Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > თუთიყუშები


Posted by: Qetucha 9 Jul 2016, 22:20
user posted image
თუთიყუშები (psittacines)
372 სახეობაა გაერთიანებული, რომელთა სამშობლო ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებია.
სხეულის სიგრძე 9,5 სმ-იდან 1 მ-მდე მერყეობს, წონა 10 გ-იდან 1 კგ-ზე მეტი.
გარეგნულად: ძირითადად საკმაოდ მკვეთრი შეფერილობა, აქვთ კაუჭისებრი მასიური ნისკარტი, მოღუნულბრჭყალებიანი ღონიერი ფეხები და გრძელი ფრთები.

თუთიყუშების სამ ოჯახად ყოფენ:

"ნამდვილი" თუთიყუშები (Psittacoidea)
http://pix.ge/
თუთიყუშების ყველაზე დიდი ოჯახია და დაახლოებით 330-მდე სახეობას მოიცავს. მათ შორისაა: არა, ამაზონის თუთიყუში, ტალღოვანი, მოსიყვარულეები, ყელსაბმიანი თუთიყუშები, ჟაკო და ა.შ.
გავრცელების არეალი: სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია, აფრიკა და აზია.

კაკადუსებრნი (Cacatuoidea)
http://pix.ge/
მათი მთავარი დამახასიათებელი ნიშანია თავზე ქოჩორი. კაკადუსებრთა წარმომადგენლები, "ნამდვილი" თუთიყუშებისაგან განსხვავებით ფერთა ზედმეტი სიჭრელით არ გამოირჩევიან.გავრცელების არეალი: ავსტრალია, ფილიპინები და ინდონეზია.

ახალი ზელანდიის თუთიყუშები (Strigopoidea)
http://pix.ge/
ეს თუთიყუშები ახალი ზელანდიისათვის ენდემური სახეობებია.
ახალი ზელანდიის თუთიყუშები კიდევ ორ ქვესახეობად იყოფიან.
1. Nestoridae - რომელთაც მიეკუთვნება კეა და კაკას რამოდენიმე სახეობა.
2. Strigopidae -ს წარმომადგენელი კაკაპოა. ყველასათვის ცნობილი როგორც ერთადერთი თუთიყუში, რომელიც არ დაფრინავს. კაკაპო დღესდღეობით გადაშენების პირასაა.
მცირეოდენი ინფო მათ შესახებ http://forum.ge/?showtopic=34378770&view=findpost&p=30681755 და http://forum.ge/?showtopic=34233895&view=findpost&p=27649756
მაღალი ინტელექტის და ლაპარაკის უნარის გამო თუთიყუში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრინველია, რომელიც სახლის პირობებში ჰყავთ. სათანადო ყურადღების შემთხვევაში მათი გაწვრთნა და სხვადასხვა ილეთების შესწავლაც შეიძლება. ისინი ახლო კონტაქტში შემოდიან ადამიანთან და მათი დამეგობრება არც თუ ისე ძნელია.

თუთიყუშების სახეობები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Qetucha 9 Jul 2016, 22:27
გაგრძელება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: Qetucha 9 Jul 2016, 22:41
როგორ ავარჩიოთ სასურველი ჯიშის თუთიყუში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

სად შევიძინოთ თუთიყუში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

თუთიყუშების მოვლა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

თუთიყუში და ბავშვი: რა უნდა იცოდეთ მშობლებმა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

კვება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

კბენა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

პოზიტიური მეთოდები შიშის შესამცირებლად
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Qetucha 9 Jul 2016, 22:48
თუთიყუშისთვის მეწყვილის მიჩვევა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ავადმყოფობა:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

როგორ ვასწავლოთ ლაპარაკი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ზოომაღაზიების მისამართები და ტელეფონის ნომრები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

თუთიყუშებისთვის დასარქმევი სახელების სია ანბანის მიხედვით
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

წინა თემები:
http://forum.ge/?f=72&showtopic=34562665&st=0
http://forum.ge/?f=72&showtopic=34615440&st=0
https://forum.ge/?f=72&showtopic=34659043
პოსტი მომზადებულია ფორუმელ თუთომანთა მიერ. ©

Posted by: vasovaso92 10 Jul 2016, 11:52
სალამით bis.gif
---------------------

Posted by: Giorgijee 11 Jul 2016, 13:30
10 დღეა არ წამს , მოწყენილათაა. უკან სკლინტი თუ რაგაც აქვს

Posted by: sandroia 15 Jul 2016, 10:46
მოგესალმებით ხალხო

თბილისში არის ისეთი ზოომაღაზია სადაც თუთიყუშების და თევზების ფართო არცევანი იქნება?
ანუ ცოტა დიდი მაღაზია რომ იყოს და მხოლოდ იქ რომ დავდიოდე საყიდლად თუ არის ეგეთი?

შედარებისთვის რომ ავიღოთ მაგალითად სუპერმარკეტი ორი ნაბიჯი და კარფური

აი ესეთ სტილშI რაა

Posted by: PAINKILLER 15 Jul 2016, 22:35
QUOTE (sandroia @ 15 Jul 2016, 10:46 )
მოგესალმებით ხალხო

თბილისში არის ისეთი ზოომაღაზია სადაც თუთიყუშების და თევზების ფართო არცევანი იქნება?
ანუ ცოტა დიდი მაღაზია რომ იყოს და მხოლოდ იქ რომ დავდიოდე საყიდლად თუ არის ეგეთი?

შედარებისთვის რომ ავიღოთ მაგალითად სუპერმარკეტი ორი ნაბიჯი და კარფური

აი ესეთ სტილშI რაა

კარფურის და სუპერის დონის არაფერი არ არის, პატარა მაღაზიები კი არის რამდენიმე, მაგალითად ზოოპლაზა არის თამარაშვილზე ლუკოილის კალონკასთან, ტელევიზიის პირდაპირ არის მაღაზია (პეტშოფი მგონი), რუსთაველის მეტროსთან (სახელი არ მახსოვს), კიდევ თევზების დიდი მაღაზია იყო ქარვასლაში (ფიშოპი) და დაიხურა...




თევზებზე თუ რამე გაინტერესებს, ცალკე თემაა და იქ გამოგეხმაურებიან, ან დამირეკე და აგიხსნი რაღაცეებს, 2 წელია აკვარიუმისტობას მივყავი ხელი, კუებიც მყავს დაჟE biggrin.gif


თუთიყუშები თინეიჯერობის დროს მყავდა მთელი ოჯახი, 3 პარტია ბარტყები გამოჩიკეს და დააფრინეს, ასე რომ მაგ საკითხშიც მეტნაკლებად ვერკვევი smile.gif

Posted by: oligarh 15 Jul 2016, 23:55
მეგობრებო დამწყები ვარ და რომელ თუთიყუშს მირჩევთ, შედარებით იოლი მოსავლელი და კაპასი რომ არ იყოს biggrin.gif
ასევე მაინტერესებს დაბალ ტემპერატურას როგორ ეგუება, ოთახში სადაც საღამომდე გათბობა არ ირთვება და ცივა თუ გაძლებს?

Posted by: Unico 16 Jul 2016, 00:07
QUOTE
ასე რომ მაგ საკითხშიც მეტნაკლებად ვერკვევი

ოღონდაცა რა biggrin.gif

lol.gif lol.gif lol.gif




sandroia

ზოომაღაზიების მეტი რა არის. ნუ დაგეზარება გავლა smile.gif

oligarh
გეტყვიან ტალღოვანიო და არ დაუჯერო smile.gif
სინამდვილეში არცერთი ცოცხალი (!) არსება არაა მარტივი და იოლი მოსავლელი.
იცი რატომ?
იმიტომ რომ ცოცხალია smile.gif
ამიტომ აქედანვე დაფიქრდი: გაქვს საკმარისი დრო, რომ დაუთმო თუთიყუშებს? თუ არ გაქვს, აზრი არ აქვს smile.gif

Posted by: oligarh 16 Jul 2016, 00:23
Unico
დღეში 3-4 საათი მინიმუმ, ნუ ერთ ოთახში ვიქნებით, 4 საათი ვერ დავუჯდები და ვერ ველაპარაკები ან ვეთამაშები biggrin.gif
QUOTE
არსება არაა მარტივი და იოლი მოსავლელი.

ხო გასაგებია მაგრამ ყველა ერთნაერი ხომ არ არის, დარწმუნებული ვარ ხასიათებით განსხვავებული იქნება ჯიშები.

Unico
QUOTE
ასევე მაინტერესებს დაბალ ტემპერატურას როგორ ეგუება, ოთახში სადაც საღამომდე გათბობა არ ირთვება და ცივა თუ გაძლებს?

ამაზე ხომ ვერ მეტყვი რამეს.

Posted by: PAINKILLER 16 Jul 2016, 01:11
QUOTE
ოღონდაცა რა 

Unico


ვერ გავიგე???

Posted by: Unico 16 Jul 2016, 12:10
oligarh
ნუ მაშინ განუყრელებს გირჩევ, წყვილი იყიდე, ანუ დედალ-მამალი smile.gif
ლაპარაკის სწავლა გაგიჭირდება, ჩვენთან უჭირთ განუყრელებისთვის რამის სწავლება (იმიტომ რომ ამას დიდი დრო უნდა), მაგრამ სამაგიეროდ ლამაზები არიან და თავისებურად ჟღუტულებენ.

რაც შეეხება ტემპერატურას.
თუ გათბობა არ გაქვს ჩართული, თუ ადამიანიც ძლივს ჩერდება მაგ ოთახში (ან შეიძლება არ იყოს სახლში საღამომდე და გათბობაც ვერ ჩართოს), მაშინ ბუნებრივია ვერ გაძლებს თუთიყუში.

ზამთარში გათბობა უნდა. ახლა, მთლად გამათბობელს მიასკუპე გალიაო, ამას არ გეუბნები, მაგრამ გასაძლები ტემპერატურა რომ იყოს სახლში.
თორემ მოიბუზება, ავად გახდება და მოკვდება.
მართლა გეუბნები. არის ამის შემთხვევები smile.gif

Posted by: natia khuchua 16 Jul 2016, 19:11
გამარჯობათ,

კარგა ხანია აღარაფერი დამიწერია ფორუმზე smile.gif

მოკლედ, 4 დღეა, რაც ვიყიდე კორელა, რომელიც დიდი ხანია მინდოდა მყოლოდა. პატრონის თქმით, ბიჭი უნდა იყოს, ჰქვია ზიბრი. საოცარი თუთოა, თბილი და ტკბილი bis.gif ჯერ თვენახევრისაა და სულ ჩემთან ახლოს აა, მხარზე მაზის ხოლმე და თავს რომ მომადებს ლოყაზე, მაგ დროს შეჭმა მინდება, ისეთი ტკბილია. სულში ვიძვრენ ლამის, ისეთია, თუმცა როცა ვეფერები ან როცა უბრალოდ მხარზე მაზის ან დადის აქეთ-იქით, რაღაც ხმებს გამოსცემს, პირს არ აღებს ოღონდ, ცხვირისმიერი ბგერასავითაა რაღაც, როგორ ავხსნა არვიცი. სტვენა არაა, არც ჭყიპინი, დაბალ ბგერებს უშვებს. უცხოურ ფორუმებზე გადავავლე თვალი მსგავს თემებს და წერენ, რომ ან სიამოვნებთ მოფერება და ამიტომ გამოსცემენ ასეთ ხმას, ან შეწყვილების პერიოდი აქვთ და მოფერებისას ასე რომ ვთქვათ იღგზნებიან biggrin.gif ან შიათ და ამით არის გამოწვეული ეს ხმები. თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა და რას მეტყვით?

Posted by: ანანასი 19 Jul 2016, 12:18
განუყრელები არ იყიდოთ.
დილის 6 საათზე რო დაიწყებენ ღნავილს არ ჩერდებიან ღამის 12 მდე. facepalm.gif

Posted by: warrior13 20 Jul 2016, 21:36
დიდი ხანია მყავს მამალი კორელა. ზოგადად ძალიან თბილი და ტკბილია,მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიანაა გაღიზიანებულია. სულ ყვირის. საერთოდ არ უყვარს მარტო დარჩენა, ერთი წუთიც ვერ ვტოვებ მაშინვე ყვირის და სანამ ყურადღებას არ მიაქცევ არ ჩერდება,მაგრამ ამ ბოლო დროს მნიშვნელობა არ აქვს გარემოს სულ შეტევაზე გადმოდის. ვერაფრით ვაწყნარებ.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Jul 2016, 10:07
warrior13
QUOTE
დიდი ხანია მყავს მამალი კორელა. ზოგადად ძალიან თბილი და ტკბილია,მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიანაა გაღიზიანებულია. სულ ყვირის. საერთოდ არ უყვარს მარტო დარჩენა, ერთი წუთიც ვერ ვტოვებ მაშინვე ყვირის და სანამ ყურადღებას არ მიაქცევ არ ჩერდება,მაგრამ ამ ბოლო დროს მნიშვნელობა არ აქვს გარემოს სულ შეტევაზე გადმოდის. ვერაფრით ვაწყნარებ.

პარტნიორი მოუყვანეთ იქნებ ყურადღება გადაიტანოს

Posted by: warrior13 21 Jul 2016, 14:16
M-A-S-E-R-A-T-I ვიფიქრე,მაგრამ იმხელა ყურადღებას მოითხოვს მეორეს მოვლას ნაღდად ვეღარ გავქაჩავთ :დ

Posted by: Unico 30 Jul 2016, 23:09
warrior13

თუ კორელა არა, მაშინ ტალღოვანი მეგობარი უყიდეთ. არაფერს უზამს, კორელა და ტალღოვანი ერთ გალიაში კარგად იქნებიან.


ან მეორე გზაა: თავად დაუთმეთ ყურადღება.

მესამეც არის, გააჩუქეთ. თუმცა ეს ბოლო სასტიკი გზაა smile.gif

Posted by: foorsmile 31 Jul 2016, 19:15
გამარჯობათ, ადრე მყავდა თუტიყუში, შემდეგ დაიწყო კვერვხების დადება და ერთ დღესაც
დადების დროს მოკვდა, მას შემდეგ ვიყიდეთ ბიჭი, მაგრამ გოგო გამოდგა, დაიწყო ისევ კვერცხების დადება,
ახლა მეშინია კიდევ არ მოკვდეს, რა უნდა გავაკეთო ?

გმადლობთ.

Posted by: warrior13 2 Aug 2016, 23:55
QUOTE (Unico @ 30 Jul 2016, 23:09 )
warrior13

თუ კორელა არა, მაშინ ტალღოვანი მეგობარი უყიდეთ. არაფერს უზამს, კორელა და ტალღოვანი ერთ გალიაში კარგად იქნებიან.


ან მეორე გზაა: თავად დაუთმეთ ყურადღება.

მესამეც არის, გააჩუქეთ. თუმცა ეს ბოლო სასტიკი გზაა smile.gif

ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ გვყავს love.gif თავიდანვე ასე მივაჩვიეთ და ახლა უჩვენოდ დიდხანს ვერ ძლებს. love.gif მესამე გამორიცხულია gigi.gif

Posted by: Unico 3 Aug 2016, 10:23
warrior13
გადაუვლის.

კორელებს ეტყობა აქვთ ეგეთი წამოვლები.

ახლა გამახსენდა, ერთ ძველ იუზერს ჰყავდა დედალი კორელა და მხარზე მოწებებული ჰყავდა, მარტო დარჩენაზე წიოკობდაო.


Posted by: რიკი 5 Aug 2016, 14:54
დედალი ტალღოვანი მინდა ვინმეს თუ გყავთ გასაჩუქებელი..

Posted by: zvixcho 7 Aug 2016, 23:05
ცუდად მყავს ტალღოვანი, მეორე დღეა არ ჭამს,თხლად სკლინტავს. დღეს ყვითელი ფერის წამალი მომცეს ვეტაფთიაქში, დავალევინე მარა ჯერ ისევ ისეა. რამე სხვა ღონეს ხომ არ მივმართო? კამამ აწყინა მგონი

Posted by: vasovaso92 15 Aug 2016, 17:25
ბუნების ზოომაღაზიაში რეჯიო დი სოლე აღარ გვაქვსო და რომელ საჭმელს აჭმევთ კაი რო იყოს?

Posted by: InsuranceAgent 18 Aug 2016, 21:14
https://www.youtube.com/watch?v=ZbDyUcL7xQM&list=LLUG3-_kWLLGML8hHwxC9j0g&index=23

Posted by: dima_d 24 Aug 2016, 12:42
მოგესალმებით, ტალღოვანის ყიდვა გადავწყვიტეთ მამლის და ვისაც გყავთ რას მივაქციო ყურადღება?

1) ლაპარაკის დაწყების შანში ააქვს?
2) გალია რამხელა უნდა იყოს თუ არააქვს მნიშვნელობა?
3) ძალიან ხმაურიანია? ღამე დამაძინებს? ) smile.gif))
4) კვებით რომელი ფირმის საკვები ჯობია?

P.S სამი წლის ბავშვია სახლში და ცელქია ამაზე რას ფიქრობთ ღიირს საერთოდ მოყვანა?

დიდი მადლობა წინასწარ


Posted by: ანანასი 28 Aug 2016, 10:35
აუ ტვინი ამხადეს უკვე თუთიყუშებმა.
არ გაბედოთ და განუყრელები არ იყიდოთ, წყვილი მითუმეტეს
დილის 6 საათზე რომ დაიწყებენ ღრიალს ვერ გააჩერებ იმენა რა facepalm.gif
თან რამხელა ხმაზე ყვირიან, მაღაზიაში მესმოდა 7 სართულიდან

Posted by: Unico 28 Aug 2016, 12:18
dima_d
QUOTE
1) ლაპარაკის დაწყების შანში ააქვს?

კი, აქვს.

QUOTE
2) გალია რამხელა უნდა იყოს თუ არააქვს მნიშვნელობა?

ერთი თუთიყუშის ყიდვას თუ აპირებ, ერთის დასატევი.
არ იყიდო მრგვალი, იყიდე ოთხკუთხა ფორმის,

QUOTE
3) ძალიან ხმაურიანია? ღამე დამაძინებს? )

ღამე სძინავს biggrin.gif
ეცადე ღამე განათებულ ოთახში არ დატოვო, შუქი ჩაუქრე ხოლმე და საშუალება მიეცი დაიძინოს.

QUOTE
4) კვებით რომელი ფირმის საკვები ჯობია?

რაჯიო დი სოლე, პირველ რიგში (იყიდება "ბუნების" ქსელში)
შემდეგ ალბათ მოდის ვიტაპოლი.

ასაწონები არ უყიდო, კაცმა არ იცის რამ გადაუარა, რა ვადისაა და ა.შ.

QUOTE
P.S სამი წლის ბავშვია სახლში და ცელქია ამაზე რას ფიქრობთ ღიირს საერთოდ მოყვანა?

ჰმ, მოარიდეთ თუ ცელქია და ცოცხალ არსებებს არ ჰყვარობს.



პ.ს.
QUOTE
არ გაბედოთ და განუყრელები არ იყიდოთ, წყვილი მითუმეტეს
დილის 6 საათზე რომ დაიწყებენ ღრიალს ვერ გააჩერებ იმენა რა

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
აუ წარმოვიდგინე lol.gif

Posted by: Raven 28 Aug 2016, 18:16
QUOTE
განუყრელები

ეს რა ჯიშია? პირველად გავიგე

ხოო რაჯიო მოკვდაო საქართველოში აღარ შემოვაო ასე მიტხრეს მაღაზიასი, სხვა მომცეს რაღაც პაკეტში.

Posted by: Unico 28 Aug 2016, 21:31
Raven
QUOTE
ეს რა ჯიშია? პირველად გავიგე

lovebirds

რუსულის კალკია, ნერაზლუჩნიკი.. ხანდახან მოსიყვარულეებს ეძახიან

Posted by: LoLOuT 30 Aug 2016, 15:40
მოგესალმებით ყველას, ფრინველების ვეგეტერინარს ვერ მიმასწავლით
* * *
ხალხო მჭირდება ვეტერინარი რომელიც კარგათ ერკვევა ფრინველებში წამეშველეთ რამით

Posted by: ინაველ 4 Sep 2016, 15:27
განუყრელის ბარტყი სად შეიძლება შევიძინო?

-----------------------------------------------------

Posted by: Unico 4 Sep 2016, 21:06
LoLOuT
კოსტავაზე ზოოპლაზას კლინიკაში

ისე კი კარგი სპეციალისტი ამ მხრივ არ გვყავს, ვგულისხმობ ფრინველების "ექიმს"


ინაველ
ზოომაღაზიებში და მაიმარკეტზე კერძო მომშენებლების განცხადებები დაძებნე.

Posted by: davitabarca 7 Sep 2016, 12:11
ასეთი დიდი თუთიყუშის ყიდვა სად შეიძლება თბილისში
და ფასიც რა ექნება დაახლოებით?
user posted image

Posted by: Unico 7 Sep 2016, 12:33
davitabarca
ეგ არის ყელსაბმიანი თუთიყუში (ყელზე აქვს ლენტივით, სახელიც აქედან)

უნდა ნახო: ზოომაღაზიებში (ზოოპლაზას შეიძლება ჰყავდეს, კოსტავას დასაწყისში რომ არის (რუსთაველის მეტროს მოპირდაპირედ), მანდ ჟაკოც ჰყავდათ და იმიტომ მახსოვს; ისე იცოდე რომ ეს სახეობა ყველა ზოომაღაზიას ვერ ეყოლება)

ან კერძო მომშენებლებთან უნდა გაიკითხო.



Posted by: davitabarca 7 Sep 2016, 13:29
Unico
გასაგებია, დიდი მადლობა smile.gif

Posted by: guriaaa 13 Sep 2016, 01:16
მოკლედ, დედაჩემს დაუჭერია ეს გურიაში, ქათმებთან ერთად ჭამდა საჭმელსო..
პრინციპში თავისით მოვიდა ხელზეო..
კვირაზე მეტხანს ჰყავდა, მთელ სოფელს გააგებინა ვინმეს ხო არ გაუფრინდაო და ბოლოს გამოგვიგზავნა ტიფლისში

ზის ასე, ჭამსმ სვამს მარა ხმას არ იღებს საერთოდ..
დასტრესილია?
თუ რამე უნდა მივცე დამატებით? მირჩიეთ რა..

ან რა ჯიშია, რამდენი წლისაა, დედალია თუ მამალი..?
ეგეც მითხარით...

http://pix.ge/

http://pix.ge/

ადრე მყავდა..მარა იმის მერე წლები გავიდა...არაფერი მახსოვს

Posted by: zvixcho 13 Sep 2016, 07:23
guriaaa
QUOTE
ან რა ჯიშია, რამდენი წლისაა, დედალია თუ მამალი..?
ეგეც მითხარით...

ასაკს ვერ გეტყვი მარა კარგი ხარისხის ფოტო რომ დადო ბარტყია თუ დიდი იმას გეტყოდი smile.gif როგორც ვატყობ გოგოა. ჯიში ტალღოვანი. დააცადე მიიჩვიე და ამოიღებს ხმასsmile.gif შეიძლება არ ალაპარაკდეს მარა იჭიკჭკიკებს მაინც smile.gif

Posted by: Unico 13 Sep 2016, 13:28
guriaaa
ტალღოვანია.

ბარტყი არა მგონი იყოს.

QUOTE
თუ რამე უნდა მივცე დამატებით? მირჩიეთ რა.

ნორმალური, დაფასოებული საკვები: რაჯიო დი სოლე ან ვიტაპოლი.
პერიოდულად ვიტამინები და ხილ-ბოსტნეული ცოცხლად.

ხელზე მოვიდა, ესე იგი მოჩვეულია ადამიანს.
ახალ გარემოში ადაპტირდება და აჭიკჭიკდება.
დედლები ლაპარაკს უიშვიათესად სწავლობენ.

Posted by: guriaaa 13 Sep 2016, 23:55
zvixcho
Unico

მადლობა, დიდიდ, მივხედავთ, მივიჩვევთ..smile.gif

Posted by: Raven 14 Sep 2016, 02:35
გასუქებულ ტალღოვნებს რამე ეშველებათ? ვერ დაფრინავენ საერტოდ.........ჰა ჰა 2-3 მ და ძირს მერე.

Posted by: Unico 14 Sep 2016, 08:39
Raven
ხშირი ფრენა და ბევრს ნუ აჭმევთ smile.gif

Posted by: ინაველ 14 Sep 2016, 17:31
განუყრელა ვინმეს გყოლიათ?
როგორები არიან? ადვილად იწვრთნება ხელზე?
ძალიან ხმაურიანები ხომ არ არიან?
ერთ ცალს ვაპირებ რომ ვიყოლიო


Posted by: guriaaa 17 Sep 2016, 22:20

მეგობრებო ვინმეს ასეთი გალიის ქვედა ნაწილი - პლასმასი ხო არ გეგულებათ სადმე..ბავშვს გაუტყდა..
ან ზოომაღაზიაში ან კერძოდ?

ანუ ლურჯი ქვედა ბოლო რაცაა იმას ვგულისხმობ
http://pix.ge/

Posted by: tikope 18 Sep 2016, 13:08
დახმარება მჭირდება , მეგობრებო
სად შეიძლება შევიძინო წლინახევრის ყვითელი ან მწვანე დედალი თუთიყუში?

Posted by: ინაველ 19 Sep 2016, 15:54
guriaaa

ეგენი ცალკე არსად მინახავს, მხოლოდ გალიებთან ერთად

Posted by: Miаmi 20 Sep 2016, 12:24
macaw შინაურდება?........................

Posted by: Unico 20 Sep 2016, 14:41
Miаmi
QUOTE
macaw

ესაა ბრაზილიური არა.
ჩვენთან ზოოში ჰყავდათ.. ოდესღაც.
კი, შინაურდება, ოღონდ ხასიათების თუთიყუშია. არის ხმაურიანი, სჭირდება დიდი ვოლიერი და კარგი კვება ^^


Posted by: Miаmi 20 Sep 2016, 15:52
Unico
ბრაზილიური მარტო არა ამერიკის ტროპიკებისაა სამხრეთ ამერიკაშიცაა და ცენტრალურ ამერიკაშიც და კარიბებშიც
ძაან დიდი ზომით და ულამაზეს

Posted by: batchat 27 Sep 2016, 13:42
გამარჯობათ...
მყავს კარელა მამრი, რამოდენიმეჯელ აღებინა ფშენო ამოიღო ამ ბოლოდროს აღარ აქვს ღებინება.
თან მოიწყბნა-მოიფუზა თვალები სულ ეხუჭება, სუნთქვის სიხშირე გაუორმაგდა.
თუ ვინმე ხართ ექიმი-ვეტერინარი იქნებ მირხიოთ როგორ უშველო ჩემ პატარ მეგობარს.
ან ფორუმელებს თუ გკონიათ ესეთი შემტხვევა.
საჭმელს ჭამს უპრობლემოდ....

Posted by: giorgi2003 27 Sep 2016, 15:58
გამარჯობათ თუ ვინმე აჩუქებთ კორელას ან განუყრელს სიამოვნებით ვიჩუქებ სქესს და ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მზრუნველობას არმოვაკლებ

Posted by: Unico 27 Sep 2016, 16:26
batchat
QUOTE
საჭმელს ჭამს უპრობლემოდ....

რომ ჭამდეს უპრობლემოდ, არ ამოიღებდა ნაჭამს.

ან საჭმელი არ უვარგა, ან ავად არის.

რას აჭმევთ?

თუ საჭმლის ბრალია, მაშინ მალე გადაუვლის, მხოლოდ შემდეგში იგივე და თან ბევრი მარცვლეული არ მისცეთ.

თუ ავად არის, მაშინ ვეტერინარია საჭირო. როგორც წესი, ჭირს ორნითოლოგის პოვნა. სცადეთ აბა ტელევიზიის პირდაპირ მხარეს, კოსტავაზე რომ ვეტ კლინიკაა, იქ მისვლა.

Posted by: batchat 27 Sep 2016, 18:45
QUOTE (Unico @ 27 Sep 2016, 16:26 )
batchat
QUOTE
საჭმელს ჭამს უპრობლემოდ....

რომ ჭამდეს უპრობლემოდ, არ ამოიღებდა ნაჭამს.

ან საჭმელი არ უვარგა, ან ავად არის.

რას აჭმევთ?

თუ საჭმლის ბრალია, მაშინ მალე გადაუვლის, მხოლოდ შემდეგში იგივე და თან ბევრი მარცვლეული არ მისცეთ.

თუ ავად არის, მაშინ ვეტერინარია საჭირო. როგორც წესი, ჭირს ორნითოლოგის პოვნა. სცადეთ აბა ტელევიზიის პირდაპირ მხარეს, კოსტავაზე რომ ვეტ კლინიკაა, იქ მისვლა.

მადლობა.
საჭმლის ამოღება ღებინება მხოლოდ 2 ჯელ მოხდა მას შემდეგ 1 კვირა გავიდა.
ფშენო, მზესუმზურა, ქერი, დალბობილი ხორბალი. საჭმის პრობლემა არაა 100% დარწმუნებული ვარ ალბად რამე მოიპარა მაგიდიდან, და იმან აწყინა.
ძაან მეგობრულია სულ ღია აქვს გალიის კარი როცა მოუნდება ჭამა შედის და გამოდის

Posted by: Unico 27 Sep 2016, 20:08
batchat
QUOTE
100% დარწმუნებული ვარ ალბად რამე მოიპარა მაგიდიდან, და იმან აწყინა.
ძაან მეგობრულია სულ ღია აქვს გალიის კარი როცა მოუნდება ჭამა შედის და გამოდის

ხოო, მაშინ ეგაა მიზეზი.

ყურადღება მიაქციეთ ხოლმე რომ არაფერი აიღოს მისთვის ცუდი. ეგენი ხო ვერ ხვდებიან.

Posted by: ინაველ 28 Sep 2016, 11:42
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ჩემს ოთახში კვლავ დაიდო ბინა ტალღისებრმა სახელად ნაცარა.

პატარა ბიჭია. იმედია ჯანმრთელი და თვინიერი გაიზრდება biggrin.gif
ჯერჯერობით ოთახის და პატრონის მიჩვევის პროცესშია.
იმედია მალე გადაივლის აკლიმატიზაციის პერიოდი, გათამამდება და წვრთნის პროცესსაც დავიწყებ


Posted by: Mamu.MG 28 Sep 2016, 14:21
როგორ მივაჩვიო თუთიყუში გალიიდან გამოსვლას და თუნდაც ხელზე ან ბეჭზე დასმას? ყოველგვარი ფართხალის გარეშე biggrin.gif

Posted by: Unico 28 Sep 2016, 14:45
Mamu.MG
მოთმინებით და სიფრთხილით.

ნელ-ნელა ხდება მიჩვევა. ჯერ ხელზე საკვები დაიყარე და ფრთხილად შორიდან (გალიასთან იდექი) დაანახე, მერე ნელა შეყავი გალიაში, მერე დაელოდე დასკუპდეს, რომ დასკუპდება იჯდეს, ნახოს რომ უსაფრთხოა. რამდენიმე ასეთი მცდელობის მერე, როცა დაჯდება, ხელი გამოჰყავი. ამას რომ მიაჩვევ, მერე გალიის კარებიც დაუტოვე ღია. გამოვა ხოლმე და დაგაჯდება სურვილისამებრ მხარზე.


Posted by: Mamu.MG 28 Sep 2016, 16:37
Unico
მადლობა კარგი რჩევაა იმედია მიეჩვევა და არ გაიქცევა.

Posted by: Unico 28 Sep 2016, 17:18
Mamu.MG
აუცილებლად ნელა. არ იჩქარო. ტალღოვნები ძალიან მშიშრები არიან smile.gif


ერთხელ ჩვეულებრივ, დაძინების დროს, ჩამოვუფარე ჩემსას. ოთახში მყავდა. მოგვიანებით, ღამე ეზოში დაყენებული მანქანის სიგნალიზაცია ჩაირთო და ამ დროს გალიაში, ნაჭერგადაფარებულში, ჩემი ტალღოვანი ისეთ დღეში იყო, გალიის კედლებს აწყდებოდა შეშენებული, ქანდარიდანაც კი ჩამოვარდა. ძლივს დავამშვიდე.


Posted by: vasovaso92 28 Sep 2016, 19:39
სხვა სახლში გადავიყვანე ჩემი თუთიყუში და მოწყენილია გული მიკვდება მოწყენილს რო ვუყურებ sad.gif

Posted by: Mamu.MG 29 Sep 2016, 00:49
Unico
უეცარ დიდ ხმებზე ჩემსასაც მოსდის მასე. გადარეულად ჭიკჭიკს იწყებს და გალიას აქეთ იქეთ აწყდება.

Posted by: TamunaKr 3 Oct 2016, 12:48
ჩემ თუთიყუშს ერთ თვალთან ბუმბული მოუშიშვლდა და ეხლა ნისკარტოსქვემოთაც გადაუვიდა. იფხანს ძალიან. ზეთი შველისო და ვუსმევდი მაგრამ უარესად აქვს. თუ ვინმეს გქონიათ ესე რა წავუსვა ან სად მივიყვანო მიშველეთ რა. sad.gif. თან აშკარად სტკივა. ხელს არ მაკიდებინებს მაგ ადგილას

Posted by: Unico 3 Oct 2016, 14:29
TamunaKr
ფოტო მჭირდება. თუმცა დაახლოებით მგონი ვხვდები რაც უნდა იყოს.

მაინც დავაზუსტებ, რამე ქერქივით აქვს გაკეთებული ნისკარტქვეშ? თუ არაფერია ქერქისმაგვარი და მარტო ბუმბულია მოშიშვლებული. მაშინ არ შეგეშინდეს. ნისკარტქვეშ ისედაც არ აქვთ ბუმბული. თუ დაუკვირდები მოტიტვლებულია. სული შეუბერე და გადაიწევა ბუმბულები.

და სოკოს შემთხვევაში კიდე დააკვირდი ნისკარტს და ფეხებს, რამე ფუფხივით/ქერქივით ხომ არ აქვს? თუ აქვს, გადადუღებული ზეთი წაუსვი. დიდხანს მოუნდება, მაგრამ შედეგი ეფექტურია.

Posted by: TamunaKr 3 Oct 2016, 21:33
Unico
http://radikal.ru

http://radikal.ru

http://radikal.ru

არ ჰქონდა ეგრე მოშიშვლებული. ფხანა რაც დაეწყო მაგის მერე დაემართა და თვალი აქვს გადიდებული სურათში კარგად ჩანს და მაგ მხარეს იფხანს. ანუ უფრო ცუდათ თვალი აქვს. ეგ გარშემო თეთრი რაღაც გაუჩნდა.

Posted by: Unico 4 Oct 2016, 22:30
TamunaKr
Qetucha-ს ვკითხე და ის ფიქრობს, რომ სოკოა.
ასე რომ გააგრძელე აბა გადადუღებული ზეთით მკურნალობა.

Posted by: TamunaKr 5 Oct 2016, 13:40
Unico
ზეთს მნიშვნელობა არ აქვს ზეითუნის იქნება თუ მზესუმზირის?

Posted by: Unico 5 Oct 2016, 14:21
TamunaKr
ზეითუნის უფრო კარგიაო, ამბობენ.

მზესუმზირის სუსტია.

Posted by: Mamu.MG 5 Oct 2016, 16:41
ესეც ჩემი თუთიყუში, ხმაურიანი და მოუსვენარი biggrin.gif

Posted by: zvixcho 6 Oct 2016, 08:08
Mamu.MG
რა ლამაზია, რა ჯიშია?

Posted by: the undertaker 6 Oct 2016, 19:11
TamunaKr
უი რა ცოდოა sad.gif ისე ვაზელინითაც შეგიძლია უმკურნალო.საკმაოდ ეფექტურია.

Posted by: TamunaKr 7 Oct 2016, 13:03
the undertaker
ზეთითაც მკურნალობ უკვე სამი დღეა და მემგონი უარესად აქვს დღეს. ექიმთან უნდა წავიყვანო. ადრე მოვკარი აქ თვალი ფრინველების ექიმის ტელეფონი ეწერა ზოოპარკის ტერიტირიაზეო და ხო არ იცით ვინმემ?((( ვეღარ ვპოულობ

Posted by: ინაველ 7 Oct 2016, 18:20
TamunaKr

ზოოპარკის მოპირდაპირე მხარეს არის ვეტკლინიკა


Posted by: Qetucha 7 Oct 2016, 23:48
QUOTE (zvixcho @ 6 Oct 2016, 08:08 )
Mamu.MG
რა ლამაზია, რა ჯიშია?

როზელა.

თუთიყუშების სახეობებია და არა ჯიშები yes.gif

Posted by: vasovaso92 8 Oct 2016, 12:53
ღამე შუქს როცა აქრობთ ეშინია თქვენ თუთიყუშს?

Posted by: ინაველ 8 Oct 2016, 20:47
vasovaso92

რეაქცია არ აქვს ჩემსას
სცადე რამე გადააფარო გალიას თავზე, სანამ შუქს ჩააქრობ
საერთოდაც ღამე ჯობია რამე დააფარო ხოლმე გალიას ან ისეთ ადგილას დადგა, სადაც გალია რამდენიმე მხრიდან მყარი სივრცით იქნება იზოლირებული - კედელთან, კარადასთან ან რამე
ასე უფრო მშვიდად გრძნობს თავს თუთიყუში

Posted by: Mamu.MG 9 Oct 2016, 01:31
vasovaso92
ჩემი ცოტახანი ჭიკჭიკებს და მერე ჩერდება.

Posted by: guriaaa 9 Oct 2016, 11:44

მოკლედ ერთი თვე გავიდა რაც ჩვენი ოჯახსი წევრი გახდა smile.gif დავარქვით კიკი, წინამორბედის საპატივცემულოდ
ახალი გალია ვუყიდეთ, ცოტა აგრესიულია ეტყობა სტრესისგან..სულ უნდა რო გიკბინოს, ძაან ნელა გვეჩვევა
მხოლოდ დილით ჭიკჭიკებს, ანუ გოგოა და ტალღოვანია...ხო? და ასაკი რამხელა იქნება დაახლოებით? მაინტერესებს

ვაჭმევ cocorite crandmix, მწვანილიც ევასება..კიდე რა მივცე?
ხო, გარეთ გამოვუშვა? შევა უკან? თუ სწავლა უნდა მაგასაც

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/


Posted by: Unico 9 Oct 2016, 12:01
guriaaa
ტალღოვანია. აი სქესზე მე ვერაფერს გეტყვი, ცოტა მიჭირს ხოლმე და ამიტომ თავს შევიკავებ. პატარას არ ჰგავს, ანუ 3-4-ზე დიდი არის უდავოდ. თავის მიხედვით ვასკვნი.

აჭამე ხილიც, განსაკუთრებით ვაშლი. აჭამე სტაფილოც. მე გალიის გისოსებში ვურჭობდი და მერე თავად ძიძგნიდნენ და რაც უნდოდათ იმას ჭამდნენ.
კვერცხი მოხარშე მაგრად და ჩანგლით დაუფხვენი, მიეცი ეგეც.


QUOTE
ხო, გარეთ გამოვუშვა? შევა უკან? თუ სწავლა უნდა მაგასაც

ჩემი პირადი გამოცდილებით, რადგან ბღარტი არაა და რადგან ასე იკბინება, ერთი თვე ცოტაა მისაჩვევად.
ჩემი კივი 6-7 თვისა იყო რომ მოვიყვანე და გარეთ როცა გამოვუშვი, იფრთხიალა და უკან აღარ შევიდა. იმის მიუხედავად რომ ვცდილობდი მიმეხვედრებინა, საჭმელი და მოსვენება გალიის შიგნით იყო.

თუ გინდა რომ გალიაში დაბრუნდეს ხოლმე, როგორც წესი გარეთ არ აჭამო. ანუ გარეთ მაგიდაზე არ დაუყარო საჭმელი. ამას დაიმახსოვრებს და გარკვეული დროის მერე, როცა მოშივდება შევა გალიაში, სადაც მოელის საჭმელს და წყალს.

ხო, მოკლედ, გამოუშვი თუ გინდა, მაგრამ ისიც გაითვალისწინე, რომ თავიდან თავისით არ შევა user.gif

პ.ს. ლამაზი ვინმეა. მომენტებში მეჩვენება რომ ხასიათს ვამჩნევ gigi.gif user.gif

Posted by: guriaaa 9 Oct 2016, 12:50
Unico

დიდი მადლობა...კვერცხი მოვუხარშე ეგრე და არ ჭამა არაფრის დიდებით
რუსთაველზე სადაც გალია ვიყიდე, იმ ტიპმა ვიტამინებიც უნდაო..და უნდა ეგ ეხლა? თუ არაა სასწრაფო?

Posted by: Unico 9 Oct 2016, 13:30
guriaaa
ვიტამინები პერიოდულად უნდა კი.
როცა სეზონურად ბუმბულები სცვივათ, მაგ დროს.
ლოლოს ან სხვა ფირმის ვიტამინები.
ზოგი საკვები დანამტივით არის, ზოგი წყალში ჩასაწვეთებელია. მე ორივე მქონდა.

კვერცხის გულს მიეჩვევა. ცოტა დაუდე თავიდან. მე ასე ვაკეთებდი, მისი თანდასწრებით ვჭამდი კვერცხს, ვაშლს და მერე ვუყოფდი. გიჟდებოდა როცა მიყურებდა ჭამის პროცესში biggrin.gif თან შენც გეჩვევა ამ დროს.

Posted by: Universe 9 Oct 2016, 14:07
საშუალო ტემპერატურა რამდენია, თუთოები რომ არ გაცივდნენ?

Posted by: Unico 9 Oct 2016, 18:09
Universe
გარემოს ტემპერატურა: დაახლოებით 21-23 გრადუს ცელსიუსიდან 27-29 გრადუს ცელსიუსამდე.

სამაგიეროდ თვითონ სხეულის ტემპერატურა შეიძლება გარემო ტემპერატურაზე ოდნავ მეტი ჰქონდეთ.

Posted by: TamunaKr 9 Oct 2016, 18:28
ჩემს მემეს სოკოსთან ერთად,კუჭიც აქვს აშლილი. დღეს ექიმთან მყავდა და სოკოზე კლოტრი-დენკის მაზი გამოუწერა და კუჭის აშლაზე ტეტრაციკლინი გაუხსენი ერთი აბი 100 გრამ წყალშიო და პიპეტკით ან ნემსით შეასხი ნისკართტან 2-3 წვეთიო მარა რო მივუტანე პიპეტკა სულ გაგიჟდა გული გაუსდკა. აწყდებოდა გალიას. დასალევ წყალში ჩავუსხა ვფიქრობ,მაგრამ ნორმაზე მეტი რო დალიოს შეიძლება?
წყალს ისედაც ძაან ხშირად სვამს და ექიმმა 2-3 წვეთი დღეში სამჯერო და რა ვქნა(

Posted by: Unico 9 Oct 2016, 19:53
TamunaKr
მოგიწევს დაჭერა და ძალით შესხმა, სამწუხაროდ.

ანდა არის მეორე გზაც, წყალში ჩაუწვეთე დღიური ნორმა 2-3 წვეთი და რამდენსაც დალევს, ხო მიიღებს დღის განმავლობაში

Posted by: TamunaKr 9 Oct 2016, 21:51
Unico
კი წყალში ჩავუსხი. ეხლა იძინებს და დილამდე რასაც დალევს და ხვალ დავიჭერ და შევასხამ ძალით.

Posted by: the undertaker 9 Oct 2016, 22:42
TamunaKr
ძალით შესხმა არ დაგჭირდება.დაიჭირე და ნისკარტის წვერზე დააწვეთე ან გადაყლაპავს ან გადმოაფურთხებს.შესხმით არ შეასხა.ჩემიც რო მყავდა ცუდად მაგ მეთოდით მივუდექი და იმუშავა.შეშინების მაგივრად დააინტერესა პიპეტმა.

Posted by: TamunaKr 10 Oct 2016, 23:11
სოკო დაახლოებით რამდენხანში იკურნება? კლოტრი დენკს ვუსმევ ორი დღეა მარა ჯერ ისევ ისე აქვს. ექიმმა სისხლში აქვს უკვეო. შეიძლება რო საერთოდ არ ეშველოს? sad.gif((( და რამე უფრო ცუდი დაემართოს?((ძაან ვნერვიულობ. ან იქნებ სხვა უფრო ეფექტური მაზი იცოდეთ.
* * *
დავტოვეთ ჩემი თუთიყუში ზოოპარკშიsad.gif. როკო ერქვა ვიღაც პრინველების ექიმს,მეორე ორნიტოლოგი დათო ვერ ვნახეთ და აზრი არ აქვსო. მთლიან ტანზე გადასული და სისხლში აქვს სოკოვო. ერთი პროცენტიც არ არი შანსიო. დავაგვიანე მიყვანა. სახლში რო წამომეყვანა უნდა მეყურებინა როგორ კვდება და მირჩიეს ეგრე,დააძინებენ ვეტ ექიმი ჩამოვაო. ძალიან ცუდათ ვარ იმდენი ვიტირე(((.

Posted by: zabzu 16 Oct 2016, 18:34
აი ძალიან საყვარელი თუთიყუში

Posted by: vasovaso92 19 Oct 2016, 14:30
ადრე რეჯიო დი სოლე რო ჰქონდათ ბუნების ზოომაღაზიაში მაგ ფირმის მინერალური ქვიშა ვუყიდე და მოეწონა ჭამდა და ეხლა ეგ ფრიმა აღარ აქვთო და რომელი მინერალური ქვიშა ვუყიდო რომელს აჭმევთ და სად იყიდება და ფასიც დაწერეთ smile.gif

Posted by: ikunaa 24 Oct 2016, 18:15
გამარჯობათ კორელას ბარტყი მინდა მამრი, ხომ არ იცით სად შემიძლია შეციძინო?

Posted by: vasovaso92 25 Oct 2016, 14:50
თუ კაი საჭმელი იყო თუთიყუშის მინერალური ქვიშა მაინც აუცილებელია?ნუ გეზარებათ პასუხის გაცემა biggrin.gif

Posted by: Unico 25 Oct 2016, 16:00
vasovaso92
კი, აუცილებელია biggrin.gif

სრულყოფილი კვება გამოდის ასე და ცხადია უკეთესია.

Posted by: vasovaso92 25 Oct 2016, 20:20
Unico
რომელი ფირმის მინერალური ქვიშა ვუყიდო შენ რომელს აჭმევ?საჭმელში შეიძლება ჩავუყარო მინერალური ქვიშა?

Posted by: Unico 25 Oct 2016, 21:48
vasovaso92
მაგდენი არ ვიცი. მთავარია შეფუთული იყოს, ვადა ჰქონდეს.

მე თუთიყუშები აღარ მყავს user.gif რიგი მიზეზების გამო დავთმე.

Posted by: vasovaso92 26 Oct 2016, 16:00
Unico
ცუდია.არ გენატრებიან?ძნელია როცა მიეჩვევი და მერე გიწევს განშორება.

Posted by: Unico 26 Oct 2016, 18:52
vasovaso92
ძნელია, მარა რა ვქნა: ქირით გადავედით, პლუს ორსულობა და საქმეები (სახლის თუ სამსახურის) და ამიტომ არ გამოვა smile.gif ფიზიკურად ვერ მოვუვლი.

მინერალებს რაც შეეხება, მთავარია შეფუთული იყოს, ვადა იყოს და საჭირო მინერალებს შეიცავდეს.
ეგაა და ეგ.
ვსო, მეტი არაფერი უნდა smile.gif

Posted by: vasovaso92 27 Oct 2016, 20:40
წყლის ჭურჭელი როა ეგ ვუყიდე და მსხვილია და ვერ შევდე გალიაში 2 ლარი მივეცი biggrin.gif არის ცოტა თხელი რო ვუყიდო სხვა? biggrin.gif

Posted by: sashka-alexs 30 Oct 2016, 16:38
გამარჯობათ გოგოებო.დღეს პირველად ვიყიდე პატარა გოგო და არ ვიცი კარგად როგორ მოვუარო.რატომგაც თითქოს კანკალებს და ნეტა სცივა თუ ახალ გარემოს განიცდის??

Posted by: guriaaa 30 Oct 2016, 17:14

აუ, ბუმბულის დაყრა დაიწყო მოშნად და რამე ჭირს? დამატებით ხო არ უნდა რამე?

Posted by: Unico 30 Oct 2016, 18:19
guriaaa
ვიტამინები უნდა.

ზამთრისთვის ემზადება და იმიტომ.

Posted by: ხარება 15 Nov 2016, 14:23
მოგესალმებით მეგობრებო, ორი დღის წინ გვაჩუქეს ორი ტალღოვანი. სამწუხაროდ არც სქესი ვიცი, არც ასაკი, ცვლილოვანა, არც ლურჯი აქვთ, არც ვარდისფერი, რაღაც მოყავისფრო უფრო ითქმის. ვკითხულობ და ვცდილობ ვისწავლო როგორ მოვუარო, მაქვს შეკითხვა: საჭმელი სულ უნდა ეყაროთ? სადღაც წავიკითხე დღიური ნორმა ჩაის კოვზზე ოდნავ მეტიაო, ამათ აშკარად მეტი უყრიათ და სულ ათავებენ... ნორმალურია ეს?

Posted by: giorgi2003 17 Nov 2016, 20:41
საჭმელი სულ უნდა ეყაროთ,კი ნორმალურია

Posted by: LOLZ 17 Nov 2016, 20:52
vasovaso92
როგორი გალიაა? არ შეგიძლია სახურავი ახადო და ისე ჩადო გალიაში? smile.gif

Posted by: giorgi2003 18 Nov 2016, 18:00
თუ ვინმე აჩუქებთ თუთიყუშს ვიჩუქებ კარგად მოვუვლი მზრუნველობა არ მოაკლდება

Posted by: vasovaso92 21 Nov 2016, 13:17
LOLZ
არა რა უნდა ჩადო წინა მხარე რაცაა საიდანაც წყალს სვავს ის უნდა შედო გალიაში მინერალური ქვიშა რო ვუყიდო მაგიტო მინდა წყლის ჩასასხმელი საჭმლის მინერალური ქვიშის და წყლის ცალკე რო ჰქონდეს smile.gif
ბუნების ზოომაღაზიაში რაც რეჯიო დი სოლეს საჭმელს აღარ ყიდიან რაღაც ახალი საჭმელი აქვთ და ეგ გიყიდიათ ვინმეს მაინტერესებს კაი თუა.

Posted by: guriaaa 29 Nov 2016, 19:52
ერთი კვირა დატოვებული მყავდა არ ვიყავი ქვეყანაში ..ჩვეულებრივად უყრიდნენ ჩემები საჭმელს..წყალს უცვლიდნენ..უსუფთავებდნენ გალიას

დამხვდა გაბერილი sad.gif ბულბული აჯაგრული ...ძაან დიდზე... ძლივს ვიცანი და რო ჭამს..ნისკარტზე რჩება საჭმელი..არასოდეს ასე ცუდად არ ყოფილა და თვლემს..

ხო, ჭამს გალიის იატაკზე დაყრილს რატომღაც..
კუჭზეც ძაან თხლად გადის...

მულტი ვიტამინიკოს ვასმევდი ბუმბულის გამო მაგან ხო არ აწყინა?
ვის მივუყვანო ვერ მირჩევთ ან რა შეიძლება ჭირდეს?

ისიც მასწაველთ ამ სიცივეში ვეტ ექიმის როგორ მივუყვანო? რო არ გაიყინოს

Posted by: Unico 29 Nov 2016, 20:54
guriaaa
QUOTE
ამ სიცივეში ვეტ ექიმის როგორ მივუყვანო?

ეჰ, სადაა ეგრე.
დიდი მოთხოვნაა ისეთ ვეტ ექიმზე, ვისაც თუთიებისა ესმის რამე.

დიდი ალბათობით ან ტაქსით უნდა მიუყვანო (ტელევიზიის პირდაპირ ან გლდანში ხიზანიშვილის ქუჩაზეა ვეტ ექსპრესი) ან ტელეფონით გაიარო კონსულტაცია.

Posted by: guriaaa 29 Nov 2016, 22:11
Unico

რაღაცეები წავიკითხე ახლა და თუ არ ვცდები მგონი ეს უნდა ჭირდეს..Knemidocoptosis..კნემიდოკოპტოზი sad.gif sad.gif

ერთი საათია ვაკვირდები და ნისკარტს ვეღარ ხმარობს...მგონი დაურბილდა ქვედა ..და ამიტო საჭმელს გალიის ქვემოთ დაყრილს იღებს წვალებით, ვეღარ ამუშავებს და ჩამოკიდებული აქვს ნისკარტის გარშემო..

თან გაბერილია საშინლად..

* * *

.......................................................
ეჰ, დამეღუპა დილით...ვერც მოვასწარი წაყვანა ვეტექიმთან sad.gif
...........................

Posted by: temo_777 2 Dec 2016, 13:15
მეგობრებო აქ მაკაოები და კაკადუები რა ღირს? ადრე მახსოვს 800-900 ლარები ღირდა,
ეხლა როგორაა?
და კიდე მაინტერესებს ვინმემ რაიმე დიდი ცნობილი ონლაინ მაღაზია იცის ცხოველების და ფრინველების საზღვარგარეთ?

Posted by: perpetua2 11 Dec 2016, 19:45
მეგობრებო, ხომ ვერ მეტყვით ეს ბიჭია თუ გოგო ?

Posted by: RedJack 14 Dec 2016, 03:32
‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎

Posted by: ინაველ 14 Dec 2016, 17:00
perpetua2

გოგო უნდა იყოს


-------------------------

Posted by: perpetua2 15 Dec 2016, 18:44
ინაველ
QUOTE
გოგო უნდა იყოს

უი, რა ცუდია, მე ბიჭი მგონია, ეტყობა გამყიდველმა მომატყუა და ბიჭის მაგივრად გოგო მომყიდა. ერთი თვეა რაც მყავს და ლაპარაკს ვასწავლი, ეტყობა სულ ტყუილად ვწვალობ. გოგო თუა ვერ ისწავლის ლაპარაკს sad.gif

Posted by: ინაველ 15 Dec 2016, 21:27
perpetua2

ორივე სწავლობს ლაპარაკს. სქესს არ აქვს მნიშვნელობა. თავს ვერ დავდებ ისე. შეიძლება ბიჭიცაა smile.gif)) არ ჩანს გარკვევით. უკეთესი ფოტო დადე. და რამხელაა ასაკით?

Posted by: perpetua2 15 Dec 2016, 22:55
ინაველ

ერთი თვის წინ ვიყიდე, ალბათ ეხლა ორი თვის უნდა იყოს. მთელი დღეები ველაპარაკები, მაგრამ მგონი მუნჯია smile.gif

Posted by: VATATO 18 Dec 2016, 17:04
გამარჯობათ მეგობრებო, ერთი საათის წინ გამიფრინდა გარეთ თუთიყუში. ((( ვეძებე და ვერსარდ ეზოში(ხევში) ვერ ვნახე. რამე ხელსაწყო ხომ არ არსებობ ხმას რომ გამოსცემდეს და ამ ხმაზე მოდიოდეს?

აი ესეთია ((((((

Posted by: Unico 18 Dec 2016, 20:03
VATATO
ზამთარში ფანჯრებს აღებთ ხოლმე თუ რანაირად გაგიფრინდა?

ან თუ აღებთ, ფანჯრებზე დამცავი ბადეები რატომ არ გაქვთ?

როცა უშვებთ ოთახში, თვალყურს არ ადევნებთ?



QUOTE
რამე ხელსაწყო ხომ არ არსებობ ხმას რომ გამოსცემდეს და ამ ხმაზე მოდიოდეს?

არა, ერთადერთი საშუალებაა თუთიყუშების ხმის ჩანაწერი დაუდო და თუ გაიგო, მოვიდეს ახლოს. მერე იქნებ გალია დაუდგა, საჭმლით მოიტყუო და დაიჭირო.

რეალურად კი... პოვნის ალბათობა მცირეა. smile.gif


Posted by: ინაველ 28 Dec 2016, 01:53
perpetua2

კი ნაღდად გოგოა

ყველა თუთიყუშს არ აქვს იმიტირების უნარი
ვერ გაიგებ. ელაპარაკე სანამ არ მოგწყინდება. იქნებ გაგიმართლოს smile.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 Dec 2016, 13:00
ერთხელ სოფელში გამექცა ტალღოვანი დაიკარგა და მეორე დღეს აი ზემოთ რომ ფოტოა ისეთის ხმაზე დაბრუნდა და თავისით შეძვრა გალიაში ეს რაღაც დაუჯერებელი იყო

Posted by: subterranean 31 Dec 2016, 20:01
რაღაც არ მომწონს ჩემი თუთიყუში, მძიმედ სუნთქავს, მკერდის ცალი მხარე მეორეზე მეტად აქვს გამობერილი და ჭიკჭიკის მაგივრად დასაზეთი კარივით ჭრიალებს sad.gif რა ჭირს?

Posted by: the undertaker 3 Jan 2017, 23:01
subterranean
გაციებული ხო არ არი?

Posted by: subterranean 4 Jan 2017, 22:09
the undertaker
არ ვიცი, ხვალ მიმყავს ვეტერინართან. მგონი გაციებულზე უარესადაა. შეიძლება დავაძინოთ.

Posted by: Despo 5 Jan 2017, 22:41
გამარჯობა

მოსიყვარულე თუთიყუში (Agapornis) <<<<<<< ეს სახეობა რა ღირს დაახლოებით?

Posted by: natia khuchua 6 Jan 2017, 17:44
Despo

50-60 ლარად იყიდი. დევს განცხადებები მაიმარკეტზე

Posted by: Raven 3 Mar 2017, 15:42
QUOTE
ჭიკჭიკის მაგივრად დასაზეთი კარივით ჭრიალებს

ასე შვება ჩემიც რა უნდა იყოს?...............

Posted by: vasovaso92 11 Mar 2017, 18:28
რეჯიო დი სოლე რატო აღარ აქვთ ბუნების ზოომაღაზიაში?იაფი ღირდა და ხარისხიც კაი იყო.

Posted by: joy30 30 Mar 2017, 22:27
გამარჯობათ , თბილისში ხომ არიცით ვეტერინალური კლინიკა სადაც თუთიყურშის ექიმი ყავდეთ? თუთიყურში გვყავს ცუდათ დედას ვუყიდე საჩუქრად 3 წლის წინ . სულ ციცქნა იყო მერე როგორც მივხდით ფრთა და ფეხი ქონდა დაზიანებული , მაგრამ დედამ აღარ დააბრუნა შეეცოდა. თითქმის არ დაფრინავდა მცირე მანძილებზე ძაან , მერე საერთოდ შეწყვიტა ფრენა თანაც კოჭლობდა.ეხლა ძაან ცუდათ არის თითქმის არ დადის ისე მეცოდება ცალკე ფრინველი და ცალკე დედა sad.gif არვიცი რამე დაავადება სჭირს თუ არ მოძრაობს და მაგის ბრალია. თუ იცით როდესაც არ მოძრაობენ იღუპებიან მალე თუთიყურშები ?

Posted by: the undertaker 30 Mar 2017, 23:51
joy30
უი საწყალი :-( ფბ-ზე არის თუთიყუშების ჯგუფი და იქ იკითხე.კარგ ვეტერინარებს გირჩევენ.მაინც რა ჭირს პატარას?მექანიკური დაზიანება ქონდა?ადრწ რო მიგეყვანათ ექიმთან ჯობდა.შეიძლება სულ მარტივი რამე იყო...

Posted by: vasovaso92 1 Apr 2017, 11:03
თუთიყუშები შუქი რო იყოს ანთებული იძინებენ?ღამე შუქი რო არის ჩაქრობილი ფეხის ხმაზე ეშინია ხოლმე გალიას აქეთ იქით ეხეთქება ხოდა დავუტოვო შუქი ანთებული?ზემოთ მეზობელი ვინც ცხოვრობს ღამე უნდება სიარული ხოდა მერე ხმაურზე ეშინია.

Posted by: joy30 1 Apr 2017, 21:19
the undertaker
მადლობა გამოხმაურებისთვის დაიღუპა ჩვენი თუთიყურში sad.gif კინაღამ გადაყვენ ოჯახის წევრები ,ვერაფრით ვერ დავეხმარეთ სამწუხაროდ.

Posted by: kamechistavi 1 Apr 2017, 21:32
აუ, თუთიყუში მყავს ძალიან მაგარი ტიპია.
პროსტა ბოლო პერიოდია თავის აქნევს მარჯვენა მხარეს ხოლმე და რისი ბრალია ? sad.gif ანუუუ რაღაცნაირად გადახრილი აქ

Posted by: Zestafans 1 Apr 2017, 21:45
QUOTE (kamechistavi @ 1 Apr 2017, 21:32 )
აუ, თუთიყუში მყავს ძალიან მაგარი ტიპია.
პროსტა ბოლო პერიოდია თავის აქნევს მარჯვენა მხარეს ხოლმე და რისი ბრალია ? sad.gif ანუუუ რაღაცნაირად გადახრილი აქ

პარალიჩი ხო არ აქ მოსული ?

წნევებს არ უკონტროლებთ ? yes.gif yes.gif

Posted by: kamechistavi 2 Apr 2017, 13:40
Zestafans Oto
Ra shuashia ver mivxvdii gavicinoooo:)))

Posted by: donpako007 13 Apr 2017, 03:33
გამარჯობათ

ტალღისებრი თუთიყუშის დედალი მინდა უფრო სწორედ მე კი არა ჩემ თუთიყუშს "პაკო" -ს უნდა.

მეგობარი უნდა იჯახის შექმნის პერსპექტივით.

იქნებ დამეხმაროთ და მიმასწავლოთ თუ ვინმე ყიდის 8-9 თვის ან 1 წლის რომ იყოს

ზოო მაღაზიაში სადაც ვიკითხე ყველგან 1 ან 2 თვისები ყავთ.

წინასწარ მადლობა.

(ეჰ დავიწყე მაჭანკლობა ამ სიბერეში old.gif )

Posted by: vasovaso92 13 Apr 2017, 14:54
თუთიყუშისთვის საჭმლის შეცვლა შეიძლება ანუ თავიდან სხვა ფირმის საჭმელს რო აჭმევ და მერე სხვა ფირმის რო აჭამო?

Posted by: Qetucha 14 Apr 2017, 03:37
vasovaso92
კი ოღონდ ნელნელა უნდა გადაიყვანო სხვა ფირმაზე

Posted by: Supernovaa 14 Apr 2017, 04:18
ჩემი თუთიყუში ძაან გნიდა ბავშვია,ყველას გვეჩხუბება :დ გარეთაც აღარ გამოდის იმდენჯერ შეასკდა კედელს ეშინია ხოლმე :დ პროსტა ისეთი აგრესიულია რო რავი biggrin.gif ხო სუ რაღაცას ცდილობს ესე მგონია რომ რაღაცას რო ვეუნბები ცდილობს თქვას და მარტივ სიტყვებს ვეუბნები მარა თან მეზარება რო ეხლა მაგას ვებაზრო და თან მეცოდება პროსტა როგორ მივაჩვიო ჩემთან მხარზე რო დამიჯდეს ვისვავ ძალით მერე ჩერდება მერე 2წუთში მიაფრინდება რაღაცას და უეჭველი ერხევა რაღაცას შეასკდება და მერე შიშისგან გალიისკენ გაქანდება biggrin.gif

Posted by: Qetucha 14 Apr 2017, 12:49
Supernovaa
ასაკით რამხელაა?

Posted by: Supernovaa 14 Apr 2017, 17:39
Qetucha
ნამდვილად არ ვიცი სადღაც წელიწად ნახევარია რაც მყავს როგორც ვცნობ დედალია მეტის ნამდვილად არ არის

Posted by: lamasia88 15 Apr 2017, 00:14
ჩემმა თუთიყუშმა პაბეგი აწია user.gif
გალიას თავისით აღებდა ხოლმე და დატასაობდა
გუშინ ღამით ოთახის კარები დარჩა შეღებული და დილას სადაა ჩიკო user.gif
მე ის მიკვირს სადმე სიბნელე თუ იყო მაშინვე ეძინა შტერივით იმ შუაღამისას გარეთ რამ გაიყვანა
ანდა ფანჯარას თუ შევაღებდი ხოლმე ზამთარში კანკალებდა საცოდავათ პერებს იცვლიდა სიცივისგან და ამ ყინვაში გარეთ როგორ გავიდა user.gif აღარ მოვა შანსი არაა ხო ?

Posted by: donpako007 15 Apr 2017, 04:34
lamasia88

არ მოვა და არ ინერვიულო ნერვიულობით ვერაფერს შეცვლი
და ნერვიულობა შეგრჩება ხელში.

ადრე ჩემა თუთიყუშმაც "დაპლეტა" და ბავშვს რომარ ენერვიულა
სხვა მოვიყვანე ოღონდ ისეთ ფერებში ვერ ვიშოვე და ბავშვს უთხარი
თუთიყუშმა ფერი შეიცვალა wink.gif




Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Apr 2017, 10:31
lamasia88
QUOTE
ჩემმა თუთიყუშმა პაბეგი აწია 
გალიას თავისით აღებდა ხოლმე და დატასაობდა
გუშინ ღამით ოთახის კარები დარჩა შეღებული და დილას სადაა ჩიკო 
მე ის მიკვირს სადმე სიბნელე თუ იყო მაშინვე ეძინა შტერივით იმ შუაღამისას გარეთ რამ გაიყვანა
ანდა ფანჯარას თუ შევაღებდი ხოლმე ზამთარში კანკალებდა საცოდავათ პერებს იცვლიდა სიცივისგან და ამ ყინვაში გარეთ როგორ გავიდა  აღარ მოვა შანსი არაა ხო ?


თუ მეორე გყავს გადგი ფანჯარასთან არი ალბათობ მოვიდეს ჩემი მოვიდა 1 დღის პაბეგის შემდეგ და ისევ თავისით შეძვრა გალიაში დაუჯერებელია მარა ფაქტია

Posted by: vasovaso92 16 Apr 2017, 19:18
Qetucha
ნელნელა როგორ თუ გაუთავდა საჭმელი ახლის ყიდვა ხო უნდა biggrin.gif

Posted by: donpako007 22 Apr 2017, 19:02
გამარჯობათ

ტალღისებრი თუთიყუშის დედალი მინდა უფრო სწორედ მე კი არა ჩემ თუთიყუშს "პაკო" -ს უნდა.

მეგობარი უნდა იჯახის შექმნის პერსპექტივით.

იქნებ დამეხმაროთ და მიმასწავლოთ თუ ვინმე ყიდის 8-9 თვის ან 1 წლის რომ იყოს

ზოო მაღაზიაში სადაც ვიკითხე ყველგან 1 ან 2 თვისები ყავთ.

წინასწარ მადლობა.

(ეჰ დავიწყე მაჭანკლობა ამ სიბერეში old.gif )

Posted by: donpako007 28 Apr 2017, 16:35
გამარჯობათ

ტალღისებრი თუთიყუშის დედალი მინდა უფრო სწორედ მე კი არა ჩემ თუთიყუშს "პაკო" -ს უნდა.

მეგობარი უნდა იჯახის შექმნის პერსპექტივით.

იქნებ დამეხმაროთ და მიმასწავლოთ თუ ვინმე ყიდის 8-9 თვის ან 1 წლის რომ იყოს

ზოო მაღაზიაში სადაც ვიკითხე ყველგან 1 ან 2 თვისები ყავთ.

წინასწარ მადლობა.

(ეჰ დავიწყე მაჭანკლობა ამ სიბერეში old.gif )

Posted by: ADDmin 2 May 2017, 12:19
donpako007


მე პირიქით მინდა biggrin.gif ჩიკო აღმოჩნდა ჩიკა და გვჭირდება კაი ბრგე ვაჟკაცი, იქნებ პირიქითაც იყოს სადმე ვარიანტი. ჩიკო აგერ უკვე 2 წლის გახდება.

ფეისბუკის გვერდი გაუქმდა?

Posted by: vasovaso92 3 May 2017, 12:24
თუთიყუშის ისეთი სათამაშო არ იყიდება სადმე რო გამოვა გარეთ რო დაჯდეს ვიდეობში მაქვს ნანახი აქვს ზოგს მასეთი და საქართველოში არ იყიდება?

Posted by: perpetua2 4 May 2017, 15:53
donpako007
QUOTE
გამარჯობათ

ტალღისებრი თუთიყუშის დედალი მინდა უფრო სწორედ მე კი არა ჩემ თუთიყუშს "პაკო" -ს უნდა.

მეგობარი უნდა იჯახის შექმნის პერსპექტივით.

იქნებ დამეხმაროთ და მიმასწავლოთ თუ ვინმე ყიდის 8-9 თვის ან 1 წლის რომ იყოს

ზოო მაღაზიაში სადაც ვიკითხე ყველგან 1 ან 2 თვისები ყავთ.

წინასწარ მადლობა.

(ეჰ დავიწყე მაჭანკლობა ამ სიბერეში old.gif )



მე მყავს ერთი გადარეული პატარა გოგონა, ნამდვილი ხულიგანკაა, ძალიან ჯანმრთელი და აქტიური. ნამდვილად მოუხდება ამას გათხოვება smile.gif
7 თვისაა. რომ ვიყიდე თავიდან ბიჭი მინდოდა, მაგრამ გოგო აღმოჩნდა. ჩუქებით ვერ გაჩუქებ, მაგრამ თუ ნამდვილად გინდა გაგიცვლი, თუ მიყიდი სანაცვლოდ პატარა ბიჭს biggrin.gif

Posted by: Tio 6 May 2017, 16:12
შემცირდნენ ჩემი ცუნცულები...
1 თვის წინ ჩემი შიკო მოკვდა.. აი ასე.. დაისტრესა ძაღლების ყეფით .. მას მერე 1 კვირა იცოცხლა და..
გული მტკივა...
ჩემი პაწიები არიან...
ვერ დავაბრუნებ...

Posted by: vasovaso92 7 May 2017, 11:04
Tio
ძაღლები გყავს სახლში თუ როგორ?

Posted by: Tio 7 May 2017, 13:08
vasovaso92
4 ძაღლი მყავს სახლში. ოღნდ სხვადასხვა ოთახში მყავდნენ. მერე იმ დიდ ოთახებში დაავყენე გათბობა და თუთიყუშებიც გადავიყვანე იქით. იმ ღამეს რომ დავბრუნდი ძაღებმა როგორც ყოველთვის ყეფა დაიწყეს და ოთახში რომ შევედი შკო იჯდა ქანდარაზე ფრთებგაშლილი და გული ამოვარდნაზე უცემდა..sad.gif( ვფიქრობ, უცებ სიბნელეშ ძაღლები რომ აყეფდნენ იგივე ოთახში მისთვის დიდი შოკი გამოდგა.. ეგრევე გადმოვიყვანე ისევ იგივე ოთახში (იქაც თბილოდა, უბრალოდ სპეციალურად გათბობიანში ვარჩიე sad.gif(( ) ....
კვირაზე ცოტა დიდხანს იცოცხლა.. ჭამდა, სვამდა.. მხარზეც მაჯდებოდა, მელაპარაკებოდა.. მაგრამ აბუზული იყო (კუჭ და ყველაფერი წესრიგში ოქნდა .. 6 წელია მყავს ტალღვნები და სულ თვალებში ვუყურებ.. უბრალოდ ეს ვერ გავთვალე.. და სიცოცხლის ბოლომდე თავს ვერ ვაპატიებ..

Posted by: vasovaso92 7 May 2017, 19:19
Tio
ძალიან სამწუხაროა.თუთიყუში როცა სიბნელე არის სიწყნარე უნდა იყოს თორე მალე ეშინიათ ყველაფრის.

Posted by: Tio 7 May 2017, 19:42
vasovaso92
6 წელი მყაბს თუთიყუშები, 4 წელი ძაღლები და ეგ ვერ გავითვალისწინე... თავს ვერ ვაპატიებ.. შიკო ტკბილი ბიჭი იყო..ლაპარაკობდა... ოჯახიც ქონდა.. გული ისე მეკუმშება რომ მახსენდება.. ლამის ვინატრო, რომ დავივუწყო. ცხოველები როცა მიდიან დიდ დარდს გვიტოვებენ..

Posted by: vasovaso92 7 May 2017, 19:45
Tio
აპირებ კიდე თუთიყუშის ყოლას?

Posted by: donpako007 10 May 2017, 12:52
perpetua2

დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის.

ამ გამყიდველებს ვერ ენდობი კაცი ლიჟბი გაყიდონ ამ თუთიყუში მითხრა რომ არი 1 წლისო და რომ გადავქექე ნეტი 3 თვის იქნება მეტის არა

ვდებ სურათებს გამარკვიეთ გოგოა თუ ბიჭია?

http://image.geotorrents.com/

http://image.geotorrents.com/

http://image.geotorrents.com/

http://image.geotorrents.com/

http://image.geotorrents.com/

http://image.geotorrents.com/

http://image.geotorrents.com/

Posted by: Qetucha 10 May 2017, 13:59
donpako007
გოგოს გავს მგონი ნესტოებთან თეთრი აქვს

Posted by: donpako007 10 May 2017, 16:47
Qetucha

მადლობა შენ გაიხარე. ცისფერ ფერს იღებს და იმიტომ ვიკითხე

დაახლოებით ასაკს ვინ მეტყვის 3-5-6-12? თვის თქვენი აზრი მაინტერესებს

Posted by: Qetucha 10 May 2017, 17:24
მე1 -2 თვის მგონია ზოლები ჯერ ისევ კარგად ეტყობა თავზე და იმიტომ

მამალ თუთიყუშს მუქი ლურჯი ფერი უნდა ქონდეს ნესტოები ცისფერი არ აქვთ მამლებს მოთეთრო ცისფერი დედლებს აქვთ

Posted by: perpetua2 10 May 2017, 18:01
donpako007
QUOTE
ვდებ სურათებს გამარკვიეთ გოგოა თუ ბიჭია?

მეც ვფიქრობ რომ გოგოს უფრო გავს. ნესტოების ირგვლივ უნდა ქონდეს ლურჯი ფერი. ჯერ არ ეტყობა გარკვევით. ამისთვის გინდოდა საცოლე?
2 ან 3 თვისაა ჩემი აზრით, თუნდაც ბიჭი აღმოჩნდეს ჯერ ადრეა მაგისთვის დაქორწინენა ერთი წლის მაინც უნდა იყოს smile.gif

ჩემი გიჟი გოგო, ასეთი იყო 2 თვის smile.gif


Posted by: donpako007 10 May 2017, 18:18
perpetua2


QUOTE
ამისთვის გინდოდა საცოლე?


არა გოგო ამისთვის არ მინდოდა wink.gif

ეს არის ბიჭი, სასიძო იყო ეხლა ჯერ არ ვიცი მამასავით უვლის და პირიდან აჭმევს smile.gif
* * *
Qetucha

QUOTE
მე1 -2 თვის მგონია ზოლები ჯერ ისევ კარგად ეტყობა თავზე და იმიტომ

მამალ თუთიყუშს მუქი ლურჯი ფერი უნდა ქონდეს ნესტოები ცისფერი არ აქვთ მამლებს მოთეთრო ცისფერი დედლებს აქვთ


რავიცი აბა გამყიდველმა მაგ ზოლებით დაადგინა 1 წლის არისო.

რომ მივალ ვეტყვი რაში დასჭირდა და დავტუქსავ

Posted by: Qetucha 10 May 2017, 20:32
ერთი წლისას აღარ აქვს შუბლზე ზოლები ესე მკვეთრად ხოლმე.რა ერთი წლის donpako007

Posted by: Tio 10 May 2017, 22:03
vasovaso92
მყავს კიდეც smile.gif შიკოს გარდა კიდევ მყავდა smile.gif კოკო და მოლი და ჩიპო-ჩიკა smile.gif <3
ჩემი ცუნცულები..
უბრალოდ შჳკოს სიკვდილმა მატკინა გული.. სულ მახსოვს..

Posted by: sanfol 14 May 2017, 11:12
გამარჯობათ, ჩემს თუთიყუშს აცემინებს გული ერევა კუჭი აქვს აშლილი , არაპელი ისეთი უჭამია რომ მოწამლულიყო. რით ან რა ვუშველო?

Posted by: vasovaso92 14 May 2017, 11:14
Tio
რაც გყავს სხვები ისენი აღარ დატოვო ძაღლებთან smile.gif

Posted by: Tio 14 May 2017, 15:14
vasovaso92
იმ წუთში გამოვიტანე გალია და არც დამიბრუნებია :/ smile.gif რანაირად დავტოვებ ამის მერე.. ეჰ

Posted by: BaronVonMortis 14 May 2017, 15:20
ხალხცი თუთიყუშის ყოლა მინდა და ყველაზე ადვილად რომელი ჯიში სწავლობს ლაპარაკს?

ცოტა გამოცდილმა სასტავმა რომ რჩევები მომცეს მადლობელი დაგრჩებით...

Posted by: vasovaso92 14 May 2017, 20:16
Tio
რომელ საჭმელს აჭმევ თუთიყუშს რა ფირმისაა?

Posted by: Tio 14 May 2017, 20:46
vasovaso92
ჯერ კიდევ რაჯიოს smile.gif)
ბუნებაში აქვთ ხოლმე დაფასოებული.

Posted by: vasovaso92 14 May 2017, 21:23
Tio
სადღა ნახე აღარ აქვთ ბუნებაში რაჯიოს საჭმელი მარტო მინერალური ქვიშა აქვთ რაჯიოს.

Posted by: Tio 15 May 2017, 22:55
vasovaso92
მინერალური სად აქვთ???????????????????????????????? ეგ გამიქრა.

Posted by: vasovaso92 15 May 2017, 23:07
Tio
ბუნებაში აქვთ და რაჯიოს საჭმელს ვყიდულობ ბუნებაშიო მაგაზე გამიკვირდა იმიტო რო რაჯიო აღარ შემოაქვთ ეტყობა შეგეშალა biggrin.gif

Posted by: CooLPunK 18 May 2017, 01:23
https://www.youtube.com/watch?v=pH6vk8KBP4U&t=1s biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: msras 21 May 2017, 17:29
ვინმე დამეხმარეთ რა, ჩემს თუთიყუშს სტკივა ფრთა, ბუმბულს იცლის მუდმივად და მაგიტო გაუღიზიანდა თავიდანვე და რამდენი ხანია ზელიონკას ვუსმევ და ცოტა მოურჩება და ისევ იღიზიანებს, რამე სხვა რა შეიძლება, რომ წავუსვა?

Posted by: MIRAGE2000 21 May 2017, 17:46
თუთიყუშებს გამრავლებისთვის რა პირობები სჭირდებათ?

"ბუდე" ვუყიდე, იმხელაა თუთიყუშების ბატალიონი დაეტევა, შიგნით ბურბუშელა ყრია.
როცა მივუდგი გალიას, თუთიყუშებმა მთელი დღე იშრომეს შეუსვენებლად, გამოზიდეს მთელი ბურბუშელა და გალიიდან გადმოყარეს givi.gif
Стахановцы б###... facepalm.gif

Posted by: vasovaso92 27 May 2017, 17:03
თუთიყუშს თუ გინდათ სხვა ფირმის საჭმელი აჭამოთ დაიმახსოვრეთ კარგად არ შეიძლება ეგრევე რო სხვა საჭმელი აჭამოთ.თავიდან სადმე ცალკე გადაიღეთ 3 სუფრის კოვზი ძველი საჭმელი რომელსაც აჭმევდით და 1 სუფრის კოვზი საჭმელი ერთმანეთში აურიეთ და სანამ არ მორჩება მანამდე ესე აჭამეთ შემდეგ როცა მორჩება მაგას მერე 2 სუფრის კოვზი ძბელი საჭმელი და 2 სუფრის კოვზი ახალი საჭმელი ერთმანეთში აურიეთ შემდეგ 3 სუფრის კოვზი ახალი საჭმელი და ერთი სუფრის კოვზი ძველი საჭმელი აურიეთ ერთმანეთში და ესე აჭამეთ სანამ არ მორჩება საჭმელი და ამის შემდეგ შეიგიძლიათ სულ ახალი საჭმელი აჭამოთ smile.gif

Posted by: Donzvio 31 May 2017, 15:08
დილაობით ძაან ჭახჭახებს როგორ დავადუმო? ტვინი წაიღო უკვე

Posted by: tazogogala 25 Jun 2017, 21:02
რა მაინტერესებსს იცით, ერთი ბუდის თუთიყუშები თუ დაწყვილდებიან? ბარტყები გააჩინეს და სხვას რო ვაჩუქო დედალ-მამალი თუ დაწყვილდებიან. ?

Posted by: როზეტა.სთოუნედ 26 Jun 2017, 14:49
დიდი ბოდიში, გალიას ხო ვერ მიმასწავლით? ჩემი ჩიტი უნდა შევსვა შიგ.

Posted by: tazogogala 26 Jun 2017, 19:13
რა მაინტერესებსს იცით, ერთი ბუდის თუთიყუშები თუ დაწყვილდებიან? ბარტყები გააჩინეს და სხვას რო ვაჩუქო დედალ-მამალი თუ დაწყვილდებიან. ?

Posted by: Qetucha 26 Jun 2017, 23:45
tazogogala
მონათესავე თუთიყუშების შეწყვილება არ შეიძლება ხშირადაა ინვალიდ ბარტყებს ჩეკავენ მერე .
სისხლის არევა არ არ შეიძლება

Posted by: MIRAGE2000 27 Jun 2017, 14:31
მამალ თუთიყუშს ბუმბული სცვივა საკმაოდ აქტიურად ბოლო პერიოდში, თან დიდებიც (ფრთისა და კუდის), დედალს არაფერი მსგავსი არ ეტყობა.
ვიზუალურად არაფერი ემჩნევა, მაგრამ დღეს ფრენაც გაუჭირდა სერიოზულად.
არადა გალიაშიც და გარეთაც ძველებურად აქტიურია, როცა რაღაცის გაფუჭება/გამოღრღნაზე მიდგება საქმე, მგონი არც უმადობას უჩივის.

ბუმბულს იცვლის და რამდენიმე დიდი ბუმბულიც დაკარგვის შედეგია (ესაც არ მყავდეს შევარდენი, ისედაც ძლივს დაფრთხიალობს givi.gif ), თუ რაიმე დაავადებაა?

Posted by: Qetucha 27 Jun 2017, 22:42
MIRAGE2000
QUOTE
ბუმბულს იცვლის და რამდენიმე დიდი ბუმბულიც დაკარგვის შედეგია (ესაც არ მყავდეს შევარდენი, ისედაც ძლივს დაფრთხიალობს  ),

მაგის ბრალია.დაავადების არა.დიდი ბუმბულების დაკარგვის გამო ვერ დაფრინავს.ამოუვა ისევ იფრენს.ფრთის და კუდის ბუმბულები ცოტა გვიან ამოსდით ხოლმე

Posted by: MIRAGE2000 29 Jun 2017, 00:09
Qetucha
მადლობა!
იქნებ ამაზეც მიპასუხოთ?
QUOTE
თუთიყუშებს გამრავლებისთვის რა პირობები სჭირდებათ?

"ბუდე" ვუყიდე, იმხელაა თუთიყუშების ბატალიონი დაეტევა, შიგნით ბურბუშელა ყრია.
როცა მივუდგი გალიას, თუთიყუშებმა მთელი დღე იშრომეს შეუსვენებლად, გამოზიდეს მთელი ბურბუშელა და გალიიდან გადმოყარეს 
Стахановцы б###... 


Posted by: Raven 11 Jul 2017, 22:47
რაღაც ბულგარული ოლა-ს ფირმის საჭმელი უყიდე თუთოებს, რაჯიო და სხვა რამ არ ჰქონდათ, ხოდა ძაან ცუდად ჭამდნენ და ერთს დღეს კუჭიც შეეკრა ძლივს მოვასულიერე.
სად ყიდულობთ ხალხო საჭმელს? ეს ვარგა?
http://www.petfood.ge/shop/%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-1-%E1%83%99%E1%83%92/

Posted by: Fizikismama 18 Jul 2017, 19:04
ჩვეულებრივი პატარა თუთიყუშები როა მაგას რა ვაჭამო?

Posted by: Qetucha 19 Jul 2017, 09:53
Fizikismama
სპეციალური საჭმელი იყიდება ზოომაღაზიაში.
ვიტაპოლ- კარმას დასახელების ტალღისებური თუთიყუშებისთვის განკუთვნილი იყიდე

Raven
ვიტაპოლ კარმა უყიდე ქარხნულად დაფასოებული რუსთაველზე სამი ზოომაღაზია როა იქ ვყიდულობ მე
ზოოპლაზა როა იმის დაბლა ზოომაღაზიაში თუ არ მეშლება.შენ დადებული საჭმლის ლინკზე ინფორმაცია არ მაქვს

Posted by: Fizikismama 19 Jul 2017, 23:45
Qetucha
მადლობა და სულ უნდა ეყაროს საჭმელი თუ პერიოდულად მივაწოდო?

Posted by: Qetucha 22 Jul 2017, 01:18
Fizikismama
QUOTE
Qetucha
მადლობა და სულ უნდა ეყაროს საჭმელი თუ პერიოდულად მივაწოდო?

სულ

Posted by: xado-l 1 Aug 2017, 13:09
BaronVonMortis
ჟაკო .

Posted by: giorgi2003 1 Aug 2017, 22:52
არავის გინდათ ტალღოვნის ზრდასრული წყვილი ? არიან ჯამრთელები გასამრავლებლადაც გამოდგებიან აი აქ შეგიძლიათ ნახოთ ფოტოები https://www.mymarket.ge/ka/product/view/10918432/ ფასზე დალაპარაკება შეიზლება smile.gif)))) 60 ლარად ვყიდი

Posted by: thetroop 9 Aug 2017, 19:25
გამარჯობა ჩემი თუთიყუში პელეტის დიეტაზე გადაყვანა მსურს და ხომ არ იცით თბილისის რომელიმე ზოომაღაზიაში თუ იყიდება ?
ასე გამოიყურება
user posted image

Posted by: gio.gogila123 10 Aug 2017, 14:12
გამარჯობათ. თქვენი დახმარება მჭირდება. რატომღაც ეს 2-3 დღეა შევამჩნიე რომ კუჭი აწუხებს და იმდენსაც არ ჭამს. 1 თვალს ნაწილობრივ ახელს და ექავება, ვითომ ასაკის ბრალი ხომ არ არის? თან რამდენიმე დღის უკან კამაც ვაჭამე, ზოგადად კი უყვარს მაგრამ მაგან ხომ არ აწყინა?

Posted by: bubukino 12 Aug 2017, 22:39
ჩემს თუთიყუშს კუჭი აქვს აშლილი და მობუზული ზის. არც ჭამს მაინცდამაინც.ზოომაღაზიაში რაღავ ყვითელი წამალი მომცეს მაგრამ არ შველის შკარად. რა გავაკეთო მასწავლეთ

Posted by: vasovaso92 20 Aug 2017, 11:45
gio.gogila123
კამას რატო აჭმევთ ან კიდე კარგად რეცხავთ თუ მწვანილი კარგად არ გაირეცხა შეიძლება ადამიანს აწყინოს.ჯობია სალათის ფურცელი აჭამო ეგ უყვართ და თან არც აწყენს და მწვანილს მაინც მოერიდე.
bubukino
რა აჭამე რო?აქ დაწერას ჯობია ვეტერინარს მიუყვანო.

Posted by: tranka 20 Aug 2017, 12:10
1 დღით დავტოვეთ მარტო თუთიყუში, გალიაში
ჩიკო ქვია <3

რო მოვედით, ფეხები ქონდა გაშეშებული
დაფრინავს, ნისკარტს იყენებს
მაგრამ უხასიათოდაა, არ თამაშობს

მოკეცილი აქვს ფეხები და არის ეგრე

რა შეიძლება ჭირდეს?

Posted by: vasovaso92 22 Aug 2017, 15:31
tranka
მოიწყინა ეტყობა მარტო თუთიყუშები სიმარტოვეს ვერ იტანენ ასერომ სხვა დროს აღარ დატოვო მარტო.

Posted by: vasovaso92 3 Sep 2017, 20:02
ვინ რომელ საჭმელს აჭმევთ თუთიყუშს დაწერე აბა smile.gif

Posted by: Besela 7 Sep 2017, 07:10
იყიდება თუთიყუში ჟაკო, არის 3 წლის. დიდი ხნით მიწევს ქვეყნიდან წასვლა და იძულებული ვარ გავასხვისო. მე თვითონ ვიყიდე და ჩამოვიყვანე ერევნიდან. არის ჯიშის საუკეთესო წარმოდაგენელი! თუთიყუში არის დარგოლილი და აქვს ყველა საჭირო საბუთი.

ადგილზე გადავიხადე 1100 $, არის მამალი, ხელზე მიჩვეული და ტლიკინებს ბევრს. იყიდება გალიასთან ერთად (რომელიც ჩამოვიტანე ამერიკიდან და ყიდვიან, ჩამოტანიან, განბაჟებიანად დამიჯდა 550 $) პლიუს ბევრი აქსესუარი. მივყიდი მხოლოდ მზრუნველ პატრონს, ვინც იცის ეს ჯიში ან მინიმუმ გაითვალისწინებს ჩემს ყველა რჩევას. ფასი 3 000 ლარი. შეიძლება თანხის ეტაპობრივი გადახდაც, მხოლოდ ნოტარიული მყარი სესხის გარანტიით! ერთიანი გადახდის შემთხვევაში ცოტას დავაკლებ. (ცოტას !!!).

დამირეკეთ ნებისმიერ დროს, თუ ვერ გიპასუხეთ მომწერეთ სმს და თვითონ გადმოგირეკვათ. განცხადება ძალაშია რამოდენიმე დღე! მერე აღარ გავყიდი საერთოდ.

* * *
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11022436/

Posted by: vasovaso92 10 Sep 2017, 09:22
მაინეტერსებს ხის გალიას ვინმე აკეთებს ან სადმე იყიდება?ისეთი მასალი რო იყოს რო თუთიყუშისთვის უსაფრთხო იყოს და წყლის მოხედრისას რო არ დალპეს.

Posted by: Barton 13 Sep 2017, 11:35
ვიჩუქებ კორელას (მამალს), დედალი უკვე გვყავს, 2-3 თვის. ცხოვრობს უზარმაზარ გალიაში ბაჯისთან ერთად.

Posted by: oo la la 14 Sep 2017, 11:00
მეგობრებო,
თუთიყუში მინდა ვიყიდო,
სად სეიძლება ვიყიდო და რის მიხედვით უნდა შევარჩიო იქნებ დამეხმაროთ,
აგრესიული და მკბენარა არ მინდა, ბავშვი მყავს სახლში.

Posted by: vasovaso92 14 Sep 2017, 11:47
oo la la
ყველა თუთიყუში აგრესიულია თავიდან თუ არ მიიჩვიე smile.gif

Posted by: giorgi2003 14 Sep 2017, 21:17
ვიყიდი დედალ კორელას 1-1.5წლისას ვისაც გყავთ მომწერეთ და ფოტოც მანახეთ

Posted by: vasovaso92 16 Sep 2017, 18:01
giorgi2003
კორელები მშიშრები არიან?თალღისებურები ძაან მშიშრები არიან ღამე ხმაურის ეშინიათ და კორელაც მასეა?

Posted by: MIRAGE2000 16 Sep 2017, 18:31
vasovaso92
QUOTE
თალღისებურები ძაან მშიშრები არიან ღამე ხმაურის ეშინიათ

ეგ ალბათ ინდივიდუალურია, თორემ ჩემებს მშიშრები არ ეთქმით.
მარშუტით ვიმგზავრეთ ორჯერ, გალიით და რომ მეშინოდა ხმაურში და მოძრაობაში არ დაისტრესონ მეთქი, არც ჟღურტული შეუწყვეტიათ და რამდენჯერმე გემრიელადაც იმსუნაგეს givi.gif

ერთი რაც აშინებთ, თუ სიბნელეში რაიმე შეიცვალა გალიაში (რაღაც ჩამოაგდეს), მაგრამ რომ მივანათებ და დაინახავენ რაც მოხდა, მშვიდდებიან მომენტალურად.

Posted by: vasovaso92 16 Sep 2017, 18:53
MIRAGE2000
შორ გზაზე მიგყავდა მარშუტკით?ჩემსას ეშინია ხოლმე ძაან თუ რამის შეეშინდება ეგრევე შუქს ვანთებ რო დამშვიდდეს smile.gif

Posted by: MIRAGE2000 16 Sep 2017, 19:13
vasovaso92
QUOTE
შორ გზაზე მიგყავდა მარშუტკით?

კი, თბილისი-ქუთაისი, არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ.
ხალხს არ აძინებდნენ ეგიყო ერთი პრობლემა givi.gif

QUOTE
ჩემსას ეშინია ხოლმე ძაან თუ რამის შეეშინდება ეგრევე შუქს ვანთებ რო დამშვიდდეს

რისი?
ქანდარას ან საქანელას თუ ჩამოაგდებენ სიბნელეში, ამისი ეშინიათ ჩემებს მარტო. რომ აინთება სინათლე და დაინახავენ რაც მოხდა, მშვიდდებიან მაშინვე.

Posted by: vasovaso92 16 Sep 2017, 19:58
MIRAGE2000
კორპუსში ვცხოვრობ და ზემოთ მეზობელი ღამე რო დაატყაპუნებს რაღაცას მაგის ეშინია ძაან ამიტო მიყვარს კერძო სახლი რა.

Posted by: MIRAGE2000 16 Sep 2017, 20:03
vasovaso92
არა, ჩემებს რაიმე მსგავსზე რეაქციაც კი არ აქვთ.

რეაქცია აქვთ მარტო უცხო სტუმარზე, დედალს განსაკუთრებით. მოეკრობა გალიას და რამდენიმე საათი შეუძლია იჯდეს ასე, თვალს არ მოაცილებს givi.gif
ნაცნობებზე ასე არ აკეთებს, ან ინტერესს კარგავს მალე.

Posted by: vasovaso92 17 Sep 2017, 10:32
MIRAGE2000
სულ რამდენი თუთიყუში გყავს? smile.gif
მე ერთი თუთიყუში მყავს და თუ ლაპარაკი არ ესმის მოწყენილია ხოლმე smile.gif

Posted by: MIRAGE2000 17 Sep 2017, 11:33
vasovaso92
2 და მყავს ნაკლებად, უბრალოდ ერთად ვცხოვრობთ givi.gif

ერთი ცოდოა, სულ ყურადღება უნდა, ამათ კიდევ სულ არ აინტერესებთ არავინ, ერთმანეთი ჰყავთ.
იმის უფლებას არ გვაძლევენ ხელი შევახოთ, დანარცენზე პრობლემა არ აქვთ, არც ახლოს მისვლაზე ფრთხებიან, არც რაიმესი ეშინიათ. გალიიდანაც გამოდიან, ისეირნებენ და ბრუნდებიან.

დათუ დედლისკენ წავიღე ხელი, მამალი შუაში გვიხტება lol.gif რა დონეზე ზრუნავს დედალზე ვერ წარმოიდგენს ვერავინ, სანამ არ ნახავს, არ სცილდება გვერდიდან.

Posted by: X2D3T9 18 Sep 2017, 16:06
მამალი მყავს ტალღისებრი თუთიყუში იქნება 1 წლის(ზუსტად არვიცი biggrin.gif )
მინდა ეხლა მოვუყვანო დედალი და ასაკში როგორი სხვაობა უნდაიყოს მნიშვნელობა აქვს რამე?
ხო და კიდე მაინტერესებ ნებისმიერ დროს შეიძლება შეჯვარდნენ თუ პერიოდი აქვთ რამე? იმიტომ მინდა ვიცოდე რომ მივაქციო ყურადღება



Posted by: vasovaso92 20 Sep 2017, 17:29
ადრე ერთხელ ერთ ზოომაღაზიაში ძაან ბევრი ტალღისებური თუთიყუში ჰყავდათ და 1 კორელა იყო თეთრი ფერის და ეჩხუბებოდა ტალღისებურებს მაგარი სანახავები იყვნენ smile.gif

Posted by: giorgi2003 21 Sep 2017, 08:11
QUOTE (vasovaso92 @ 16 Sep 2017, 18:01 )
giorgi2003
კორელები მშიშრები არიან?თალღისებურები ძაან მშიშრები არიან ღამე ხმაურის ეშინიათ და კორელაც მასეა?

არა არცისე მშიშრები არიან ღამე საერთოდ არხმაურობენ smile.gif

Posted by: KasperRiters 21 Sep 2017, 08:21
Besela

დღეს თუ ყიდი, მოგვიანებით რატომ აღარ გაყიდი? საინტერესოა

Posted by: vasovaso92 21 Sep 2017, 11:19
giorgi2003
ჩემსას ღამე თუ არ ჩავუქრე შუქი და რო ეძინება ჭყივის მერე biggrin.gif

Posted by: ia-viola 30 Sep 2017, 21:05
user posted image

ესეც რიო და ბუკა.
კეთილი იყოს მათი ფეხი, უფრო სწორად ფრთები ამ თემაში.
* * *
X2D3T9
ჯერ არ მოუყვანო, ცოდოა. თუთიყუშებში მატრიარქატია, მდედრები არიან დომინანტები და სიცოცხლეს გაუმწარებს.

2 წლის რომ გახდება, მერე მოუყვანეთ მდედრი, ოღონდ ბარტყი.

რავი, ჩემებს სანამ ბუდეს არ ვუკიდებ, არ ჯვარდებიან. მე 2-ჯერ გამოვაჩეკინე, მაგრამ სანერვიულია რა. ბარტყები გიყვარდება და მერე ნერვიულობ, ვისთან, როგორ ოჯახში მოხვდება.

Posted by: vasovaso92 3 Oct 2017, 15:16
ia-viola
რა კაი საქანელა აქვთ შენებს ჩემსას არ აქვს საერთოდ საქანელა ჩამოვუხსენი აგდებდა სულ დაბლა smile.gif
ხის ქანდარები რო იყიდება ეგენი ყველა გალიაზე მიდის თუ იცით? smile.gif

Posted by: ia-viola 3 Oct 2017, 15:56
vasovaso92
კაუჭები შეუტრიალე ურთიერთსაპირისპიროდ და ვეღარ ჩამოგდებენ.

ქანდარები ჩემით გავუკეთე. არც მინახია გასაყიდი ხის ქანდარა.

Posted by: vasovaso92 3 Oct 2017, 19:27
ia-viola
კი არის გასაყიდი ხის ქანდარა ოღონდ საქართველოში არ ვიცი ისე რო გამოიწერო.

Posted by: ia-viola 3 Oct 2017, 22:00
vasovaso92
კაი რა, რა გამოწერა, ხეების მეტი რა არის. თხილი, ბალი, თუთა - შეარჩიე სწორი ტოტი და ეგაა.

პლასტმასის, ის რაც გალიას მოყვება, არ შეიძლება, სოკოს უჩენს.

Posted by: vasovaso92 3 Oct 2017, 22:18
ia-viola
კაი ხანია გარეთ აღარ გამოდის ადრე სულ ითხოვდა გამოსვლას როგორც გალიის კარებს ვუღებდი ეგრევე გამოდიოდა ეხლა კარებს რო ვუღებ მარტო იყურება ეტყობა გადაეჩვია.როგორ გამოვიყვანო არ ვიცი ხელზე არ მაჯდება.

Posted by: ia-viola 3 Oct 2017, 22:50
vasovaso92
QUOTE
კაი ხანია გარეთ აღარ გამოდის ადრე სულ ითხოვდა გამოსვლას როგორც გალიის კარებს ვუღებდი ეგრევე გამოდიოდა ეხლა კარებს რო ვუღებ მარტო იყურება ეტყობა გადაეჩვია.როგორ გამოვიყვანო არ ვიცი ხელზე არ მაჯდება.


ჯერ ხელზე დაჯდომას მიაჩვიე. მაგის საყვარელი ნუგბარით მოიტყუე. ხელზე დაჯდომას რომ ისწავლის, მერე ადვილად გამოიყვან.
ადრე რომ გამოდიოდა, მერე როგორ შეგყავდა?

Posted by: vasovaso92 3 Oct 2017, 22:52
ia-viola
რა დროს ხელზე მიჩვევაა უკვე დიდია თან იკბინება biggrin.gif
კარებს რო ვუღებდი თავისით გამოდიოდა და მერე რო მოშივდებოდა თავისით შედიოდა smile.gif

Posted by: ia-viola 3 Oct 2017, 23:04
vasovaso92
გოგო ხომარ არის შემთხვევით?

Posted by: vasovaso92 3 Oct 2017, 23:09
ia-viola
ბიჭია.თავიდან რო ვიყიდო ზოომაღაზიაში ბევრი თუთიყუშები ჰყავდათ და განსაკუთრებით ეს მომეწონა თამაშობდა როცა დანარჩენები ისე იჯდნენ და მართლაც კაი გამოდგა პროსტა ბოლოს ხასიათი გაუფუჭდა lol.gif

Posted by: vasovaso92 5 Oct 2017, 14:27
user posted image
ვუყიდე სათამაშო ჩემ თუთიყუშს იმედია გერთობა კარგად love.gif

Posted by: ia-viola 5 Oct 2017, 15:31
vasovaso92

ძალიან ლამაზი სთმაშო მოედანი აქვს შენ თუთის. მშვიდობაში.
ვფიქრობ, ხომარ გავუკეთო ჩემებს ასეთი? wink.gif

პ.ს. შენი ვაჟკაცის ფოტო დაგვიდე, რიოსა და ბუკას აინტერსებთ. lol.gif

Posted by: vasovaso92 5 Oct 2017, 15:33
user posted image
წყლის სასმელი როა ისეთი გალიაა არსად ეტევა და საჭმელთან ახლოს დავუდე ადრე სადაც მინერალური ქვისა ყრია იქ ვუსხავდი წყალს და ესე უპრო ჯობია თან საჭმელს ჭამს და წყალს აყოლებს ხოლმე biggrin.gif

Posted by: ia-viola 5 Oct 2017, 15:38
vasovaso92
ჩემ რიოს გავს. მოსერო, მოცისფრო.

Posted by: vasovaso92 5 Oct 2017, 15:45
ia-viola
ჩეხურები მევასება მე მსუქნები რო არიან biggrin.gif

Posted by: vasovaso92 6 Oct 2017, 19:17

რა საყვარელია მწვანე თუთიყუში smile.gif

Posted by: ia-viola 6 Oct 2017, 21:57
ესეც შეპირებული ვიდეოები - რიოსგან


Posted by: vasovaso92 6 Oct 2017, 22:03
ia-viola
ძაან საყვარელია.
ეგ რიო მამალია?

Posted by: ia-viola 6 Oct 2017, 22:07
vasovaso92
QUOTE
ეგ რიო მამალია?



yes.gif yes.gif yes.gif

დანარჩენი აღრ მიდევს. როგორც კი კამერას ხედავს, ეგრევე გამოქლიავების ფაზაში გადადის. კომპლექსები აქვს.



Posted by: vasovaso92 6 Oct 2017, 22:09
ia-viola
ეგ რიო ჩემ თუთიყუშს გავს smile.gif

Posted by: ia-viola 6 Oct 2017, 22:11
vasovaso92
QUOTE
ეგ რიო ჩემ თუთიყუშს გავს

yes.gif yes.gif yes.gif


Posted by: vasovaso92 6 Oct 2017, 22:12
ia-viola
ეგ ბუკა ჩეხურია?ძაან ბუთხუზაა biggrin.gif

Posted by: ia-viola 6 Oct 2017, 22:17
vasovaso92
რიოა - ჩეხის ნაჯვარი.

ბუკა ჩვეულებრივი ტალღოვანია. უბრალოდ ახლა დაუმთვრდა განგური, ახალამოსული აქვს ბუმბულები და ვიდზეა. lol.gif

Posted by: vasovaso92 6 Oct 2017, 22:18
ia-viola
ძაან ბუთხუზაა ბუკა biggrin.gif
ადრე ჩემმა თუთიყუშმა კუდი მოიძრო და ძლივს დაფრინავდა biggrin.gif

Posted by: ia-viola 6 Oct 2017, 22:23
vasovaso92
ბუკა მასეა, ქართული ანდაზა რომ არის ხომ იცი: ,,ვისაც მიჰყავდე, იმას მიჰგავდეო'', თუ რათაც ეგეთი. ქმარს დაემსგავსა.

Posted by: TORPEDO20 13 Oct 2017, 22:58
ჩემი პეპო და ჩიპო biggrin.gif biggrin.gif ველურები არიან biggrin.gif


user posted image


* * *
უყვართ გულავი , იმენა გიჟდებიან გალიაში lol.gif

user posted image

Posted by: vasovaso92 15 Oct 2017, 10:34
TORPEDO20
ძალიან საყვარლები არიან რა კაია იატაკზე რო დადიან ჩემი თუთიყუში იატაკზე არ ჩერდება.

Posted by: Supernovaa 15 Oct 2017, 14:19
ჩემი თუთიყუში ძაან აგრესიულია და რა უნდა შარზეა სულ :დ გარეთ არ გამოდის იმიტო რო მახსოვორბაში აქ ჩარჩენილი ორჯერ კედელს შეასკდა და ძებნა და თვალთვალი დავუწყე lol.gif lol.gif

Posted by: cuore 25 Oct 2017, 14:49
მეგობრებო გამოუცდელმა კაცმა სად უნდა იყიდოს უბრალო იაფიანი თუთიყუში (ტალღოვანს ეძახიან თუ არ ვცდები)
2 წლის ბავშვი გვყავს სახლში და იმედია პრობლემა არ იქნება, ძალიან უყვარს ჩიტები და გარეთ რო გაგვყავს სულ ზემოთ იყურება აი ჩიტიო smile.gif
მოკლედ მივიღებ რჩევებს

Posted by: ia-viola 25 Oct 2017, 15:12
cuore


ყველაზე იდეალური იქნება თუ ოჯახიდან იყიდით. ამ შემთხვევაში თავს დაიცავთ დაავადებული თუთიის შეძენისგან.


ფბ-ზე არის ასეთი გვერდი: თუთიყუშები / Tutikushebi / Papegoj

აქ შედით და მანდ ყიდიან ხოლმე ოჯახის ბარტყებს.

თუ არადა, ზოომაღაზიებში ყავთ. ასე 20-25 ლარად.

Supernovaa
ბუმბულს ხომ არ იცვლის? ამ დროს არიან ხოლმე აგრესიულები.

Posted by: cuore 25 Oct 2017, 23:09
ia-viola
მადლობა
...................................

Posted by: MIRAGE2000 25 Oct 2017, 23:34
cuore
გაითვალისწინეთ, რომ საკმაოდ ხმაურიანი ფრინველია და ანაგვიანებს ოთახის მესამედს მაინც გალიიდან გამოუსვლელად.
+ ალერგია არ ჰქონდეს ბავშვს.


რითი შეიძლება "წავახალისო" თუთიყუში?
რაიმე გამორჩეული საკვები მაგალითად რა მივცე? საერთო ენის გამონახვას ვცდილობ და მწვანე დედაკაცი გვიშლის ხელს givi.gif

Posted by: ia-viola 25 Oct 2017, 23:57
MIRAGE2000
ძალიან უყვართ კამა და სალათის ფურცელი. კარგად გარეცხეთ ოღონდ.

რძალში არც მე გამიმართლა. კაპასი და უკარება.

Posted by: MIRAGE2000 25 Oct 2017, 23:59
Supernovaa
QUOTE
ჩემი თუთიყუში ძაან აგრესიულია და რა უნდა შარზეა სულ :დ გარეთ არ გამოდის იმიტო რო მახსოვორბაში აქ ჩარჩენილი ორჯერ კედელს შეასკდა და ძებნა და თვალთვალი დავუწყე   

ჩემებს ბუმბული რომ გასცვივდათ, სერიოზულად უჭირდათ ფრენა. გალია მაღალზე დევს და ერთხელაც რომ გამოვიდნენ, იატაკიდან გალიამდე ვეღარ აფრინდა ერთი და დაშინდა სერიოზულად, ძალითაც რომ ვაგდებდი მაშინვე უკან ძვრებოდა.

მერე მთელი დღე დავტოვე ღია და ერთი რომ დადიოდა გარეთ, საღამოს იმ მშიშარამაც გაბედა.
ia-viola
ასეთ რაღაცებს გალიაშივე ვაძლევთ. უფრო რაიმე მარცვლებივით ვიფიქრე, ხელიდან რომ ვცადო მიცემა.

Posted by: ia-viola 26 Oct 2017, 09:45
MIRAGE2000
საერთოდ ჩემებს შევატყე, რომ თუ მოხდა ისეთი შემთხვევა, რომ 2 დღე ზედიზედ არ გამოვუშვი, მერე ფრენა უჭირთ, თითქოს გადაეჩვივნენო. მერე ვავარჯიშებ ხოლმე. თითზე მაზის და მოლე მანძილიდან, გალიის მიმართულებით ვაფრენ.

ნუგბარს რაც შეეხება, ყველა თუთის თAვისი ინდივიდუალური ხასიათი აქვს და გემოვნება. გეცოდინებათ რა უყვარს, მისი მიწოდება გალიაში შეუმცირეთ და მხოლოდ ხელიდან მიეცით. ჯერ გალიაშივე და ხელს რომ მოეჩვევა და მიხვდება რომუსაფრთხოა მისთვის, მერე გალიის კარებთAნ რომ დაუდებთ ხელს - ნუგბარით ხელში, თAვისი ფეხით გამოვა გარეთ.
უფრო მეტიც, სადაც არ უნდა იჯდეს, თქვენსკენ გამოფრინდება.
ჩემები კარადის თAვიდან, ჭაღიდან - შტურმით მიღებენ ხოლმე. lol.gif

TORPEDO20
გოგო ალბინოსია ხო? რა ლამაზი წყვილია.

Posted by: MIRAGE2000 26 Oct 2017, 13:23
ia-viola
ველურებია, არ მეკარებიან (არც ვაწუხებ დიდად).
მკვეთრი მოძრაობების გარეშე ისე ახლოს გიშვებენ, რომ სადაცაა მიედები, მაგრამ მაგ დისტანციას უკვე კარგად იცავენ და გარბიან givi.gif

დედალი ზოგადად ხშირადაა ბუმბულაშლილი, ეს რამდენიმე დღე კი სულ ასეა მგონი.
ახლა რომ ვუყურებ პასიური მეჩვენება, დაძინებას ცდილობს...
რამე შეიძლება აწუხებდეს?

Posted by: ia-viola 26 Oct 2017, 23:42
MIRAGE2000
არ ვიცი. ასე ძნელუა თქმა. თითოეულს ინდივ. ხასიათი აქვს. შეატყობ ქჩევაზე, ჭამის მადაზე და კუჭის მოქმედებაზე.

ხელზე მოჩვევა მაინც შეიძლება. დრო და მოთმინების ამბავია.
გოგო არ მეკარება საერთოდ. არადა სულ თოთო იყო რომ მოვიყვანე.
ბიჭი მაჯდება, მაფერებინებს, ოღონდ დიფად არა. ზოგია, მუჭში ყავთ, ჯმუჯნიან.

ჩემები არა.

Posted by: MIRAGE2000 29 Oct 2017, 15:47
ia-viola
შეიძლება, რომ ბუმბულაშლილი ყოფნა "ცუდი ჩვევა" იყოს და არაფერი სხვა?
აი აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ აქვს სხვა, დახტის, დაფრინავს, ჩამს, ჭყიპინებს...
ღამეც კი ჭამს სრულ სიბნელეში, არ ვიცი როგორ აგნებენ, მაგრამ წკაპა-წკუპი ისმის ხოლმე, არჩევენ მარცვლებს givi.gif


და კიდევ... ცუღლუტობას ცდილობენ გალიაში, აქამდე არაფერი მსგავსი არ შემიმჩნევია lol.gif
ამისთვის ბუდე არ უნდათ?
ბუდე რომ მივუდგი ადრე არ შედიოდნენ, ახლა რომ მივადგა აქვს აზრი?

და კიდევ ბარტყებს ან როგორ მოვუარო, ან რა ვუყო? მეგონა ეგ პრობლემა არ იქნებოდა, ბუდე რომ არ აინტერესებდათ... givi.gif

Posted by: TORPEDO20 29 Oct 2017, 16:29
ia-viola
არ ვიცი ალბინოსია თუ არა , პროსტო შემომიფრინდა სახლში და მერე მეორეც მოვუყვანე და მის მერე ვუვლი საკუთარი შვილებივით biggrin.gif

არც წლოვანება არვიცი როგორ გავარკვიო იქნებ დამეხმარო

Posted by: ia-viola 29 Oct 2017, 21:38
TORPEDO20
კი, კი, ალბინოსია და ძალიან ლამაზი ვინმეა.

არ ვიცი რა ხნისაა, მთლად ასეთი მაგარი არ ვარ. ბარტყია თუ არა, მაგას ვატყობ, სქესის გარჩევაც ვიცი მაგრამ უკვე მოზრდილ თუთის ვერ ვატყობ ასაკს. ძალიან ლამ,აზი წყვილი გყავთ.


MIRAGE2000
ცუღლუტობას რაც შეეხება, თუ გინდა რომ გამრავლდნენ, უნდა დაუკიდოთ ბუდე. ნახერხი ჩაუყარე და დანარჩენი თვითონ იციან. თუ გადაწყვეტთ, ნახერხის მომარაგება მოგიწევთ. კვბერცხის დადებიდან გამოჩეკამდე რამდენჯერმე მოგიწევთ ნახერხის გამოცვლა. ერთი შეკვრა საკმარისია პრინციპში. wink.gif

მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ბუდობის პერიოდი ერთგვარი სტრესია. ორივე ხდებიან მაგრად.აღAრ ილაპარაკებს და იჭიკჭიკებს, მერე ბარტყები რომ იჩეკებიან, დედალი ძალიან აგრესიული ხდება. მერე შეიძლება დროებით გაცალკევებაც კი მოგიწიოთ. ჯერ ისედაც ჩAგრავენ მამლებს და მაგ დროს საერთოდ ცოფიანებივით იქცევიან.

დამატებით ჭირდებათ საკვები: მოხარშული წიწიბურა, კვერცხი, ბრინჯი, ვაშლი და ა.შ.

ცალკე პრობლემაა ბარტყებზე ზრუნვა. თუ გასაყიდათ არ გინდათ, ბიზნესის ამბავში, მაგარი სანერვიულოა, ვისთან მოხვდება, როგორ მოუვლიან და ა.შ. მე ორჯერ გამოვაჩეკინე და მაგის მერე ბუდეს აღარ ვუკიდებ. არც ვაპირებ თუ მაინცდამაინც გალიაში არ დადო კვერცხი

ბუმბულის აშლას რაც შეეხება, შეიძLება ხასიათის ამბავია. არ ვიცი. ყოველთვის ასე აქვს აშლილი თუ რაღAც სიტუაციებში. ჩემებს მაშინ ეშლებათ ბუმბული, გალიას რომ ვეხები. მაგ: დალაგებისას. მტრისას, თუ სათამაშოს შევეხე შემთხვევით. lol.gif lol.gif

Posted by: MIRAGE2000 29 Oct 2017, 21:53
ia-viola
კვირაზე მეტი ჰქონდა აშლილი (ზოგადად ადრეც ახასიათებდა, მაგრამ არა ამდენ ხანს), დღეს დაილაგა და ახლა ისევ ჯაგრისივითაა.
არ აქვთ ისეთი გარემო, რომ ამის მიხედვით ხდებოდეს ასეთი.

ბუდეს რაც შეეხება... არც ინტერესი ჰქონდათ ადრე (ერთხელ მთელი ბურბუშელა გამოზიდეს და ძირს გადმოყარეს, მეორედ საერთოდ არ შესულან და დავანებე თავი) და არც მე მინდოდა ბარტყები.
არც ახლა მინდა პრინციპში, გაყიდვას არ ვაპირებ, გაჩუქება სანერვიულოა და მოვლა ხომ საერთოდ...
მაგრამ თუ მაინც აპირებს კვერცხის დადებას, ბარემ ბუდეშ მოახერხოს და არა მავთულებზე.

ბუდეზეც პრობლემა მაქვს, გალიას ცალკე ბუდის სამაგრი არ აქვს. ან ერთ-ერთის საკვების ჭურჭლის მაგივრად უნდა მიედგას, ან უნდა გამოვჭრა და პრობლემურია ესაც...



რამ გადარიათ საერთოდ, იყვნენ მშვიდად აქამდე... givi.gif

Posted by: ia-viola 29 Oct 2017, 22:10
MIRAGE2000

ჩემმაც გამოზიდა სათითAოდ და თავის ჭკუაზე დაალაგა. აი სწორედ მაგის მერე დადო კვერცხები.

გარემოზე არაა, რაზე მოეშალა ნერვები რას გაიგებ. შეიძლება გამრავლებისპერიოდი რომ აქვთ ეგ არის სწორედ მიზეზი.

ჩემებს კი აქვთ ცოტა დიდი გალია. ორი კარით, მაგრამ ბუდისთვის მაინც ცალკე გამოვუჭერი და ახლა ველი გალიისკარები დავუყენე. რავი შეხედე და თუ არ დადეს კვერცი გნებე თAვი.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ამბავია რა. lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: TORPEDO20 31 Oct 2017, 10:39
ბუმბულის ცვლის პერიოდი ახლა არის ? თუ ინდივიდუალურია ყველა სხვადასხვა დროს იცვლის ?

ia-viola
თქვენ იქნებ იცოდეთ

Posted by: ell-lle 31 Oct 2017, 10:44
სამი დღეა მოვიყვანეთ განუყრელები, გოგო და ბიჭია, ძალიან შეშინებულები არიან.
სათამაშოებზე ეხლა წავიკითხე რომ ნელ-ნელა უნდა შეჩვევა, ჩვენ ეგრევე ჩამოვუკიდეთ გალიაში cry.gif
რა ვქნა რომ არ იყვნენ ასეთი შეშინებულები? ნებისმიერი კონტაქტისას (მიახლოება, ლაპარაკი), უკან იხევენ... მეცოდებიან და ვერ ვხვდები როგორ დავაწყნაროთ
baby.gif

ხო კიდევ რა მაინტერესებს, ქვამარილი არ შეიძლებაო აქ წავიკითხე, არადა გამომატანეს აუცილებელიაო help.gif

Posted by: ia-viola 31 Oct 2017, 11:45
TORPEDO20

დიდი ექსპერტი არ ვარ, მარა რასაც ვაკვირდები, ძირითადად წელიწადში ორჯერ იცვლიან: გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

ჩემებმა ახლა დაამთავრეს.

შეიძლება ინდ. რიტმიც ჰქონდეთ.
* * *
ell-lle
განუყრელები არ მყოლია. მარა რაც ვიცი, 1-2 კვირა ჭირდებათ იმისთვის, რომ გარემოს შეეჩვიონ. მერე გათამამდებიან ნელ-ნელა.

Posted by: salomenskaia 9 Nov 2017, 11:52
გამარჯობათ იქნებ ვინმემ დამეხმაროთ, 1კვირის წინ ვიკიდე თუთიყუში, 2 დღეა მოწყენილია, კუჭშიც თხლადააა... ზოომაღაზიიდან გამომატანეს, ვიტამინი რომელიც საკვებში გავურიე და რაღაც სპეციალური მარილი... ვითომ ამის ბრალი ხომ არ არის... თუთიყუში 1 თვისააა... იქნებ დამეხმაროთ....

Posted by: ia-viola 13 Nov 2017, 10:27
რიოსა და ბუკასგან, ოჯახობა, როგორც ასეთი ^_^


Posted by: vasovaso92 13 Nov 2017, 15:57
salomenskaia
თუ არ ელაპარაკე მოწყენილი იქნება აბა რა ან კიდე ახალ გარემოს რო შეეგუოს დრო უნდა.თუთიყუშის ვიტამინები რათ გინდოდა იქნებ რამე უხარისხოა და აწყინოს თუთიყუშს მაგას გერჩივნა მინერალური ქვიშა გეყიდა და მარილი კიდე არ აწყენს ჩემსას ძალიან უყვარს ცარცზე მეტად მგონი მაგას ჭამს biggrin.gif

Posted by: nia4u 14 Nov 2017, 20:23
ia-viola
უი,რიო და ბუკა,ჩასკდით თქვენა!
როგორ ფრანცქვალებენ!
biggrin.gif

Posted by: ia-viola 14 Nov 2017, 21:40
nia4u
მაშ.
მასე ვიცით ჩვენ. love.gif

Posted by: TORPEDO20 24 Nov 2017, 20:33
ესეიგი ძან გავაბრაზე ჩემი თუთიყუში და ისე მიკბინა სისხლიც წამომივიდა და გავიკეთო შრატი ?


Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 Nov 2017, 01:34
TORPEDO20
QUOTE
ესეიგი ძან გავაბრაზე ჩემი თუთიყუში და ისე მიკბინა სისხლიც წამომივიდა და გავიკეთო შრატი ?

biggrin.gif არა მაგრამ სხვა დროს ნუ გააბრაზებ, თავის დაზღვევის მიზნით შეიძლება მაგრამ მგონი მიზერულია შანსი რო რამე იყოს

Posted by: ia-viola 25 Nov 2017, 15:04
მხართეძოზე წამოწოლილა და თვლემს.
რა ენაღვლება.


user posted image

lol.gif lol.gif

Posted by: X2D3T9 25 Nov 2017, 22:00
Talgovani tutikushebi myavs da mamalma moicyina am bolodros da sul zinav tan bumbuli aqvs ashlili + kuchi aqvs ashlili vitaminebs vazlevdi periodulat cyalshi vixsnidi da shevucyvite... tan aceminebs biggrin.gif titqos gripi aqvs... ra vushvelo? Ara da magrat miyvars rom rame daemartos cry.gif sheizleba rame camali mivce?

Posted by: temo_777 27 Nov 2017, 00:29
ვინმემ იცის ამ ჯიშს რა ქვია?

-----------------------------

Posted by: Mrs.aravin 28 Nov 2017, 10:26
ჟაკოს ყიდვა მინდა და მირჩიეთ რა სად ვიყიდო და იქნებ ფასიც იცოდეთ?

Posted by: Qetucha 29 Nov 2017, 11:19
X2D3T9
ვეტერინარს ანახე.და თბილათ გყავდეს

temo_777
ამაზონი ქვია მაგ ჯიშს

Amazon Parrot – ამაზონის თუთიყუში ცნობილია თავისი ზომით, ჭკუითა და ულამაზესი მკვეთრი მწვანე ფერით. ისინი არა მხოლოდ შთამბეჭდავი სიტყვის მარაგის განვითარების, არამედ მათი მნიშვნელობისა და კონტექსტის გამოყენებით საუბრით არიან ცნობილი.

ეს თუთიყუში ასევე ხასიათდება სიმღერის შესანიშნავი ნიჭით და გააჩნია ტკბილი, სასიამოვნო ტონალობის ხმა

user posted image

Mrs.aravin
რუსთაველზე რომელიმე ზოომაღაზიაში შეიძლება იყოს.მარა არ ვიცი რამდენად ჯანმრთელს გამოგატანენ სამაგიეროდ ცეცხლის ფასს დაგატოვრბინებენ.ისევ ჯობია კერძო პირისგან ყიდვა ყოველთვის.კაი იქნებოდა უცხოკეთში იყო იქ ყავთ მომშენებლებს. თუ მაინც გადაწყვეტ რუსთაველზე გაიარო და ნახო ყავთ თუ არა ვინმე მცოდნეც უნდა გაიყოლო რო კარგად ერკვეოდეს სანამ იყიდი რო გაიგოს როგორ მდგომარეობაში იქნება ასე თუ ისე თუთიყუში. გარეგნული შეხედვით მაინც.აბა შინაგანათ რქ ჭირს თუთიყუშს ვერ გაიგებს.mymarketze ნახე იქნები ყიდიდეს ვინმე ჯანმრთელ ჟაკოს.წლების წინ მგონი 1000 დოლარი ჯდებოდა( ზუსტად ვერ გეტყვი) ჟაკოების ყიდვა ეხლა თუ უფრო გაძვირდა ან თუ დაიკლო არვიცი.

Posted by: temo_777 29 Nov 2017, 21:17
Qetucha
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის smile.gif

მაი მარკეტზე ვეძებდი და ვერ ვნახე.
აქ თუ იცი იყიდება? და რა ფასები აქვს?
ეჭვი მაქვს რომ იაფი არ უნდა ღირდეს user.gif
არა და რა მაგრად მომეწონა.
ესეც 800-1000 ლარები ხო არა ღირს როგორც ის ძალიან დიდები?

Posted by: Natali80 29 Nov 2017, 21:39
გამარჯობა

მყავს თუთიყუში , ალბად 5-6 თვის (ზუსტად არ ვიცი ასაკი), ვიყიდე სულ რაღაც 1 თვეა. ფრთები და კუდის არ აქვს სრულფასოვნად გაზრდილი. ვერ დაფრინავს , ძალიან უჭირს, რაც აქვს ისიც ცვივა, შევატყვე რომ ბუმბულის ბოლოები აქვს შავი ,(თითქოს სუნიც აქვს ბოლოებში რომ გავხსენი) თვითონ კუდიც ძაან დეფორმირებული აქვს და რა შეიძლება იყოს სოკო თუ მკბენარი ?

რით შემიძლია ვუმკურნალო სოკოს ? ფრონტლაინ სპრეი მირჩიეს, მაგრამ ზოგი ამბობს სოკოს არ კურნავს , მხოლოდ მკბენარსო. ძალიან გთხოვთ თუ ვინმემ იცით, დამეხმარეთ რომ ვუმკურნალო პატარა კოკოშას sad.gif user posted image user posted image

Posted by: Mrs.aravin 29 Nov 2017, 23:06
Qetucha
მადლობა ქეთუჩა.საზღვარგარეთიდან მითხრეს რომ რთულია წამოყვანა და შეიძლება უფრო ძვირიც დაჯდეს.ისევ მაიმარკეტზე გადავხედავ sad.gif(

Posted by: Qetucha 30 Nov 2017, 01:24
temo_777
QUOTE

გამოგზავნილია: 29 Nov 2017, 21:17  #51751246     ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Qetucha
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის

მაი მარკეტზე ვეძებდი და ვერ ვნახე.
აქ თუ იცი იყიდება? და რა ფასები აქვს?
ეჭვი მაქვს რომ იაფი არ უნდა ღირდეს 
არა და რა მაგრად მომეწონა.
ესეც 800-1000 ლარები

არც ეგ ღირს იაფი.

Posted by: Natali80 4 Dec 2017, 12:40
შეგიძლიათ რომ მიპასუხოთ ვინმემ ??

თუ იცითი რა შეიძლება იყოს ... იქნებ ვიტამინების ნაკლებობაა და არა მკბენარი !


Posted by: X2D3T9 5 Dec 2017, 17:21
Natali80

ეხლა დავაკვირდი(თქვენ რომ დადეთ) ჩემს ბიბის-საც ჭირს მსგავსი რაღაც ფრთის ბუმბულები ძვრება და ძირები აქვს ასე მე ვფქირობს რომ იცვლის ბუმბულს... რავი ასე მგონია იმიტომ რომ თავიდან რომ მოვიყვანე ბუმბული ქონდა არეული, თან პატარაა და პირველ ბუმბულს იცვლის თქვა biggrin.gif თუ გაარკვევ რამეს იქნება დაწეროთ მეორესაც არაფერი გადასდოს წავიყავნ ვეტერინართან....

სოკო არამგონია იყოს იმიტომ რომ როგორც ვიცი სოკოს ნიშნები ფეხებზე და ნისკარტზე უნდა ქონდეს... არვიცი შეიძლება ვცდები

Posted by: ia-viola 5 Dec 2017, 20:42
Mrs.aravin
ჟაკო საქართველოშ დაახლოებით 1300 ლარიდან ღირს. + გალია და აქსესუარები და ყველაფერი დაახლოებით 2 ათასამდე ჯდება.

ისე კარგი არჩევანია. თუთიებში ყველაზე მაღAლი ინტელექტი მაგათ აქვთ.

ფბ-ზეა ჯგუფი (თუთიყუშები / Tutikushebi / Papegoj) და იქ ჰყავს ერთ ტიპს გასაყიდი სხვადასხვა უცხო ჯიშის თუთიები,მათ შორის ჟაკოები.

ხო, სასურველია ბარტყი ჟკო იყიდოთ, თორემ დიდის მორჯულება და მოჩვევა ძალიან ძნელია. განსაკუთრებით თუ ზოომაღზიასია გაზრდილი და ბევრ, სხვადასხვა ხასიათის ტიპთან უწევს ყოფნა.

Posted by: *WASP* 6 Dec 2017, 05:04
მეგობრებო, სად შეიძლება და სადაა უკეთესი რომ ვიყიდო კორელას თუთიყუში? რა ასაკსაა სასურველი რომ იყოს?

user posted image

Posted by: X2D3T9 6 Dec 2017, 16:52
user posted image


? ნორმალურია?

Posted by: ia-viola 6 Dec 2017, 17:40
X2D3T9
ესე ძნელია თქმა.
საერთოდ, ბუბმბულის ცვლა ნორმალურია.

Posted by: X2D3T9 6 Dec 2017, 18:54
ia-viola

აი შავი ძირები რომ აქვს თითქოს არაჯანმრთელი ბუმბულია არა და ვიტამინებს ვაძლევ
მამალი ნყავს ერთი წელი იქნება და ვადევნე თვალი როგორ იცვლის ბუმბულს მასზე არ შემიმჩნევია მსგავსი რამე არვიცი შეიძლება ეხლა მივაქციე ყურადღება sad.gif
* * *
user posted image

######

Posted by: ia-viola 6 Dec 2017, 19:55
ეგ მსხვილი ბუმბული რომ არის, მაგიტომ. მარა წესით ამდენი ერთდროულად არ უნდა დასჩვენოდა. მსხვილებს სათითაოდ იცვლიან და შედარებით იშვიათად. აჩვენე ორნიტოლოგს.

Posted by: *WASP* 7 Dec 2017, 02:10
QUOTE (*WASP* @ 6 Dec 2017, 05:04 )
მეგობრებო, სად შეიძლება და სადაა უკეთესი რომ ვიყიდო კორელას თუთიყუში? რა ასაკსაა სასურველი რომ იყოს?

user posted image

გთხოვთ, გამეცით პასუხი. user.gif

Posted by: vasovaso92 8 Dec 2017, 17:16
ia-viola
იოდირებული ცარცი ხო არ იცი სად იყიდება?შენსას აქვს?

Posted by: ia-viola 8 Dec 2017, 19:19
vasovaso92
კი აქვთ ჩემებს. ან ზოოპლაზზაში ან ბუნებაში.
მე მანდ ვყიდულობ. ჩემებს ძალიან მოსწონთ.

Posted by: vasovaso92 9 Dec 2017, 16:12
ia-viola
ჩვეულებრივი ცარცის გაქვს თეთრი და იოდირებულიც ხო?
საჭიროა ეგ ხო?

Posted by: ia-viola 9 Dec 2017, 18:46
vasovaso92
ორივე აქვთ და რომელუც გაუსწორდებათ, იმას შეჭამენ. დემოკრატია და თავისუფალი სრჩევანის შესაძლებლობა აქვთ. :დდ

Posted by: vasovaso92 9 Dec 2017, 22:57
ia-viola
ძაან კაი biggrin.gif
--------------------

Posted by: vasovaso92 26 Dec 2017, 12:37
იოდირებული ცარცი ვუყიდე ჩემ თუთიყუშს მარა ჯერ არ ჭამს smile.gif

Posted by: fermina 27 Dec 2017, 01:04
ტალღოვანების ყიდვა სად შეიძლება დიღმის ბაზრობის და ზოომაღაზიების გარდა? ხომ არ იცით სანდო მომშენებელი?


Posted by: makrominer 31 Dec 2017, 17:51
გამარჯობა! ვინმემ იცის ჟაკო სად ვიყიდო? ან თუ ჩამოყავს ვინმეს?

Posted by: Mechenosec 15 Jan 2018, 10:42
ვინმე არ გყავთ ტალღოვანის ბარტყი რომ მაჩუქოთ>

Posted by: vasovaso92 16 Jan 2018, 10:09
ახალი გალიის ყიდვა მინდა კი ვუყიდიდი მარა ახალ გალიას ძნელად მიეჩვევა მგონი.

Posted by: vasovaso92 27 Jan 2018, 10:20
საჭმელში ყავისფერი ფერის რაღაცეები ყრია ხოდა მაგას არ ჭამს და ტოვებს და მერე სულ ზემოდან რჩება და თქვენიც მასეა?

Posted by: _LegenDa_ 27 Jan 2018, 14:46
2 ჯერ მყავდა თუთიყუში ორივე გამექცა

lol.gif bis.gif

Posted by: giorgiW140 28 Jan 2018, 21:57
მეგობრებო მინდა თუთიყუშის ყიდვა და საერთოდ ვერ ვერკვევი სად მირჩევთ ყიდვას და რა ჯიშის? უპირატესობას ვანიჭებ რომ ლაპარაკი ისწავლოს. ფასიც როარ იყოს ძვირი

Posted by: vasovaso92 29 Jan 2018, 13:56
giorgiW140
ტალღისებური თუთიყუში იყიდე.

Posted by: tira 6 Feb 2018, 22:53
QUOTE
ტალღისებური თუთიყუში იყიდე.



ეგ როგორია?

Posted by: ლიკლიკა 19 Feb 2018, 10:37
რამდენი ძველი ნიკი დავინახე 2kiss.gif

ჩემი თუთიკა გარდაიცვალა sad.gif ჯერ-ჯერობით არ ვაპირებ ახლის მოყვანას mo.gif

Posted by: ლიკლიკა 19 Feb 2018, 10:39
tira
QUOTE
ეგ როგორია?


Posted by: Koki1234 25 Feb 2018, 16:34
ჩემ თუთიყუშს გულმკერდი ჩამოწეული აქ და რისი ბრალია?

Posted by: ia-viola 27 Feb 2018, 11:41
Koki1234
QUOTE
ჩემ თუთიყუშს გულმკერდი ჩამოწეული აქ და რისი ბრალია?


ფოტო დადეთ. ესე ძნელია თქმა.

Posted by: TORPEDO20 10 Mar 2018, 20:37
გამარჯობათ

თუთიყუში გახდა აგრესიული , დაჟე მეორე თუთიყუშის მიმართაც აგრესიულია ხანდახან

ორსულად ხო არაა ? lol.gif თუ რა ჭირს ვერ გავიგე მკბენს დამკბინა თითები :დ

Posted by: ia-viola 10 Mar 2018, 20:58
TORPEDO20
ბუმბული ხომ არ ამოსდის?
მაგ დროს ხდებიან ხოლმე აგრესიულები.

და კიდევ,
როდესაც ვიტამინებს ვალევ, ენერგიაზე მოდიან. რამის გადამდგან ხოლმე. biggrin.gif

Posted by: Supernovaa 11 Mar 2018, 02:23
ტალღოვანი მყავს და ვერ დაფრინავს გარეთაც არ გამოდის ადრე 2ჯერ შეასკდა კედელს და იმის მერე ეშინია ვატყობ რო ვერ ფრინავს უკვე ფრთებს შლის ჩვეულებრივად უბრალოდ ან დამიბერდა ან კიდევ შეშინებულია და ახსოვს ხო კიდე რა შეიძლება ტალღოვანს ვაჭამო ვაშლს ვაძლევ და თავის საჭმელს მაგრად მობეზრდა და რამე სხვა რა ვაჭამოო

Posted by: TORPEDO20 13 Mar 2018, 11:33
ia-viola
რავიცი 3-4 დღეა ვერ ვეკარები გალიასაც რო ვეხები ამოხტება და მინისკარტებს :დ

ბუდე უნდაო ერთმა მითხრა მიზეზობს ალბათო და იმედია მაგის ბრალია და სხვა რამე არ ჭირს

Posted by: ia-viola 13 Mar 2018, 12:16
Supernovaa
QUOTE
ტალღოვანი მყავს და ვერ დაფრინავს გარეთაც არ გამოდის ადრე 2ჯერ შეასკდა კედელს და იმის მერე ეშინია ვატყობ რო ვერ ფრინავს უკვე ფრთებს შლის ჩვეულებრივად უბრალოდ ან დამიბერდა ან კიდევ შეშინებულია და ახსოვს ხო კიდე რა შეიძლება ტალღოვანს ვაჭამო ვაშლს ვაძლევ და თავის საჭმელს მაგრად მობეზრდა და რამე სხვა რა ვაჭამოო


ავარჯიშე. ხელზე თუ გაჯდებათ, შეგიძიათ ფრთხილად გამოიყვანოთ, თითზე დამჯდარი (არავითარ შემთხვევაში მუჭით დაჭერილი) და ახლო დისტანციიდან გალიის მიმართულებით გააფრინოით. შემდეგ ნელ-ნელა დისტანციას გაზრდით. 3-4 ჯერ რომ გაფინდება, მერე დაამუღამებს. თუ თითზე არ გაჯდებათ, მაშინ ჯერ უნდა შეაჩვიოთ თქვენ ხელს.
ეგენი სულ მ ცირე 9 წელს ცოცხლობენ. კარგ პირობებში - 15 წლამდე. უყვართ სტაფილო, მწვანილებიდან კამა და სალათის ფურცელი. ოღონდ კარგად გარეცხილი. და ძლიან მოსწონთ როცა სველია. ასევე, მოხარშული კვერცხი და წიწიბურა - უყველაფროდ, 0%-იანი ხაჭო.

TORPEDO20
ჩემები განსაკუთრებით აგრესიულები არიან ბუმბულის ამოსვლის დროს.
ბუდეს რომ უკიდებ, ეგ სტიმული ხდება, რომ გამრავლდნენ. მაგრამ ძალიან სტრესულია ორივესთვის.
ცალკე სანერვიულოა კიდევ, ბარტყების გაჩუქება. smile.gif

Posted by: Supernovaa 13 Mar 2018, 15:00
ia-viola
აუუუ რა კარგი ხარ შევიჩვიე და ახლო დისტანციებზე გაშალა უკვე და დაიწყო კამას ჭამა და ხაჭოსიც ძაან ძაან დიდი მადლობა 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: MIRAGE2000 13 Mar 2018, 15:20
ჩემი დედალი თუთიყუში მღრღნელად გადაიქცა...
სადღაც 2 საათში მოსპო ახალი ცარცი დღეს, გუშინაც იგივე ქნა, ოღონდ ცოტა მეტი დრო დასჭირდა...

მუდმივად ასეა, მიადგება და ხრავს, სანამ არ დაიყვანს იმ მავთულამდე, რომლითაც გალიაზეა მიმაგრებული და არ ჩააგდებს დაბლა, შემდეგ მშვიდადაა.
მამალს მსგავსი არაფერი სჭირს, ცოტას გამოღრღნის და ანებებს თავს.

ნევროზი აწუხებს? biggrin.gif

Posted by: ia-viola 13 Mar 2018, 15:35
Supernovaa
მიხარია.
ხაჭოს ყურადღბამიაქციეთ რომ 0%-იანიიყოს.
ისე, ბანანი და ფორთოხალიც უყვართ. wink.gif

MIRAGE2000
ჩემებიც მასე არიან. ტკვირავენ ყველაფერს. ე.ი. ჭირდებათ. დაუკიდეთ კიდევ.
ქვიშა აქვთ მოსანელებელი?

დედლები ასეთბი არიან, ანჩხლები, ავები და მოუთვინიერებლები.დარწმუნებული ვარ, მამალსაც უმწარებს ახალგაზრდობას. wink.gif

Posted by: MIRAGE2000 13 Mar 2018, 15:49
ia-viola
არ მგონია მანდ სჭირდებაში იყოს საქმე...

როცა გალიის სახურავს მივაკარი, ანუ იმის სახრავად აძრომა და ჩამოკიდება იყო საჭირო, ცოტა გამოხრა და დაანება თავი, კვირაზე მეტი გაძლო იქ.
მაგრამ როცა ქანდარიდან მისაწვდომ ადგილასაა, ხრავს მანამ სანამ არ ჩააგდებს დაბლა.

თან ვფიქრობ ხომ არ აღიზიანებს მეთქი, მაგრამ იგივეს მარილს არ უკეთებს.
ცარცის მთა დგას გალიასთანაც და გალიაშიც facepalm.gif

და დღეში რამდენიმე ცარცს დავუხატავ, ამდენს ჩემ თავზე არ ვხარჯავ lol.gif


ნამეტანია უბრალოდ 2 საათში ცარცის მოსპობა.
რომ სჭირდებოდეს, ზემოთაც აძვრებოდა ცარცისთვის და დაბლა ჩაგდებულსაც მიაკითხავდა, მაგრამ არა, ქანდარასთან უყვარს ღრღნა, კომფორტში givi.gif
QUOTE
ისე, ბანანი და ფორთოხალიც უყვართ.

ჩემები არ ჭამენ ბანანს... ვაშლი და სალათის ფოთოლი უყვართ.

Posted by: ia-viola 13 Mar 2018, 16:07
MIRAGE2000
ინდივიდუალურია. ხასიათები აქვთ თავისი.
ეგრე ჩემები სტაფილოს არ ეკარებიან.

ცარცს რაც შეეება, ყველას კი არ კადრულობენ. კონკრეტულად ერთი მოსწნთ და ორივე რომ მიადგება, ნახევარ საატში ფქვავენ. როგორც ვიცი ორი ფუნქცია აქვს: ერთი - ნისკარტს ილესავენ და ასევე რაღაც ნივთიერებასაც იღებენ.

გაერტონ მერე რა გინდა. wink.gif შეუქმენი კომფორტი.

ეგრე გოზინაყეები რიმ იყიდება ჯოხზე ასხმული, 1 სთ-იც არ ჭირდება, პირწმინდად ანადგურებენ.

Posted by: MIRAGE2000 13 Mar 2018, 16:25
ia-viola
თუ სჭირდება რატომ არ იღებს ძირს ჩამოგდებულს? აზრადაც არ მოსდის.
მაგიტომ ვფიქრობ, რომ იქნებ კედლიდან ჩამოგდებას ცდილობს და ამისთვის ხრავს მეთქი.
QUOTE
ეგრე გოზინაყეები რიმ იყიდება ჯოხზე ასხმული, 1 სთ-იც არ ჭირდება, პირწმინდად ანადგურებენ.

ეგ რაღაა? მსგავსი არაფერი მიჭმევია დარწმუნებული ვარ.

Posted by: ia-viola 13 Mar 2018, 16:34
MIRAGE2000
ჯოხზეა აცმული მათი საკვები.
გალიაზე იკიდებ აკუჭით და მაგრად მოსწონთ. ოღონდ ტკბილ წყალშია ამოვლებული და ხშირად არ ვაჭმევ.
ნახევარ საათში ფქვავენ - ჩემები. biggrin.gif

რავი, ჭერზე არაკომფორტულია რა. ნუ ძირს დაგდებულიც. დაუკიდე ქანდარასთან და შეუქმენი მცირე კომფორტი, რა იყო? wink.gif

მოსანელებელი ქვიშა არ მოსწონთ შენებს?

Posted by: MIRAGE2000 13 Mar 2018, 16:39
ia-viola
QUOTE
დაუკიდე ქანდარასთან და შეუქმენი მცირე კომფორტი, რა იყო?

დაგვაფინანსე givi.gif

სერიოზულად დღეში 5-6-ს მოინელებენ ამ ტემპში და არ მგონია ეგ ნორმალური იყოს. ნისკარტი კი არამ მთლიანად თუთიყუში გაცვდება.
2-3 დღეში ერთხელ დავუკიდებ.

QUOTE
მოსანელებელი ქვიშა არ მოსწონთ შენებს?

მაგას საკვებში ვურევ როგორც მითხრეს, მაგრამ მგონი ჯობს ცალკე მივცე, არა? საკვებში უცებ ცაიფანტება ძირში და არ მგონია ეძებონ.

Posted by: ia-viola 13 Mar 2018, 16:47
MIRAGE2000
QUOTE
მაგას საკვებში ვურევ როგორც მითხრეს, მაგრამ მგონი ჯობს ცალკე მივცე, არა? საკვებში უცებ ცაიფანტება ძირში და არ მგონია ეძებონ.

ხო, ჩემებს ცალკე აქვთ. ჭამენ კიდეც და შიგნითAც გორაობენ.

QUOTE
ერიოზულად დღეში 5-6-ს მოინელებენ ამ ტემპში და არ მგონია ეგ ნორმალური იყოს. ნისკარტი კი არამ მთლიანად თუთიყუში გაცვდება.
2-3 დღეში ერთხელ დავუკიდებ.


ჩემებისთვის კარა ხანია არ დამიკიდია. თან ეს გოგო არ უშვებს ბიჭს,ის მაინც მოდის და მიდის მერე დაჭმა-კორტვნა. biggrin.gif

ადრე დვუკიდე რაღაც, ზუმფარის ქაღალდივით ,,შკურკასავით'' არის, ქანდარაზე ეცმევა. იმდენს ხრავდნენ, შემეშინდა ბუმბული და ფეხები არ დარჩნენ თქო. biggrin.gif


Posted by: vasovaso92 19 Mar 2018, 12:26
ia-viola
რომელ ვიტამინს ასმევ თუთიყუშებს და ბუნების მაღაზიაში თუ იყიდება?

Posted by: ia-viola 19 Mar 2018, 14:21
vasovaso92
ტღიქსის ვიტამინებს.
წყალში ერევა.

კი, მე ძირითადად, ,,ბუნებადი'' ვყიდულობ. 12 ლ. ღირს მემგონი.

შენებს აქვთ ხო, მოსანელებელი.ქვიშა?

Posted by: vasovaso92 19 Mar 2018, 15:42
ia-viola
კი აქვს ქვიშა ჭამს ხოლმე.შეგიძლია სურათი დადო როგორია ზუსტად რო ვიცოდე?

Posted by: ia-viola 19 Mar 2018, 16:34
vasovaso92
არ მაქვს სახლში. მეც უნდა ვიყიდო ამ დღეებში.
იკითხე და მოგცემენ.

Posted by: vasovaso92 20 Mar 2018, 13:48
ia-viola
შეიძლება ვეტერინარის გარეშე რო დაალევინო თუთიყუშს ვიტამინები?

Posted by: ia-viola 21 Mar 2018, 18:01
vasovaso92
კი. როგორ არა.
ცოღონდ დოზირება უნდა დაიცვა. გეტყვიან უქ.

Posted by: vasovaso92 22 Mar 2018, 15:44
ia-viola
კიდე რა მაინეტერსებს თუთიყუში რო ცუდათაა რაღაც შუქი როა თუთიყუში თბებაო ეგ რაღაა ვერ გავიგე არ აწუხებთ შუქი?

Posted by: ia-viola 22 Mar 2018, 21:06
vasovaso92
რავი.
მე არ გამომიყენებია.

გალიასთვის შეკერილი მაქვს ორი მოსასხამი: საზაფხულო და საზამთრო. შემოახვევ და ისედაც იქნება თბილად და მყუდროდ.
ჩემებს სულ აფარია ასეთი მოსასხამი. დღე მარტო უკანა კედელს ფარავს, ღამე წინ ვუტოვებ პატარაზე ღიად.
user posted image

Posted by: X2D3T9 15 Apr 2018, 14:53
ადრეც დავწერე ჩემს ჩიკუნიაზე ცუდათ გრძნობდა თავს გამოკეთდა
ეხლა აბურძგლულია უკვე რამოდენიმე დღეა(ამდენი ხანი არასდროს მოუწყენია) სულ ძინავს
კუჭში გასვლა უჭირს თან შAვი სკინტლი აქვ უცნაური
რა გავაკეთო? ვეტერინარი სინჯავს თუთიყუშებსაც თუ სხვა რამე ქვია მაგ ექიმებს?

Posted by: TAG 16 Apr 2018, 09:28
ჩემი მეგობარი ამრავლებს და ყიდის ამ ტალღურ თუთიყუშებს თუ ვინმეს დაგაინტერესებთ მომწერეთ...

Posted by: nnnikaaa 20 Apr 2018, 13:32
გამარჯობათ სად ჯობია შეძენა პატარა თუთიყუშის .ჯამრთელი რო იყოს და სქესში რო არ ცადონ მოტყუება და ასევე გალია როგორი ჯობია და სად ვიყიდო?

Posted by: ia-viola 20 Apr 2018, 14:33
nnnikaaa
ფბ-ზე არის ასეთი ჯგუფი: თუთიყუშები / tutikushebi / papegoj

იქ ყავთ ხოლმე ოჯახის ბარტყები გასაყიდი. ე.წ. შვილიშვილები wink.gif
ყველაზე კარგი ვარიანტია ოჯახის ბარტყი იყიდოთ.

ან, ზოომაღზიებში: ,,ბუნება'', ,,ზოოპლაზა''. მთავარია ყიდვის პროცესში დააკვირდეთ, რამდენად სუფთად ყავთ თუთიები. დაბინძურებულ გალიაში - დიდი შანსია დაავადებული ფრინველები ყავდეთ

Posted by: nnnikaaa 20 Apr 2018, 14:52
ia-viola
ეგ ბუნება, ზოოპლაზა სად არის? ვნახავ მაგ ჯგუფსაც და გადავავლებ თვალს დიდი მადლობა.
ისე რამეს ხო არ მირჩევდით კიდე ?
ტალღისებრი ქვია ხო მაგ პატარებს ? მაგათზე უკეთესი არის სხვა თუნდაც ცოტა უფრო ძვირი გირდეს ამბობენ ცოტა ხმაურიანები არიანო მაგრამ აქცენტი მაინც ლაპარაკზე ვაკეთებ და ადვილად სწავლობენ შედარებითო და რომელიგაცაზე მითხრეს ესენი უფრო ძნელად საუბრობენ სამაგივროდ მოსიყვარულეები არიან პატრონის მიმართო და რომელზე გავაკეთო არჩევანი აღარ ვიციsmile.gif))

Posted by: ia-viola 20 Apr 2018, 15:13
nnnikaaa
ბუნება და ზოოპლაზა რუსთაველზეც არის (ფილარმონიიდან - რუსთAველის მეტრომდე გზის მონაკვეთში). სუპერის მაღAზიის მიმდებარე ტერიტორიაზე.

კი. ასე ქვიან. ტალღოვანები.
თავზე უნდა ქონდეს ზოლები ბუმბულები ბარტყს ასეთი აქვს. ასევე თვალები დიიდ და შავი აქვთ. მოზრდილებს - თეთრი რკალი. რაც იმის მანიშნებელია რომ - ბარტყია.

სქესს რაც შეეხება - ნისკარტის ზემოთ რომ აქვთ, პატარა გამობერილი, ცვილოვანას ეძახიან ეგ უნდა ყოს ლურჯი, იასამნისფერი ან მუქი ვარდისფერი. ერთი ფერის.
ადვილად სწავლობენ ეგენი საუბარს.

ყველაზე მაგარი აფრიკული ჟაკოა, მარა ძალიან ძვირი ღირს. როგორც ამბობენ, 3-5 წლამდე ასაკის ბავშვის ინტელექტი აქვს. თAვისი გალიით და აღკაზმულობით 1500 - 2000 ლარი ჯდება. wink.gif მაგრამ მაგარი ვინმეები არიან.

user posted image
user posted image

Posted by: nnnikaaa 20 Apr 2018, 15:44
ia-viola
მადლობ გამოსადეგი იბფორმაციისთვის. არა მაგხელა ფას ვერ გადავიხდი.
ეს როგორც ვიცი გალიანად 50 ლარი ჯდება და ვთქვათ 100 -150 ლარის ფარგლებში ამაზე უკეთეს მოსიყვარულე და მოლაპარაკეს ვიყიდი რამე უკეთეს ჯიშს?

Posted by: ia-viola 20 Apr 2018, 16:33
nnnikaaa
ეგრე ყველა კარგი და საყვარელია. მარა ესენი ხასიათითც თვნიერები არიან და ადვილადაც სწავლობენ საუბარს.

დაახლოებით 80 - 100 ლარი ჯდება. თვისი ატრიბუტიკით. საქანელა, სათმაშო , დამატებითი საკვებური და ეგაა.

ხო, გალიას რომ იყიდით, ორნაირია, საკვბური სიგნიდან რო ედგმევა (უფრო იაფ ღირს) და გარედან. ეს მეორე ჯობია. ხო, მრგვალ გალიას ნუ უყიდით, ჩველებრივი უყიდეთ. ჯობია.
დაახლოებით ასეთი
user posted image

1. დამატებითი საკვებური, რომელშიც ჩაყრით მოსანელებ ქვიშას
2. ცარცი
3. მოსანელებლ ქვიშა
4. ნისკარტის სალესი
5. რამე სათამაშო
6. საქანელა
7. საკვები დანამატები

პლასტმასის ქანდარები შეუცვალეთ - ხის ქანდარით.

საკვები არ იყიდოთ წონთ. აუცილბლად უყიდეთ დაფასოებული.

ეგაა სულ.
თუ რამე კითხვა გექნებათ, აქ ვარ. wink.gif

Posted by: MIRAGE2000 20 Apr 2018, 17:33
ia-viola
ჩემს თუთიყუშებს ახალი ჰობი აქვთ, A4 givi.gif
დედა უტირეს ქაღალდებს, რაც მაგათ გალიასთან დამრჩა lol.gif

ბლომად მაქვს ფურცელი, რაც არ მჭირდება და დავუდე, ჭკუა ეკეტებათ ხვრაზე, ნახევარი ოთახი სავსეა ნახევებით, დღეში 3-4-ს ინელებენ ასე ჯამში.
არ ჭამენ 100%, მაგრამ რა ვიცი რა დაარტყამთ და რაიმეს დაუშავებს?
A4 ხომ დამუშავებული ფურცლებია, გათეთრებული და ეგ მაფიქრებს.

QUOTE
1. დამატებითი საკვებური, რომელშიც ჩაყრით მოსანელებ ქვიშას

ანუ ერთში საკვები და მეორეში ქვიშა?
ჩემებს ორივეში საკვები აქვთ და ქვიშას პატარა გაშლილი კოლოფით ვუდგამ გალიის ფსკერზე ან რომ გამოდიან მერე ვაძლევ.
საკვები რომ ერთში მოვუქციო და მეორეში ქვიშა, შეეგუებიან ამას ვითომ?
ერთროულად უნდებათ ჭამა მუდმივად და მტრისას თუ ვერ გაიყვეს საკვები, დაპუტავენ ერთმანეთს, მანამ რომ სულ ერთმანეთს დასდევენ და "იცავენ", ეგ საკვებურთან მთავრდება facepalm.gif

Posted by: ia-viola 20 Apr 2018, 17:52
MIRAGE2000
QUOTE
დედა უტირეს ქაღალდებს, რაც მაგათ გალიასთან დამრჩა 

ბლომად მაქვს ფურცელი, რაც არ მჭირდება და დავუდე, ჭკუა ეკეტებათ ხვრაზე, ნახევარი ოთახი სავსეა ნახევებით, დღეში 3-4-ს ინელებენ ასე ჯამში.
არ ჭამენ 100%, მაგრამ რა ვიცი რა დაარტყამთ და რაიმეს დაუშავებს?
A4 ხომ დამუშავებული ფურცლებია, გათეთრებული და ეგ მაფიქრებს.


ჩემებიც გიჟდებიან. გარშემო შემოუყვებიან და ხრავენ. კუწუბებს უკეთბენ. wink.gif
სასურველი არაა. რავი. თუ ჩაიგდეს ხელში, მტრისას.


QUOTE
ანუ ერთში საკვები და მეორეში ქვიშა?
ჩემებს ორივეში საკვები აქვთ და ქვიშას პატარა გაშლილი კოლოფით ვუდგამ გალიის ფსკერზე ან რომ გამოდიან მერე ვაძლევ.
საკვები რომ ერთში მოვუქციო და მეორეში ქვიშა, შეეგუებიან ამას ვითომ?
ერთროულად უნდებათ ჭამა მუდმივად და მტრისას თუ ვერ გაიყვეს საკვები, დაპუტავენ ერთმანეთს, მანამ რომ სულ ერთმანეთს დასდევენ და "იცავენ", ეგ საკვებურთან მთავრდება


არა, გემოვნების ამბავია. თორემ რა მნიშვნელობა აქვს.

ხო, ჩემებიც პუტავენ საკვებზე ერთმანეთს. უფრო სწორად გოგო - ბიჭს. smile.gif

Posted by: MIRAGE2000 20 Apr 2018, 18:01
ia-viola
QUOTE
ჩემებიც გიჟდებიან. გარშემო შემოუყვებიან და ხრავენ. კუწუბებს უკეთბენ. 
სასურველი არაა. რავი. თუ ჩაიგდეს ხელში, მტრისას.

გარშემო კი არა, აქრობენ საერთოდ 3-4 ფურცელს დღეში givi.gif
მარტივ მამრავლებად შლიან.

არაა ხომ არაფერი კატასტროფა? არ ჭამენ და გაერთონ ისე.
QUOTE
ხო, ჩემებიც პუტავენ საკვებზე ერთმანეთს. უფრო სწორად გოგო - ბიჭს.

აქ პირიქით, საკვებთან დანდობა აღარაა და ჯობნის მამალი. ზოგჯერ ისე ურტყამენ, მე მიწევს გაშველება facepalm.gif
არადა ისეთი მოსიყვარულეები არიან სხვა დროს და ისე ზრუნავს მამალი დედალზე, დაჯერება მიჭირს რომ მართლა ჩხუბობენ, არადა ნამეტანი დამაჯერებლად ცვივა ბუმბულები აქეთ-იქით lol.gif

Posted by: ia-viola 20 Apr 2018, 19:47
MIRAGE2000
QUOTE
დაჯერება მიჭირს რომ მართლა ჩხუბობენ, არადა ნამეტანი დამაჯერებლად ცვივა ბუმბულები აქეთ-იქით 

lol.gif lol.gif

აუ ჩემები საჭმელზე კი და კამაზე განსაკურებით. ორ, გალიის აქეთ-იქითმხარეს ვუკიდებ. ეს წუნკალი დედალი ერთდროულად (მონაცვლეობით) ჭამს ორივე მხარეს, თან ჩხუბობს და ნერვები ეშლება მამალი რომ ჭამას იწყებს. biggrin.gif

Posted by: ZEPTER 21 Apr 2018, 19:37
ტვინი მიაქვს სახლში რა რა ჯანდაბაა smile.gifbiggrin.gif

Posted by: nnnikaaa 25 Apr 2018, 10:34
ტალღისებრი თუთიყუშისთვის მზესუმზირა შეილება?
* * *
და კიდე მაინტერესებს რა უყვართ ყველაზე მეტად რო უფრო ადვილად მივიჩვიო და ხელით ვაჭამო?

Posted by: MIRAGE2000 15 May 2018, 14:24
nnnikaaa
QUOTE
ტალღისებრი თუთიყუშისთვის მზესუმზირა შეილება?

რამდენადაც ვიცი სასურველი არაა დიდი რაოდენობით და მოხალული საერთოდ არ შეიძლება, თუმცა მთლად ნუ დამიჯერებ, დიდად ვერ ვერკვევი.
QUOTE
და კიდე მაინტერესებს რა უყვართ ყველაზე მეტად რო უფრო ადვილად მივიჩვიო და ხელით ვაჭამო?

მეც მასწავლეთ თუ ვინმემ იცით რამე, ჩემ ველურებთან არაფერი ჭრის.
თუ დავუყრი საკენკს ახლოს, მორბის და ჭამს ერთი, ხანდახან მეორეც, მაგრამ ხელიდან შანსი არაა.
ZEPTER
QUOTE
ტვინი მიაქვს სახლში რა რა ჯანდაბაა

ან უნდა შეეგუო, ან გააჩუქო, მაგათი გაჩუმების შანსი არაა.

ia-viola
ჩემთან მამალი დეგუსტატორია მარტო.
რაც არ უნდა დავუდო ახალი, დედალი აძვრება ზემოთ და ეჭვის თვალით უყურებს, სანამ მმალი არ ჩამოხტება და არ გასინჯავს. შემდეგ უკვე იწყება ჩხუბი, ვისია ნადავლი givi.gif
ყვლაზე სასაცილო ისაა, დედალი რომ ცდილობს ერთდროულად გალიის ორიოვე მხარეს დადებულ ან დაკიდებულ საკვებს დაეპატრონოს, დარბის აქეთ-იქით და ქოთქოთებს lol.gif
და ეს გრძელდება მანამდე, სანამ მამალს არ მოშივდება სერიოზულად.
მერე უკვე ცვივა ბუმბული მთელ ოთახში და მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ქალმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს lol.gif lol.gif lol.gif


რა მასალისგან შეიძლება გავუკეთო სათამაშოები?
ანუ ასაძრომები ქანდარები და ა.შ.
ყველა ხე არ ვარგა ვიცი, + მშრალი თუ ნედლი? რუსულ საიტებზე ვცდილობდი გარკვევას და წინააღმდეგობაში მოდის ზოგი ინფორმაცია...

Posted by: ia-viola 15 May 2018, 15:02
nnnikaaa
MIRAGE2000
კამა, კამა და კიდევ კამა. smile.gif :დდდდ

მოკლედ, ჩემები რხან გიჟდებიან კამაზე, გალიაშივე - ხელში ვიჭერ კამას ისე, რომ ჯერ ქანდარიდან ჭამოს და მერე ისე ვატრიალებ კამას, რომ იძულებულია, ხელზე გადმოვიდეს.

უნდა დაინახოს რომ ხელი ,,კარგი ტიპია'' და მისგან საფრთხე არ ექმნება. თუ გალიაშივე მიეჩვია ხელს, მერე გალიის გარეთაც ადვილად მოდის.

ახლა დაძახება აღრ მ ინდა, საკმარისია დაინახოს რომ პირი გავაცმაცუნე, ეგრევე მოდის. :დდდ


MIRAGE2000
ჩემებთან მიუხეავდ იმისა რომ მამალი რამისორჯერ დიდია დედალზე (ჩეხის ნარევია), მაინც დედალს მიყავს პარადი.

Posted by: giorgi2003 17 May 2018, 19:46
გამარჯობათ
შემთხევით ვინმე ხო არ აჩუქებთ თუთოს? სქესს და ასაკს მნიშვნელობა არააქვს თუ აჩუქებთ ვინმე მომწერეთ

Posted by: mtasiqiteli 21 May 2018, 07:23
მეგობრებო
ჩემს თუთიყუშს მოვუყვანე II თუთიყუში
ხოდა პირველი მიჩვეული მყავს და გავუღებ ხოლმე გალიის კარებს და გამომყავს.
ცოტას იფრენს ხოლმე და მერე ისევ შემყავს
ხოდა ეს მეორეც გამოვუშვი
და ეს სულილი გაფრინდა კედელს შეენარცხა
რო ავიყვანე და გალიაში შევსვი
შევატყვე რომ ფეხს ითრევს
ეხლა ჩხირზეც ძლივს ჯდება ნისკარტის დახმარებით ძლივს ადის
გუშინ საღამოს საერთოდ დაბლა იწვა
გამოვიყვანე გავსინჯე
ვერ ამოძრავებს ერთი ფეხის მტევანს
ავდექი და ყუთში გადავიყანე და ღამე ცალკე მყავდა
თან ის ძველი ჩაგრავდა ეს დღეები
არის რამე საშველი რო გამოსწორდეს?

Posted by: ia-viola 21 May 2018, 10:34
mtasiqiteli
ჯობია ორნიტოლოგთა მიიყვანო.

მაგ: ზოოპარკში. დათო ქვიან იმ ტიპს. დაგეხმარება.

Posted by: X2D3T9 22 May 2018, 17:33
მეგობრებო თუთიყუშები რომ გავუშვა( ბაჯი მყავს ორი ცალი)
დამოიუკიდებლად შეძლებენ არსებობას/გადარჩენას? თავისუფლება მინდა მივცე მეცოდებიან უკვე 4 კედელში გამოკეტილები sad.gif

Posted by: MIRAGE2000 22 May 2018, 17:48
X2D3T9
QUOTE
მეგობრებო თუთიყუშები რომ გავუშვა( ბაჯი მყავს ორი ცალი)
დამოიუკიდებლად შეძლებენ არსებობას/გადარჩენას? თავისუფლება მინდა მივცე მეცოდებიან უკვე 4 კედელში გამოკეტილები

დაიხოცებიან 100% თუ არ მიფრინდნენ ვინმესთან და იქ ხ.ზ რა პირობებში გააგრძელებენ არსებობას.

4 კედელში გამოკეტვა სულაც არაა პრობლემა, მითუმეტეს თუ ორნი არიან, მშვენივრად იფრენენ და ისეირნებენ ოთახში. მეტის მოთხოვნილება არც ექნებათ.

Posted by: X2D3T9 22 May 2018, 17:55
MIRAGE2000

მადლობა გამოხმაურებისთვის
სახლში სულ გაშვებული მყავს თითქმის(თუ დასჯილები არარიან biggrin.gif )

ჩიტების ხმაზე გიჟდებიან ბალკომზე რომ გამყავს და ვიფიქრე.... sad.gif

Posted by: MIRAGE2000 22 May 2018, 18:00
X2D3T9
მეც ასე მყავს, მეტი თავისუფლების მიცემა უბრალოდ შეუძლებელია უსაფრთხოების თვალსაზრისით.
აივანზე ესენიც გაჰყვირიან დიდი მონდომებით, ხან ბეღურები მოუფრინდებიან და მიდის გნიასი givi.gif

ესენი რომ გავუშვა აივნიდან, ნახევარ საათში კატები შეჭამენ, სხვა უფრო შორეულ პერსპექტივებს რომ დავანებო თავი. ამიტომ...

Posted by: Anan100 22 May 2018, 20:55
მყავს 2 განუყრელი ჯიშის თუთიყუში
რბილად რომ ვთქვა ტვინი გახვრიტეს.
ვფიქრობ გაჩუქებას და ვინმეს ხომ არ უნდა?

მაგარ ხოდზე არიან ისე
მხიარულები, მოვლილები ფაფუკები და მაღვიძარები
დილის არცერთ საათზე შეიძლება დაიწყონ ჭიკჭიკი და იცოდეთ თორე მერე აღარ დავიბრუნებ ))

Posted by: TAG 22 May 2018, 22:47
აუ მე მყავს ტალღური და დილის 6 სათზე იწყებს სირბილს ოთახებში და წივის კივის სანამ ყურადღებას არ მიაქცევ თან ბარტყია ფრენა არ იცის და სირბილი დაამუღამა მაგრად...
ისე ხილს არ ჭამს და რომელიმე აჭმევთ რაიმე ხილს?

Posted by: _IT_ 23 May 2018, 00:10
TAG

რო გაიზრდება დაჭკვიანდება biggrin.gif
ჩემიც ეგრე იყო სანამ მარტო იყო მეორე ნახევარი რომ მოვუყვანე დაწყნარდა
ეხლა მიადებენ ნისკარტებს და ჩაბჟირებამდე ჭიკჭიკებენ biggrin.gif
ხილიდან ვაშლს გეახლებიან
და სტაფილო ევასებათ მაგრათ

Posted by: MIRAGE2000 23 May 2018, 00:27
TAG
ვაშლი, სტაფილო, სალათის ფოთლები და კამა, ამ ოთხივეს რეკომენდაციას უწევენ ჩემები givi.gif
ისე კი 6-ზე გაღვიძება და მითუმეტეს სირბილი ნამეტანი არაა? არაფერს აფარებ გალიას?

Posted by: TAG 23 May 2018, 10:27

ვაშლი ბანანი მარწყვი ბალი არაფერს მიეკარა კამა და სალათის ფურცელი კი პუტავს ეგრევე მწვანე ფერისას რასაც დავუდებ მიდის ეგრევე. ჩამოფარებული არ მაქ თან გალია სულ ღია აქ მეცოდებოდა ჩაკეტილში რომ იყო მეორის მოყვანაზე კიდევ მითხრეს არ გინდაო ლაპარაკს ვერ ისწავლისო და ვნახოთ ჯერ პატარაა თუ ისწავლა ხომ კარგი თუ არადა მოვუყვან გოგოს.

Posted by: MIRAGE2000 23 May 2018, 14:39
TAG
ვაშლს ჩემები კარგად ჭამენ, გათლილ პატარა ნაჭრებს.
ბანანს ვერ მივაკარე, გასინჯვის სურვილის კი არ გასჩენიათ არც ერთხელ.

ლაპარაკი კიდევ... თუ ბევრი დრო გაქვს და შეგიძლია ეთამაშო/ასწავლო სიტყვები, მარტო ჯობს და თუ ვერ მოიცლი, ვერც რაიმეს ისწავლის და ბარემ მოუყვანე მეორე, მარტო მაინც არ იქნება.

Posted by: giorgi2003 23 May 2018, 19:19
QUOTE (Anan100 @ 22 May 2018, 20:55 )
მყავს 2 განუყრელი ჯიშის თუთიყუში
რბილად რომ ვთქვა ტვინი გახვრიტეს.
ვფიქრობ გაჩუქებას და ვინმეს ხომ არ უნდა?

მაგარ ხოდზე არიან ისე
მხიარულები, მოვლილები ფაფუკები და მაღვიძარები
დილის არცერთ საათზე შეიძლება დაიწყონ ჭიკჭიკი და იცოდეთ თორე მერე აღარ დავიბრუნებ ))

მე მინდა თუ აჩუქებ მოგწერე და ნახე ❤️

Posted by: Two_X 24 May 2018, 20:34
რა გზით და რა ღირებულების ფარგლებში შეიძლება მოლაპარაკე თუთიყუშის ყიდვა?
ძაააააალიააან მინდა sad.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 May 2018, 20:36
Two_X
QUOTE
რა გზით და რა ღირებულების ფარგლებში შეიძლება მოლაპარაკე თუთიყუშის ყიდვა?
ძაააააალიააან მინდა

გააჩნია სახეობას ფასი შეიძლება 60 ლარიდან 4000 ლარამდე მერყეობდეს biggrin.gif

Posted by: Two_X 24 May 2018, 20:39
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ფასი შეიძლება 60 ლარიდან

მართლა?
სად ვნახავ საქართველოში?
მინდა საუბარი შეეძლოს და სახეობას რა მნიშვნელობა აქვს

Posted by: MIRAGE2000 24 May 2018, 22:13
Two_X
99% როცა საუბარს ეხება საქმე, შენზეა დამოკიდებული, თავისით არ დაიწყებს ლაპარაკს.
თორემ აჰა, 25-30 ლარზე მეტი კი არ ღირს ტალღოვნები და ნახე რ დღეშია givi.gif

Posted by: Two_X 24 May 2018, 22:32
MIRAGE2000

რა კაია mad.gif
არადა ასეთი 2 მყავდა

Posted by: spana84 5 Jun 2018, 11:22
გამარჯობათ. იქნებ ვინმემ იცოდეს და მიპასუხოთ. მყავს ორი თუთიყუში. ყვითელგულა არა (არარუნა) და წითელკუდიანი ჟაკო. მინდა წავიყვანო ევროპაში და ხომ არ იცით რა პროცედურები და საბუთებია საჭირო და სად გავაკეთებ?

Posted by: Raven 5 Jun 2018, 19:25
თუთიყუშების კარგი ექიმი თუ არსებობს თბილისში და სად?

Posted by: Romeru_Lukaku 7 Jun 2018, 17:53
რა კაციაააა ბიჭოოოოოოოოოოო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: TAG 9 Jun 2018, 19:38
ესეც ჩემი მენამცეცე

user posted image


Posted by: ia-viola 13 Jun 2018, 14:11
TAG
ჩემ რიოს გააავს. wink.gif
user posted image

Posted by: TAG 14 Jun 2018, 09:27


ფერებით ერთნაირია უბრალოდ თქვენი ჩეხ ნარევია

ia-viola

Posted by: ia-viola 14 Jun 2018, 09:34
TAG
QUOTE
ფერებით ერთნაირია უბრალოდ თქვენი ჩეხ ნარევია

yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: jonagold 26 Jun 2018, 13:11
გამარჯობა, იქნებ ვინმე დამეხმაროთ? 2 თვეა დაახლოებით რაც თუთიყუში მყავს, ერთი ორი დღეა შევამჩნიე რომ ძალიან მოწყენილია და არ ჭამს საჭმელს. ყველანაირად ვეცადე გამემხიარულებინა. მეშინია რამე არ დაემართოს
* * *
ისე დიდი მოყვარული არ ვარ, გარეთაც არ გამოგვყავს,აგის გამო ხომ არ არის ასე?? სოფელში ვიყავით ერთი დღე და საჭმელი გაუთავდა, და ეხლა რომ ჩავუყარეთ ფაქტიურად არც უჭამია
* * *
კედლისკენ არის მობრუნებული და თვალებს ხუჭავს

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 26 Jun 2018, 14:01
jonagold
QUOTE
ისე დიდი მოყვარული არ ვარ, გარეთაც არ გამოგვყავს,აგის გამო ხომ არ არის ასე?? სოფელში ვიყავით ერთი დღე და საჭმელი გაუთავდა, და ეხლა რომ ჩავუყარეთ ფაქტიურად არც უჭამია

მოყვარული არ მოყვარული რა შუაშია თუ გყავს კეთილი ინებე და მოუარე ან გააჩუქე სათამაშო ხომ არაა ცოცხალი არსებაა მიიყვანე ვეტერინართან და აჩვენე აქ ვინ გიპასუხებს ან როდის

ან გაწევრიანდი ჯგუფში და იქ იკითხე https://www.facebook.com/groups/Gia.Ap/

Posted by: ia-viola 26 Jun 2018, 14:14
jonagold
თუთიები არიან ძალიან სოციალური არსებები.
იმ შემთხვევაში თუ არ ესაუბრებით, არ ეკონტაქტებით, დეპრესიაშიც კი შეიძლება ჩავარდეს, აქვთ თვითდამაზიანებლი ქცევები და თვითმკვლელობამდეც კი მიდიან. sad.gif
მაგ: ბუმბულის პუტვა, ფეხის მოჭმა და ა.შ.

უამრავი ვიდეოა მსგავსიფაქტების შესახებ. sad.gif

თუ ვერ ეკონტაქტებით და ვერრ მოეფრებით ხშირად, ჯობია გააჩუქოთ. ცოდოა ესე.

საჭმელის ჩაყრის დავიწყება კი არა, ხალხი კვებით რაციონს უდგენს დღეების მიხდვით.

გამოშვება და ფრთების გაშლა რომ აუცილებელი და სასიცოცხლოა, მაგაზე აღარაფერს ვამბობ.

Posted by: MIRAGE2000 26 Jun 2018, 22:51
jonagold
ერთი დღე არაა კატასტროფა, სხვა საკვები ხომ არაა? შეიძლება ვერ ეგუება ახალს.

ყველაზე მსუბუქ ვარიანტში იქნებ სტრესშია და პირობების გაუმჯობესებამ უშველოს, ხანდახან მაინც უნდა გამოუშვათ მცირე ხნით და ნორმალურად ძილის საშუალება უნდა ჰქონდეს.
ვეტერინარს უნდა აჩვენოთ 100%. წარმოდგენა არ მაქვს ფასებზე, მაგრამ მეეჭვება რაიმე დიდ ხარჯთან იყოს ეგ დაკავშირებული.


ia-viola
რაიმე ვარიანტი არ გაქვს, როგორ ვავარჯიშო ფრენაში თუთიყუში? givi.gif
დედალი გაზარმაცდა, ფრენა არ უნდა. თუ სცადა, შორს ვერ მიდის, ვერც სიმაღლეს იღებს. სიარულითაც ისე დაბანცალებს, მგონი გასუქდა უმოძრაობით facepalm.gif
არადა მამალი ისე კარგად დაფრინავს და ისეთი ენერგიულია, იშვიათ თუთიყუშს შეეძლება ამდენი. სასწაულად მოძრავია, ძალიან კარგად დაფრინავს, დაცოცავს, დახტის... რავი.
დედალი არა, გალიიდანაც კი იშვიათად გამოდის, აძვრება გალიის თავზე და ზის მშვიდად.
როცა დიდ ბუმბულებს იცვლიან, უჭირთ ხოლმე ფრენა ან ვეღარ დაფრინავენ მცირე პერიოდი, იყო ასეთი მომენტები ადრე, მაგრამ ორი თვეა უკვე ამას ფრენა უჭირს.
ვიტამინებსაც ვაძლევდი ბუმბულისას, არც იმისი პრობლემა აქვს გალიაში დაბრუნების შეეშინდეს (მოდის ჩემთან და ყვირის, მე გალიას ვუდგამ დაბლა და ძვრება, ჩვეული პრაქტიკაა givi.gif ).
არ ვიცი რა მოვუხერხო.
ზოგადად ზარმაცი სულ იყო, მაგრამ დაფრინავდა მაინც.

Posted by: ia-viola 26 Jun 2018, 23:10
MIRAGE2000
QUOTE
რაიმე ვარიანტი არ გაქვს, როგორ ვავარჯიშო ფრენაში თუთიყუში?

კი მაქვს.
lol.gif
მოკლედ ორი ვარანტია:
1. თუ ხელზე გყავს მოჩვეული, ხელიდან ხელზე. დისტანციას თავად საზღვრავ რა. შეგიძლია ფრენს მანძილი გაუზარდო ან შეუმცირო. თან უშუალო ურთიერთობაშია და ასე უფრო ხვდები თან რამდენად არის გაზარმაცებული. ტითიდან - მეორე ხელის ტითზე.

2. ხელიდან გალიამდე. ჩემებს მასე ვავარჯიშებ ხოლმე. მაზის თითზე. რამდენიმე მეტრით ვშორდები გალიას და გალიის მიმართულებით ვაფრენ.

ოღონდ არ დაღლო და 3-4 მაქსიმუმ.

ჯილდოდ შეიძლება კამა მისცე ან თუ გაჯიუტდა და ხელზე არ მოვიდა ან რამე ეგეთი. კამა - უებარი საშუალებაა. lol.gif ნუ შენებს შეიძლება სხვა რამე მოსწონდეთ. wink.gif

Posted by: MIRAGE2000 26 Jun 2018, 23:28
ia-viola
QUOTE
მოკლედ ორი ვარანტია:

QUOTE
თუ ხელზე გყავს მოჩვეული

ანუ არ ყოფილა ვარიანტი საერთოდ...
ხელზე რომ მოდიოდნენ კი ავაგდებდი მაინც და ვაიძულებდი ფრენას, მაგრამ არა, ველურები არიან.

ყველაფერს ჭამენ კარგად, მაგრამ ხელიდან დედალი არაფერს ჭამს, ერთადერთი რისთვისაც გარანტირებულად გამოდის გარეთ, წყალია, ბანაობა უყვარს.
არადა ბუმბულები კარგად აქვს, მგონი მართლა გამისუქდა lol.gif

Posted by: ia-viola 26 Jun 2018, 23:33
MIRAGE2000
მაშინ გალიაში შეყავი ხელი, გამოიყვანე და რომ გაუშვებ ხომ გაფრინდება.

კამით მოიჩვიე. ადვილია.
ხომ იცი რა მუცლის მონებიც არიან.


აუ, ჩემებს ბანაობა არ უყვართ. მაქს. სველ მწვანილს გაეხახუნონ. ეგაა მათი ბანაობა. lol.gif lol.gif
* * *
MIRAGE2000
დადე რა ფოტოები.

Posted by: MIRAGE2000 27 Jun 2018, 00:13
ia-viola
QUOTE
მაშინ გალიაში შეყავი ხელი, გამოიყვანე და რომ გაუშვებ ხომ გაფრინდება.

რას ამბობ, მირჩევნია ვეფხვს ჩავუყო ხელი პირში, ვიდრე ამ დედაკაცს შევეხო. ისეთი მიკბინა, მაჯამდე სისხლიანი ვიყავი lol.gif
არანორმალურად იკბინება.
QUOTE
კამით მოიჩვიე. ადვილია.
ხომ იცი რა მუცლის მონებიც არიან.

თავისუფლება ყველაფერს ურჩევნიათ.
მე თუ რაიმეს შეჩვევას ვერ შევძლებდი არ მეგონა, მაგრამ ამათზე უკვე ხელი ჩავიქნიე.
აზრი არ აქვს, არ უნდათ და მორჩა. ახლოს ტრიალებენ, თუ რაიმე სჭირდებათ მიგიშვებენ ახლოს, მთავარია ხელის მოკიდება არ სცადო.
QUOTE
დადე რა ფოტოები.

გადავუღებ ხვალ.

Posted by: ia-viola 27 Jun 2018, 00:25
MIRAGE2000
დედალი - ჩემიც მოურჯულებელია.
თან სასწაული მეხსიერება აქვს. სამაგიეროს გადახდა იცის.

1-2-ჯერ ძალიათ გავწუწე და რომ გამოვუშვი, მოფრინდა, მიკბინა და მერე კმაყოფილი მზერიც დამყურებდა ზემოდან, ჭაღიდან. lol.gif

კაი რა, რა უსაშველო გახადე. ბოლო ბოლო რომ გამოვლენ, დაუქშიე და ხომ გაანძრევს კურტუმოს და ფრთებს.

ბარტყობაში რიოს, თითის სკეიტით ვაქანავებდი, ძალიან მოსწონდა მაგით თამაში. მემგონი მიდევს მაგის ვიდეო იუთუბზე. biggrin.gif

მოკლედ, მაგარი ხასიათის ტიპები არიან.

Posted by: MIRAGE2000 27 Jun 2018, 00:29
ia-viola
QUOTE
კაი რა, რა უსაშველო გახადე. ბოლო ბოლო რომ გამოვლენ, დაუქშიე და ხომ გაანძრევს კურტუმოს და ფრთებს.

დარბის და დაცოცავს, მაგრამ აღარ დაფრინავს.
თუ გაფრინდა, თანდათან ეშვება დაბლა.
და რომ არ გამოსდის, აღარც უნდა ვატყობ, არ ცდილობს.
არ მინდა საერთოდ დაივიწყოს რომ ფრინველია იდეაში.

Posted by: ia-viola 27 Jun 2018, 00:34
მემგონი, ჯობია მაინც რომ ხელიდან გაფრენის იდეას მიეძალოთ.

ჩემებიც, თუ მოხდა სასწაული და 2-3 დღე გალიიდან ვერ გამოუშვი, მერე თითქოს ავიწყდებათ ხოლმე ფრენა და გადავდივართ ,,კარდიო ვარჯიშებზე''. lol.gif

Posted by: MIRAGE2000 27 Jun 2018, 00:45
ia-viola
ვერ დავიჭერ ხელში, ეგაა პრობლემა.
კბენას დავანებოთ თავი, ისე უცემს ხოლმე გული თუ შეშინდა...
რამე არ დაემართოს, ისევ იცოცოს თუ სხვა გზა არაა.

რაც მოვიფიქრე, აღარ მივცე მეთქი საკვები გალიაში და ვაიძულო იფრინოს ცოტა მაინც მოსაპოვებლად.
თან სასწაულად მოუხერხებელია, არც თოკზე აცოცება შეუძლია გალიამდე, არც საფეხურებად დალაგებულ ნივთებზე ასვლა რომ შეძვრეს გალიაში ზემოთ...

იმდენად ჩამორჩება მამალს ყველაფერში, მეტის წარმოდგენა შეუძლებელია.

Posted by: ia-viola 29 Jun 2018, 16:38
MIRAGE2000
შეპირებული ფოტოები დაიდოს. wink.gif

Posted by: TORPEDO20 2 Jul 2018, 10:52
ჩემი ჯუნგლები lol.gif გალიაში ვეღარ ვაჩერებ ისე მივაჩვიე გარეთ

user posted image

შევუშვებ საშხაპეში იწუწავებენ და გამოვლენ ასეთი ჭკვიანები ადამიანები არარიან გონი lol.gif

user posted image

Posted by: ia-viola 4 Jul 2018, 19:22
TORPEDO20
ჩემები ზუზიანები არიან. ცოცხალი თავით არ ბანაობენ.

მაქს. სველ მწვანილს გაეხახუნონ. facepalm.gif lol.gif lol.gif

Posted by: mais 9 Jul 2018, 13:47
მეგობრებო, ტალღოვანის შეძენა მინდა, ნორმალური გალიით.. რას მირჩევთ სად ვიყიდო???
* * *
QUOTE
მყავს 2 განუყრელი ჯიშის თუთიყუში
რბილად რომ ვთქვა ტვინი გახვრიტეს.
ვფიქრობ გაჩუქებას და ვინმეს ხომ არ უნდა?

მაგარ ხოდზე არიან ისე
მხიარულები, მოვლილები ფაფუკები და მაღვიძარები
დილის არცერთ საათზე შეიძლება დაიწყონ ჭიკჭიკი და იცოდეთ თორე მერე აღარ დავიბრუნებ ))


მართლა გააჩუქებ????

Posted by: ia-viola 9 Jul 2018, 14:27
mais
ფბ-ზე არის ჯგუფი. ასე მოძებნე: თუთიყუშები / tutikushebi / papegoj

ჯობია ოჯახიდან იყიდო ბარტყი.

გალიას რაც შეეხება, ნებისმიერ ზოომაღაზიაში. ოღონდ, სასურველია მრგვალი გალია არ იყიდო.
და საკვებურები ისეთი ქონდეს გალიის გარედან რომ უმაგრდება.

Posted by: mais 9 Jul 2018, 14:46
ia-viola
დიდი მადლობა. და რატომ არ არის სასურველი მრგვალი გალია???

Posted by: ia-viola 9 Jul 2018, 15:01
mais
კომფორტული არ არის არც თუთიისთვის და არც გასაწმენდად.

უფრო კარგდ განალაგებ ქანდარას და სათამაშოებს. ოთხკუთხედში უფრო კარგად მოძრაობს. უფრო ახერხებს გადაადგილებას.
მოკლედ, უფრო მოსახერხებელია რა.

დაახლოებით ასეთი ვიგულისხმე.
user posted image

გალიას რომ იყიდი, არ დაგავიწყდეს, პლასტმსაის ქანდარები - ხისატი შეუცვალო. wink.gif

Posted by: vasovaso92 9 Jul 2018, 16:14
ia-viola
ისე რატოა გალიებზე ერთი ქანდარა დაბლა როა და ერთი ქანდარა ზემოთ.

Posted by: ia-viola 9 Jul 2018, 16:41
vasovaso92
მე სამ ეტაპად მაქვს:
1. ყველაზე მაღლა, რომლეზეც ძირითადად დაძინებისას ადიან.
2. შუა დონის 2 ქანდარა, რომელზეც ძირიტად დროს ატარებენ
3. დაბალი ქანდარა, რომელზეც სხდებიან და უფრო ადვილად გადადიან საკვებურზე.

+ ამას გვაქვს საქანელა.
+ ქანდარიანი სარკე, რომელიც მოინელეს უკვე.

Posted by: vasovaso92 9 Jul 2018, 17:06
ia-viola
მაგარია ძაან smile.gif
მინდა ჩემ თუთიყუშს ახალი გალია ვუყიდო მარა როგორ მიეჩვევა მაგაზე ვფიქრობ smile.gif

Posted by: ia-viola 9 Jul 2018, 17:08
vasovaso92
გადასარევად. თუ ეს გალია წინაზე უკეთესი იქნება. wink.gif

დაუკიდე ჯინჯილები და მაიმუნობები და ნახავ როგორ მშვიდად გადაიტანს. wink.gif

Posted by: mais 9 Jul 2018, 19:33
რომლეიც მონეწონა 100 ლარი ღირდა. სად შეიძლება კარფასში ყიდვა, ლილოში ან სადმე ბაზრობებზე ხომარ არის?

Posted by: ia-viola 9 Jul 2018, 20:24
mais
ვიცი რომელ გალიაზეც ამბობ.
ყველაზე ძვირები ღირს ხის გალიები და ოქროსფერი.

ხის გალია ცუდი მოსავლელია. რადგან ხშირად ასკინტებენ, სვრიან და ამ ზუზების მოცილება ძალიან რთულია.

ოქროსფერ გაიას რაც შეეხება, ლამაზია, მარა არ ღირს მაგხელა ფულის გადახდა.

რა ფოტოც დაგიდე, დიდი ზომის 40 ლარამდე ღირს, პატარა 20 ლარამდე.
დიდს თუ უყიდი, ორ ტალღოვანს თავს გადაუვა.

ისე, გალია, თAვისი აღჭურვილობით და + თუთი, კი დაგიჯდებათ 100 ლარამდე. wink.gif
მარა ღირს.

Posted by: MIRAGE2000 11 Jul 2018, 16:24
ia-viola
აი ჩემი ველურები.
სტუმრად ვართ და დამავიწყდა ფოტოს დადება biggrin.gif
user posted image

მწვანემ დაიწყო ფრენა ისევ bis.gif
ცუდი განათებაა, რეალურად ბევრად ხასხასა ფერები აქვთ.

Posted by: ia-viola 11 Jul 2018, 17:21
MIRAGE2000
ლამაზები არიან.

აუ ბიჭის ფერებზე დავიშოკე.
გოგო ჩემიც ზუსტად მასეთია.

მოპუტკუნებულები კი არიან.:დდდდ

Posted by: MIRAGE2000 11 Jul 2018, 18:18
ia-viola
მოპუტკუნებული მწვანეა უფრო. დიდებია საგრძნობად სხვებთან შედარებით.
და მამალი მარტო ლამაზი არაა, ძალიან ჭკვიანია, ცნობისმოყვარე და ენერგიული.
ასე კარგად ეფრინოს თუთიყუშს არ მინახავს. ნამეტანი ქება გამომდის, მაგრამ არა უშავს, მაგარი ფრინველი მყავს gigi.gif
მწვანე ამის დასაბალანსებლად შექმნა ღმერთმა, ყველაფრით განსხვავდება biggrin.gif



გალიაზე იყო ლაპარკი ზემოთ, ოქროსფერი გალია აქვთ ამათ, 50-60 ღირდა, ახლაც იყიდება ასეთები ვხედავ ხოლმე (ფოტოზე სახურავი ჩანს). ორი თუთიყუში მშვენივრად ცხოვრობს, სივიწროვე არ იგრძნობა.2 საქანელა, 2 ქანდარა, 2 საკვების ჩასაყრელი და რაღაც ჩხაკუნები აქვთ, ადგილი კარგად რჩება სამოძრაოდ.

Posted by: ia-viola 11 Jul 2018, 20:08
MIRAGE2000
ჩემებით მასე არიან.
რიო გაცილებით ჭკვიანია, მარა ბეყე.

ცოლი - ჩაგრავს. რძალშია რ გაგვიმართლა. wink.gif

Posted by: fermina 13 Jul 2018, 22:47
QUOTE
რომლეიც მონეწონა 100 ლარი ღირდა. სად შეიძლება კარფასში ყიდვა, ლილოში ან სადმე ბაზრობებზე ხომარ არის?


მეც ვიკითხავ, სად არის გაილიების კარგი არჩევანი შედარებით მისაღებ ფასებში? სამგორის მეტროსთან მირჩიეს და იცით?

Posted by: ia-viola 14 Jul 2018, 11:48
fermina
რავი, მე ,,ბუნებაში'' ვიყიდე.

გაითვალისწინეთ, რომ ხის გალია გაცილებით ძვირია, მარა მოსავლელად რთული.

თუთიები ცოტა ფეთხუმები არიან. გალიას ხშირად ჭირდება გაწმენდა, შემდგომში თუთიების დაავადებების თავიდან აცილების მიზნით. ამიტომ ხეებით გაწყობილი გალია არაკომფორტულია.

დანარჩენი სტანდარტული ფასებია. მაქს. 5 ლ იყოს განსხვავება.

სამგორში არ ვიცი. მანდეთ მხარეს არ მიწევს სირული.

Posted by: *WASP* 14 Jul 2018, 20:25
მეგობრებო, გთხოვთ, თუთუყუშების ექიმის ნომერი მომეც.

კორელა მყავს და ერთ თვალს კარგად ვერ ახელს.

Posted by: ia-viola 14 Jul 2018, 21:22
*WASP*
ნომერი არ ვიცი მარა ფბ-ზე არის ასეთი ჯგუფი, - თუთიყუშები / tutikushebi / papegoj - იქ დაპოსტეთ და მიგასწავლიან.

Posted by: აზდაკი 15 Jul 2018, 15:01
ერთი ცალი მოსიყვარულეს ყოლა რამდენად მიზანშეწონილია

Posted by: abelo 26 Jul 2018, 22:15
ვინმემ საყელოიანი თუთიყუში ხომ არ დაკარგეთ.

ლესელიძე მეიდნის ტერიტორიაზე ვიპოვეთ, თვითონ შემოფრინდა სახლში.

არც ვიცი როგორ მოვუარო, რას ჭამს, წყალს როგორი ჭურჭელიდან სვამს.

მოკლედ, თქვენი დახმარება მჭირდება

თუ პატრონი გამოჩნდება, მთლად უკეთესი smile.gif

Posted by: ia-viola 26 Jul 2018, 22:34
abelo
ფბ-ზე არის ასეთი ჯგუფი: თუთიყუშები / tutikushebi / papegoj

იქ დაპოსტეთ. მარა დეტალები არ გაამხილოთ, ვინმემ არ მიითვისოს.

თუთიყუშების საჭმელი იყიდება. წყალსაც ფიალით რომ დაუდგათ პირველ ეტაპზე.


სანამ საჭმელს უყიდით, მოხარშული, უყვლაფრო წიწიბურა შეიძლება, ან 0%იანი ხაჭო, ან მოხარშული კვერცხი

Posted by: abelo 26 Jul 2018, 23:47
ia-viola

დიდი მადლობა.

Posted by: Nicola_Rizzoli 27 Jul 2018, 14:28
მინდა ვიყიდო, ხოდა სად,როგორ , რანაირად ? ))

Posted by: ia-viola 27 Jul 2018, 15:22
Nicola_Rizzoli
გააჩნია რა ჯიში გინდა და რისთვის, ან რა ფასში.
ზოგი ჯიში იწყებს ლაპრაკს, ზოგი ვერა, ზოგს მელოდიის კარგი დახსომების უნარი აქვს და ა.შ.

მოკლედ, ყველაზე კარგი ვარიანტია, თუ ოჯახიდან იყიდით ბარტს.
ყველაზე გავრცელებუია ტალღოვანის ჯიში.
თუ მამალ ბარტყს იყიდით, მზრუნველობას და ყურადღბას არ მოაკლებთ, 2-3 თვეში ან უ ფრო ადრე საუბარსც დაიწყებს.

ფბ-ზე ნახე ასეთი ჯგუფი:თუთიყუშები / tutikushebi / papegoj
და იქ იკითხეთ. ეყოლება ვინმეს ოჯახის ბარტყი.

Posted by: @shioshvili 30 Jul 2018, 16:22
გამარჯობა კეთილო ხალხო smile.gif

მაინტერესებს 7-8 თვის "Indian Ringneck" ანუ "ინდური ყელსაბმიანი" მამალი თუთიყუში, რომელსაც ალბათ დიდ დროს ვერ უთმობდა პატრონი ზნე-ჩვეულებების განვითარებისათვის smile.gif რამდენად მარტივად შეიძლება შევიჩვიო ახალმა პატრონმა, მაგალითად გალიიდან რომ გამოვიყვანო და ხელში/მხარზე ყოფნას მივაჩვიო და პლუს ლაპარაკის სწავლის მცდელობა დაგვიანებული ხომ არ არის 8 თვის ასაკში? (პ.ს. 2 დღეა რაც ფიშერ ლავბირდსები ვიყიდე, წყვილი და ზედმეტად ხმაურიანები არიან და ვაპირებ დავაბრუნო და ყელსაბმიანი წამოვიყვანო ცალად smile.gif და მაინტერესებს რა შანსები მაქვს რომ მოვათვინიერო 8 თვის ასაკში ეს სახეობა.) წინასწარ მადლობა ყურადღებისათვის.

Posted by: rejinald 30 Jul 2018, 19:32
დიდი ჭრელი თუთიყუშები როა მაგას რა ქვია და ყავს აქ ვინმეს?

Posted by: ia-viola 1 Aug 2018, 10:34
rejinald
რას გულისხმონ დიდსა და წრელში? ბევრნაირია ეგეთი. smile.gif
ფოტო რომ დაგედო უფრო ადვილი იქნებოდა, ჯიშის გარკვვაც და ისიც, ვინც ყიდის.

ისე, ფბ-ზე არის ასეთი ჯგუფი: თუთიყუშები / Tutikushebi / Papegoj, და იქ არის ერთი ჯგუფის წევრი, Sandro Chankotadze-kowalewsk, რომელსაც კანონირად ყავს ეგზოტიკური ჯიშები. smile.gif

ეჭვი მაქვს, რომ როზელას გულისხმობ, ისე. wink.gif
user posted image

Posted by: MIRAGE2000 3 Aug 2018, 18:50
თუთიყუშებს არ ეხება, მაგრამ ვისაც ბარტყები გყოლიათ, უფრო დამეხმარებით.
ბეღურას ბარტყი ვიპოვნე, ბუდეში დაბრუნების ვარიანტი არაა, არც იქ სადმე დატოვების, სადაც ვნახე.
როგორ მოვუარო?
ინტერნეტში ვნახულობ რაღაცებს, მაგრამ...
მგონი ფეხი აქვს დაზიანებული. კლანჭს ხმარობს, მაგრამ ცუდად უჭირავს.

Posted by: ia-viola 3 Aug 2018, 19:25
MIRAGE2000
ფბ-ზეა ასეთი ჯგუფი: გარეული ფრინველები.
იქ დაპოსტე და დაგაკვალიანებენ.

Posted by: MIRAGE2000 3 Aug 2018, 21:47
ia-viola
ფბ და მე შორს ვართ...

ვკვებავდი მთელი დღე ობობებით, ხვალ ვცდები მშობლები მოვძებნო, ვნახოთ რა გამოვა.

Posted by: soxumski 24 Aug 2018, 21:43
გამარჯობათ. იქნებ ვინმე შეხვედრილხართ მსგავს პრობლემას.

მყავს თუთიყუში კორელა 2 წლის არის. ამ 2 კვირის წინ წავიყვანე სოფელში. იქ თითქმის სულ გალიაში მყავდა. სოფელში დაიყო ბუმბულების დაპუტვა ძაან ისე რომ კანი ეტყობა კუდის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ქალაქში ჩამოვედით და დღემდე იფხანს და იპუტავს ბუმბულებს. ენერგიული არის და მადაც აქვს. მირჩიეთ რა გავაკეტო ან სად რომელ ვეტერინართან მივიყვანო? sad.gif

Posted by: ia-viola 24 Aug 2018, 21:55
soxumski
რამე ძო არ შეაციცდა, მკბენარი.

ზოომაღაზიაში იკითხეთ აბა? იყიდება რაღაც სპრეი.

Posted by: Tadzio 2 Sep 2018, 11:36
რაღაც მოიწყინა ჩემა თუთიყურშმა, არც დიდად საჭმელს ეტანება და რა მოვუხერხო ? sad.gif

Posted by: vasovaso92 10 Sep 2018, 16:56
soxumski
თუთიყუში გყავდა ვეტერინართან?

Posted by: ramona 10 Sep 2018, 17:05
ექიმს დაანახე. ვირუსი აქ ქონდეს შეყრილი

Posted by: vasovaso92 13 Sep 2018, 11:04
ia-viola
ბუნებაში არ გვაქვს თეთრი ცარციო თუთიყუშის მარტო იოდირებული აქვთ და შენ როდის უყიდე ცარცი? spy.gif

Posted by: ia-viola 13 Sep 2018, 11:06
vasovaso92
რავი რა მახოვს. არ ეკარებიან მაინც.

უყიდე მერე ის იოდიზირებული, უმჯობესია.

Posted by: vasovaso92 13 Sep 2018, 11:27
ia-viola
ვუყიდე ადრე ჭამს მარა თეთრი ცარციც მინდა ტრქისის ისე კი ქონდა ცარცი მარა ვადა არ აწერია იმას.ერთხელ მარილი ვუყიდე ხოდა დაიშალა ვაფშე ძველი იყო ეტყობა.
ვიტამინი როა წყალში რო აწვეთებენ მაგას რამდენ წვეთს ავწთებენ წყალში ან რამდნეი წყალი უნდა?ჩემსას პატარა წყლის დასალევი ხო იცი გალიაში რო ეყრება და ზემოდან რო ეფარება მასეთი.

Posted by: ia-viola 13 Sep 2018, 12:01
vasovaso92
მარილი აქვს, მარა არ ეკარება.

ნისკარტის სალესს ზოგჯერ ღრნიან, როცა მოეხუშტურებათ.

ვიტამინები აღრ მახსოვს. ახლა აქვს საყიდელი. რამდენ წვეთი უდა - ეწერება ზედ.

Posted by: vasovaso92 13 Sep 2018, 17:29
ia-viola
ჯერ არ ვყიდულობ უბრალოდ მაინტერესებდა რამდენ ხანს ეყოფა ეგ ვიტამინი.რო იყიდი დაწერე რა და როგორ უნდა alk.gif

Posted by: ia-viola 13 Sep 2018, 19:44
vasovaso92
6 თვეში ერთხელ უნდა,მარა ზუსტად არ მახსოვს. დავპოსტავ მერე აუცილებლად

Posted by: vasovaso92 13 Sep 2018, 21:15
ia-viola
ისე აქ მაგარი იქნებოდა ვინმე ვეტერინარი რო იყოს ხალხს დაეხმარებოდა.

Posted by: ia-viola 13 Sep 2018, 21:34
vasovaso92
რად გინდა ვეტერინარი?

Posted by: ramona 13 Sep 2018, 22:16
კაკადუს ჯიშის თუთიყუში ოღონდ ბარტყი სად იშოვება?

Posted by: ia-viola 13 Sep 2018, 22:20
ramona
ფბ ზე მოძებნე ჯგუფი: თუთიყუშები / tutikushebi / papegoj და ამ ჯგუფში: Sandro Chankotadze-kowalewski - მაგას ყავს უცხო ჯიშები,

Posted by: vasovaso92 29 Oct 2018, 09:32
ia-viola
იყიდე ვიტამინი?

Posted by: ia-viola 29 Oct 2018, 09:48
vasovaso92
მააშ. smile.gif

14 ლ. ღირდა. ასეთი პირველად ვუყიდე და ვნახოთ აბა.

user posted image

Posted by: vasovaso92 29 Oct 2018, 10:33
ia-viola
ეგ რომელ ზოომაღაზიაში იყიდე?საჭმელში ასარევია ხო?

Posted by: ia-viola 29 Oct 2018, 17:45
vasovaso92
ზოოპლაზაში.

ნწ.
წყალში ჩასაწვეთებელი.

მადისაღმძვრელი სუნი აქვს. biggrin.gif

Posted by: vasovaso92 29 Oct 2018, 17:57
ia-viola
რამდენ წყალში უნდა ეგ?ვაფშე როგორი წყლის დასალევი აქვს შენსას ისეთი საჭმელს რო უყრი თუ ისეთი გალიაში რო ეყრება წვრილი როა.

Posted by: ia-viola 30 Oct 2018, 10:16
vasovaso92
გალიას რაც მოყვება ის.
50 მგ-ში 20 წვეთი. გეტყვიან იქ.

user posted image

Posted by: vasovaso92 30 Oct 2018, 11:20
ia-viola
ჩემსას ის ვუყიდე გალიაში შესაყრელები როა წვრილები მაგაზე მიეჩვია უკვე და მაგაში ცოტა წყალი ეტევა მგონი.თავიდან ცალკე რო გავხსნა იმდენ წყალში რამდნეიც უნდა და მერე იქ რო გადავასხა ხო ეგეც შეიძლება.
ერთ ვიდეოში ვნახე რუსი ქალი იყო და რაღაც წიგნი ჰქონდა თუთიყუშებზე მოვლაზე ვიტამინებზე ეწერა და ალბათ კიდე ბევრი საინტერესო რამე იქნებოდა და ნეტა ეგეთი აქ არ იყიდება თუნდაც რუსულად სახელიც ვერ ვნახე რა ეწერა ვისი იყო გადაშლილი ჰქონდა წიგნი biggrin.gif

Posted by: AGONIA 5 Nov 2018, 02:51
გამარჯობათ ვფიქრობ თუთიყუშის შეძენაზე რომელ ჯიშს მირჩევთ რომ ალაპარაკდეს კიდეც. მე მაგალითად ინდური ყელსაბამიანი მომწონს.

Posted by: ia-viola 6 Nov 2018, 12:45
AGONIA

გააჩნია რა თანხა გაქვს.
თუთიებში ყველაზე მაღალი ინტელექტით ჟაკო გამოირჩევა. მათ შესახებ რაც გამიგია 3-5 წლის ბავშვის ინტელექტი აქვს და გააზრებულად საუბრობს. მარა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. თვითონ თუთი 800$ ღირს და მისი მოწყობილობები და აქსესუარები 1000 ლარამდე ჯდება.

ინდურ ყელსაბმიანს რაც შეეხება, უდაოდ ლამაზია მარა ცოტა ჯიუტები არიან, ადვილად არ ეჩვევიან და ლაპარაკს რამდენად სწავლობენ, ინფორმაცია არ მაქვს. ეგენიც საკმაოდ ძვირი ღირს.

რაც შეეხება ტალღოვანს, ხელმისაწვდომი ფასი აქვთ, საუბარსაც ადვილად სწავლობენ და ადვილადაც ეჩვვიან პატრონს.
ოღონდ ჟაკოებისგან განსხვავებით, მიზანმიმართულად არ საუბრობენ. დ დანარჩენებთან შედარებით, მარტივი მოსავლელები არიან.

Posted by: kobebryant 8 Nov 2018, 17:11
ისე, დაკვირვებული ვარ, მოზრდილი თუთოს შერჩევაზე რომ მიდგება სამე, საქართველოში ყველა ყველას ჟაკოს ურჩევს და რატომ? smile.gif

პირადად, ჟაკოს ბევრად მირჩევნია ამაზონი yes.gif
ვინც არ იცით რომელია, იუთუბზე ნახეთ ვიდეოები smile.gif...

მწვანე ფერის მაინცაა, სხვა თუ არაფერი lol.gif

QUOTE
ინდურ ყელსაბმიანს რაც შეეხება, უდაოდ ლამაზია მარა ცოტა ჯიუტები არიან, ადვილად არ ეჩვევიან და ლაპარაკს რამდენად სწავლობენ, ინფორმაცია არ მაქვს. ეგენიც საკმაოდ ძვირი ღირს.

250-300 ლარი ღირს. ჯიუტობეზე მართალია, გამაწამა ჩემმა smile.gif... ლაპარაკსაც სწავლობენ, თუმცა ძნელად და სიტყვათა მარაგიც მცირე აქვთ yes.gif

Posted by: ia-viola 8 Nov 2018, 20:43
kobebryant
ჟაკო მე პირადად არ მყოლია მარა რა ინფოც გამიგია და ვიდეოებიც ნანახი მაქვს, საოცრად ჭკვიაები არიან.

ისე რაღაცით ინდაურებს გვანან. smile.gif biggrin.gif

ეგრე ჩემი ორი ბუტყლიანი ტალღოვანი ყველაფერს მირჩევნია.




Posted by: kobebryant 8 Nov 2018, 21:02
ia-viola
QUOTE
ჟაკო მე პირადად არ მყოლია მარა რა ინფოც გამიგია და ვიდეოებიც ნანახი მაქვს, საოცრად ჭკვიაები არიან.

არიან, არ ვარ წინააღმდეგი smile.gif
თუმცა, სადაც ჟაკოს ვიდეოები ნახე, მიდი ახლა და ამაზონისებიც ნახე და მიხვდები, რაზე მაქვს საუბარი wink.gif

QUOTE
ისე რაღაცით ინდაურებს გვანან.

მარტი ინდაურებს? თუთიყუშების გარდა, ყველაფერს biggrin.gif (შემჭამენ ახლა ჟაკოს მფლობელები biggrin.gif)

Posted by: ia-viola 8 Nov 2018, 21:18
kobebryant
QUOTE
შემჭამენ ახლა ჟაკოს მფლობელები


ყველაფერს თავის მოყვარული ყავს. wink.gif

მე დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი არატინგას.

Posted by: ramona 8 Nov 2018, 22:41
თუთიყუშის საცივი თუ გაგისინჯიათ ვინმეს? ))))

Posted by: kobebryant 8 Nov 2018, 22:47
ia-viola
QUOTE
მე დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი არატინგას.

ისეთი ხმაურიანია, არ გირჩევ biggrin.gif


არც ლაპარაკს სწავლობს smile.gif

ramona
QUOTE
თუთიყუშის საცივი თუ გაგისინჯიათ ვინმეს? ))))

შენ ნამეტანი მდიდარი ყოფილხარ, ხო იცი biggrin.gif
იცი თუთოს საცივი რა ჯდება? lol.gif

Posted by: ia-viola 8 Nov 2018, 23:22
kobebryant
QUOTE
ისეთი ხმაურიანია, არ გირჩევ


ფერები მომწონს. ყვითლები რა ლამაზები არიან.
^_^

ramona
QUOTE
თუთიყუშის საცივი თუ გაგისინჯიათ ვინმეს? ))))

იფიქრე, იფიქრე რა დაგეპოსტა ამ ჯგუფში და მაგის მეტი ვერაფერი მოიფიქრე? wink.gif biggrin.gif

Posted by: kobebryant 9 Nov 2018, 00:56
ia-viola
QUOTE
ფერები მომწონს. ყვითლები რა ლამაზები არიან.

ხო, ერთადერთი + ეგ აქვთ smile.gif...

Posted by: ia-viola 9 Nov 2018, 12:02
kobebryant
აუ, გუშინ ედო ფბ-ს ჯგუფში ვიღაცას ჟაკოს ვიდეო. მართლა ჭკვიანები არიან ეგ ოხრები. დიალოგში იყო. smile.gif

ჩემი უაზროდ ლაპარაკობს. დღეს დილითაც ნახევარი საათი ელაპრაკებოდა თავის სათამაშოს. biggrin.gif

Posted by: kobebryant 9 Nov 2018, 20:53
QUOTE
აუ, გუშინ ედო ფბ-ს ჯგუფში ვიღაცას ჟაკოს ვიდეო. მართლა ჭკვიანები არიან ეგ ოხრები. დიალოგში იყო.

მოიცა, თუ ვიპოვე ის ვიდეო (ამაზონის), გაჩვენებ დიალოგი როგორც უნდა, აღარც გაიხსენებ ჟაკოს biggrin.gif

Posted by: ia-viola 9 Nov 2018, 21:13
kobebryant
განა გეკამათები.
ეგენიც მაგარი ვინმეები არიან


* * *
ესეც ისე, განწყობისთვის wink.gif
მაგარი ვინმეები არიან.



Posted by: MIRAGE2000 9 Nov 2018, 23:00
ჟაკო ყველაზე ჭკვიანია როგორც ვიცი.
სილამაზით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ მაგისთვის ჟაკოს ვინ ყიდულობს givi.gif
ia-viola
QUOTE
ჩემი უაზროდ ლაპარაკობს. დღეს დილითაც ნახევარი საათი ელაპრაკებოდა თავის სათამაშოს.

ჩემებმა ხომ არ იციან ლაპარაკი, მაგრამ ჩვევა აქვს მამალს სსწაული, საწოლის თავზე ჯდება ერთ კუთხეში და ლაპარაკობს თავისთვის რავი რას, თან პერიოდულად უკაკუნებს ხეს.
თვეებია ასე გრძელდება, რა მოსწონს მაინცდამაინც იქ არ ვიცი, რაღაც თერაპიის კუთხე აქვს lol.gif

Posted by: kobebryant 9 Nov 2018, 23:41
QUOTE
სილამაზით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ მაგისთვის ჟაკოს ვინ ყიდულობს

სილამაზეს თუ არ აქვს მნიშვნელობა, რაღა ჟაკოებში ვყაროთ ფული, ყვავები ბლომადაა საქართველოში, უფასოცაა, ლაპარაკსაც სწავლობს და ჟაკოზე ჭკვიანიცაა biggrin.gif

Posted by: kobebryant 10 Nov 2018, 01:16
ia-viola
QUOTE
განა გეკამათები.

არც მე biggrin.gif...
QUOTE
ეგენიც მაგარი ვინმეები არიან

ბევრნაირია ამაზონი, მაგ ვიდეოში რომაა, ეგ დიდი ვერაფერი smile.gif
აი, ესაა მაგარი (სურათზე).
ვერ ვნახე ის ვიდეო, პატრონს ისე ეჩხუბება, გაგიჟდები biggrin.gif

Posted by: shavgu 19 Nov 2018, 17:59
მოგესალმებით,
ტალღოვანას შეძენა მინდა და სად მირჩევთ? პატარა მინდა რომ იყოს და ჯანმრთელი. მივიღებ ყველანაირ რჩევას.

Posted by: ia-viola 19 Nov 2018, 22:30
shavgu
ზოომაღაზიებში ყავთ ხოლმე ნორმალურები.

მე პირადად ოჯახის ბარტყს გირჩევთ. ფბ-ზე არის ასეთი ჯგუფი: თუთიყუშები / tutikushebi / papegoj
იქ დაპოსტეთ და შედარებით იაფადაც შეიძენთ და თან ოჯახის ბარტყს.

Posted by: mtasiqiteli 1 Dec 2018, 11:40
ჩემს თუთიყუშს რაღაც სჭირს
ნისკარს არ აჩერებს
თითქოს სულ ჭამს არადა არაფერს არ ჭამს

რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: Big Lebowski 23 Dec 2018, 20:03
საუბარი როგორ ვასწავლო არის რამე ხერხები ?

Posted by: [kitika] 1 Mar 2019, 17:07
Big Lebowski
QUOTE
საუბარი როგორ ვასწავლო არის რამე ხერხები ?


პირველ რიგში თუ 1ზე მეტი თუთიყუში თუ გყავთ ლაპარაკს ვერ ისწავლის, რადგან ერთმანეთშის აუბრობენ თავის ენაზე.
თუ მამრია უფრო მეტი შანსი აქვს ისწავლოს ლაპარაკი.
უნდა ბევრი ესაუბროთ, უმეოროთ ერთი და იგივე ტექსტები.

Posted by: სტაფორდტერიერი 10 Mar 2019, 01:04
მითხრეს კუკიაზე ყიდიანო მამალ ბარტყებს იფადო. ზუსდატ სადაა ხომ არავინ იცის?

Posted by: SYSDBA 14 Mar 2019, 14:45
მყავს ტალღოვანი თუთიყუში.

დღეს ძაან მოიწყინა აღარ ჭიკჭიკებს და აკანკალებს.
რითი შეიძლება ვუშველო ?

Posted by: kobebryant 18 Mar 2019, 02:08
SYSDBA
QUOTE
მყავს ტალღოვანი თუთიყუში.

დღეს ძაან მოიწყინა აღარ ჭიკჭიკებს და აკანკალებს.
რითი შეიძლება ვუშველო ?

შეცივდებოდა, ნათურა დაუკიდე 60 ვატიანი გალიასთან ახლოს...

Posted by: giorgevich23 20 Mar 2019, 00:40
ჯანმრთელ მამალ კორელას ბარტყს არავინ ყიდის?

Posted by: marimari11 20 Mar 2019, 02:31
აუ ჩემი თუთიყუში სულ კივისსს
დილას რომ დაიწყებს არ მაცდის ზილს
ზაან რთული ყოფილა თუთიყუშის ყოლა
თან სულ ბუმბულს იბრდღვნის

Posted by: ia-viola 20 Mar 2019, 10:30
marimari11
ბუმბულის გაპუტვა არ უნდ იყოს კარგის ნიშანი. თუთიებია სე მაშინ იქცევიან, როცა დეპრესია ჭირთ ან რამე აწუხებთ.
მარტოდ ხომ არ გრძნობს თავს?

Posted by: marimari11 23 Mar 2019, 16:34
QUOTE (ia-viola @ 20 Mar 2019, 07:30 )
marimari11
ბუმბულის გაპუტვა არ უნდ იყოს კარგის ნიშანი. თუთიებია სე მაშინ იქცევიან, როცა დეპრესია ჭირთ ან რამე აწუხებთ.
მარტოდ ხომ არ გრძნობს თავს?

არ ვიცი lol.gif რანაირად უნდა მივხვდე მაგას თუთიყუში რას გრზნობს?
ჩემები კი იზახიან მოწყენილიაო
თან ავია
არ მოგაფერებინებს თავს 5თუ 6 თვისაა

Posted by: ia-viola 24 Mar 2019, 15:18
marimari11
სავარაუდოდ გოგოა. smile.gif გოგო თუთიები არიან ავები და მიუკარებლები. smile.gif

ზოგადად თუთიები ძალიან სოციალური არსებები არიან. შესაბამისად ვერ იტანენ მარტოობას და თუ თავი მარტოდ იგრძნეს ეწყებათ დეპრესია, რაც გამოიხატება თვითდაზიანებით: ბუმბულის პუტვით, საკუთარ თავზე ჩანისკარტებით და ა.შ. ჩემი ერთი ნაცნობის თუთიმ, დეპრესიის ნიადაგზე ფეხი მოიჭამა. არ ვხუმრობ, მართლა. sad.gif

QUOTE
რანაირად უნდა მივხვდე მაგას თუთიყუში რას გრზნობს?


თუ დაუკვირდები რამდენიმე დღე და ხშირი კონტაქტი გექნება, აუცილებლად მიხვდები რას გრძნობს და რა უნდა.

ასე რომ ხშირად ესაუბრე შენ თუთის და გყავდეთ იმ ადგილას, სადაც ოჯახის წევრები ძირითადად ხართ. wink.gif

წარმატებები შენ და შენ თუთის.

Posted by: MIRAGE2000 29 Mar 2019, 14:40
marimari11
ყველაზე მარტივი გამოსავალია, მეწყვილე მოუყვანო.

თუ ასეთ დონეზეა დასტრესილი, მეეჭვება შენმა ყურადღებამ გამოაკეთოს (დიდად ვერ ვერკვევი, იქნებ ვცდები).
ჩემებს სულ არ სჭირდებათ ყურადღება, პირიქით ხელი არ უნდა შეუშალო და ზედმეტად არ უნდა დაინტერესდე რას აკეთებენ givi.gif

Posted by: aklasta 8 Apr 2019, 12:30
მოგესალმებით.
2 დღის წინ ტალღოვანი თუთიყუში შემოფრინდა ჩემთან ოთახში, ფეხზე რგოლი აქვს .
თუ არის შესაძლებელი პატრონის პოვნა და როგორ ?


Posted by: ia-viola 8 Apr 2019, 17:11
aklasta
კი, როგორ არა. ჯობია ქსელურ ზოომაღაზიში იკითხოთ. იქ დაგაკვალიანებენ.

ვინ იცის პატრონი როგორ ნერვიულობს. :/

Posted by: aklasta 8 Apr 2019, 22:55
ia-viola

დიდი მადლობა გამოხმაურებისა და რჩევისთვის .

Posted by: NakoD 9 Apr 2019, 00:08
ჩემი პიპო გამახსენდა sad.gif

3030303030303030

Posted by: SYSDBA 14 Apr 2019, 00:26
მყავს ტალღოვანი თუთიყუში (3 თვის), მინდა მივიჩვიო სანამ გალიიდან გამოვუშვებ ხოლმე.
ხელის ძაან ეშინია. მასწავლეს ვაშლი ან მანგო აჭამეო ხელით. მაგრამ არ ეკარება. (არ ისე რომ დაუტოვო და თავისით გასინჯოს).

იდეაში, მანგო ხო უყვართ ? რატომ არ მეკარა ?



Posted by: MIRAGE2000 14 Apr 2019, 01:59
SYSDBA
კამა სცადე, ჭკუა ეკარგებათ მაგაზე yes.gif .

მე ველურები მყავს ხელს ვერ ვაკარებთ, მაგრამ კამას დიდი სიამოვნებით მიირთმევენ ხელიდან.
არც დამჭირვებია წვალება, სიმსუნაგემ შიშს აჯობა givi.gif

ანუ თავიდან დაუკიდე რამდენჯერმე გალიაში, რომ შეეჩვიოს და ვიზუალურად დაიმახსოვრს როგორია.
შემდეგ ფრთხილად შეყავი ხელით და მიუშვირე ისე, რომ მისწვდეს ქანდარიდან, თითებს ახლოს ნუ მიუტან.
სადღაც მეხუთე პორციაზე მაინც უკვე კართან რომ მიიტან, თვითონ ჩამოხტება.


ზოგადად ხილს, ბოსტნეულსა და მწვანილს სულ ვაჭმევთ და იმის მეასედად არ უყვართ არაფერი, როგორც კამა.



პირველ ცდაზე ყველაფერი ისე დაუკიდე, რომ ქანდარიდანვე მისწვდეს.
თეფშზე დადებულს ან გალიაში შეგდებულს არ მიეკარება 99%.

Posted by: ჯი-ნია-ნი 18 Apr 2019, 14:44
მეგობრებო, თქვენი დახმარება მჭირდება.

მყავდა 2 თუთიყუში, ერთ-ერთი სავარაუდოდ გაიგუდა, იმიტომ რომ საჭმელს რომ ჭამდა, ვერ ყლაპავდა, მთელი ღამე იწვალა და მოკლედ გარდაიცვალა.

მეორე დღესვე, ცოცხალ თუთიყუშს რომ არ მოეწყინა, ვიყიდე მაქსიმალურად მიმსგავსებული თუთიყუში იმის, რომელიც გარდაიცვალა.

მას შემდეგ, პირველი თუთიყუში არ მეკარება, როგორც კი ვიჭერ ხელში ძალიან ხმამაღლა ჭყიპინებს, უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვი რომ კივის, ისეთ ხმას გამოსცემს :/

მგონია, რომ ჰგონია იმ თუთიყუშს მე დავუშავე რამე და ახლა ამას ეშინია.

რა ვქნა, როგორ მოვიქცე რომ მოვიჩვიო ისევ?

ახალი უპრობლემოდ მოდიოდა ჩემთან, ახლა სულ კარნიზზე ზის და თუ დავიჭერ მაგ დროს ჩერდება მხოლოდ ხელში.


Posted by: MIRAGE2000 19 Apr 2019, 15:09
ჯი-ნია-ნი
ბუნებრივია რომ ეშინია.
რომ არ სცადო დაჭერა და აცადო დარწმუნდეს შენგან საფრთხე არაა?



ვინმეს დაგიტოვიათ თუთიყუშები მარტო რამდენიმე დღით?
მე მიწევს ამ დღეებში 5-6 დღიტ დავტოვო სახლში, სხვა გზა არაა.
იდეაში ყველაფერი კარგად უნდა იყოს, ოთახში ისეთი არაფერია, სადმე ჩაცვივდნენ ამ გაიჭედონ... თითქოს ყველა შესაძლო პრობლემა მაქვს გათვალისწინებული, მაგრამ რავი, იქნებ თქვენი გამოცდილებიდან მითხრათ რამე.

Posted by: MIRAGE2000 20 Apr 2019, 23:43
ეს დღეები ვავარჯიშე ჩემი ფრინველები, გალიის გარეთ დადგმული ჯამიდან მივაჩვიე ჭამას, საკვების პრობლემა გადაჭრილია givi.gif

Posted by: ჯი-ნია-ნი 23 Apr 2019, 12:22
MIRAGE2000
1 თვეა ასეა, ეგ კი არა, ორი დღეა ახალ თუთიყუშსაც იგივე დაეწყო :/

ვერ გავიგე, ჩემშია პრობლემა თუ რა ხდება sad.gif

არადა, გალიის კარები დღის განმავლობაში სულ ღია აქვთ, როცა შივდებათ შედიან, ჭამენ და გამოდიან.

თითქოს არც მე ვაშინებ რამით, მაგრამ...

Posted by: MIRAGE2000 23 Apr 2019, 14:10
ჯი-ნია-ნი
მესამე წელია ასე ვცხოვრობთ ჩვენ, რა გირჩიო givi.gif
ჩემები არ მეკარებიან, ანუ ხელს ვერ ვადებ, მაგრამ სულ ახლოს დაცოცავენ და ჭამენ ხელიდან ყველაფერს.

კუჭზე გადის მაგათთან მეგობრობის გზა, კამა ან რაც ძალიან უყვართ ის მიეცი, მაგრამ არ დაუტოვო, მიხვდნენ რომ მარტო შენი ხელიდან შეჭამენ.
თანდათან დაკარგავენ შიშს.

ქანდარიდან იყვნენ ჭამას მიშვეული და 2 დღეც არ დამჭირდა იმისთვის, რომ თითზე გადმომეყვანა ჭამის დროს. კი წრიალებდა თავიდან, მაგრამ რომ უნდა კამა, ვეღარ ითმენს givi.gif


მოკლედ ჯერ გაასინჯე რაიმე გემრიელი (თუ არ იცი რა უყვართ გაგიჟებამდე, მოსინჯე ვარიანტები), შემდეგ შეაჩვიე იმას, რომ მარტო ხელიდან შეუძლიათ მაგ გემრიელობის ჭამა, შემდეგ უკვე მარტო ხელში აყვანილს აჭამე.
თუ ჩემს ველურებთან გაჭრა მაგ მეთოდმა, შენები ბევრად მარტივად წამოვლენ.

Posted by: Freestyle 14 Jul 2019, 13:48
თუთიყუშმა ჩაანისკარტა 1 წლის ბავშვი, სისხლი არ წამოსვლია, გააწითლებული აქვს ცოტა თითი და აცრა უნდა იქნებ იცოდეთ აქ ვინმემ

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 14 Jul 2019, 20:39
QUOTE
თუთიყუშმა ჩაანისკარტა 1 წლის ბავშვი, სისხლი არ წამოსვლია, გააწითლებული აქვს ცოტა თითი და აცრა უნდა იქნებ იცოდეთ აქ ვინმემ


biggrin.gif რაც მე სისხლი მდენია ბავშვობაში, არა რათქმაუნდა არაა საჭირო ნუ შეშინდებით ასე დასპირტეთ წაუსვით იოდი და საკმარისია

Posted by: Freestyle 14 Jul 2019, 23:37
M-A-S-E-R-A-T-I
ექიმს ველაპარაკე და კანი თუა ოდნავ მაინც გაფხაჭნილი უნდაო პრევენციის მიზნითო ((

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Jul 2019, 10:15
Freestyle
QUOTE
ექიმს ველაპარაკე და კანი თუა ოდნავ მაინც გაფხაჭნილი უნდაო პრევენციის მიზნითო ((

ნება თქვენია მაგრამ მე ჩემს შვილს ამის გამო ასეთ ძლიერ პრეპარატს არ გავუკეთებდი ექიმს თავად უნდა ეგ შრატი აშკარად ვერ მეგობრობს თავთან ვინმე ნორმალურს ჰკითხეთ თუთიყუშით გაცოფებული ღმერთმა დაგიფაროთ და გსმენიათ ვინმე? სისულელეა მაგრამ ალბათ ერთი გყავთ და შეშინებული ხართ

Posted by: Freestyle 15 Jul 2019, 10:35
M-A-S-E-R-A-T-I
მარტო ცოფი ხო არაა?
1 წლის აცრა აავს ახალი გაკეთებული და რავიცი ტო დაუდევროვით არ გამომრჩეს რმაეთქო ვფიქრობ, თორე აცრის გაკკეთება არც მე მინდა ((

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Jul 2019, 10:50
Freestyle
QUOTE
1 წლის აცრა აავს ახალი გაკეთებული და რავიცი ტო დაუდევროვით არ გამომრჩეს რმაეთქო ვფიქრობ, თორე აცრის გაკკეთება არც მე მინდა ((

სხვა რა უნდა იყოს თუთიყუშისგან? რუსული ან ინგლისური ხომ იცი ? დაგუგლე ნახე რამე მსგავსი შეიძლება მოხდეს? მითუმეტეს სისხლიც არ გამოსვლია, მიმართეთ სხვა ექიმს უბრალოდ არამგონია ამის გაკეთება იყოს საჭირო მაგრამ ისევ ვიმეორებ ნება თქვენია

Posted by: Freestyle 15 Jul 2019, 16:35
M-A-S-E-R-A-T-I
არა იცი რას ამბობ, რაღაც აცრები ხო აკლია ბავშვს, 1.5 უკეთებენ და მერე 5 წელზე. ეგ რო არ აქვს გაკეთებული მაგიტო არ შეექმნას რამე პრობლემათქო, ეგეთი ტერმინული ინგლისური სად ვიცი )) ექიმებიც ზოგი კის იძახის ზოგი არას და ვეღარ გავიღე ))

Posted by: Irakli199001 30 Jul 2019, 13:11

ეხ რამდენი ტალღოვანი მყოლია love.gif

Posted by: Irakli199001 30 Jul 2019, 13:19

აივანზე მაგიდაზე იდო გალია, კატამ გადმოაგდო კარები გაეღოთ და გაფრინდნენ sad.gif

Posted by: Irakli199001 30 Jul 2019, 13:34

ეს ლიმონაა უჭკვიანესი და უთბილესი, კბენა საერთოდ არ იცოდა, სულ 10 წუთით დავტოვე ოთახში ხის კარნიზზე უყვარდა ჯდომა და ძირს რომ დაფრინდებოდა ადრე წყვეტდა ხოლმე ფრენას, ებერტყებოდა ხოლმე ძირს, სავარაუდოდ ძალიან ადრე შეყვიტა ფრენა წონასწორობა დაკარგა და თავი დაარტყა პარკეტზე sad.gif

Posted by: Irakli199001 30 Jul 2019, 13:40

ეს კეშაა, ნისკარტზე გაუჩნდა დაავადება და ...

Posted by: Irakli199001 30 Jul 2019, 13:50

ეს კოკოა, ჯამრთელი თუთიყუში იყო, მეშვიდე წელში იყო როცა კატა შემოიპარა და თათის გაკვრა მოახერხა, მიუხედავად იმისა რომ გალიაში იყო, 2 დღე იცოცხლა და მომიკვდა, ჩიჩახვი ჰქონდა გამოგლეჯილი ბრჭყალით, წყალს რომ სვამდა ნისკარტით ქვემოდან ჩამოსდიოდა ჩიჩახვიდან sad.gif

Posted by: mdinaradze 30 Jul 2019, 14:34
გამარჯობა. მეორე დღეა ჩემი თუთიყუში აბუზულია და კუჭი აქვს აშლილი. წინა დღეს კამა ვაჭამე და მაგისი ბრალი იქნება ვითომ? ვეტექიმმა მოწამლული იქნებაო და წყალში ენტეროსგელი ან ბ ჯგუფი გაურიეო. დავალევინე მაგრამ არ უშველა. საჭმელს ცოტას კი ჭამს. რა ვუშველო?

Posted by: Qetucha 4 Aug 2019, 12:28
Freestyle
თუთიყუშისგან გაცოფებული არავინ მინახავს.რაც მე მგლიჯავს ჩემი თუთო იმდენჯერ უნდა გავცოფებულიყავი lol.gif
როგორ მაინტერესებს ეგ ექიმი ნეტა სად ნახა ცოფიანი და დორბლიანი თუთიყუში lol.gifსაპანიკოს ხდის ზოგი ექიმი იმას რაც საერთოდ არაა საპანიკო.არც პრევენცია ჭირდება თუთოს ოდნავ განაფხაჭნს.ძაღლი ან კატა რო ყოფილიყო ქუჩის მაშინ შეიძლებოდა ეგ ეთქვა.და თუთიყუშზე? lol.gif არც ცოფი ემართება თუთოს ჩანისკარტებაზე ადამიანს არც სხვა რამე .არც თუთიყუშის დაავადება არ გადადის ადამიანზე არც ადამიანის გრიპი გადადის თუთიყუშზე

mdinaradze
ეტყობა ბევრი კამა ჭამა და იმიტო
ზოგადად მწვაბილებიც კუჭს უშლით

Posted by: batchat 6 Aug 2019, 16:46
QUOTE (mdinaradze @ 30 Jul 2019, 14:34 )
გამარჯობა. მეორე დღეა ჩემი თუთიყუში აბუზულია და კუჭი აქვს აშლილი. წინა დღეს კამა ვაჭამე და მაგისი ბრალი იქნება ვითომ? ვეტექიმმა მოწამლული იქნებაო და წყალში ენტეროსგელი ან ბ ჯგუფი გაურიეო. დავალევინე მაგრამ არ უშველა. საჭმელს ცოტას კი ჭამს. რა ვუშველო?

კამის ბრალი არაა. მოიწამლებოდა ან გაცივდა, ორპირი ქარიც არ უყვდრთ
* * *
ჩემი თუთიყუშებს კამას რო დაუყრი ზურგით ხოხიალობენ ისე კამა ბევრი არაა სასურველი

Posted by: Qetucha 6 Aug 2019, 18:25
batchat
მწვანილიც უშლით ჯუჭს თუ ბევრი ჭამეს.ასე რო ეგრე ვერ იტყვი რის ბრალია და რისი არა გამორიცხული არაა რო მწვანილის ბრალი იყოს არც ის რო არ იყოს.მწვანილის ბრალია როცა დიდხანს არ აქვთ თხელი სკლინტი თუ რამდენიმე დღე ზედიზედ ქონდა ეგრე მერე უკვე ან მოწამლული იქნება ან გაციებული.გააჩნია იმას იმავე დღესვე მოუწესრიგდა კუჭის მოქმედება თუ კიდე გაგრძელდა მთავარია ეგ გვითხრას პატრონმა

Posted by: vasovaso92 6 Aug 2019, 20:49
ასეთ ხალხის არასდროს მესმის და ვერც გაუგებ სადაც კატაა იქ თუთიყუშს რა უნდა ეხლა არ დაიწყოტ ზოგი მეგობრობენო lol.gif

Posted by: ia-viola 6 Aug 2019, 22:29
vasovaso92
რატო კაცო?
ჩემ მეგობარს ყავს ზაზუნა, თუთიყუში, კატა და თევზი ერთ სივრცეში.

გადასარევად გრძნობენ თავს ყველა ერთად.

Posted by: vasovaso92 7 Aug 2019, 14:33
ia-viola
ღამე თუთიყუშს სიწყნარე უყვარს თორე შეიძლება პატარა ხმაურზეც შეეშინდეს და ჯობია მარტო იყოს წყნარად.

Posted by: giorgi-02 17 Sep 2019, 20:42
გამარჯობა,

user posted image

თეთრ კაკადუს ჩვენს ქვეყანაში ალბათ ვერ ვიყიდი ხო? biggrin.gif
მაინტერესებს არის თუ არა რამე ისეთი კომპანია, ვისგანაც შევძლებ მის შეძენას და ჩამობრძანებას wink.gif

Posted by: mdinaradze 21 Sep 2019, 13:25
გამარჯობათ. 2 კვირაა უკვე ჩემს თუთოს რაღაც სჭირს. აბუზულია, ხან თავი აქვს ჩადებული ფრთაში და ქანდარაზე ზის მთელი დღე... გარეთ გამოსვლაც არ უნდა. საჭმელს კი ჭამს. კუჭი ხან აშლილი აქვს ხან არა. რა ვუშველო?

Posted by: Grows 23 Sep 2019, 23:21
giorgi-02

როგორ ვერ იყიდი. ზოოპარკის მოპირდაპირე მხარეს იყო ადრე ზოომაღაზია, იქ ვნახე ერთხელ. ახლაც არის თუ არა ეგ მაღაზია, არ ვიცი. აფრიკული გრეიც ჰყავდათ, წითელი არაც. რავი იშოვება.
* * *
ეს გვერდი თუთოების ნეკროლოგი გამოვიდა biggrin.gif


Posted by: PAINKILLER 25 Sep 2019, 23:07
QUOTE
როგორ ვერ იყიდი. ზოოპარკის მოპირდაპირე მხარეს იყო ადრე ზოომაღაზია, იქ ვნახე ერთხელ. ახლაც არის თუ არა ეგ მაღაზია, არ ვიცი. აფრიკული გრეიც ჰყავდათ, წითელი არაც. რავი იშოვება.

Grows

კი არის ისევ ეგ მაღაზია, დღეს გავიარე და შორიდანვე ისმოდა ხმა, გარეთ გალიაში ჰყავდათ 2 დიდი თუთიყუში, სასაცილო ხმებს გამოსცემდნენ smile.gif არ ვიცი კაკადუს ჯიშია თუ სხვა არის

ზუსტად ასეთები იყვნენ


აფრიკული გრეი ყოფილა ესენი, ახლა გავარკვიე

user posted image




თბილისი-მოლში ზოოტოპიას მაღაზიაშიც ჰყავთ ბლომად თუთიყუშები, 2 დღის წინ ვნახე

user posted image

Posted by: giorgi2003 26 Sep 2019, 19:32
user posted image
იყიდება დედალი კორელა არის 1 წლის 100 ლარი
გალიის გარეთ გამოშვებასაც მიჩვეულია

* * *
user posted image
იყიდება დედალი კორელა არის 1 წლის 100 ლარი
გალიის გარეთ გამოშვებასაც მიჩვეულია

* * *
user posted image

იყიდება კორელა 100 ლარი
595 275 175

Posted by: kobebryant 27 Sep 2019, 01:21
giorgi-02
კაკადუ ახლა არ ყავთ, რამდენადაც ვიცი, მაგრამ უამრავი სახეობის თუთიყუშები ყავთ, მიწერე smile.gif :
https://www.facebook.com/Pet-Marks-1258981624207077/

p.s. ესეც ჩემი თუთოები smile.gif
user posted image
user posted image

Posted by: vasovaso92 28 Sep 2019, 09:54
სპეციალური წითელი ნათურა 60 ვატიანი ხო არ იცით სად იყიდება რო გაათბოს თუთიყუში?

Posted by: kobebryant 30 Sep 2019, 12:34
vasovaso92
არ უნდა არანაირი სპეციალური, ჩვეულებრივი 60ვ ნათურა დაუკიდე...

Posted by: vasovaso92 30 Sep 2019, 20:17
kobebryant
ხო მარა წითელი ნათურა მაგიტო ჯობია რო შუქი არ შეაწუხებს.

Posted by: alesandra 30 Sep 2019, 22:08
QUOTE
თუთიყუშები


როგორ მიყვარს ეს არსებები love.gif
მგონი, წინა ცხოვრებაში თუთიყუში ვიყავი givi.gif

Posted by: donpako007 1 Oct 2019, 02:54


https://forum.ge/?f=72&showtopic=34874895&st=150 2 წლის წინანდელი თემაა


Qetucha

perpetua2




QUOTE
donpako007
გოგოს გავს მგონი ნესტოებთან თეთრი აქვს






გოგოააა 100%

Posted by: Grows 1 Oct 2019, 03:20
kobebryant

რა კაი ტიპები არიანნ
აბა მოყევი რამეები როგორ იქცევიან, როგორები არიან

Posted by: aladini 1 Oct 2019, 12:20
სალამი!

ბავშვს მიდნა დაბადების დღეზე ვაჩუქო თუთიყუში.
სად ყიდიან ეხლა, ხომა რ იცით?
და წყვილის ყიდვა ჯობია?

ბავშვობაში მყავდა (მაშინს ადღაც დიღომში იყიდებოდა), მაგრამ ერთი მომიკვდა და მერე მეწყვილე გავაჩუქეთ, თორე დადარდიანებული იყო მარტო.
ან, წყვილი ვიყიდო თუ თავიდანვე შევაჩვიო მაერტოობას?


* * *
QUOTE
თბილისი-მოლში ზოოტოპიას მაღაზიაშიც ჰყავთ ბლომად თუთიყუშები, 2 დღის წინ ვნახე

ფასები ხომა რიცით?
და რამე ბაზრობა არაა ისევ? იქ უფრო იაფი იქნება ალბათ, ვიდრე მაღაზიაში

Posted by: vasovaso92 1 Oct 2019, 12:51
თუთიყუში სათამაშო არაა მხოლოდ ბავშვის გამო რო იყიდოთ სანამ თუთიყუშს იყიდიტ მანამდე უნდა ისწავლო მოვლა რა ეჭმევათ გალიის ხშირი დასუფთავება უნდა.ასევე სახლში რო მიიყვან რამდენიმე დღე არ უნდა შეაწუხო რო მიეჩვიოს და არ შეეშინდეს არაფრის.ასაწონი საჭმელი არ უნდა აჭამო შეფუთვით ისიც კაი ფირმა.სანამ იყიდი კიდე კარგად დააკვირდი ხო ჯამრთელი თუთიყუშია მერე მკურნალობა გაგიჭირდება ზოგი არც აქცევს ყურადღებას.

Posted by: MIRAGE2000 2 Oct 2019, 00:09
aladini
თუ ბავშვი ვერ შეძლებს მის დამოუკიდებლად მოვლას (სურვილზე არცაა ლაპარაკი, უნდა ჰქონდეს თუ თუთიყუში უნდა), არც იფიქროთ ყიდვა.
გაწვალდებით მთელი ოჯახი რაღაც პერიოდი, შემდეგ ვეღარ მოუვლით და გაყიდვა/გაჩუქება დაასრულებს ამ ისტორიას.
ეს თუ ამ მომენტამდე თუთიყუშებმა ცოცხლებმა მიაღწიეს.

P.S. ზოგადად თუთიყუში ის შინაური ცხოველი არაა, ბავშვი გაახაროს. ბავშვს უნდა ლეკვი, კნუტი... რომ ეკონტაქტოს.
თუთიყუშთან ეგ არ გამოვა საერთოდ.
იმ სახის კონტაქტს რაც ბავშვს უნდა, თუთიყუში ვერ გადაიტანს 99,99999%.

P.P.S. მესამე წელია სხვისთვის ნაჩუქარი თუთიყუშები მყავს სახლში, ასე რომ ვიცი givi.gif

Posted by: kobebryant 6 Oct 2019, 19:57
Grows
QUOTE
რა კაი ტიპები არიანნ
აბა მოყევი რამეები როგორ იქცევიან, როგორები არიან

პირველი (ალექსანდრიული) ავია, ჩემს გარდა არავის იკარებს ფაქტურად და თუ ვინმეს გამეტებით უკბინა, მტრისას biggrin.gif ჯერ პატარაა, რამოდენიმე სიტყვა იცის smile.gif
მეორე (კონური) ნამეტანი მხიარულია, კნუტივით თამაშობს სულ, მაგრამ თამაშში წაკბენაც იცის ხოლმე ლაითად smile.gif ეგეც პაწუკაა, 4 თვის, "ბიჭო" იცის ჯერ მარტო smile.gif
vasovaso92
QUOTE
ხო მარა წითელი ნათურა მაგიტო ჯობია რო შუქი არ შეაწუხებს.

არც ის აწუხებს, დამიჯერე, გამოცდილი ხერხია უკვე smile.gif

Posted by: Grows 7 Oct 2019, 00:04
kobebryant

biggrin.gif საყვარლები <3

ერთმანეთთან თამაშობენ? როგორ ართობ ხოლმე? მოსავლელად როგორები არიან?

Posted by: aladini 7 Oct 2019, 13:43
MIRAGE2000
კი, მართალია 100%

7 წლის ხდება და რისი მომვლელია.
ადრე მეც მყავდა ეგრე ბავშვობაშ და მოუწია გაჩუქებამ.
ალბათ ახლაც იგივე ბედი ელის, ამიტო არ მინდა ძვირიანი ინვესტიცია გავწიო.
ლეკვის ადგილი არ მაქვს, თორემ სიამოვნებით ))
მადლობააა

Posted by: giorgi2003 9 Oct 2019, 20:37
იყიდება ტალღოვანი მამალი 40 ლარად 2 წლამდე user posted image
* * *
იყიდება დედალი ტალღოვანი 50 ლარი user posted image

* * *
იყიდება დედალ მამალი ტალღოვნები არიან ზრდასრულები იდიალურია გასამრავლებლად ასევე ხელის არ ეშინიათ 90 ლარი 595275175user posted image

Posted by: kobebryant 10 Oct 2019, 16:08
Grows
QUOTE
ერთმანეთთან თამაშობენ? როგორ ართობ ხოლმე? მოსავლელად როგორები არიან?

არა, არა, სხვადასხვა ადგილას არიან, ალექსანდრიულთან სხვა თუთიყიში აპასნია ნამეტანი, მით უმეტეს, უფრო პატარა ზომის smile.gif...
ადამიანთან ურთიერთობით ერთობიან, + ყველაფრის ღეჭვა-ნგრევით (ეს ალექსანდრიული მხოლოდ, მეორე ლექვი და კნუტი რომ გინახია თამაშისას, იგივეა ზუსტად) smile.gif
მოვლა გააჩნია ვისთვის, თუ მიჩვეული ხარ, არაა პრობლემა, დამწყენთათვის კი, ყველა თუთიყუში ძნელი მოსავლელია, მართლა მოვლა რასაც ქვია smile.gif

Posted by: Grows 10 Oct 2019, 18:02
kobebryant

წლებია მინდა ალექსანდრიული ან კონური. ოღონდ ვერ ვრისკავ smile.gif

Posted by: xmaltevza 10 Oct 2019, 20:21
გამარჯობა ხალხნო,

სრულიად შემთხვევით გავხდი პატარა ტალღოვანი თუთიყუშის პატრონი... წავიკითხე რეკომენდაციები, ბავშვობაშიც მყოლია და მოკლედ, არ მოვაკლებ ზრუნვას, უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან... ჯანმრთელად გამოიყურება, აქტიურია, ჭამს და რამე, მაგრამ აცემინებსავით და რავი, გაციებული ხომ არ არისთქო ვიფიქრე და თუ არის, რა ვუშველო ხომ ვერ მეტყვით?
მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: MIRAGE2000 10 Oct 2019, 20:27
xmaltevza
მუდმივადაა ასე თუ რამდენიმე წუთით (საათი მაქსიმუმ) აკეთებდა?
ზედმეტს რომ ჭამს და რამდენიმე მარცვლის ამოგდებას ცდილობს, მაშინ აკეთებს ასე, ცემინებას გავს.
ეგ პრობლემა არაა.

თუ მუდმივად აკეთებს რავი, იდეაში ვეტერინარი უნდა მაგრამ საგანგაშო ალბათ არაფერია, თორემ არ იქნებოდ ააქტიური.

Posted by: xmaltevza 10 Oct 2019, 20:31

MIRAGE2000

მადლობა გამოხმაურებისთვის, არა, ჭამა არაფერ შუაშია... სულ აცემინებს, ძალიან ხშირად არა, მაგრამ მაინც... რავი, არ მინდა რომ მომიკვდეს... sad.gif

ისე მაგარი აქტიური ტიპია, სულ ჟღურტულებს და არის ერთ ამბავში, ცოტა მშიშარაა, ჯერ ვერ მივიჩვიე, მაგრამ მოვაგვარებ მაგასაც... გუშინ კამა ვიყიდე აქ წაკითხული რჩევებიდან გამომდინარე :დდ ხოდა ვნახოთ რას ვიზამთ :დ

Posted by: MIRAGE2000 10 Oct 2019, 20:43
xmaltevza
მაშინ ალბათ მართლა გაციებულია... მე მაშინვე საკვებზე ვიფიქრე, გავს ძალიან ცემინებას და თან თავს აქნევს აქეთ-იქით მაგ დროს.

იქნებ იცოდეს ვინმემ მკურნალობაზე, ან ფეისბუქზე რაღაც ჯგუფებიცაა და მეტი აქტიურობა იქნება, იქაც იკითხე.
QUOTE
ცოტა მშიშარაა, ჯერ ვერ მივიჩვიე, მაგრამ მოვაგვარებ მაგასაც... გუშინ კამა ვიყიდე

სწორ გზას ადგახარ biggrin.gif
მესამე წელია შორიდან ვმეგობრობთ, მაგრამ როგორც კი კამას ხედავენ თვითონ მორბიან, არ უნდათ ხვეწნა.

Posted by: xmaltevza 10 Oct 2019, 20:48
MIRAGE2000

გასაგებია, მადლობა

იმედია სამი წელი არ დამჭირდება შემოსარიგებლად :დდდ
ბავშვები ყავდათ ოჯახში საიდანაც წამოვიყვანე და გალიას დაათრევდნენო, ხოდა შეშინებულია მაგარი და ასე ადვილად ვერ მოვიჩვევ მგონი, მაგრამ სამი წელი მაინც ბევრია კაცო biggrin.gif

Posted by: Qetucha 10 Oct 2019, 20:55
xmaltevza
დასტრესილი იქნება მაგ გალიის თრევისგან საწყალი sad.gif
ზოგადად იმიტო არ მიყვარს ცოცხალი არსებისთვის როცა არ არიან მზად ბავშვები
და გასართობად ნივთივიდ ყიდულობენ და ტანჯავენ ცოცხალ არსებებს გაუაზრებლად პატარები არ ცოდნის გამო
არც რო იციან როგორ მოეპყრან და არც ასწავლიან
სურათი დადე თუ გინდა და გეტყვი თუ ძალიან პატარა არ იყო და ეტყობა დედალია თუ მამალი
და დაახლოებით რა ხნისაა მაგასაც.

მოთმინება და ყველაფერი იქნება.
მთავარია შენი ნდობა მოაპოვებინო და იმ შიშმა გაუაროს
შეჩვევის ამბავში მოთმენაა საჭირო აჩქარებით ერთბაშად არ ხდება ეგ ამბავი .
ამ თემის შესავალი პირველი პოსტიდან დაიწყე და წაიკითხე ყველაფერი წერია
რაც დამწყებებს სჭირდება თუმაგის წაკითხვას არ გულისხმობდი ზევით
თავის დროზე ზუსტად ახალბედებისთვის შეგროვდა ეგ მასალა ძალიან გამოგადგება

ცემინებას რაც შეეხება თუ სიცივეს მოარიდებ ორპირს თბილად გეყოლება გაციებას აირიდებ
როგორც გითხრეს ცემინებას მუდმივი სახე არ უნდა ქონდეს შიგადაშიგ და არა ყოველდღე თუ აცემინებს ესე ცემინება იციან
კიდე თუთო როცა გაციებულია კუჭის მოქმედება არ აქვთ კარგი ხოლმე თხლად გადიან კუჭში მობუზულები და არააქტიურები არიან
შენ შემთხვევაში გაციების ამბავი ნაკლებათ მგონია მაგარამ მაინც დააკვირდი ეს დღეები და სითბოში გყავდეს

Posted by: xmaltevza 10 Oct 2019, 21:14
Qetucha

მადლობა,

წავიკითხე თითქმის ყველაფერი smile.gif მოთმინებაც არის smile.gif 1წლის ბიჭია თუთიყუში... მთავარია ამ ცემინებამ გაუაროს და შიში გაუქრეს smile.gif

Posted by: Qetucha 10 Oct 2019, 21:19
QUOTE (xmaltevza @ 10 Oct 2019, 21:14 )
Qetucha

მადლობა,

წავიკითხე თითქმის ყველაფერი smile.gif მოთმინებაც არის smile.gif 1წლის ბიჭია თუთიყუში... მთავარია ამ ცემინებამ გაუაროს და შიში გაუქრეს smile.gif

დააკვირდი მაგ ცემინებას თუ გაუგრძელდა დღეის მერე ხშირკიდე ხშირად მაშინ ალბათ გაციებული იქნება.
1წლის თუთო უკვე ჩამოყალიბებული და გაზრდილია .
ასე რო შეიძლება ცოტა დიდი დრო დაგჭირდეს შეჩვევის ამბავში.
მაგრამ არ მინდა იმედი მოგიკლასავით მარა ზოგადად არსებობენ თუთოები რომლებიც მთელი ცხოვრება ვერ ეჩვევიან ადამიანებს .
მარა მიჩვევა მაინც ადამიანზე მგონაი დამოკიდებული როგორ მოუვლის და დაიმეგობრებს თორე შეუძლებებლი არაფერია
შეიძლება ადამიანმა 5 წლის თუთოც მიიჩვიოს მოთმინებით და ხელის არ ჩაქნევით
წარმატებები

Posted by: MIRAGE2000 10 Oct 2019, 21:21
xmaltevza
არა, დიდი დრო არ დაგჭირდება, სტრესი გადაუვლის და რამდენიმე დღეში შეიჩვევ.

ჩვენ არც ვცდილობთ, ღია აქვთ სულ გალია და თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ მეზობლად biggrin.gif
ახლოს ყოფნა უყვართ, ოღონდ ხელის შეხება არ უნდა სცადო.

რავი, მართლა არ მგონია რაიმე სჭირდეს, იმიტომ რომ პირველ რიგში ხასიათზე აისახება ეგ და თუ კარგად გრძნობს თავს, არც პრობლემა ყოფილა სერიოზული.

წარმატებები!

Posted by: Qetucha 10 Oct 2019, 21:24
მეც მეეჭვება რამე ჭირდეს შეეტყობოდა უხასიათოდ იქნებოდა დღის დიდ მონაკვეთს ძილს დაუთმობდა
კუჭის მოქმედებაზე და უჭმელობაზე შეეტყობოდა
რომელიმე სიმპტოპი ექნებოდა დაკვირვება არაა ცუდი დააკვირდი მაინც თუ მაინც ეჭვობ რამეს

Posted by: xmaltevza 11 Oct 2019, 00:03
Qetucha

მსგავსი არაფერი, სკლინტიც ჯიგრული აქვს :დდდ ანუ არც თხევადი და არც რამე ეგეთი... უბრალოდ აცემინებს შიგადაშიგ... ისე მაგარი ჟღურტულა ვინმეა, ბავშვობაში რო მყავდა თუთიყუშები იმენა ტვინს ღუნავდნენ, რაღაცნაირად ჭახჭახებდნენ biggrin.gif ეს კიდე ჟღურტულაა და დამევასა მაგრად biggrin.gif უბრალოდ მაგარი მშიშარაა... სტაფილო დავუკიდე და კინაღამ გადაირია... მეორედ რო დავუკიდე უკვე აღარ შეშინებია ისე ძალიან biggrin.gif პროგრესი იგრძნობა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ან თავს ვიტყუებ biggrin.gif

Posted by: Qetucha 11 Oct 2019, 00:27
xmaltevza
თავიდან უცხოობის მომენტი აქვთ ახალ რამეზე მახსოვს ჩემსას პირველად სტაფილოზე რეები მოუვიდა მერე გავუხეხე ისე მივეცი და არ შეშინება.ბუმბულები რო სცივა იმათი ეშინია ყურძნის მარცვლისაც ბლისაც დაუჭრელი ჩემხელა ვაშლის არ ეშინია biggrin.gif ზედ დააჯდებოდა და ისე ჭამდა ხოლმე ესეთი თავისებური წიკები აქვთ biggrin.gif როცა ხედავ რო ეშინია ანახე რო ვითომ ჭამ შენც და მოუნდება და დააინტერესდება

Posted by: MIRAGE2000 11 Oct 2019, 01:36
xmaltevza
პატარა ნაჭერი მიეცი ჯერ, თორემ შიშის გადავლის მერეც ვერ მიხვდეს შეიძლება, რომ ამხელა რაღაც იჭმევა biggrin.gif

გალიაში შეყავი პატარა ნაკუწი საკვებთან ახლოს და დატოვე, ინტერესის გამო მაინც გასინჯავს, ყველაფერს კიდებენ ნისკარტს.
ისე ყველას ერთი და იგივე არ მოსწონს, ჩემებს არ უყვართ სტაფილო მაგალითად.

გიჟდებიაან კამაზე და ბანაობაზე, იხვებივით ხტებიან წყლიან თასში lol.gif
და ნაგავზე აფანატებთ, თუ სადმე რაიმე ნამცეცები ნახეს... facepalm.gif
QUOTE
ისე მაგარი ჟღურტულა ვინმეა, ბავშვობაში რო მყავდა თუთიყუშები იმენა ტვინს ღუნავდნენ, რაღაცნაირად ჭახჭახებდნენ  ეს კიდე ჟღურტულაა და დამევასა მაგრად

ეგაც იზამს, მაგის იმედი არ გქონდეს წყნარიაო givi.gif

Posted by: vasovaso92 11 Oct 2019, 08:50
xmaltevza
დადე აბა ფოტო როგორია.

Posted by: aladini 11 Oct 2019, 10:27
მოკლედ, მყავს თუთიყუში
ესაა
https://radikal.ru


წარმოდგენა არ მაქვს რა ჯიშია და რა ასაკისაა (გვაჩუქეს). თუ დამეხმარებით და გამარკვევთ, მადლობელი დაგრჩებით ))

რამე სპეციფიური მოვლა უნდა? ღამე გადაფარება და ეგეთები? ჯერ ძაან შეშინებულია, ხმმა არ ამოუღია. ზის მობუზული თავისთვის ((
როგორ გავამხიარულოთ, არ ვიცით


QUOTE
როგორც კი კამას ხედავენ თვითონ მორბიან, არ უნდათ ხვეწნა.

ეს რა თემაა? კამა უნდა ჩაყარო გალიაში?

Posted by: Qetucha 11 Oct 2019, 11:47
aladini
ტალღისებრი/ტალღოვანი თუთიყუში ქვია.
ვის როგორც მოწონს ისე ეძახის ისე სწორი ტალღისებრია
თუთიყუშებს ჯიშები არ აქვთ სახეობებათაა დაყოფილი და სახეობებით განასხვავებენ
თემის შესავალი ნახე ყველაფერი წერია მოვლაზე და არამარტო
იმხელა მასალა დევს.
გალიაში გისოსში უკიდებენ კამას.
მაგრამ ჯერ არ დაუკიდო
რო უარესად არ შეეშინდეს
შეეგუოს თავის ახალ სახლს აცალე
ჩუმად იმიტომაა რო ახალ გარემოში უცხოობს და ადაპტაციას გადის
ცოტა ახლოდან დადე სურათი
ნისკარტის ნესტოები კარგად რო უჩანდეს
და თავი და ასაკს და სქესს გეტყვი
მაგ სურათში კარგად ვერ ვხედავ.
რასაც ვხედავ რის საშუალებასაც ეგ სურათი მაძლევს დედალს გავსავით

სურათის გადასაღებად ახლიდან რო გადაიღო
მობი გალიაში არ შეყო
ცოტა ახლოს დავდექი გალიასთან
და გარედან გადაიღე
თორე გალიის შიგნით
ძალიან ახლოს რო მოუტანო მობი დააპანიკებ
და ნდობის მოპოვება
და შეჩვევის ამბავი დროში გაგეწელება

ღამე აფარებენ ხმაურმა და შუქმა რო არ შეაწუხოს თბილად იყოს და დაიძინოს .ცოტა ჰაერის შესასვლელსაც უტოვებენ

Posted by: MIRAGE2000 11 Oct 2019, 12:29
aladini
QUOTE
ჯერ ძაან შეშინებულია, ხმმა არ ამოუღია. ზის მობუზული თავისთვის ((
როგორ გავამხიარულოთ, არ ვიცით

1-2 დღე საერთოდ კონტაქტი არ სცადოთ, აცადეთ დამშვიდდეს და შეეგუოს გარემოს. არანაირი გამხიარულების მცდელობა, არანაირი დამატებითი საკვები და სათამაშო, არანაირი კაკუნი გალიაზე (საიდან მოდის ეს ჩვევა არ ვიცი, ყველას სურვილი უჩნდება გალიას უკაკუნოს facepalm.gif ).
QUOTE
ეს რა თემაა? კამა უნდა ჩაყარო გალიაში?

ხელიდან ჭამენ იმას რაც ძალიან უყვართ. დანარჩენი გალიაში იკიდება.
თითქმის ყველაფერი ეჭმევათ და არაა საჭირო სპეციალურად მაგათთვის რაიმეს საყიდლად სირბილი, რა ხილი და ბოსტნეულიც სახლში გაქვთ, ის აჭამეთ, ან როცა ყიდულობთ თქვენთვის, 5-10 თეთრის კამა უყიდეთ ან რამე ასეთი, როცა გაგახსენდებათ.
რა ეჭმევათ ადვილად იპოვნით ინტერნეტში, უამრავი გვერდია.

კიდევ, საკვები მაგისი მესამედი ჩაუყარეთ ხოლმე აჯობებს. ზემოთ რაცაა რომ შეჭამს, მერე ქვემოდან თხრა არაა ადვილი, შეიძლება ვერც მოახერხოს და ნარჩენების ჭამას დაიწყებს.
და არ დაელოდო ბოლო მარცვლამდე შეჭმას, თორემ შეიძლება ისევ ნარჩენებზე გადავიდეს. 70% რომ იქნება შეჭმული დაახლოებით, უკვე შეუცვალეთ.
მე ყოველ დღე ვუცვლი საკვებს, თუ სახლში ვარ.

და ყველაზე მთავარი, წყალი არ დაგავიწყდეთ დროულად გამოუცვალეთ და ყოველთვის ჰქონდეს, თორემ უწყლოობას ვერ უძლებენ. საკვების გარეშე 1-2 დღე შეუძLიათ უპრობლემოდ გაძლება, უწყლოდ არა.

დანარჩენი წერია ზემოთ.


ბანანს ყველას თუთიყუში ჭამს?

იუთუბზე ყველგან ბანანზეა აქცენტი, ჩემებს კიდევ დანახვაც არ უნდათ. გასინჯავენ რაა და მორჩა, აღარ ეკარებიან.
ყველაფერს ჭამენ ბანანის გარდა.

Posted by: Qetucha 11 Oct 2019, 12:31
aladini
თემის შესავალიც აუცილებლად ნახე ავადმყოფობაზე ნახავ ინფოს და სხვა დანარჩენზეც

მაგ სურათიდან ბარტყს გავს უკეთეს სურათს ველოდები

Posted by: aladini 11 Oct 2019, 19:35
Qetucha
MIRAGE2000
ძალიან დიდი მადლობა <3
გადავუღებ უკეთეს ფოტოებს ))

Posted by: vasovaso92 11 Oct 2019, 22:52
aladini
თუ გადააფარებ რამე ნაჭერს წინა მხარე ღია დაუტოვე თუმცა არ ჭირდება არაფრის გადაფარება სახლში თუ თბილა.საჭმელს რაც შეეხება ასაწონი არ უყიდო და რამე კაი ფირმის საჭმელი უყიდე.სალესი ქვა და ცარცი უყიდე და სეპიასაც თუ უყიდი უკეთესი იქნება.

Posted by: GoGoNNa 29 Oct 2019, 19:14
ვინც იცით დამეხმარეთ..

user posted image

რა ვუშველო?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 2 Nov 2019, 16:32
GoGoNNa
QUOTE
რა ვუშველო?

ვეტერინარს აჩვენეთ

Posted by: aladini 4 Nov 2019, 09:22
თუთიყუში შეგვეჩვია ძაან, სულ ჭყლოპინებს და მხიარულობს. თან ჩასუქდა კარგად.
მარა მეცოდება სულ გალიაში.
გამოშვება შეიძლება? მერე უკან დაბრუნება ხო არ ეწყინება. ან როგორ დავიჭირო.
გუშნ ვიფიქრე, ფეხზე რამეს შევაბამ (ადვილად დაჭერის მიზნით და გამოვუშვებ თქო) და ბავშმა შეყო ხლეი გალიაში, მარა შეეშინდა ეტყობა და ჩაუნისკარტა )) თან ეტყობა გაგაგვიბრაზდა, 2 საათი ზურგშექცევით იჯდა მერე )) ძაან საყვარელი ვინმეა ))

Posted by: MIRAGE2000 4 Nov 2019, 11:29
aladini
QUOTE
გამოშვება შეიძლება?

givi.gif
რა კარგი კითხვაა biggrin.gif
სულ დამწყვდეულის ყოლა არ შეიძლება, თორემ გამოშვება აუცილებელია, აბა რა აკეთოს გალიაში მთელი ცხოვრება?

არაფრის შებმა არ უნდა, დილით გაუღეთ გალიის კარი და დაუტოვეთ მთელი დღე (ჰქონდეს დრო შესაჩვევად, მოსაფიქრებლად გამოვიდეს თუ არა და შემდეგ დასაბრუნებლადაც).
დანარჩენს თვითონ მოახერხებს.
მთელ ოთახს კი დასვრის, მაგრამ სხვა გზა არაა, ცოდოა დამწყვდეული.
P.S. გალია რაიმეზე ისე დადგი, იყოს გამოსასვლელი ადგილი და არა კარიდან 2მ ქვემოთ იატაკამდე. ჯერ გასარკვევია, იცის თუ არა ფრენა.




იდეაში ყველა აგნებს გალიას, საკვებთან და უსაფრთხოებასთან ასოცირდება, თვითონ უჩნდება სურვილი დაბრუნდეს.
მაგრამ ყავდა ჩემს დას თუთიყუშები, დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ და დაჭერა სჭირდებოდათ, ვნადირობდი რომ ღამდებოდა facepalm.gif
თუ არ დავიჭერდი და შევსვამდი გალიაში, ცვიოდნენ საიდანღაც შუა ღამეს და იქ ამბავი იყო...

Posted by: aladini 6 Nov 2019, 19:41
QUOTE
თუ არ დავიჭერდი და შევსვამდი გალიაში, ცვიოდნენ საიდანღაც შუა ღამეს და იქ ამბავი იყო...

biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
მთელ ოთახს კი დასვრის, მაგრამ სხვა გზა არაა, ცოდოა დამწყვდეული

ხოო ეგ გვერდითი ეფექტი აქვს

Posted by: aladini 21 Nov 2019, 18:00
გავუღე კარი (თუ სარკმელი), შიდა კიბეც გავუჯეთე , რომ მივიდეს, მარა არაფრით არ გმაოდის გალიიდან თავისით.
ძალით გამოვიყვანო?
ანუ, რამდნეიმე დღე ღია იყო , მარა ვერ შეეჩვია ვერაფრით.

Posted by: LTC100 21 Nov 2019, 23:06
მოკლედ უკვე მეორე კვერცხი გატეხა და იქნებ ვინმემ ამიხსნათ რატომ?

4 ბარტყი კი გამოჩეკა მანამდე smile.gif

Posted by: MIRAGE2000 23 Nov 2019, 23:00
aladini
QUOTE
გავუღე კარი (თუ სარკმელი), შიდა კიბეც გავუჯეთე , რომ მივიდეს, მარა არაფრით არ გმაოდის გალიიდან თავისით.
ძალით გამოვიყვანო?

კიბე რად უნდა კაცო, ქვევრში გყავს? biggrin.gif

სავარაუდოდ ეშინია გამოსვლა, ზედმეტად "ეკონტაქტა" ვიღაც შეიძლება.
ვერ ვხვდები რა უნდა ხდებოდეს ისეთი, რამდენიმე დღე არ სცადოს გამოსვლა.

ძალით გამოყვანამ შეიძლება დააყენოს ფაქტის წინაშე, რომ გარეთ კარგია და არავინ ერჩის, ან შეაშინოს იმ დონეზე, აღარ გამოვიდეს არასოდეს.


მთელი დღე ჰქონდა კარი ღია, არავინ მიდიოდა ახლოს და არ გამოვიდა? თუ 1-2 საათით უღებდით ყოველ დღე და მიდიოდა ვინმე გალიასთან?

Posted by: aladini 3 Dec 2019, 13:20
QUOTE
მთელი დღე ჰქონდა კარი ღია, არავინ მიდიოდა ახლოს და არ გამოვიდა? თუ 1-2 საათით უღებდით ყოველ დღე და მიდიოდა ვინმე გალიასთან?

მთელი დღეს ყოფილა ღია და მარტო საღამოობითაც მარა არ იძვრის ადგილიდან

QUOTE
კიბე რად უნდა კაცო, ქვევრში გყავს?

კიბე, ანუ გამოსასკუპებლად რა, მოკლეზე )) მარა არ შვრება და ჰა

არ შეუშინებია არავის, რავი
ვცადო ძალით გამოძევება? ))

Posted by: Grows 9 Dec 2019, 14:52
მეგობრებო,

ნიმფა ხომ არავის გყავთ გასაყიდად - მზრუნველ ოჯახში მოსახვედრად? სასურველია თეთრი შეფერილობის მამრი, 1 წლამდე ასაკის, ხელზე მიჩვეული.

Posted by: Qetucha 13 Dec 2019, 10:13
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

user posted image

---

Posted by: justfeel 16 Dec 2019, 11:47
ჩემი ტალღოვანი აღარ მყავს sad.gif

კანკალებდა დილით არ ინძრეოდა ერთ ადგილზე გაშეშებულ იიყო ვერ გავიგე ვეტ თან წავიყვანე ვერ ვუშველიო ვერაო ცირკთან მიდიო მანდ არიო სანამ მივედი დამეღუპა sad.gif

კუჭის პრობლემა აქვთო მაგათო sad.gif

Posted by: alesandra 16 Dec 2019, 14:13
justfeel

რა მწარეა sad.gif
გამახსენდა, როგორ დამეღუპა ადრე. ვერაფერი ვუშველე... sad.gif

Posted by: aladini 25 Dec 2019, 13:13
QUOTE
ჩემი ტალღოვანი აღარ მყავს

კანკალებდა დილით არ ინძრეოდა ერთ ადგილზე გაშეშებულ იიყო ვერ გავიგე ვეტ თან წავიყვანე ვერ ვუშველიო ვერაო ცირკთან მიდიო მანდ არიო სანამ მივედი დამეღუპა


აუ რა ცუდია ((( შეეჩვევი და უცებ ბააც (((

Posted by: stylee 25 Dec 2019, 15:26
QUOTE
კიბე რად უნდა კაცო, ქვევრში გყავს? 


biggrin.gif

Posted by: kobebryant 29 Dec 2019, 23:55
სახლს ვუკეთებ და არ მაცდის დასრულებას smile.gif
user posted image

Posted by: PAINKILLER 30 Dec 2019, 11:28
kobebryant


ფანჯრებიც უნდა ამოჭრა? biggrin.gif









მეტალოპლასტმასი ჩააყენე user.gif

Posted by: Qetucha 6 Jan 2020, 10:55
kobebryant
მოწონს უკვე და იმიტომ საყვარელია

Posted by: kobebryant 26 Jan 2020, 21:04
PAINKILLER
QUOTE
მეტალოპლასტმასი ჩააყენე user.gif

კაი კაცო, ჩემი ძანამედროვე თუთოა, რომელი საუკუნეა მეტალოპლასტამასი, ამას ფოე-ფოე რაღაცეები უყვარს yes.gif
Qetucha
გალიაში უდგას და ღამე შიგნით იძინებს ხოლმე biggrin.gif

Posted by: Qetucha 1 Feb 2020, 19:50
kobebryant
საბოლოოდ როგორი გამოვიდა შეგიძლია მანახო?

Posted by: kobebryant 4 Feb 2020, 15:22
Qetucha
აღარ გამიგრძელებია, სულ შიგნით იწევდა, შემეცოდა და ასევე ჩავუდგი გალიაში smile.gif

Posted by: San1 6 Feb 2020, 13:26
რამდენიმე დღის წინ მაჩუქეს კორელა, ბიჭიაო მარა რავი, რას გაიგებ, ყველა ეგრე გეუბნება biggrin.gif
ძაან ეშინია ყველაფრის, თითის ან ხელის მიტანა გალიასთან და ეგრევე სისინს იწყებს, პირს აღებს და საკბენად იწევა.
წავიკითხე საიტებზე ბევრი რამ
ვუზივარ ყოველდღე, გალია მაღლა მიდგას, რომ ჩემი სახე ზემოდან არ იყოს (მტაცებელი არ ეგონოო, ეგრე წერს ყველა) ველაპარაკები, ხან ჩურჩულით, ხან დაბალ ხმაზე, ვუსტვენ, ნტ ნტ ნტ ასეთ ხმებს გამოვცემ მარა ჩემი ფეხები, ზის ცარცზე, მიყურებს შტერივით და თან ვერ ვატყობ ინტერესს, პროსტა ეგრე დგას და არ ინძრევა, თავზე ბუმბულები ნახევრად აქვს ყალყზე.
მოყვანიდან 1-2 დღეში დაიწყო გალიაში ხტუნაობა აქეთ იქეთ და ჭყიპინი
რამდენჯერმე ქნა ეგ და მაგის მერე ხმა არ ამოუღია ფაქტიურად...

გაუვლის ეს არ დავნებდე, თუ დებილი შემხვდა? biggrin.gif

Posted by: MIRAGE2000 6 Feb 2020, 14:24
San1
QUOTE
გაუვლის ეს არ დავნებდე, თუ დებილი შემხვდა?

lol.gif lol.gif lol.gif

იდეაში უნდა აცადო რამდენიმე დღე, რომ შეეგუოს გარემოს. თავისით გამოვიდე გალიიდან და რამე.
მერე იწყებ მოქრთამვას იმით, რაც უყვარს (მწვანილი, რამე მარცვლეული, ხილი...).
თანდათან აიძულებ რომ სულ უფრო ახლოს მოვიდეს და ხელზეც გადმოიყვანო ბოლოს საკვების ხათრით.

ან მეორე, ძალისმიერი გზა. იჭერ რამდენჯერმე ზედიზედ და საბოლოოდ იმ პატარა ტვინში შედის, რომ ჯერ ერთი მაინც ვერ გაგექცევა და მეორე, არაფერს უშავებ.
რეკომენდირებული პირველი გზაა, ეფექტური მეორე.

მე რომ ვერ გავიმეტე მეორესთვის, კი მყავს სამი წელია ველური თუთიყუშები სახლში, ხელიდან ჭამენ და მეტად ურთიერთობის გაღრმავება არ უნდათ biggrin.gif



P.S. სნექსს ვუთხარი შემოგხედავთ მეთქი და ვერ მოვახერხე აქამდე, 2-3 კვირაა მგონი facepalm.gif

Posted by: San1 6 Feb 2020, 14:35
MIRAGE2000
ყველგან შენ ხარ სადაც არ უნდა დავპოსტო lol.gif

ბიჭო არც ვიცი გალიიდან არ გამომიშვია, ვინც მაჩუქა, ადგა და იყიდა და აზრზე არაა ფრთები დაჭრილი აქვს თუ არა და თუ აფრინდა, მერე სად ვსდიო 4 მეტრიანი ჭერი მაქვს biggrin.gif
მერე კიდე ეგ მოქრთამვებიც წავიკითხე და თავის საჭმელს ჭამს გიჟივით, მარა არც ხელით, არც კოვზით, არც არაფრით მიწოდებულს არ ეკარება (თუმცა მაგ დროს საკბენად არ იწევს) დგას დებილივით და ნისკარტზე რომ მიედება საჭმელი, ჩახტება დაბლა გალიის ძირში და დენ დარტყმულივით დგას, თმები ყალყზე და პულსი 200 biggrin.gif რა ვუყო არ ვიცი,
ისიც ვერ გავიგე, თავიდან მეორე დღეს რატო ჟღურტულებდა და ეხა რატო აქვს ხმა ჩაგდებული...

ძალისმიერ მეთოდზე კიდე რავი, ნდობას სულ დაკარგავსო წერენ და რავი, მინდა რომ მივიჩვიო მაგრა

Posted by: MIRAGE2000 6 Feb 2020, 14:43
San1
MMA-ს თემაშიღა ვპოსტავ, სხვაგან არა და შემთხვევით დაგინახე მთავარზე givi.gif
QUOTE
ბიჭო არც ვიცი გალიიდან არ გამომიშვია, ვინც მაჩუქა, ადგა და იყიდა და აზრზე არაა ფრთები დაჭრილი აქვს თუ არა და თუ აფრინდა, მერე სად ვსდიო 4 მეტრიანი ჭერი მაქვს

შეიძლება ვერც დაფრინავდეს, 2 წელი აღარ დაფრინავდა ერთი და ახლა დაიწყო (წონის პრობლემა გვქონდა givi.gif ), მაგრამ გარეთ უყვართ ბოდიალი.
ჭერზე კიდევ ვერ ჩამოეკიდება ღამურასავით.
იდეაში ჯერ არც გამოვა ღია რომ დაუტოვო და მერე თავისით უნდა დაბრუნდეს, უსაფრთხოებასთან ასოცირდება გალია.
თუ არა და ღამე დაიჭერ და შესვამ.
QUOTE
დენ დარტყმულივით დგას, თმები ყალყზე და პულსი 200

lol.gif დედალი მყავს ასეთი, ბარტყობისას დაუვარდათ რამდენჯერმე მგონი, სერიოზული დებილია. მაგრამ ჭამა უყვარს.

კორელას არ ვიცი რა უყვარს, მე ტალღოვნები მყავს (ყველაზე პატარები) და კამაზე გიჟდებიან.
გალიაში დაუკიდე პატარა ტოტი, შეეჩვევა.
და რამდენიმე დღეში უკვე ხელიდანაც უნდა ჭამოს (რომ მიუშვერ რა, თორემ ხელზე არ დაგაჯდება).
QUOTE
ძალისმიერ მეთოდზე კიდე რავი, ნდობას სულ დაკარგავსო წერენ და რავი, მინდა რომ მივიჩვიო მაგრა

ეგ ვარიანტია, თუ გადაწყვიტე ბარემ ბოლომდე უნდა მიიყვანო საქმე, ან არ სცადო საერთოდ. მე შემეცოდნენ მაგისთვის.

რომ მოშინაურდება, სულ რომ არ იყოს შეჩვეული ინტერესი მოიყვანს, ესენი ხომ ველურები მყავს, თითს ვერ მიადებ, მაგრამ სულ ახლოს ტრიალებენ, აინტერესებთ რას ვაკეთებთ. ერთი მითუმეტეს მოვა.

Posted by: San1 6 Feb 2020, 14:53
MIRAGE2000
ხო ვნახავ აბა კიდე რამდენიმე დღე დაველოდები...
ჩემ ძმაკაცს ყავდა კორელა, და იმასთან რა სიხშირით დავდიოდი, კვირაში რამდენიმე დღე და ის მივიჩვიე, გალიასთან რომ ვჯდებოდი, გისოსებს შორის ისე ყოფდა თავს ინტერესით, ლამის თვალები უცვივდებოდა გარეთ, სტვენაზე მყვებოდა და თავს მაფხანინებდა ყურის ჩხირით მთელი დღე biggrin.gif
ამას რავი ვერაფერი შევატყე მსგავსი...

Posted by: MIRAGE2000 6 Feb 2020, 14:57
San1
ჯერ ეშინია და მაგიტომ.

კაროჩე დაუკიდე ყოველ დღე კამის პატარა ტოტი და მეტი კონტაქტი არ გინდა, 2-3 დღეში კარიც დაუტოვე ღია და გამოძვრება (მთავარია ოთახი იყოს დაკეტილი), შეისწავლის გარემოს.
1 კვირაში კი უნდა გადაუაროს სტრესმა თუ შიშმა.

თუ პროგრესი ვერ დაინახე, დებილი ყოფილა მართლა gigi.gif

Posted by: Qetucha 6 Feb 2020, 19:21
QUOTE
ან მეორე, ძალისმიერი გზა. იჭერ რამდენჯერმე ზედიზედ

ეგრე უფრო დააფრთხობს.დაჭერა საერთოდ არ ჭირდება მოთმინებით თუ აღიჭურვება და ნელ ნელა მიიჩვევს
და არა ძალით დაჭერით უფრო დააფრთხობს დააშინებს და ნდობას ვეღარ მოიპოვებს იმისას ადვილად

დაჭერა შეჩვევის მომენტს უფრო ართულებს და წელავს ხოლმე. თან ძალით დაჭერა არაა რეკომენდირებული

ჩემი დედალი თუთიყუში ისეთი იყო არავის არ ეკარებოდა მშიშარა იყო
მარა თითზე მაინც მაჯდებოდა ხოლმე ხანდახან მხარზეც ისე ახლოს მაინც არ მოდიოდა ხშირად როგორც ჩემი მამალი თუთო
მარა სულ რო არ მომკარებოდა ისეც არ იყო. თან დიდი მოვიყვანე დედალი სულ პატარაობიდან არ მყავდა
მთავარია პატრონმა შეცდომა არ დაუშვას არ აჩქარდეს და მოთმინებით ნელ ნელა მიიჩვიოს.
ნომერ პირველი შეცდომა დაჭერა იქნება ამ შემთხვევაში
ყველა თუთო ინდივიდუალურია ზოგი იოლად შინაურდება ზოგს უფრო მეტი დრო უნდა აქ ასაკსაც აქვს მნიშვნელობა
ბარტყი უფრო იოლად გეჩვევა მარა ხანდახან ხდება ისიც რო ბარტყსაც დიდი დრო ჭირდება
აქ გააჩნია იმას თუთიყუში რამდენდად ფრთხილი და მშიშარაა .
QUOTE
გაუვლის ეს არ დავნებდე, თუ დებილი შემხვდა?

QUOTE
თუ პროგრესი ვერ დაინახე, დებილი ყოფილა მართლა

თუთიყუში თუ მშიშარაა არ აქვს შენი ნდობა რო მოვიდეს ახლოს და ა.შ
ეგ იმას არ ნიშნავს რო დებილია
ყველას თავისებური მიდგომა უნდა. ზოგი უცებ ეჩვევა ადამიანებს ზოგს თვეებიც ჭირდება ზოგს შეიძლება მთელი წელიც დაჭირდეს შიში რო დაძლიოს ზოგი მთელი ცხოვრება მშიშარა რჩება და ვერ ეჩვევა ადამიანს ადვილად.
აქ მაინც მთავარი როლი პატრონზეა არ უნდა დანებდეს

San1
თემის პირველი პოსტი ნახე მთლიანად შესავალი კორელებზეც წერია ბევრი დაგეხმარება

ცოტახანი აცალე ძალიან არ შეაწუხო შეეჩვიოს გარემოს ადაპტაცია მოახდინოს 1-2 კვირა

Posted by: SenatoR 5 Apr 2020, 18:58
თუთიყუშის გალია მინდა , დიდი და კარგი .
ხომ არავინ ყიდით?

Posted by: MicroLab 5 Apr 2020, 22:24
გამარჯობა, წყვილი ტალღოვანი მყავს (2 ნი არიან სქესი ზუსტად არ ვიცი, დედალ მალად ვიყიდე) ვერაფრით მოვიჩვიე 5-6 თვეა მყვანან. ეხლა ამ თემას გადავხედე და თურმე ყველაფერს არასწორად ვაკეთებდი. ტაშებით და დაჭერებით გამომყავდა შემყავდა გალიაში და აწი რომ შევცვალო მიდგომები მაქვს რამე შანსი?

Posted by: Qetucha 5 Apr 2020, 23:19
MicroLab
QUOTE
გამარჯობა, წყვილი ტალღოვანი მყავს (2 ნი არიან სქესი ზუსტად არ ვიცი, დედალ მალად ვიყიდე) ვერაფრით მოვიჩვიე 5-6 თვეა მყვანან

ორის ერთად მოჩვევა რთულია თან არ არიან პატარები როგორც ამბობ.
როცა მოჩვევა უნდათ თუთიყუშის მოყავთ მარტო ერთი ბარტყი იმას იჩვევენ
და მერე მოყავთ მეორე როცა ერთი უკვე კარგათ ყავთ მოჩვეული
ხშირად მეორე თუთო ესე მოყვანილი პირველს ბაძავს რო ხედავს იმას არ ეშინია პატრონის და ა.შ ისიც იგივეს აკეთებს
მარა ზოგი მაინც მშიშარა რჩება მაგის მიუხედავათაც.
ყველაზე კარგია თუთიყუში იყოს ბარტყი და მარტო რო მიიჩვიო. ეხლა ორის ერთად მიჩვევა გაგეწელება შეიძლება ვერ მიიჩვიო ვერც ერთი.
თუმცა ცდა ბედის მონახევრეა და არაფერია გამორიცხული თუ სწორად გააკეთებ მაგ მოჩვევის პროცესს და უფრო არ დააშინებ
თან უკვე საკმაოდ დაგიშინებია მსგავსი დაჭერებით.
თუთოების ნდობის მოპოვება არაა ადვილი შეიძლება აღარც გენდონ იმ შიშის მერე რაც მიიღეს იმ ძალით დაჭერებით
იმიტო რო საკმაო სტერსს მიიღებდნენ
ბარტყის მიჩვევა უფრო ადვილია და დიდს უკვე ბოლომდე აქვს თავის ხასიათი ჩამოყალიბებული და ეგ უფრო ართულებს მიჩვევას

შეეშვი არ შეაწუხო აღარ დაიჭირო ადრინდელიით ეცადე ტაშით და მკვეთრი ხმებითაც ნუ შეაშინებ დააცადე დამშვიდნენ.
რაღაც შანსი ყოველთვის არსებობს მთავარია ყველაფერი სწორად ქნა და ხელახალი შეცდომა აღარ დაუშვა
მთავრია რო აღარ შეეშინდეთ უფრო მეტად ხელახლა
დააცადე თავისი ცხოვრებით იცხოვრონ შენი ზედმეტი ჩარევების გარეშე ჯერჯერობით
შეგიძლია მარტო საჭმელი წყალი გამოუცვალო და გალია გაუსუფთავო და მეტი არაფერი ქნა რამდენიმე დღე.
სულ ელაპარაკე ეგეც მთავარი ხერხია მიჩვევის ხმას ეჩვევიან და ცნობენ იმისას ვინც ხშირად ელაპარაკებათ
მერე შეგიძლია უკვე ნელ-ნელა აუჩქარებლად და მკვეთრი მოძრაობების გარეშე დაიწყო შეჩვევის ამბებზე ზრუნვა მარა ორის შემთხვევაში 100 პროცენტიან გარანტიას ვერავინ მოგცემს რო უეჭველი შეიჩვევ თან არც პატარები არ არიან მარა ცდა ბედის მონახევრეა და არაფერია გამორიცხული.
ისიც იცოდე რო შეჩვევის პროცესი 2 დღეში არ ხდება ზოგადად და შეიძლება უფრო დიდი დრო დაგჭირდეს იმის გამოც რო ორი გყავს .
თუ ხვდები რო დიდი ხნის ლოდინის ნერვები არ გაქვს და მალე გინდა მოხდეს ეგ ამბები ჯობია არც ეცადო და დაიწყო მაშინ მიჩვევაზე ფიქრი მითუმეტეს არც ზუსტად ვიცით შედეგს თუ გამოიღებს მარა პატრონი როცა აკეთებს ისე ყველაფერს როგორც საჭიროა ხშირად ეგ ეტყობა თუთოებს. შეიძლება ეგ დიდი თუთოები 24 საათი შენზე არ იყვნენ მოწებებულები როგორც ხშირ შემთხვევაში ბარტყია ხოლმე მაგრამ ოდნავ მაინც რო მიიჩვიო ეგ ჩემი აზრით შეცდომის არ დაშვების შემთხვევაში არ უნდა იყოს მიუღწეველი

Posted by: PAINKILLER 6 Apr 2020, 14:44
QUOTE (MicroLab @ 5 Apr 2020, 22:24 )
გამარჯობა, წყვილი ტალღოვანი მყავს (2 ნი არიან სქესი ზუსტად არ ვიცი, დედალ მალად ვიყიდე) ვერაფრით მოვიჩვიე 5-6 თვეა მყვანან. ეხლა ამ თემას გადავხედე და თურმე ყველაფერს არასწორად ვაკეთებდი. ტაშებით და დაჭერებით გამომყავდა შემყავდა გალიაში და აწი რომ შევცვალო მიდგომები მაქვს რამე შანსი?

ზრდასრულ ტალღოვანებს ვერ მიიჩვევ, თუ წყვილია მითუმეტეს, ისედაც საკმაოდ მშიშრები არიან ზოგადად...



დედალ-მამალის განსხვავება არ არის რთული, მამალს ლურჯი ფერის ნესტოები აქვს, დედალს ყავისფერი ან მოვარდისფრო

user posted image



Posted by: Qetucha 6 Apr 2020, 14:54
QUOTE
ზრდასრულ ტალღოვანებს ვერ მიიჩვევ, თუ წყვილია მითუმეტეს,

ეგრე გადაჭრითაც ვერ იტყვის ადამიანი ცდა ბედის მონახევრეა და გამორიცხული არაფერია
მარა 100 პროცენტიდან ძალიან მცირე შანსები შეიძლება იყოს იმის რო ორი თუთიყუში მიიჩვიოს .
პატარა უფრო უკეთესია მთელი ყურადღება შენზე ექნება და ორს ერთმანეთზე ექნებათ ყურადღება და ადამიანს ისე მიჯაჭვული არ იქნება როგორც ბარტყი და ეგ არი ყველაზე დიდი ხელის შემშლელი ფაქტორი

Posted by: PAINKILLER 6 Apr 2020, 14:59
QUOTE (Qetucha @ 6 Apr 2020, 14:54 )
QUOTE
ზრდასრულ ტალღოვანებს ვერ მიიჩვევ, თუ წყვილია მითუმეტეს,

ეგრე გადაჭრითაც ვერ იტყვის ადამიანი ცდა ბედის მონახევრეა და გამორიცხული არაფერია
მარა 100 პროცენტიდან ძალიან მცირე შანსები შეიძლება იყოს იმის რო ორი თუთიყუში მიიჩვიოს .
პატარა უფრო უკეთესია მთელი ყურადღება შენზე ექნება და ორს ერთმანეთზე ექნებათ ყურადღება და ადამიანს ისე მიჯაჭვული არ იქნება როგორც ბარტყი და ეგ არი ყველაზე დიდი ხელის შემშლელი ფაქტორი

მარტო უნდა იყოს რომ მიგეჩვოს, გინდა პატარა იყოს და გინდა დიდი


წყვილი თუ არის, ვერ მიიჩვევ ვერანაირად (ან ერთი უნდა მიიჩვიო ჯერ და მერე მეორე მიუყვანო, ისიც ახალგაზრდა უნდა იყოს რომ იმის ქცევები გაიმეოროს)

Posted by: Qetucha 6 Apr 2020, 15:05
PAINKILLER
QUOTE
წყვილი თუ არის, ვერ მიიჩვევ ვერანაირად (ან ერთი უნდა მიიჩვიო ჯერ და მერე მეორე მიუყვანო, ისიც ახალგაზრდა უნდა იყოს რომ იმის ქცევები გაიმეოროს)


არც ეგენი არიან ბებრები ასაკით როგორც იძახის. თუ მართლა მაგხელები მიყიდეს და უფრო დიდები არ მიყიდეს და მოატყუეს
მარა ნახევარი წლის თუთოსაც და ერთი წლის თუთოსაც უკვე თავისი ხასიათი და ფსიქოლოგია აქვს ჩამოყალიბებული

უბრალოდ უნდა სცადოს თუ მაინც უნდა ცდა თუ შეატყობს რო აზრი არ აქვს შეეშვას მაგ ცდასაც გააჩნია ისე არ უნდა ქნას მაგ ცდით უარესად დააშინოს თავისდაუნებურად ყველა ნაბიჯი სანამ რამეს ცდის გადადგმამდე წინასწარ კარგად უნდა გათვალოს და ფრთხილად გადადგას
მარა მე 1–2 მაგალითი მინახავს დიდი თუთოებიც ოდნავ მიუჩვევიათ ოღონდ იშვიათად მარა მიუჩვევიათ წყვილებიც და მარტო მყოფებიც

თუმცა პატარის და ერთის მიჩვევა ბევრად უფრო მოსახერხებელია და უფრო
ბევრი შანსი არსებობს

თან ადამიანს იმედი რატო უნდა გადაუწურო როცა უნდა სცადოს და უნდა დაშვებული შეცდომები გამოასწოროს მიდგომები შეცვალოს იქნებ გაამართლოს და მიიჩვიოს და გამოუვიდეს. 7 წლის თუთიყუში მიიჩვია ერთმა მართალია იმას ერთი ყავდა მარა მაინც ძალიან დიდ ენერგიებათ დაუჯდა ეს ყველაფერი ძალიან მაინც ვერ მიიჩვია
და იმას არც არავინ ამბობს რო 24 საათი გვერდიდან შეიძლება არ მოსცილდნენ ბარტყებივით მარა
ის მაინც ხო შეიძლება თითზე დააჯდნენ იშვიათად სულ არაფერს ხო ჯობია. ძალიან დიდი ნერვების ფასად დაუჯდება ორის ერთდროულად მოჩვევა მე ვცდიდი მაინც თუ ვნახავდი რო აზრი არ ექნებოდა შევეშვებოდი ხო დავრწმუნდებოდი მაინც რო აზრი არქონდა ჩემ თუთოებთან მიჩვევაზე ფიქრს და ნაცადიც მექნებოდა.მარა მაგისი 100 პროცენტიანი გარანტია არ არსებობს რო უეჭველი გამოუვა თუმცა ცდა შეიძლება. იმიტომცაა დიდი თუთოების მიჩვევის ფაქტები ძალიან ცოტაა მარა ჩემი აზრით პატრონეა მაინც დამოკიდებული მიდგომა და ა.შ რაღაცას მაინც მიაღწევს თუარ დანებდა.ეგრე არც ლაპარაკის სწავლაზე და არც ბარტყის მოჩვევაზეა 100 პროცენტიანი გარანტია თუთიყუშს გააჩნია რამდენად მშიშარა და ფრთხილია პირველ რიგში მარა პატრონის მიდგომებზეც არის ბევრი რამე დამოკიდებული

Posted by: MicroLab 6 Apr 2020, 19:57
ლაპარაკის სწავლა და თითზე დაჯდომა არიმინდა დიდად. ისედაც მომწონს მაგათი ყურება და მოსმენა. ჩემი მიზანია თავისუფლად გამოვიდნენ როცა უნდათ გარეთ იფრინონ როგორც უნდათ და ღამე შეძვრნენ თავიანთ გალიაში რომ კარი დავუხურო კატისგან თავდასაცავად.
ადრე სულ არ გამოდიოდნენ ეხლა რაც კარანტინია და სულ სახლში ვართ ცოტა გააქტიურდნენ, გამოდიან ხოლმე. ზოგჯერ შესვლას რომ აგბიანებდნენ და გარეთ დაძინებას აპირებდნენ მაშინ ძალით შეგვყავდა ხოლმე. ეხლა აღარ შევიყვან მაშინ იყოს გარეთ და კატას სხვა ოთახში დავაძინებ.

Posted by: Qetucha 6 Apr 2020, 21:43
MicroLab
ანუ ახლო კონტაქტი მაინცდამაინც არაა მთავარი შენთვის.როცა გამოვლენ გარეთ ძალით არ დაიჭირო და რაღათქმაუნდა აღარ დაიჭერ როცა მოშივდებათ და ფრენით დაიღლებიან თავისით შევიდნენ უნდა წესით . და პირველ რიგში კატა მოარიდეთ ხოლმე.უფრო ჯობია როცა თუთიყუშები ოთახში იქნებიან იმ მომენტში კატა ცალკე ოთახში გაიყვანო
ლაპარაკს ისედაც ვერ ასწავლიდი ორს ერთად .თავისუფლად გამოსვლას და ა შ ეტაპობრივად დაიწყებენ .იმიტო მოუხშირეს გარეთ ყოფნას აქამდე ხშირად მარტო იყვნენ ალბათ ეხლა რო ხედავენ ოთახში ხშირი მოძრაობაა და ა.შ ინტერესი აქვთ.დაუცადე იქამდე ხოლმე სანამ არ შევლენ გალიაში თავისით ხოლმე გარეთ რომც დაიძინონ ცოტა ხანს გაიღვიძებენ და შევლენ რო მოშივდებათ და დაიღლებიან უნდა შევიდნენ ყველა ვარიანტში

Posted by: MicroLab 8 Apr 2020, 13:40
ძირითადად მთელი დღე კარი ღია აქვთ. 1-2 ჯერ გამოვიდნენ და შევიდნენ. თავისუფალ დროს გალიასთან შორიახლოს ვდგები და ველაპარაკები. იმდენად აღარ მიფრთხიან ადრე გალიასთან რომ გავივლიდი ჩხუბობდნენ. ეხლა ხელი თუ არ შევყავი აღარ აპროტესტებენ. ვცდილობ გალიაზე ხელი მივადო უბრალოდ ისე რომ არ შეეშინდეთ. საჭმლით ვერ ვხიბლავ დიდად თავისი საჭმლის გარდა არაფრით ინტერესდებიან. მოხარშული კვერხი მოსწონთ მარტო. მწვანილი სტაფილო და ეგეთეგი კიდიათ...
კატაც მინდა ცოტა მიეჩვიოს ამ გარემოებას smile.gif თევზები, თუთიყუშები კატა და კატა მყავს სახლში არ მინდა მტრული დამოკიდებულება ჰქონდეთ smile.gif

Posted by: Qetucha 8 Apr 2020, 19:18
MicroLab
QUOTE
ძირითადად მთელი დღე კარი ღია აქვთ. 1-2 ჯერ გამოვიდნენ და შევიდნენ. თავისუფალ დროს გალიასთან შორიახლოს ვდგები და ველაპარაკები. იმდენად აღარ მიფრთხიან

არაა აუცილებელი მთელი დღე გალიის კარი ღია იყოს დღეში 1-2 საათი საფრენად ყოველდღიურად სრულიად საკმარია.
ზოგი თუთიყუში რომელსაც სულ ღია აქვს გალიის კარი გარეთ ყოფნას ეჩვევა უფრო მეტად და სახლში შესვლა იმდენად ხშირად აღარ უნდა ზოგჯერ ხოლმე
კარგია. თუ უკვე ნელ-ნელა იწყებენ უკვე ''გაშინაურებას" ასე თუ ისე.
QUOTE
კატაც მინდა ცოტა მიეჩვიოს ამ გარემოებას

კატა შეგიძლია შენი მეთვალყურეობის ქვეშ გყავდეს და ისე დააკვირდე არაფერი უქნას
მაინც მტაცებლური ინსტიქტები აქვთ კატებს და კატის მარტო თუთიყუშებთან დატოვება საშიშია
ისე მე მაინც ვერ გავრისკავდი მე კატის სიახლოვეს მყოლოდა თუთიყუში ჩემი მეთვალყურეობის პირობებშიც
მე ძალიან მეშინია და ვრთხილობ ესეთ რაღაცეებში
თუმცა არი ბევრი შემთხვევა როცა '' მეგობრობენ ''კატა და თუთიყუშები მარა ბოლომდე არც მაგ დროს უნდა ენდოს პატრონი და არ უნდა დატოვოს უყურადღებოთ მარტო ჩიტებთან
ეცადე არ დააფრთხო მკვეთრი მოძრაობებით.გალიის გარედან ხელების დადებამ შეიძლება დააფრთხოთ იმიტომ იციან რო გალია მაგათი სახლია და რო დაინახავენ რო გალიის გარედან ხელებს და ა.შ შეიძლება იფიქრონ ეგ საფრთხის მომასწავლებელია
თბილად მშვიდი ტონით ელაპარაკე ორივეს
მერე შეიძლება დროთა განმავლობაში გამოხატონ საჭმლით დაინტერესებაც და შენი ხელიდანაც გაბედონ ჭამა გალიაში მარა მაგას რო მიაღწიო ნელ- ნელა უნდა სცადო ხოლმე ეგ უფრო რო არ შეაშინო
ხელის შეყოფა და საჭმლის დაყრა ზედ და იქვე შორიახლოს საჭმლიანი ხელის დაყოვნება
ჯერ მაგათვის უცხო იქნება ის ხელის შეყოფა გალიაში შიშის მომასწავებელი და იმიტო აპროტესტებენ რო მიხვდებიან რო არაფერს დაუშავებს ეგ ხელი აღარ გააპროტესტებენ
საბოლოოდ უნდა დარწმუნდნენ რო საფრთხეს არ წარმოადგენ მითუმეტეს ემახსოვრებათ ის ძალით დაჭერები და ფრთხილები იქნებიან
მაინც მარა დროთა განმავლობაში შეიძლება გაბედონ და დაინტერესდნენ თითზე დაჯდომით ან ხელიდან ჭამით. მარა თუ შეატყობ რო პანიკდებიან იმ ხელზე მოარიდე ეგ ხელი და დრო და დრო ხელახლა სცადე . ისე ჩემი აზრით ჯობია მგონი ჯერ გარემოს და შენ შეგეჩვიონ შორიდან და მერე უკვე ეცადო ხელიდან ჭამა ხელზე დაჯდომა ეცადო არაფრით არ დააძალო იმის გაკეთება არცერთს რაც არ უნდათ

Posted by: sweetAppletree 8 Apr 2020, 19:41
QUOTE (Qetucha)
კატა შეგიძლია შენი მეთვალყურეობის ქვეშ გყავდეს და ისე დააკვირდე არაფერი უქნას
მაინც მტაცებლური ინსტიქტები აქვთ კატებს და კატის მარტო თუთიყუშებთან დატოვება საშიშია

ჰო, ჩემმა შეჭამა.
გალიის კარის გაღება ისწავლა თუთომ და ერთ დღესაც თვითნებურად რომ გამოფრინდა, ფისომაც სხვა ოთახში დამიგულა, სტაცა მაშინვე კლანჭი. საცოდავი, ისეთი ჟივჟივი ატეხა... უცებვე მივედი, მაგრამ ვერ ვუშველე. საყვარელი ვინმე იყო, მოჟღურტულე, ძალიან კონტაქტური და უშიშარი

Posted by: Qetucha 8 Apr 2020, 19:48
sweetAppletree
QUOTE
ჰო, ჩემმა შეჭამა.

sad.gif

ცუდი რამე მოსვლია საწყალ თუთიყუშს sad.gif

ჰო არ უნდა უნდა ენდო ბოლომდე ცხოველს რომელსაც მტაცებლური ინსტიქტები აქვს და რომელსაც ფრინველთან ახლო კონტაქტი უნდა ქონდეს
იმიტომ რო არავინ იცის როდის გამოავლენს ბუნებისგან მინიჭებულ ინსტიქტს და ხშირად პატრონის იქ ყოფნის დროს ბევრი კატა ვერ ბედავს თავს დაესხას თუთიყუშს და მარტო უნდა დაიგულოს ხოლმე. პატრონსაც 100 თვალიდა 100 ყური უნდა ქონდეს როცა კატა და ჩიტი ერთად იქნებიან ზოგმა კატამ შეიძლება მაინც გაბედოს რამე პატრონის იქ ყოფნის მიუხედავათაც ამიტომ ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო რო გაუთვალისწინებელი შენი თუთოს ბედი არ გაიზიაროს სხვა თუთიყუშებმაც sad.gif

Posted by: sweetAppletree 8 Apr 2020, 20:06
Qetucha
მეზობელს ყავდა კატა წიწილებს ზრდიდა smile.gif
მაგრამ მაინც საფრთხილოა, გეთანხმები.
პ.ს. უკბინა და მოკვდა, არ შეუჭამია. მიწას მივაბარეთ

Posted by: MicroLab 8 Apr 2020, 22:22
QUOTE

არაა აუცილებელი მთელი დღე გალიის კარი ღია იყოს დღეში 1-2 საათი საფრენად ყოველდღიურად სრულიად საკმარია.

არ გამოდიან. უბრალოდ ღიაა კარი. ეხლა დაიწყეს გამოვლენ რამოდენიმე წამი გალიას მოეპოტინებიან შევლენ.
ან გამოფრინდება მცირე წრეს მოარტყავს შევა. დიდი ხანი არ დაფრინავენ. თუ გამოდიან დიდი ხნით ფანჯრის რაფაზე სხედან და იქედან გვათვალიერებენ smile.gif

ხელის მიჩვევა მინდა საკვებურის შევსების გამო. როცა გამომაქვს ფრთხებიან ხოლმე. ნელ ნელა უკლეს ფრთხობას. ბოლო დროს დავამუღამე რომ მაკვირდებიან გავლა გამოვლის დროსაც მიყურებენ.
მოკლედ მე ან ზედმეტად მოტივირებული ვარ ან აშაკარად პროგრესი მაქვს ცოტა smile.gif

Posted by: Qetucha 8 Apr 2020, 22:41
MicroLab
QUOTE
მოკლედ მე ან ზედმეტად მოტივირებული ვარ ან აშაკარად პროგრესი მაქვს ცოტა

ცოტ-ცოტა ორივეა
QUOTE
ეხლა დაიწყეს გამოვლენ რამოდენიმე წამი გალიას მოეპოტინებიან შევლენ.

გაახშირებენ ნელ-ნელა მაინც ფრთხილობენ
QUOTE
ხელის მიჩვევა მინდა საკვებურის შევსების გამო. როცა გამომაქვს ფრთხებიან ხოლმე. ნელ ნელა უკლეს ფრთხობას. ბოლო დროს დავამუღამე რომ მაკვირდებიან გავლა გამოვლის დროსაც მიყურებენ.

ეგენი სულ აკვირდებიან გარემოს და ადამიანებს სადაც არიან ყოველთვის
ხელსაც უფრო და უფრო მიეჩვევიან ნელ-ნელა მთავარია არ აჩქარდე და ყველაფერი ნელა და ფრთხილად ქნა

Posted by: Qetucha 15 Apr 2020, 17:13
ვის მოენატრა ჩემი ბიბუ

უკვე ბიბუ პაპაა

user posted image

ამ თემის ძველ აქტიურ ფორუმელებს კი გემახსოვრებათ ჩემი ბიბუ

Posted by: aabbaa 21 Apr 2020, 13:15
რა ლამაზია, ახლა რა მინდა გკითხოთ გამოცდილებს. მე ასე 7 თვეა მოვუყვანე,ბიჭია, პატარა იყო ყველაფერს ვაკეთებდი რო მიმეჩვია,ველაპარაკები,სახელს ვასწვლიდი.რავიცი ვერც ვერაფერს სწავლობს და მაინც დაფეთებულია.სხვა ოთახში თუ გავიყვანე ხო საერთოდ. არადა გადაყოლილები ვართ. ნუ ანუ უნიჭოა?

Posted by: Qetucha 21 Apr 2020, 18:18
aabbaa
QUOTE
რა ლამაზია

love.gif
მადლობა
QUOTE
ნუ ანუ უნიჭოა?

ჯერ მაინც არაა ბოლომდე თავისუფლად და იმიტომაა დაფეთებული
შეიძლება რაღაც შეცდომა დაუშვი ახლო კონტაქტისას და უფრო დააშინე

ნიჭიერი თუთიყუში იმას არ ქვია მარტო ვინც პატრონისგან ყველაფერს სწავლობს და ა.შ ყველა თუთიყუში გონიერია
არ აქვს იმას მნიშვნელობა ადამიანზე მიჩვეულია თუარა ლაპარაკი იცის თუ არა
მთავარია პატრონის დამოკიდებულება როგორია ხო არ ჩქარობს მიჩვევას და უფრო უკარგავს ნდობას. თორე სწორი მოქცევით თუთიყუში შეუძლია ადამიანმა დაიმეგობროს პატარაობიდან

Posted by: aabbaa 21 Apr 2020, 19:42
კი მასე ვართ ანუ თავიდან არც ვეკარებოდი,მხლლოდ კვების გამიცვლისას და გალიის გასუფთავებისას.მერე ნელნელა ლაპარაკი დავუწყეთ.ნუ თავის ადგილას როცაა მშვიდათაა.თამაშობს,გვაკვირდება.მეც იმედი მაქვს რომ კიდე უფრო და უფრო მიგვეჩვევა და მერე ეგებ თავისი სახელიც თქვას yes.gif

Posted by: Qetucha 21 Apr 2020, 21:04
QUOTE (aabbaa @ 21 Apr 2020, 19:42 )
კი მასე ვართ ანუ თავიდან არც ვეკარებოდი,მხლლოდ კვების გამიცვლისას და გალიის გასუფთავებისას.მერე ნელნელა ლაპარაკი დავუწყეთ.ნუ თავის ადგილას როცაა მშვიდათაა.თამაშობს,გვაკვირდება.მეც იმედი მაქვს რომ კიდე უფრო და უფრო მიგვეჩვევა და მერე ეგებ თავისი სახელიც თქვას yes.gif

გააჩნია რამხელა იყო რო მოიყვანე მართლა ბარტყი მოგყიდეს თუ არა თან გაითვალისწინე 100 პროცენტიან გარანტიას არავინ მოგცემს უჭველი რო ისწავლის ლაპარაკს
ეგ თუთიყუშზეა დამოკიდებული რამდენად გამოხატავს სწავლის ინტერესს.

Posted by: trendygirl.me 22 Apr 2020, 00:54
მე მყავდა ბიჭი თუთიყუში და დებილი მეგონა. ეხლა გოგო მყავს და თურმე ბიჭი გენიოსი ყოფილა - ხელიდანაც ჭამდა, რაღაცას რო ვაკეთებდი, მოდიოდა ისიც იქექებოდა, ის კი არა, კომპიუტერთან რო იჯდა, მაუსის ისარს დასდევდა ხოლმე ეკრანზე და პლანშეტზე კიდე fruit ninja-ს თამაშობდა biggrin.gif მარა ლაპარაკი არ იცოდა. ეხლა გოგო მყავს და ეს იმენნა ქალია -მარტო სარკეში იხედება სულ და ჭიკჭიკებს, არც ახლოს არ მოდის, არც არაფერს არ აკეთებს, არც ლაპარაკობს biggrin.gif თან მაგარი გაფუჭებული ქალია biggrin.gif რამე ამოწეული თუ ნახა, ზემოდან მოაჯდება და კუდის ქვეშა ადგილით ეხახუნება tongue.gif

Posted by: Qetucha 22 Apr 2020, 02:11
aabbaa
QUOTE
ნუ თავის ადგილას როცაა მშვიდათაა.თამაშობს,გვაკვირდება.

გალიას არ უცვალო ადგილი იქამდე მაინც სანამ არ მოიჩვევ .
თანდათან უფრო გაშინაურდება ოღონდ ყველაფერი ერთბაშად დ ა უცებ არ უნდა მოინდომო . და ყველაფერი იქნება თავის დროზე . თანდათან და ნელნელა მოიჩვევ

trendygirl.me
საკრე სანამ გალიაში ედგმება არც ახლოს არ მოვა და არც არაფერს გააკეთებს კიდე კაი ხანი იქამდე სანამ სარკეს არ ამოაცლი
სანამ მაგით ერთობა შენ ყურადღებას არ მოგაქცევს რამე რო ასწავლო

Posted by: trendygirl.me 22 Apr 2020, 09:30
Qetucha

საქმეც იმაშია რო სარკე გალიაში კი არ აქვს, სახლში პოულობს და შიგ იყურება biggrin.gif

Posted by: ioram17 22 Apr 2020, 18:00
ხომ ვერ მეტყვით, საუბარს რომელი უფრო კარგად სწავლობს (რა თქმა უნდა იაფიც რომ ღირდეს) ?

Posted by: Qetucha 22 Apr 2020, 21:32
ioram17
ტალღოვანი თუთიყუში
აი ეს
ოღონდ ბარტყი უნდა იყოს.და 100 პროცენტიან გარანტიას ვერავინ მოგცემს
რო უეჭველი ისწავლის მარა ბარტყი თუ იქნება და მამალი შანსები იზრდება

user posted image

ტალღოვანი თუთიყუშია ამ სურატში როა მარა ამ სურათში ზრდასრულია და არა ბარტყი

Posted by: trendygirl.me 24 Apr 2020, 18:08
ioram17

ჟაკო.

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9F%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9D


Posted by: Qetucha 24 Apr 2020, 21:33
trendygirl.me
ჟაკო იცი რა ღირს? ადამიანმა თქვა იაფი რო ღირდესო

Posted by: tactikal777 26 Apr 2020, 14:18
user posted image
მეორადია უდეფექტო, გარეცხილ გაწმენდილ მდგომარეობაში, თქვენთვის მისაღებ ფასად თბილისის თქვენივე მისამართზე მოგაწვდით ნებისმიერ დროს. პმ

Posted by: bigmaster 30 Apr 2020, 02:10
QUOTE (Qetucha @ 22 Apr 2020, 21:32 )
ioram17
ტალღოვანი თუთიყუში
აი ეს
ოღონდ ბარტყი უნდა იყოს.და 100 პროცენტიან გარანტიას ვერავინ მოგცემს
რო უეჭველი ისწავლის მარა ბარტყი თუ იქნება და მამალი შანსები იზრდება

user posted image

ტალღოვანი თუთიყუშია ამ სურატში როა მარა ამ სურათში ზრდასრულია და არა ბარტყი

როგორ უნდა გავიგო რამხელაა? კუდი აქვს უკვე იმდღეს ვიყიდე ბარტყიაო მითხრეს, სულ ერთნაირი ზომისები იყვნენ ბარტყები არიანო ტელევიზიის წინ როა ზოოპლაზა თუ ზოომარტი მანდ ვიყიდე.. ძაან ცელქია რაღAც სასწაულ მოძრაობებს აკეთEბს გალიაში აკრობატივით ფეხი გაიჭრა ძლივს გავუჩერე სისხლი

Posted by: Qetucha 30 Apr 2020, 08:44
bigmaster
თემის შესავალი ნახე

ბარტყს კუდის ბოლო და ფრთების ბოლო მოზრდილთან შედარებით მოკლე უნდა ქონდეს და თავი დაზოლილი ბოლომდე აი ესე დაახლოებით
user posted image

Posted by: bigmaster 15 May 2020, 12:58
ფანჯრიდან გაფრინდა თუთიყუში ტალღIსებური და რა შეიძLება ვქნა? : / სწრაფია ჯიჟივით არი გადარჩება თუ მოკვდება?

Posted by: მოლკო 27 May 2020, 12:58
აუ პირველ გვერდზე რაც წერია მემგონი ყველაფერი დავარღვიეთ sad.gif

ვიყიდე და ი ქვამარილიც "შემტენეს' აუცილებლად სჭირდებაო :დ

დედალი აიყვანე უკეთესსაც ითვისებსო :დ

ის საჭმელიც მარჩიეალა თუ რაღაც მსგავსი მომცეს sad.gif

და კუდიც გრძელიც აქვს არადა ერთი თვის არისო sad.gif

სამი დღეა გვყავს და რაღაც ნერვიულობს ბევრს არ ისვენებს იქნებ დამეხმაროთ :დ

პლიუს ცარცი დავუტოვო თუ ეგეც მოვუხსნა?


მივიღებ კიდე რჩევებს რამე მარტივს sad.gif


Posted by: Qetucha 27 May 2020, 22:51
მოლკო
ცარცი დაუტოვე კალცისთვისაა
ჯანმრთელი თუთიყუში მოძრავი მშიშარა და მოუსვენარი უნდა იყოს
დააცადე შეეჩვიოს გარემოს ახალ გარემოშია და ფაქტია დასტრესილი იქნება ჯერ

Posted by: მოლკო 28 May 2020, 00:44
Qetucha

ხო რავი მეცოდება ძN

ხან ამტვრებს და ანგრევს ყვეალფერს

ხან ზის მუდოსავით sad.gif


Posted by: TAG 4 Jun 2020, 22:58
1 თვის ვერ იქნება სადღაც 2 თვე ჭირდება რო ბულმბულები ამოუვიდეთ...

Posted by: Shiva> 6 Jun 2020, 22:54
ხალხნო კარგი ვეტერინარის საკონტაქტო ინფო მომეცით რა..

Posted by: ONODA 30 Jun 2020, 22:26
კორელა ვის გყავთ? საჭმელს სად ყიდულობთ?
მოკვდა მზესუმზირის ჭამით facepalm.gif

Posted by: guriaaa 19 Jul 2020, 11:40
მეგობრებო
ტალღოვანი მყავდა ორი...
ახლა ყიდვას ვაპირებ ..ბავშვები მთხოვენ ძალიან და რას მირჩევთ რომელი ავირჩიო...
იადონი? ჟაკო? ...

გალია ასეთი შემომრჩა

user posted image

აი ესენი როგორი ტიპები არიან?
user posted image

Posted by: San1 22 Jul 2020, 02:58
ყელსაბმიანი თუთიყუშის შოვნა სად შეიძლება? biggrin.gif

ვინმე ბრიდერი არის თუ იცით?
ან რავი, მაღაზია სადმე?

Posted by: Qetucha 27 Jul 2020, 01:23
San1
https://www.facebook.com/Pet-Marks-1258981624207077/

აქ იყიდი

ჯანმრთელი და კარგად მოვლილი თუთიყუშები ყავთ ეს მაგათი
გვერდია

მაღაზია pet marks

აგრარულ უნივერსიტეტში აქვთ მთავარი ფილიალი და კიდე მეორე პატარა ფილიალი თამარაშვილის 12 ში

ყელსაბამიანებიც ყავთ ხოლმე ალბათ ეხლაც ეყოლებათ

Posted by: OGG 27 Jul 2020, 10:12
guriaaa
QUOTE
აი ესენი როგორი ტიპები არიან?

მე მყავს მამალ-დედალი... მამალი ძაღლივით იკბინება.. რამდენიმეჯერ სისხლიც მადინა თითიდან, ოღონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითს მიუშვერ.. ისე ძალიან გონიერები არიან, მაგრამ ჯიუტები smile.gif ერთი პერიოდი მამალი მარტო გვყავდა გალიაში და ოთახიდან როგორც კი გავიდოდით და მარტო რჩებოდა, თავზე იმხობდა გალიას aba.gif დედალი უფრო მშვიდია, მარტო მამალს ეკაპასება biggrin.gif

უცებ რა სურათიც ვიპოვე :

Posted by: guriaaa 27 Jul 2020, 19:21
OGG

ვაუ ძაან საყვარელია...
თუ იკბინება არ მაწყობს, ძალიან ცნობისმოყვარე პატარა გოგო მყავს სახლში..smile.gif


Posted by: OGG 28 Jul 2020, 03:32
guriaaa
QUOTE
თუ იკბინება არ მაწყობს, ძალიან ცნობისმოყვარე პატარა გოგო მყავს სახლში..

მამალი იკბინება, თუმცა ხელით როცა იჭერ არ იკბინება... მიშვერილი თითი თუ დაინახა მარტო მაშინ "აგრესიულდება" biggrin.gif დედალს ლეკვივით ეფერებიან ჩემებიც.... დედალმა ქაღალდის წიწკვნა და მერე სიგრძეზე ფრთებქვეშ ამოლაგება იცის...

ისე სილკტივის პულტებს ემტერებიან ორივენი, თუ მოიხელთეს უკანა ხუფს აძრობენ და ელემენტებს ამოყრიან წამებში biggrin.gif

Posted by: PAINKILLER 28 Jul 2020, 10:11
QUOTE
სილკტივის პულტებს ემტერებიან ორივენი, თუ მოიხელთეს უკანა ხუფს აძრობენ და ელემენტებს ამოყრიან წამებში

OGG

რა ტექნოლოგიური ფრინველები ყოფილან, ტვ-ში რომელ არხს უყურებენ ხოლმე, Animal Planet-ს? biggrin.gif

Posted by: Qetucha 28 Jul 2020, 11:52
OGG
QUOTE
დედალმა ქაღალდის წიწკვნა და მერე სიგრძეზე ფრთებქვეშ ამოლაგება იცის...

ბუნებაში როცა ბუდის გაკეთება უნდათ მაშინ აგროვებენ იქაც ბევრ რაღაცას კუდში და ფრთებშიც
ასე რო ბუნებვრივი ჩვევა აქვთ ეგ დედლებს და სახლშიც იმიტომ აკეთებენ დედლები ქაღალდებით

guriaaa
OGG
ნებისმიერი სახეობის თუთიყუში იკბინება თავიდან როცა არაა მიჩვეული ადამიანზე.
თუ პატარაობიდანვე სწორად მიიჩვევთ ნაკლებათ ან საერთოდ არ იკბინებიან მერე.
და თუ მიჩვეული გყავთ და მაინც იკბინება იმ კბენასაც თავისი მიზეზი აქვს ხოლმე უმიზეზოდ არ იკბინებიან

კბენას ვერ გადააჩვევთ თუთიყუშს ეგაა გამორცხული.თუთიყუშის კბენას აქვს რამდენიმე მიზეზი:
1: ხშირად კბენა მათი თავდაცვის იარაღია თავს იცავს როცა ბოლომდე არ გენდობათ ეშინია და არაა მიჩვეული თქვენზე
2: რამე არ მოწონოს და პროსტესტს მაგ გზით გამოხატავს
მაგალითად გინდათ დაგაჯდეთ ხელზე მიგაქვთ ხელი და იმას არ უნდა დაჯდომა მაინც არ ნებდებით და ის გაბრაზებული იკბინება. ხშირად კბენის მიზეზი შეიძლება
იყოს ჩიტის შეწუხება როდესაც ზედმეტად აწუხებთ მას.
3: კბენით მიგანიშნებთ რო უფროსი ისაა და როგორც იმას უნდა ისე იქნება
4: ხშირად მაშინაც იკბინებიან როცა უკვე შეწყვილების დრო ასაკი უწევთ და სექსუალურად არიან აღგზნებულები მაგ დროს არიან ხშირად უფრო აგრესიულები რაც კბენაში გამოიხატება.
თუთიყუშის კბენა განსხვავდება სახეობების მიხედვით ერთმანეთისგან რაც უფრო დიდია ნისკარტი მით უფრო მწარეა კბენა . მაგარმ ეგ იმას არ ნიშნავს რო ტალღოვნების ნაკბენი უმტკივნეულოა
რადგან პატარა ნისკარტი აქვთ

Posted by: OGG 28 Jul 2020, 12:57
PAINKILLER
QUOTE
რომელ არხს უყურებენ ხოლმე, Animal Planet-ს?

Nat Geo Wild-ს უფრო ამუღამებენ smile.gif

ხომ გაჩვენე როგორ შლის დისტანციონს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: PAINKILLER 28 Jul 2020, 14:16
QUOTE
ხომ გაჩვენე როგორ შლის დისტანციონს

OGG

მაგარი მუღამიანი ტიპი ჩანს biggrin.gif

Posted by: OGG 28 Jul 2020, 15:53
Qetucha
QUOTE

კბენას ვერ გადააჩვევთ თუთიყუშს ეგაა გამორცხული.თუთიყუშის კბენას აქვს რამდენიმე მიზეზი:
1: ხშირად კბენა მათი თავდაცვის იარაღია თავს იცავს როცა ბოლომდე არ გენდობათ ეშინია და არაა მიჩვეული თქვენზე
2: რამე არ მოწონოს და პროსტესტს მაგ გზით გამოხატავს
მაგალითად გინდათ დაგაჯდეთ ხელზე მიგაქვთ ხელი და იმას არ უნდა დაჯდომა მაინც არ ნებდებით და ის გაბრაზებული იკბინება. ხშირად კბენის მიზეზი შეიძლება
იყოს ჩიტის შეწუხება როდესაც ზედმეტად აწუხებთ მას.
3: კბენით მიგანიშნებთ რო უფროსი ისაა და როგორც იმას უნდა ისე იქნება
4: ხშირად მაშინაც იკბინებიან როცა უკვე შეწყვილების დრო ასაკი უწევთ და სექსუალურად არიან აღგზნებულები მაგ დროს არიან ხშირად უფრო აგრესიულები რაც კბენაში გამოიხატება.
თუთიყუშის კბენა განსხვავდება სახეობების მიხედვით ერთმანეთისგან რაც უფრო დიდია ნისკარტი მით უფრო მწარეა კბენა . მაგარმ ეგ იმას არ ნიშნავს რო ტალღოვნების ნაკბენი უმტკივნეულოა
რადგან პატარა ნისკარტი აქვთ

არ გვენდობა კი არა თავს მოგვადებს სახეზე და თითქოს გვეფერება, თმებს გვირჩევს, ნისკარტის მოდება იცის ტუჩზე და ასე შემდეგ. ხელზე გართულება არ აქვს, არასოდეს მიმიშვერია ხელი, მაგრამ თვითონ მოფრინდება და დასეირნობს ზედ. აი ცალკე თითი თუ დაინახა, მაშინ ოოო... ძაღლივით დაეტაკება smile.gif

Posted by: Qetucha 28 Jul 2020, 19:17
OGG
ჰოდა არ მოწონს ეგ ცალკე თითი ეტყობა რაღაც მხრივ საფრთხეს ხედავს თითში

Posted by: levaa 3 Sep 2020, 12:23
ტალღოვანი მყავს 4-5 თვის სადღაც, ამ ბოლო დროს სულ ჩხუბობს ან ჟრურტულებს საათობით, ლაპარკითაც ტვინს გუდავს

ხოდა რისი ბრალი შეიძლება იყოს მისი ასეთი ჰიპერ აქტიურობა, მამალია და ხშირად ვუშვებდი გარეთ დღეში სამჯერ მაინც და ახლა აღარ ვუშვებ ერთზე მეტჯერ და შეიძლება მაგის ბრალი იყოს?

Posted by: David_Gale 23 Jan 2021, 19:30
ხალხნო ღამე ხედავენ თუთოები?


.................
* * *
user posted image


ხალხნო ეს მომყიდეს ნისკარტის სალესად და ქვამარილია? გადავაგდო?

Qetucha

Posted by: kobebryant 28 Jan 2021, 17:11
David_Gale
QUOTE
ღამე ხედავენ თუთოები?

ფატქიურად, ვერა...
QUOTE
ეს მომყიდეს ნისკარტის სალესად და ქვამარილია? გადავაგდო?

არ უნდა გადააგდო...

Posted by: David_Gale 28 Jan 2021, 17:29
kobebryant
შენ აგაშენა ღმერთმა, გადავიკითხე უკვე ყველაფერი, ასი ვარ საკითხში biggrin.gif მადლობა შენ მაინც ყურადღებისთვის ))


Posted by: kobebryant 28 Jan 2021, 18:13
David_Gale
QUOTE
შენ აგაშენა ღმერთმა, გადავიკითხე უკვე ყველაფერი, ასი ვარ საკითხში biggrin.gif მადლობა შენ მაინც ყურადღებისთვის ))

up.gif

Posted by: Irakli199001 1 Feb 2021, 14:38
QUOTE (guriaaa @ 19 Jul 2020, 11:40 )

აი ესენი როგორი ტიპები არიან?
user posted image


ძნელად მისაჩვევები, ხელზე მითუმეტეს, თუ ღრმა ბარტყობიდან არ გაზარდე ვერ მიიჩვევ 80 % ეგრეა, ლაპარაკით ვერ ლაპარაკობენ მაქსიმუმ 3–4 სიტყვა ისწავლონ ეგეც იშვიათია

Posted by: Irakli199001 1 Feb 2021, 14:49
ესეც ჩემი განუყრელის ფიშერი ..........................

Posted by: Irakli199001 1 Feb 2021, 14:58

ეს კიდევ ტალღოვანი ...................................................................

Posted by: Team 3 Feb 2021, 02:31
....................................... love.gif

Posted by: levaa 2 Aug 2021, 23:14
ჩემი ტალღოვანი წლის და თვეების არის და საჭმელს იღებს უკან ბურთზე და სარკეზე გალიაში, თან ზედ აჯდება და იფხორება, სავარაუდოდ ატეხილია ხო? :დ

Posted by: ladocavalera 15 Aug 2021, 23:27
აუ ჩემ ტელღოვანს ფეხი მოტყდა...არ ვიცი ცუდად დააპასადკა ან ბავშვმა უშნოდ დაიჭირა (მიჩვეული მყავდა, არ უცხოობს და მიდის ყველასთან). არ მეუბნებიან მოკლედ, მაგრამ ფაქტად ფეხ მოტეხილი შემრჩა. ცუდი ეხლა ის არის რომ ბათმში ვარ და რამოდენიმე ვეტკლინიკამ უარი მითხრა. ერთმა მითხრა რომ ჯერ რენტგენი გადაუღეო და მერე ვნახოთო...რამე მირჩიეთ ძმურად

Posted by: aladini 30 Jan 2022, 10:17
მთელი ღამე კრუსუნებს, რაღაც ხმებს გამოსცემს გაუჩერებლად და მობუზული ზის. ასეთი ადრე არასდროს უქნია, რამე ტკივა თუ რას მივხვდე?

და კუჭიც აშლილი აქვს. გაუთავებლად კვნესის თან. რა ვუშველო?

Posted by: Aleksandre166 6 Apr 2023, 12:53
როგორ ფიქრობთ, რამდენად ჭკვიანები არიან მოლაპარაკე თუთიყუშები? ზოგიერთი მეცნიერი სერიოზულად ფიქრობს, რომ ეს თუთიყუში უბრალოდ ადამიანებს კი არ ბაძავდა არამედ სათანადოდ იყენებდა ენას და ბავშვის დონის ინტელექტი ჰქონდა.
https://en.m.wikipedia.org/wiki/Alex_(parrot)

Posted by: ja666do 20 Apr 2023, 20:30
რამდენ წელს ცოცხლობს პატარა ტალღოვანი? უკვე 5 წელზე მეტია რაც მყავს.

Posted by: PAINKILLER 21 Apr 2023, 09:53
QUOTE (ja666do @ 20 Apr 2023, 20:30 )
რამდენ წელს ცოცხლობს პატარა ტალღოვანი? უკვე 5 წელზე მეტია რაც მყავს.

20-მდე ცოცხლობს როგორც ვიცი

Posted by: Grows 23 Apr 2023, 00:39
PAINKILLER

რაის 20
8 წელია მაქსიმუმი



Posted by: Definitely_Maybe 13 Oct 2023, 09:34
კორას და კიკის გვერდი smile.gif https://www.youtube.com/@chitoras2022

https://www.youtube.com/watch?v=Ssd40Ai1278




Posted by: Link 25 Oct 2023, 11:04
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif


აი ამ თუთიყუშს ბახი ვასწავლე, ბახი ხალხოოოო lol.gif

საოცარი ვინმეა ))))))))))


პ.ს. ფონზე დიალოგისთვის ბოდიში, მარტო რომ არიან არ უსტვენს )))))
პ.პ.ს. ბოლოში უკვე მე ვარ )) როგორც იქნა გამოვიჭირე ვიდეოზე , 2 კვირა დასჭირდა





საჩვენებლად : biggrin.gif





1:13 -მდე იცის lol.gif
* * *



აჰაა , არ შეეშინდა მიახლოების
* * *
[YOUTUBE]https://youtube.com/shorts/4nFHBbWhc38?si=U4YduOy1r-RYCUvq[/YOUTUBE]

Posted by: Link 25 Oct 2023, 15:45
აჰაა , არ შეეშინდა მიახლოვების



Posted by: ABC123 2 Nov 2023, 08:04
გამარჯობა, საჭმელს უცვლიდნენ და ფეხზე მიერტყა ზამბარაზე რომ არის, რომ აფიქსირებს საჭმელს გალიაზე, სად მივიყვანო რომ ვაჩვენო? sad.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)