საინტერესო თემაა, ბევრი განხილვა მაქვს წაკითხული და ნაყურები ელექტრო მანქანეზე და შევევდები ჩემი აზრები დავაფიქსირო, დავიწყებ იმით, რომ პირველი თაობის leaf არასერიოზული, კასტრირებული )) მანქანაა.
ეგ თუ გყავს მეორეც უნდა გყავდეს ბენზინზე რომ დიდ მანძილზე წახვიდე. 2 მანქანა 2 მაგი ხარჯია.
ქალაქში სამოძრაოდ კარგია თუ მკაცრი მარშრუტით მოძრაობ და იცი რამდენს გადიხარ.
ვოლტი კარგია მაგრამ ჰიბრიდია.
სამწუხარო ისაა, რომ ნორმალური, 200-250კმ და ზემოთ განვლადობის მქონე ელექტრო მოდელი 2-3 წლის წინაა გამოსული ანუ ფასი ისეთია რომ 5+ წელი ვერ შეწვდება საშუალო ფენა.
ახალი ეგეთი მანქანა სადღაც $30.000+ ღირს, 5 წლის მერე ალბათ ვოლტივით ხელმისაწვდომი იქნება და სადღაც 6-7 ათასი აშშ დაჭირდება თუმცა გასათვალისწინებელია ისიც რომ დიდი ალბათობით აკუმულატორის გამოცლილი ექნება წვენები და შეცვლა არ იქნება იაფი სიამოვნება.
ნუ ტექნოლოგიები ვითარდება.. ლითიუმის იონს დახვეწენ და გააიაფებენ ან სხვა ალტერნატივას მოძებნიან ვომედოვნობ.. მთავარი პრობლემა მაინც აკუმულატორის სიძვირეა.. ავტომობილის ფასის 30%+ მოდის აკუმულატორზე
იმაზე მეტი მწარმოებელი უშვებს ელექტრო მანქანებს ვიდრე წარმოგიდგენიათ..
Chevrolet bolt
Hyundai ionic
Vw e-golf
Kia soul
Renault Zoe
BMW i3
Mercedes_ს ყავს არაერთი მოდელი, Volvo მთლიანად გადადის მხოლოდ ელექტრონების წარმოებაზე.
ერთ-ერთი ყველაზე გაქაჩული ჩინური ბრენდი byd
ძალიან საინტერესო მოდელი Renault twizy რომელიც როგორც მახსოვს 12.000 ღირდა რომ გამოვიდა, მაგრამ ესეც ძველი თაობის ლიფივით არასერიოზულია, 80 გადის მაქსიმუმ და მოტოციკლი უფროა ))
წელს გერმანიაში ვიყავი და smart ებია ყველაზე მასიური მანდ, თუმცა ელექტრო ვერსია იშვიათია.
ბენზინის და ბენზინზე მეტი დიზელის ვერსიებია.
მეტსაც გეტყვით.. საკმაოდ იშვიათია ელექტრო მანქანა, ჰიბრიდი კიდე მგონი უფრო მეტად იშვიათი, Prius ის ჭაჭანება არაა ბერლინში ან თუნდაც მიუნხენში. ტაქსებად ძირითადად დიზელზე მომუშავეერსედესები და შკოდები ყავთ. არაფერს ვამბობ დიდი ზომის სედანებზე და ჯიპებზე, ჯიპით კაციშვილი არ დადის ქალაქში და ვინც დადის აშკარად გერმანელი არაა. შეილება ქართველსაც წავაწყდით ))
ეგენი ველოსიპედებით დადიან დიდიან პატარაიანა.
მანქანები თუ ყავთ ყავთ პატარა ჰეჩბეკები 1.0-1.3 ძრავით, პატარა ძრავიანებზე და ტურბინიანებზეა აქცენტი..
Ford focus გვყავდა ნაქირავები და 1.2 ტურბო იყო. ქალაქში 6 ლიტრს წვავდა.
მოკლედ დავასკვენი რომ გერმანელს ურჩევნია პატარა მანქანა იყიდოს რომელიც ცოტას წვავს ან თუ ბევრი სიარული უწევს დიზელი. ელექტრო ციებ-ცხელება საერთოდ არ შეიმჩნევა ჯერ-ჯერობით იქ.
დროა საჭირო რომ დაიხვეწოს ტექნოლოგიები და დახვეწაზე მეტად გაიაფდეს. ფუფუნების საგანია ელექტრო მანქანა ამ ეტაპზე.
This post has been edited by shuka on 4 Aug 2018, 01:16
Умирать не страшно - страшно не жить.