად შეიქმნა, მაგრამ ამავე დროს ვერ ასახელებენ ამ მიზანს.
შედარებისთვის, როცა მეცნიერებას არ აქვს რამეზე პასუხი ამას მეცნიერების უსუსურობის ნიშნად თვლიან.
სწორედ აქ იჭედებიან smile.gif

პ.ს. გასაგებია და მისაღებია შენი პოზიცია. მაინტერესებს ფორუმის სხვა მორწმუნეები რას ფიქრობენ.
ისინიც აღიარებენ, რომ არ იციან, თუ სხვა პასუხი აქვთ...




Posted by: Tzameti_13 25 Nov 2016, 19:51
androabuladze


დამიჯერე მეგობარო ამაზე პასუხს ვერავინ გაგცემს და ეჭვი მაქ რაღაც მიზეზების გამო ეგ კითხვაც იმიტომ დასვი,რომ თავიდანვე იცი პასუხი.

პასუხია: პასუხი არ არსებობს და ვერც იარსებებს

QUOTE
როცა რაღაც არ იცი და მაინც ამბობ გინდა თუ არა ასეაო (იმიტომ რომ იმიტომ), ეს უკვე ბავშვობაა.

იქნებ მანახო სად ვთქვი რომ ეს ასეა? გელოდებით smile.gif

Posted by: androabuladze 25 Nov 2016, 20:01


Tzameti_13
QUOTE
დამიჯერე მეგობარო ამაზე პასუხს ვერავინ გაგცემს

თუ ასეა, თქვან "არ ვიცით". ესეც პასუხია.
გამოდის, რომ საღვთო წიგნები სულაც არ იძლევა ყველა კითხვაზე პასუხს
და სანამ აზროვნება იარსებებს, მანამ იარსებებს კითხვებიც smile.gif



QUOTE
იქნებ მანახო სად ვთქვი რომ ეს ასეა? გელოდებით

აქ პირადად შენზე არ მქონია საუბარი,
თუმცა შენც ფიქრობ, რომ ღმერთმა წინასწარ განზრახული მიზნისთვის შექმნა სამყარო.
წარმოდგენა არ გაქვს რა არის, მაგრამ მაინც ამბობ, რომ ეს მიზანი არსებობს და აუცილებლად გავიგებთ.




Posted by: Tzameti_13 25 Nov 2016, 20:11
androabuladze
QUOTE
თუმცა შენც ფიქრობ, რომ ღმერთმა წინასწარ განზრახული მიზნისთვის შექმნა სამყარო.
წარმოდგენა არ გაქვს რა არის, მაგრამ მაინც ამბობ, რომ ეს მიზანი არსებობს და აუცილებლად გავიგებთ.


მე გეტყვი რასაც ვფიქრობ თუ გინდა ზოგადად ამ თემაზე.
ეს ყველაფერი სადაც ჩვენ ვართ და რაც არსებობს მჯერა რომ ტყუილად არ არსებობს და ტყუილად არ შექმნილა,მჯერა რომ ვიღაცამ შექმნა და ეს ვიღაც არის ღმერთი.
აი რისთვის შეიქმნა როგორ და რატომ მაგას ვერავინ ვერ გვეტყვის რამდენი კვლევაც არ უნდა ჩატარდეს,როგორი ჭკვიანი მეცნიერებიც არ უნდა მუშაობდნენ ამ თემაზე და რამდენი დროც არ უნდა გავიდეს,იმიტომ რომ ეს ყველაფერი იქნება ვარაუდები მხოლოდ და მხოლოდ.

Posted by: nodarie 25 Nov 2016, 20:16
androabuladze
პასუხი არსებობს მაგაზე, მაგრამ ჯერ ვერ ჩავწვდით რატომ! დადგება დრო და გავიგებთ, მე არ მეჩქარება...

მაგრამ ერთი კი ვიცი, როცა რაიმეს ვქმნი, თუნდაც ეს ჩემი ჩანაწერები იყოს! ჩემთვის ის არის ჩემი ქმნილება, რომლის შექმნაც უბრალოდ მომინდა არა რაღაც მიზნის გამო, არამედ უბრალოდ მინდოდა და მე ის ძალიან მიყვარს. wink.gif

თუმცა არსებობს ჩემი შექმნილი რაღაცეებიც, რომლებსაც რაღაცის გამო ვქმნიდი. wink.gif მაგალითად ფულის საშოვნელად wink.gif

Posted by: androabuladze 25 Nov 2016, 20:20


Tzameti_13
QUOTE
რისთვის შეიქმნა როგორ და რატომ მაგას ვერავინ ვერ გვეტყვის რამდენი კვლევაც არ უნდა ჩატარდეს,როგორი ჭკვიანი მეცნიერებიც არ უნდა მუშაობდნენ

ამის თქმა მეცნიერების კი არა მორწმუნეების პრეროგატივაა.
თანამედროვე მეცნიერებაში შემთხვევითობის პრინციპია.
მორწმუნეები კი ამბობენ, რომ ყველაფერი გამიზნულია და, შესაბამისად, ეს მიზანი სწორედ მათ უნდა ახსნან.



nodarie
QUOTE
როცა რაიმეს ვქმნი, თუნდაც ეს ჩემი ჩანაწერები იყოს! ჩემთვის ის არის ჩემი ქმნილება, რომლის შექმნაც უბრალოდ მომინდა არა რაღაც მიზნის გამო, არამედ უბრალოდ მინდოდა

უბრალოდ "მომინდა" არ არსებობს. გამიზნულ ქმედებას ყოველთვის აქვს საფუძველი.
ამ შემთხვევაში შენ სიამოვნებას იღებდი შექმნის პროცესით და, შესაბამისად, ქმნიდი გართობის მიზნით.
ღმერთი ჩვენით ერთობა?! smile.gif ნწ ნწ ნწ... ისევ იმის თქმა ჯობია, რომ არ ვიცით.




Posted by: Zorro77777 25 Nov 2016, 23:39
QUOTE (androabuladze @ 25 Nov 2016, 18:37 )
მორწმუნეებს სწამთ, რომ სამყარო შექმნა ღმერთმა
და მთელი ხილული გარემო მისი შემოქმედების ნაყოფია (ვარსკვლავიდან ადამიანამდე).
ღირსეული ადამიანები სამოთხეში მოხვდებიან, სხვები კი ჯოჯოხეთში.

ჩნდება კითხვა - რატომ?

რაში დასჭირდა ყოვლისშემძლე ღმერთს ეს ყველაფერი?

კარგი შეკითხვაა მომეწონა. yes.gif
მეც მქონდა ადრე ეგ შეკითხვა.



ღმერთმა მარადიული სიცოცხლისა, სიყვარულისა და სიხარულისთვის შექმნა ადამიანები.
ანგელოზები მხოლოდ სულია, ადამინები კი სულის და ხორცის ერთობაა.
და ადამის შეცდენის გამო სულსა და ხორცს შორის კავშირი დაზიანდა და ამიტომ ადამიანი მოკვდავი გახდა.
ადამმა ღმერთს საყვედური უთხრა, რომ შენმა გაჩენილმა დედაკაცმა მაცდუნაო, იმის მაგივრად
რომ ეთქვა შევცდი და მაპატიეო, ღმერთიც აპატიებდა და ამით დამთვარდებოდა ყველაფერი.

ღმერთია სიყვარულის და თავმდაბლობის შედეგია ადამინების გაჩენა თუ არა, ეს რომ აბა მართლაცდა რაში ჭირდებოდა ადამიანების გაჩენა ?

Posted by: androabuladze 25 Nov 2016, 23:54


Zorro77777
QUOTE
ღმერთმა მარადიული სიცოცხლისა, სიყვარულისა და სიხარულისთვის შექმნა ადამიანები.

1. ტყუილია.
რელიგიათა მიხედვით, არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი.
ადამიანთა უმეტესობა ცოდვილია და სწორედ ჯოჯოხეთში ხვდება ანუ მარადიულად იტანჯება.
ჩვენს სამყაროშიც უამრავი სატანჯველია (არ ჩამოვთვლი).
ეს არ არის სიხარული. ეს არის სადიზმი.
ამ საკითხზე შემდეგი თემაა - https://forum.ge/?showtopic=34681569&f=&st=90&

2. ეს არ სცემს კითხვას პასუხს,
რადგანაც არ სჩანს რაში სჭირდებოდა ღმერთს ადამიანის სიყვარული, სიხარული და ა.შ.



QUOTE
ადამმა ღმერთს საყვედური უთხრა, რომ შენმა გაჩენილმა დედაკაცმა მაცდუნაო

ეს აქ არაფერ შუაშია. ღმერთს ყველაფერი წინასწარ უნდა სცოდნოდა.
მოტივი გვაინტერესებს, თორე ეს ამბავი ბაღშიც ვიცოდით.




Posted by: AncientCaucasian 26 Nov 2016, 00:53
QUOTE
რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო?, კითხვა მორწმუნეებს

ბუნებრივი კითხვაა,თუმცა ადრესტაია არასწორედ შEრჩეული. ვინც შEქმნა იმას უნდა კითხო ეგ tongue.gif მორწმუნეებმა იმდენი იციან,რამდენიც შEნ,ან ნებისმნიერმა სხვა ადამიანმა

Posted by: nodarie 26 Nov 2016, 01:14
androabuladze
ნამდვილად არ ვიცი ღმერთს რა ჩანაფიქრი აქვს, მე ჩემს თავზე მოგიყევი! ღმერთი ხომ არ ვარ მე? smile.gif

ნუ რაღაც დევს ჩემში ღმერთის, მაგრამ ჯერჯერობით არ ვარ wink.gif

Posted by: Zorro77777 26 Nov 2016, 10:39
QUOTE (androabuladze @ 25 Nov 2016, 23:54 )
Zorro77777
QUOTE
ღმერთმა მარადიული სიცოცხლისა, სიყვარულისა და სიხარულისთვის შექმნა ადამიანები.

1. ტყუილია.
რელიგიათა მიხედვით, არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი.
ადამიანთა უმეტესობა ცოდვილია და სწორედ ჯოჯოხეთში ხვდება ანუ მარადიულად იტანჯება.
ჩვენს სამყაროშიც უამრავი სატანჯველია (არ ჩამოვთვლი).
ეს არ არის სიხარული. ეს არის სადიზმი.

აუჰ.

და მერე ვინ გითხრა, რომ ღმერთმა შექმნა ჯოჯოხეთი ? biggrin.gif

მასე იმიტომ ფიქრობ რომ არ იცი რა არის სამოთხე და ჯოჯოხეთი.

სამოთხე ნიშნავს მარადიულად წმინდა სამებასთან, მეოთხედ, ადამიანის ( ამ შემთხვევაში შენი ) სულის მყოფობას.
და ჯოჯოხეთი ღმერთის გარეშე ადამინის სულის მდგომარეობაა და მეტი არაფერი რო იცოდე.
ისევე როგორც:
არ არსებობს სიბნელე, არსებობს სინათლის ნაკლებობა,
არ არსებობს ბოროტება, არსებობს სიკეთის ნაკლებობა.

იქნებ ამ მაგალითების მიხედვით, ასე მაინც მიხვდე რას გეუბნები.

და ასე რო არ იყოს, ბოლბოლო სამოთხეში ყველანაირად უზრუნველიც რომ იყო, მარადიულობაში ყველაფერი მოგწყინდება, gigi.gif
მაგრამ ღმერთთან ერთად არაფერი მოგწყინდება და ამაშია საქმე. yes.gif

ახლა რაც შეეხება, დედამიწაზე რაც სატანჯველია,
ღმერთის ბრალია თუ ჩვენი ?

ჩვენი და ამას მალე ბოლოს მოუღებს, შეიძლება რამდენიმე ასწლეულის ან სულაც ათწლეულის მერე, მაგრამ უეჭველი.

მეტსაც გეტყვი, მეორედ მოსვლა არ მოხდება, თუ იცი რა შემთხვევაში ?
უცებ წარმოიდგინე და ერთბაშად ყველა კეთილი გახდა, არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ სხვაზე უკეთესია რამეთი და ყველა სხვაზე ზრუნავს, აი ამ შემთხვევაში.

და მეორედ მოსვლა მით უფრო მალე დადგება რაც უფრო მალე დაივიწყებს ხალხი ღმერთს და რაც უფრო გამრავლდება ბოროტება დედამიწაზე.
ამიტომაა კონკრეტულად ვერავინ იტყვის როდის იქნება მეორედ მოსვლა.

კიდე ერთხელ გეუბნები რაც მეტი ბოროტება იქნება დედამიწაზე, მით უფრო მალე მოხდება ეს.
მეტი გასაგებად რა უნდა ვთქვა არ ვიცი.

პს: მოკლედ გინდა გაიგებ, არ გინდა და არ გაიგებ და ეგაა.

Posted by: androabuladze 26 Nov 2016, 13:54


Zorro77777
QUOTE
ჯოჯოხეთი ღმერთის გარეშე ადამინის სულის მდგომარეობაა და მეტი არაფერი რო იცოდე.

1. წმინდა წერილებში ჯოჯოხეთი აღწერილია, როგორც ცეცხლის და გოგირდის ტბა, სადაც პირი იწვება და ეწამება სამუდამოდ (და არა ღმერთთან არყოფნა).
2. როგორც არ უნდა აღწერო ჯოჯოხეთი, იგი ყველა ვარიანტში დაკავშირებულია მარადიულ ტანჯვასთან.



QUOTE
ახლა რაც შეეხება, დედამიწაზე რაც სატანჯველია,
ღმერთის ბრალია თუ ჩვენი ?

ღმერთის ბრალია. ეს ბრალი გამოიხატება ორ გარემოებაში:

1. დაუხმარებლობა.
როცა შეგიძლია განსაცდელში მყოფს დაეხმარო და არ ეხმარები, ეს არის დანაშაული.
კონკრეტულად კი უმოქმედობით ჩადენილი დანაშაული. იურისტი ვარ და კარგად მესმის ბრალის ცნება.

2. დანაშაულის ორგანიზება.
მორწმუნეთა აზრით, ღმერთმა შექმნა ადამიანი და მან წინასწარ იცოდა ყველაფერი.
ანუ მან იცოდა რა ტანჯვაც იქნებოდა ჩვენს სამყაროში, ადამიანებში, და მაინც შეგვქმნა.
ესეც დანაშაულია. კონკრეტულად ღმერთი არის ამ დანაშაულის ორგანიზატორი.
ქმედების ჩამდენი კრიმინალი კი მხოლოდ ამსრულებელია.


დასკვნა - ღმერთმა ადამიანის შექმნით ჩვენი უმრავლესობა ტანჯვისთვის გასწირა.

QUOTE
პს: მოკლედ გინდა გაიგებ, არ გინდა და არ გაიგებ და ეგაა.





Posted by: mapshnik 26 Nov 2016, 20:22
აუუუუუ რა ბავშვური კIთხვაა რამდენის ხარ??? მართლა გგონია რომ ამ საიდუმლოს გაშიფვრას ვინმე შეძლებს?? პროსტა ძაან სსასაცილოა ((((
* * *
ღMერთი დროისა და სივრცის გარეთაა, შესაბამისად არ იცი ამ განსაცდელსა თუ პრობლემას რატომ უვლენს ადამიანს.. ამაზე არ გიფიქრია? იქნებ ის განსაცდელი უფრო გააძლიერებს მას და გაწვრთნის რათა შემდეგ უფრო რთულ ბარიერებს და პრობლემებს ადვილად გაუმკლავდეს.. რამდენი ასეთი არგუმენტის მოყვანა შეიძლება.

Posted by: androabuladze 26 Nov 2016, 20:55


mapshnik
QUOTE
ღMერთი დროისა და სივრცის გარეთაა, შესაბამისად არ იცი ამ განსაცდელსა თუ პრობლემას რატომ უვლენს ადამიანს.

პასუხი არაადეკვატურია.
კითხვა არ არის არც ღმერთის ლოკალიზაციაზე და არც მის არსებობა/არარსებობაზე.
კითხვაა იმაზე, თუ რა მიზანი ამოძრავებს ღმერთს (მორწმუნეთა აზრით).
თუ არ იცი, აღიარე რომ არ იცი და შენი რელიგია ვერ გაძლევს პასუხს მთავარ კითხვაზე.



QUOTE
იქნებ ის განსაცდელი უფრო გააძლიერებს მას და გაწვრთნის რათა შემდეგ უფრო რთულ ბარიერებს და პრობლემებს ადვილად გაუმკლავდეს.. რამდენი ასეთი არგუმენტის მოყვანა შეიძლება.

პასუხი არადამაკმაყოფილებელია.
თეორიულად ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია ყველანაირი პრობლემა და განსაცდელი გააქროს,
მაგრამ ისინი მაინც არსებობს და ხალხი იტანჯება.
გაპრავების მცდელობა - ჩავარდა.




Posted by: mapshnik 26 Nov 2016, 21:18
ძალიან პრიმიტიულად აზროვნებ, შენ გინდა რომ ამ მომენტში კონკრეტულად რაღაც უსიამოვნებისგან გიხსნას ღMერთმა და არაა ეგ სწორი, ღმერთი უყურებს არა როგორც წარმავალ არსებას არამედ როგორც მარადიულ არსებას . ღმერთს არ უთქვამს რომ ვინც მე მირწმუნებს ია-ვარდით იქნება თქვენი გზა მოფენილიო, პირიქით ჩემზე მეტ ტანჯვას მოგაყენებენ როგორც მე მდევნიდნენ თქვენც ისე გდევნიან... წაიკითხე რა წმინდა წერილი და დროთა განმავლობაში შენთვითონვე მიხვდები ყველაფერს, ასე ზერელე პასუხებს ვერავინ ვერ მოგცემს.,მგონი მიზანზე გაგეცი პასუხი , ამხელა იურისტი კაცი ხარ და ასეთ პრიმიტიულ კითხვას როგორ სვამ რომ ყველანაირი განსაცდელი და პრობლემა უნდა გააქროსო , ესაა ჩვენი ჯვარი რომ ამ ტანჯვაში წამებაში, მტკიცედ ვიყოთ და რწმენა შევინარჩუნოთ და სწორედ ამის შემდეგ დაიწყება მარადიული სიხარული გესმის? არ შეიძLება შენ ია-ვარდით მოფენილი გზა გქონდეს და მარადისობაც დაიმკვიდრო ..ამაზე მეტი რა გითხრა არ ვიცი

Posted by: სკნელი 26 Nov 2016, 21:33
ღმერთმა მისცა სიცოცხლე და დასაბამი ყველაფერს ანუ თვით სიცოცხლეზე მაღლა დგას , მან შექმნა დრო და სივრცე ანუ ამ ყველაფერზე მაღლა დგას .

ადმიანთა მოდგმიდან ვერავინ გიპასუხებს შეკითხვაზე (უხეშად რომ ვთქვათ) რაში დასჭირდა ღმერთს ამ ყველაფრის შექმნა smile.gif


Posted by: androabuladze 26 Nov 2016, 21:34


mapshnik
QUOTE
ძალიან პრიმიტიულად აზროვნებ

შენი უცოდინრობა არ ნიშნავს ჩემს პრიმიტიულ აზროვნებას.
შენ არ გაქვს კითხვაზე პასუხი და ეს ჩემი ბრალი არ არის.



QUOTE
ღმერთი უყურებს არა როგორც წარმავალ არსებას არამედ როგორც მარადიულ არსებას

QUOTE
ესაა ჩვენი ჯვარი რომ ამ ტანჯვაში წამებაში, მტკიცედ ვიყოთ და რწმენა შევინარჩუნოთ და სწორედ ამის შემდეგ დაიწყება მარადიული სიხარული გესმის?

პასუხი არადამაკმაყოფილებელია.

1. ეს ამ თემის საგანი არაა, მაგრამ მაინც გეტყვი, რომ ადამიანთა უმეტესობას ტანჯვა ელის ამ სამყაროშიც და იმ სამყაროშიც.
მე ათეისტი ვარ. ამ ცხოვრებაში ვიტანჯები და იმ ცხოვრებაშიც განწირული ვარ სატანჯველად.
ღმერთმა კი ეს ყველაფერი წინასწარ იცოდა, თუმცა მაინც გამაჩინდა.
ისმის კითხვა - რატომ?
მან მეც და სხვა მილიარდობით ადამიანიც შექმნით თავიდანვე გაგვწირა ტანჯვისთვის
რამეთუ წინასწარვე იცოდა, რაც მოხდებოდა და მაინც შეგვქმნა.
ამრიგად ის ჩემთვის სადისტია. ამაზე ცალკე თემაა და თუ სურვილი გაქვს, იქ იმსჯელე - https://forum.ge/?showtopic=34681569&f=&st=90&

2. ეს თემა არაა იმაზე ღმერთი რატომ გვეხმარება ან არ გვეხმარება.
ამ თემაში საუბარია იმაზე, თუ რამ უბიძგა ღმერთს შეექმნა სამყარო?

თუ იცი ეს მოტივი თქვი. თუ არ იცი, აღიარე რომ არ იცი და მორჩა. არაა საჭირო გაცვეთილი ლოზუნგები.




Posted by: mapshnik 26 Nov 2016, 22:46
მაგ კითხვაზე თავს დავდებ რომ ვერავინ ვერასოდეს გიპასუხებს და ასე თუ გააგრძელებ გაგიჟდები <3 სიტყვა რწმენის მნიშვნელობა არ გცოდნია შენ. ყველაფერი რომ იცოდე და ლოგიკურად ყველაფერზე პასუხი რომ გქონდეს ესსიტყვა არ იარსებებდა, ასე რომ მოეშვი ბუზღუნს და პოზიტიურად სეხედე სამყაროს, მე შენზე უარეს დღეში ვარ, ყველას გვაქ პრობლემა მარა ამის გამო ღMერთი არ უნდა დავგმოთ

Posted by: Zorro77777 26 Nov 2016, 23:17
androabuladze

გასაგებია.
არ გინდა გაიგო.



მითუმეტეს თვითონ გქონია ყველაფერზე პასუხი და რატომღა კითხულობ ?



ერთ რჩევას მოგცემ:
არ ირწმუნო ღმერთი, ეშმაკზე უარესია. yes.gif
მე ამით დავამთავრე თქვენთან საუბარი, კარგად ბრძანდებოდე.

Posted by: nodarie 27 Nov 2016, 01:30
androabuladze
ათეისტი ვარო იძახი და ცოტა არ იყოს მართლა ბავშვური კითხვები გაქვს! მოდი ჯერ იქედან დავიწყებ, რომ ღმერთი თუ არ გწამს და იცი რომ არ არსებობს, ან მორწმუნის დატროლვას ცდილობ ან მართლა ბავშვი ხარ! ბავშვი თუ ხარ გეპატიება, მაგრამ ასაკსაც გააჩნია, მე ვიცნობ 7 და 8 წლის მოაზროვნე ბავშვებს smile.gif biggrin.gif

ახლა მეორე პრობლემა: ბიბლიის აზრზე არ ყოფილხარ, სადღაციდან ყურმოკრული გაქვს, რომ ჯოჯოხეთში თურმე ხალხი იწვის და მატლები ჭამენ! რაც უკვე ბიბლიის არ ცოდნისკენ მინიშნებას იძლევა! wink.gif

Posted by: androabuladze 27 Nov 2016, 18:18


mapshnik
QUOTE
ასე თუ გააგრძელებ გაგიჟდები <3

არა, მე არანაირად არ მემუქრება გაგიჟება, რამეთუ შემთხვევითობის პრინციპს ვემხრობი და არა მიზნობრიობას.


nodarie
QUOTE
ღმერთი თუ არ გწამს და იცი რომ არ არსებობს, ან მორწმუნის დატროლვას ცდილობ ან მართლა ბავშვი ხარ!

არც ერთი და არც მეორე.
მე ათეისტი ვარ და არ მჯერა ღმერთის არსებობა, თუმცა ვაკეთებ თეორიულ დაშვებას
და ამ დაშვების საფუძველზე ვაგებ მსჯელობას (ეს ლოგიკაში მოსული პონტია).
ამ მსჯელობიდან კი ჩანს, რომ მიზნობრიობა არის აბსურდი, რამეთუ მოტივი არ არსებობს. smile.gif



Posted by: Zorro77777 28 Nov 2016, 00:08
QUOTE (androabuladze @ 27 Nov 2016, 18:18 )
mapshnik
QUOTE
ასე თუ გააგრძელებ გაგიჟდები <3

არა, მე არანაირად არ მემუქრება გაგიჟება, რამეთუ შემთხვევითობის პრინციპს ვემხრობი და არა მიზნობრიობას.


nodarie
QUOTE
ღმერთი თუ არ გწამს და იცი რომ არ არსებობს, ან მორწმუნის დატროლვას ცდილობ ან მართლა ბავშვი ხარ!

არც ერთი და არც მეორე.
მე ათეისტი ვარ და არ მჯერა ღმერთის არსებობა, თუმცა ვაკეთებ თეორიულ დაშვებას
და ამ დაშვების საფუძველზე ვაგებ მსჯელობას (ეს ლოგიკაში მოსული პონტია).
ამ მსჯელობიდან კი ჩანს, რომ მიზნობრიობა არის აბსურდი, რამეთუ მოტივი არ არსებობს. smile.gif

ლოგიკაში სულიერი სამყარო და ღმერთი არ ჯდება და პირიქით, ლოგიკა, ღმერთში და სულიერ სამყაროში.

დედამიწაზე 7 მილიარდი ადამიანიდან, ვერავინ დაამტკიცებს და დაგიმტკიცებს ლოგიკურად ღმერთის არსებობას.
ასევე დედამიწაზე 7 მილიარდი ადამიანიდან ვერავინ დამიმტკიცებს ლოგიკურად ღმერთის არ არსებობას.

Posted by: androabuladze 28 Nov 2016, 01:16

Zorro77777
QUOTE
დედამიწაზე 7 მილიარდი ადამიანიდან, ვერავინ დაამტკიცებს და დაგიმტკიცებს ლოგიკურად ღმერთის არსებობას.

სწორედ ამიტომ არ მჯერა ღმერთის.
რისი არსებობაც არ დასტურდება, მის არარსებობას მტკიცება არ სჭირდება.
ისევე როგორც ელფების, თოვლის ბაბუას და მფრინავი სპაგეტის არარსებობას.

პ.ს. ეს თემა არ არის ღმერთის არსებობა-არარსებობაზე და თემიდან ნუ გადავუხვევთ.




Posted by: katinka 28 Nov 2016, 03:13
რა ბედნიერება იქნებოდა ადამიანის სული რომ უბრალოდ ქრებოდეს, რამდენი საფიქრალი და სადარდებელი მოცილდებოდა ხალხს

Posted by: Universe 28 Nov 2016, 03:32
შეიძლება იმიტომ, რომ შექმნის პროცესი დიდებულია და არც არაფერი მეტი.

Posted by: Artist 28 Nov 2016, 06:19
QUOTE
რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო?

ეს არაა ძნელი შეკითხვა, ღმერთმა ადამიანის შესაქმნელად შექმნა სამყარო ანუ
სივრცე და დრო რომელშიც მოათავსა ეს ადამიანი.. ხოდა ჯერ კიდევ მიმდინარეობს
ადამიანის დახვეწა/განვითარება სრულყოფილებამდე...

პს.
ეხლა თუ მკითხავთ ადამიანის შექმნა რაში სჭირდებოდაო,
ეგ უკვე სხვა შეკითხვაა და გახსენით ახალი თემა და გეტყვით... smile.gif


Posted by: თოვლი_ 28 Nov 2016, 06:45
მირონი როგორ დის ხატებს ღმერთი თუ არ არსებობს........................ ?????????????????????????????????
ახლა დავფიქრდი როგორ შეიძლება ღმერთმა ადამიანი შექმნას თქო , ვერ მოვიფიქრე მაგრამ
მირონმდინარე ხატები ღმერთის არსებობას ამტკიცებს :\

აუ ახლა იქნებ ზებუნებრივი რამეები არსებობს თქო გონების ძალით კომპიუტერის გაქრობას შევეცადე მაგრამ შუა პროცესსში არა არა თქო ძლივს შევწყვიტე, რაღა კომპიუტერს დავეტაკე პირველი ეს მედო ცხვირწინ
მერე სად უნდა მომესმინა სიმღერები :\\\
ცარიელი ქილის გაქრობას ვეცდები ახლა.. ღმერთს თუ შეუძლია იქნებ ჩვენც შეგვიძლია facepalm.gif

Posted by: androabuladze 28 Nov 2016, 08:32


Universe
QUOTE
შეიძლება იმიტომ, რომ შექმნის პროცესი დიდებულია და არც არაფერი მეტი.

შექმნის პროცესი ადამიანისთვის დიდებულო იმიტომაა, რომ ამით სიამოვნებას იღებს..
მოტივი შეიძლება იყოს მატერიალური გამდიდრება,
თუმცა საბოლოოდ ესეც სიამოვნების მიღების მიზანს ემსახურება.

ღმერთი ჩვენით კაიფობს?! smile.gif



Artist
QUOTE
თუ მკითხავთ ადამიანის შექმნა რაში სჭირდებოდაო,
ეგ უკვე სხვა შეკითხვაა და გახსენით ახალი თემა და გეტყვით...

ამ სამყაროში ვიგულისხმე ყველაფერი რაც ამ სამყაროშია. მათ შორის ადამიანიც.
ასე რომ, თუ ამბობ - თქვი.



თოვლი_
QUOTE
ირონმდინარე ხატები ღმერთის არსებობას ამტკიცებს :\

ძალიან გთხოვ, სხვა თემაზე ნუ გადაგყავს საუბარი.
რელიგიური"სასწაულები" ხდება ყველა რელიგიაში და ყველა მათგანი არის ფოკუსი.
თუ ეს საკითხი გაინტერესებს, ათეისტთა თემაში შედი.



Posted by: თოვლი_ 28 Nov 2016, 09:24
androabuladze
რელიგიაში კი არა ჩემთან კუხნაში ხდება მირონი დის ხატებს bis.gif
მე არ ვაკეთებ ძალით შემიძლია დავიგინო ფოკუსს ხომ ვინმე აკეთებს


androabuladze
QUOTE
რაში დასჭირდა ყოვლისშემძლე ღმერთს ეს ყველაფერი?

ყოვლისშემძლე არის და რა აზრი აქვს ყოვლისშემძლეობას , თუ ყოველისშემძლეობას ვერ გამოიყენებ drug.gif
ყველა ხომ არ არრის არა ყოველისშემძლე? შენ ხარ? ანგელოზები არიან ? ეშმაკები არაინ? სხვა ღმერძთები არიან რომლებიც ყოვლისშემძლეები არიან?
არა ხო? ხოდა მარტო ის არის ხომ ყოვლისშემძლე? კი და მარტო ის რომ არის ყოველისშემძლეობას იყენებს რომ რაღაცეები გააკეთოს. ყოვლისშემძლე იყო , და ეგ არაფერში გამოიყენო გაგიგია ? ჭკვიანური იყო სამყაროს შექმნა და ადამიანების.

Posted by: annihilation 28 Nov 2016, 13:46
QUOTE
რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო?

სამყარო შექმნა ადამიანისთვის,ადამიანი - თავისი დიდებისთვის.
ღმერთის დიდება ის არის,რომ ადამიანმა იცხოვროს ჭეშმარიტებაში.ჭეშმარიტება ღმერთის სიტყვაა.ღმერთის სიტყვა ამბობს: "გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი."

Posted by: Artist 28 Nov 2016, 15:21
androabuladze
QUOTE
ამ სამყაროში ვიგულისხმე ყველაფერი რაც ამ სამყაროშია. მათ შორის ადამიანიც.
ასე რომ, თუ ამბობ - თქვი.

როგორც ვატყობ ადამიანის შექმნაშია აქ საქმე და არა სამყაროსი, ვინაიდან სამყარო ადამიანისთვის
არის და ადამიანი კი ღმერთისთვის, ღმერთს რაში სჭირდება ადამიანი? მარდიულობას მარადიული
განვითარებაც ახლავს თან და სწორედ ესაა მიზეზი, რომ ადამიანი იერარქიების საფეხურია და ასე
გრძელდება უსასრულოდ ეს ქმნადობა, თავის სახად და ხატად... ყოვლის შემძლეობა აქ არაფერ
შუაშია ან ყველაფრის ქონა, განვითარების პროცესი ღმერთის არსშია და ეს მიმდინარეობს უსასრულოდ...

Posted by: androabuladze 28 Nov 2016, 16:56


თოვლი_
QUOTE
ყოვლისშემძლე არის და რა აზრი აქვს ყოვლისშემძლეობას , თუ ყოველისშემძლეობას ვერ გამოიყენებ

პასუხი არადამაკმაყფილებელია.
უნარის ქონა არ არის მისი გამოყენების მოტივატორი.
უნარი შეიძლება გქონდეს, მაგრამ თუ რამე არ გიბიძგებს მისი მიზანმიმართული გამოყენებისაკენ, არ გამოიყენებ.


ასე მაგალითად, მე შემიძლია ხეზე ავძვრე, მაგრამ არ ავძვრები თუ იქ ნაყოფი არ ასხია, ხოლო თუ ასხია - ავძვრები.
ამ შემთხვევაში ხეზე აძრომა უნარია, ნაყოფის ჭამა კი მოტივი (რამაც ხეზე აძრომისკენ მიბიძგა).
ასე რომ, თუ შესაძლებლობებს იყენებ, ყოველთვის უნდა გქონდეს ამის მოტივაცია.
და რა იყო ეს მოტივი, ამაზე არც შენ გაქვს პასუხი.



Artist
QUOTE
მარდიულობას მარადიული განვითარებაც ახლავს თან და სწორედ ესაა მიზეზი, რომ ადამიანი იერარქიების საფეხურია და ასე
გრძელდება უსასრულოდ ეს ქმნადობა

ეს საერთოდ პასუხიც არაა.

1. თუ საუბრობ ადამიანის განვითარებაზე, ეს თემასთან არაფერ შუაშია.
ადამიანი რო უნდა განვითარდეს ეგ ერთია და რატომ მოუნდა ღმერთს ადამიანის შექმნა, ეგ მეორე.

2. თუ საუბრობ თავად ღმერთის განვითარებაზე, ეს უკვე აბსურდია.
ჯერ ერთი ღმერთი თავად უნაკლო სრულყოფილებაა და სრულყოფილზე უფრო სრულყოფილი ვერ იარსებობებს,
ისევე როგორც წრფეზე გრძელი ვერ იქნება ვერაფერი.
და მერე მეორე, უბრალოდ არაადეკვატურობაა იმის თქმა, რომ ღმერთს ადამიანის შექმნა დასჭირდა განვითარებისათვის.

მოკლედ, შენი "პასუხი" სრული ნონსენსია.




Posted by: Artist 28 Nov 2016, 18:29
androabuladze
QUOTE
მოკლედ, შენი "პასუხი" სრული ნონსენსია.

ვერ გაიგე ჩემი პასუხი გეტყობა..

QUOTE
ადამიანი რო უნდა განვითარდეს ეგ ერთია და რატომ მოუნდა ღმერთს ადამიანის შექმნა, ეგ მეორე.

შეკითხვას სვამ არასწორად, ღმერთს კი არ მოუნდა ადამიანის შექმნა არამედ ეს ბუნებრივი პროცესია მასში...
მოუნდა რა ადამიანი კი არაა, რამე მოუნდეს ან არ მოუნდეს, სრულყოფილ და მარადიულში ეგეთები არ მოსულა...

QUOTE
ჯერ ერთი ღმერთი თავად უნაკლო სრულყოფილებაა და სრულყოფილზე უფრო სრულყოფილი ვერ იარსებობებს,

სწორედ ამიტომ არის სრულყოფილება სრულყოფილი, რომ ის განუწყვეტლივ ანუ უსასრულოდ ვითარდება, ვინაიდან
ამ უსასრულობის გაგება ანუ მარადიულობის წვდომა უჭირს ადამიანს, ამიტომაც ვერ წარმოუდგენია უსასრულოდ განვითარებადი
სრულყოფილება, ეს ყველაფერი ქმედებაშია და ვინაიდან უსასრულოდ ხდება ეს პროცესი სწორედ ამიტომ არის ის სრულყოფილი..

პს.
ეხლა გინდა გაიგე და გინდაც არა... მე მითქვია და გამგებს გაუგია.. smile.gif

* * *
საერთოდ აბსოლუტის გაგებაა საჭირო ეს რომ გაიგო, აბსოლიტური არ ნიშნავს რაღაც ჩარჩოში თუ თეორიაში
მოქცეულ მდგომარებას, აბსოლიტურობა სწორედ ისაა რაც უსასრულოდ განვითარებადი და ქმედითია, ეს არაა
ის მიწიერი გაგება რომ ფიქრობენ, თუ განვითარებას საჭიროებს მაშ სრულყოფილი არააო, "უსასრულო" განვითარება
სულ სხვა რამეს გულისხმობს, აქ მარადიულობის ხასიათთან გვაქვს საქმე, ხოდა ადამიანის შექმნაც მაგაშია მოქცეული.



Posted by: androabuladze 28 Nov 2016, 19:02

Artist
QUOTE
ღმერთს კი არ მოუნდა ადამიანის შექმნა არამედ ეს ბუნებრივი პროცესია მასში... მოუნდა რა ადამიანი კი არაა

თეიზმს ეწინააღმდეგები.
თეიზმში ღმერთი არის გონიერი არსება და ამ არსებამ მიზანმიმართულად შექმნა სამყარო ადამიანის ჩათვლით.
შენ ამბობ, რომ ეს ბუნებრივად, მაშასადამე, თავისთავად მოხდა ღმერთის კიდევ უფრო სრულყოფისთვის.
ამით უპირისპირდები მიზნობრიობის პრინციპს და ყველა თეისტურ რელიგიას.

პ.ს. არაადეკვატურობაა იმის თქმა, რომ ღმერთს ადამიანის შექმნა თავისი თავის სრულყოფისთვის დასჭირდა.
საერთოდ არანაირი კავშირი არ იკვეთება.




QUOTE
სწორედ ამიტომ არის სრულყოფილება სრულყოფილი, რომ ის განუწყვეტლივ ანუ უსასრულოდ ვითარდება

პარადოქსია smile.gif
სრულყოფილი უფრო სრულყოფილი ვერ გახდება, რადგანაც ის უკვე სრულყოფილია.
წრფე ვერ დაგრძელდება, რადგანაც მისი სიგრძე უკვე უსასრულოა.




Posted by: forum-ge 28 Nov 2016, 19:10
სამწუხაროდ თემის ავტორი ძალიან ცუდად ან საერთოდ არ იცნობს ქრისტიანულ მოძღვრებას.

ჩემი რჩევაა, თუ ეს კითხვები მართლა გაწუხებთ, მოიძიეთ შესაბამისი ლიტერატურა და ღრმად გაეცანით საკითხებს.

ფორუმზე ვერ გიპასუხებთ ვერავინ ამომწურავად, მით უმეტეს, რომ დიდ უმრავლესობას თქვენსავით ზედაპირული ცოდნა აქვს ქრისტიანობაზე და რელიგიაზე.

და ბოლომდე ღმერთის რაობას და მიზნებს ვერც ვერავინ გაიგებს ადამიანური ლოგიკით

Posted by: lasha kakauridze 28 Nov 2016, 19:19
androabuladze

QUOTE
ასე მაგალითად, მე შემიძლია ხეზე ავძვრე, მაგრამ არ ავძვრები თუ იქ ნაყოფი არ ასხია, ხოლო თუ ასხია - ავძვრები.
ამ შემთხვევაში ხეზე აძრომა უნარია, ნაყოფის ჭამა კი მოტივი (რამაც ხეზე აძრომისკენ მიბიძგა).
ასე რომ, თუ შესაძლებლობებს იყენებ, ყოველთვის უნდა გქონდეს ამის მოტივაცია.
და რა იყო ეს მოტივი, ამაზე არც შენ გაქვს პასუხი.


არის სამი სახეობის მოტივაცია თუ რისთვის ქმნი ...

1) როდესაც მე მჭირდება იმიტომ ვქმნი
2)როდესაც სხვას ჭირდება იმიტომ ვქმნი
3) როდესაც არც მე მჭირდება, არც სხვას ჭირდება უბრალოდ მიყვარს ჩემი შემოქმედება და იმიტომ ვქმნი

ქრისტიანულ მოძღვრებაში სწორი განმარტება არის მესამე ვარიანტი როდესაც მიყვარს ის რასაც ვქმნი .......ავიღოთ მაგალითი მხატვარზე ...ვხატავ იმიტომ რომ გასაყიდად მჭირდება ....ვხატავ იმიტომ რომ სხვას ვაჩუქო ....და ვხატავ იმიტომ რომ ეს ნახატი ძალიან მიყვარს

Posted by: androabuladze 28 Nov 2016, 19:21


forum-ge

ჯერ მწერ ამას
QUOTE
მოიძიეთ შესაბამისი ლიტერატურა და ღრმად გაეცანით საკითხებს.


მერე კი ამას
QUOTE
ღმერთის რაობას და მიზნებს ვერც ვერავინ გაიგებს


ცოტა არ იყოს, ალოგიკურია.
თუ თქვენს რელიგიას არ აქვს პასუხი, დაწერეთ, რომ არ აქვს და გასაგები იქნები პოზიცია.
ჩემი პოზიცია კი ისაა, რომ არ არსებობს და ვერ იარსებებს საფუძველი, რის გამოც სრულყოფილ ღმერთს სამყაროს შექმნა მოუნდებოდა.




* * *




lasha kakauridze
QUOTE
3) როდესაც არც მე მჭირდება, არც სხვას ჭირდება უბრალოდ მიყვარს ჩემი შემოქმედება და იმიტომ ვქმნი

ეს ვარიანტი უკვე განვიხილეთ და იგი არის პირველი ვარიანტის შემადგენელი ნაირსახეობა.
უბრალოდ ერთ შემთხვევაში სიამოვნება არის მატერიალური ხასიათის (ხილის ჭამა),
მეორე შემთხვევაში კი არამატერიალური ხასიათის (უბრალოდ ხეზე აძრომა მართობს და სიამოვნებას მანიჭებს).

"შექმნის პროცესი ადამიანისთვის დიდებულო იმიტომაა, რომ ამით სიამოვნებას იღებს..."
შესაბამისად, ორივე გჭირდება მოთხოვნილებების დასაკმაყფილებლად.
ერთ შემთხვევაში ხორციელ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებ, მეორეში კი - სულიერს და ეს გაძლევს მოტივაციას.


ღმერთმა სიამოვნების მისაღებად და გასართობად შეგვქმნა?!
და ამ სრულყოფილ ღმერთს მოთხოვნილებები აქვს?! smile.gif ნწ ნწ ნწ




Posted by: forum-ge 28 Nov 2016, 19:48
androabuladze
QUOTE

ჯერ მწერ ამას
QUOTE
მოიძიეთ შესაბამისი ლიტერატურა და ღრმად გაეცანით საკითხებს.


მერე კი ამას
QUOTE
ღმერთის რაობას და მიზნებს ვერც ვერავინ გაიგებს


ცოტა არ იყოს, ალოგიკურია.
თუ თქვენს რელიგიას არ აქვს პასუხი, დაწერეთ, რომ არ აქვს და გასაგები იქნები პოზიცია.


კონტექსტიდან ნუ ამოგლიჯავთ
მე ვთქვი
QUOTE
ბოლომდე ღმერთის რაობას და მიზნებს ვერც ვერავინ გაიგებს ადამიანური ლოგიკით

ხოლო ლიტერატურის გაცნობა საშუალებას მოგცემთ ბევრ კითხვას გასცეთ პასუხი

პ.ს. ადამიანური ლოგიკა არის დაფუძნებული მატერიალურ სამყაროს შესახებ დღეის მდგომარეობით არსებულ ცოდნას, რაც არასრული და შეიძლება ზოგ საკითხში არასწორიც იყოს, თქვენ კი ყველა თემაზე პასუხს ეძებთ ამ ლოგიკიდან გამომდინარე.

Posted by: lasha kakauridze 28 Nov 2016, 20:24
androabuladze
QUOTE
ეს ვარიანტი უკვე განვიხილეთ და იგი არის პირველი ვარიანტის შემადგენელი ნაირსახეობა.
უბრალოდ ერთ შემთხვევაში სიამოვნება არის მატერიალური ხასიათის (ხილის ჭამა),
მეორე შემთხვევაში კი არამატერიალური ხასიათის (უბრალოდ ხეზე აძრომა მართობს და სიამოვნებას მანიჭებს).


ძალიან პრიმიტიულად უდგები საკითხს .....ზოგ ადამიანს თავისი მუხუცებული მშობლების სიცოცხლე უხარია მხოლოდ იმიტომ რომ ისინი არსებობენ ...და არა საკუთარი სიამოვნების მინიჭება და ხეზე აძრომები .....ოსტატმა შეიძლება სახლი ააგოს - ის მას გამოყენებითი მიზნობრიობით ჭირდება მაგრამ ამ სახლს ჩუქურთმა დაატანოს ...შეიძლება ამ ჩუქურთმის გაკეთებას უფრო მეტი დრო დაახარჯოს ვიდრე ამ სახლის აშენებას .....ამ ჩუქურთმას ვერაფერში ვერ გამოიყენებს უბრალოდ თავისი ნაკეთობა უყვარს და ეს არის მისი მიზნობრიობა

Posted by: masai11 28 Nov 2016, 21:15
mapshnik
QUOTE
მაგ კითხვაზე თავს დავდებ რომ ვერავინ ვერასოდეს გიპასუხებს

Tzameti_13
QUOTE
პასუხია: პასუხი არ არსებობს და ვერც იარსებებს


ასე დარწმუნებულებიც ნუ ხართ რომ არ არსებობს ამ კითხვაზე პასუხი.
უბარალოდ პასუხი კი არა, მთელი სწავლებაა ამის შესახებ, მწყობრი და სრული, ისეთი რომ ეჭვსა და დამატებით კითხვებს არ ტოვეს.
მაგრამ ეს ყვეაფერი იმათთვისაა ვინ საკუთარი თავი და თავისი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთს, მისკენ სწრაფვას, მის შეცნობას (რამდენადაც ეს ქმნილებას შეუძლია) და არა ცნობისმოყვარე, ამპარტავანი და ურწმუნო არსებებისთვის.
სიტყვა "ჭირდებოდა" არ ესადაგება იმ მიზნის აღწერას რაც ქმნადობაშია (აბსოლუტს არაფერი არ ჭირდება).
საერთოდ, ადამიანური ცნობიერების შესატყვისი ცნებებით ამ ყველაფის გადმოცემა შესაძლებელია ძალიან-ძალიან-ძალიან მიახლოებით, სიმბოლურად.
თუმცა ამ დონეზეც გამაოგნებელი და მომნუსხველია ეს ინფომრაცია. დამანგრეველიც.

Posted by: Artist 28 Nov 2016, 23:09
androabuladze
QUOTE
სრულყოფილი უფრო სრულყოფილი ვერ გახდება, რადგანაც ის უკვე სრულყოფილია.

არ გესმის თუ ვერ იგებ რასაც ვამბობ?
სრულყოფილის სრულყოფილებას არ ნიშნავს განვითარება, რომელიც უსასრულოდ მიმდინარეობს...
არამედ სრულყოფილების გამოხატულებაა ეს განვითარების პროცესი თანაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს,
რომ უსასრულო განვითარების პროცესი ქვია, აქ სიტყვა უსასრულოს უნდა მიაქციო ყურადღება.

შენ სრულყოფილება რაღაცა დასრულებული გგონია და მანდაა შეცდომა, ვერ აღიქვავ უსასრულო პროცესს..
აი მიზეზი იმისა რომ ვერ იგებ რასაც ვამბობ..., რომ სრულყოფილება არაა გაჩერებული პროცესი სწორედაც
იმიტომ არის სრულყოფილი რომ ის განუწყვეტელ პროცესშია... ეს პროცესი კი უსასრულო განვითარებაა...

პს.
თუ კიდევ ვერ გაიგე იქნებ ვინმემ გაგაგებინოს, ვინც შენთვის გასაგები სიტყვებით გეტყვის იგივეს...
მეგონა რაიმე გონიერი თემა გამოჩნდა მეთქი, მაგრამ ძალიან პრიმიტიულ ფორმაში ატრიალებ..

Posted by: Zorro77777 28 Nov 2016, 23:30
QUOTE (androabuladze @ 28 Nov 2016, 01:16 )
Zorro77777
QUOTE
დედამიწაზე 7 მილიარდი ადამიანიდან, ვერავინ დაამტკიცებს და დაგიმტკიცებს ლოგიკურად ღმერთის არსებობას.

სწორედ ამიტომ არ მჯერა ღმერთის.
რისი არსებობაც არ დასტურდება, მის არარსებობას მტკიცება არ სჭირდება.
ისევე როგორც ელფების, თოვლის ბაბუას და მფრინავი სპაგეტის არარსებობას.

პ.ს. ეს თემა არ არის ღმერთის არსებობა-არარსებობაზე და თემიდან ნუ გადავუხვევთ.

ჰო მაგრამ, რომ არ არსებობს იმას დაამტკიცებ, ლოგიკურად ?

პს: გააჩნია ვითვის როგორ, ვისთვის ლოგიკაა მთავარი და ვისთვის ღმერთი.

Posted by: androabuladze 30 Nov 2016, 19:33


Zorro77777
QUOTE
ჰო მაგრამ, რომ არ არსებობს იმას დაამტკიცებ, ლოგიკურად ?

არარსებობას არ სჭირდება მტკიცება. არარსებობა არის ფაქტი.

უკეთ რომ გაიაზრო ეს სიტყვები:
დაამტკიცებ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს?
დაამტკიცებ, რომ მფრინავი ცხენი არ არსებობს?
დაამტკიცებ, რომ კოსმოსში პლანეტის ზომის უხილავი ჩაიდანი არ არსებობს?

პ.ს. ეს თემა არ ეხება ღმერთის არსებობა/არარსებობას.
ამისთვის შედი თემაში https://forum.ge/?f=84&showtopic=34591510&st=0



Posted by: lasha kakauridze 30 Nov 2016, 21:02
androabuladze
QUOTE
დაამტკიცებ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს?


1)თოვლის ბაბუაზე არ არსებობს არცერთი ისტორიული ჩანაწერი
2) არ ყავს არცერთი თვითმხილვევლი
3) არ არის არქეოლოგიური აღმოჩენები
4) არ არსებობს არცერთი მიმდევარი
5) არ მოიძებნება არცერთი ადამიანი ვინც სრული სერიოზულობით ისაუბრებდა მის არსებობაბზე(ბავშვები 6 წლამდე არ იგულისხმება ) ,
6) მის გამო არავინ არ წირავს თავს

მემგონი საკმარისი მტკიცებულებააა

Posted by: Zorro77777 30 Nov 2016, 21:14
lasha kakauridze

დაანებე თავი, ვისაც რა უნდა ის სწამს.


პს:
თუ არა მაგ კითხვების დასმას იმ საინტერესო კითხვებზე გაცემდა პასუხს როგორიცაა: ( დარწმუნებული ვარ ყველა ნორმალურ ადამიანს უფიქრია ამაზე და მათ შორის ათეისტებსაც )
1. საიდან გაჩნდა სამყარო ( სივრცე და დრო ) ?
2. აქვს საზღვარი სამყაროს, თუ აქვს სად და იმის იქით რა არის ?
3. სად, როდის და როგორ გაჩნდა სიცოცხლე ?
4. ადამინისნაირი გონიერი არსება, თავისით გაჩნდა ? როდის გაჩნდა ადამიანი ?

ჰოდა გაცეს ამ კითხვებს ლოგიკური პასუხი ( ხომ ამბობს ლიგიკაა მთავარიო ? )
და ლოგიკურად მტკიცებულება იქნება ღმერთის არ არსებობის. yes.gif
( არაფერს ვამბობ წმინდა წერილზე და იქ მეცნიერების მიერ დამტკიცებულ ფაქტებზე )

თუ არა არალოგიკურად, ხუმრობით და კითხვაზე თავის არიდებით, მაშინ ვამბობ:
მფრინავმა ცხენმა შექმნა ეს ყველაფერი. biggrin.gif

Posted by: androabuladze 30 Nov 2016, 21:18


lasha kakauridze
QUOTE
1)თოვლის ბაბუაზე არ არსებობს არცერთი ისტორიული ჩანაწერი

ჩანაწერის არსებობა/არარსებობა არ განსაზღვრავს ჭეშმარიტებას.
არსებობს გადმოცემები, თუ როგორ ასაჩუქრებდა თოვლის ბაბუა ხალხს
და ამ გადმოცემების წერილობითი ფიქსაცია მოხდა თუ არა სულერთია.



QUOTE
2) არ ყავს არცერთი თვითმხილვევლი

ტყუილია!
მე ვნახე.
სუფთა გულის ქონდა და კარგი მოქცევა აუცილებელია, რათა თოვლის ბაბუა შენთან მოვიდეს.
თუ არ ირწმუნებ და კარგად არ მოიქცევი - ვერ ნახავ.



QUOTE
3) არ არის არქეოლოგიური აღმოჩენები

სისულელეა.
თოვლის ბაბუას არქეოლოგიურად ვერ აღმოაჩენ (ისევე როგორც შემოქმედ ღმერთს ვერ აღმოაჩენ არქეოლოგიურად).
იგი ცოცხალი არსებაა.



QUOTE
4) არ არსებობს არცერთი მიმდევარი

QUOTE
5) არ მოიძებნება არცერთი ადამიანი ვინც სრული სერიოზულობით ისაუბრებდა მის არსებობაბზე

მორწმუნეთა რაოდენობა არ განსაზრვრავს ჭეშმარიტებას.
ხალხმა დაივიწყდა თოვლის ბაბუა, თუმცა ვის რა ჯერა, ეს არ ცვლის რეალობას.



QUOTE
6) მის გამო არავინ არ წირავს თავს

თოვლის ბაბუა თავგანწირვას არც მოითხოვს.



მე მწამს რომ თოვლის ბაბუა არსებობს!
დაამტკიცე, რომ არ არსებობს




Posted by: lasha kakauridze 30 Nov 2016, 21:52
androabuladze
QUOTE
ჩანაწერის არსებობა/არარსებობა არ განსაზღვრავს ჭეშმარიტებას.


აუცილებელია ჩანაწერების არსებობა (ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონეტია)

QUOTE
არსებობს გადმოცემები, თუ როგორ ასაჩუქრებდა თოვლის ბაბუა ხალხს
და ამ გადმოცემების წერილობითი ფიქსაცია მოხდა თუ არა სულერთია.


სამწუხაროსდ გადმოცემებიც არ არსებობს wink.gif

QUOTE
ტყუილია!
მე ვნახე.
სუფთა გულის ქონდა და კარგი მოქცევა აუცილებელია, რათა თოვლის ბაბუა შენთან მოვიდეს.
თუ არ ირწმუნებ და კარგად არ მოიქცევი - ვერ ნახავ.

იტყუები ...ლოგიკური მიზეზის გამო .. ბავშვზე სუფთა გული გაქვს? biggrin.gif ....არადა რომ ვეკითხები ნანახი არ ყავთ wink.gif

QUOTE
სისულელეა.
თოვლის ბაბუას არქეოლოგიურად ვერ აღმოაჩენ (ისევე როგორც შემოქმედ ღმერთს ვერ აღმოაჩენ არქეოლოგიურად).
იგი ცოცხალი არსებაა.


კვალი არ დატოვა? ...თუნდაც საჩუქარი ... უამრავი არქეოლოგიური აღმოჩენებია ქრისტეს სახით

QUOTE
მორწმუნეთა რაოდენობა არ განსაზრვრავს ჭეშმარიტებას.


QUOTE
მორწმუნეთა რაოდენობა არ განსაზრვრავს ჭეშმარიტებას.
ხალხმა დაივიწყდა თოვლის ბაბუა, თუმცა ვის რა ჯერა, ეს არ ცვლის რეალობას.


რომ დაივიწყა და არცერთი მიმდევარი რომ არ ყავს ამიტომ არ არსებობს wink.gif

QUOTE
თოვლის ბაბუა თავგანწირვას არც მოითხოვს.


მე სხვა რამე ვიგულისმე .....თავგანწირვი|თ მტკიცდება მისი არსებობა .....ტყუილის გამო თავს არავინ არ გაწირავს

მე ჩამოვწერე ის 6 კომპონეტები რაც ქრისტეზე მოხდა

Posted by: Devion 30 Nov 2016, 21:57
მეტი სხვა საქმე არ ქონდა მოსწყინდა არაფერში ყოფნა და ცოტა გართობა გადაწყვიტა. ის ხომ მარადისობით იტანჯება.

Posted by: androabuladze 30 Nov 2016, 22:21


lasha kakauridze
QUOTE
აუცილებელია ჩანაწერების არსებობა (ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონეტია)

ტყუილია!
შეიძლება ვინმე/რამე არსებობდეს და ამის ჩაწრა არ მოხდეს.
ასევე შეიძლება ვინმე/რამე არ არსებობდეს, მაგრამ ამის ჩაწერა და აღწერა მოხდეს (მაგ.: დავჯდე და რამე ზღაპარი დავწერო).

ჩანაწერის არსებობა არ განსაზღვრავს ობიექტის არსებობას!



QUOTE
სამწუხაროსდ გადმოცემებიც არ არსებობს

არსებობს. სწორედ ამის გამოა დღემდე შემორჩენილი თოვლის ბაბუის ტრადიცია, რაც ძველი ცოდნის გამოძახილია.



QUOTE
იტყუები

ასე იტყუებიან "ღმერთის თვითმხილველები" 2kiss.gif
მაგრამ მე მართლა ვნახე თოვლის ბაბუა.



QUOTE
კვალი არ დატოვა? ...თუნდაც საჩუქარი

საჩუქრებს ბავშვებს ჩუქნის, ჩვეულებრივი ნივთებია და მათი გარჩევა სხვა ნივთებისაგან შეუძლებელია.



QUOTE
რომ დაივიწყა და არცერთი მიმდევარი რომ არ ყავს ამიტომ არ არსებობს

არასწორია.
ათასობით რელიგია თუ მითოლოგიური პერსნაჟი არსებობდა და არსებობს.
ყველას ყავდა და ყავს მიმდევრები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა სწორია.
ხალხის წარმოდგენები არ განსაზღვრავს რეალობას.

დღეს ადამიანები არ იქცევიან კარგად და ამიტომ ვერ ხედავენ თოვლის ბაბუას.



QUOTE
მე ჩამოვწერე ის 6 კომპონეტები რაც ქრისტეზე მოხდა

ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანი იყო. თოვლის ბაბუა არ არის ჩვეულებრივი ადამიანი.


მე მწამს, რომ თოვლის ბაბუა არსებობს! რომ არ გინახავთ, ეს მის არარსებობას არ ნიშნავს.
ვერ დაამტკიცებ, რომ არ არსებობს
smile.gif




Posted by: MAN-DARK 30 Nov 2016, 22:31
QUOTE
მე მწამს რომ თოვლის ბაბუა არსებობს!
დაამტკიცე, რომ არ არსებობს


მე მწამს, რომ ღმერთი არსებობს. დაამტკიცე, რომ არ არსებობს. რწმენა ქვია იმას რისიც გჯერავს ფაქტების არსებობის გარეშე.

Posted by: lasha kakauridze 30 Nov 2016, 23:13
androabuladze

QUOTE
ვერ დაამტკიცებ, რომ არ არსებობს


არადა ის 6 ერთად აღებული კომპონეტი რაც მე ჩამოგითვალე ამტკიცებს მის არ არსებობას ....ნუ შენ თუ ამას მტკიცებულებას არ ეძახი ნება შენია ვერავინ წაგართმევს wink.gif

QUOTE
დღეს ადამიანები არ იქცევიან კარგად და ამიტომ ვერ ხედავენ თოვლის ბაბუას.


ანუ 2 წლის ბავშვები კარგად არ იქცევიან?

QUOTE
ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანი იყო.


ესეც დიდი მისწრებააა ქრისტეს არსებობას რომ აღიარებ ....ზოგიერთი ათეისტი საერთოდ უარყოფს მის არსებობას

Posted by: Zorro77777 1 Dec 2016, 11:52
androabuladze

ჩემს ამ კითხვებს რატომ აიგნორებთ პატივცემულო,
თუ იქნებ საინტერესო კითხვები არაა და ისეთი უინტერესო კითხვებია, რომელზეც არავის უფიქრია ?

https://forum.ge/?showtopic=34908611&view=findpost&p=49383516

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)