სალამი მეგობრებო,
მინდა კაი ამბის შესახებ გამცნოთ:
აწ უკვე რამოდენიმე თვეა, მიმდინარეობს მუშაობა "თბილისის ურბანული ტყის" გენერირებაზე და ახალი ბიოლოგიური ჯაჭვის ჩამოყალიბებაზე. მთაწმინდის ფერდიდან დაწყებული კუსტბით დამთავრებული, 700 ჰექტარზე მეტი გაშენებული ტყე, ველო-საცხენისნო-საფეხმავლო ბილიკებით და ა.შ.
საწყის ეტაპზე გამოყოფილია 16 მილიონამდე ლარი, რასაც სრულად ფონდი "ქართუ" ფარავს, უშუალოდ პროექტზე მუშაობს "ფონდი განვითარება და გარემო" თბილისის მერიის და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობითა და პარტნიორობით.
უშუალო სამუშაო პროცესი და სხვა დეტალები შეგიძლიათ ნახოთ ფონდის საიტზე www.defund.ge
ასევე აუცილებლად იხილეთ პატარა ფილმი პროექტ "თბილისის ურბანული ტყის" შესახებ
https://youtu.be/4M0Y3O2Cd0Q This post has been edited by crippa on 23 Sep 2020, 13:49