#58613109 · 17 Nov 2021, 15:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, ორ სხვადასხვა ლოკაციაზე თბილისში მიყენია ერთი და იგივე მაგთის IPTV პაკეტი (40 მბ/წმ), სიჩქარეს რომ ვტესტავ, მართლაც 38-39-ით მოაქვს ორივეგან, უბრალოდ ერთ-ერთიდან latency/ping არის დიდი -- თბილისიდან თბილისისვე სერვერებზე 20-25მწ, რაც საშინელებაა, მეორე ადგილიდან -- 5-7მწ, რაც კარგია (უკეთესიც შეიძლება).
ამ ორ სეტაპს შორის, განსხვავება მხოლოდ როუტერია მემგონი. იქ სადაც დიდი პინგია, აყენია ჰუავეის HG8245H5 როუტერი, და შეიძლება რომ როუტერი იწვევდეს მაღალ პინგს?
ერთი რაც გავტესტე და დანამდვილებით ვიცი, არის ის რომ, 802.11b/g/n-ზე არის ეს პრობლემა, ხოლო თუ გადავრთავ 802.11b/g-ზე, ინტერნეტის სიჩქარე ნახევრდება -- 20მბ/წმ ხდება, მაგრამ პინგი რეგულირდება, ჩამოდის 5-7მწ-მდე.
არ შეიძლება რომ უბრალოდ პინგი დაიწიოს რამენაირად მაგრამ ინტერნეტის სიჩქარე არ განახევრდეს? როგორც ზემოთ ვიკითხე, შეიძლება რომ უკეთესმა როუტერმა მოაგვაროს ეს პრობლემა? ან შეიძლება ამ ჰუავეის როუტერის სეთინგებიდანვე გამოვასწორო?
მადლობა!
პს. თვითონ მაგთიდან ვერ გამისწორეს, აღიარეს რომ ხარვეზია, მაგრამ ისიც აღიარეს რომ ვერ ასწორებენ. გუშინ როუტერი შემიცვალეს (იგივე მოდელით), მაგრამ სიტუაცია არ შეცვლილა.
This post has been edited by ganjaislife on 17 Nov 2021, 15:45
|