forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (19) « პირველი ... 17 18 [19]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> უფასო საადვოკატო მომსახურება., სამოქალაქო და ადმონისტრაციული საქმე.
aitola
რადიკალისტ-მილიტარისტ-რევანშისტი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3535
წევრი No.: 147374
რეგისტრ.: 23-April 12

გამოგზავნილია: 12 Jul 2017, 11:48  #50947742      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს თუ არის შესაძლებელი ერთმა შპს-მ მეორეს ვალდებულებები მოძრავი ქონება გადაიბაროს უფრო სწორად რომ ავხსნა ერთი შპს მეორეს აბარებს ვალდებულებებსაც და საქონელსაც რა პროცედურა არის გასავლელი

პ.ს ახალი შპს იქმნება და ის იბარებს ძველისგან დირექტორი ორივეგან ერთი კაცია თან ერთ-ერთი დამფუძნებელი პირველ ფირმაში და მეორეში 100% წილის მფლობელი


--------------------
Als die Nazis die Kommunisten holten, habe ich geschwiegen, ich war ja kein Kommunist.
Als sie die Juden holten, habe ich nicht protestiert; ich war ja kein Jude.
Als sie mich holten, gab es keinen mehr, der protestieren konnte @Martin Friedrich Gustav Emil Niemöller
polemos0108
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 78
წევრი No.: 128896
რეგისტრ.: 18-March 11

გამოგზავნილია: 13 Jul 2017, 14:16  #50955903      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

მაქვს მოვალის ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება. მითითებულია თანხის ოდენობა. მხარეები და მათი რეკვიზიტები.
შესრულების ვადად მითითებულია, რომ მოვალე ვალს გადაიხდის ეტაპობრივად. არაა მითითებული როდის გადაიხდის სრულად. როდემდეა ეს ეტაპობრივად.
2011 წლიდან იხდიდა ბანკში ეტაპობრივად(6-4 თვის ინტერვალით) შემდეგ შეწყვიტა გადახდა.
1. ვის მივმართო, რომ ხელშეკრულებაში მოხდეს ვადის დაზუსტება.
2.ხანდაზმულობის ვადის გაშვების საპატიო მიზეზად ჩაითვლება ის რომ მისამართი შეიცვალა? და საერთოდ ხანდაზმულობის ვადის დაწყება საიდან უნდა მოხდეს? ბოლო გადახდა 2012 წელს ჰქონდა.
სარჩელი რომ შევიტანო მიიღებენ?

This post has been edited by polemos0108 on 13 Jul 2017, 14:59


--------------------
[IMG]http://s018.radikal.ru/i526/1206/b7/32cfba34ce93.jpg[/IMG]
most wanted
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4580
წევრი No.: 22885
რეგისტრ.: 5-September 06

გამოგზავნილია: 15 Jul 2017, 00:01  #50966592      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
polemos0108

სხვათა შორის, ამ მდგომარეობაში კარგია, რომ დაკონკრეტებული არ გაქვთ როდის უნდა შეესრულებინა საბოლოოდ ვალდებულება. თორემ, ხანდაზმული ნამდვილად იქნებოდა. smile.gif ვინაიდან არ გქონდათ დაკონკრეტებული შესრულების თარიღი, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ შესრულება. თავის მხრივ, ასეთი ტიპის ურთიერთობაში ხანდაზმულობის ვადის (3 წლის) დინება უნდა დაიწყოს მას შემდეგ რაც თქვენ შეიტყობთ თქვენი უფლების დარღვევის შესახებ - ანუ მას შემდეგ რაც მოსთხოვთ შესრულებას და მოვალე არ განახორციელებს ამ უკანასკნელს.

რა თქმა უნდა, ეს პოზიცია არც ისე მტკიცეა თქვენ მიერ ჩამოთვლილი ფაქტების ფონზე, რომ შეწყვეტილი შესრულებების გაგრძელება არ მოგითხოვიათ 5 წლის მანძილზე. საწინააღმდეგოს მტკიცება - რომ თქვენი მოთხოვნა ხანდაზმულია, არ იქნება რთული. საბოლოო ჯამში დამოკიდებული იქნება მტკიცებაზე, ყოველ შემთხვევაში ნამდვილად დაგეხმარებათ ის ორი გარემოება, რომ ვადა არ იყო განსაზღვრული და ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ნაწილ-ნაწილ.

სარჩელის შეტანას რაც შეეხება, ხანდაზმულობის საკითხის გამო მიღებაზე არანაირი პრობლემა არ იქნება. მეტიც, თუ მოპასუხე არ გამოცხადდა პროცესზე, შესაგებელი არ წარადგინა ან წარდგენილ შესაგებელში თავად არ მიუთითა რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, ხანდაზმულობის საკითხს არც განიხილავს სასამართლო.

aitola
რეორგანიზაცია უნდა გაკეთდეს შერწყმით, უფრო ზუსტად - მიერთებით. კრების ოქმები დაგჭირდება ორივე შპს-დან. იუსტიციის სახლს უნდა მიმართო.


This post has been edited by most wanted on 15 Jul 2017, 00:38
tamuska
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3362
წევრი No.: 51629
რეგისტრ.: 16-January 08

გამოგზავნილია: 15 Jul 2017, 15:43  #50969584      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მაქვს ესეთი შეკითხვა უცხო ქვეყნის მოქალაქემ იყიდა უძრავი ქონება საქართველოში და უნდა რო ანდერძით გადასცეს შვილიშვილს , როგორ ხდება ეს პროცედურა ? ანუ თავის ქვეყანაში გააფორმა ანდერძი და მერე ეს ითარგმნება და მოწმდება ნოტარიალურად თუ როგორ ?

This post has been edited by tamuska on 15 Jul 2017, 15:47


--------------------
Многие жалуются на свою внешность, и никто - на мозги )))

ევოლუციის შედეგად ადამიანს მოძვრა კუდი, მაგრამ ქიცინის რეფლექსი მაინც შემორჩა.

Кохання наповнює життя змістом ... а з появою сенсу життя обов'язково з'являється майбутнє ...

ბარტყი კნუტოვიჩ ცინტალაძე :D
most wanted
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4580
წევრი No.: 22885
რეგისტრ.: 5-September 06

გამოგზავნილია: 16 Jul 2017, 23:44  #50977387      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tamuska

ზოგადად, მემკვიდრეობასთან მიმართებით, გამოიყენება ის ნორმები, რომელიც მოქმედებს მამკვიდრებლის ქვეყანაში. მემკვიდრეობის მიღებას რაც შეეხება, რომელი ქვეყნის მოქალაქეცაა მამკვიდრებელი, იმ ქვეყნის ნოტარიუსმა უნდა გასცეს სამკვიდრო მოწმობა (ანდერძის თუ სხვა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი საფუძლით). მერე ამ საბუთის საფუძველზე საქართველოს ნოტარიუსი მოგცემს სამკვიდრო მოწმობას, რომელიც შეეხება კონკრეტულად საქართველოში არსებულ ქონებას.

პ.ს. გააჩნია ქვეყანასაც, შეიძლება ქვეყნებს შორის ხელშეკრულება იყოს, რომელიც დამატებით აწესრიგებს ამ საკითხს.

This post has been edited by most wanted on 16 Jul 2017, 23:51
badzudzu
nikobsiidan darubandamde


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 405
წევრი No.: 38808
რეგისტრ.: 24-July 07

გამოგზავნილია: 27 Jul 2017, 12:10  #51038443      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა,
თუ ხართ ვინმე ვინც სამოქალაქო კოდექსში და საჯარორეესტრის ეროვნული სააგენტოს ნორმატრიულ აქტებში კარგად ერკვევით?
მიახლოებით რა ხდება: სააგენტოს წარმოებაში აქვს მიღებული მიწის რეგისტრაცია რომელის რეგისტრაციის შემთხვევაში მე (და კიდევს 2-3 ოჯახს) მეზღუდება ჩემ ნაკვეთთან მისასველი გზა.
რეგისტრაციის წარმოებაშივე მინდა განცხადება დავაწიო სააგენტოს, განცხ. ტექსტი დავწერე მარა მინდა იურიდიულად გამართული იყოს, კონკრეტული მუხლების მითითებით.
ან კიდევ ალბათ სწორს ვაკეთებ ეხლავე შევატყობინო სააგენტოს ვიდერე მერე დაარეგისტრიროს და გავასაჩივრო არაა?
ხოდა თუ ვინმე ხართ ვინც კარგად ერკვევით მე თვითონ მოვალ ყველა დოკუმენტით და წერილი რომ შემადგენინოს.


--------------------
რაც გინახავს ვეღარ ნახავ
megimia
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 13
წევრი No.: 177736
რეგისტრ.: 5-December 13

გამოგზავნილია: 28 Jul 2017, 21:32  #51047288      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ერთ ორ დღეში სტატიას გამოვაქვეყნებ მიკროსაფინანსოებზე და გადაიკითხე.
სადაა დაპირებული სტატია?
chochich
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 698
წევრი No.: 25832
რეგისტრ.: 19-November 06

გამოგზავნილია: 30 Jul 2017, 21:09  #51057582      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
badzudzu
მუხლი 180. აუცილებელი გზა +
1. თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.
2. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.

megimia
ოთხშაბათს.


--------------------
sssssaocaria. . .
sssssakvirvelia. . .

chochich
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (19) « პირველი ... 17 18 [19]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0202 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]